შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

გიჟი ხარ და მეც გამაგიჟე... (დ ა ს ა ს რ უ ლ ი)


17-11-2018, 16:00
ავტორი Life is wonderful
ნანახია 2 724

ერთი თვის შემდეგ...
ეს ბოლო კვირეებია ალექსანდრე რაღაც ცუდ ხასიათზეა, რამდენჯერაც ვკითხე იმდენჯერ არ მიპასუხა, რაღაცას მიმალავს რაც ძალიან მაშინებს, თანაც ამ ბოლო დროს ხშირად მეკითხება ვიცი თუ არა, რომ სიგიჟემდე ვუყვარვარ...
დივანზე, ალექსანდრეზე ვწევარ და ვუყურებთ ფილმს, ალექსანდრეს კი ჩემს მუცელზე უწყვია ხელები და შიგადაშიგ ყელში მკოცნისს... უცბათ ფილმი შეაჩერა და მეკითხება...
-საყვარელო მე, რომ უცბათ წავიდე რა მოხდება?
-რა კითხვებით ხარ ან ამ ბოლო დროს რა დაგემართა?
-მიპასუხე...- მკაცრად მითხრა, მართალია ცოტათი მეწყინა მაგრამ ახლა ამის დრო ნამდვილად არ იყო...
-არ ვიცი... ალბათ ცუდად გავხდები?
-ბავშვი?
-რა ბავშვი?
-ბავშვს რას უზამდი?
-აი ეგ ნამდვილად არ ვიცი ის ხომ ჩვენი სიყვარულის ნაყოფია, არ ვიცი ამ დროს რას ვიზამ... ან რატომ მეკითხები? ამაზე საერთოდ რატო ვლაპარაკობთ? მაშინებ უკვე....
-კარგი გვეყოს...
-ალექსანდრე ხო სულ ჩემთან იქნები?
-სამუდამოდ?
-სამუდამოდ...
-კი სამუდამოდ შენთან ვიქნები...
-არასდროს დამტოვებ?
-არა...- ეს სიტყვები თითქოს ზერელედ ნათქვამი იყო, მაგრამ მალე ეს ფიქრები უკუვაგდე და გავაგრძელეთ ფილმის ყურება... ცოტახანში ჩამეძინა, ღამე ვგრძნობდი ალექსანდრეს შეხებას თითქოს სადღაც მივდიოდე და ცდილობს ბევრჯერ შემეხოს, რომ დავამახსოვრდე... მაგრამ შემდეგ შეხებასაც ვერ ვგრძნობდი, სიცივეც ვიგრძენი და მერე სულ გავითიშე... დილით, რომ გავიღვიძე მარტოს მეძინა... წამოვდექი და ალექსანდრეს მოძებნა დავიწყე, მაგრამ ამაოდ... ბოლოს ყვირილზე გადავედი...
-ააა...აააალელეეექსანდრეეე, საყვარეელოო, სად ხარ?- ბოლო ხმაზე გავკიოდი, ხმა მიკანკალებდა და თან ცრემლები უგზოუკლოდ ჩამომდიოდა... გუშინდელი სიტყვები გამახსენდა და ამაზე უარესად ამეტირა, ბოლოს უკვე დივანზე ძალაგამოცლილი დავეცი... შვამჩნიე რაღაც ქაღალდი იყო მაგიდაზე.... კანკალით ავიღე და კითხვა დავიწყე...
-„ანასტასია მე შენ აღარ მიყვარხარ, მეტიც მძულხარ, შეეჩვიე უჩემობას, საშინელი ადამიანი ხარ... ბავშვი შეგიძლია საერთოდაც მოიშორო... არამგონია ასეთი კაცისგან შვილი გინდოდეს... კარგად ანასტასია მე სამუდამოდ მივდივარ...“- გული ამეწვა, ჩამწყდა, თითქოს ცეცხლი წამეკიდა და ვიტანჯები, ბოლო ხმაზე დავიწყე კივილი... ყველაფერი დავამტვრიე სიკვდილი მინდოდა.... აღარ მინდოდა ეს ბავშვი... ცხოვრება თავზე ჩამომექცა....

სამი წლის შემდეგ....

-ალექსანდრეე დედი საყვარელოო... მოდი ჩავიცვათ... გიო ბიძიას დაბადებისდღეზე ხომ უნდა წავიდეთ?- ოთახიდან ოთახში დავდიოდი და ვეძებდი...
-აქ ვალ დეეე...

იმის შემდეგ სამი წელი გავიდა იცით, როგორ გამიჭირდა მის გარეშე? ყველა გვერდში მედგა ცდილობდნენ გავებედნიერებინე, მაგრამ იმ სიცარიელეს მაინც ვერ ავსებდნენ რაც ალექსანდრემ დამიტოვა... ხშირად ვიფიქრე ბავშვის მოშორებაზე, მაგრამ ეს ნამდვილად ვერ შევძელი... საშინლად გამიჭირდა ის ცხრა თვე... ლუკა, ვაკო, დათო და ნიკა ალექსანდრეს შეცვლას ცდილობდნენ რაც პატარა ალექსანდრე დაიბადა იმის მერე მამის მაგივრობას ესენი უწევდნენ, არაფერს აკლებდნენ... მთელი ეს პერიოდი მის გამო ვიყავი ძლიერი, მყარად ვიდექი და ცრემლებს მხოლოდ ღამით ვაძლევდი გამოსვლის საშვალებას... ყველაზე მეტად იმის მეშინოდა, რომ მამაზე არ ეკითხა, მაგრამ როდესაც ეს მომენტიც დადგა, ვუთხარი, რომ მამა სუპერგმირია და ხალხის გადასარჩენად წავიდა ჩვენ კი მას ძალიან ვუყვარვართთქო, ამან გაახარა და ყველას ამას ეუბნებოდა მე კი გული მეწვოდა, რომ ბავშვის მოტყუება მიწევდა, მაგრამ ჯერ პატარაა ამას ვერ ვეტყვი... სწორედ მის გამო დავარქვი ბავშვს ალექსანდრე, საშინლად გავს მას, როცა ვუყურებ სულ ჩვენი ერთად გატარებული დრო მახსენდება, ალექსანდრეს მაგივრობას ეს პატარა ანგელოზი მიწევს და მუდამ გულს მითბობს, მან აავსო ჩემი გული, მაგრამ რაღაც სიცარიელე მისგან მაინც დამრჩა...

-ვაიმეე ჩემი ბიჭიიი რა სიმპატიური ხაარ....- ერთი გემრიელად ჩავკოცნე ის კი საყვარლად კისკისებდა...
-გეყოშ დეე დეე მეღლუტუნებაა..
-რა მოგდის?
-მეღლუტუნებააა...
-ვაიმე მე ვაბოდებ შენს მეღლუტუნებაზეეე..- როგორ მიყვარს მისი დამახინჯებული სიტყვების გაგონება ვერც კი წარმოიდგენთ...
შემდეგ მეც მოვემზადე, გიორგი ჩემი ახალი მეგობარია, რომელიც გავიცანი მან არ იცის ჩემი წარსული.. დღეს მისი დაბადებისდღეა და თან თავისი უცხოელი მეგობრებიც ჩამოყავს, დიდი სახლი აქვს და გადაწყვიტა სახლში გადაეხადა.. მეც და პატარა ალექსანდრეც მოვემზადეთ....
-წავედით დედი?
-ქო ჭავედით დეეე...
მანქანაში ჩავჯექით, მე მძღოლის ადგილი დავიკავე ის კი უკან ბავშვის დასაჯდომში ჩავსვი...
მთელი გზა ვღიღინებდით და ბოლოს, როგორც იქნა მივაღწიეთ..
ალექსანდრე პირველი შევარდა და გიორგის მიახტა...
-გიო ბიძიაა ლიგოცაავ, ძაია მიკაქაალ...- ისე უყვარს ნეტა იცოდეთ...
-ძალიან დიდი მადლობაა მეც ძალიან მიყვარხარ ალექსანდრეე...- ისიც თბილად ეხუტებოდაა... მე შემოსაცმელი დავკიდე და შიგნით შევედი, მაგრამ ვაი ამ შესვლას... პირველად პირველად ამ სამი წლის განმავლობაში პირველად დავინახე, გავფითრდი, გავლუჯი, გავმწვანდი... ვერ ავღწერ რა ვიგრძენი... სიძულვილი? სიყვარული? ვერ მივხვდი... მის გაოოცებულ სახეს ვუყურებდი წამით ჩვენი თვალებიც შეხვდა ერთმანეთს, მაგარამ უცბათ მოვაშორე მზერა... მეც მივულოცე გიორგის ამღვრეული თვალებით...
-ტასო კარგად ხარ? გინდა გავიდეთ?-ახლა მართლა მჭირდებოდა მასთნ ლაპარაკი თავი დავუქნიე და ხელი მაგრად მოვუჭირე...- ალექსანდრე ბავშვი გამომართვი და ცოტახანი მიხედე...- მას მიაჩეჩა პატარა... უნდა გენახათ რა გაოცებული სახე ქონდა...

ალექსანდრეს გადმოსახედიდან...
ვერ წარმოიდგენთ რა დონემდე მიჭირდა იმ სიტყვების დაწერა ანასტასიასთვის, მე ძალიან მძიმე ლეიკემია აღმომაჩნდა და ნამდვილად არ მინდოდა ეს ანასტასიას გაეგო და დატანჯულიყო, ამიტომ გერმანიაში საუკეთესო ექიმი მოვძებნე და გავემგზავრე, ძალიან მიჭირდა მის გარეშე... აი წარმოიდგინეთ თითქოს ჰაერი გაქრეს აი ისეთი შეგრძნება მქონდა, მისი მონატრება ყელში მიჭერდა, მაგრამ მყარად ვიდექი, მეგონა მალე მოვრჩებოდი, მაგრამ ორი წელი მოვუნდი გამოჯამრთელებას ბოლოს უკვე იმედი, რომ აღარ მქონდა ექიმმა მითხრა, რომ სულ გამქრალიყო ჩემი ორგანიზმიდან... საშინლად მინდოდა მალე დავბრუნებულიყავი, მაგრამ არ შემეძლო არ შემეძლო დავბრუებულიყავი და ანასტასიასთვის თვალებში ჩამეხედა. ერთი წელიც გავძელი და ბოლოს ჩემმა მეგობამა მთხოვა, რომ დავბრუნებულიყავი თან მისი დაბადებისდღე მოდიოდა, მართალია ძალიან გამიჭირდა, მაგრამ მე შევძელი და ჩამოვედი...
მის დაბადებისდღეზე, რომ მივედი მალე პატარა ბავშვი შემოვარდა და მიულოცა, ისეთი საყვარელი იყო და თან თითქოს მე საშინლად მგავდა, ბოლოს უკვე ვიღაც გოგო შემოყვა და იმ გოგოში, რომ ანასტასია დავინახე ვერ წარმოიდგენთ რა ვიგრძენი, მისი ამღვრეული თვალები, რომ დავინახე მაშინ მივხვდი თუ როგორ საშინლად ვატკინე, სახეზეც ეტყობოდა, რომ იტანჯებოდა, შემდეგ იმ ბავშვს, რომ ალექსანდრე დაუძახა გიორგიმ საერთოდ ჭკუიდან გადავედი. წარმოგიდგენიათ რა დონემდე უნდა უყვარდე ადამიანს, რომ შენი სახელი დაარქვას თავის შვილს. თავიდან ვიფიქრე ჩემი ხომ არ არისთქო, მაგრამ ნამდვილად არ მეგონა, მე ხომ ასე ვატკინე გული... მერე გიომ ალექსანდრე შემომაჩეჩა მიხედეო, მეც დავყევი მის ნებას და სავარძელში ჩავჯექით, ის კი მუხლებზე დავისვი...
-სენ ლა გქვია?- ვაიმე რა საყვარელია...
--ალექსანდრე..
-მეჩ ალენდრაქსე მქვია...
-რა გქვია?- სიცილით ვკითხე...
-ალენდრაქსე, დედიტომ მითქლა რო სენ კველაზე მაგალი ადაბიანის საქელი გქვიაო...
-კიდევ რა გითხრა დედიკომ?
-კიდე მითქლა ლო სენი მამიტო სუპეგმილია და ქალქის დასაქმალებლად წაიდა და ცვენ ძალიან ვუკალვალთ, მამიტოს ნაქვა მიდაა...- ეს სიტყვები, რომ გავიგე დავრწმუნდი, რომ ის ნამდვილად ჩემი იყო და ანასტასიას ის დაუტოვებია, ამით კი ის ჩემს თვალში ძალიან ამაღლდა...
-და რა გითხრა მამიკო დაბრუნდებაო?
-მითქლა ლო ის ალ დაბლუნდება, მაგლამ მის გულში სულ ვიქნებით და ვეკალებით.- ამ სიტყვებზე ცრემლები მომადგა და მაგრად ჩავეხუტე...
-იცი, რომ ყველაზე მაგარი ბიჭი ხარ?
-ქო ვიცი დედა სულ მიმეოლებს ხოლმე...- მთელი სახე დავუკოცე და ბევრჯერ ჩავეხუტე... ახლა ისღა დამრჩენია ანასტასიას დაველაპარაკო...

ანასტასიას გადმოსახედიდან....
გარეთ უნდა გავსულიყავით, რომ ვიღაცამ დაუძახა მე ვუთხარი, რომ ხვალ გაგვეგრძელებინა და ისიც დამთანხმა... საპირფარეშოში შევედი, ჩემს თავ შევხედე თვალები დავხუჭე და ყველა მოგონებამ თვალწინ გადამიარა, კედელთან ჩავიკეცე და ავქვითინდი... მინოდოდა ბოლო ხმაზე მეყვირა, მაგრამ ეს აქ ნამდვილად არ ღირდა.... ბოლოს ძლივს წამოვდექი სახე მოვიწესრიგე, ყალბი ღიმილი ავიკარი სახეზე და გარეთ გავედი...
-ტასო კაგად ხარ?- მკითხა გიომ...
-კი კი კარგად ვარ...- ყალბი ღიმილით გავუღიმე და მისაღებში შევედი... დავინახე, როგორ ეთამაშებოდა ალექსანდრე ალექსანდრეს.... ისეთი ბედნიერი სახე ქონდა მას, რომ მივხვდი, რომ გაიგო მისი შვილი როა... ორივე ძალიან ბედნიერი იყო... მათთან მივედი...
-ალექსანდრე- ორივემამომხედა...- დე წამოდი ნახე დამიანე მოსულა ეთამაშე...- ამაზე სახე გაუბრწყინდა...
-წავედიი დეე მიკაქალ...- მინთხრა და გაიქცა...
-მეც ძალიან...- მივაძახე...
-ანასტასია უნდა ვილაპარაკოთ...- მითხრა მან ღმერთო მისი ხმაც როგორ მომნატრებია, მისი ნათქვამი ანასტასია, რომელსაც მის გარდა სხვა არავინ მეძახის, მაგრამ მან ხომ მე მიმატოვა... წასვლას ვაპირებდი, რომ მკლავი დამიჭირა... იმდონემდე მომენატრა, რომ უბრალო შეხებამაც ჟრუანტელი მომგვარა და გრძნობებმა თავი გამახხსენა...-ანასტასია...
-ანასტასია არა ტასო და გამანებე თავი შენთან ლაპარაკი არ მინდა...- ვუთხარი ზედმეტად ცივად, მაგრამ ვერც კი წარმოიდგენთ ეს, როგორ გამიჭირდა... მან წამებში ხელი წელზე შემომხვია და გარეთ გამიყვანა.... ამაზე კი ნერვები მომეშალა...- შენ თავი ვინ გგონია? შენი აზრით შეგიძლია ასე დამტოვო, მატკინო, მითხრა რომ გძულვარ, აღარ გიყვარვარ და შემდეგ ასე უბრალოდ მოხვიდე და მითხრა, რომ ლაპარაკი გინდა? საერთოდ გამაგებინე რა გინდა? რატო მტკენ გულს? რა დავაშავე?- ვუყვიროდი ხელებს უგზოუკლოდ ვიქნევდი და ცრემლები მომდიოდა...
-ანასტასია გეყოს... ახლა კარგად მომისმინე- როდესაც შეამჩნია, რომ რაღაცის თქმას ვაპირებდი პირზე ხელი ამაფარა და განაგრძო...- მისმინე, ანასტასია საშინლად მიყვარხა ეს სამი წელი საშინლად მენატრებოდ, მე მე უბრალოდ ლეიკემია აღმომაჩნდა თანაც ძალიან მძიმე, არ მეგონა, რომ გადავრჩებოდი მე კი არ მინდოდა, რომ ასე ძალიან გტკენოდა გულო და დატანჯულიყავი, მმართალია მაინც დაგტანჯე, მაგრამ ასე დატანჯვა გერჩივნა ვიდრე ჩემზე გეგლოვა, გერმანიაში წავედი ორი წელი ვმკურნალობდი, მაგრამ იმედი აღარ მქონდა, მაგრამ ამ იმედის მიწურულს ექიმმა მითხრა, რომ სასწაულოქმედურად განვიკურნე რაც მხოლოდ 2%-ს ემართება მოსახლეობის, შემდეგ დაბრუნება მინდოდა მაგრამ მეშინოდა შენი თვალებში ჩახედვით მხოლოდ სიძულვილი არ ამომეკითხა. მარა დღეს რომ დაგინახე მივხვდი, რომ ისევ გიყვარვარ და გული გატკინე, შემდეგ ალექსანდრემ, რომ მითხრა მამაზე რეებიც უთხარი მივხვდი, რომ ის ნამდვილად ჩემი იყო, ვერც კი წარმოიდგენ ამის გაგების შემდეგ ჩემს თვალში რა დონემდე ამაღლდი, საშინლად მიყვარხარ ანასტასია და მინდა ისევე ბედნიერად გავაგრძელოთ ცხოვრება, როგორც სამი წლის წინ ვცხოვრობდით...- პირიდან ხელი მომაშორა, ამ ამბით გაოგნებული ვიყავი, წარმოგიდგენიათ? მას არ მივუტოვებივარ ისევ ვუყვარვარ... ხმას ვერ ვიღებდი თითქოსდა ენა ჩამივარდა...- ანასტასია არაფერს მეტყვი?- სიტყვებს ვერ ვპოულობდი ასე, რომ ეგრევე ტუჩებზე ვეტაკე ამაზე ჩაეღიმა, მე კოცნა უფრო გავაღრმავე, ეს კოცნა რაღაც საოცარი იყო კოცნა რომელშიც ჩაქსოვილი იყო, სიყვარული, ტკივილი, მონატრება აბსოლიტურად ყველა გრძნობა, ბოლოს ჰაერი, რომ აღარ გვეყო დავაშორეთ ბაგეები ერთმანეთს...
-მეც საშინლად მიყვარხარ ალექსანრე მეეც...- ვუთხარი მან ბედნიერმა მომკიდა წელზე ხელი და ერთად შევედით... პატარა ალექსანდრესთან მივედით...
-დე საყვარელო შენთვის სურპრიზი მაქვს.- ამ სიტყვებზე ბედნიერმა გამომხედა...
- ლა სუპლიზე დედიტო?
-გახსოვ, რომ გითხარი მამა არასდროს დაბრუნდებათქო?
-ქო მაქშოვშ...
-ხოდა დაბრუნდა...- ამის გაგონებაზე სახე გაუბრწყინდა...
-აბა მამიტო შადაა მამიტოო შადააა? მამიტოოო, მამაა, მამიტოო..- ყვირილი დაიწყო და აქთ-იქით იყურებოდა....
-აქ ვარ მა...- უთხრა ამღვრეული თვალებით, მთელი სამი წელია ვვოცნებობდი რომ ამ ორს ოღონდაც ერთმანეთი ენახათ მეტი არაფერი მინდოდა და როგორც ჩანს ამისრულდა ეს ოცნება უბედნიერესი ადამიანი ვიყვაი მთელს დედამიწაზე როდესაც პატარა ალექსანდრე გაიქცა და მთელი ძალით ჩაეხუტა „დიდ“ ალექსანდრეს...
-მამიტოო ლოგოლ მომენატლეეე- გავვოცდი გავვოგნდი არ მოველოდი მისგან ასეთ ემოციებს და ასეთ სიტყვებს.... ის ხომ სულ რაღაც ორი წლისაა...
-მეც ძალიან მა მეეც...- ოცი წუთი მარტო ერთმანეთ ეხუტებოდდნენ და ამ მომენტში ჩემზე ბედნიერი არავინ იყო მეც მივედი მათთან და ძლიერად მოვეხვიე....
2 წლის შემდეგ....
-დეეეე, ალექსანდრეე, დიდო ალექსანდრეე მოდით...- ვუყვიროდი სამზარეულოდან იმ ორს, მაგარმ ისე იყვნენ გართულები თამაშში, რომ ვერ გაიგეს, ამიტომ მე ჩემი დიდი მუცელით გავბაჯბაჯდი....- არ გესმით, რომ გეძახით? რატო მაწვალებთ ისედაც ძლივს დავდივარ...- დავიწყე წუწუნი... ალექანდრე მოვიდა ჩემთან და უკნიდან ამეკრო... ხელები კი ჩემს აწ უკვე ძალიან გაბერილ მუცელს შემოხვია....
-ვინ გვიბრაზდებაო? ვინო?-დაიწყო იროიულად ლაპარაკი და ყელში მკოცნიდა, იცოდა რომ ეს მომალბობდა...
-მმმ ალექსანდრეე მაინც გაბრაზებული ვარ წადით ახლა და ჭამეთ...- თავისკენ შემატრიალა მოწყვეტით მაკოცა, ალექსანდრე აიყვანა ხელში და სამზარეულოში გავიდნენ...
-მალე ისაუზმეთ გიო ბიძიას დაბადებისდღისთვის ხომ უნდა მოვემზადოთ...- ვუთხარი მათ....
-დე გახსოვს იქ ლო გავიგე ლო მამიკო დაბლუნდა?
-კი დე მაგას რა დამავიწყებს...- ვუთხარი ამღვრეული თვალებით...
-თქვენ სამნი მაბედნიერებთ...- მოვიდა ალექსანდრე მე მოწყვეტით მაკოცა, „პატარა“ ალექსანდრეს ბევრი აკოცა და ბოლოს დაიხარა, მაიკა ამიწია და ძალიან ბევრი აკოცა ჩემს გამობერილ მუცელს...

////////////////////////////////////

და და და დააამმ... ესეც დასასრული, როგორც იქნა გავედი ბოლოში, იმედი მაქვს მოგეწონებათ... ძალიან დიდი მადლობა ვინც მთელი ეს დროა მომყვებოდა, ასეთ ტკბილ კომენტარებს მიწერდა და მაძლევდა სტიმულს, რომ გამეგრძელებინა და ამ დონემდე მიმეყვანა... ძალიან ძალიან დიდი მადლობა კიდევ ერთხელ და ყველანი ძალიან მიყვარხართ, ვერც კი წარმოიდგენთ როგორ ძალიან ტკბილებო.... აბა შემიფასეთ...

გ ი ჟ ი
ხ ა რ
დ ა
მ ე ც
გ ა მ ა გ ი ჟ ე . . .
სიყვარულით:"მე"



№1  offline წევრი Life is wonderful

daldoni daldoni- ძალიან დიდი მადლობაა..
--------------------
Every day, every night, you have to wait for a new test and pass it successfully." - "Life is exam."

 


№2  offline წევრი lamazi tvalebi

ასეთ დასასრულს ნადვილად არ ველოდი... ძალიან კარგი იყო... იმედია არ დაგვივიწყებ და მალე დაგვიბრუნდები შენი ტკბილი ისტორიებით... ❤❤❤❤

 


№3  offline წევრი Life is wonderful

lamazi tvalebi
ასეთ დასასრულს ნადვილად არ ველოდი... ძალიან კარგი იყო... იმედია არ დაგვივიწყებ და მალე დაგვიბრუნდები შენი ტკბილი ისტორიებით... ❤❤❤❤


ძალინ დიდი მადლობა ტკბილო.... იმედია მართლა მალე დავბრუნდები... ❤️❤️❤️
--------------------
Every day, every night, you have to wait for a new test and pass it successfully." - "Life is exam."

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent