შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ნოემბრის 12


3-03-2017, 18:01
ავტორი Daniela
ნანახია 1 643

ნოემბრის 12 იყო შემოდგომის ერთი ლამაზი , უღრუბლო და ნათელი დღე, რომელიც უეცრად კოშმარად მექცა.
ძალიან არ მინდა გავიხსენო, მაგრამ მოგონებები თითქოს თავისით მაკითხავენ . განა ასეთი იოლია პირველი კოცნის დავიწყება?
ჰო პირველი ტკბილი კოცნა, რომელმაც ელექვით საოცარი ეფექტი მოახდინა ჩემზე. უხილავი ფრთები შემასხა და უცხო სამყაროსკენ გამაქანა, სამყაროსკენ სადაც მხოლოდ სიკეთე და სიყვარულია , სადაც ღრუბელზე თავისუფლად შეგიძლია ძილი.
და რაც მთავარია ამ სამოთხეში მხოლოდ ჩვენთვის მოიძებნებოდა ბუდე, მხოლოდ ჩვენ ორისთვის.
თუმცა ამ ლამაზმა სიზმარმა დიდხანს არ გასტანა. მოულოდნელად ვიგრძენი როგორ მაჭრიდნენ ჩემს უხილავ ფრთებს და როგორ უკვალოდ ქრებოდა ფერადი სამყარო. სამყარო , რომელშიც უსასრულოდ შემეძლო მასთან ერთად მეხეტიალა, მაგრამ ბედნიერების ილუზია დაიმსხვა. ხელში კი ფუჭი მოგონებები შემრჩა, ის საუცხოო მოგონებები, რომლებიც კოშმარად მექცა.



№1  offline წევრი Mademoiselle

ჩემო კარგო, კოშმარი ისაა, რითაც თავს იტანჯავ. გაიღიმე და გაიფერადე დღე.
რაც შეეხება ჩანახატს, უფრო შეიძლებოდა გაშლა, მაგრამ არც ეს იყო ცუდი. გულწრფელი, რაც მთავარია. დანარჩენი ჩანახატთან უძლური და უფერულია.

 


№2  offline წევრი Daniela

Mademoiselle
ჩემო კარგო, კოშმარი ისაა, რითაც თავს იტანჯავ. გაიღიმე და გაიფერადე დღე.
რაც შეეხება ჩანახატს, უფრო შეიძლებოდა გაშლა, მაგრამ არც ეს იყო ცუდი. გულწრფელი, რაც მთავარია. დანარჩენი ჩანახატთან უძლური და უფერულია.



გეთანხმებით არ ღირს ტანჯვა არავის და არაფრის გამო.
მიხარია, რომ ჩანახატი მოგეწონათ. kissing_heart

 


№3  offline წევრი Mari-Mariami.16

ზოგჯერ როგორ გვტკენს ჩვენი წარსულის მოგონებები გულს, მაგრამ ჩვენ არ უნდა მივცეთ მათ რომ დაგვიმონონ და სიცოცხლის ხალისი წაგვართვან რადგან ბედნიერება ჩვენს ხელთაა...
ხშირად ვამბობ "ცხოვრება მშვენიერია მთავარია ის კიარ დაინახო არამედ შეიგრძნო" შენც შეიგრძენი და დატკბე იმ მშვენიერებით რაც შენს წინ გადაიშლება...
ჩანახატი ძალიან მომეწონა kissing_heart
--------------------
"One choise can transform you" M.G

 


№4  offline წევრი Daniela

Mari-Mariami.16
ზოგჯერ როგორ გვტკენს ჩვენი წარსულის მოგონებები გულს, მაგრამ ჩვენ არ უნდა მივცეთ მათ რომ დაგვიმონონ და სიცოცხლის ხალისი წაგვართვან რადგან ბედნიერება ჩვენს ხელთაა...
ხშირად ვამბობ "ცხოვრება მშვენიერია მთავარია ის კიარ დაინახო არამედ შეიგრძნო" შენც შეიგრძენი და დატკბე იმ მშვენიერებით რაც შენს წინ გადაიშლება...
ჩანახატი ძალიან მომეწონა kissing_heart


მიხარია , რომ მოგეწონა და გეთანხმები ცხოვრება გრძელდება ხოდა მეც ვაგრძელებ. blush

 


№5  offline წევრი სკვინჩი

ძააალიააან,ძალიან კარგიაა heart_eyes

 


№6  offline წევრი Daniela

თითოეული თქვენგანის კომენტარი უსაზღვროდ მახარებს. მადლობას გიხდით იმისთვის, რომ კითხულობთ და თქვენს დადებით ემოციებს მიზიარებთ. <3 <3
ყველანი ძალიან მიყვარხართ და გაფასებთ.

 


№7  offline წევრი უცნობი13

ნოემბრისეული.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent