შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სიძულვილიდან სიყვარულამდე ბევრია (თავი2)


14-11-2018, 22:05
ავტორი თათი
ნანახია 2 314

თითქოს დავმშვიდდი, მაგრამ ჩემი სიმშვიდე დიდხანს არ გაგრძელებულა, რადგან მეორე დღეს თაკო ცეკვაზე მოვიდა და რატიმაც თითქოს და დაივიწყა თავისი პირობა, რის გამოც ლალიმ მასთან ერთად, უკან სადღაც გადაკარგულში გამისტუმრა. საშინლად გავმწარდი. „კი მაგრამ რა დავაშავე ასეთი, ამას ვის გადავეყარე! ღმერთო ჩემო, როგორ ვერ ვიტან ამ ბიჭს და ამის ქაჯ შაყვარებულს.“– გულში გამუდმებით იგივეს ვიმეორებდი. ცრემლებს ვერ ვიკავებდი და მათ ნაცვლად ბრაზისგან ცეცხლებს ვყრიდი თვალებიდან. რატის მხოლოდ ერთი რამ ვუთხარი: „მე გთხოვე“. სინანულით აღსავსე თვალებით შემომხედა, საყვარელი იყო, ეს მხოლოდ ახლა შევამჩნიე. თავი ბნელი, შავი თვალების ლამაზი ჭრილით და დიდი ტუჩებით ქვემოთ დაეხარა და თვალებში ვეღარ მიყურებდა.
რეპეტიციის დასასრულს თავი ხელში ავიყვანე და ლალისთან მივედი. ვუთხარი, რომ რატი თაკოს გამო არ ცეკვავდა ჩემთან და თუ ცეკვას დააპირებდა მისი მრისხანე თვალები აჩერებდნენ, მისი არ ყოფნის შემთხვევაში კი პრობლემა არ იყო.
_მინდა გთხოვოთ, რომ მეწყვილე შემიცვალოთ, ვფიქრობ, ასე აჯობებს.
_ერთი წუთი, ლილე, თაკოს დაუძახე!
_ მას არ გინდათ, არ მინდა ჩემზე გაბრაზდეს, გთხოვთ?!
_არა ლილე, გააკეთე ის რასაც გეუბნები!_ რამდენიმე წამში, თაკო დარბაზში შემოვიდა და ლალის ლექციის მოსმენას შეუდგა.
გულის სიღრმეში ბედნიერი ვიყავი, რომ ვიღაც მაინც მიუჩენდა თაკოს საკადრის ადგილს, მაგრამ ამასთან ერთად მეშინოდა, რადგან ვიცოდი ძალიან გაბრაზდებოდა და ჯავრს ჩემზე იყრიდა.
ლალი ეუბნებოდა, რომ ცეკვა და პირადი გრძნობები ერთმანეთში არ უნდა აერია და დაემუქრა კიდეც, რომ რატისთან ერთად აღარასდროს, არცერთ ცეკვაში არ ჩააყენებდა და რაშიც იდგა იქიდანაც მოაშორებდა. რამდენიმე დღის განმავლობაში, თაკოს დიდი აგრესიის მსხვერპლი ვხდებოდი, მაგრამ ყველაფერს წარმატებით ვუმკლავდებოდი.
მაინც რა შეუძლია შეყვარებულ ადამიანს? ეს კითხვა დიდი ხნის განმავლობაში მაწუხებდა და საბოლოოდ პასუხი თაკოს ქცევებში ვიპოვე. ნელ_ნელა სიტუაცია ჩაწყნარდა, მაგრამ ასე ერთი შეხედვით ჩანდა. თაკოს და რატის ურთიერთობა გაუფუჭდათ, ამაში კი მთელი ანსამბლი და რატიც კი მე მადანაშაულებდა.


ყველაზე ვიფიქრებდი, რომ შეეძლოთ ჩემთვის ცილი დაეწამათ, მაგრამ არა რატიზე,
მან კი მაშინ მიმახვედრა, როცა თაკოსთან კიდევ ერთი დრამის შემდეგ, მომვარდა და
გამწარებულმა ყველას თანდასწრებით, მათ შორის ლალი და გიორგისაც, მითხრა ყველაფერი შენი ბრალიაო, თანაც ალქაჯოო, ეგეც მომაძახა. თავისი შეყვარებულის პატრონი კიდე მე, რომ მიწოდებს ალქაჯს. არა რა შეუყვარდებათ და ეს ბიჭებიც გამოდებილდებიან ხოლმე. ახლა სათქმელად ადვილია, მაგრამ მაშინ საოცრად ცუდად ვგრძნობდი თავს, ერთდროულად ვიყავი ნაწყენიც, გაბრაზებულიც, დამცირებულიც და დაბოღმილიც. ნატა გვერდიდან არ მშორდებოდა და ჩემს დაწყნარებას ცდილობდა:
_ კარგი დამშვიდდი გთხოვ, ლილე. გაბრაზებულ გულზე გითხრა, მალე ბოდიშსაც მოგიხდის დარწმუნებული ვარ.
_ თავისი ბოდიში თავის ქაჯს აჭამოს, მე არ მჭირდება. იდიოტი, დაინახე როგორ ჩამაფრინდა მკლავებში? ყველას თვალწინ დამამცირა და კიდე ალქაჯიც გამხადა. გეგონება დავდექი და ზედ შევახტი თაკოს დასანახად, რომ ეეჭვიანა, ღმერთო, რისთვის მსჯი ასე?_ნატას ღიმილი შეპარვოდა სახეზე.
_ არანორმალურია ეს თაკო რა... _ტუჩებდაპრუწულმა მითხრა ნატამ.
_რავიცი კი კისკისებთ ხოლმე კარგად! _ გაბრაზებული ხმით ვუთხარი, აშკარად შემეტყო, რომ ვეჭვიანობდი.
_ გოგო არანორმალური სიყვარულთან მიმართებაშია, თორე ისე რას ერჩი?
_ყოჩაღ, ბარემ ტაში დაუკარი ჩემს დამცირებაში უდიდესი წვლილი, რომ მიუძღვის, თანაც შეაქე და უთხარი ასე გააგრძელეო.
_ახლავე, რა პრობლემაა, თაა...
_ჰეი, ჰეი რას აკეთებ? სულ გადაირიე?_ გაოცებულმა ავაფარე პირზე ხელი.
_აჰაჰ, შეგეშინდა? _ იცინოდა, უფროსწორად კაკანებდა, თანაც საკმაოდ მაღალ ხმაზე, როდესაც დარბაზიდან ლალი მასწავლებლის შვილი, გიორგი გამოვიდა. ის ბიჭებს ავარჯიშებს ხოლმე, გოგოებთან შეხება ნაკლებად აქვს, მაგრამ ყველასთან კარგ და მეგობრულ ურთიერთობაშია.
_ რა ხდება გოგოებო?
_მე ამასთან არ ვარ, მას. _ თვალებზე ხელაფარებულმა ვუთხარი.
_ნატა ნუ არცხვენ ლილეს, ხო ხედავ სად დაიმალოს აღარ იცის, მალე ლალი გამოვა და მისი მოტყუებაც მოუწევს. _სამივეს სიცილი აგვიტყდა, ბოლოს კი გიორგის დავემშვიდობეთ.
_ არანორმალური ხარ რაა... _ ვუთხარი და გასახდელში შევედი.



მთელი კვირის განმავლობაში რატისთან არ მისაუბრია. ქალბატონი თაკო წყნარად იყო და
რატისაც აღარ ეწუწუნებოდა.მისი ბიჭისგან ბოდიშის მოხდას გულის სიღრმეში მაინც
მოველოდი. ნატა ყოველდღე ახალ–ახალ მიზეზებს იგონებდა, თუ რატომ იგვიანებდა რატი. ჩემს გულს ბრაზი არ შორდებოდა და თაკოს ბედნიერებით აღსავსე თვალების დანახვა
დღითიდღე უფრო მიშლიდა ნერვებს.


დამცირებიდან ზუსტად მერვე დღეს რეპეტიციაზე დავაგვიანე. როდესაც, მივედი ყველანი დარბაზში იყვნენ და ტრენაჟს გადიოდნენ. მეგონა მარტო ვიყავი გასახდელების ოთახში და ხელებს ბიჭებისა და გოგოების გასახდელების გამყოფ ფიცრულს ვურტყავდი გაბრაზებისგან. ჩემს თავს ვსაყვედურობდი: პრანჭვა_გრეხვას, რომ მოუნდი ერთი საათი სარკესთან, ახლა დადექი და უსმინე ლალის შენიშვნასთქო.
ბიჭების გასახდელიდან ცქმუტვის ხმა მომესმა, შევცბი და ვიკითხე:
_ რომელი ხარ?
_ რატი ვარ ლილე.
_ოჰ, პატონო რატი, თქვენც დააგვიანეთ?
_დიახ, მადმუაზელ, მეც დავაგვიანე. ოღონდ მიზეზი სარკის წინ ერთი საათი პრანჭვა_გრეხვა არ ყოფილა. _ „ჯანდაბა ასე ხმამაღლა ვთქვი? ახლა დიხანს უნდა დამცინოს? იდიოტი ვერ ვიტან?!“ გულში ჩემთვის ვამბობდი და რაიმე მწარის მოფიქრებას ვცდლობდი:
_ მიზეზს არ აქვს მნიშვნელობა. თქვენი ლედი არ გაგიბრაზდებათ? იქნებ იფიქროს, რომ ვინმესთან გალატობთ, ახლა სწორედ მას შეხვდით და მაგიტომ დააგვიანეთ? _ საკუთარი თავით კმაყოფილი, მის პასუხს ველოდი, რომელმაც რამდენიმე წამით დააგვიანა.
_ შენ არ იდარდო თავადაც იგვიანებს.
_იმედია, თქვენ არ იეჭვიანებთ. _ სიციცლი ამიტყდა.
ხმაში სიბრაზე შევატყვე:
_ვაუუ, რა სასაცილოაა...
_დიახ, დიახ.


როდესაც გამოვიცვალე, ჩანთით ხელში, სარკესთან თმის გასაკეთებლად დავდექი, რატიც რამდენიმე წამში გამოვიდა და მკლავზე მიჩქმიტა, რამაც მოთმინების უნარი დამაკარგინა და უფლება მომცა ბრაზი ამომენთხია.
_ მოგკლავ, ხო გაიგე, მოგკლავ, რატი წერეთელო! არ გაცოცხლებ იმისთვის, რომ ჩემს მკლავს უკვე მეორედ შეეხე, ყველას თვალწინ დამაბრალე ის რაც არ ჩამიდენია, თვალებში როგორ მიყურებ საერთოდ? _ ამ ყველაფერს ერთი ამოსუნთქვით და ძალიან სწრაფად ვამბობ, ნელ–ნელა წინ ვდგავ ნაბიჯებს, რატი კი უკან იხევს და მალე კედელს ეტუზება, წასასვლელი არსად აქვს, მე კი ნაბიჯებს არ ვუკლებ, მანამ სანამ არ ვაცნობიერებ, რომ ტანით მას ვეკრობი.
_პრინცესა, დაწყნარდი!
_ვინაა შენი პრინცესა? _ ხელს მაღლა ვწევ და ვცდილობ მისკენ მივმართო, მაგრამ მისი ხელი წინააღმდეგობას მიწევს, მატრიალებს და ახლა უკვე კედელს თავად ვეტუზები.
_მისმინე, პატარა პრინცესა, ზედმეტი არ მოგივიდეს, ბიჭი ვარ და გითმენ, იცოდე მეორედ აღარ გაბედო ხმას აუწიო ჩემთან.
_ ოჰჰ, კაი ერთი._ მთელ ძალას ვიკრებ და მისგან ვითავისუფლებ თავს.
_შენ როგორც გინდა დამამცირე, ხმასაც ჩემზე მეტად აუწიე, თანაც ყველას თანდასწრებით. ეს კიდე ცოტაა, წერეთელო, დამაცადე, განანებ იმას რაც გააკეთე, მუხლის ჩოქებზე დამდგარი მთხოვ პატიებას, შენს კაპასა გოგოსთან ერთად. _ ამ უკანასკნელმა, სახეზე ღიმილი და ცოტაც ირონია ააკრა.
_რას ხედავ, იდიოტო, სასაცილოს, ჩემს ნერვებზე თამაშობ, ხომ?
_ უი, მართალი ხარ. დღეიდან ჩემს საყვარელ საქმიანობად ვაქცევ მას. _ უფრო ეღიმება.
_ვაიმე, რატი მოგკლავ, გეუბნები მოგკლავ და შენს თავს თაკოს მივუგდებ, ოღონდ ჯერ კარგად ვაეჭვიანებ. _ კიდე ვეტყოდი ბევრ რამეს, მაგრამ თაკო დავინახე, რომელიც გასახდელისკენ მოდიოდა და ჩემი მუქარის ასრულებას შევუდექი.



_ რატი, გაიწიე ვინმემ არ დაგვინახოს, სირცვილია. შენ ხომ შეყვარებული გყავს, ამას როგორ მეუბნები? _რატი გაოცდა.
_უნამუსო, რა უთხარი, მითხარი, რა უთხარი? სიყვარული აუხსენი ხო? _ წიკვინით შემოვარდა თაკო და რატის ქორივით დააცხრა. რატი კვლავ მე მიყურებდა, ვერ ხვდებოდა რა ხდებოდა. მე კი სიცილს ძლივს ვიკავებდი და რატის თვალებით ვეუბნებოდი, მე გაგაფრთხილე_თქო. მერე დარბაზში შევედი, შევედი რა შევიპარე, ლალის თვალში რომ არ მოვხვედროდი.რატიც მალევე შემომყვა, თაკო კი უფრო გვიან შემოვიდა.

შესვენებაზე თაკომ რამდენჯერმე მთხოვა, მეთქვა თუ რა მითხრა რატიმ, მაგრამ ჩემი პასუხი მხოლოდ ის იყო, რომ მათ ურთიერთობაში არ ვაპირებდი ჩარევას და საჭიროების შემთხვევაში რატი თავად ეტყოდა მას.

ცეკვიდან სახლში მიმავალს ტელეფონის ზარი მესმის, ჩანთიდან სწრაფად ვიღებ და უცხო ნომრიდან შემომავალ ზარს ვპასუხობ:
_ გისმენთ, რომელი ბრძანდებით?
_ რა თავაზიანი ხარ, პრინცესა!_ მპასუხობს რატი.
_ ჯერ ერთი პრინცესას ნუ მეძახი და მეორეც თაკოს ცოცხალი როგორ გადაურჩი? _ სიცილს ვერ ვიკავებ.
_ როგორც ხედავ გადავურჩი.
_ საერთოდაც ვერ გხედავ, იქნებ სიკვდილის ანგელოზებმა ბოლო სურვილი შეგისრულეს და ჩემთან დარეკვის უფლება მოგცეს? _ კვლავ მეცინება.
_ ჩემს უკანასკნელ სურვილს შენზე არ დავხარჯავ და კიდევ თუ გინდა დარწმუნდე, რომ მართლა ცოცხალი ვარ შეგიძლია უკან გამოიხედო.
უკან მივიხედე და რატის სილუეტი დავინახე, უნაკლო ტანი, გრძელი ფეხები და სასწაულად საყვარელი სახე, რომელმაც გამაოცა, ოღონდ, მკითხველო, რამე სხვა არ იფიქრო, გამაოცა იმან, რომ ჩემს უკან მართლა რატი იდგა.
_ ვაუ, ბატონო რატი, გადარჩენილხართ, გილოცავთ!
_ მოსალოცად ნამდვილად არ გაქვს საქმე, რადგან ჩათვალე მკვდარი ხარ დღევანდელისთვის. _ მუქარით აღსავსე თვალებს არ მაშორებს.
_ დაიცა, დაიცა ახლა რა უნდა ვქნა, გავიქცე?
_ რაც გინდა ის გააკეთე, ვერსად გამექცევი. _ რამდენიმე სხარტ ნაბიჯს დგამს.
_ ერთი წუთი, დაიცადე! _ ხელებით მის გულმკერდს ვეხები და ვაჩერებ. _ფორა მაინც მომეცი, 5მდე დაითვალე და მერე გამომეკიდე, გთხოვ! _ ისე ოსტატურად ვთამაშობ შეშინებული გოგოს როლს, ჯობია თეატრალურზე ჩავაბარო, მგონი. აუცილებლად დავფიქრდები ამაზე.
უცბად სახის გამომეტყვებას ვიცვლი და მკაცრი ტონით ვეუბნები:
_ შენ ბიჭო ნორმალური ხარ? წადი შეყვარებული დააწყნარდე, შეეცაადე შემოირიგო, მე რას დამსდევ?
_ ახლა ხო მაინცაა ყველაფერი შენი ბრალი? თქვი, ახლაც უდანაშაულო ხარ? _ნელ–ნელა ხმას უწევს და მის სახესა და ჩემსას შორის სივრცეს ამცირებს.
_ ხმას დაუწიე და დიახ, ახლაც უდანაშაულო ვარ, რადგან..._ მაწყვეტინებს.
_ გოგო რეებს ბოდავ?_ მე მეღიმება, მისი ჯიბიდან თავისივე ტელეფონს ვიღებ და ვამბობ:
_ თაკო, არვიცი რას ცდილობს, მაგრამ..._ტელეფონს მართმევს რატი და თაკოს ტელეფონს უკიდებს. პარალელურად მრისხანე მზერას არ მაშორებს.
_რა გეგონა რატი, ამით გამაცურებდი, ამისთვის გამომეკიდე? სასოწარკვეთილი შეყვარებულის საქციელს გავს, თანაც ჭკვიანურია, ყოჩაღ ათიანს გიწერს პრინცესა ლილე.
_ პრინცესა კი არა ეშმაკი ხარ ადამიანის ტყვაში!
_ ჯერ სად ხარ, კარგად არ მიცნობ, ცუდი ვინმე გადაიმტერე იცოდე, ჩემთან თამაშს არ გირჩევ!
_ არ ვთამაშობ.
_ თამაშობ, რატი ეს ზუსტად თამაში იყო, მხოლოდ ერთი რამ უნდა გეთქვა, უბრალოდ ერთი წინკლიანი ბოდიში დაგცდენოდა. ეს არ გააკეთე, მიუხედავად იმისა, რომ ხვდებოდი უმიზეზოდ დამადანაშაულე, შენ არ მოხვედი. შეყვარებული კი არა თაკოს სათამაშო ხარ მეტი არაფერი, როგორ ვერ ხვდები?! ისე გატრიალებს, როგორც უნდა: არ იცეკვოო და ბოლო ხაზში დააყენე საკუთარი თავი, მაგის სულელური ახირების გამო, მერე მოხვედი და მისთვის, რომ გესიამოვნებინა დამამცირე. ხოდა დადექი ახლა და შეეცადე შეგირიგდეს, რომ მერე ისევ თავის ნებაზე გატრიალოს. სირცხვილი!
_ გაჩუმდი ლილე!
_ არც კი გრცხვენია...
_ ლილე, საკმარისია, გაჩუმდი_თქო.
_ გოგოს ამის უფლებას როგორ აძლევ, წწწ...
_ მოკეტე, ძუკნა, მოკეტე!!!
_ რა თქვი? გაიმეორე, რა თქვი? ახლავე გაიმეორე! _მაისურის საყელოებით მიჭირავს, ხის აწევასთან ერთად ხელებსაც უფრო ძლიერად ვუჭერ, ისე რომ საცაა დავახრჩობ. _გაიმეორე, ვინაა ძუკნა, როგორ ბედავ? მითხარი როგორ ბედავ–თქო? _ცრემლებს ვეღარ ვიკავებ, ხელებს ვუშვებ და თვალებზე ვიფარებ.
_ ჯანდაბა, იდიოტო, რას მიკეთებ? როგორ ბედავ და მატირებ, თავი ვინ გგონია? _ახლა უფრო ხმადაბლა და ხრიწიანი ხმით ვეუბნები.
_ ლილე, შემომხედე!
_ წაეთრიე, თვალით არ დამენახო!!!
_ ლილეე...
_ მძულხარ, მეზიზღები! _ ამას ვამბობ და უკანმოუხედავად გავრბივარ.



ესეც მეორე თავი, იმედია მოგეწონებათ. პირველ რიგში მადლობა ყველას, ვინც თქვენი შთაბეჭდილებები გამიზიარეთ, შენიშვნებზე აუცილებლად ვიმუშავებ.

„ს ი ძ უ ლ ვ ი ლ ი დ ა ნ ს ი ყ ვ ა რ უ ლ ა მ დ ე ბ ე ვ რ ი ა“



№1  offline წევრი Liziko27

ეს ბიჭი ხო ნერვებს მიშლის რა.. ტუტუცი... ;(((((

 


№2 სტუმარი სტუმარი მარიკო

Gveli vaimee sazizgari gamoaswore tore me shemomakvdeba

 


№3 სტუმარი სტუმარი მარიამი

აუძაანმაგარია მალედადე რა ახალიიგთხოვ შენ მაინც ნუდამტანჯავ????❤️

 


№4  offline წევრი მინდა ვწერო

ეს იყოოო შოკიიი.დიდი ხანია ახალ მწერალს ვეძებ და ჰოოპ სუპერ გოგო გიპოვე.საოცარი იყო,მაგრამ მე როგორც გაუმაძღარ არსებას უფრო დიდი თავები მინდა :დ .მოკლედ ძალიან დიდი იმედი მაქვს ასე გააგრძელებ და სწრაფად დადებ ხოლმე. თავი არ მომანატრო :დ <3

 


№5 სტუმარი სტუმარი მარიამი

აუშენვინხარრარრაააა.. საოცრება პირდაპირ!! მოუთმენლად ველი ახალ თავს... რატი ნევრებს არმიშლის საერთოდ... სიმართლე გითხრა ნატა არმევასებაა....❤

 


№6  offline წევრი თათი

აუუ, ყველას ძალიან დიდი მადლობა. ბედნიერი ვარ რომ მოგწონთ. იმედებს არ გაგიცრუებთ შევეცდები ყოველდრე დავდო ახალი თავი <3 <3 <3

 


№7 სტუმარი სტუმარი ლიზა

მალედადებ?

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent