სიძულვილიდან სიყვარულამდე ბევრია (თავი 4)
_ გოგოებო, მოდი ვითამაშოთ. _გვთავაზობს ნინო. _რა აბა? _ნატაც არ აყოვნებს პასუხს. _რავი, სიმართლე და მოქმედება, მე არასდროს, წითელი ყვითელი შავი, რამდენი რამეა, აირჩიეთ რომელიმე. _ჩემი ხმა „სმ“_ს. (ნატა) _ჩემი ხმა კი ნატას. _ნიკაც მალე ერთვება საუბარში, ყველას გვეცინება. _კარგი, მეც „სმ“ მინდა. _ამბობს დათო და ცხადია უკვე რასაც ვითამაშებთ. _რატი, თაკო, თქვენც გინდათ თამაში? _კარგი ნინუცი, ვითამაშებთ. _ლი, შენ რატომ ხარ ჩუმად, არ გინდა?_მეკითხება დათო. _ცოტა მეძინება, მაგრამ სადამდეც გავქაჩავ ვითამაშებ. _ჩემი ძილისგუდა გოგო, მიყვარხარ ძაან! _მიხუტებს დათო. მე მის გვერდით ვზივარ, ნიკას ადგილას, ნიკა კი ნატას გვერდით, ჩემს ადგილას. რატი თვალს არ გვაშორებს, მე კი ვცდილობ არ შევიმჩნიო. _კარგით, დედა ვინ იქნება? _დათოსგან თავს ვითავისუფლებ და მოლოდინის რეჟიმს ვრთავ. ჩვენდა გასაკვირად, თაკო იწევს ხელს და დედობის სურვილს გამოთქვამს. _კარგი დავიწყოთ, მიდი თაკო! _გახარებული ეუბნება ნატა. _ოქეი, რატი, სიმართლე თუ მოქმედება? _სიმართლე. _კარგი, მაშინ მითხარი ყველაზე დიდი შეცდომა, რასაც დღემდე ნანობ ? _ძუკნა, სიტყვა ძუკნა ვთქვი ერთხელ და ამას ახლაც ვნანობ და სულ ასე იქნება._გაკვირვებული ვიყავი, არ მოველოდი ამ პასუხს, მაგრამ არ ვიმჩნევდი. _კარგი, დათო ს თუ მ? _მოქმედება. _ვუააალა, მიდი ეხლა და ლილეს აკოცე. _ყველამ სხვა რაღაც ვიფიქრეთ და შეგვეშინდა, მაგრამ დათო მოვიდა და ლოყაზე მაკოცა, მესიამოვნა და სახე გამიბრწყინდა. _ეეე, რა იყო ახლა ეს? _შენ არ დაგიკონკრეტებია თაკუნა. _ეშმაკურად იღიმოდა დათო. _კარგი ხო. ს თუ მ ნიკა? _სიმართლე, თორემ ტუჩებში კოცნა არ ამცდება, თქვენ კი ძალიან გინდათ, მაგრამ ვერ მოგართვით გოგოებო._ყველას სიცილი აგვიტყდა, მაგრამ თაკო მალევე გვაჩუმებს. _რამდნეი ხანია, რაც ნატა მოგწონს? _მკითხველო, ვაცადოთ ნიკას, რამდნეიმე წამი.(:დდდდ) _ვაუუ, ეს კოცნაზე უარესი კითხვაა. ვამჩნევდი ორივე, როგორ ანერვიულდა, ლოყები წითლად აებრაწათ, საყვარლები, ვფიქრობდი გულში და ვიღიმოდი. _ნატა ჩემი დიდი ყურადღებით სარგებლობს, მაგრამ ამას მთლად მოწონებას ვერ ვუწოდებ. თაკო იმედია პასუხმა დაგაკმაყოფილა. _ნიკამ შვებისგან ძლივს ამოისუნთქა, ბედნიერი იყო, რომ ამ რთული სიტუაციიდან, საკმაოდ, ოსტატურად გამოძვრა, თანაც ამაყი. შემდეგ ჯერი ჩემზე მოდგა, სიმართლე ავირჩიე და თაკოს მორიგ მკვლელ კითხვას დაველოდე. _ლი, რას არ აპატიებ ადამიანს? მიდი შენ, რომ იცი ისეთი პასუხი გამეცი. _პირველ რიგში გშურდეთ, მგონი თაკოს ყოვლისმჭრელ ენას გადავურჩი._ვიცინი და სხვებსაც ვიყოლიებ. _კარგით, ახლა პასუხზე გადავალ. იცი? კონკრეტულ პასუხს ვერ გაგცემ, რადგან არ არსებობს ისეთი რამ, რასაც ადამიანს ვერ ვაპატიებ, ვფიქრობ, ვინც ამბობს, რომ რაიმის პატიება არ შეუძლია, ნაკლებად გულწრფელია, იტყუება, რადგან გულის სიღრმეში ყველამ ვიცით, რომ როდესაც გვიყვარს ვპატიობთ, მთავარია საკუთარ თავს და სიამაყეს არ გადავაბიჯოთ, სწორედ ეს უკანასკნელია ის, რასაც ვერასდროს ვაპატიებ ადამიანს, კერძოდ საკუთარ თავს. _ყველა სულგანაბული მისმენდა, როდესაც მოვრჩი, რამდენიმე წამი ჩუმად იყვნენ, აანალიზებდნენ რა მოვიბოდიალე, ბოლოს კი თაკომ თქვა: _გავაფანატებდი ამ გოგოზე, რომ არა რაღაც_რაღაცები. _თქვა და რატის თვალებით ჭამა დაუწყო, სიტუაცია დაიძაბა, მაგრამ ნატა ტყუილად ხომ არ უმშვენებდა ნიკას გვერდს?: _კარგით, ახლა არ გვინდა ეს დრამები და ერთი ამბები გავაგრძელოთ! _კარგი ქალბატონო, ს თუ მ? _სიმართლე. _ბიჭისთვის გიკოცნია? _არა. _რატომ ქორწილამდე არ მოსულა შენთან? _ქორწინებამდე ჩემთან ეგეც მოსულა და მეტიც, მაგრამ იმ ადამიანთან, რომელსაც ვუყვარვარ და მიყვარს, განა ზოგიერთებივით თავს ვიტყუებ. _ამან ხო შეჭამა ტვინი, თავისი ვითომ მწარე გამოხტომებით, ჩემი დაქალია, მაგრამ ასეთ რაღაცებზე ყოველთვის ვბრაზდები, ამიტომაც მწარედ ვუჩქმიტე მკლავზე. _რის მიხწევას ცდილობ? _მე არაფერს არ ვცდილობ, როგორც გინდა ისე გაიგე. _კარგი, გვეყო ეს სისულელე თამაში, დავიღალე, მეძინება._ვთქვი მთქნარების პარალელურად, ბოდიში მოვიხადე და დაძინება გადავწყვიტე. თითქმის სამ სკამზე კომფორტულად მოვკალათდი, თავი ნატას ფეხებზე დავდე და რამდენიმე წუთში გავითიშე. ჩემი სიზმარი ფანტასტიკურად მიდიოდა, სანამ ნატას ჯანჯღარმა და ფეხის ტკივილმა არ გამაღვიძა... _ვაიმე, გაიღვიძა, ღმერთს მადლობა! _ნატას დებილივით ვაშტერდები და რამდენიმე წამი აზრზე ვერ მოვდივარ. _მოხდა რამე? _ რა რამე გოგო, 10 საათი ხდება, თითქმის 8 საათია გძინავს, გვეგონა ძილში გაიპარე. _აუ, კისერი მტკივა._ხრიწიანი ხმით წუწუნს ვცდილობ და ხელით კისერს ვიზილავ. _რას არ გეტკინება, საერთოდ, რომ არ გაგიშეშდა მადლობა თქვი. _გაგაშეშებ ცხოვრებისეულად ახლა მე! რეებს ბოდავ, გოგო, კონცერტის წინ? _კარგი, კარგი დაწყნარდი ვიხუმრე. _სხვები რას შვრებიან? დიდი ხანია გაჩერებულები ვართ? ლალიმ ან გიორგიმ ხომ არ მიკითხეს? ბევრი გამოვტოვე? _წავიდაა, მომაყარა. კიდე გექნება რამე კითხვა შენ. არაა? კარგი დავიწყე: ისეთი არაფერი მომხდარა, ხან კარტი ვითამაშეთ, ხან ნამიოკობანა. ერთხელ თაკოს და რატის ჩხუბიც გადავიტანეთ, ერთი ხუთი წუთია, რაც გავჩერდით, დღეს ბოლოჯერ გააჩერებენ, საზღვარზე, როგორც გავიგეთ მალე მოგვიწევს გადასვლა და გაფანტვის უფლებას არ მოგვცემენ, ამიტომ შეგიძლია ცოტა გაიარ_გამოაიარო, მერე კი ცოტა ვიჭორაოთ. უი, ჰოო, კიდევ ლალიმ ორჯერ გიკითხა, მაგრამ გაღვიძების უფლება არცერთხელ მოგვცა, ალბათ, სასწრაფო არ ყოფილა. _ოქრო გოგო ხარ, კარგი ჩავალ ეხლა. ჰო მართლა, შერიგდნენ ისინი, თუ თაკოს დაროჟილ სახეს უნდა ვუყუროთ? _არვიცი, ვერ გეტყვი. _კაი, კაი წავედი. ავტობუსიდან ჩასულს, რატი შემეჩეხა: _გაიღვიძე, პრინცესა? _რატიი... _ჰო, კარგი, ნუ ბრაზდები, პრინცესა, თანაც არ მგონია მაგ მდგომარეობაში იყო ახლა. _აუ, გადი რაა... _ფეხი როგორ გაქვს? _ტკივილმა და ნატამ გამაღვიძეს. _ახლა ვეღარ მოვასწრებთ, ავტობუსში შეუმჩნევლად მოვახერხოთ, იქნებ და დაძინებამდე კიდევ გაგიკეთებ წამალს. _არა იყოს, აღარ შეგაწუხებ, ისედაც მადლობელი ვარ შენი, ყველაფრის მიუხედავად. არ მინდა ზედმეტი კითხვები მოვისმინო კიდევ ნატასგან, მიხვდა და მკითხა დილით ავტობუსში რატისთან ერთად მარტო რას აკეთებდიო. _მერე რა უპასუხე? _არაფერი, მოტყუება არ მინდოდა, სიმართლესაც ვერ ვეტყოდი, ეგ ისეთია ყველას გააგებინებს. _კარგი, როგორც გინდა, თაკოსთან წავალ, თუ რამეა დამიძახე. აღარაფერი ვუპასუხე და ჩემსკენ მომავალ ლალისკენ გადავიტანე ყურადღება. _ლალი მას, მითხრეს გიკითხაო, რამე გინდოდათ? _ხო საყვარელო, გეძინა და აღარ გაგაღვიძე. დღეს რაღაც არ მომწონხარ, ცუდად ხომ არ ხარ? დილიდან შეწუხებული სახე გაქვს, ცოტა ავნერვიულდი. _ვგიჟდები ამ ქალზე, რაა, ვგიჟდები. საკუთარი შვილივით მიფრთხილდება და მიცნობს, რარღაც მინუსები აქვს, მაგრამ დადებითი უფრო ჭარბობს მასში. _არაფერია, მას, ნუ ნერვიულობთ! _კარგი საყვარელო, თუ მატყუებ გავიგებ იცოდე, რაც არ უნდა მოხდეს შენს გვერდით ვიქნები, არ დაგავიწყდეს! _კარგით, მას მადლობა! _თავზე მომეფერა და ავტობუსისკენ წავიდა. აქეთ_იქით ვიყურებოდი და ნინოს ვეძებედი. ვგრძნობდი, რომ რაღაც მაკლდა და ეს ნინო იყო, თითქოს მომენატრა. ნინო წყნარი გოგოა, ჩემზე ერთი წლით დიდია და ეტყობა კიდეც, თავშეკავებულია, თავს არიდებს ყოველგვარ დაძაბულობას, კამათს, სწორედ ეს გაწონასწორებულობა მიზიდავს მასში, იგი განსაკუთრებულია ჩემს ცხოვრებაში, შეიძლება ნატაზე მეტადაც მიყვარს, მაგრამ არ მეტყობა, რადგან მიჭირს ჩემი გრძნობების გამოხატვა მისდამი და ისიც არ ჩანს ამით შეწუხებული. ნინოს ძებნაში გართულს, მის ნაცვლად დათო და ნიკა შემრჩნენ: _ ლილე, ლილე, მოდი ერთი წუთი._დამიძახა დათომ, მეც მათკენ გავემართე. _ჰოუ, რა იყოთ? _შენ ცოცხალი ხარ, გოგო ვაფშე? _მკითხა ნიკამ. _კი ნიკოროზ, ცოცხალი და სახსალამათი. _კარგი, კარგი, მორჩით ლაპარაკს, ახლა საქმეზე გადავიდეთ. ესეიგი მაინტერესებს ნატას აქვს თუ არა რაიმე გრძნობა, ჩემი ძმობილის მიმართ? _ეუუჩ._წამიერად დავფიქრდი. _დაიცა, რატომ უნდა გითხრათ? _მოკლედ, ჩემს ბიჭს შენი გოგო მოსწონს და თუ რაიმე იმედი არსებობს, იქნებ სიყვარულიც ავახსნევინოთ ამ მორცხვს და მეორე წყვილიც შედგება ანსამბლში. _ერთმა ხომ აგვაშენა და ახლა მეორე მომინდომეთ! _ორივეს გაეცინა. _კარგი, მიდი ეხლა მიპასუხე, როგორ ფიქრობ გამოვა რამე? _სიყვარულის ახსნად ღირს, მიდი კუკუშ, არამგონია უარი გითხრას. _მართლა? _გახარებული სახით მკითხა ნიკამ. _ჰო, ჰო, მართლა, თანაც მშვენიერი დროა, პრაღის ცენტრში, უმაგრეს სასტუმროში, სუპერრომანტიკულ გარემოში აუხსნი სიყვარულს. ნატა გაოცდება. თუ გაჯიუტდა მეც საქმეში ვარ და მოვაგვარებ, ამიტომ მიდი ნიკუშ... _აუ, იმენა ყველაზე კლასნი გოგო ხარ, ვგიჟდები შენზე!_წამეაფერისტა დათო, საყვარელიიი... _გადი შეაფერისტო! _დათო ჯერ დაიჯღანა, შემდეგ კი გაეცინა, ხელი მომხვია და შუბლზე მაკოცა. ვგიჟდები მის ასეთ საყვარელ ქცევებზე. ცოტახანში ყველას ავტობუსში ასვლისკენ მოგვიწოდეს, მალე დავიძარით და საზღვრამდე აღარ გავჩერებულვართ. საზღვარზე დიდხანს, მართლა, არ მოგვიწია ლოდინი, ნახევარ საათში უკვე მეზობელი ქვეყნის ტერიტორიაზე ვიყავით. მძღოლმა ავტობუსში შუქი ჩააქრო, ლალიმ კი ყველას დაძინებისკენ მოგვიწოდა. დიდი ანსამბლის ბავშვებს, ანუ ჩვენ, გვითხრა, რომ ბევრი არ გვეხმაურა, რადგან მშობლები და სხვა ბავშვები არ შეგვეწუხებინა, სხვა შემთხვევაში დავისჯებოდით. მთელი დღის ნამგზავრებ ნატას და ნინოს მალევე მოერიათ ძილი და მთხოვეს სხვაგან გადავსულიყავი, მეც აღარ შევეწინააღმდეგე და ადგილის ძებნა დავიწყე, წინ არ მინდოდა გადასვლა, თავისუფალი ადგილი კი უკან მხოლოდ რატისთან იყო, რადგან თაკო თავის ძმასთან გადასულიყო და იქ ჩასძინებოდა. რატისთან დაჯდომა დიდად არ მინდოდა, ნიკას და დათოს შევხედე ორივეს ეძინა და ვერ გავაღვიძებდი. ბოლოს ფეხის ტკივილმა ტავი შემახსენა, ტკივილგამაყუჩებელი მინდოდა, ამიტომ რატისთან მივედი. _შეიძლება დავჯდე? _მოდი. _თუ გეძინება დაიძინე, ჩუმად ვიქნები, უბრალოდ, იქნებ წამალი მომცე, თორე უკვე ძალიან მტკივა. _ახლავე, არაა პრობლემა. _მადლობა. _გამიღიმა და ჩანთიდან გამაყუჩებელი ამოიღო. მე ჯანჯრის მხარეს დამსვა, თვითონ კი გვერდით მომიჯდა. ფეხი მის ფეხებზე დამადებინა და სპორტული ამიწია, რამდენიმე წამში ტკივილი კვლავ გამიასმაგდა. ცრემელბი წამსკდა, ვცდილობდი არ შეემჩნია და ფანჯრისკენ ვიყურებოდი, მაგრამ მისგან დამალვა ვერ მოვახერხე: _ნუ ტირი, გთხოვ?! აღარ მინდა შენი ცრემლები კიდე დავინახო, გთხოვ?! _მისმა ამ სიტყვებმა, ისევ რეალობაში დამაბრუნა და შემახსენა, თუ როგორ მატკინა გული რატიმ, კვლავ გავცივდი, გავიყინე, ფიზიკურადაც მციოდა, რაღაც რიგზე არ იყო, რატისთან ყოფნის დროს, ვამჩნევდი, ვერ გეტყვით ეს რა იყო, მაგრამ ზედმეტად მეუცნაურებოდა. თვალებიდან ცრემლები უნდა მოეწმინდა, როცა მისი ხელი დავიჭირე და ამის უფლება არ მივეცი: _რატი, არ გინდა. უკვე გამიარა, წავალ სხვაგან გადავჯდები, _ადგილი უკვე გაქვს! _ბრძანებას გავდა, ოღონდ ვერ ვხდებოდი, ასე უცბად, რატომ შეეცვალა ხმის ტონი და სახის გამომეტყველება. _სხვასაც მოვნახავ. _ვცდილობდი გადამებიჯებინა და გავსულიყავი. უეცრად ხელი მომკიდა და მისკენ მიმიზიდა, ქვემოთ დავიწიე, ჩემი სახე მისას მიუახლოვდა, თავი, რომ არ შემეკავებინა და ერთი ხელით სკამს არ დავყრდნობოდი, ალბათ, სულ მცირე ორივე ცხვირს გავიტეხავდით. მეორე ხელით კვლავ ვეჭირე, ხელს ძლიერად მიჭერდა და მტკენდა კიდეც. _რატი, გამიშვი! _არა. _რა არა, არანორმალური, მეორედ აკეთებ უკვე ამ სისულელეს. გამიშვი_თქო! _კიდევ ბევრჯერ გავაკეთებ, სანამ არ დავილაპარაკებთ და არ მაპატიებ. _არ მინდა, არც პატიება და არც ლაპარაკი, რით ვერ გაიგე, გამანებე თავი და გამიშვი რაა... _პრინცესა, ახლა ვერსად გამექცევი, კივილსაც ვერ დაიწყებ, რადგან მთელ ავტობუსს გააღვიძებ, ამიტომ მორჩი და გვერდი დამიმშვენე!!! სასწრაფოდ! _არ მინდა კონცერტები ჩავატარო, თორემ თაკო მოგონება იქნებოდა. მოგისმენ და გამიშვებ, ხომ გაიგე?! _კარგი, პრინცესა! _და კიდევ, პრინცესას ნუ მეძახი! _მაგას ვერ შეგპირდები._ეშმაკურად ჩაეცინა. _დეგენერატი ხარ, რაა... _შენ კი ზრდილობიანი. _გაბრაზებული მძიმედ დავეშვი სკამზე და ფანჯრისკენ გავიხედე. _შემომხედე! _არაა საჭირო, ისეც გავიგებ, შეგიძლია დაიწყო. _კვლავ, გავაგრძელე ფანჯარაში ყურება. _ძალიან გაწყენინე?_ არა, რას ამბობს, საერთოდ არ გიწყენინებია, რა სისულელეა. რა იყო საწყენი, განა რამე მითხარი ისეთი?_ვფიქრობდი გაბრაზებული გულში, მაგრამ ხმას არ ვიღებდი. ჩემმა სიჩუმემ, როგორც ჩანს გააბრაზა. _კარგი, ლილე, ასე ვერ დავიპარაკებთ, შევცდი როცა ვიფიქრე, რომ დალაპარაკებას მოვახერხებდით._მივხვდი, რომ ეს ჩვენი საუბრის დასასრული იყო, ვიფიქრე სხვაგან გადაჯდომის უფლებას, ახლა მაინც მომცემდა, მაგრამ შევცდი. ვდგებოდი, როცა შემაჩერა და მითხრა: _იჯექი, გთხოვ, ეს მაინც გააკეთე. _გამიშვი! _ამაზე აღარ შემწინააღმდეგებია და გამატარა. ესეც მეოთხე თავი, მეგობრებო. ვიმედოვნებ, რომ მოგწონთ და თუ მოგწონთ, გთხოვთ მიმანიშნოთ, თუ არ მოგწონთ შენიშვნებსაც დიდი სიამოვნებით მივიღებ, მოკლედ მითხარით ღირს გაგრძელება? გთხოვთ, სტიმული მართლა მჭირდება თქვენგან. „ს ი ძ უ ლ ვ ი ლ ი დ ა ნ ს ი ყ ვ ა რ უ ლ ა მ დ ე ბ ე ვ რ ი ა“ |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.