სუროგატი (თავი 1)
მე სოფიო გელაშვილი ვარ. დავიბადე გორის რაიონში, დედა და მამა ავტოკატასტროფაში გარდაიცვალნენ და ბებიამ გამზარდა კეთილი ნათესავების დახმარებით. დედა და მამა ბუნდოვნად მახსოვს, მაშინ მხოლოდ 6 წლის ვიყავი. კარგად ვსწავლობდი, ყველანაირად ვცდილობდი სამაგალითო მოსწავლე ვყოფილიყავი. ჩემი ტკბილი ბებო ძალიან ამაყობდა ჩემით, ჩემი წარმატებები შვილის და რძლის სიკვდილით გამოწვეულ ტკივილს უნელებდა. დალხენილი ცხოვრება არ გვქონდა, როგორც ობოლს ნათესავები ტანსაცმლით მანებივრებდნენ, ბებოს პენსიას და სოციალური დახმარებას კი საკვების ფულად ვიყენებდით. ასე მისდევდა წელი-წელს, ჩემი დიდი მონდომებით კავკასიის უნივერსიტეტსი ჩავაბარე, საერთაშორისო ურთიერთობის ფაკულტეტზე, ას პროცენტიანი დაფინანსებით. ბებომ თავის ძმიშვილს სთხოვა და მათ ბინაში დავბინავდი. ზაზა და ელენე ძალიან კარგად მექცეოდნენ. მათი შვილები ცალკე ცხოვრობდნენ და მათი საზრუნავი ახლა მთლიანად მე გავხდი. შვილები და შვილიშვილები იშვიათად სტუმრობდნენ ზაზას და ელენეს. პარალელურად ნახევარ განაკვეთში მუშაობა დავიწყე სუპერმარკეტში კონსულტანტად. გზის ფული მქონდა, ბევრს ვმეცადინეობდი და წამატებული სტუდენტი ვიყავი. მინდოდა წამატებული ქალი გავმხდარიყავი, კარგად ვსწავლობდი, ძალიან მინდოდა ბებოსთვის გული გამეხარებინა. იმდენი გეგმა მქონდა მომავლის, ისეთი იმედით უყურებდი მომავალს, მანამდე სანამ ვამეხი არ გამოჩნდა ჩემს ცხოვრებაში. მაღაზიის მეპატრონის ნათესავი იყო და ხშირად მოდიოდა. -მაინც ჩემი ცოლი გახდები.-ამაზრზენად მიღიმოდა ვამეხი. -თავი დამანებე და სხვა გასართობი მოძებნე.-შეუღრინე. -თავს ვერ დაიხსნი, ან ნებითა შენითა, ან ძალითა ჩემითა.-ისევ ამაზრზენად იცინოდა. -გთხოვ თავი დამანებე. რა გინდა, რაერთოდ წავიდე სამსახურიდან? -ჩემი ცოლი, რომ გახდები მუშაობა აღარ მოგიწევს. -არ გავხდები შენი ცოლი და ხელს ნი მიშლი მუშაობაში. -გახდები.-ისევ ამაზრზენად იღიმოდა. პროდუქტების დალაგებას მოვრჩი და ნანის კაბინეტისკენ დავიძარი. -ქალბატონო ნანი უნდა გელაპარაკოთ.-ვუთხარი ნანის. -რა მოხდა სოფო?-გამიღიმა და შემოდიო ხელით მანიშნა. -ვამეხი გადამეკიდა, მუშაობის საშუალებას არ მაძლევს, გთხოვთ დაელაპარაკეთ. წინააღმდეგ შემთხვევაში სამსახურიდან წავალ.ასეთ პირობებში მუშაობა შეუძლებელია. სექციებს შორის სულ უკან დამდევს და მემუქრება.-ემოციებს ვეღარ ვაკონტროლებდი, ძალიან ვიყავი აფორიაქებული. -კარგი დაველაპარაკები. უყვარხარ და ასე იმიტომ იქცევა.-მიღიმოდა ნანი. -მე არ მიყვარს და არც არსდროს შევიყვარებ. ჩემი არ ესმის და თქვენ უთხარით თავი დამანებოს. -კარგი დამშვიდდი და საქმეს მიხედე, დაველაპარაკები. ნანი მართლაც დაელაპარაკა და ერთი თვე აღარ შეუწუხებივარ, სვანეთში წასულა გავიგე. მერე ისევ ჩამოვიდა და ისევ დაიწყო ჩემი კოშმარი. განცხადება დავწერე და ნანის შეუტანე. -ეს რა არის? -კვირის ბოლოს სამსახურიდან წავალ და მინდა იცოდეთ. -რატომ? -იმიტომ, რომ ვამეხი არ მანებებს თავს, შეუძლებელია ამ პირობებში მუშაობა. -ეს სამსახური ხომ ძალიან გჭირდებოდა. -ჩემი ნერვიული სისტემა უფრო ძვირად ფასობს და მირჩევნია სხვა სამსახური მოვძებნო. -კარგი. როგორც გინდა.-კაბინეტი დავტოვე მაგრამ სამსახურიდან წამოსვლა ვერ მოვასწარი. კვირის ბოლოს, საღამოს მაღაზიიდან გამოსულს ხელები გამიკავეს, ხელში ამიყვანეს და მომიტაცეს. პირზე რაღაც ამაფარეს და გონება დავკარგე. თვალები, რომ გავახილე უცხო სახლში, უცხო ოთახში ვიწექი. თავი საშინლად მტკიოდა, შიშისგან კანკალი ამივარდა, არ ვიცოდი რა მომემოქმედებინა, როგორ მოვქცეულიყავი. კარზე ბრახუნი ავტეხე, ვყვიროდი და შველას ვითხოვდი, სანამ ძალა არ გამომელია და ტირილით კართან არ ჩავიკეცე. ცოტა ხანში კარის სახელური დაიწია და ოთახში ვამეხი შემოვიდა. -ნუღარ ტირიხარ, დღეიდან ჩემი ცოლი ხარ.-გამომიცხადა მშვიდი სახით. -შენ სულ გაგიჟდი?-მუშტები დაუშინე მკერდზე.-ახლავე უკან წამიყვანე, ახლავე.-განრისხებული უყვიროდი. -გეყოფა ისტერიკები! ჩემი ცოლი ხარ და მორჩა! დღეიდან ვამეხი ფალიანის ცოლი ხარ.-ისეთი არაადამინური ხმით დამიყვირა შემეშინდა. -არ ვარ შენი ცოლი, მოვკვდები და შენი ცოლი არ გავხდები. გიჩივლებ და დაგიჭერენ.-შიშის მიუხედავად მაინც ვემუქრებოდი. -ვერაფერსაც ვერ იზავ.-ირონიულად ჩაიღიმა.-აქ იყავი და დამშვიდდი, წინ პირველი ღამე გველოდება.-გადაიხარხარა და ოთახიდან გავიდა. შეშინებულს კანკალი ამივარდა, რაღაც უნდა მომეფიქრებინა, უნდა თავი დამეღწია მისგან. ფანჯარა გამოვაღე, მეორე სართულზე ვიყავი, ოთახის კარს ტუმბო მივადგი და მეორე სართულის ფანჯრიდან გადავხტი. ფეხი გადამიბრუნდა და საშინლად მეტკინა, ირგვლივ სულ თოვლი იდო, სად ვიყავი ისიც არ ვიცოდი. გზამდე უნდა მიმეღწია როგორმე, ჩემი ტელეფონიც სავარაუდოდ მას ჰქონდა. ჯიბეში ფული უნდა მქონოდა, ვნახე და არ ამოუცლიათ. 20 ლარი მქონდა, უნდა გზამდე მიმეღწია როგორმე და თბილისში დავბრუნებულიყავი. გავრბოდი როგორც შემეძლო, სიცივისგან ფეხებს ვეღარ ვგრძნობდი, ნელ-ნელა ძალა მეცლებოდა, თან უკან ვიყურებოდი, მაგრამ არავინ მომსდევდა. გზა არსად ჩანდა, ცენტრალურ გზამდე ალბათ ძალიან დიდი გზა იყო, სოფელს გავდა უსწორმასწორო და მთიანი დასახლება იყო. ვხვდებოდი გავიყინებოდი და ერთ-ერთ ჭიშკარში შევედი, მოხუცი ქალი ძროხას წყალს ასმევდა ეზოში, რომ დამინახა შეშფოთებულმა შემომხედა. -შვილო ვინ ხარ? რა დაგემართა?-მომვარდა შეშფოთებული. -ბებო, მიშველეთ.-ამოვიტირე და ეზოში ჩავიკეცე, მოხუცმაც სახლში შემიყვანა. -აქ დაჯექი ბებო, ჩაის გაგიკეთებ და დაგალევინებ. ახლოს არ დაჯდე ღუმელთან ფეხებს ვეღარ იგრძნობ. ასეთ თოვლში ასე ვინ დადის ბებო? რა შეგემთხვა?-შეშფოთებული მიყურებდა მოხუცი. -მომიტაცეს.-კანკალით ვუთხარი. -ვინ ბებო, რატომ? -სად ვარ ბებო? -სვანეთში ხარ. -თბილისამდე როგორ ჩავიდე? -ბებო აქ დარჩი ცოტა ხანი და მე გაგაპარებ. ვინ მოგიტაცა ბებო? -ვამეხი ფალიანმა. იცნობთ? არ უთხრათ რომ აქ ვარ, გთხოვთ არ გამცეთ.-ვეხვეწებოდი მოხუცს, თან ცრემლები მომდიოდა. -მოგიკვდა ჩემი თავი ბებო. არ გაგცემ, არ იდარდო. აქ დაგმალავ, მთელ სოფელს მოივლის შენს საძებნელად. ეგ ხეპრე, უვარგისია ძალიან, მაგისთვის არავინ მემეტება.-გაბრაზებულმა ჩაილაპარაკა მოხუცმა. რამდენიმე საათის მერე მართლაც მოადგა ვამეხი მოხუცი ქალის სახლს და მკითხულობდა. ჩემმა მშველელმა ბებომ კი უთხრა, რომ გზისკენ გავრბოდი, როცა საქონელს წყალს ასმევდა. ვამეხიც ქუჩას დაუყვა რამდენიმე ბიჭთან ერთად, ბინდი იყო, რომ გამოვიქეცი და გზად არავინ შემხვედრია. შიშმა ამიტანა, ვაი თუ ვეპოვე და იძულებით წავეყვანე. ძალიან მეშინოდა, სიკვდილი მერჩივნა მის ცოლობას. -გეძებს, ეგ მოუკვდა თავის დედას, ცხოველია, ასე როგორ იქცევა.-გაბრაზებული იყო მოხუცი. -ხვალ დილით როგორმე უნდა წავიდე. -შვილო დარჩი ერთი ორი დღე, ავტობუსს შეამოწმებს, არ მოისვენებს. რა გქვია შვილო სახელიც არ მიკითხავს?-შემომხედა მოხუცმა. -სოფო მქვია, თქვენ რა გქვიათ? -მე მარიამი ვარ, მარო ბებოს მეძახიამ.-გამიცინა მოხუცმა.-აქ მარტო ვცხოვრობ, ჩემი რძალი ამოდის ხოლმე ხანდახან. შვილი დიდი ხნის წინ გარდამეცვალა, არავინ არ დამრჩა. -ბებო ტელეფონი არ გაქვთ, ჩემებს უნდა გავაგებინო რაც შემემთხვა, ინერვიულებენ. -მაქვს შვილო მაგრამ უბნის ბოლოში ერთ ადგილზე იჭერს მარტო. ეხლა, რომ გავიდე და დავრეკო ეჭვს აიღებენ, ჯობია არ გავრისკოთ. -კარგი მარო ბებო, მადლობა ყველაფრისთვის.-ცრემლები მომდიოდა. -არ იტირო შვილო. რამდენი ხანიც გინდა იმდენი ხანი იყავი, აქ დაგმალავ. ვივახშმეთ და დავიძინეთ, ორი დღე იქ დავრჩი. რამდენჯერმე ფანჯრიდან შევნიშნე ვამეხი როგორ დარბოდა გაგიჟებული და დამეძებდა. ალბათ ფიქრობდა, რომ სადმე გავიყინე, მარო ბებო მართალი იყო. თურმე ავტობუსიც შეამოწმა, მგზავრები ვინ მიჰყავდა. ვიცოდი ვრისკავდი, მაგრამ მეტად ვეღარ დავიცდიდი, ბებოზე ვნერვიულობდი, ზაზა და ელენეც ძალიან ინერვიულებდნენ ჩემი გაუჩინარების გამო, ამიტომ გავრისკე, მარო ბებოს დავემშვიდობე და მესამე დღეს ავტობუსში ავედი. სოფელს უნდა გავცილებოდით, რომ მანქანა გადაუდგა წინ ავტობუსს. ვამეხი, რომ დავინახე შიშისგან ოთხად მოვიკეცე სავარძელში. ავტობუსში ამოვიდა, ხელი მომკიდა და სულ ძალით ჩამიყვანა. -მიშველეთ, ხალხი არ ხართ. ადამიანობა არ გაქვთ.-ვკიოდი განწირული, თუმცა არავინ არ გამომექომაგა. ასეთი რამ თუ ხდებოდა ვერც კი წარმომედგინა, ოცდამეერთე საუკუნეში იძულებით წამიყვანა და მაიძულა მისი ცოლი გავმხდარიყავი. კოშმარულ სიზმრად წლების მანძილზე ვხედავდი იმ ძალადობის სცენას, რაც იმ ღამით მოხდა. ძალით დამიმორჩილა და კმაყოფილი იწვა საწოლზე. სიკვდილი მინდოდა, აღარ მინდოდა მეცოცხლა. მერე ჩემებს დაურეკა და უთხრა მოვიტაცე და თანახმაა ჩემი ცოლი გახდაო. არაფერი არ მკითხეს, ქეიფი და დროსტარება გააჩაღეს. რა მნიშვნელობა ჰქონდა იმას, რომ გაუბედურებული პატარძალი უჯდა გვერდით. ელენე და ზაზაც მოვიდნენ, ჩემი ტკბილი ბებოც. აღარ მინდოდა ბებოსთვის ტკივილის მიყენება და გამოვაცხადე, რომ ბედნიერი ვიყავი და ეს ცხოველი მიყვარდა. ზამთარი იყო და თბილ ყელიან მაისურის ქვეშ ვმალავდი არსებულ სილურჯეებს. მალე გადამიცდა და გავარკვიე რომ ფეხმძიმედ ვიყავი, აღარ მეკარებოდა და ეს მახარებდა. ხშირად მთვრალი ბრუნდებოდა, მეზიზღებოდა, უნდა დამეღწია ამ ყველაფრისგან თავი, მაგრამ როგორ არ ვიცოდი. ბებო მოკვდებოდა სიმართლე, რომ გაეგო, მაგრამ მეტის ატანა უკვე აღარ შემეძლო. ერთ დღეს მისი მეგობარი და მეჯვარე (ჯვარი არ დაგვიწერია, გეგმავდა მომავალში ჯვრის წერას) იყო მოსული სტუმრად, მაგიდა გავშალე, ყავას ვადუღებდი და დათოსაც შევთავაზე ყავა. -ყავას დავლევ, გამიკეთე.-თანხმობა მითხრა დათომ. მეც გაუმზადე ყავა და მიუტანე. ვამეხი გაცოფებული მიყურებდა, ვერ მივხვდი რა დავაშავე. იმ საღამოს დალიეს, დათო კი თავის სახლში წავიდა. მე დასაძინებლად წავედი საძინებელში, თავს ცუდად ვგრძნობდი. ღამით კარის დაბრახუნების ხმა რომ გავიგე შეშინებულს გამეღვიძა. ვამეხი იდგა კარში, ძალიან იყო ნასვამი და კარში ქნაობდა. -ახლავე ადექი.-დამიყვირა არაადამიანური ხმით. -რა მოხდა?-შეშინებულმა შევხედე. -ვინ იწვა ამ საწოლში?-თვალებ ჩასისხლიანებული მიყურებდა. -რას ამბობ? სრულ ჭკუაზე ხარ?-გაკვირვებული უყურებდი. -დათოსთან მღალატობ არა შე პატარა ბო*ო.-დაიღრიალა და სახეში გამარტყა. შეშინებული გამოვიქეცი ოთახიდან და მისაღებში გავიქეცი. -ვამეხი გაგიჟდი, რას აკეთებ, ფეხმძიმედ ვარ.-შეშინებული მუცელზე ვიფარებდი ხელებს. -არც ეგ არის ჩემი შვილი-დაიღრიალა, ღუმელთან დაჭრილი შეშა ელაგა, ერთ შეშას წამოავლო ხელი და თავში ჩამარტყა. გავითიშე, თვალები, რომ გავახილე იატაკზე ვეგდე და ყურიდან სისხლი მომდიოდა, არაფერი არ მესმოდა. ძლივს წამოვდექი და ფეხსაცმელები ჩავიცვი, მერე პერანგზე დავიხედე, სისხლით მქონდა დასვრილი, მუცელი საშინლად მტკიოდა და სისხლი გამდიოდა. ვამეხი იქვე დივანზე იწვა და მსვიდად ეძინა. მარო ბებოსთან უნდა მიმეღწია, ჩუმად გამოვიპარე და მარო ბებოს სახლამდე ძლივს მივაღწიე, კართან ახალთახალი ჯიპი იდგა, კარში შევედი და ისევ გონება დავკარგე. გონს რომ მოვედი არაფერი არ მესმოდა ისევ, თავზე მარო ბებო და 50 წელს გადაცილებული, სასიამოვნო გარეგნობის ქალი მედგნენ. რაღაცას ლაპარაკობდნენ ერთმანეთში, მეც რაღაცას მეკითხებოდნენ და მე კი არაფერი არ მესმოდა. მერე ხელით ვანიშნე საწერი კალამი და ფურცელი მოეცათ. დაუწერე, რომ მცემა და სმენა დავკარგე, ვთხოვდი აქედან წავეყვანე სასწრაფოდ, ბავშვის გამო მეშინოდა. ახლავე წაგიყვანო დამიწერა იმ ქალბატონმა და სახლიდან გამომიყვანეს. პლედში გავეხვიე და მანქანაში დავჯექი. გზაში დამეძინა, რომ გამეღვიძა უკვე საავადმყოფოში ვიყავი, სმენა ოდნავ დამიბრუნდა, ყური გადახვეული მქონდა, თავზე ის ქალი მადგა ვინც წამომიყვანა. -მადლობა დახმარებისთვის.-შევხედე ცრემლიანი თვალებით. -გესმის?-შემომხედა. -ცუდად, მაგრამ მესმის.-ამოვილაპარაკე. -მე დალი ვარ. დალი შენგელია. -მარო ბებო? -მარო ჩემი ყოფილი დედამთილია. შენზე მომიყვა, რატომ გაუჩერდი შვილო? ასე ხომ მოგკლავდა. -მეშინია, ძალიან მეშინია. თავს არ დამანებებს. -ციხეში დაიჭერენ, განცხადება გავაკეთე პოლიციაში. ვერაფერს დაგიშავებს, მე დაგიცავ. -დიდი მადლობა ქალბატონო დალი..-ამოვიტირე.- ჩემი შვილი? -სამწუხაროდ გარდაიცვალა, საშინლად ხარ ნაცემი. მუცელში გირტყა ალბათ. -ცრემლიანი თვალებით შემომხედა ქალბატონმა დალიმ.-ახალგაზრდა ხარ, ყველაფერი წინ გაქვს. არ იდარდო, ყველაფერი მოგვარდება.-თავზე ხელი გადამისვა.-შვილო შენებს არ შევატყობინოთ? არავინ გყავს? -ბებო მყავს მარტო. ძალიან იდარდებს ჩემს ამბავს, რომ გამოვკეთდები მერე ვნახავ. -ჩემთან წაგიყვან, წყნეთში ვარ ძირითადად და დროებით ჩემთან იცხოვრე. -დიდი მადლობა, თქვენს სიკეთეს ვერასდროს გადავიხდი.-შევხედე მადლიერი თვალებით. ბევრი სისხლი დავკარგე, ორი დღე გამაჩერეს საავადმყოფოში და ორი დღის მერე დალიმ წამიყვანა წყნეთში თავის აგარაკზე. ძალიან ლამაზი და გემოვნებით მოწყობილი სახლი იყო. დიდი აუზით და ლამაზი ბაღით. ასეთი სახლი მხოლოდ ფილმებში მქონდა ნანახი. ქალბატონი დალი ეტყობა ძალიან მდიდარი იყო. თავის მეუღლე გამაცნო, ბატონი ზაზა ტაბატაძე ძალიან სიმპატიური და სანდომიანი კაცი იყო. შვილივით მიმიღეს და შემიფარეს სახლში. პოლიციის განყოფილებაში ზაზამ წამიყვანა, განცხადება დავწერე ვამეხის წინააღმდეგ, ძალადობაში და იძულებით გატაცებაში ვდებდი ბრალს. მერე სასწავლებელშიც აღდგენა გავაკეთე და სწავლას შეუდექი. რაღაც უნდა მომეფიქრებინა, დალის სიკეთით ბოროტად ვსარგებლობდი, მაგრამ წასასვლელი არსად არ მქონდა. სოფელში წავედი ბებოსთან, მოვუყევი, რომ ქმარს გავეყარე, ინერვიულა, თუმცა დავამშვიდე, რომ ყველაფერი კარგად იქნებოდა. -ბებო ეს სახლი გავყიდოთ და თბილისში გირაოთი ავიღოთ ბინა. ზაზა და ელენე საზღვარგარეთ წავიდნენ, სახლი გაყიდეს, მე სწავლა უნდა გავაგრძელო. ისეთ სამსახურს ვერ ვიშოვი, რომ ბინის ქირაც ვიხადო და საჭმლის ფულადაც მეყოს. -არაფერს მოგცემენ შვილო ამ სახლში, თანაც მინდა აქ დავლიო ჩემს კერიაში სული. -კარგი ბებო. სხვა რამეს მოვიფიქრებ.-ნარვლიანად ჩავილაპარაკე და უკან წამოვედი, ისევ დალისთან მივედი წყნეთში. დაღონებული ვიჯექი ეზოში ჰამაკში და პლედს მაგრად ვიხვევდი, რომ სიცივე დამემარცხებინა, ცრემლები თავისით მომდიოდა, არ ვიცოდი რა გამეკეთებინა. სკოლის მოსწავლეებს მოვამზადებდი, მაგრამ ბავშვებიც უნდა მეპოვნა, რეკომენდაციაც მჭირდებოდა, ისე არავინ ამიყვანდა თავის შვილის მასწავლებლად. -რამ ჩააფიქრა ჩემი გოგო.-გვერდით დალი მომიჯდა. -რაღაც უნდა მოვიფიქრო, აქ დიდხანს ვეღარ დავრჩები, ისედაც ძალიან შეგაწუხეთ.-სევდიანად ჩავილაპარაკე. -სოფო, მეც მინდა შენთან დალაპარაკება. ბევრი ვიფიქრე და რაღაც მინდა შემოგთავაზო. -რა უნდა შემომთავაზოთ?-ინტერესით მივაჩერდი დალის. -მალე სამოცი წლის გავხდები, შვილი არ მყავს. სუროგატი დედის აყვანა მინდა და შენ თუ იქნები სუროგატი გამიხარდება. -მე.. არ ვიცი.-დავიბენი, ისეთი მოულოდნელი იყო. -სოფო, ვიცი სახლიც არ გაქვს, პატარა ბინას გიყიდი. ბავშვი ზაზასი და დონორის იქნება, შენ მხოლოდ გააჩენ. კარგად დაფიქრდი, უნდა ისწავლო, შენი მომავლისთვის ასე უკეთესი იქნება. -თანახმა ვარ.-ჩავილაპარაკე, თუმცა გულში არ მინდოდა ეს გამეკეთებინა. როგორ შევძლებდი არ ვიცოდი, ცხრა თვე ბავშვი ჩემში გაიზრდებოდა და მერე სხვისთვის უნდა მიმეცა. თუმცა იმ დროს სხვა გამოსავალს უბრალოდ ვერ ვხედავდი. მეორე დღეს დალიმ რეპროდუქციული განვითარების ცენტრში მიმიყვანა, გამოკველევები ჩამიტარეს, კლინიკის ხელმძღვანელი მისი მეგობარი იყო, ამიხსნეს, რომ რაღაც ხელშეკრულება უნდა გამეფორმებინა, რაც ბავშვზე ყოველგვარ უფლებას მაკარგვინებდა. ხანგრძლივი ანალიზების მერე დაადგინეს, რომ იდეალური ინკუპატორი ვიყავი და განაყოფიერებული კვერცხუჯრედი შეიყვანეს ჩემს ორგანიზმში. პირველივე ცდაზე დავრჩი ფეხმძიმედ. რეპროდუქციულ ცენტრში ინდენი უშვილო ქალი იყო. ხელოვნურ განაყოფიერებას ზოგი მეხუთეთ იკეთებდა და უშედეგოდ. ერთი ახალგაზრდა ქალი გავიცანი, ყველგან ვიმკურნალე, უკვე მეშვიდე ცდააო, ესეც თუ არ გამოვიდა თავს ვანებებ, უკვე ორი ბინა გავყიდე იმდენი თანხა დამეხარჯაო. სუროგატი დედებიც მრავლად იყვენენ. ვიღაც გაჭირვების გამო ხდებოდა სუროგატი, ზოგი კი თავად ქმარს მიჰყავდა, იმიტომ, რომ მანქანის ყიდვა უნდოდა და ამისთვის ცოლს იყენებდა. კაცთა მოდგმა მძულდა, როგორ შეიძლება ასე მოექცე საკუთარ ცოლს. იმ ქალებისაც მიკვირდა, რატომ თანხმდებოდნენ. მერე საკუთარ ტავზე ვბრაზდებოდი, რომ აქამდე მოვედი. გული მტკიოდა, ძალიან ცივი და უგულო უნდა იყო ამ ყველაფერს ცივი გონებით შეხედო. დალისთან ვცხოვრობდი ცხრა თვის განმავლობაში, ვცდილობდი, არ მეფიქრა, მაგრამ მაინც მეფიქრებოდა ბავშვზე. პირველად, რომ დავინახე ეჰოსკოპიაზე გული სითბოთი ამევსო. 4 თვის ფეხმძიმე ვიყავი, რომ ვიგრძენი როგორ მოძრაობდა მუცელში, ისეთი სასიამოვნო შეგრძნება იყო, რომ ჩემში სხვა სიცოცხლე იზრდებოდა. მოფერებაზე ისე რეაგირებდა, სულ მირტყავდა და მოძრაობდა. გული მიკვდებოდა, რომ წარმოვიდგენდი, რომ ის ჩემი შვილი არ იყო და რომ სხვისთვის უნდა მიმეცა. სქესიც გავარკვიეთ, გოგონა მეყოლებოდა. მეყოლებოდა ხმამაღალი ნათქვამია, გავაჩენდი და სხვას მივცემდი. ამაზე, რომ ვფიქრობდი დიდხანს ვტიროდი. ბოლო თვეში ვიყავი, დღე-დღეზე უნდა მემშობიარა. შარდვა გახშირებული მქონდა და საპირფარეშოში გამოვედი, ღამის 2 საათი იყო. ზაზა და დალი რესტორანში იყვნენ წასულები, ახალი დაბრუნებულები იყვნენ სახლში, მათი ლაპარაკი გავიგე, რაღაცაზე კამათობდნენ, ისეთი იდეალური წყვილი იყო, გამიკვირდა, პირველად ვნახე, რომ ჩხუბობდნენ. მერე ჩემი სახელი გავიგონე, ცუდად ვიქცეოდი მაგრამ მაინც ვერ მოვითმინე და კარზე მივაყურადე. -რატომ არ უთხარი დალი. მოტყუებით მოაწერინე ხელი, რომ გაიგოს?-ბრაზობდა ზაზა. -ვერ გაიგებს, სხვას ავიყვანდი სუროგატად. მე მისი გენი მჭირდება, უნიჭიერესი ბავშვია, ძალიან ლამაზი, იდეალური შვილი გვეყოლება. რითი ხარ უკმაყოფილო? ვიღაც გადამთიელის კვერცხუჯრედიდან რაში მჭირდება შვილი, რა გენის იქნება და ვინ არავინ არ იცის. ძალიან ჭკვიანი ბავშვია, მას თუ დაემსგავსება ულამაზესი გოგონა მეყოლება. -სიმართლე გეთქვა, იქნებ თანახმა იყო. -არ დამთანხმდებოდა. ისედაც განიცდის, არ დაგცდეს არაფერი. -ასე როგორ მოექეცი? არანაირი გრძნობა არ გაგაჩნია?-უყვიროდა ზაზა. ტირილით გავიქეცი და შევიკეტე ჩემს ოთახში, რა უნდა მექნა, ხელშეკრულებაზე ხელი მომაწერინა, რომ დამებრუნებინა ნაყიდი ბინაც, ბავშვს მაინც წამართმევდნენ. მე სტუდენტი ვიყავი, უსახლკარო, არაფერი გამაჩნდა. ისინი მდიდრები იყვნენ, საუკეთესო ადვოკატს აიყვანდნენ და შვილს მაინც წამართმევდნენ. იმ ღამით ნერვიულობაზე მშობიარობა დამეწყო. სასწრაფოდ სამშობიაროში გადამიყვანეს და პატარა ლიზა მოვავლინე ქვეყანას. ხელში, რომ ავიყვანე და გულში ჩავიკარი სამყარო ჩემი მეგონა. გული მეგლიჯებოდა, არ ვიცოდი რა გამეკეთებინა. ვერ დავუპირისპირდებოდი, მხოლოდ თხოვნაღა მრჩებოდა, რომ ჩემს შვილთან ურთიერთობა მქონოდა და მენახა ხოლმე. -დალი გთხოვ მისი ნახვის უფლება მომეცი.-ვთხოვე პალატაში შემოსულ დალის, თან ცრემლებად ვიღვრებოდი. -შენ ხელშეკრულება დადე.-შემომხედა მკაცრად. -მე ვიცი, რომ ის ჩემი შვილია. თუ ნახვის უფლებას არ მომცემ სასამართლოში გიჩივლებ.-ვუთხარი მკაცრად. -რა სისულელეს ამბობ?-შემომხედა შეშფოთებულმა.-შენ მხოლოდ ინკუპატორის როლი შეასრულე. -არა დალი, მე მისი ბიოლოგიური დედა ვარ, შენ ჩემი კვერცხუჯრედი მოიპარე ჩემი ნებართვის გარეშე.-არ შეუშინდი მის მკაცრ ტონს და შეტევაზე გადავედი. -ეგ სისულელე ვინ გითხრა? -თავად მოვისმინე ზაზას რომ ელაპარაკებოდი. -პატარა უმადურო, იმის მერე რაც შენთვის გავაკეთე.-განრისხებული მიყურებდა დალი. -უანგაროდ არ გაგიკეთებია, ყველაფერზე ძვიფასს მართმევ სანაცვლოდ. შენს მეგობარსაც უჩივლებ და კლინიკას დაუკეტავენ. კარგად დაფიქრდი, ბავშვს არა მარტო ვნახავ, მასზე ვიზრუნებ კიდეც. -ვერაფერს გახდები. -ჟურნალისტებს ჩავრევ. -იმაზე ჭკვიანი ხარ ვიდრე ვფიქრობდი. კარგი, კვირაში ერთხელ ერთი საათით ნახვის უფლებას მოგცემ.-დამთანხმდა ბოლოს. -ხელშეკრულებას დავდებთ და იქ დამიწერ ყველაფერ მაგას. შენსავით მოტყუებით არ გაწერინებ ხელს არაფერზე.-ვუთხარი გაბრაზებულმა.-ორი თვე კი მე მეყოლება და ძუძუთი გამოვკვებავ ბავშვს. -მეტისმეტი მოგდის.-თვალები დამიბრიალა. -შენი ნებაა, შენს დაქალზე, ქეთიზე იფიქრე, მილიონებს ჭრის იმ კლინიკაში და სკანდალი ნამდვილად არ გაწყობთ არც ერთს, თუ გგონია კლინიკას არ დაუკეტავენ ამ სკანდალის მერე და დიდძალ კლიენტურას არ დაკარგავს ძალიან სცდები. -ასეთი გაიძვერა თუ იყავი ვერ წარმოვიდგენდი.-განრისხებული მიყურებდა.-სად მოასწარი ამდენის სწავლა შე სოფლელო გომბიო. -ბერვი შენისთანა არამზადა გადამეყარა ცხოვრების გზაზე და გავიზარდე.-არ ჩამოვრჩი დალის. გაბრაზებული გავარდა დალი პალატიდან. არ ვიცი რა ძალამ მალაპარაკა, ასეთი გამბედავი არასდროს ვყოფილვარ, იმ მგელს დავემსგავსე შვილის გულისთვის ყველას რომ დაგლეჯს. დალი დათმობაზე წამოვიდა, ორი თვე ჩემი პატარა მე მყავდა ჩემს ახალ ბინაში, მერე კი წაიყვანა დალიმ და თან წაიღო ჩემი გულიც. კვირაში ერთხელ მივდიოდი და ვნახულობდი ჩემს პატარას. ხელშეკრულება შევადგინე, იურისტი ვნახე და დალის ხელი მოვაწერინე. ლიზამ პირველად დედა მე დამიძახა. პირველად ნაბიჯები ჩემთან გადაგა და გახარებული მიყურებდა ჩემი პატარა. საშინელი ნევროზი ჩამომიყალიბდა, ვცდილობდი ცხოვრებას დავპირისპირებოდი. მერე ლიზას თვალებს უყურებდი და ყველაფერი ყუჩდებოდა, ჩემი შვილი ჩემთვის მთელი სამყარო იყო, მინდოდა მისთვის მებრძოლა, მაგრამ არ ვიცოდი, როგორ. ხელ-ფეხი მქონდა შეკრული. ლიზას ძალიან ვუყვარდი, თითქოს გრძნობდა ჩვენს კავშირს, სულ ბედნიერი და გახარებული იყო ჩემთან. დალი არაფერს აკლებდა ბავშვს, ხანდახან თავს დამნაშავედაც კი ვგრძნობდი, მაგრამ მან მომატყუა და ამას ვერ ვაპატიებდი. გავიდა კიდევ სამი წელი და სასწავლებელიც დავამთავრე. სამსახურის ძებნა დავიწყე აქტიურად, სწავლის პერიოდში ბავშვებს ვამზადებდი და საჭირო შემოსავალი მქონდა. ბევრგან გავაგზავნე რეზიუმე, თუმცა მხოლოდ ორი ორგანიზაციიდან დამიკავშირდნენ, გამოცდილების არქონის გამო აქაც დამიწუნეს. იმედგაცრუებული ვიყავი, აღარ ვიცოდი როგორ მოვქცეულიყავი. ჩემი ტკბილი ბებო ჩემთან მყავდა წამოყვანილი, ბოლო დროს ძალიან ცუდად იყო. მალე გარდაიცვალა და დავრჩი სულ მარტო ბედის ანაბარად. ზაზა დალის გაეყარა და პირველ ცოლს შეურიგდა, დალის გამო დაენგრა ოჯახი და ეხლა დალიც მიატოვა. ზაზა აღარ მიდიოდა და აღარც ლიზას აღარ კითხულობდა. დალის ქონებას გამოეკიდა, ჩვეულებრივი ალფონსი იყო, თავის ტკბილი ოჯახი როგორც კი მოენატრა გაეყარა, საკუთარი შვილი კი შეატოვა დალის. ზაზას პირველ ცოლთან 3 შვილი ყავდა, შვილები დაოჯახებულები იყვნენ და 2 შვილიშვილიც ყავდა ლიზაზე უფროსები. ბავშვის ნახვის დღე იყო, წყნეთში მივედი, ლიზამ დედა პირველად მე დამიძახა, თუმცა ახლა სოფოს მეძახდა, მე მისთვის კარგი მეგობარი ვიყავი მხოლოდ. -როგორ ხარ?-ზრდილობის გამო მოვიკითხე დალი და ლიზა ჩავიკარი გულში. -ცუდად, იმედ გაცრუებული.-ნაღვლიანი იყო დალი, გულის სიღრმეში მეცოდებოდა კიდეც. -ვწუხვარ, ლიზასაც არ კითხულობს?-კარგი მეგობრებივით ვლაპარაკობდით. -არა, არ აინტერესებს. ფული აინტერესებდა მხოლოდ, საკუთარი ბიზნესი აიწყო და მიმატოვა. -არ იდარდო. ასეთი კაცის ყოლას ცალად ყოფნა ჯობია. შენ ლიზა მაინც გყავს გვერდით. -ცრემელბი წამომივიდა თვალებიდან. -არც ერთს არ გაგვიმართლა. -სევდიანად ჩაილაპარაკა. -დალი მე საზღვარგარეთ მივდივარ, ბევრი ვიფიქრე და გადავწყვიტე. აქ სამსახური უბრალოდ ვერ ვიშოვე. გაცვლითი პროგრამით იქ ვისწავლი. ლიზა ძალიან მომენატრება, გთხოვ სკაიპით მანახე ხოლმე. ვიცი კარგი დედა ხარ და ძალიან ზრუნავ მასზე, მე ლიზას იმას ვერ მივცემ და გაუკეთებ, რასაც შენ. ძალიან მიმძიმს, მაგრამ სხვა გამოსავალი უბრალოდ არ მაქვს. უმადური არ ვარ, შენი მადლიერი ვარ ყველაფრისთვის, იმისთვისაც რომ ჩემი კვერცხუჯრედი მოიპარე და შენი წყალობით ლიზა არსებობს. ლიზა იმხელა ძალას მაძლევს ვერც კი წარმოიდგენ. ცხოვრების გაგრძელების და ბრძოლის ძალას. ვიცი, რომ მარტო არ ვარ ამ სამყაროში და ლიზა არსებობს, ეს კი ძალას მმატებს. -სოფო მე პატარა აღარ ვარ, ლიზას დაბადების მერე ბევრ რამეზე ამეხილა თვალები. ზაზას შვილებს ჩემს ქონებაზე ეჭირათ თვალი და ზაზასაც არ უნდოდა შვილი გვყოლოდა. ჩემი ძმისშვილებიც მარწმუნებენ, რომ ლიზა, რადგან არ არის ჩემი ღვიძლი შვილი მას არ უნდა დაუტოვო არაფერი. ყველას ვინც გარშემოა მხოლოდ ჩემს ქონებაზე უჭირავს თვალი. მე თუ რამე დამემართება ლიზას მეურვედ შენ დაგტოვებ, იმ დროისთვის კი წარმატებული ქალი უნდა იყო უკვე, რომ გაუძღვე ყველაფერს და ლიზას ქონება დაიცვა. ეს შენი დანახვისთანავე ჩავიფიქრე, შენი კვერცხუჯრედი რომ გამოვიყენეთ, მაშინვე მქონდა ეს ჩაფიქრებული. ყველა გაწირავს ლიზას, შენ ერთადერთი ხარ ვისაც ნამდვილად გიყვარს და დაიცავ. -სიმართლის თქმას როდის აპირებდი? -წლების მერე ვაპირებდი მეთქვა. მაგრამ შენ სიმართლე გაიგე და ძალიან გაბრაზდი. -ორივეს ერთი საზრუნავი გვაქვს, ორივეს ერთი სადარდებელი, ორივე ცალად ვართ გამოკიდული ამქვეყანაზე და მხოლოდ ლიზა გვყავს. ლიზას გამო მგონი დროა ჩვენი მტრობა დავივიწყოთ და დავზავდეთ.-გაუღიმე დალის. -დროა.-გამიღიმა მანაც. კარგი მეგობრებივით ყავას ვსვავდით და ლიზაზე ვლაპარაკობდით. ლიზას ჩემსავით ხატვა უყვარდა, არაჩვეულებრივ რამეებს ძერწავდა, ხელოვნებაზე დაყავდა დალის. ლიზას რაღაცეებს უხატავდი და უხსნიდი, როგორ დაეხატა, დალი შემოვიდა და ჩემი ნახატები, რომ დაინახა გაოცებული უყურებდა. -ამიტომ აგარჩიე, არა მარტო ლამაზი, არამედ ჭკვიანი და ნიჭიერიც ხარ. შენნაირი შვილი მინდოდა და ლიზა არა მარტო გარეგნულად, არამედ ამაშიც შენ გგავს.-ჩემი ნახატი ეჭირა ხელში და მიღიმოდა. იმ ღამით წყნეთში დავრჩი, ლიზასთან ჩახუტებულს მეძინა, ლიზა ჩემთვის მთელი სამყარო იყო, თუმცა მისთვის უფრო ძლიერი უნდა გავმხდარიყავი, უნდა მესწავლა და წარმატებისთვის თავად მიმეღწია. დალიმ წასვლამდე მათთან გადასვლა შემომთავაზა და მეც დავთანხმდი, იმაზე დიდი ბედნიერება არაფერი იყო ჩემთვის, ვიდრე შვილთან ყოფნა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.