შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ფიქტიური ქორწინება თავი 16


21-11-2018, 20:37
ავტორი ana_aneta
ნანახია 4 903

ყველაფერი ძველებურად მიდიოდა. ყველანი ჩვენს რუტინას ვაგრძელებდით. ოქტომბრის ბოლო რამოდენიმე მზიანი დღე, ნოემბრის წვიმიანმა დღეებმა შეცვალა და ხასიათი დაგვიმძიმა. მე და აბელმა ბილეთები ავიღეთ ნოემბრის ბოლისთვის. თაფლობის თვეში არ ვყოფილვართ და ახლა მაინც მოვახერხებდით სადმე ერთად წასვლას. ნინა კი უკვე სამი თვის ორსული იყო. ტოქსიკოზი არ ჰქონდა და არც რამეზე რეაგირებდა მძაფრად, მაგრამ ნიკოლას მაინც გულს უწუხებდა, ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა თითქოს სპეციალურად ექცეოდა ასე. აშკარად თანაცხოვრებითაც ვერ გაუგეს დიდად ერთმანეთს და ასეთუ გაგრძელებდა დიდი ალბათობით ნიკოსაც ამოეწურებოდა მოთმინება. ასეთი არასოდეს ყოფილა. არც გველაპარაკებოდა, თავის ოჯახურ სიტუაციაზე. კახეთის ობიექტი ჩავაბარეთ და თბილისში ვაკელი ნინკას სახლის კეთებას შევუდექით.ორშაბათ დილით ობიექტის სანახავად წავედით. სახლი ორ სართულიანი იყო შავი კარკასით და საშინელი ბარდებით ეზოში. ასეთი მოუვლელი ადგილი ცხოვრებაში არ მინახავს. ალბათ ზაფხულობით აქ გველების ბუდეა ხოლმე. შესასვლელთან ნინას ველოდებოდით რომელიც როგორც ყოველთვის აგვიანებდა.
ანა:ვაჩეს სახლის აშენება უნდა ბეთანიაში.
ლიკა: მერე?
ანა: რა მერე გოგო?? ჩვენ უნდა დავუპროექტოთ.
ლიკა: ჰააა??
ანა:გინდა მარტო გაგიშვათ ?? კაი ტიპია, ცოტა გაეპრანჭე.
ლიკა:დამანებონ შენი ქმრის ძმაკაცებმა თავი, მარტო მაუბედურებენ.
ანა: კაი რა? გიგისთან შენი ბრალია იცოდი რო ეგრე იქნებოდი დ, მაგრამ მაინც....
ლიკა: კარგი აღარ გვინდა მაგაზე.
ანა:აუუ არ გეწყინოს რა. ხო იცი რომ... ნინა ჩამოხტა მანქანიდან და ჩვენსკენ წამოვიდა. დღეს ძალიან კარგ ხასიათზე იყო.
ნინა: გოგოებო. ისეთი გახარებული ვარ. დღეს ეხოზე ვიყავით და სქესი გავიგეთ.
მერე...
-გოგოა. იცი როგორ გამიხარდა.
ანა:გილოცავ. აუუ ძალიან მაგარია. ნიკოლას გაუხარდა.
ნინა: გოგო კინაღამ იტირა სიხარულისგან.
ლიკა: ხოდა ეხლა კეთილინინებე და წესიერად მოექეცი ხოლმე.
ნინა: ამას რამე სჭირს?
ანა: მაგას არა. კაი მოდი გადავიღოთ ფოტოები ავზომოთ და წავიდეთ თორე მოვკვდი სიცივით.
ლიკა: ჰო რა. ფოტოები სწრაფად გადავიღეთ და სახლის ასაზიმად შევედით. ზემოთ მე და ლიკა ავედით და ოთახების აზომვა დავიწყეთ. საძინებელთან კარს ვზომავდი. რომ გავსწორდი წონასწორობა ვერ შევინარჩუნე და პირდაპირ სამშენებლო ნარჩენებში ჩავვარდი. განწირულად დავიკივლე.
ლიკა:რა მოვგივიდა ან. სასწრაფოში დავრეკო. გოგო რას გიგავს ფეხი.არ გაინძრე.
ანა:გოგო აბელს დაურეკე გთხოვ, სასწრაფო არ მინდა. დავიკვნესე მე. აუუ ეს მინდოდა ეხლაა. უიმეეე.
ნინა: რა მოხდა?? კარგად ხარ??
ანა: არა. წამოვიტირე მე. ფეხში საშინელმა ტკივილმა დამიარა. დაურეკე? ლიკას მივუბრუნდი.
ლიკა: მალე მოვა.
რამდენი წუთში აბელი და ვაჩე უკვე იქ იყვნენ. მის დანახვაზე კიდე უფრო ამიჩუყდა გული და ცრემლები წამომცვივდა.
-როგორ მოახერხე?? მშვიდად მკითხა ქმარმა.
-არ ვიცი ფეხი გადამიბრუნდა. დაიხარა და ფრთხილად გადაყარა აგურები და ხის ნატეხები. ფეხი გამინთავისუფლა. ნაზად ამიყვანა ხელში.
-არ შეგეშინდეს სერიოზული არაფერია წესით მალე გაგივლის. შუბლზე ნაზად მაკოცა და კიბეზე ჩაირბინა. საჭესთან ვაჩე დაჯდა და ისეთი სიჩქარით მოწყდა ადგილიდან. შიშისგან აბელს მივეტმასნე.
-ჩემი ძმა აქ არის?? აბელმა სწრაფად კითხა რეცეფშენის გოგოს და პასუხს არც დალოდებია ისე დაიძრა ლიფტისკენ.
-ბატონო აბელ. ოპერაცია აქვს. დოლიძეა აქ და...
-კარგი, ოთახი მომიძებნე და დოლიძეს დაუძახე. გოგომ თავი დაუქნია და საქმეს შეუდგა. -გტკივა??
-არ ვიცი. კაცს გაეცინა.
-აბა ვინ იცის. სკამზე ჩამოჯდა და მეც კალთაში ჩამისვა.
-ანდრო გაგიჟდებ.
-მაგაზე არ იდარდო ბიჭებს გაეცინათ.
-მომავალ კვირას რო მიშვებს ისიც მიკვირს. მემგონი შენი ეშინია.
-მართალი ხარ. ჩემი ეშინია.
ამასობაში გოგოც დაბრუნდა.
-ბატონო აბელ ოთახს მალე მოამზადებენ და დოლიძეც მალე მოვა, შესვენებაზეა და ბრუნდება უკვე. 310 პალატა იქნება. ქმარს უფრო მივეკარი და გაყინული ხელი სვიტერის ქვეშ ჩავუცურე.

მალე გოგოს ნახსენები ექიმი დოლიძეც მივიდა და გზა გაიკვლია იქ მდგომ ხალხს შორის.
-ამდენი ხალხი საჭირო არაა. როგორმე უთქვენოდაც მოვგვარდებით. მკაცრად თქვა ქალმა და ასევე მკაცრი მზერა სტყორცნა შეკრებილ საზოგადოებას.
აბელი ცოლითურთ როგორც იქნა ვიხილე. ირონიულად ჩაილაპარაკა ორმოცამდე წლის ასაკის ქალმა და დაკვირვებით შემომხედა. კარი მიკეტა და მოგვიახლოვდა. -აბა რა დაგმართნიათ.
-ფეხი იტკინა, მშენებლობაზე და..
-კარგი. მოდი შარვალი გაიხადე საყვარელო შევხედოთ რა გჭირს. მის მოთხოვნას დავემორჩილე, საწოლზე წამოვჯექი და შარვალი შეძლებისდაგვარდ ჩავწიე ქვემოთ. აბელმა ბათინკები გამაძრო. მარჯვენა ფეხი დასისხლიანებული მქონდა, თან ტკივილისგან მეწვოდა. -პირველ რიგში ტეტანუსის აცრა უნდა გავუკეთოთ, რომ ინფექცია არ შეიჭრას მერე კი დანარჩენს მივხედოთ, როგორც ჩანს მხოლოდ გარეგანი დაზიანებები აქვს, სანერვიულო არაფერია,მაგრამ რაღაც ძალიან ფერმკრთალი ხარ. ანალიზიც ავიღოთ ყოველი შემთხვევისთვის. პალატა დატოვა. მალე ექთანი მოვიდა და პროცედურების ჩატარება დაიწყო. აბელი მშვიდად იჯდა ჩემს გვერდით.
-ბელზ, როგორ დაიმტვერი ასე??
-არ ვიცი, კარს ვზომავდი და რომ ავდექი რაღაც ვრუ დამეხვა და წონასწორობა ვეღარ შევინარჩუნე.
-დილით ისაუზმე??
-არა გვიან გამეღვიძა და არ მინდოდა დაგვიანება.
-რომ წავიდე და რამე მოგიტანო ??
-არ მინდა არაფერი, თან საავადმყოფოს საჭმელი მეზიზღება. სისხლი სწრაფად ამიღეს, აცრაც გამიკეთეს, მაგრამ სახლში ჯერ არ მიშვებდნენ. აბელი ჩემ საწოლზე კომფორტულად მოეწყო, მე კი მის გვერდით ვიყავი წამომჯდარი. ზურგზე ნაზად მისვამდა ხელს.
კარი სწრაფად გაიღო და ვაჩე და ლიკა შემოვიდნენ.
-ან ხო კარგად ხარ. აღელვებით მკითხა გოგომ.
-აი ძმაო კაცი თვითონაა წამოგორებული, მისმინე, ნინა სახლში წავიყვანეთ და რაღაცეებიც მოგიტანეთ, ცოდო ხარ.
-ეგ არ უყვარს. უთხრა ლიკამ. ვაჩე წამით შეჩერდა და მის გვერდით მდგომ მოცუცქნულ არსებას დააკვირდა.
-როგორი პატარა ხარ და რამსიგრძე ენა გაქვს.
-და შენ რომ ხარ დიდი რა სარგებელი მოგაქვს, საჭმელიც ვერ იყიდე.
-ადამიანურად მოქცევა რომ შეგეძლოს, მეტყოდი რა უყვარდა და იმას წამოვუღებდი.
-ისეთი გაბღენძილი დადიოდი ვერ გავბედე დაგლაპარაკებოდი, ირონიულად უთხრა ლიკამ.
-გეყოფათ, დიდები ხართ უკვე ასეთი რამეებისთვის. ორივემ მე გადმომხედა.
-შეეშვი, კარგი გასართობია, გაიცინა აბელმა.
-ამ დაქალებში ყველაზე ნორმალუტი შენ შეგხვდა მგონი.
-აუფ ეხლა არანორმალურიც ვარ. უფრო გადაირია ლიკა.
-ჩვენ ასე გვიჩხუბია? ჩუმად ვკითხე აველს. საბამ ისინი ისევ ცხარე კამათში იყვნენ ჩართულები.
-კაი რა. მანქანაში რომ არ მიჯდებოდი, და ძალით რო წამოგიყვანე, დაგავიწყდა და მთელი გზა რო ვჩხუბობდით.
-ჰოდა შენ რომ იცინოდი.
-რატო არ უნდა გამეცინა ერთი. ისე გინდა რაღაც გითხრა. უფრო ჩუმად დაიწყო. გახსოვ სიღნაღში სასტუმროში რომ ვიყავით. თავი დავუქნიე. იმ ღამეს შენთან მეძინა.
-დეგენერატი ხარ. სიცილი აუტყდა.
-აბა რა გეგონა. შენი აზრით ამათ მოწონთ ერთმანეთი.
პირი გავაღე რაღაცის სათქმელად მაგრამ ლუკამ შემოაღო კარი.
-აბა რა ხდება?? რა გაჩხუბებთ?? დოლიძემ მითხრა ფეხი იტკინაო. აბა შემახედე.
-სახლში რო წავიდეთ არ შეიძლება?
-ხო ჯობია წავიდეთ.ლუკას მაგივრად ვაჩემ გამცა პასუხი. აშკარად გაბრაზებული იყო.
-ანალიზის პასუხი მოვიდეს და გაგწერ მერე თუ ვერ ჩერდები, ოღონდ ხვალვე სამსახურში არ გაქანდე ამ ფეხით.

საღამოს უკვე სახლში ვიყავით. მე ვიწექი აბელი კი მუშაობდა. საფრანგეთში წასასვლელად სასტუმტოს საბუთებს აგვარებდა.
-მისმინე. ანდერძს როდის წაიკითხავენ.
- ჩემ დაბადების დღეზე.
-ალბათ ყველაზე მაგარი საჩუქარი იქნება. ლეპ ტოპი გვერძე გადადო და ჩემსკენ მოიწია.
-როცა ეს ყველაფერი დავიწყეთ მაშინ , ძალიან მინდოდა ის სასტუმრო,გეფიცები ღამეც ეგ მესიზმრებოდა და საბოლოო ჯამში ამ ამბავში ყველაზე კარგი ისაა რომ შენ გახდი ჩემი ცოლი.მე ყოველთვის ძალიან ხისტი და მიმწოლი ვიყავი. არაფრის დათმობა არ მიყვარდა, ყოველთვის ვჯიუტობდი. ვიბრძოდი, ბევრი რამე გადავაფასე და შევცვლე. ქალებს ყოველთვის კარგად ვექცეოდი, ვერ ვიტყვი რომ მაჩო ან ცუდი ბიჭი ვიყავი,თუ ჯიუტობდნენ ორმაგად ვაწვებოდი. მაგრამ მათ გამო ალბათ არც არაფერს დავთმობდი.
ახლა კი შენ გამო შემიძლია ბევრი რამე დავთმო. ასე ხდება თურმე როცა ვიღაც გიყვარდება. უცებ გული ამიჩუყდა. -არ იტირო რა გთხოვ ვერ ვიტან რომ ტირი.
-მეც ძალიან მიყვარხარ აბელ. მთელი ძალით მუვეკარი..
იმ კვირას სამსახურში არ წავსულვარ. სახლიდან ვმუშაობდი გოგოებიც ჩემთან მოდუოდნენ. ქმარს კი თითქმის ვერ ვხედავდი. ეგ და ვაჩე სულ საქნეებზე იყვნენ გასულები. ამასიბაში ჩვენი წასვლის დროც მოახლიოვდა. ნელ-ნელა ჩაბარგებაც დავიწყეთ. ათ რიცხვში კი უკვე ბორდოში ვიყავით. მე აბელი, ლუკა და გიორგი. ნანა და რეზი კი მეორე დღეს ჩამოვიდნენ.
-იმედია კარგი დაბადების დღე გექნება შვილო. ღრმად ამოიხვნეშა გიორგიმ. იმედია ყველაფერი ისე ჩაივლის როგორც საჭიროა.
-მა ნანაზე დარდობ?? ჩუმად წამოიწყო ლუკამ.
-არ ვიცი, ხანდახან მენატრება კიდეც, მაგრამ ყველაფერს აქვს ზღვარი. მთავარია ახლა თქვენ ხართ ბედნიერები. შვილიშვილიც მყავს. მეორეც მეყოლება მალე. ამაზე უკეთესი რა უნდა მინდოდეს. პატარა კატუნა გულზე მიიკრა. -კატოზე საყვარელი არსება არასოდეს მინახავს. აბელმა მე გადმომხედა.
-დაანებე თავი. ჩუმად დაისისინა ლუკამ. სამივეს გაგვეცინა. გიირგის ყურადღება არ მოუქცევია.
-არ გინდათ სადმე წავიდეთ, ბავშვს მამას დავუტოვებ.
-ისე კარგი აზრია, მარა რაა ამინდია რაა ეს ტო. დაიჯღაბნა აბელი.
-აუუ ფეხით წავიდეთ რა სადმე ახლოს.
-აუუუ ანი, არ გეცოდებით.
-კაი კაი ნუ წუწუნებ შეუფუცხუნა ძმამ. წავიდეთ ფეხით. მარტინის კაფე რომ იყო ვენახების ბოლოს იქ წავიდეთ.
-კაი ან. საწვიმარი და ფეხზეც თბილად ჩაიცვი. სწრაფად მოვემზადეთ და ვიწრო მაგრამ მოასფალტებულ გზას დავადექით. მიუხედავად იმუსა რომ წვიმდა და ხეებს ფოთლები გასცვენოდათ, მაინც ულამაზესი იყო იქაურობა. გორაკებზე შეფენი ვაზის მწკრივები, გვერდით ლავანდის პლანტაციები, რომელთაც კერ კიდევ შერჩენოდათ ყვავილი. ვენახის ბოლოს რენესანსის დროინდელი, გუთური ტაძარი მოჩანდა.
-აქ ცხოვრება რა მაგარი იქნება.
-მოგწყინდება. ცალი თვალით გადმომხედა მაზლმა.
-არა რატო. გაეცინა აბელს. მას კიდევ უფრო მეტი გაკვირვებით გადახედა.
-პრინციპში რა გენაღვლებათ ერთმანეთი გყავთ.
-და შენ არავინ გინდა?? რაღაც გულუპრყვულოდ გამომივიდა. ორივეს გაეცინა.
-ეგრე არ ხდება ხოლმე. მინდა და თავზე დაგეცეს.
-შენ გინდოდა აბელი?? ორივემ ინტერესით შემომხედა. მე გამეცინა.
-ნუ საერთოდ მე გათხოვებაც არ მინდიდა, მითუმეტეს ფიქტიურად, მაგრამ აი...
-ნახე რა მოხდა?? გიყვართ ერთმანეთი.
-ჰოოო.
-ამან ისე გაწელა მემგონი არ უყვარხარ. გაეცინა ლუკას.
-ჰო მერე ქონების გაყოფას მოვთხოვ და მოვტყდები. კაფემდეც მივედით, ისეთი ლამაზი იყო, ხის კოლონებს სურო შემოხვეოდა, ფანჯრის რაფაზე ფერადი ყვავილები იყო შემოწყობილი. ხის პატარა მრგვალი მაგიდები იდგა დარბაზში, ზედ ბოთლი ღვინო, რამოდენიმე ბოკალი და ყვითელი ქრიზანთემები იდო ლარნაკში. ბევრი ხალხი არ იყო. კუთხეში დავჯექით. პატარა ბიჭმა მენიუ მოგვიტანა. სტეიკი და წითელი ღვინო შევუკვეთეთ. კიდევ ყველი, ბაგეტი და როზმარინის სოუსი. სამივე ჩუმად ვჭამდით. ისეთი გემრიელი იყო.
კაფე დავტივეთ და ქუჩას დავუყეცვით. ამჯერად კიდევ უფრო ნელა მივაბიჯებდით ნაწვიმარ ქუჩაზე.
-ერთი სული მაქვს ნანს სახეს როდის ვნახავ, მამულს რომ შენ მოგცემენ.
-მეც.
-შენ დაბადების დღეზე რა ვქნათ??
-არ უყვარს აღნიშვნა. ლყკამ მიოასუხა მის მაგივრად.
-რატო?
-არ ვიცი უბრალოდ არ მიყვარს.
-უფფფ, რატო? არც ტორტი??
-ტორტი იყოს.
-ოოო რას მოვესწარი, ყინულის კაცი გალღვა. ასე თუ გააგრძელე მომავალ წელს დიდ წვეულებასაც გავმართავთ.
-ეკლესიამდე მივიდეთ რა.
-ბნელდება უკვე.
-არ მითხრა რომ გეშინია. ეკლესიამდე სწრაფად მიდით. მაგრამ დაკეტილი დაგვხვდა.მხოლოდ გარედან დავათვალიერეთ და უკან გამოვბრუნდით. გიორგის და კატოს ერთად ჩაძინებოდათ. მე დედას დავურეკე კატის და ლიზას ამბის მოსაკითხად. მანაც ფოტოები ჩამიგდო. გუნდას ლიზას თავთან ეძინა. აშკარად გიჟდებოდა ბავშვებზე. ასეთი საოცარი კატა არასოდეს მინახავს. საღამოს ჩაი დავლიეთ, ბევრი ვილაპარაკეთ.
დასაძინებლად ადრე წავედით, აბელი მშვიდად იწვა, მე კიდევ აღელვებული ვიყავი, ერთი სული მქონდა როდის მივცემდი საჩუქარს. ის საათი ვუყიდე რომელიც უნდოდა და ლეკვი, რომელიც ასევე დედაჩემთან დავტოვე. იმდენ ხანს. იმდენ ხანს ვტრიალებდი...
-ანა დამშვიდდი. გეცინა. თუ ვერ ისვენებ ახლავე მითხარი რას მჩუქნი და დაისვენებ.
-არაა.
-მისმინე და მანამდე სხვა რამე რომ მომცე??
-ცუდი აზრი არაა. მუცელზე დავაჯექი და ატლასის ნაჭერი სასწრაფოდ მოვიშორე სხეულიდან.
-მმმ რა მალე გადავედით საქმეზე. თვალები აენთო.საწოლიდან წამოიწია და სხეულზე ამიკრა. კისერზე ნაზად მკოცნიდა. მერრ ლავიწებზე, მხრებზე, ზურგზე.....
დილით ადრე გამეღვიძა. გამახსენდა რომ მისთვის საჩუქრის მიცემა მინდოდა. სწრაფად წამოვხტი საწოლიდან, იქვე ახლოს ვერაფერი მოვძებნე ამიტომ მის მაისურს დავავლე ხელი და შიშველ სხეულზე გადავიცვი. სასწრაფიდ მივძებნე ბარგში პატარა ხავერდის ყუთი და ლეკვის ყელსაბამი და ისევ ოთახში დავბრუნდი. შუბლზე ნაზად ვაკოცე რამდენჯერმე.
-აბელ, გაიღვიძე. საყვარელო.
-რამე მოხდა, ჯერ კიდევ გამოუფხიზლებელმა მიპასუხა.
-საყვარელო დაბადების დღეს გილოცავ. ძალიან მიყვარხარ.
-ჩემო პატარა. მეც ძალიან მიყვარხარ.
-საჩუქარს არ ნახავ. ბალიშიდან თავი ძლივს ამოყო. საწოლში გასწორდა, თვალები მოიფშვნიტა. ყუთი გახსნა. -აუუ ან რა საყვარელი ხარ. ვაჩემ გითხრა ეს რომ მინდოდა??
-არა... კიდევ ეს მაქვს?? საყელური მივაწოდე. ეს რაა??
-გუნდას მეგობარი ვუყიდე.
-რააა??
-ჰო პატარა ლეკვი გვყავს. სიხარულისგან თვალები უბრწყინავდა. გულზე მიმიკრა და ნაზად მიმიხუტა. სიმართლე გითხრა საშინლად არ მინდა იქ წასვლა.
-ბოლოს და ბოლოს...
-არაფერი თქვა.
-მაგისთვის ჩამოვედით. რომელზეა შეხვედრა.
-12 ზე. თან ნანა და ის ც იქნებიან.
-დამშვიდდი.არ იდარდო.
-რომელი საათია ვაბშე.
-შვიდი.
-კაი რა ან არ გრცხვენია?? ზურგზე მივეკარი და ნაზად ვაკოცე, მხრებზე. -ან, ჩემო პატარა.
-რა ხდება??
-ჩემო ფისუნია. რაღაც უნდა გითხრა.
-გისმენ.
-უნდა დავშორდეთ.
-რა? სწრაფად ვჭყიტე თვალები.
-ჰო, ეს ყველაფერი ჩაისვლის და მორჩა. მე ხმა არ ამომიღია. მოვშორდი და გვერდი ვიცვალე. -მისმინე, აბა რა გეგონა.
-არც არაფერი. ხმა ჩამიწყდა. მაგრამ არ შევიმჩნიე. გადმობრუნდა, იცინოდა.
-დაიჯერე??
-ვერ გიტან. ამ დილაუთენია რა ძაან შემოგიტია იუმორმა. -ეხლა მე მართლა დაგშორდები და მერე ნახავ.
-კაი რა. ან გეხუმრე.
-ჰოდა მე არ გრხუმრები. დავშორდეთ, ძალიან მონდომებული ხარ აშკარად.
-არ გამებუტო რა. ახლოს მოიწია და მკლავზე მაკოცა.
-არ მჭირდება. გაეცინა.
-კარგი რა. ძალით მიმიხუტა. -ბელზ..
-შემეშვი. საბნის ქვეშ შევძვერი და ისევ დაძინება გადავწყვიტე. მაგრამ მან იქამდე არ მომასვენა სანამ, არ შევურიგდი...
შუადღეს შეთანხმებულ,ადგილას მივედით. სასტუმროში. ისეთი სილამაზე იყო. მეც მოვიყვანდი ამის გამო ფიქტიურად ცოლს. სასტუმროს საკონფერენციო დარბაზში ვიჯექით. მალე. შუახნის სანდომიანი სახის, კარგად ჩაცმული კაცი შემივიდა. ჟერარი. დიპლომატიდან საბუთები ამოალაგა და სასურველი ფურცლებიც პოვნას შეუდგა. მალე ყველაფერი გვერძე მიალაგა და ყველას გადმოგვხედა. ნანა არც კი გვიყურებდა. რეზი კი ბავშვს ეთამაშებოდა, მისგან ძალიან გამიკვირდა, ლუკასაც არაფერი უთქვამს.
-როგორც ვიცით დღეს აქ ამ ულამაზესი ადგილის რომელიღაც თქვენგანისთვის გადმოსაცემად შევიკრიბეთ. დაიწყო კაცმა ფრანგულად. მე დეტალურად გაგაცნობთ აბდერძის პირობებს დაა თუ ყველაფერი ისე იქნება როგორც ანდერძშია მითითებული, მააშინ მფლობელი ხელშეკრულებას მოაწერს ხალს და ყველაფერი ამით დამთავრსება. კაცმა დალუქული სეიფიდან კონვერტი გამოიღო და გახსნა. ყვეკა დაიძაბა. მარტო რეზის ეკიდა ყველაფერი ფეხებზე. კაცმა მშვიდად, ნელი რიტმით დაიწყო კითხვა. და ჩემთვის უკვე ცნობილ ადგილამდეც მივიდა. “ანდერძში ნახსენები ქონება საკუთრებაში გადაეცემა მხოლოდ იმ პირს, რომელიც ამა წლის აგვისტოს პირველ რიცხვამმდეა დაფიქსირებული ქორწინებაში.„ კაცმა კითხვა დაასრულა და გადმოგვხედა. რომელი შვილიშვილი იმყოფება ქორწინებაში.
-აბელი. გიორგიმ უპასუხა. მაისი 15 რიცხვიდან. სიმართლე გითხრათ თავს ცუდად ვგრძნობდი იმის გამო რომ ყველაფერი ვიცოდი და ამის გამო გავყევი აბელს. მას ფრთხილად გადავხედე, ისიც დაძაბული იჯდა.
-ყველაფერი გასაგებია. ბატონო აბელ. დოკუმენტები მზად მაქვს. გილოცავთ ეს მშვენება თქვენი საკუთრებაა.
-ვაოროტესტებ. დაიყვირა ნანამ. ჩემ შვილს არაფერი შეხვდა.
-ქალბატონო ეს სასამრთლო არაა და არც თქვენი შვილია პირდაპირი მემკვიდრე რომ რამე მოითხოვოთ, ამიერიდან ყველაფერი ბატონი აბელის კეთილ ნებაზე იქნება დამოკიდებული.
-მე ცვეტში მაგრად ეგეთები, მაგის გამო ძმებს არ ვეჩხუბები. ყველამ გაოცებულებმა შევხედეთ. -თან ეს რა მაგარი ბავშვი გააძრეთ ტო. -ანი შენია?? გიორგის და ბიჭებს სიცილი აუტყდათ.
-არა, ჯერ არ მყავს მე შვილი.
-გადასარევია, აშკარად ყველაფერი მოაგვარეთ. მიხარია ახლა კი ხელი მოაწერეთ.
-მინდა რომ აქციების წილი გავყო. ვიცი რომ შესაძლებელია.
-დიახ შესაძლებელია.
-მინდა მმართველი პაკეტი მე მქონდეს დანარჩენი კი რეზიზე და ლუკაზე გავაფორმო.
-კაი ხოარ ღადაობ. მე რა. ნანაც კი გაოცებული იყი საკუთარი შვილის საქციელით.-რას მიყურებ ტო, აბა რა გეგონა ავდგებოდი და ვიჩხუბებდი? ძმები ვართ ბოლო ბოლო. და რაც შემეშალა ეგეც კიდე შენი ბრალია.
-ვახ რა გულის გადაშლის დღე გვაქვს გაეცინა ლუკას. ამას მეხი დაეცა??
- წილს მიიღებენ მაგრამ შიდა საქმეებში ჩარევის უფლება არცერთს ექნება.
-გასაგებია, ამ ყველაფრის მოგვარებას დრო დასჭირდება.
-მაინც რამდენი??
-დაახლოებით ერთი თვე. ამიტომ შეიძლება დეკემბრის შუა რიცხვებში მოგიწიოს ჩამოსვლა.
-ამ საქმეს თქვენ მოგანდობთ, ყველაფერი ისე გააკეთეთ როგორც საჭიროდ ჩათვლით. ადვოკატმა დაგვტოვა. აბელმა სასტუმრო დამათვალიერენებინა. ოღონს ამჯერად ჩემი როგორც არქიტრქტორის აზრი აინტერესებდა. ყველაფერი კარგად იყო მოწყობილი მაგრამ ცოტა თანამედროვეობა ნამდვულად არ აწყენდა.
-გეგმა და ფოტოები გვინდა და მე თვითონ დავამუშავებ ყველაფერს
-კარგი. გამოვითხივ არქივიდან. ეხლა ზემოთ წამო ვერანდას გაჩვენებ. ტელესკოპიც კია აქ.
-მართლა?? მუშაობს??
-კი. დღეს ღრუბელია და ვერაფერს დავინახავთ ამიტომ გახეევას აზრი აქ აქვს. ზაფხულობით მოვდუოდით და ვარსკვლავებს ვაკვირდებოდით ხოლმე.
-მისმინე რეზის რატო მიეცი წილი.
-არ ვიცი, ამაზე დიდი ხანია ვფიქრობ, ძალიან დიდი ხანია. უბრალოდ არ ვიცი, სინდისმა ასე მიკარნახა. მე ყველაფერი ვიცოდი, მან არაფერი ...
-კარგი, იცი მგონი რეზის...
-იმედია არ აფერისტობენ.
-არ მგონია. კიბეები ნელა ჩავიარეთ. დანარჩენები დერეფანში იდგნენ. ბავშვი ისევ რეზის ეჭირა და მამამის ელაპარაკებოდა .
-წავიდეთ ხო სახლში??
-მე თქვენთან ერთად რო წამივიდე მოჟნა?? იკითხა რეზიმ.
-შეიძლება შვილო, როგორ არ შეიძლება.
-მე არ გიშვებ. ნანა გაცეცხლებული იყო.
-არ გადამრიო დედა, დიდი ხანია აღარაფერს გეკითხები. სადაც მინდანიქ წავალ. ქალი გაფითრდა, მიბრუნდა და კარი გაიჯახუნა.
-ხო კარგად ხარ შენ?? ეჭვით გადახედა ლუკამ.
-წამალს შევეშვი და ცოტა კი მაკანკაკებს ხოლმე მარა ბევრ რამეზე დავფიქრდი.
-ვახ და აქამდესად უყავი??
-სარეაბილიტაციო ცენტრში. გუშინწინ ჩამოვედი.
-მალე გამომძვრალხარ. მთავარია უკან არ დაბრუნდე. ხო იცი ფსიქოლოგთან უნდა იარო.
-ჰოოო მარა ვერ ვიპოვე ვერავინ ნორმალური.
-მაგაზე არ იდარდო შენ მოინდომე და მე მოგიძებნი კარგ ფსიწოლოგს. მხარზე ხელი წამოარტყა. მე აბელს გადავხედე ის ისევ გაკვირვებული იყურებოდა. ლუკასთან შედარებით ასეთ საკითხებში შედარებით მძიმე იყო.
-ბიჭო და ბავშვს დედა არ უნდა?? ისევ წამოიწყო.
-ახლა შენ შემეცი კიდე მაგაზე. კარგი ქალი ვერ ვიპოვე ჯერ, ყველას არ უმართლრბს.
-საავადმყოფოდან ვერც იპოვიდი. ყველას გაგვეცინა.
-ეი ლაწირაკო.. კისრით დაიჭირა და რამდენჯერმე შეანჯღრია.
-კაი რა ტო ასეთი რა გითხარი. არეული ტანსაცმელი გაისწორა და აბელს გადახედა. -მემგონი აბელიკო ეჭვიანობს. აბელს ყურადღება არ მიუქცევია.
ერთ საათში უკვე სახლში ვიყავით. გიორგის დაქირავებულმა ქალმა ყველაფერი გამზადებული დაგვახვედრა. მე კატოს ფაფა მოვამზადე და რეზის მივაწოდე, ბავშვი ისე კოეწონა ერთი წამითაც არბგაუშვიაა ხელიდან.
-ანის მიეცი ის აჭმევს.
-არა რა მე ვაჭმევ. გულზე მიიკრა ბავშვი.
ყველა მაგიდასთან ვისხედით მშვიდად ვვახშმობდით. რეზი რაღაც სისულელეებს ყვებოდა, მართლა ძალიან იყო შეცვლილი ამ რამოდენიმე თვეში. აბელი ცოტა მოლბა.
-მე იცი საჩუქარი გიყიდე. წამოძახა უცებ რეზიმ.
-რააა?? ლურჯ სასაჩუქრე ოარკში გახვეული ნივთი მიაწოდა. -ვააააა სად იშოვე ეს. ხო იცი ლონდონში ახლიბლები მყავს და. მახსოვს რო გინდოდა. აბელმა იმპრესიონისტების წიგნი ამოიღო, ის რომელიც გამყიდვაში აღარ იყო. -მართლა ძაან გამაკვირვე.სიმართლე გითხრა ეს ანისთვის მინდოდა. ლუკამ და გიორგიმაც მისცეს თავისი საჩუქრები.
-ანიმ რა გაჩუქა?? იკითხა რეზიმ
-ლეკვი და საათი.
-მაგას ბავშვი უნდოდა. გამოაჯავრა ლუკამ და სიცილი აუტყდა.
-ოოოო აღარ გვინდა მაგაზე...
მე კატო დავაძინე და თავადაც ოთახში წავედი. მამა და შვილები მარტო დავტოვე. ალბათ ბევრ რამეზე უნდოდათ საუბარი. არ მინდოდა ხელი შემეშალა.
ბორდოში კიდევ ორი დღით დავრჩით. ამ დღეების მანძილზე კი საშინლად წვიმდა. რამოდენიმე ადგილას მოვასწარით წასვლა და სულ ეს იყო. პარიზში წასვლა ვერ მოვახერხეთ. გოგოებს ადგილობრივ მაღაზიებში ვუყიდე საჩუქრები. სამსახურში მეორე დღესვე გავედი. ფეხიც უკეთესად მქონდა. ნოემბერმა სწრაფად ჩაიარა, დეკემბერიც დადგა და საახალწლო განწყობაც შემოგვეპარა ნელ-ნელა.
სამსახურში უზარმაზარი ნაძვის ხე მორთეს. ჩვენც ნელ ნელა დავიწყეთ სამზადისი და ნაძვის ხის აყიდლად წავედით.
ნინა: გუშინ მაგრად ვიჩხუბეთ მე და ჩემმა ქმარმა. უამრავჯერ გავაფრთხილე რომ ჩემ თვალწინ ნუჭამს ამ სტეიკს აი ვერ ვიტან პროსტა და ამას იმენა კიდია. ოტივემ გაკვირვებულებმა შევხედეთ. ისე სიმართლე გითხრათ ძაან მეზარება ეს ახალი წელი და რაღაცეები და დიდად ნიკოსაც არ მევასება რა. მაგ მხრივ კი ვუგებთ ერათმანეთს.
ლიკა: შეეშვი ამ ნიკოლას რაა. მაგის ადგილას მე მოკლული მეყოლებოდი უკვე.
ნინა: რატომ?? ჰა ? რა დავაშავე ასეთი??
ლიკა: ფეხმძიმობა არ გამართლებს რა, შენ გამო ვეღარ ინძრევა. ბარემ სუნთქვაც აუკრძალე.
ნინა: აუუუ შენ დაჟე მაგის მხარეს ხარ??
ანა: კარგი რა გთხოვთ რა არ გინდათ რა. ისედაც თავი მისკდება. შენ კიდე დაწყნარდი და შენ ჩვევებს გადახედე რა.
ნინა: შენ რაღა გჭირს?? ამ ბოლო დროს, ვერ ხარ ხასიათზე.
ლიკა: აუუ ან ისე მართლა ასე რატო ხარ??
ანა: გოგო არ ვიცი რაღაც ვერ ვარ კარგად რა ამ ბოლო დროს. დაბალი წნევა მაქ და თავბრუც მეხვევა მინდა ექიმთან მისვლა და მეშინია.
ლიკა: კაი გოგო რა გეშინია, ლიკა ექიმი არაა??
ანა: ჰო მარა, რავიცი რამე რო მჭირდეს?? ეხლაც კი მაქვს ბრუ.
ნინა: გოგო მიდი მერე შენ კიდე, იმას მაინც გაიგებ რა ხდება.
-გოგო აკლიმატიზაციის ბრალი ხო არააა??
ანა: კაი გოგო ერთი თვე გავიდა უკვე. რა აკლიმატიზაცია. აუუ ისე სადმე ჩამოვჯდეთ რა დავიღალე.
ნინა: ავარჩიოთ რა ბარემ
ნაძვის ხე რა და მერე წავიდეთ. მე და ნინას გვინდოდა ხე, მე ძალიან ლამაზი, ფუმფულა ნაძვი ავარჩიე. ნინამ კი შედარებით თხელი და უფრო მაღალი.
ლიკა: სათამაშოები მეც მინდა ისე. ხო დღეს ვაპირებთ ყიდვას.
ანა: ჰო აბა რაღა დარჩა ახალ-წლამდე .
ნინა: რამე უნდა აჩუქო აბელს??
ანა: ჯერ არ ვიცი,მაგრამ უნდა ვაჩუქო რამე?? აუუ მოდი რა ვენდისში წავიდეთ.
ლიკა: კარგი მაგრამ რამ მოგაფიქრა.
ანა: აქვეა თან იმდენი ხანია არ მიჭამია...
ნინა: აუუ მეც მინდა ისე.
სწრაფად ვჭამეთ და ისევ საყიდლებს მუვუბრუნდით. ნაძვის ხის მორთვა წითელ თეთრ და ოქროსფერში მქონდა გადაწყვეტილი. ლენტები ვიყიდე ბანტებისთვის, ნათურები, უამრავი სათამაშო. ეს ყველაზე მეტად მაბედნიეებდა. ბავშვოვიდან სიგიჟემდე მიყვარდა ახალი წელი განსაკუთრებით კი წინა პერიოდი. სამზადისი. მაგრამ ჩემი ასეთი უცნაური მდგომარეობა მაინც მაშინებდა, აბელისთვუს თქმა არ მინდიდა, ინერვიულებდა.
-შეიძლება დაღლილობის ბრალიც იყოს. ფუქრებიდან გამომიყვანა ლიკამ.
-ჰო შეიძლება. აუ ის ქალი გახსოვს ჩვენი ბუღალტერი?? ასე სჭირდა მასაც და მერე კიბო რომ აღმოაჩნდა.
-ანი, რეებს ფიქრობ?? ხომ არ გაგიჟდი? რა კიბო?? უბრალოდ ბრუ გაქვს. გუნდა წამოგყვები ხვალ ექიმთან და გავარკვიოთ ყველაფერი. ხო იცი ჯობია ყველაფერი გაიგო და ამ სულელურ ფიქრებსაც დაუსვა წერტილი. მისმანათქვამმა შედარებით დამამშვიდა, მაგრამ მთელი ღამე მაინც ვერ მოვხუჭე თვალი. მხოლოდ გამთეენიისას ჩამეძინა, მაგრამ მაღვიძარამ მალევე დარეკა.საწლიდან ძლივს წამოვდექი, საშინლად მეხვეოდა თავბრუ, როცა ცკტა გამოვფხიზლდი, თავის საშინელი ტკივილიც ვიგრძენი. აბელი სამზარეულოში იდგა და ყავას ამზადებდა.
-აუუ ან ადექი. გეხვეწები ჰალსტუხი შემიკარი რაა. დღეს შეხვედრა მაქვს და ცოტა ვნერვიულობ. მე თითქოს არ მესმოდა მისი და უბრალოდ თავს ვუქნევდი.ყავა სწრაფად დალია, შუბლზე მაკოცა და წავიდა. მემგონი პანიკა უფრო მქონდა და ამ ყველაფერსაც ვაბუქებდი. ცოტა აზრზე მოვედი და სამსახურში წავედი. ყურადღება საქმეზე და გოგოებზე გადავიტანე.
-ექიმთან როდის აპირებ წასვლას?? წამოიწყო ნინამ.
-დღეს დავურეკავ ლუკას და ურიგოდ მივალ, იქ დგომის ნერვები არ მაქვს.
-ან ძაან გაღიზიანებული ხარ და სულ ტუილად რა. აგერ ნახე არაფერი იქნება. ლიკამ ზურგზე დამისვა ხელი.
-გოგო მარტო თავი გტკივა??
-არა თავბრუც მეხვევა და გუშინ მემგონი ვენდისში მოვიწამლე კიდეც...
-აუუუ მგონი მეც, მთელი ღამე გული მერეოდა.. დაიჯღანა ლიკა.
-არა მე არ ვარ ჯერ ეგრე.
-აუუ გუშინ ვაჩემ დამირეკა, მამაჩემის კომპანიაში, შოურუმის მოწყობა გვინდაოო და როდის გცალიათო ,ანის ვურეკე და არ მიპასუხაოო. დაიჯღანს ლიკა.
-რატო ვერ იტან ვერაფრით ვერ ვიგებ რა.
-ოოოო არ მინდა მაგაზე ლაპარაკი რა და შენ დაურეკე და გაეცი პასუხი ვაბშე.
-კაი დავურეკავ მე. აუუუ ისე ახალ წელს რა ვქნათ??
ნინა: რავი სადმე შევხვდეთ რა.
ლიკა: შარშან ამ დროს იფიქრებდი რომ შენ გათხოვდებოდი და შენ ორდულად იქნებოდი?? მე კი ისევ ისე ვარ. გაეცინა.
ანა: კაი რა. აგერ მე შეიძლება რამე მქონდეს თავში. ნახე რა საჩუქარი მაქ საახალწლოდ.
ნინა: ამას მოვკლავ ეხლა.
ანა : კაი ჰო ვხუმრობ. მართლა სად შევხვდეთ.
ნინა: თუ გინდა ჩემთან.
ანა: ან ჩემთან.
ლიკა: ან გუდაურში.
ნინა: აუუ მგზავრობის თავი არ მაქ რა.
ლიკს:აუუ და ის ვაჩეც მოვა??
ანა:აბა??
ლიკა: ოოოოფ რა.
ანა: არ მიაქციო ყურადღება.
ნინა: მირთე??
ანა: ეხლა რო მივად დავიწყებ, მაგრამ ახალ წლამდე უამრავჯერ შევცვლი ალბათ.
ცოტა კიდევ წავიმუშავე და ლუკას დავურეზე.
-რა ხდება ან??
-სამსახურში ხარ??
-ჰო.
-პაციენტები თუ არ გყავს, მივალ რა.
-რამე ხდება??
-ცოტა ვერ ვარ კარგად და სხვაგან წასვლა არ მინდა.
-კაი ეხლავე წამოდი და ვნახოთ ხო რა ხდება.
-კარგი. ოთახში შევბრუნდი. -გოგოებო მე წავალ რა. ანდროს გავაფრთხილებ.
გოგოებს გამოვემშვიდობე და საავადმყოფოსკენ ავიღე გეზი. ახალგაზრდა გოგო, მის კაბინეტამდე მიმაცილა.
-მოდი ან. ლუკა ჩემ წინ დაჯდა და დაელოდა როდუს დავიწყებდი ლაპარაკს. მეც ძალა მოვიკრიბე დაა.
-ეს ბოლო ორი კვირაა თავი მტკივა საშინლად და ბრუც მაქვს, წნევაც ციტა დაბალი მაქ და
-კარგი, როგოეი ტკივილია?როგორ გეწყება??
-დილით რომ ვიღვიძებ ხოლმე მტკივა, მერე ნაკლებად, მაგრამ ბრუ მთელი დღე მაქვს..და კიდე მგონი ვენდისში მოვიწამლე და ცოტა გულისრევის შეგრძნებაც მაქ.
-რამდენი ხანია.
-ნუ დღეს რა.
-კაი მოდი ანალიზები ჩააბარე და წამოთავი გადავიღოთ ხო. პროცედურები დიდხანს არ გაგრძელებულა ლიკა რენდგენით ხეკში დაბრუნდა.
-ანალიზების პასუხი ხვალ იქნება და აქ კიდევ არაფერია, ელემენტარული ცვლილებაც არ გაქვს, არც კვანძია სადმე. ვნახოთ ანალიზი რას გვაჩვენებს. შეიძლება სხვა რამე იყოს.
-რაა??
-ნუ გეშინია. რა გჭირს. საშიში არაფერია. შეიძლება სხვა ორგანოს ანთებითი პრიცესი იქვევდეს, ან დაღლილობა..
-აბელს არ უთხრა რა არაფერი.
-აუუ როგორ ზრუნავთ მოკლედ ერთმანეთზე.
-მოუცადე ისიც იყო მოსული??
-არა ან . ის ჯანმრთელია და შენც კარგად ხარ , მე მგონია რო ცოტა სტრესის ბრალია და მეტი არაფერი... მაზლს დაცემშვიდობე და სახლისკენ წავედი. აბელი გუნდას ეთამაშებოდა.
-სად იყავი ამდენ ხანს?
-სამსახურში.
- მოგაკითხე და არ იყავი.
-ობიექტზე ვიყავით ასულებიდა..
-ამ დროს?? ,მე თავი დავუქნიე.
-რამე ხდება აან??
-არა,რა უნდა ხდებოდეს??
-რავიცი ეს რამოდენიმე დღეა სულ შენ ნაჭუჭში ხარ და... თუ რამე ხდება...
-არაფერიაა.. ქმარმა ეჭვისთვალით გადმომხედა.
-ვიბანავებ ხო მე და ჩავწვები. მან მხოლოდ მხრები აიჩეჩა.
ხომ იცით როგორც ხდება, შეიძლება საშიში არაფერი იყოს, მაგრამ ასეთ დროს ცუდი ფიქრები არასოდეს განებებს თავს, ჩემი თავიც გამოტენილი იყო მსგავსი აზრებით.იმ მომენტში როცა ყველაზე კერგად ვიყავი, რაღაც მჭირდა, ან არ მჭირდა. .. თავი ვერ შევიკავე და ცრემლები წამომცვივდა. გულამაჯდარი ვტიროდი. აბაზანაში დიდხანს დავრჩი არ მინდოდა აბელს ატირებული ვენახე. პიჟამაში გამოწყობილი, ვიჯექი ტუმბოზე და ერთ წერტილს დავშტერებოდი და ცრემლები ღვარად მომდიოდა.
-გაფიცებ რა გატირებს?? უცებ შემომესმა მისი ხმა.
-არაფერი ამ ბოლო დროა ცოტა, დეპრესია მაქვს.
-რაღაც ისე არაა როგოეც უნდა იყო და შენ არაფერს მეუბნები. ხომ იცი რომ მაინც გავიგებ??
-არაფერი არ გაქვს გასაგები და რა უნდა გაიგო? ტუმბოდან ჩამოვხტი, ოთახში შევედი და მაშინვე საწოლში შევძვერი... ისიც გბერსით მომიწვა. გაღიზიანებული იყო, მაგრამ აღარაფერი უთქვამს.
-ახლოსაც კი აღარ მეკარები... არცერთს არ გვეძინა იმ ღამით. დილით რომ ავდექი უკვე წასული იყო. მე ნაძვის ხის მორთვას შევუდექი. მინდოდა ამაზე მაინც გადამეტანა ყურადღება. ლუკას ზარმა გამომაფხიზლა.
-ან , მაქ უკვე პასუხები მოდი და დავილაპარაკოთ. აბელიც წამოიყე.
-არა მარტოირჩევნია. არც კი მახსოვს საავადმყოფომდე როგორ მივედი არც კი მახსოვს. სწრაფად გავიარე დერეფანი და კაბინეტში დაუკაკუნებლად შევედი.
-მოდი ან. ლუკამ გამიღიმა. ვიცი ეს სახე...
-რა ხდება??
-მოკლედ ყველაფერს გადავხედეთ და საქმე ცოტა რთულადაა რა, შეიძლება ცოტა გაწვალდე მაგრამ ყველაფერი კარგად იქნება. ბოლოს სიცილი ვერ შეიკავა, რა სახე მიიღე გოგო, გადაიხარხარა.
-კარგი რა.
-არა საქმე მართლა სერიოზულადაა.

დიდი ხნის დაგვიანების შემდეგ ახალი თავი. არ გამლანძღოთ ისედაც ვიცი რომ დავაგვიანე, მაგრამ მაინც მადლობა რომ კითხულობთ და მელოდებით ჩემთვის ეს ბევრს ნიშნავს.



№1  offline წევრი tamari1999

აუუუ ძალიან მომწონს ეს ისტორია^^ და სულ ველოდები ხოლმე როდის დადებდი ახალ თავს^^ იმედია აღარ დააგვაინებ შემდეგ თავს. ვგიჟდები აბელზე და ანაბწლზე საოცარი წყვილია და გამიხარდა რეზის დაჭკვიანებაც^^ წარმატებები შენ❤

 


№2  offline წევრი nini :)

აუ სად გაწყვიტე რააა და კიდევ დააგვიანებ შემდეგ თავს.... მოვკვდები მაგაზე დარდი

 


№3 სტუმარი სტუმარი ანასტასია

ორსულადაა )

 


№4 სტუმარი Maco maco

სად ხარ სად ხომ იცი რომ გელოდებით

 


№5 სტუმარი ლია

დიდება შენს გამოჩენას.......

 


№6 სტუმარი Sslo

Male dade ra

 


№7 სტუმარი elene

gushin wavikitxe tavidan bolomde da dzalian damwkda guli rom ase gvian deb xolme . imedia male dadeb imitom rom dzalian magaria

 


№8  offline წევრი თათი

აუუუუუუუუუუუუ, დადე რაა შემდეგი თავი გთხოოოოვ. ამ თავს,რომ ვკითხულობდი პარალელურად ძველებს ვიხსენებდი. იმდენს ვკითხულობ, რომ ისტორიები ერთმანეთში ამერია უკვე, ძლივს გამოვერკვი რა ხდებოდა. გთხოვ ცოტა მალე დადე რომ კიდე არ დამავიწყდეს :დდდდდდდ კარგია, საინტერესოა ძალიან, წარმატებები შენ.

 


№9  offline წევრი gvancacuna

rodis dadeb? -_-

 


№10  offline წევრი მარუსიკა

აუ როდის იქნება შემდეგი თავი?

 


№11  offline წევრი gvancacuna

rodis dadeb ?

 


№12  offline წევრი gvancacuna

roodiiis dadeeb ? tu ar apireb dadebas eg mainc dawere tyuilad ar gelodot

 


№13  offline წევრი gvancacuna

agrdzeleb tu ara ? dawere es mainc

 


№14 სტუმარი Sisa

მაფიოზი და ეს ისტორია აღარ გრძელდება?

 


№15 სტუმარი სტუმარი Madona

Tu sheileba shemdegi tavi cota male dadet ase ukve zaan uazroa da mosabezrebelia
poema zalian kargia da imedia mag shecdomas gamoasworebt radgan ase shesazloa bevri mkitxveli dakargot

 


№16 სტუმარი Nato Chubinidze

აუ ეხლა ჭკუიდან გადავალ რაარის ეს ეს ისტორიაც არარის დასრულებული დავიღალე.მერამდენე ისტორია არგაქვს დასრულებული და თან ძაან რომ გაინტერესებს იქაა გაწყვეტილი.გარგად შეგძლებია წერა მაგრამ ისტორიების დასრულება არგყვარებია

 


№17 სტუმარი სტუმარი მეა

კარგი ისტორია და სიუჟეტია,მაგრამ ჩემი აზრით უპასუხისმგებლობაა ისტორიის დაწყება და ამდენი მკითხველის მიტოვება დაუსრულებელი ისტორიით.
იმედია დაასრულებ როდესმე.

 


№18 სტუმარი სტუმარი ლიკა

რომელიმე ისტორიას დაამთავრებ?! რა უპასუხისმგებლობაა, ეს ხომ მკითხველის მასხრად აგდებაა...????????????

 


№19 სტუმარი Maia makharadze

აღარ აპირებთ 17 თავის დადებას ????????????????

როგორი სამარცხვინო უნდა იყო რო ამდენი მკითხველი მიაგდო ასე ამდენი კომენტარების შემდეგ ????????????თანაც უკვე რამდენი წელი გავიდა ????

 


№20 სტუმარი სტუმარი ლიკა

16 საკრალურია?

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent