შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

პირობა 8თავი


22-11-2018, 19:41
ავტორი LurjTvala demoni
ნანახია 1 814

- ტყუილია. ის არასოდეს მომატყუებდა. _ გამწარებული დადის ოთახში დათა.
- მოიცადე ანუ მე გატყუებ? რაში მჭირდება შენი მოტყუება?
- იმაში თუ ციხიდან არ გამომიყვან, მამაჩემი გაგანადგურებს. _ მალევე ჩერდება და გაბრაზებული ჩააჩერდა თვალებში ლაშხს.
- ამ ქვეყნად მამაშენის კი არა მამაჩემისიც არ მეშინია. მგონი უკვე გითხარი ღმერთისიც არ მეშინია თქო. ასე რომ თუ ჩემი არ გჯერა ამ საბუთებს ჩახედე. რამდენი ხნის წინ გაიცანი ეგ გოგო? _ სიბრაზე შეერია ხმაში დაროს.
- ორი თვის წინ?
- ორი თვის წინ თუ გაიცანი, ოთხი თვის ორსული რატომ არის?
- არ არესებობს.
- უცხოპლანეტელები? არსებობენ კი. _ ირონიას არ იშურებს ლაშხი. - მოკლედ ერთხელ კიდწვ შემოგთავაზებ თანამშრომლობას, მაგრამ თუ უარს მეტყვი.
- მე ის მიყვარს გესმის? თან ორსულადაა ციხეში როგორ გავუშვა?
- კი ამბობდნენ სიყვარული ბრმა არისო, მაგრამ მთლად ასეთი ბრმაც არ მეგონა. შენ შვილო დებილი ხარ? შენი ხნის რომ ვიყავი საერთოდ არ ვიცოდი რა იყო სიყვარული. ახლა კი მითხარი რა ვქნათ?
- კარგი. თუ მან მომატყუა სამაგიეროს გადავუხდი.
- ძალიან კარგი. სასამართლო ხვალ დილის 12 საათზეა. მაქამდე გავიაროთ კითხვები, იცოდე თუ რამე ზედმწტს იტყვი.
- ყველაფერს ისე გავაკეთებ როგორც მეტყვი.



- მე მოვედი. _ მძიმე ნაბიჯებით შევიდა მისაღებში, ჩანთა და ფეხსაცმელი იქვე მიაწყო და დაღლილი ჩაესვენა სავარძელში.
- დეიდა. _ მალევე წამოადგა თავზე ნიკა.
- გისმენ?
- სად იყავი?
- კლიენტს შევხვდი, ხვალ სასამართლოა.
- მეც წამოვალ რა. _ მუდარა გაერია ხმაში ბიჭს.
- არა. _ მალევე წამოიყვირა როდესაც გაახსენდა, წინა სასამართლოს შემდეგ როგორ გამოთვრა ნიკა.
- კარგი რა. ნუ გეშინია არ დავთვრები.
- სახლში დაეტიე. მაშო სად არის?
- რაც მოვიდა მას შემდეგ ოთახშია, არც კი გამოსულა.
- ივაღშმეთ?
- მე ბებომ და დათომ კი, მაგრამ მაშომ არ მშიაო.
- რამე მოხდა?
- არა, რა უნდა მომხდარიყო?
- მაშო უარს არ იტყოდა ვაღშამზე, რაც არ უნდა ყოფილიყო ბებოს გამო მაინც ჩამოვიდოდა. წავალ ვნახავ.
- დეიდა. _ კიბეზე მიმავალ გოგოს დაუძახა.
- რა ხდება?
- შენ და ერეკლე რას შვებით?
- არაფერს. დღეა არ მინახავს. _ ბიჭის მომდევნო კითხვას არ ელოდება და ჩქარი ნაბიჯებით აიარა კიბე. გოგოს ოთახის კართან ფრთხილად დააკაკუნა და შესვლის ნებართვას დაელოდა.
- შემოდით. _ გაისმა მაშოს ხმა.
- მე ვარ. _ ღიმილით შედის ოთახში, ფრთხილად უახლოვდება საწოლზე ემბრიონის ფოემაში მოკეცილ გოგოს. მისგან ზურგით ჩამოჯდა. - მოხდა რამე?
- არა უბრალოდ დავიღალე.
- რატომ ტირი?
- არ ვტირი.
