შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

დახურულ კარს მიღმა {სრულად}


18-11-2018, 20:47
ავტორი Dead girl
ნანახია 4 612

- რა კარგ ფორმაში ხარ,გოგა! - აღტაცებას ვერ მალავს თვალებაცრემლებული დედა.
ბიჭის ბანკეტი აქვს და ისე უხარია,რომ თავადაც პატარად წარმოუდგენია თავი. მთელი განვლილი ცხოვრება თვალწინ გაურბის და ეღიმება. გოგა ძლიერად ეხუტება დედას და ლოყაზე კოცნის. მის თვალებში უზომო სიყვარული იკითხება. სახლიდან გასვლის წინ დედას კვლავ
კოცნის,მანქანის გასაღებს ხელში ატრიალებს და კიდევ ერთხელ კმაყოფილი ათვალიერებს საკუთარ თავს.

რესტორანთან უამრავ ადამიანს მოუყრია თავი. აქა-იქ მასწავლებლებიც გამოერევიან. ნელ-ნელა შედიან შიგნით. დადიანის მისვლას როგორც ყოველთვის გოგოების ჩურჩული და ბიჭების სტვენა მოჰყვა. მანქანიდან გადმოსულმა გადაკოცნა ყველა სათითაოდ და გარეთ დარჩენილ ხალხს რესტორანში შეუძღვა.
ისეთი მხიარულება იყო,როგორიც ამ კლასს შეეფერება,მაგრამ...
ვერ ვიტან ამ სიტყვას. ის მანამდე ნათქვამს მკვეთრად უსვამს ხაზს ...
იყო ჩხუბი,დარჭრილი ბიჭი,ბიჭი,რომელიც მაღალჩინოსნის შვილი აღმოჩნდა ....
იყო სასამართლო და იყო გოგასთვის მიჯილი რვა წელი.


ჩაბნელებული კედლებში მხოლოდ ერთი სარკმლით შემოდის მზის პატარა,ნათელი სხივი ოთახში. პატარა ნათებას გისოსები ოთხ ნაწილად ყოფს... ამ ,,ოთახში’’ ხუთი ბიჭი ზის. ბიჭი რა,თითქმის უკვე დაკაცებულნი არიან. თავი ხელებში აქვთ ჩარგული,მუხლებზე წერილები უდევთ და ცრემლების წმენდით კითხულობენ თითოეულ გულიდან ამოსულ სიტყვას. ეს ის ერთადერთი მომენტია აქ,როდესაც ცრემლები სისუსტეს არ ნიშნავს.
• - ლიზა გწერს,ბიჭო? - დასრულებისთანავე ეკითხება ლუკას ლექსო და ისიც თავის ქნევით,ხმაამოუღებლად ადასტურებს კითხვაზე პასუხს.
გოგა,აქ ყველაზე პატარა ნერვიულად დააბიჯებს ოთახში და ხელში პატარა საგანს ატრიალებს,რომელსაც დანარჩენები ვერ ხედავენ,იმდენად შეუმჩნევლად ათამაშებს თითებსშორის. რკინის კარებზე ჯოხის კაკუნი,შემდეგ კი დამცინავი სიცილი ისმის. როგორც ძაღლებს ისე ექცევიან ამხელა კაცებს.
• - ახ,მე ამათი... ! - ბრაზდება მოსიარულე და მუშტს კედელს მთელი ძალით ურტყამს.
• - დაწყნარდი,შემოვლენ და დაიწყებენ ისევ - კბილების ღრჭიალით იზელს მუშტებს ლუკა.
აღარ შეუძლიათ...დაიღალნენ.
გული მაინც იქით ექაჩებათ,იმ სამყაროსკენ,სადაც უამრავი ოცნება აქვთ. არა,ხომ შეიძლება არ ახდეს,მაგრამ რა ჯობია ჰაერს,რომელიც გაგრძნობინებს,რომ თავისუფალი ხარ. თავის’უფალი და არავის ექვემდებარები,არავინ გიჭერს. არც გისოსებიდან გიწევს მზისთვის თვალის დევნება და არც გული გაქვს დამძიმებული.
ვოლსკის,გოგლიკას,დიდი ხანია უკვე აღარავინ სწერს. თითქოს აღარ ადარდებსო,მაგრამ მხოლოდ თავად იცის როგორ სტკივა ყველა გადადგმული ნაბიჯი ამ ოთახში.თითოეული დაკარგული წამი სტკივა.
ღამის მოახლოებას მხოლოდ უარესად ჩამოწოლილი სიბნელით ამჩნევენ. აღარც ღიმილის თავი აქვთ და აღარც ძველებული ხუმრობების. თითქოს შეეგუვნენ ბედს და თავიც დახარესო. არაფერი ყოფილა იმ ღამეს უჩვეული გარდა მთვარისა,რომელიც ზედმეტად დიდი და გულისმომკვლელად სისხლისფერი იყო.
თითქოს უსაშველოდ გაიწელა ის ღამე...
ზოგი ტკბილად მოგზაურობდა სიზმრებში,ზოგი კი პირიქით - ოცნებებს არ იკარებდა.
მხოლოდ ერთხელ მოისმა ყრუ კვნესა საკანში და შემდეგ ხმა მიწყდა. მიწყდა ერთი სიცოცხლის ხმაც.ხუთი ადამიანიდან მხოლოდ ოთხი სუნთქავდა გარიჟრარისას.
• - ეს რა ქენი,ბიჭო! ბიჭო,გოგლიკ! - თავში იცემდა ხელებს ლექსო,ცხედარი გულზე ჰყავდა აკრული და ბოლო ხმაზე ბღაოდა. ძმაკაცზე მეტად ის სული ენანებოდა ასე,რომ ეტანჯა და საბოლოოდ მაინც გატყდა.
• - ეს რა ქნა ! - ისმოდა აქა-იქ ბორგვის ხმები.
უყვარდა ვოლსკის სიცოცხლე,ყველაფერზე მეტად უყვარდა,მაგრამ არა ასეთი ... ასეთი ვერა. ვერ თმობდა უკვე დაკარგულ თავისუფლებას.
ლექსო ტიროდა.ტიროდა ლუკაც და ყველა იქ მყოფი... ვერ პატიობდნენ ასე წასვლას. იმასაც დარდობდნენ როგორ ვერაფერი გავიგეთო.
• - ჩემი ბრალია,ლუკა,ჩემი ! - სისხლის ცრემლებით ტიროდა მეგობრის დაკარგვას ცხედარმიხუტებული და ე.წ. ბრიტვას,რომელიც უკვე გაციებულ გოგასთან ეგდო ზიზღით დასცქეროდა.
ხმაური დიდი ხანი,რომ გაგრძელდა,ბრახუნიც,რომ ატყდა კარზე,მხოლოდ მაშინ ინება ბადრაგმა შემოსვლა.
გაშრა. გააცია. ამას არ ელოდა. ყველაფერს წარმოდგენდა,მაგრამ გოგლიკას ასეთს?! ნამდვილად ვერა. ეს რა არისო ამოიბღავლა და დანარჩენებს უხმო... იმათ რა უნდა ექნათ?! ვეღარ გააცოცხლებდნენ,ვეღარც დააბრუნებდნენ...
უცებ გავრცელდა ეს ამბავი ციხეში. ყველას ენანებოდა ვოლსკი ასეთი ბოლოსთვის,მაგრამ ისიც იცოდნენ,ასეთი ადამიანები მსგავს ცხოვრებას,რომ ვერ ეგუებიან და თითქოს იცოდნენ კიდეც ასე,რომ დამთავრდებოდა ყველაფერი .
მხოლოდ ლექსო ვერ იაზრებდა. პირველად აფასებდა მასთან ერთად გატარებულ დროს.

მისი დაკარგვისთანავე თითთქოს მზეც გაუჩინარდა. ოთახს მხოლოდ ნათურაღა ანათებდა. ხუთის მაგივრად, ოთხი სუნთქავდა. თითქოს ერთ დღეში ყველაფერი შეიცვალა... ამბობდნენ ხოლმე ადრე, ციხის კედლებს ადამიანი ჭკუიდან გადაყავსო და ასეც მოხდა. სწორედ მათ შთანთქეს ბიჭი,რომელსაც სიცოცხლე უყვარდა.


__________________________
ბევრი კომენტარი მინდა თქვენგგან რა :)



№1  offline წევრი nathali lifhonava

ვაიმე, ვერც კი წარმოიდგენ როგორ მომეწონა
საოცრად მაგარი იყო,როგორც შენ ხარ!
დასასრული არ მომეწონა:((
მეწყინა ეგრე რომ მოხდა,
მაგრამ მთლიანობაში ძალიან მომეწონა!
ყოჩაღ ლის heart_eyes heart_eyes
--------------------
"როცა ვინმე შეურაცხყოფას მოგაყენებს, ნუ ეტყვი მას: „დაე ღმერთმა გადაგიხადოს“, იმიტომ რომ ეს თავაზიანი წყევლაა".

 


№2  offline წევრი Dead girl

nathali lifhonava
ვაიმე, ვერც კი წარმოიდგენ როგორ მომეწონა
საოცრად მაგარი იყო,როგორც შენ ხარ!
დასასრული არ მომეწონა:((
მეწყინა ეგრე რომ მოხდა,
მაგრამ მთლიანობაში ძალიან მომეწონა!
ყოჩაღ ლის heart_eyes heart_eyes

მადლობა,ჩემო!

 


№3  offline წევრი Lu Miki

გულო მომეწურა. ძალიან სევდიან და ტკივილით სავსე ისტორიებს წერ ამ ღამეში ყველაფფერი წავიკითხე და ყველამ დარდი სევდა და ტკივილი დამიტოვა .... : (
--------------------
θεόνα

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent