ჩემდამი სიყვარული გაგაგიჟებს! (თავი 1)
ზღვაპრებში ყოველთვის მარცხდება ბოროტი,პრინცესა თავის სიყვარულს პოულობს და ცხოვრობენ დიდხანს და ბედნიერად.რეალური სამყარო კი იმაზე მტკივნეულია ვიდრე ოდესმე წარმოვიდგენდით.ძალიან რთულია შეეგუო იმას,რომ შენი ქცევების გამო ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანი დაკარგე,რომელსაც ღმერთი მილიარდში გამოარჩევს და შანსს გაძლევს ცხოვრების ბოლომდე გვერდით გყავდეს.ყველა ვამბობთ იმას,რომ რაც მოხდა ასე უნდა ყოფილიყო და ეს ღმერთმა გადაწყვიტა.მე ასე არ ვფიქრობ,ეს დამოკიდებულია მთლიანად ჩვენზე.თუნდაც მეგობრის დაკარგვა ან საერთოდ გაციება.არ ვუფრთხილდებით გარშემო მყოფებს და საკუთარ თავებს,არ ვფიქრობ რა მოჰყვება ჩვენს გადადგმულ ნაბიჯებს და შემდეგ ყველაფერს ღმერთს ვაბრალებთ. 6 წლის ნანატრი შვილი კობახიძეებში სიხარულის პიკი იყო.პატარა ფერია ამხელა ოჯახს ჩუმად ავლებდა თვალებს და არ იცოდა წინ რა ელოდა.ბატონი ვახტანგი იმედგაცრუებული იყო,რადგან ბიჭი უნდოდა.ლია გახარებული იყო.ამდენი ხნის ნანატრ შვილს გულში იკრავდა.ისე გაზარდეს არაფერს აკლებდნენ,მაგრამ ვახტანგი გეგმებს აწყობდა.5 წლის ასაკში ბაღთან ერთად საბრძოლო ხელოვნების წრეზე დაყავდათ.ვახტანგს უნდოდა თავისი ბინძური საქმეების გასაგრძელებლად აღეზარდა.ბავშვობიდან უნერგავდა სიძულვილს.იმდენად იყო შეშლილი იმით,რომ მისი ბიზნესი წინ წავიდოდა,პატარა ლიზა ბიჭად აქცია.განათლება უცხოეთში მიიღო.უამრავ ენას ფლობდა და მამას უჯერებდა,რადგან უკვე ჩამოყალიბებული მკვლელი იყო.20 წლის ასაკში იმდენად შეაძულა დედამისი თავის ხელით მოაკვლევინა.ლია რა თქმა უნდა თავიდანვე წინააღმდეგი იყო ამის გამო,ქმარმა მისი ცემა დაიწყო,ლიზას ჩამოაშორა და ბავშვი გატენა მისადმი სიძულვილით.ბო*ობაც კი დააბრალა ლიას და ყველაფერი ყელში,რომ ამოუყვანა ლიზას, მოაკვლევინა კიდეც.ვახტანგმა ბინძურ საქმეებში გარია.სახლებს ქურდავდა ლიზა და თვითმხილველებს თვალის დაუხამხამებლად ხოცავდა.ლიზა უკვე მონსტრი იყო.მის დაბადების დღეზე ლიას ტუმბოში შემთხვევით აღმოაჩინა პატარა წიგნაკი.კითხვა მაშინვე დაიწყო.გაგიკვირდებათ და ამ გულქვა,ცივი,მონსტრი ადამიანის სახეზე თბილი სითხე იღვრებოდა.წიგნაკში ეწერა მისი დაბადების დღიდან 5 წლის ასაკამდე ყოველი სიტყვა და ემოცია.იმის შემდეგ ლიას უდიდესი სინანული,რომ უძლური იყო ქმრის წინაშე,რომელიც მისი შვილისგან ურჩხულს ქმნიდა.ფურცლის ბოლოს იყო პატარა მინაწერი."შენ ჭკვიანი გოგო ხარ,ვიცი ყველაფერს დაძლევ.ის ტყვია მე გამაცოცხლებს და მაღლიდან შევძლევ დახმარებას.მიყვარხარ დედი!". იმ დღის მერე ცხოვრება შეიცვალა.ვახტანგის მოკვლა ძალიან უნდოდა,მაგრამ ფიქრობდა,რომ ეს მისი ცოდვებისთვის ცოტა იყო.სახლიდან წამოვიდა და მალევე გაიგო,რომ ვახტანგი ლოგინად ჩავარდა.თუ ისე ეძინა წარბს არ აქანებდა ძილი გაუტყდა.ყოველი თვალის მოხუჭვისას ყველა ის ადამიანი ეცხადებოდა ვინც მოკლა.იტანჯებოდა,სული ეწვოდა და იცოდა ეს საპატიებელი არ იყო.ბოლომდე უძლებდა დამსახურებულ ტანჯვას,მაგრამ ძალა გამოელია და ღვთის სახლთან უდიდესი სირცხვილის გრძნობის აიტუზა.იქ დიდი დრო გაატარა.იცოდა,რომ ცოდვებისთვის მაინც დაისჯებოდა,მაგრამ ეს ტვირთი ცოტახნით მოეხსნა.იქიდან პირდაპირ ლონდონში გაემგზავრა.თავისი სტუდია გახსნა სადაც თავისი ხელით შექმნილი ნახატების გამოფენას აწყობდა.ასევე ხატვის გაკვეთილებს ატარებდა ფულის საშოვნელად.ამასთან ერთად ბალეტზეც დადიოდა. დარჩენილ წლებს შეძლებისდაგვარად ბედნიერად ატარებდა. ხატვის გაკვეთილი დაასრულა და ფანქრით დამაგრებული თმა შესწირა. ახალგაზრდა ბიჭი მიუახლოვდა და ინგლისურად დაუწყო საუბარი. - კერძო გაკვეთილები მინდა, ამისთვის ბევრს გადაგახდით. ლიზას ეს აწყობდა, რადგან ახალი ბინა მთლიანად გასაკეთებელი ქონდა და დასთანხმდა. კვირაში ორი დღე გამოუყო და რემონტიც დაიწყო. ბიჭმა საკმაოდ კარგად იცოდა ხატვა, ამას ლიზაც ხვდებოდა. მისგან ყოველთვის მოელოდა რაღაცას, მაგრამ ბიჭი არ ჩქარობდა. უკვირდბოდა ყოველ მის სიტყვას,ქცევას, გამოხედვას. ხედავდა ბიჭი უთვალთვალებდა, მაგრამ არ იმჩნევდა. საქმე ფულში იყო.ბიჭი ცდილობდა ლიზას შეცნობას, ეს კი ძალიან რთული იყო. უფრო ახლო ურთიერთობა სჭირდებოდა. ლონდონს სჩვევია წვიმა, მაგრამ იმ დღეს უსაშინლესად გაწვმდა. ლიზა კი თავის მოსწავლესთან ერთად იჯდა და ყოველ წამს, მონაცვლეობით ამოწმებდა ამინდს და დროს. - სადმე გეჩქარეხა? ჰკითხა დიდი დაკკირვების შემდეგ. ლიზამ თავი დაუქია. - მე ბექა მქვია. ლიზა ცოტახანს გაჩუმდა. არავინ იცნობდა მას სახელით და ლიზაც არავის ეკითხებოდა სახელს. ახლა კი შემოუტრიალდა და ქართულად განუცხადა სახელი. ბექას გაეღიმა. - ძალიან შეუცნობელი ხარ! დიდი პაუზის შემდეგ ისევ ბექამ დაარღვია სიჩუმე. -შენ კი მეტისმეტად ნიჭიერი, რომ გაკვეთილებზე იარო! - სახლი კარგი გამოგდის? ლიზა დააიგნორა და თემა შეცვალა. -ვინ ხარ და ჩემგან რა გინდა? სკამი ბექას წინ დადგა და სერიოზული სახით მიაშტერდა. - ოჯახი ამომიხოცე და შენგან რა მინდა? მინდა ეს კედლები შენი სისხლით შევღებო. ამით შველი შენს ცოდვებს? - ნახატები ძირს მოისროლა და ფეხით შედგა. -ამით გამოხატავ სინანულს თუ ცეკვით. უამრავი ხალხი მოკალი და ახლა მშვიდი ცხოვრება მოგინდა? - ლიზას მივარდა და ყელში წაუჭირა ხელი. თვალებიდან ნაპერწკლებს ყრიდა. ლიზას ესეთი სცენები უამრავჯელ ქონდა წარმოდგენილი. უემოციოდ იჯდა და სიკვდილს ელოდა, მაგრამ ბექას თვალები ჩაქრა, ხელიც გაუშვა და უკან დაიხია. ლიზას ხველება აუტყდა და ბიჭს გახედა. - ვერ ბედავ? - შენც ეგ გინდა , ხო? არა, არა- სიცილი დაიწყო.-სიკვდილი შენთვის ბედნიერებაა. სიძულვილით შეხედა გოგონას და კარებში გავიდა. ლიზა ყველაფერს ხვდებოდა, მას ის სიყვარული დატანჯავდა, რომელიც ბექას მიმართ ნელ-ნელა მატულობდა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.