- როდესაც ვტირი და მეკითხებიან რატომ ვტირი, ჩემი პასუხი სულ ერთი და იგივეა. არ ვტირი. ახლა კი მითხარი რა მოხდა? _ ანერვიულდა ლაშხი. - ვინმემ გაწყენია? _ გოგოსკენ შემობრუნდა.
- არა, არავინ.
- მაშო გამოძიებას ნუ ჩამატარებინებ. ხომ გითხარი თუ რამე შეგაწუხებს, შეგიძლია მითხრა თქო? ვერ ვიტან როდესაც მასეთს გხედავ. იცი როდესაც შენხელა ვიყავი, არავინ მყავდა ისეთი ვისთვისაც გულის გადაშლა შემეძლო. მხოლოდ ჯონათანი მყავდა, მაგრამ მასთანაც ვერ ვიყავი ბოლომდე გახსნილი. ვიცი ახლა რასაც გრძნობ, ყველაზე მეტად შენი მე მესმის. იცი რა არის ყველაზე რთული? ის რომ ხალხის აზრს ძალიან დიდ მნიშვნელობას აძლევ. შენ ვერც კი წარმოიდგენ რა დღეებს გავდიოდი, იმ თავშესაფარში სადაც ვიზრდებოდი. არასოდეს არავის უკითხავს რა მოხდა იქ? არასოდეს არავის უკითხავს როგორ ვიყავი იქ? და არც არასოდეს არავინ მეკითხებოდა რატომ გავხდი ასეთი. ერეკლემ ერთი შანსი მთხოვა, მივეცი შანსი, მაგრამ ახლა ვნანობ. ეს არ უნდა გამეკეთებინა. მან ჩემზე ის იცის რაც უნდა იცოდეს, თუმცა ის მე ჯერ კიდევ არ მიცნობს კარგად. მას ერთი გულნატკენი, მამაზე გაბრაზებული, გაბოროტებული გოგო ვგონივარ, მაგრამ ჩემს გულში იმხელა ყინულია ერეკლე ამას ვერ გაადნობს.
- შენი დის ამბავი ვიცი, ნიკამ მომიყვა. _ დაამატა როდესაც გოგოს გაკვირვებული სახე დაინახა. - მაგრამ შენზე არაფერი ვიცი. შენც შეგიძლია მენდო?
- დიდი ხანია ხალხს არ ვენდობი, არც ერეკლეს, არც ნიკას, არც გვანცას ბოლომდე არავის ვენდობი. _ ფეხზე წამოდგა. - ნიკა ჩემს ცხოვრებაში ის ერთადერთი ნათელი წერტილია, რომელსაც ამდენი ხანი ველოდი. ის არა მარტო ჩემი დიშვილი არამედ ჩემი შვილიც არის. პატარა ვიყავი ნუ არც ისე პატარა, მაგრამ 16 წლის ვიყავი. გავიგე რომ დედა ვერასოდეს გავხდებოდი, იქ სადაც მე ვიზრდებოდი ძალიან მკაცრი სწავლება იყო. სწავლება რა აღზრდის მეთოდი ჰქონდათ ასეთი, მთელი დღე გვამუშავებდნენ მონებივით, შუადღით ერთ პურის ნაჭერს მოგვიგდებდნენ და ეგ მთელი დღე უნდა გემყოფინა. საღამოს პატარა ბნელ ოთახში მკეტავდნენ, შუაღამით გამომათრევდნენ მაწამებდნენ, ისე მცემდნენ როგორც მონას. ჯაჭვით მცემდნენ, შემდეგ უბრალოდ სხეულს მისერავდნენ. ფილტვებს წყლით მივსებდნენ,  ჩემი წამებით ერთობოდნენ. უბრალოდ იდგნენ და იცინოდნენ, დილით კი ასე სისხლიანს მაიძულებდნენ სირცხვილის კორიდორში გამევლო, ნახევრად შიშველს. შემდეგ დილით ისევ მამუშავებდნენ, ზოგჯერ იმ ერთ ნაჭერ პურსაც კი არ მაძლევდნენ. მაიძულებდნენ მეთქვა რომ დედაჩემი, ნამუსახდილი ქალია. მაიძულებდნენ მეთქვა რომ ჩემი და მე თავად მოვკალი, მაიძულებდნენ მეთქვა რომ მე ნაბი***რი ვარ, მაგრამ მე ყოველთვის უტეხად ერთი და იგივეს ვიმეორებდი. სიკვდილის წინ უკანასკნელად მხოლოდ ჩემს სახეს შეხედავთ. იცი რა მოუვიდა მათ? ყველანი დაიხოცნენ. _ იღიმის. - მე არცერთი მათგანი მომიკლავს, მაგრამ უკანასკნელი ვისაც ხედავდნენ მე ვიყავი. ნაიარევს ჩემს სხეულზე კრემის საშუალებით ვფარავ, თუმცა გულის ნაიარევს ვერაფერი მოვუხერხე. შევეგუე იმ ფაქტს რომ დედა არასოდეს გავხდები, ამდენი წამების შემდეგ საშვილოსნო დამიზიანდა და ამომიღეს. ისწავლე, ისწავლე ცხოვრება მაშო. არავის მისცე უფლება დაგჩაგროს, არავის მისცე უფლება ზემოდან გიყურეს. ათს გეტყვიან, ერთი თქვი, მაგრამ ისეთი რაც მათ გააჩუმებს. ნუ მიანიჭებ დიდ მნიშვნელობას ხალხს, ისინი უმნიშვნელოები არიან. მთავარია რას ფიქრობ და გრძნობ შენ. აღარასოდეს იტირო, იტირე მხოლოდ ბედნიერებით და არა მწუხარებით. _ შუბლზე კოცნის, გადასაფარებელს უსწორებს და ოთახიდან გადის.
- დეიდა. _ გარეთ გასულს შემოეგება ნიკა.
- ნიკა რატომ დამყვები უკან? მაინც არ წაგიყვან იცოდე, ვინც არ უნდა მითხრას არავითარ შემთხვევაში წაგიყვან. წადი და დაიძლინე, რომელი საათია? _ ქოთქოთით მიდის პირველი სართულისკენ. - წაბრძანდი და მამაშენმა წაგიყვა.... _ სათქმელი გაუწყდა გოგოს, გაოცებული თვალებით უყურებს მის წინ მდგომს. არ იცის რა ქნას, იკივოს, იყვიროს თუ უბრალოდ ჩაეხუტოს. - ჩამოხვედი, შენ ჩამოხვედი. მოხვედი. _ ჯერ კიდევ შოჯში მყოფი არ იცის რას ლაპარაკობს. - ძალიან მიხარია შენი ნახვა. _ როგორც იქნა გადაეხვია.
- მომენატრე.
- არ მეგონა მართლა თუ ჩამოხვიდოდი. ძალიან გამახარე, შენი აქ ყოფნა ახლა ნამდვილად ძალიან მჭირდებოდა.
- მე ყოველთვის შენს გვერდით ვიქნები.
- თუ მორჩით ხვევნა კოცნას იქნებ ამიხსნა ვინ არის ეს კაცი? ამ შუაღამით რომ დაგვადგა თავზე და არც კი გამეცნო? ანდაც საერთოდ რა ენაზე საუბრობთ, იქნებ ჩვენ არ ვიცით? _ ხელებგადაჯვარედინებული და წარბაწეული უყურებს ნიკა, ჯონათანს.
- ვაიმეე ნიკოლოზ. _ დაუბღვირა დარომ. - გაიცანი ეს ჯონათანია მამაჩემი, ჯონათან ეს ნიკაა.
- მე მეგონა მამაშენი.
- მან გამზარდა, ამიტომ ის არის მამაჩემი.
- სასიამოვნოა.
- ჩემთვისაც. _ გამართული ქართულით ამბობს კაცი.
- ქართულიც სცოდნია.
- დამოუკიდებლად ისწავლა. ძალიან დაღლილი იქნები ამიტომ დაისვენე, ხვალ ვილაპარაკოთ. ოთახს ნიკა გაჩვენებს.
- მე მიმცილებელი ვარ?
- ნიკა. _ თვალები დაუბრიალა ბიჭს. კაცს ემშვიდობება და თავის ოთახში შედის.


- დეიდა. _ სააბაზანოდან ახლახან გამოსულ ლაშხს ოთახში შეუარდა ნიკა.  - დეიდა. _ გაოცებული უყურებს დაროს.
- ნიკა. _ დაბნეული თვალები მიანათა ბიჭს, რომელიც დაროს ნაიარევს უყურებდა.
- რა არის დეიდა ეს?
- არაფერი. _ პირსახოცი მჭიდროდ მიიკრა სხეულზე და იქვე დადებულ ხალათს დაწვდა. - რა ხდება?
- რა გჭირს?
- ისეთი არაფერი, ბავშვობაში დავიზიანე. შენ რა გინდოდა?
- აუ წამოგყვები რა. _ მუდარა გაერია ხმაში.
- კარგი, გაემზადე და გავიდეთ.


- ბრალდებულის ადვოკატს ვთხოვთ დაკითხოს მოწმე.
- ქალბატონო ანა გვოთხარით რა ურთიერთობა გაქვთ ბრალდებულთან?
- ჩვენ შეყვარებულები ვართ.
- როგორც ჩემთვის გახდა ცნობილი თქვენ ორსულად ხართ, ადასტურებთ ამ ფაქტს?
- ვაპროტესტებ ქალბატონო მოსამართლევ, ეს არანაირ კავშირშია ამ საქმესთან.
- ქალბატონო მოსამართლევ თუ დაცვის მხარე მოიცდის, მიხვდებით რომ ეს პირდაპირ კავშირშია.
- პროტესტი მიუღებელია, გთხოვთ განაგრძეთ.
- გვიპასუხეთ ადასტურებთ თუ არა ამ ფაქტს?
- დიახ მე დათასგან ორსულად ვარ.
- ქალბატონო მოსამართლევ მოწმე ნამდვილად არის ორსულად, მაგრამ არა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფისგან. ისინი სულ რაღაც ორი თვეა ერთად არიან, თუმცა მოწმე ოთხი თვის ორსულია. ჩემს ხელთ არსებული მტკიცებულებიდა, დარწმუნებით შემიძლია ვთქვა რომ გარდაცვლილის თავად მოწმემ მოკლა. მას გვამის განადგურება-დანაწევრებაში ბავშვის მამა გიორგი გაბიანი დაეხმარა.
- ვაპროტესტებ ქალბატო მოსამართლევ, ჩვენ არანაირი მტკიცებოლება გვაქვს იმის შესახებ რომ ეს მოწმემ ჩაიდინა.
- თუ კარგად გადახედავთ საბუთებს ნახავთ რომ,  ჩემმა თანაშემწემ თქვენს თანაშემწეს გუშინ გადასცა მტკიცებულება რის საფუძველზეც აშკარა მკვლელის დანაშაულებრივი ფაქტი დასტურდება - ჩვენ არაფერი გვინახავს.
- ეს ჩემი პრობლემა არ არის. ქალბატონო ანა აღიარებთ თუ არა დანაშაულს?
- მე არავინ მომიკლავს, ეს დათამ ჩაიდინა.
- მაშ როგორ ახსნით თქვენს დეენემს, გარდაცვლილის სხეულზე? გარდაცვლილი თავად მოკალით, შემდეგ კი ჩემს დაცვის ქვეშ მყოფს აიძულეთ დანაშაული საკუთარ თავზე აეღო. რადგან გეშინოდათ ციხეში ჩაჯდომა.
- ძალიან ვწუხვარ.
- თქვენი მწუხარება, გარდაცვლილის დედას შვილის გაცოცხლებაში არ დაეხმარება. კითხვები აღარ მაქვს ქალბატონო მოსამართლევ.

- პროცესი დასრულებულია, ბრალდებული დათა ასათიანი წაყენებულ ბრალდებაში უდანაშაულოა. ამ საქმეში ახალ ბრალდებულს, და მის თანამზრახველს კი მიესაჯოს თავისუფლების აკვეთა ოცი წლის ვადით. გილოცავთ ქალბატონო დარო, თქვენ კიდევ ერთი უდანაშაულო ადამიანი გადაარჩინეთ.
- მადლობა. _ ღიმილით ეუბნება დაროს დათა.
- იმედია ახალ ცხოვრებას შეცდომების გარეშე დაიწყებ. _ არაფრისმთქმელი გამომეტყველებით შორდება ბიჭს და სასამართლო დარბაზიდან გადის.
- შენ ახლა სამ ადამიანს გამოუტანე განაჩენი. _ სიბრაზე შეერია ხმაში ნიკას.
- ნიკა ძალიან გთხოვ. ეს ჩემი მოვალეობაა, არავის მივცემ უფლებას ჩემს პროფესიონალიზმში ეჭვი შეიტანოს. ის დამნაშავე იყო და ამისთვის დაისჯება.
- და ბავშვი? მას ხომ არაფერი დაუშავებია?
- მე ვაიძულე დედამის მკვლელობის ჩადენა? მან თავადვე გამოუტანანმის შვილს განაჩენი. მე ამაში არაფერ შუაში ვარ. ხომ გითხარი არ წამოხვიდე თქო? თუ აპირებ ასე არაფროფესიონალურად მიუდგე საქმეს, სჯობს საერთოდ შეეშვა ადვოკატობას და არასამთავრობო ორგანიზაციაში იმუშაო. სადაც მოძალადე ქმრებისგან დაიცავ ცოლებს, ან მოძალადე ცოლებისგან ქმრებს.
- გინდა მაშოც შენნაირი ცივსისხლიანი გახადო?
- ნიკა ზედმეტები მოგდის. ჩემი დაც უდანაშაულო იყო გახსოვს? სად არიან ახლა მისი მკვლელები? ქუჩაში თავისუფლად დათარაშობენ.
- შურისძიებამ თვალები ისე დაგიბრმავა, ვერც კი ხვდები რას აკეთებ. მამიკოსგან გაბრაზებული პატარა გოგო ხარ, რომელიც ყველაფერს აკეთებს იმისთვის რომ ყოველთვის ყურადღების ეპიცენტრში იყოს. ვერც კი მიხვდი ისე გახდი ეშმაკების ადვოკატი.
- თუ ოდესმე გამოუსწორებელ შეცდომას დაუშვებ, არასოდეს მოხვიდე ჩემთან დახმარების სათხოვნად, რადგან მე არ დაგეხმარები. მე ხომ ეშმაკის ადვოკატი ვარ, შენ კი ჩემი დახმარება არ დაგჭირდება. ვინმე ისეთი იპოვე ვინც დაგეხმარება, აი მამაშენთან წადი აკოსთან არა დემნასთან. დამერწმუნე ის აუცილებლად დაგეხმარება. შევცდი შენში, მართალი ვიყავი რომ არ გენდობოდი, შენც მისნაირი ხარ. მე ყველაფერს ვაკეთებ იმისთვის რომ ჩემი დის მკვლელები დავსაჯო, შენ კი დგახარ და მაკრიტიკებ იმის გამო რომ ხალხს ვიცავ. აღარ მინდა შენი დანახვა.
- მაპატიე არ მინდოდა. _ გვიან გაიაზრა მისი სიტყვები ბიჭმა.
- გახსოვს რა ვუთხარი მას? სინანული გვიანია, შენი სინანული გატეხილ გულს ვერ გამიმთელებს. ერთი იცოდე როდესაც დრო მოვა, როდესაც დემნას განადგურებას დავიწყებ თუ შენც მის გვერსით იქნები იცოდე არც შენ დაგინდობ.
- ქალბატონო დარო. _ წასვლას აპირებდა როდესაც ზურგს უკან მამაკაცის ხმა მოესმა.
- გისმენთ?
- ბატონ შმაგის თქვენი ნახვა სურს. _ ჩუმად უჩურჩულა გოგოს.
- კარგი. _ ჩქარი ნაბიჯებით აედევნა მამაკაცს. ერთ საათიანი მგზავრობის შემდეგ მანქანა, მიტოვებული შენობის წინ გაჩერდა. მამაჯაცმა კარი გაუღო და  გოგოც მალევე გადმოვიდა.
- როგორ ხარ? _ ღიმილით შემოეგება მაღალი, ჭაღარა შეპარული, სასიამოვნო გარეგნობის კაცი.
- ძალიან კარგად თქვენ?
- შესანიშნავად. საარჩევნო კამპანია დაიწყო, პრეზიდენტი რეგიონებში ჩადის. ხალხის კეთილგანწყობის მოპოვებას ცდილობს. მგონი დროა დავიწყოთ ხალხის ყირამდე მივიტანოთ სიმართლე. დროა ჩამოვხადოთ ფარდა ყველაფერს და თქვა ვინ ხარ სინამდვილეში.
- მგონია რომ ჯერ ადრეა.
- რამდენი ხანი უნდა ელოდო? _ შავი თვალები მიანათა გოგოს. - არ გეყო რაც ითმინე?
- როგორ არა.
- მაშ ხვალიდან დავიწყოთ. ჯერ მამაშენით.
- არა. მას ბოლოსთვის მოვიტოვებ. ჯერ პრემიერით, მინისტრებით, ბიზნესმენებით. პრეზიდენტზე დიდი გავლენა პრემიერს აქვს, ამიტომ პირველ დარტყმას მას მივაყენებ.
- ძალიან კარგი.
- გილოცავთ მომავალი პრეზიდენტი ნამდვილად თქვენ გახდებით. _ ეშმაკურად გაუღიმა კაცს და ისევ მანქანაში დაბრუნდა.
- სად წაგიყვანოთ? _ ფიქრებიდან გამოარკვია კაცის ხმამ.
- ლიჩელების კომპანიაში.


- სად იყავი? _ კაბინეტში შესვლისთანავე ეუბნება ერეკლე.
- ერეკლე ერთი დღე იქნება გულს გამიხეთქავ. ასე უეცრად ნუ მივარდები კაბინეტში. _ გაუწყრა ბიჭს. - დღეს სასამართლო იყო, შემდეგ მნიშვნელოვანი შეხვედრა მქონდა. შენ რას შვებოდი?
- დღეს გაბრიელი ვნახე. მას შენი ნახვა სურს, მე არაფერი მითქვამს. _ დაამატა როდესაც დაროს გაცეცხლებულ სახეს წააწყდა. - თავად გიცნო, ძალიან მთხოვა შენთვის მეთქვა რომ შენი ნახვა უნდა.
- არ მინდა მისი ნახვა, არ შემიძლია.
- ვიცი ამიტომ უარი ვუთხარი.
- კარგია.
- რა გჭირს შენ?
- მე და ნიკამ ვიკამათეთ. ერეკლე ხვალიდან ჩემი გეგმის განხორციელებას ვიწყებ, პირველი ვისაც დავარტყამ პრემიერი იქნება. უნდა იცოდე რომ მასთან ერთად გაბრიელსაც დავარტყამ, თუ შენ არ შეგეძლება ამ ყველაფრის ატანა, არაფერს დაგაძალებ. მე არ გთხოვ გვერდი დამიმშვენო მაშინ როდესაც, შენს ბიძაშვილს გავანადგურებ.
- მე ყოველთვის შენს გვერდით ვიქნები. _ გულში ჩაიკრა გოგო. - ძალიან მიყვარხარ დარო.
- ძალიან ბევრი საქმე მაქვს. _ არ იცოდა რა ეპასუხა ამიტომ მისი თავიდან მოშორება გადაწყვიტა.
- კარგი. _ იღიმის და ოთახიდან გადის. ბიჭის გასვლის შემდეგ კაბინეტში მაშო შემოდის.
- ხვალისთვის პრესკომფერაცია მოაწყვე, თერთმეტ საათზე ყველა ტელევიზია, რადიო, ინტერნეტ გადაცემა მხოლოდ ერთ ინფორმაციას უნდა აშუქებდეს. ყველგან მხოლოდ მე უნდა ვსაუბრობდე, დარწმუნდი რომ ყველა მოვა.
- ყველაფერს მოვაგვარებ.

_ დილით ადრიანად გაეღვიძა, სადა გრძელმკლავიანი შავი კაბა ჩაიცვა, მაღლები მოირგო თმა უბრალოდ გაიშალა, ჩანთას ხელი დაავლო და სახლი ჯონათანთან ერთად დატოვა.
- ყველაფერი მზად არის, ეთერში ათ წამში ვიქნებით.
- დარო. _ ზურგს უკან მოესმა ერეკლეს ხმა.
- ძალიან მიხარია რომ მოხვედი. _ სიხარული ვერ დამალა გოგომ და ბიჭს გადაეხვია.
- ხომ გითხარი სულ შენს გვერდით ვიქნები.
- ორ წამში ეთერში ვართ. _ დაიყვირა მაშომ.
- არ ინერვიულო. _ ტუჩებში მოწყვეტით კოცნის ლაშხს.
- ვეცდები. _ ღრმად ჩაისუნთქა და ადგილი დაიკავა.
- ეთერში ვართ.
- მოგესალმებით ყველას, მე დარო ვარ ლაშხი. ბევრი თქვენგანი როგორც, ცივსისხლოანს, უკანონო შვილს, თუნდაც ეშმაკს მეძახით. გუშინ ეშმაკების ადვიკატიც შემარქვეს. ყოველთვის ყველა მეკითხებოდა რატომ ვარ ასეთი ცივსიწხლიანი? მაგრამ არასდროს არავინ მეკითხებოდა რატომ გავხდი ასეთი? თქვენ იცით რა არის უსამართლობა? მე ვიცი, მე გამომივლია უსამართლობა, მე ახლაც უსამართლობაში ვცხოვრობ. ჩვენ ყველა ვცხოვრობთ უსამართლო ქვეყანაში, ქალბატონებო და ბატონებო მე არ გიცნობთ თქვენ, არც თქვენ მიცნობთ მე. თქვენ არ იცით მე რა გამომივლია, გავდივარ ან გავივლი. არც მე ვიცი რას გადიხართ თქვენ, მაგრამ ერთი ვიცი ჩვენ ერთად უნდა აღვადგინოთ სამართლიანობა. ქვეყანაში სადაც პრემიერის შვილს, მინისტრის შვილს, ბიზნესმენის შვილს შეუძლიათ ჩაიდინონ დანაშაული და ამის გამო მათ არავინ დასჯის, რატომ უნდა დავსაჯო მე ჩემი უდანაშაულო კლიენტი? ძალიან დიდი ხნის წინ, მაშინ როდესაც პირველად ჩაერთო საარჩევნო კამპანიაში ბატონი პრემიერი, მისმა შვლილმა და მეგობრებმა უდანაშაულო არასრულწლოვანი გოგოს სიცოცხლე შეიწირეს. ის არ იყო ჩემთვის უცხო, ის ჩემი და იყო ადამიანი რომელიც სიცოცხლეზე მეტად მიყვარდა. მათმა ის წამართვეს რაც ყველაზე წმინდა იყო ჩემთვის. ბევრი თქვენგანი იტყვის აქამდე სად იყავი? მას შემდეგ ხომ წლები გავიდა? მე ველოდი, ველოდი დროს როდესაც ქვეყანაში შემეძლებოდა სიტყვა მეთქვა, სიტყვა რომელსაც ფასი ექნებოდა. მე პატარა გამოუცდელი, ყველასგან მიტოვებული ბავშვი ვიყავი. თქვენი აზრით ვინ დამიდგებოდა გვერდით? არავინ. სიმართლე გითხრათ ჩემი ყოველი გადადგმული, ნაბიჯი და ყოველი ამოსუნთქვა საშიშია. მე ყოველ დღე ველოდები დარტყმას ზურგიდან, რადგან ისინი პირდაპირ არავის დაარტყამენ. პატარა ასაკში მომიშორეს თავიდან, ჩამომართვეს მოქალაქეობა. რის შედეგადაც მომიწია შემეცვალა, გვარი. რა სასაცილოა არა? ჩემი მოკვლაც კი სცადეს, არა ერთხელ, უამრავჯერ, მაგრამ მე ეს შევძელი დღეს აქ ვზივარ და გიყვებით სიმართლეს. ეს ჯერ დასაწყისია, მე არ გავჩერდები არ გავჩერდები მანამ სანამ ყველას არ დავსჯი. არ გავჩერდები სანამ ყველა არ აგებს პასუხს. მე ყველანაირი, დოკუმენტი მტკიცებულება მაქვს რის შედეგადაც საქმის აღძვრა შესაძლებელია. არამარტო ჩემი დის საქმეს არამედ ყველა საქმეს გამოვიძიებთ, ყველაფერს სადაც მთავრობის მაღალჩინოსნები გარეულია.  მივმართავ პროკურატურას, მოსამართლეებს თუ რომელიმე თქვენგანი შემიშლის ხელს საქმის ბოლომდე მიყვანაში, საბუთები უკვე სტრასბურგში გავაგზავნე. მოსმენა ერთ თვეშია ასე რომ მოემზადეთ. სიტყვას ყოველთვის ვასრულებ, ვნახოთ ვინ იქნება შემდეგი. _ მომაჯადოვებლად იღიმის და იქაურობას ტოვებს.
- ძალიან მაგარი იყავი. _ აღფრთოვანებას ვერ მალავს მაშო.
- ძალიან ვინერვიულე, არც კი ვიცი რა ვთქვი.
- ის თქვი რაც საჭირო იყო. _ უკნიდან მიეხუტა ერეკლე.
- დარო მართლა კარგი იყავი. _ შუბლზე კოცნის ჯონათანი.
- უკაცრავად. _ ჩანთიდან ტელეფონს იღებს ნაცნობი ნომრის დანახვისას, ეშმაკები აუციმციმდა თვალებში.
- საყვარელ მამიკოს მივესალმები. _ ირონიას არ იშურება. ერეკლეს მოხვეულ ხელს იშორებს და მათ შორდება.
- შენ სულ გააფრინე? რას აკეთებ დარო? გინდა საბოლოოდ მოგკლან?
- მემუქრები?
- მე შენ არასოდეს დაგემუქრები. შენ პრემიერის ჩამოგდება გადაწყვიტე, ამის გამო გაგანადგურებს ხომ იცი.
- შენ მგონი სჯობს იმაზე იდარდო, გემრიელ ლუკმას ბოლოსთვის რომ ვინახავ.
- თუ შენ ეს ბედნიერებას მოგანიჭებს მე ყველაფრისთვის მზად ვარ.
- ყველაზე ბედნიერი ვიქნები როდესაც გისოსებს მიღმა დაგინახავ. შენს კრუელას  მიწას ჩემი ხელით რომ დავაყრი, მაგ დროს ბედნიერებით გავიღიმებ. _ ბრაზით ჩასძახა ტელეფონში.


- ძალიან ლამაზი ადგილია. _ მინდორზე გაწოლილი ერეკლესთან ერთად, გაჰყურებს ღამის თბილისს.
- ხშირად მოვდიოდი მამასთან ერთად აქ.  ახლა ძალიან იშვიათად მოვდივარ.
- მე და მაშოს ჩვენი ადგილი გვქონდა, სადაც მხოლოდ მარტო მივდიოდით. იმ ადგილის შესახებ არავინ არაფერი იცის, ის ჩვენი თავშესაფარი იყო. ადგილი სადაც ძალიან ბედნიერები ვიყავით.
- ძალიან მინდა შვილი, ორი გოგო რომლებსაც ერთმანეთი ისე ეყვარებათ როგორც შენ და მაშოს. _ ხელი გადახვია გოგოს.
- ჰო. _ ცრემლიანი თვალები მიანათა ბიჭს.
- მგონი ეს არ უნდა მეთქვა.
- შვილები კარგია, მაგრამ მე დედა ვერასოდეს გავხდები. უნაყოფო ვარ, მართალი ვიყავი მე შენ ვერასოდეს გაქცევ ბედნიერ კაცად. ვერასოდეს გაჩუქებ შვილს. შენ ვერასოდეს იქნები ბედნიერი ჩემთან. _ ფეხზე წამოდგა ლაშხი.
- დარო. _ მისკენ გაქაჩა გოგო და გულში ჩაიკრა. - ჩემი ბედნიერებისთვის შენი ყურებაც კი საკმარისია, მერე რა შვილები თუ არ გვეყოლება. ვიშვილებთ, ერთს ორს ანდაც სამს. ყველაფერი კარგად იქნება, მთავარია შენ იყო ჩემთან.
- ეგრე ძაანაც ნუ მიჭერ ხელს გავიგუდები. _ სიცილით ამბობს გოგო.
- მიყვარხარ.
- ვიცი. _ იღიმის.
- ძალიან მიყვარხარ._ ბოლო ხმაზე ყვირის ლიჩელი და გოგოს ტუჩებს დაეძგერა.




№1  offline წევრი nino ninidze n

მაგარია პირველად წავიკითხე და მომეწონა წარმატებებიheart_eyes kissing_heart magarixarrrrrrrr

 


ვფიქრობდი სანამ ბოლო თავს არ დადებს არ დავწერ კომენტარს თქო, მაგრამ დღეს გვერდი ვერ ავუარე smiley ძალიან კარგად წერ და მომწონს ის რასაც წერ. დარო ძალიან მაგარი გოგოა, მებრძოლი და მიზანდასახული,რამდენი რამ გადაუტანია და ჯერ კიდევ მყარად დგას ფეხზე.ნიკასგან არ იმსახურებდა იმ სიტყვებს და იმედია, როგორმე გამოასწორებს ნიკა თავის შეცდომას, ერთადერთია ვინც დისგან დარჩა და იმსახურებს ორივე ბედნიერებას. ერეკლე კიდევ ძალიან თბილია და მომწონს ლამაზი წყვილია ერთად. გაბრიელი ჯერ ისევ კითხვის ნიშნის ქვეშ დგას, თუმცა მინდა უდანაშაულო იყოს. წარმატებები.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent