შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

აფექტი (თავი 2)


19-11-2018, 00:31
ავტორი BlondeCandy
ნანახია 1 479

II.
-აქედან გაქცევაში უნდა დამეხმარო, -უთხრა ქეთის, როდესაც მარტო მოიხელთა სამზარეულოში.
-საყვარელო, შენი დახმარება მართლა ძალიან მინდა, მაგრამ მ...
-რა მაგრამ? ხომ ხვდები, რომ ოჯახი მყავს, საქმრო, სამსახური, მხოლოდ რამდენიმე საათია აქ ვარ და თავი უკვე ციხეში მგონია, დავიჯერო, შენში მაინც არ არის თანაგრძნობის ნაპერწკალი? - გააწყვეტინა და გაცოფებულმა წამოიყვირა, მთლიანად გაწითლდა და ხელები მუშტებად შეკრა, ვერ იჯერებდა, რომ მისი ერთადერთი გაქცევის შანსიც გააქრო გოგონამ, რომელიც დანახვისთანავე მის იმედად იქცა. ფიქრები, რომელიც ბოლო რამდენიმე საათის განმავლობაში უტრიალებდა საბოლოოდ მტკინვეულად გააქრო და გოგონას უფრო მეტი სანერვიულო დაუმატა.
-ძალიან გთხოვ ისე ნუ მელაპარაკები თითქოს მე ვიყო დამნაშავე იმაში, რომ თორნიკემ დაგიჭირა. შენი ბრალია ყველაფერი, არალეგალურად შემოიპარე და ჩემი მეგობარი შეიძლება შენ გამო ციხეში ჩამჯდარიყო. - წყნარად გააგრძელა საუბარი ქეთიმ და ერთ-ერთი თაროდან ჩამორებულ ჭიქაში წყალი დაუსხა და მიაწოდა.
-შენი მეგობარი მკვლელია, - არ წყნარდებოდა ლიზა.
-ვიცი, თუმდა აქ სხვა რამეც არის, თორნიკე არასდროს შეეხება უდანაშაულოს და დარწმუნებული ვარ, რომ ის კაცი მისთვის დიდ საფრთხეს წარმოადგენდა. - როდესაც შეამჩნია, რომ ლიზა მიწოდებულ ჭიქას არ შეხებია თვითონ აიღო და ჭიქა გამოცალა, - მე მართლა ძალიან მინდა შენი დახმარება, მაგრამ ვერც ჩემს მეგობრებს და ვერც ჩემს შეყვარებულს საფრთხის ქვეშ ვერ დავაყენებ. ბოდიში. - მოწყენილმა დაამთავრა საუბარი.
თვალებაწითლებული ლიზა რამდენიმე წამი გაშეშებული უყურებდა ქეთის, შემდეგ კი შეტრიალება და სამზარეულოდან გასვლა დააპირა, როდესაც ქეთის ხელი იგრძნო იდაყვზე. გაკვირვებულა დაიხედა ჯერ ხელზე, შემდეგ კი მის პატრონს შეხედა თვალებში.
-კარებთან საბა იდგა და ვიცოდი, რომ გვისმენდა, - ჩურჩულით დაიწყო ლაპარაკი და ხელი გაუშვა. - დაგეხმარები, თუმცა აბსოლიტურად ყველაფერი გათვლილი უნდა გვქონდეს, თუ დაგვიჭერენ მეც ძალიან ცუდად დავამთავრებ და შენც.
-დავიჯერო, შენ მეგობრებს გაწირავ? იქნებ გინდა, რომ გაპარვის დროს დამიჭირონ, რომ უარესი რაღაც გამიკეთონ.
-ჩემი მეგობრები ძალიან მიყვარს, მაგრამ ადამიანის შეურაცხყოფას ასე ვერ ავიტან, მითუმეტეს ქალის, თან ვიცი, რომ არაფერს არ იტყვი. - ჩურჩულით გააგრძელა ლაპარაკი ქეთიმ.
-და რატომ ხარ ასეთი დარწმუნებული?
-უბრალოდ ვიცი, - ფართოდ გაუღიმა, - ჩავთვალოთ, რომ ეს ქალური უნტუიციაა, რომელიც ჩვენ ასე ძალიან გვაქვს განვითარებული. ახლა კი წადი, არ დაეჭვდნენ, გარკვეული გეგმა მაქვს როგორ უნდა გაგაპარო, თუმცა კარგად უნდა ვიფიქრო, რადგან ძალიან სარისკოა და შანსიც მხოლოდ ერთხელ გექნება, თუ დაგიჭერენ თორნიკეს ვეღარ გაექცევი ვერასდროს.
-და გაქცევის შემთხვევაში ჩემი პოვნის შანსი დიდია?
-ძალიან, თუმცა მაგაზე საუბარი ჯერ ადრეა. ახლა კი წადი, ლიზა. - თავით სამზარეულოს კარისკენ ანიშნა.
-ჩემი სახელი საიდან იცი? - გაკვირვებულმა შეხედა გოგონას.
-ტელევიზორს მეც ვუყურებ და შენ სტატიებსაც ვკითხულობ, - ჩაიცინა ქეთიმ და კიდევ ერთხელ ანიშნა სამზარეულოდან გასვლა.
-ჩემი ერთადერთი იმედი ხარ, ქეთი, - აცრემლიანებული თვალებით ამოილაპარაკა. იცრუა, თან ძალიან კარგად იცრუა. მიუხედავად იმისა, რომ ქეთი არჩანს ცუდი გოგო ბოლომდე ვერანაირად ენდობა და მხოლოდ მის იმედზე ვერ იქნება. თვითონაც უნდა ჰქონდეს გეგმა, რომელსაც ქეთის ღალატის შემთხვევაში გამოიყენებს. სწრაფად მოავლო თვალი სამზარეულოს და ერთადერთი რისი დანახვაც ესიამოვნა დანა იყო, ცივი იარაღის გამოყენების დახმარებით საკმაოდ ბევრი რაღაცის გაკეთება შეეძლო, ისევე როგორც თავდაცვა, ასევე ვინმეს დაშინება, მიუხედავად იმისა, რომ დარწმუნებული იყო თორნიკეს და მის მთელ სამეგობროსაც ჯიბეებში პისტოლეტი ედოთ მაინც კარგ იდეად მიაჩნდა დანის მოპარვა. თავის ქნევით გავიდა სამზარეულოდან და მისაღებში დაბრუნდა სავარძლებზე დამსხდარ მამაკაცებთან. თორნიკე არ დაბრუნებულა, დასაწყისში ფიქრობდა, რომ ეს უდიდესი პლუსი იყო, თუმცა, როდესაც უამრავი დაცვა დაინახა, მაშინვე შეეცვალა აზრი. თავი სასახლეში, თორნიკე კი სასახლის ბოროტი მეფე ეგონა, რომლის სიცოცხლე იმდენად მნიშვნელოვანია, რომ მხოლოდ საძინებლის კართან უდგას ათი დაცვა.
მამაკაცები ისევ მისთვის გაუგებარ რაღაცაზე აგრძელებდნენ საუბარს, მალევე გამოვიდა სამზარეულოდან ქეთიც, რომელსაც ხელში ტკბილეულით დატვირთული ჯამი მოჰქონდა, რომელიც საბოლოო ჯამში სავარძლების შუაში დადებულ მაგიდაზე დადო. სულ რამდენიმე წამით შეხედეს ერთმანეთს, მაშინვე აარიდა ქეთიმ მზერა და გიგის ლოყაზე კოცნა დაუტოვა ღიმილით.
-თორნიკე რამდენიმე წუთში დაბრუნდება და ჩვენც სახლში წასვლას შევძლებთ, - ჩურჩული დაიწყო გიგიმ ქეთისთან, თუმცა ლიზას ყურთასმენამდე მაინც მიაღწია მისმა სიტყვებმა. ქეთი უბრალოდ თავის დაქნევით შემოიფარგლა და გიგის ისევ აკოცა.
-და მაინც ძალიან მაინტერესებს, როგორ შეძელი თორნიკეს კაბინეტში შეპარვა, - ხმა ამოიღო მამაკაცმა, რომელსაც როგორც საუბრიდან მიხვდა საბა ერქვა. ყველაზე მეტად არ უნდოდა ამ კითხვაზე პასუხის გაცემა, რადგან თავს შეურაცხყოფილად და ყველაზე დაბალი დონის ადამიანად და ქალად გრძნობდა.
-უბრ...
-დაცვა შეაბა, - უკნიდან თორნიკეს ირონიული ღიმილნარევი პასუხი მოესმა, - როგორი არაპატიოსანი გოგო ხარ, შენი საქმრო მოუთმენლად ელოდებოდა შენს ზარს და შეტყობინებას და შენ ამ დროს ჩემს დაცვას აბამდი, იმისთვის, რომ აქ შემოგეღწია.
-თუ ღალატში ცდილობ ჩემ დადანაშაულებას არ გამოგივა, უბრალოდ სიტყვები არაფერს ნიშნავს. - გაღიზიანებულმა უპასუხა ლიზამ და უკვე მის წინ დამდგარ მამაკაცს დააკვირდა.
-როგორ გეტყობა, რომ გამოუცდელი და ჯერ კიდევ პატარა ხარ, ცუდია, რომ ასეთი ელემენტალური რაღაცეებიც კი არ გესმის. - თავი საშინლად შეურაცხყოფილად იგრძნო, თუმცა იყო მის სიტყვებში გარკვეული სიმართლე დამალული და ამან უფრო ცუდად აგრძნობინა თავი, იცოდა, რომ სინამდვილეში არა გაბრიელს, არამედ საკუთარ თავს აყენებდა უდიდეს შეურაცხყოფას, როდესაც თორნიკეს დაცვაზე მოიპოვა ინფორმაცია და მასთან დახლოება გადაწყვიტა სკანდალური სტატიის დაწერის მიზნით. სექსუალური ურთიერთობა საერთოდ არ ჰქონიათ, მხოლოდ ფლირტით შემოიფარგდელობა, თუმცა იცოდა, რომ ადამიანისთვის, რომელიც ყურებამდეა შეყვარებული მის მეორე ნახევარზე ეს უდიდესი იმედგაცურება და უპატივისმცემლობა იქნება. -შენმა საქმრომ სექსით დატკბობაც კი არ მაცალა, აგიფეთქა ტელეფონი, სულ ასეთი გამაღიზიანებელია?
-ჩემს საქმროზე ჯობია ნორმალურად ილაპარაკო, - ისევ გაღიზიანებულმა ჩაილაპარაკა ლიზამ.
-მეუბნება ბავშვი, რომელმაც კაცის მთავარი ღირსება გათელა ფეხქვეშ. მადლობა თქვი, რომ მე არ შევატყობინე შენი პატარა საიდუმლო მისი შეტყობინებებით მობეზრებულმა, - თვალები აატრიალა თორნიკემ და გოგონა წამოაყენა, - ახლა კი წამოდი შენს დროებით ოთახს გაჩვენებ, სანამ გადავწყვიტავ შენი მოკვლა ჯობია თუ ბნელ ოთახში გამოგეტკვა - სიცილით უთხრა და წინ უბიძგა.
პატარა ზომის ოთახში შეიყვანა, რომელიც აშკარად სტუმრების ოთახი უნდა ყოფილიყო, ოთახში კარგი სურნელი ტრიალებდა და ტემპერატურაც ძალიან სასიამოვნო იყო. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან კარგად და გემოვნებიანად იყო მოწყობილი ასეთი მდიდარი ადამიანისგან უფრო მეტსაც კი მოელოდა, თუმცა ალბათ მადლობელიც უნდა იყოს მართლა ბნელ ოთახში, რომ არ გამოჰკეტეს და ტყვეობაში ნორმალურ საწოლში მაინც დაიძინებდა.
-საქმრო შენზე ძალიან წუხს, - სიჩუმე დაარღვია თორნიკემ და ლიზას მზერა საშუალო ზომის საწოლიდან მასზე გადაატანინა, - ვერ ხვდება ასე უცბად რატომ მოგიწია მივლინებაში წასვლა, თან მგონი გსაყვედურობს, თან რატომ არ წაიყვანე, - ღიმილით გააგრძელა.
-ჩენი ტელეფონის ქექვით ზედმეტად ერთობი მგონი, ხო? ასეთი უინტერესო ცხოვრება გაქვს? - ძალით ჩაიცინა, ერთი ნაბიჯით მიუახლოვდა თორნიკეს და პირდაპირ თვალებში ჩახედა, რომელიც სულ არ ჩანდა ისეთი ბინძური და მუქი, როგორიც რამდენიმე საათის წინ, როდესაც ლიზა დაიჭირა.
-შენს ცხოვრებას თუ ჩემზე საინტერესოს მხოლოდ იმიტომ უწოდებ, რომ ცნობილ ტიპეპთან დარბიხარ ყოველდღე სკანდალური სტატიები, რომ წერო და ტელევიზორში იჩითები, ძალიან ცდები. შენს საქმროზე ხო არაფერს ვამბობ, ასეთ მომაბეზრებელ ადამიანს საერთოდ როგორ უძლებ, როცა ინტერვიუს ყოველთვის ყველაზე საინტერესოებისგან იღებ? სხვამ არ გამოგხედა და ეგ არის იმის მიზეზი მას რომ მიყვები?
-ეგ შენი საქმე არ არის,- მზერა აარიდა და საწოლზე დაღლილი ჩამოჯდა.
-ცოტა ხანში ჩემი დამხმარე მოვა და ნივთებს მოგიტანს, რომლებიც დაგჭირდება, - შეტრიალდა და უკვე ოთახიდან გასვლას აპირებდა, როდესაც ლაპარაკი გააგრძელა, -თუ ოდესმე ისევ ნახავ შენს საქმროს, გადაეცი, რომ შენი სახელის დამახინჯებას თავი დაანებოს და ლიზა დაგიძახოს, ვერ ვიტან, როდესაც ლამაზ სახელებს საკუთარი სურვილის გამო ამახინჯებენ. - თქვა და კარი ხმაურიანად გაიჯახუნა. გასაღების გადატრიალების ხმა, როგორც კი გაიგო ლიზამ მაშინვე მიხვდა, რაც ხდებოდა და გამწარებული კარებს მივარდა.
-არც კი გაბედო! არ ჩამკეტო! - მუშტებს კარებზე აბრახუნებდა და თან ხმამაღლა უყვიროდა,
-ძილინებისა, ლამაზო, - მისი ხმადაბალი ხმა გაიგო, რომელსაც შემდეგ უკვე ნაბიჯების ხმა მოჰყვა, მალე ოთახში და ოთახის მახლობელ ტერიტორიაზე სიჩუმე ჩამოწვა და ყველაფერი საათის დაბალმა ხმამ დაიპატრონა.



№1 სტუმარი Anuki

Anu rogorc mivxvdi es ufro stoqholmis sindromisken gadaxrili iqneba xo? Momwons dzalian martla, Lizas nair personajebze ukve tkqvi ro vgijdebi prosta ar velodebodi saqmros da egec ragaceebs.
Lamazos ro edzaxis cudaf vxvdebi????❤❤

 


№2  offline წევრი BlondeCandy

Anuki
Anu rogorc mivxvdi es ufro stoqholmis sindromisken gadaxrili iqneba xo? Momwons dzalian martla, Lizas nair personajebze ukve tkqvi ro vgijdebi prosta ar velodebodi saqmros da egec ragaceebs.
Lamazos ro edzaxis cudaf vxvdebi????❤❤

სტოქჰოლმის სინდრომი გარკვეულ წილად ნამდვილად გამოდის, რადგან სტოქჰოლმის სინდრომი აგრესორის და მსხვერპლის ურთიერთობას მოიცავს და რომც ფიზიკური შეურაცხყოფა არ მიაყენოს თორნიკემ ლიზას, ვფიქრობ, ის ფაქტიც რომ ლიზას სახლში არ უშვებს, მას უკვე აგრესორის თვისებებს სძენს. უფრო კარგად გავერკვევი ამაში და შემდეგში უფრო კარგ პასუხს გაგცემ.
მადლობა კომენტარისთვის, ჩემთვის ეს უდიდესი სტიმულია. ❤

 


№3 სტუმარი სტუმარი თამო

ძალიან მომწონს! დღეიდან შენი ერთგული მკითხველი ვარ ❤???? მალე დადე რა ????

 


№4  offline წევრი BlondeCandy

სტუმარი თამო
ძალიან მომწონს! დღეიდან შენი ერთგული მკითხველი ვარ ❤???? მალე დადე რა ????

უღრმესი მადლობა, შეძლებისდაგვარად მალე დავდებ. ❤

 


№5  offline მოდერი ტკბილიწიწაკა

ძალიან კარგია მომწონს საინტერესოც რაც უფროცმიზიდავს უკეთესიციქნება თავებს თუ გაზრდი და არ დააგვიანებ აბა შენიცი მოგყვები ბოლომდე ♥️

 


№6  offline წევრი Anansio

აუუ აუ ძალიაან მომწონს❤️❤️❤️მოუთმენლად ველი შემდეგ თავს❤️❤️❤️

 


№7  offline წევრი BlondeCandy

ტკბილიწიწაკა
ძალიან კარგია მომწონს საინტერესოც რაც უფროცმიზიდავს უკეთესიციქნება თავებს თუ გაზრდი და არ დააგვიანებ აბა შენიცი მოგყვები ბოლომდე ♥️

უღრმესი მადლობა, ყველანაირად ვცდილობ თავები გავზარდო, დრო დიდად ხელს ვერ მიწყობს,თუმცა ყველანაირად ვეცდები, მადლობა რჩევისთვის.❤

Anansio
აუუ აუ ძალიაან მომწონს❤️❤️❤️მოუთმენლად ველი შემდეგ თავს❤️❤️❤️

ძალიან მიხარი და დიდი მადლობა❤❤

 


№8 სტუმარი elene56

game velodebodi male daideba?

 


№9 სტუმარი სტუმარი შარლოტა

ძალიან მაგარია და ახალი თავი როდის იქნება?

 


№10  offline წევრი Avrora-Gallagher

ერთი ამოსუნთქვით წავიკითხე და მინდა გითხრა რომ კარგი იყო❤️თუმცა ველი გაგრძელებას ❤️

 


№11  offline წევრი BlondeCandy

elene56
game velodebodi male daideba?

ვიცი, ძალიან დიდი ბოდიში, ვერანაირად მოვახერხე ატვირთვა.

სტუმარი შარლოტა
ძალიან მაგარია და ახალი თავი როდის იქნება?

დიდი მადლობა❤აუ, ამ საიტზე ისეთები ხდება ზუსტი თარიღის დასახელება არ მინდა ;დდ თუმცა სავარაუდოდ დღეს. ❤

Avrora-Gallagher
ერთი ამოსუნთქვით წავიკითხე და მინდა გითხრა რომ კარგი იყო❤️თუმცა ველი გაგრძელებას ❤️

დიდი მადლობა❤

 


№12 სტუმარი სტუმარი ელენა

სადაა აბა :(

 


№13  offline წევრი BlondeCandy

სტუმარი ელენა
სადაა აბა :(

მეც ველოდები როდის დადებენ, 2ის ნახევარზე ავტვირთე და ჯერჯერობით არ შეუმოწმებიათ.

 


№14 სტუმარი სტუმარი შარლოტა

აუ რით ვერ დადეს ახალი თავიი ????

 


№15  offline წევრი BlondeCandy

სტუმარი შარლოტა
აუ რით ვერ დადეს ახალი თავიი ????

არ ვიცი, უკვე 12 საათზე მეტი გავიდა. იმედი მაქვს, მალე შეამოწმებენ.

 


№16 სტუმარი სტუმარი შარლოტა

BlondeCandy
სტუმარი შარლოტა
აუ რით ვერ დადეს ახალი თავიი ????

არ ვიცი, უკვე 12 საათზე მეტი გავიდა. იმედი მაქვს, მალე შეამოწმებენ.

უკვე ვეღარ ვითმენ dd

 


№17  offline წევრი BlondeCandy

სტუმარი შარლოტა
BlondeCandy
სტუმარი შარლოტა
აუ რით ვერ დადეს ახალი თავიი ????

არ ვიცი, უკვე 12 საათზე მეტი გავიდა. იმედი მაქვს, მალე შეამოწმებენ.

უკვე ვეღარ ვითმენ dd

როგორ მაბედნიერებს შენი კომენტარი❤❤

 


№18 სტუმარი სტუმარი შარლოტა

BlondeCandy
სტუმარი შარლოტა
BlondeCandy
სტუმარი შარლოტა
აუ რით ვერ დადეს ახალი თავიი ????

არ ვიცი, უკვე 12 საათზე მეტი გავიდა. იმედი მაქვს, მალე შეამოწმებენ.

უკვე ვეღარ ვითმენ dd

როგორ მაბედნიერებს შენი კომენტარი❤❤

მე კი შენ მაბედნიერებ შენს ისტორიასთან ერთად <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent