კოცნის ვალი (2)
სამსახურიდან დაღლილი ვბრუნდები შინ. არა, მაინც როგორი დამღლელი და შრომატევადია ამ ჭორაობით გათანგული თანამშრომლების გარემოცვაში მუშაობა, როცა იცი, რომ შენ გარდა სხვა არავინ აკეთებს საქმეს ისე, როგორც საჭიროა, თითქოს უფროსს მხოლოდ ჩემზე აქვს ალერგია, რომ როგორმე ორ დღეში მივუტანო მთელი წლის ანგარიშები და შრომატევადი დიაგრამები. თუმცა, რას ვიზამთ,ზოგი სამსახური მსხვერპლსაც მოითხოვს და ეს მსხვერპლი ასეთია-"ვიცი, რომ გეზიზღები, მაგრამ ფულს ჩემით შოულობ, ასე რომ იმუშავე". ჰოდა, ძნელად გასააზრებელი არც არის, რას ამბობს კარმა-რასაც გასცემ, იმას მიიღებ. თუ შრომისმოყვარედ მოეკიდები ყველაფერს, ასევე საფუძვლიანად დაგიბრუნდება ენი შრომა უკან სხვა სახით. ეჰ, ამაზე რომ ვფიქრობ, პარიზის სამოგზაურო ბილეთები მაგონდება და თვალწინ ფრანგული შოკოლადის კრუასანები მიდგას, სწორედ ისეთი, პირველად რომ დაამზადა ფრანგმა მზარეულმა დედოფალი მარი ანტუანეტისთვის. სახლში მოღწეულს აღარაფერი მაინტერესებ ცხელი შხაპის გარდა, მერე კი დაბალ ხმაზე საინფორმაციოს ვრთავ და ველი, როდის დაიწყებენ ჩემთვის საინტერესო მოვლენებზე საუბარს, მაგრამ ლოდინი დიდხანს მიგრძელდება, ალბათ იმიტომ, რომ ჩემთვის საინტერესო საინფორმაციოს თემა არ არსებობს. ბოლოს, დაღლილი და უსიცოცხლო, ტელევიზორსაც ვრთავ და გაუშლელი საწოლისკენ მივემართები, რომელსაც როგორც ვატყობ, ჩემი სიზარმაცის წყალობით გაშლა არ უწერია. ვინ მოიგონა საწოლის ალაგება? ხალხმა, ვინც საძინებელში ღამის პირველ საათზე ნახევრად მძინარე შედის, როგორ უნდა გაშალოს საწოლი, ცოდვა არ არის? თუმცა, დაწოლილს უკვე მთავარი პრობლემა მექმნება და ეს პრობლემა ჩემს თავქვეშ მოზუზუნე ტელეფონია, რომელიც ცოტა ხანში, იმის გამო, რომ არ ავიღე, ტვინისწამღები ინტონაციით აგრძელებს მღერას. -რომელი ხარ?-ლაპარაკის თავი არ მაქვს, მაგრამ როგორც ჩანს, ვერ ხვდება ადრესატი, რომ პირველ საათზე წესით ნორმალური ადამიანი არ უნდა რეკავდეს. -გოგო, გძინავს?-თიკას ხმის გაგონება და ჩემი გაცეცხლება ერთია. -შენ ნორმალური თუ ხარ?-გაღიზიანებული ჩავძახი და გათიშვას ვაპირებ, რომ აგრძელებს -მომისმინე, რა დროს ეგაა. იცი ახლა სად ვარ?-მეკითხება და სანამ არაადეკვატურ პასუხს გავცემდე, თვითონვე პასუხობს თავის შეკითვას-ტაქსიში ვზივარ და ბატონ დიმიტრისთან მივდივარ. ცოტა არ იყოს, მისი პასუხი მაფხიზლებს და საწოლზე წამომჯდარს თვალები უკვე ნიკოფსიიდან დარუბანდამდე გახელილი მაქვს. -რას შვრები/? -ხომ გითხარი, ვერ წარმოიდგენთქო. -ეგ არ გითქვამს-ნიშნისმოგებით ვეუბნები. -კარგი ახლა, დაფიქრდი, ხარ შენ ახლა ის ადამიანი, დაქალს უფროსის სახლში გამართულ წვეულებაზე მარტოს რომ გაუშვებს?-ინტრიგანი ხმით მეკითხება და წინასწარ იცის, რას ვუპასუხებ და რას გავაკეთებ მიუხედავად იმისა, რომ ჩემი პასუხი და მოქმედება ერთმანეთის უკუპროპორციული იქნება. -რათქმაუნდა, ჯერ წარმატებებს გისურვებ და მერე ტკბილ ძილს. -ოოო, კარგი რა.-წუწუნებს, მაგრამ უკვე იცის, რომ დამითანხმა, ამიტომ თავს ძალას აღარ ატანს, მეტი აფერისტობა გამოავლინოს, რომ დამიყოლიოს.-წამო, გავერთობით, ვინმე ახალს გავიცნობთ, გავაგიჟებთ, გავაქცევთ. ათასი რამე შეიძლება მოხდეს და ჩვენ ხომ არ უნდა გამოვტოვოთ. თან მარტო ჩემ გამო კი არა, ბატონ დიმიტრისაც დაჭირდები. -კარგი ერთი-სიცილნარევი ხმით ვპასუხობ-მაინც რაში, სასმელების ჩამორიგებაში თუ სახლის წინნ დაგდებული ხალიჩის მწმენდავად? -სოფიი-კრუტუნებს და მელოდება. -კარგი ჰო, სად ხარ ახლა? -შენს სახლთან.-მხიარულად მეუბნება და მეც მთელი დრამტიზმით ვვოხრავ, რომ სიცილი შევიკავო. ************************************************************************** -იცოდე, ნამდვილი ინტელიგენტივით უნდა მოიქცე-მაფრთხილებს თიკა მას მერე, რაც ტაქსი ფართო, დეკორატიულ სახლთან უხვევს და აჩერებს კიდეც. -რას მკადრებ ქალბატონო, მე ვგავარ უინტელექტოს?-ვიცხადებ და წარბს ისე ვწევ, როგორც ნამდვილად შეურაცხყოფილი ქალი.-წამოდი ერთი, ვნახოთ სად ცხოვრობს ბატონი დიმიტრი, როგორც ჩანს, ჩვეულებრივ სახლში ცხოვრება არ იკადრა. მანქანიდან გადასულები, საახალწლო ნათურებით მორთულ უზარმაარ სახლშ შევყურებთ, როგორც დაკარგული ბატები, რომლებსაც პატრონის პოვნა აღარც სურთ. სახლის გარშემო გაზონი და შემოღობილი ეზოა, სადაც როგორც ჩანს სტუმრები ერთობიან და დადიან. მარცხნივ, გაკრეჭილი ბუჩქები მიუხედავად, რომლებიც თვალთახედვის არეს მივიწროვებენ, მაინც ვხედავ მათ შორის ჭრილში ვრცელ აუზს, რომელსაც ჯერ არავინ იყენებს. ეზოში, გაზონზე უამრავიი ოთკკუთხედი მაგიდა დაუდგამთ, მათზე კი ათასგვარი სასმელი. ხალხის კორიანტელი ეზოში ირევა და არა და არ მთავრდება.უარავ უცნობ სახეს ვამჩნევ და მალე ვხვდები, რომ ან თიკამ მომატყუა, ან თიკას მოატყუეს. თუმცა, თუ თიკას მოატყუეს, მეც მოტყუებული გამოვდივარ, რომ წვეულებაზე თანამშრომლები იქნებოდნენ. სირცხვილი სულაც არ მაწუხებს იმის გამო, რომ აქ ვარმ, იმიტომ რომ ვიცი, არაერთი წვეულება იმართება, სადაც სახლის პატრონი სტუმრების უმრავლესობას არც კი იცნობს, ჩვენ კი ბატონი დიმიტრის სრულფასოვანი ნაცნობები გამოვდივართ, ინაიდან და რდგანაც თიკა მისი პირადი მდივანია, მე კი მეორეხარისხოვანი მდივანი, თითქმის თიკას თანაშემწე. ეზოში მუსიკის რბილი და ნაზი ჰანგები ისმის, მელოდია ყველგან ვრცელდება, ვატყობ, დინამიკებშია ჩართული და მიკვირს ამხელა დინამიკებზე შეერთებულ უამრავ დენის წყაროს შნურში როგორ არავის ებლანდება ფეხი, თუმცა, ალბათ საკმარისად მთვრალები არ არიან. -სოფი, ფრთხილად იყავი, ვინმემ თავისი სასმელი არ გადაგაქციოს მაგ ძვირადღირებულ შავი შიფონის კაბაზე.-ყურში მჩურჩულებს თიკა და თვალს მიკრავს. სახეზე ვატყობ, სიტუაცია მოსწონს და მალე თავადაც შეერევა მოცეკვავეთა ბრბოს. მე კი, თვალებით ვეძებ დიმიტრის, რომ როგორმე ჩემი თავი დავარწმუნო, რომ სხვის სახლში უკანონოდ შეჭრილი უცნობი პირი არ ვარ. -იცი რა მაინტერესებს, ეს წვეულება ბატონმა დიმიტრიმ რატომ გამართა? ანუ, რას უკავშირდება, ასე უბრალოდ ხომ არ გამართავდა ან ამდენი ხალხი...-თიკას ვუბრუნდები და ისიც მხრებს იჩეჩს. -ალბათ, რამე მოხდა. მეც ჩვენმა თანამშრომელმა დამპატიჟა, თუმცა იმას, ვინც დამპატიჟა, ნაკლებად ვიცნობ. ნამდვილად მოსაკლავია. აბა, რა უნდ აკეთო უცნობები გარემოცვაში ასეთ წვეულებაზე, სადაც თვითონაც არ იცი რატომ ხარ და საერთოდ რას უკავშირდება შეკრება. მალე, როცა მუსიკა იცვლება და სიმშვიდეს ხმამაღალი როკის ტალღები ცვლის, ხალხშიც დენის მუხტივით ვრცელდება მუსიკის და ატმოსფეეროს ცვალებადობა და ხასიათი ეცვლებათ. ვხედავ როგორ იწყებს ცეკვას რამდენიმე წყვილი და თიკაც მათ უერთდება. მართალია, მეც მიხმობს და მიწვევს საცეკვაოდ, მაგრამ ამისი თავი ნამდვილად არ მაქვს. უკვე ვნანობ რომ აქ წამოვედი, ხახმრავალ, უცხო ადგილას, სადაც არავის ვიცნობ ჩემი საუკეთესო დაქალის გარდა, მაგრამ მალე ისიც მეკარგება მხედველობის არეალიდან. ვდგავარ გახევებული, არც სასმელი მინდა, არც ცეკვა და არც ცივი, უზარმზარი კვადრატული აუზი. საბოლოოდ გამომაფხიზლა აქაურმა სიტუაციამ, მაგრამ ახლლა სასწაულად მინდა ძილი, სიმშვიდე და სიმარტოვე. ამიტომ, წვეულებიდან წამოსვლას ვაპირებ, მას შემდეგ, რაც თიკას ვეტყვი ამის შესახებ, თუმცა ის არსადაა, ვერ ვპოულობ, რადგან უზარმაზარი ხალხის ბრბო ერთად ირწევა და ცეკვავს ეზოს შუაგულში, მე კი იქ შეღწევის თავი არ მაქვს. ცოტა ხანში, გარშემო ხალხი ჯერ კოცნა ხვევას, შემდეგ კი ჩხუბს იწყებს. ერთამენთს ხელს კრავენ მრცხნივ მდგარი ბიჭები და შარს სდებენ. სასწრაფოდ უნდა გავეცალო ამ სახლს, თორემ ვიცი, აქ მალე ჩხუბი ატყდება. აბა, სხვა რას უნდა ველოდო წვეულებაზე, სადაც არავის ვიცნობ და ვისაც ვიცნობ, ისიც ხალხში დაიკარგა? ამიტომ ეზოს ვცდები და თითქმის კარამდე მივაღწიო, რომ უცებ ვიღაცის თხელი თითები მეხება წელზე და ვერ ვხვდები, ვინ უნდა იყოს. ტანზე ეკალი მაყრის, ჟრუანტელი თითქოს მაოსებს, და მაბრუებს, თუმცა მალევე ვხვდები, რომ ჟრუანტელი კი არა, მისი სურნელი მაბრუებს. ვტრიალდები და უცნობ სახეზე ხელს ვკიდებ, მან გამომიწვია, ამიტომ თავადვე იზღვიოს. მან თავად გამომიწვია, თავად შემაჩერა და მაძულა, მისთვის შემეხედა. ახლა კი, გაბრუებულს და დისორიენტირებულს მხოლოდ ერთი სურვილი მკლავს და მიქვეიითებ გონებასაც და გრძნობასაც, მხოლოდ ეს სურვილი დაჰპატრონებია ჩემს სულს. სურვილი, რომ შევეხო. სურვილი, რომ ვაკოცო. სასწრაფოდ ვეტაკკები ღვინსფერ, ჩემთვის სრულყოფილ ტუჩეზე და დაუზოგავად ვკოცნი, სანამ ღამის სიგრილე არ მომიყვანს გონს. თუმცა, როგორ შეუძლია უბრალო ნიავს გამომაცოცხლოს იმ ვნებისგან, რომელშიც ფეხებით ვარ ჩათრეული? მგონია, რომ სუნთქვა არ მჭირება, მაგრამ მალევე მელევა და სწრაფად ვშორდები სანამ დავიხრჩობი. ახლა უკვე, თვალდახუჭული ვდგავარ და ღრმად ვსუნთქავ რომ როგორმე ჰაერის დანაკლისი ავინაზღაურო, რომელიც მისმა კოცნამ მომპარა. ვგრძნობ, როგორი ირონიით და მაინც, ეშმაკურად იღიმის.თვალს ვახელ და ვხედავ, როგორ ეჩვრიტება ლოყა და ველური, თუმცა ეგზოტიკური თვალებიდან სითბო და კიდევ რაღაც უცხო იღვრება. მერე კი ვხვდები, რომ ჩემი დრო ამოიწურა და ჩემი როლიც საკმაოდ რელურად შევასრულე. მეტი ემოციები არ მჭირდება, სხვა შემთხვევაში კი, უბრალოდ გადავიწვები, ამიტომ ეს გრძნობა და კიდევ ოდნავი სირცხვილი, რომელსაც უცხოობა აქარწ....ბს, მაიძულებს სწრაფად, თითქმის თვალი სდახამხამებაში შევტრიალდე და თავქუდმოგლეჯილი გავიქცე, როგორც ბავშვი, რომელიც ვინმეს სიყვარულში გამოუტყდა. გმადლობთ ყველას, ვინც თქვენს აზრს კომენტარებში აფიქსირებთ ^ ^ და კიდევ მკითხველებს, რადგან მთავარ მოტივს ის მაძლევს, რომ ვიცი, ჩემს ისტორიასაც კითხულობს ვიღაც. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.