შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

თეთრი ყვავილები, შენთვის. -1-


19-02-2017, 11:29
ავტორი sofioz
ნანახია 1 548

თავი 1
ძლივს დავასრულე სტატიის წერა, ჩემს უფროსს ემაილზე გადავუგზავნე და მაშინვე ფეხზე წამოვდექი. ამ კაბინეტში ერთი წუთის გატარებაც აღარ მინდოდა. თან ახლა, როცა ვიცოდი, რომ მთელი 1 თვე ამ საქმისგან და ჩემი უფროსისგან დავისვენებდი. უფრო მეჩქაროდა სახლისკენ, რადგან დასვენება მინდოდა. ყველასგან და ყველაფრისგან მოშორებით.
-ლილიკო, ნახვამდის. ერთ თვეში შევხვდებით. - ჩემს გვერდით მჯომ, არც ისე ახალგაზრდა ქალს დავემშვიდობე და კარისკენ გავემართე. 
-ბედნიერი დასვენება, ტაისია. - მანაც თბილად მომიგო. მხოლოდ თავი დავუკარი მადლობის ნიშნად და გარეთ გამოვედი. ახლა მიხვდი, რომ მთელი ერთი თვე თავისუფალი ვიყავი და რასაც მინდოდა იმას გავაკეთებდი. გარეთ გამოსულს ცხელი ჰაერი დამეჯახა, რაც საშინლად არ მესიამოვნა. ერთი რღმად ჩავისუნთქე და ჩემი პატარა მანქანისკენ წავედი, რომელიც ჩემი გამომუშავებული ფულით შევიძინე, ერთი წლის წინ. 
მანქანაში არ ვიყავი ჩამჯდარი, ჩემმა ტელეფონმა ზუზუნი, რომ დაიწყო. ჩემი ნინია მირეკავდა, ამიტომ გაბადრულმა გადავუსვი ეკრანს ხელი და ყურზე მივიდე.
-ტასი, სად ხარ? - მაშინვე ქოთქოთი დაიწყო, რაზეც გამეცინა.
-ახლა გამოვედი სამსახურიდან და ვფიქრობდი, ნინიას ავუვლი-თქო. - მანქანა დავძარი და დიდი სიჩქარით მოვწყდი ადგილს. 
-ნელა იარე და ამოდი, გელოდები. თან დიტოს მეგობრები არიან მოსულები, უნდა გაგაცნო. - ბოლო სიტყვები აშაკად ღიმილით თქვა, ამაე მეც გამეღიმა.
-კაი, ვიყიდი რამეს და ამოგირბენთ ცოტახნით. - ნინიაც მალევე დამეთანხმა და გათიშა. 
ის დღე არასდროს დამავიწყება, როცა დიტომ ნინიას სიყვარული აუხსნა. სწორედ იმ წამიდან დაიწყო, ბედნიერება ჩემთვისაც და ჩემი ნაგიჟარი მეგობრისთვისაც. იყო დღეები, როცა ერთმანეთშ ებუტებოდნენ, თუმცა მე ესეც სიყვარულის გამოხატულების ერთ-ერთ მთავარ ქცევად მიმაჩნდა. 
მე და ნინიაც ბავშვობიდან ერთად მოვდიოდით. კვირაში სამჯერ ჩხუბს მაინც ვახერხებდით და ამას იმითი ვხსნიდით, რომ ერთმანეთი გადამეტებით გვიყვარდა. ეს მართლაც ასე იყო, რადგან არ არსებობდა წუთი, როცა მე ჩემს ერთადერთ მეგობარზე არ ვფიქრობდი და პირიქით, ის ჩემზე. 
ყოველთვის რაღაც განსაკუთრებული ურთიერთობა გვქონდა. ყველა გაოცებული იყო ჩვენით და ამას ხშირადაც აღნიშნავდნენ ხოლმე. ეს რთქმაუნდა ჩვენ მოგვწონდა და ყოველთვის თავაწეულები დავდიოდით, რადგან ვიცოდით, რომ სკოლაშიც და შემდეგ უნივერსიტეტშიც, ბევრ ადამიანს შურდა ჩვენი მეგობრობის. 
ძალიან ბევრი ცდილობდა, რომ ჩვენს პატარა სამეგობრო წრეს შემოერთებოდა, თუმცა ჩვენ ვერავის ვხედავდით ერთმანეთის გარდა. 
მანქანა დიდ სუპერმარკეტთან შევაჩერე და გადავედი. ვიცოდი, ნინიას ყველაზე მეტად ფრანგული კრუასანები ენდომებოდა, ამიტომ გეზი პირდაპირ ცომეულებისკენ ავიღე. 5 ცალი შოკოლადიანი კრუასანი ავიღე და 5 შოკოლადის გარეშე. შოკოლადიანი ჩემი ერთადერთი და განუმეორებელი სიძისთის, ხოლო შოკოლადის გარეშე ჩემი საყვარელი მეგობრისთვის. 
სახლის კარი ღია დამხვდა, ამიტომ პირდაპირ შევხსენი და შესვლისთანავე ვიგრძენი თვალების წვა. ოთახი მთლიანად სიგარეტის კვამლში იყო გახვეული, ამიტომ ხველამ დამაწყებინა, რადგან ბავშობიდან ალერგიული ვიყავი და მამაც სულ ერიდებოდა ჩემს გვერდით მოწევას. 
-ვა, ეს ვინ მოსულა. - კარგად შეზარხოშებული დიტო ჩემკენ წამოვიდა და ხელი გადამხვია. - როგორ ხარ ცოლის დავ? - ისეთი საყვარელი იყო, მთვრალიც, რომ მომინდა ეს სიმპატიური ლოყები დამეკოცნა. 
-კარგად ვარ სიძე, კარგად. შენ როგორ გიკითხო? უძლებ ნინიას? - სიცილით ვკითხე, მან კი უარის ნიშნად თავი გააქნია და სიცილში ამყვა. 
-ჰო იცი, ეს როგორია. მაგრამ ვცდილობ და ვუძლებ რა. - ისევ სიცილით თქვა და სუფრასთან მიმიყვანა. - მეგობრებო, გაიცანით ეს არის ჩემი ცოლის და ასევე ჩემი დაიკო. ტასი, გაიცანი ესენი ჩემი მეგობრები არიან: ლილი, ლუკა და დემე. - დიტოს მეგობრებს მოვავლე თვალი და თბილად გავუღიმე მათ. ლუკა და ლილიც მიღიმოდნენ, მაგრამ დემეს თვალებში გაკვირვება ეხატა.
-სასიამოვნოა თქვენი გაცნობა. - ღიმილით ვუთხარი და ნინას მოვუჯექი გვერდით. 
საკმაოდ დიდხანს გაგრძელდა ქეიფი. ძალიან კარგები აღმოჩნდნენ დიტოს მეგობრები. ადვილად შევედი მათთან კონტაქტში და მთელი საღამო არ მომიწყენია. მხოლოდ დემეტრეს მზერა მაწუხებდა. ისეთი თვალებით მიყურებდა, რომ თითქოს აქამდეც მიცნობდა და დიდი ხნის ნახვის შემდეგ ჩემით გაოცდა. 
-ნინ, ძალიან დავიღალე და წავალ ახლა. - ჩუმად გადავუჩურჩულე მეგობარს და ფეხზე წაამოვდექი. 
-დარჩი რა. - ნინია შემეხვეწა, მაგრამ უარის ნიშნად თავი გავაქნიე და ჩანთას მოვკიდე ხელი. 
-სახლში მირჩევნია ყოფნა, თან ძალიან დაღლილი ვარ. კარგად გამოვიძინებ და ხვალ გადმოგივლი, შეიძლება დავრჩე კიდეც. - ჩვენს საუბარს დიტო და მისი მეგობრებიც უსმენდნენ, მაგრამ ეს სულაც არ მაინტერესებდა. 
-კარგი, მაშინ ხვალამდე. - დიტომ ხელი დამიქნია, მეც გავუღიმე მაგიდასთან მსხდომებს.
-სასიამოვნო იყო თქვენი გაცნობა. დროებით, იმედია კიდევ შევხვდებით. - ისინიც დამემშვიდობნენ და ოთახიდან გავედი. 
-მოდი გაკოცო და ხვალ გელოდები. - ნინიას მაგრად ჩავეხუტე და სახლიდან გავედი. - ფრთხილად იარე. - მეგობრის ხმა მოსწვდა ჩემს ყურთასმენას, რამაც სასიამოვნოდ დამიარა მთელ სხეულში. გავიღიმე და სადარბაზოდან გავედი. 
იმაზე მეტად არ მინდოდა სახლში წასვლა, ვიდრე ვინმეს წარმოედგინა, თუმცა ახლა იმდენად დაღლილი ვიყავი, რომ ნინიასთან ნამდვილად ვერ დავრჩებოდი. თან სავარაუდოდ დიტოს მეგობრებიც მათთან აპირებდნენ დარჩენას. 
მანქანა სახლის წინ გავაჩერე. ერთი რღმად ჩავისუნთქე და გადმოვედი. შიგნით შესულს ყველაფერი სხვანაირად დამხვდა. მინდოდა და ავიტანდი კიდეც იმ სიგარეტის სუნს და იმ ხმაურს, რაც ნინიას სახლში იყო. ყოველშემთხვევაში, ამ სიტუაციას მერჩივნა. 
მქონდა დიდი სახლი, კარგი ავეჯით, თუმცა ეს სულად არ მომწონდა, რადგან აქ ჩემს გარდა არავინ ცხოვრობდა. რადგან ყველამ მიმატოვა მაშინ, როცა ისინი ძალიან მჭირდებოდა. მხოლოდ ნინია დამიდგა გვერდით, მაგრამ მე სხვებიც მინდოდა. ოჯახის წევრები მინდოდა. დედა, მამა, ძმა მინდოდა, რომლებმაც ერთი შეცდომის გამო, ზუსრგი მაქციეს და მას შედეგ ჩემი ცხოვრებით აღარ დაინტერესებულან...


--------------------
მოგესალმებით ყველას, ჩემი პირველი ისტორიით ამ გვერდზე. 
ბევრი ტვირთავს მოთხრობებს და მინდოდა, მეც გამეცნო თქვენთვის ჩემი ნამუშევრები. 
იმედია, მოგეწონებათ და ძალიან გთხოვთ გამოხატოთ თქვენი აზრი!  
შემდეგი თავი ძალიან მალე იქნება.  



№1  offline წევრი DarkRoses

კარგი დასაწყისია, ცოტა უფრო მეტი თავი მჭირდება რომ უფრო ვრცლად შევძლო ამ მოთხრობაზე საუბარი, მაგრამ დარწმუნებული ვარ ძალიან საინტერესო იქნება^^
ველოდები შემდეგს. heart_eyes

 


№2  offline წევრი Ana Imnadze

სუფთა ნაწერია ვერაფერს ვიტყვი.
სიუჟეტსაც არაუშავს.
ვნახოთ აბა გაგრძელება.

 


№3  offline წევრი ჭირვეული

მომეწონა და გაგრძელებასაც აუცილებლად წავიკითხავ

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent