სიყვარულს თან ახლავს მოულოდნელობა (I)
შემოდგომის, ცივი დღე იყო. გამუდმებით ცუდი ამინდი ჩემს ხასიათზეც მოქმედებდა და ამიტომ საშინელ განწყობაზე ვიყავი. ფანჯარასთან ვიჯექი და ვუყურებდი, როგორ დაეკარგა ყველაფერს ხალისი. ფერადი სამყარო სადღაც გამქრალიყო და ირგვლივ ყველაფერი შავ-თეთრს მოეცვა. ვიხსენებდი დღეს, როდესაც ბედნიერი ვიყავი. დღეს, როდესაც სახიდან ღიმილი არ მშორდებოდა და მენატრებოდა წარსული. ახლა ვზივარ და დროდადრო ლოყაზე ჩამოგორებულ ცრემლს ვიწმენდ. ბედნიერი სახე არც ისე დიდი ხანი ალამაზებდა ჩემს სახეს, ყველაფერი მაშინ დამთავრდა, როდესაც გავაანალიზე, რომ ადამიანები ყველაზე სასტიკი არსებები ვართ. ყველაფერი 4 წლის წინ დაიწყო... სკოლის წლებიდან, უცბად უნივერსიტეტში აღმოვჩნდი და როგორც ყველა პირველ კურსელი მეც დაბნეული ვაცეცებდი თვალებს. სკოლაში კარგად ვსწავლობდი და ცოდნაც შესაბამისი მქონდა. უნივერსიტეტში მაღალი ქულებით ჩავირიცხე. ავისრულე ბავშობის ოცნება და დღეს იურიდიულზე ვსწავლობ. პირველი კურსი ჩემთვის საინტერესო იყო, რადგან ყოველი დღე განსხვავებულად მთვრდებოდა. კურსელებთან კარგი ურთიერთობა მქონდა. ცოტა მორცხვი ვარ, მაგრამ ასე თუ ისე ვამყარებდი კონტაქტს და ვცდილობდი კომუნიკაბელური ვყოფილიყავი. ყველაზე კარგი ურთიერთობა ნიტასთან მქონდა, რომელთან ერთადაც ძალიან ვერთობოდი. ლექციების შემდეგ მე და ნიტა სხვადასხვა ადგილას მივდიოდით. ერთად ვმეცადინეობდით და შემდეგ ვერთობოდით. ძალიან სწრაფად გადიოდა დრო და თვალის დახამხამებაში გაზაფხულიც დადგა. 16 აპრილს, უნივერსიტეტიდან მე და ნიტა გამოვედით და ამ დროს დათოს ხმა გავიგონეთ. -ნიტა, დამელოდეთ.-დაუძახა ჩემს მეგობარს. დათოს დაველოდეთ და ერთად განვაგრძეთ გზა. (დათო ჩვენი კურსელი იყო, რომელსაც კურსზე ყველასთან კარგი ურთიერთობა ჰქონდა.) როდესაც ახალი ამბების განხილვას მოვრჩით. დათომ საუბარი ჩვენს კურსელზე-ნიკაზე დაიწყო. მითხრა, რომ ნიკას მოვწონდი, მაგრამ ძალიან მორცვხი იყო და ურთიერთობის დაწყება უძნელდებოდა. ვფიქრობ, გასაკვირია ის, რომ ნიკა არასდროს შემიმჩნევია მიუხედავად იმისა, რომ უკვე პირველ კურსს ვამთავრებდით, მისი არსებობა მხოლოდ წინა კვირას გავიგე. დათოს ნათქვამი არაფრად ჩავაგდე, რადგან ნიკა საერთოდ არ მომწონდა და ამასთანავე უჩინარ ადამიანად ვთვლიდი. ეტყობოდა რომ თავდაჯერებული არ იყო. მე კიდევ ის ადამიანი არ ვარ ვინც პირველი დაიწყებდა ურთიერთობას. ნიკა დიდ ყურადღებას იჩენდა ჩემდამი. უნივერსიტეტში ხშირად ვხვდებოდი და ჩემ ყურადღებას არ გამოჰპარვია მისი მზერა. გამუდმებით მიყურებდა და ჩემს გაცნობას ცდილობდა. მე კი ამ ყველაფრის გამო უფრო თავს ვიფასებდი. პირველი კურსი კარგად დავამთავრე და ბედნიერი ვიყავი, რადგან მშვიდად შემეძლო მეძინა რამდენი ხანიც მომინდებოდა და ამასთანავე ბევრი წიგნის წაკითხვა მქონდა დაგეგმილი, რომელსაც სწავლის პერიოდში ვერ ვახერხებდი. ზაფხული მხიარულად დაიწყო, მეგობრები ერთად კარგ დროს ვატარებდით. ხშირად დავდიოდით ბარშიც. უკვე საღამო იყო, როდესაც ნინიმ დამირკა. ნინი ჩემი საუკეთესო მეგობარია ბავშობიდან. -ნატა, დღეს ბარში წავიდეთ რა, უკვე მოვიწყინე. - არ მინდა დღეს არ ვარ ხასიათზე. -კარგი რა გთხოვ, ცხოვრებაში პირველად გთხოვ რაღაცას.-სინამდვილეში შესაძლებელია ეს მეათასე თხოვნა იყოს, მაგრამ ამ ფრაზას ნინი ყოველთვის იყენებს ჩემს დასათანხმებლად. -კარგი, კარგი ჯანდაბას. -მივხვდი, რომ ვერაფერს გავხვდებოდი და დავთანხმდი. -ვუჰუუ, რომ იცოდე რა ძალიან მიყვარხარ. -აფერისტო. გამომიარე და წავიდეთ. ნინიმ გამომიარა და ბარში წავედით. ჩემდა გასაკვირად ხასიათი გამომიკეთდა. ბარში ჩვენი მეგობრებიც იყვნენ ამიტომ სასიამოვნო დროს ვატარებდით. ვიღაცის მზერა ვიგრძენი და გვერდზე გავიხედე. დავინახე ნიკა, რომელიც მიყურებდა. ძალიან სიმპათიურად მომეჩვენა და ვიგრძენი როგორ გავწითლდი. ნიკა ჩემთან მოვიდა. -როგორ ხარ?-ძალიან თავდაჯერებული იყო. მაისური ეცვა, რომელზეც კუნთები და პრესი კარგად ეტყობოდა და ჯინსის დახეული შარვალი. -კარგად შენ?-გავუღიმე და თვალებში შევხედე. -მეც კარგად. უხერხული სიტუაცია იყო, არ ვიცოდი რა უნდა გამეკეთებინა და შემოვბრუნდი. რატომ დავიბენი ასე? ასე არასდროს ვყოფილვარ და ძალიან უცნაური გრძნობა დამეუფლა. ზაფხული მშვიდად გავიდა, იყო საინტერესო ისტორიებიც, თუმცა ჩემი თვალები გამუდმებით ნიკას ეძებდა. ბარში ხშირად დავდიოდით, მაგრამ ნიკა აღარ გამოჩენილა. ვიკითხე სად იყო და მითხრეს, რომ გერმანიაში წავიდა დეიდამისთან და სწავლის დაწყებამდე იქ დარჩებოდა. ამ ფაქტმა უფრო დამასევდიანა. ჩემ თავს ვარწმუნებდი, რომ ნიკა არ მომწონდა, მაგრამ იყო ასე? ზაფხული მალე გავიდა და სწავლა დავიწყეთ. სწავლის დაწყების პირველ დღეს ყოველთვის განსაკუთრებულ განწყობაზე ვიყავი, რადგან მონატრებულ მეგობრებს ვნახავდი. ამ წელს უფრო ბედნიერი ვიყავი, რადგან ნიკას ვნახავდი, რომელსაც სამი თვის განმავლობაში ეძებდნენ ჩემი თვალები. ცისფერი კლასიკური მაისური, ჯინსის მუქი შარვალი და პიჯაკი მოვირგე. ფეხზე მაღალ ქუსლიანი ფეხსაცმელიც შევუხამე ჩემს ჩაცმულობას და სახლიდან გავედი. სახლიდან უნივერსიტეტამდე ყოველთვის მეტროთი მივდიოდი, ამიტომ დღესაც არ ვუღალატე ჩვეულებას და მეტროში ჩავედი. სახეზე ღიმილი დამთამაშებდა. არ შემეძლო მისი მოშორება. უნივერსიტეტში მალე მივედი და ეზოსთან გავჩერდი, სადაც დათო და ნიკა შემხვდნენ. დათო გადავკონე და ნიკას გავუღიმე. ჩემთავს ვეკითხებოდი-„როგორ შეეძლო ასე სიმპათიური გამხდარიყო?“ თმაზე ხელი გადაისვა და თმა უკან გადაიწია. სახეზე ალმური მომედო, ფიქრებიდან გამოვერკვიე და სწრაფად დავუბრუნდი რეალობას. უნივერსიტეტის ეზოში ჩვეული ჟრიამული იყო, რომელიც ირგვლივ ყველაფერს მხიარულებას მატებდა. ნინიც მალე მოვიდა და შიგნით შევედით. ლექტორები მოვინახულეთ და დარბაზში დავსხედით. ლექტორთან საუბარი მალე დავამთავრეთ და სახლში წამოვედი. მომდევნო დღეები ერთმანეთს გავდა, მაგრამ ნიკასთან შეხვედრა ყოველთვის განსხვავებული იყო. ორივე ძალიან დაძაბული ვიყავით, რაც მისალმებაში გამოიხატებოდა. რამდენჯერმე, როდესაც მომესალმა გარკვეული მიზეზების გამო ვერ მივესალმე და ნიკას ალბათ მობეზრდა უშედეგო მცდელობები და აღარ მესალმებოდა. -„ნატა მიაღწიე შენს მიზანს? ბიჭს სათანადო ყურადღებას ვერ აქცევ და სითბო რომ მოგაკლდა მიხვდი, რომ შენთვის მნიშვნელოვანია?“ ჩემ თავს გამუდმებით ვტუქსავდი. არ მასვენებდა კითხვა- რას გრძნობდა ნიკა ჩემს მიმართ? ვიყავი ისევ ისე მნიშვნელოვანი მისთვის? სწორედ ამიტომ გადავწყვიტე, Facebook-ზე სხვისი სახელით დარეგისტრირება და მისთვის მიწერა. ვფიქრობდი, რომ უცნობს არაფერს ეტყოდა. თუმცა, როგორც იქნა დავუახლოვდი, გადავწყვიტე მეკითხა მისთვის, იყო თუ არა ვინმე მის ცხოვრებაში და ასეც მოვიქეცი. დაღლილი დივანზე მოწყვეტით ჩავეშვი, ფეხები მოვიკეცე და ნიკას სხვისი სახელით მივწერე. -„გამარჯობაა“ -„გამარჯობა,როგორ ხარ?“ -„კარგად, შენ?“ -„მეც კარგად, რითი დავიმსახურე შენი ყურადღება?“ -„რავიცი, საიტზე დაგინახე და მოწერა გადავწყვიტე....“ -„ძალიან კარგი“ საუბარი ცოტახანს კიდევ გავაგრძელე და ვკითხე: -„რახდება პირად ცხოვრებაში? არავინ მოგწონს ან გიყვარს?“ -„ჩემი კურსელი მომწონს ძალიან, პროსტა კარგი ურთიერთობა არ მაქვს“-ამ მესიჯზე თავი ძალიან კარგად ვიგრძენი, ძალიან მინდოდა ჩავხუტებოდი, ის ისეთი საყვარელი იყო... -„ვაა რაკარგია, ქორწილი არ გამომაპაროთ... რა ქვია? როგორი გოგოა? მიდი აბა მომიყევი, ყველაფერი მაინტერესებს :DD” -„ვიკა ქვია, ჩემზე დაბალია და ძალიან სუსტი. არ მომწონს სუსტი როა, მაგრამ ძალიან საყვარელია.“ უცბად, ცივმა ოფლმა დამასხა. –ვიკა? მე ხომ ვიკა არ მქვია. ალბათ არ უნდა ჩემი სახელის თქმა უცნობისთვის.-თავი გავიმხნევე.-არც ძალიან სუსტი ვარ...-რაღაც საეჭვო იყო. ამ ფიქრებიდან მისმა მესიჯმა გამომარკვია. -„არ გცალია? ასე გვიან რატომ მწერ?“ -„როგორ არა უბრალოდ წიგნები შევიტანე ოთახში“-გამოუვალი სიტვაციებიდან გამოსვლა მეხერხებოდა.-ძალიან კარგი, ქორწილში საპატიო სტუმარი ვარ ????))-ჩემ თავზე მეცინებოდა, პატარძალი რა თქმა უნდა საპატიო სტუმარია, სიცილი დავიწყე და ვეღარ ვჩერდებოდი. ნიკას დავემშვიდობე და მას მერე დიდი ხანი აღარ მიმიწერია, უკვე ყველაფერი გავიგე და გავაანალიზე, რომ მას ისევ ისე მოვწონდი. ამიტომ მეორე დღეს უნივესიტეტში უფრო დიდი შემართებით წავედი. მისი დანახვა ძალიან გამიხარდა, მე თვითონ მივესალმე( სხვათაშორის ჩემი მისალმება არ გაკვირვებია ან არ შეიმჩნია) და ლექციაზე შევედი. .... ლექცია არც ისე დიდხანს გაგრძელდა, კარებში ნიკა შემხვდა, თვალებში შევხედე და გამოვიარე. მეორე დღეს არ მივსალმებივარ და რადგან ეგონა ისევ მე მივესალმებოდი არც თვითონ შეიწუხა მოსალმებით თავი. გადიოდა დღეები, ერთმანეთს არ ვესალმებოდით, მაგრამ ერთმანეთის სიახლოვეს ყოველთვის ვგრძნობდით. როდესაც მე ვიხედებოდი მის მხარეს, ის გვერდზე იხედებოდა, მაგრამ ჩემი სხვა მხარეს გახედვა და მისი მოშტერება ერთი იყო. უნივერსიტეტში ერთი ბიჭი იყო, რომელუც მუდამ ჩხუბში იყო გარეული. ბევრ რაღაცას აშავებდა და ამისთვის ხშირად ხვდებოდა კიდეც. ეზოში ვიყავით მე და ნინი, როდესაც მარი და ლიკა მოვიდნენ ჩვენთან. -გაიგეთ, როგორ დაარტყა ნიკოლოზ მაჭავარიანმა გოგას?-გოგა ზუსტად ის ტიპი იყო, რომელიც გამუდმებით პრობლემებს ეძებდა. უცბად თავი ცუდად ვიგრძენი და ნიკას ნახვის სურვილი გამიჩნდა. ნინის ვთხოვე შენობაში შევსულიყავით და ასეც მოვიქეცით. კიბეებზე ასვლის დროს ნიკა და მისი ძმაკაცები შემხვდნენ. ნიკა თვალებიდან ნაპერწკლებს ყრიდა. შემომხედა და ტუჩის კუთხეში ჩაეღიმა. გადავწყვიტეთ ჩვენც მათ გავყოლოდით, ამიტომ მათ მხარეს წავედით. ლექტორის კაბინეტთან მივედი და ნიკაც მეორე მხრიდან მოვიდა. სახე უკვე ძალიან შეცვლოდა. ჩემს დანახვაზე თვალები გაუბრწყინდა და მიღიმოდა. კაბინეტში შევიდა და ლექტორს ელოდებოდა, კარები ღია იყო მე კი კარების წინ თასმას ვისწორებდი და მას ვურებდი, ისიც მე შემომცქეროდა. ერთმანეთს თვალები იმ დროს მოვაშორეთ, როდესაც ლექტორი შიგნით შევიდა და კარი დახურა. ლექცია 5 წუთში იწყებოდა, მე კი საშინლად აფორიაქებული ვიყავი. არ მასვენებდა იმაზე ფიქრი, თუ რატომ იჩხუბეს და ამასთანავე ნიკა უფრო სიმპათიური მომეჩვენა და მინდოდა მასთან კარგი ურთიერთობა მქონოდა. ჩემი სურვილის, მიუხედავად ყველაფერი სხვაგვარად მიმდინარეობდა. ნიკასთან შეხვედრის დროს დიდ დაძაბულობას ვგრძნობდი, თვალებში ვიყურებდი და გზას ვაგრძელებდი. ასე გაგრძელდა გარკვეული დრო. ზოგადად ერთფეროვნება მალე მბეზრდება და ახლაც მუდმივი თავის არიდება მღლიდა. თავს სანიშნელ ადამიანად ვთვლიდი, რადგან როდესაც ნიკა ცოტა არ იყოს და „ბანძი“ იყო მეკიდა და ახლა დამაინტერესა? ყველაზე საშინელი ადამიანი ვიყავი და ესეც რომ არ იყოს, სხვისი სახელით მივწერე და მოვატყუე. ადამიანი ჯერ არ გამიცნია და უკვე ვატყუებდი. ამ ყველაფერზე პარასკევს დილის ლექციაზე ვფიქრობდი. ლექციი დასრულების შემდეგ ნიკა მომესალმა, მეც მივესალმე და ძალიან ბედნიერი ვიყავი, მაგრამ არაფერი გამომიხატავს. ბავშობიდან ასეთი ვარ, თავის შეკავება ნებისმიერ სიტვაციაში შემიძლია. დაახლოებით 10 წუთის შემდეგ ნიკა ფანჯარასთან იდგა, მეც მისგან მოშორებით ვიდექი. დავინახე მეორე დერეფნიდან, როგორ გამოვიდა ჩემი კურსელი ვიკა და ნიკას ჩაუარა. -პრივეტ, ვიკაა-მიესალმა ნიკა მას. -პრივეეტ-გახარებულმა უპასუხა ვიკამ და მე სადაც ვიდექი იმ მიმართულებით გამოიქცა. ასეა თუ ისე ვიკასთან კარგი ურთიერთობა მქონდა, ამიტომ ვკითხე: -რა მოხდა? მეც გამაცინე... -ნიკოლოზ მაჭავარიანი ხომ იცი? ეგ მომესალმა ამ წამს. ვიკა მეცხრე ცაზე იყო. ჩემთვის ცოტა არ იყოს გაუგებარი იყო, როგორ არ შეეძლო თავის შეკავება და ასეთი ემოიების გამოხატვა ნიკას თვალ წინ მაინც. ამ ყველაფერს დიდი მნიშვნელობა არ მივანიჭე და ლექციაზე შევედი. ლექციაზე უცბად თავში მრავალი რამ ამომიტივტივდა, -„ვიკაა, არ არსებობს, ნიკამ ხომ მომწერა ვიკაო...“- ეს ყველაფერი გონებაში ვთქვი და თავი საშინლად ვიგრძენი. ყველა მოვლენა ერთმანეთს დავუკავშირე და მივხვდი, რომ ტყულად მომეცა იმედები, რომ ნიკას დავახლოვდებოდი. საშინლად გრძელი შაბათ-კვირა მქონდა და დავფიქრდი ამ ყველაფერზე.გადავწყვიტე ნიკას დავაიგნორებდი და დავივიწყებდი. ... როგორ მოგწონთ ახალი ისტორია? |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.