შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მონადირის სისხლი #7


22-11-2018, 18:01
ავტორი jenniferi
ნანახია 1 091

-ალექსანდრა დაწყნარდი კაი? ყველაფერი კარგად იქნება უბრალოდ დაწექი და ცოტა დაიძინე კარგი?
ანამარიამ საწოლთან მიმიყვანა, თვითონვე ჩამომსვა და დაწოლისკენ მიბიძგა, თუმცა არ გავნძრეულვარ უბრალოდ ვერ ვაზროვნებდი, აქ არ ვიყავი სადღაც ცაში დავფრინავდი ფიქრებს დიდი სიჩქარით გავურბოდი,
თუმცა არ ვიცი რა მოხდა უბრალოდ თავისით ჩამეძინა
-გამარჯობა ნია
მესმის ვიღაცის ხმა და დაბლიდან ავტომატურად ვდგები,
რა თქმაუნდა ისევ ის კედლები და ჩემ წინ ის ბიჭი დგას იმ ხილვიდან, მე და ის რომ ვსაუბრობდით ხო ის იყო
-ალბათ ხვდები ვინ ხარ? უფროსწორად ვისი სული გიდგას!
თვალები უაზროდ დავაჭყიტე და მას შევაჩერდი, ვფიქრობდი წამის მეასედში ათასჯერ ვფიქრობდი იმდენს რომ ტვინი მიხურდა,
-ააჰ არაფერია ყველაფერს გეტყვი, შენ ჰეინას სული გიდგას ასევე ისე გამოიყურები როგორც ის!
ისე მეუბნება თითქოს ვიცოდე ვინ არის ჰეინა, გაკვირვებულ სახეს ვიღებ და როგორც კი ამჩნევს მოთმინებით აგრძელებს მოყოლას
-ჰეინა მისი პირველი და უკანასკნელი სიყვარული!
ბოლო სიტყვებში თითქოს ნამიოკი ჩამირტყაო და აი ისევ ფიქრები ფიქრები რამდენი ფიქრებია
-უბრალოდ მინდა გაგაფრთხილო რომ ფრთხილად იყო მასთან ნია და კიდევ შენი სისხლი ძალიან განსაკუთრებელია ის წამალია უწმინდორთთვის იფიქრე ნია ნუ გეშინია!
ამასღა ამბობს და სიბნელეში უჩინარდება, საწოლიდან მაშინვე ვხტები და ფიქრებში ვიძირები,
ანუ ეს იყო ყველაფერი? რათქმაუნდა აი რატომ ვგრძნობდი ასეთ მიჯაჭვულობას! აი რატომ მოვიდა ჩემთან მაშინვე აი რატომ ვუყვარდი!
ირონიულად ვიცინივარ
თურმე მე კი არა ჩემში მას ხედავდა მე არც ვყვარებივარ,
ისტერიული სიცილი მივარდება და ანამარიაც გიჟივით ხტება ლოგინიდან და ჩემკენ იწევს
-რა ხდება კარგად ხარ?
-ამაზე უკეთესად როგორ ვიქნები ანა? მას მე არ ვუყვარვარ ჩემში მხოლოდ იმ ჰეინას ხედავს! თუმცა ვარ კიდეც, მაგრამ მე მიყვარდა გესმის მას კი ის
როგორ მინდა გული ამოვიგლიჯო
გულზე ხელ დაკრეფილი უემოციოდ ვამბობს სიტყვებს და ანამარიაც საბოლოოდ საშინლად იბნევა
-არაფერი მესმის ვინ არის ჰეინა?
გაოცებული ამბობს და როგორც ჩანს გადახარშვას ცდილობს
-მისი პირველი და უკანასკნელი სიყვარული ზიზღით ვამბობ და საწოლზე ვბრუნდები თუმცა მისი ბოლო სიტყვები მახსენდება რას ნიშნავს
შენი სისხლი წამალია უწმინდურთთვის ანუ ვამპირებისთვის? არ მესმის!
საწოლიდან ისევ ვხტები და ანამარიაც ავტომატურად ხტება უკვე
-რაღაც უნდა გავარკვიო გამომყვები?
დაბნეული მიქნევს თავს და ოთახიდან ჩემთან ერთად გამოდის პიჟამოებს არც აქცევ ყურადღებას უბრალოდ დაბნეული უკან მომყვება
-სად შევხვდები ვამპირს ანუ სად შეიძლება ვნახო?
დაბნეული იქექავ თავს და არე მარეს ათვალიერებს
-აი იქ ხანდახან ჩერდებიან ხოლმე და გოგოებს ათვალიერებენ
ხელს მოპირდაპირე მხარეს არსებულ ზევით მდებარე ტერიტორიისკენ იწევს, სადაც არაფერი არ ჩანს თითქმის მაგრამ მაინც გადავკვეთეთ გზა მანქანების სავსე ტრასაზე და ისე რომ არავინ დაგვჯახებია გადავედით მოპირდაპირე მხარეს, სადაც უნდა ყოფილიყვნენ სიშავეს როდესაც ვუახლოვდები სადღაც სიბნელიდან სტვენის ხმა მესმის და მალევე იქიდან ორი ახალგაზრდა ბიჭი გამოდის ერთი ნამდვილად ვამპირია
-ჰეი შენ ვამპირო არ გინდა ჩემი სისხლი დალიო?
შევთავაზე თუ არა თვალები გაკვირვებისგან შუბლზე აუვიდა,
-არადა ცხოვრებაში ყველაზე მეტად ამ სიტყვებს არავისგან არ მოველოდი
გაკვირვებისგან აწეული წარბები ჯერ კიდევ არ დაეწია და მე მომჩერებიდა
-აბა?
-კი რათქმაუნდა დიდი პატივი იქნება
იცინის და ბნელი კუთხისკენ მიმიძღვის მისი მეგობარი კი ანამარიასთან ერთად გაშტერებული რჩება და როგორც ჩანს აზრზე ჯერ კიდევ ვერ მოსულიყვნენ,
როგორც კი ის ჩემი ყელისკენ იწევა უარის ნიშნად უკან ვაგდებ და ხელს ვუწვდი
ისიც მხრებს იწეწს და ხელისკენ ეშვებ გამოჩენილი იხრება, მალევე ვგრძნობ ტკივილს თითქოს ორ დიდ ნემსს ერთდრუოლად მიკეთებენო და სიცივეს რომელის სხეულში სისხლის გაწოვის თანავე ვრცელდება მალევე სხვადასხვა გრძნობები მიაქტიურდება თითქოს ხელს მიწურავენო აი ისე როგორც სარეცხს წურავენ და გამოფიტვაც არ ჩამორჩება ხოლო როდესაც უკვე სისუსტეს ვგრძნობ ფეხზე ფეხს ძლიერად ვურტყავ და ისიც წამშივე აძრობს ჩემი ხორციდან ეშვებს უკნიდან დანას ვიღებ და გამხეცებულს ვემუქრები
-საკმარისია უკან გაიწიე
დანას თვალწინ ვუქნევ რომ ცოტა შეეშინდეს და თავდასხმაზე არ გადმოვიდეს მაგრამ ეს აღარც მჭირდება რადგან ის ტკივილისგან იკეცება პირიდან საშინელ და ხმამაღალ ბგერებს უშვებს, კბილები თავის ადგილას ბრუნდებიან და მგონი ეს ტკივილსაც ანიჭებს, უცნაურად იგრიხება, ვერ ვხვდები ამას რატომ აკეთებს უცბად კი ჩვენკენ ანასტასია და ის ბიჭი მორბიან ბიჭი მაშინვე მისკენ იხრება
-რა გაუკეთე??
ყვირის გამწარებული და ცდილობს ბიჭს თვალები გაახელინოს,
ანამარია შეშინებული თვალებით მიყურებს ალბათ მონსტრი ვგონივარ მაგრამ მეც არ ვიცი ზუსტად რა გავაკეთე, გაშტერებული ვაკვირდები ბიჭს რომელიც ნელ-ნელა წყვეტს ღრიალს და თვალებს ახელს დაბლიდან ადგომაში ძმაკაცი ეხმარება ბიჭი კედელს ეყრდნობა და მე გაოცებული შემომცქერის ისევე როგორც ის, სულ გაოფლილია, თითქოს ერთი ვედრა წყალი გადაასხესო მემგონი მეჩვენება მაგრამ წონაშიც დაეკლო და აღტაცებული არე-მარეს ავლებდა თვალს, მოულოდნელად კი სიბრცეში მისი ჩახლეჩილი ხმა ისმის
-ვერაფერს ვგრძნობ
-რაა?
-არაფერს ვგრძნობ
-ეგ როგორ
ძმაკაცს ხელი გააშვებინა და მხარზე ცოტა არ იყოს ძლიერად მიკრა ხელი, თუმცა მალევე ზელვით გამოწია უკან, ვამპირი აღარ ვარ გახარებული ასკვნის და გაცისკროვნებული თვალებით ძმაკაცს აკვირდება
-ეგ როგორ
მისი არ მიკვირს ახლა ყველანი მის ნაირი გამოშტერებულები ვუყურებთ მას,
-ვამპირი აღარ ვარ გეფიცები ეს რა იყო ვინ ხარ?
ბოლოს მე მიბრუნდება და გაოცებული შემომცქერის
-არ ვიცი
მოკლედ ვპასუხობ და სახლისკენ ვდგამ ნაბიჯებს
ანამარიაც მალევე ფხიზლდება და უკან მედევნება
-მადლობაა ვინც არ უნდა იყო!
უკნიდან იმ ბიჭის გახარებული ბარიტონი მესმის და რატომღაც ეს სიამოვნების ჟრუანტელს იწვევს ჩემში
-ახლა რაც დავინახე არ მომლანდებია ხო?
-ვფიქრობ არა
გზას ისევ ჩვეულებრივ ვკვეთავ და მაშინვე აყრუებს პიპინის ხმები იქ- აურობას
-მოიცა გაგიჟდი? ეს ხომ მაგარია კი არადა შესანიშნავია გესმის? ეს საოცრებაა არ მჯერა!
აჟიტირებული ანამარია ხტუნვა- ხტუნვით მომყვება უკან
-ანუ პირველი მონადირის მკვლელი მტანჯველი სიკვდილით არ მომკვდარა, ის ადამიანად გადაიქცა და შეიძლება კიდეც მან მოკლა ანდაც ცხოვრება გააგრძელა!
სასტუმროში ფიქრებში ჩაძირული ავდივარ გრძნობებს დიდ საკანში ვკეტავ და დიდ ბოქლომს ვადებ მათ არ უნდა შემიშალონ ხელი ჩემი მისიის შესასრულებლად!
საწოლში კაბიანად ვწვები და დაღლილს მალევე მეძინება

ბოდიში დაგვიანებისთვის მოკლედ ერთი დიდი პრობლემა მაქვს ან მეთვითონ ვაჩენ არ ვიცი ახალბედა მწერალი არ ვარ ერთი წელია თითქმის რაც ვწერ და უთვალავი მოთხობის შინაარი მაქვს დაწერილი მაგრამ არა დასასრული ყოველთვის მგონია ან არის რომ ბოლოში ისტორიას უაზროს ვხდი და ვაფუჭებ ამის გამო ასიდან ორი თუ მექნება დასრულებული ამიტომ მაინტერესებს თქვენი გულახდილი შეფასება მართლა ასეა თუ ჩემეულ წიკებს დავაბრალო ყველაფერი?



დაასრულე!არასოდეს შეწყვიტო რასაც წერ☺️რადგან დაიწყე ყოვთვის ბოლომდე გადი!,,ცუდიც"რომ იყოს მაინც

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent