მიგდებული "პატარძალი" (4)
არ დამვიწყებია რაც გამიკეთა ლაშხმა! ხოდა ახლა დროა ანგარიში 1-1 გავხადო! მე მივყვები თორნიკე ლაშხს ცოლად, ხოდა ყველაფერი დანარჩენი იქნება ისე როგორც მსურს მე და არა მას! სამაგიეროს გადახდის დროა.-ბოროტულად მეღიმება ჩემს ჩანაფიქრზე და ნიცას ოთახისკენ ღიღინით მივდივარ: -დეე, აქ ხარ?-თავს ვყოფ ოთახში. -წასვლას ვაპირებ უკვე და რამე საქმე გაქვს? -დღეს ლაშხს გაგაცნობ.-ვუღიმი. -შვილო, ქმარს გვარით მიმართავ?-გაოცება ეხატება სახეზე. -არა დეე, ეს შენ , რომ მიმხვდარიყავი ვიზეა საუბარი იმიტომ მოვიხსენიე ლაშხით.-ვცდილობ ჩემი ტყული გადავფარო. იმდენად შეჩვეული ვარ, რომ ლაშხს ვეძახი უკვე თამაშიც კი მიჭირს, ვერ აღვიქვამ იმას, რომ ის უკვე თორნიკეა ჩემთვის, სამწუხაროდ! -ძალიან კარგი. რომელ საათზე? -8ზე. -კარგი. აი ეხლა ისევე მოულოდნელად მივწერ ლაშხს და ვეტყვი დედაჩემი უნდა გაგაცნო თქო როგორც თვითონ გამიკეთა. პრინციპში რატომ ახლა? პირდაპირ 8ის ნახევარზე მივწერ და იაროს მერე თავპირისმტვრევით. კარგი ჯანდაბას, იქნებ ჯობია ცოტა კეთილი ვიყო? ხომ არ ვუთხრა წინასწარ? ვერ მოგართვი! შანსი არაა! ჯანდაბა! მომიწევს საკუთარი თავი დავაბა იმისთვის, რომ სრულიად შემთხვევით არ მიმეწერინოს. რა ჯანდაბა მჭირს?! ისე ვიქცევი , თითქოს ლაშხის ნახვა მინდა! მინდა არა ტოლმა!-ჩემს ფიქრებზე ნერვებათხრილი ტელეფონს ვიღებ და ნინას ვურეკავ: -ნინიკოო, ამო რა ჩემთან. -ნინიკოს განახებ მე შენ.-კბილებში ცრის და ამატებს-ამოვალ და განახებ ვინაა ნინიკო! -აუფ, რა ხდება რა გჭირს?-ფაქტია რაღაც ამბავია აქ , თორემ ისე ასეთი არაა ხოლმე. -ეჰჰ, ამოვალ და მოგიყვები. -კარგი. 10 წუთში კარზე ზარის ხმა მესმის და რათქმაუნდა ვინ იქნება თუ არა ნინა. -ყავა გააკეთე რა.-მოღუშული ამბობს სამზარეულოში შედის , მაცივარს აღებს ტორტს იღებს და მეკითხება-გინდა?-აი ნამდვილი მეგობარიც ასეთი უნდა! -ხო გადმოიღე მთლიანად.-ვეუბნები და ჭიქებს ვამზადებ ყავისთვის-რა მოხდა? -ერეკლე მოხდა!-ერეკლე ნინას მამაა. მამა, რომელსაც არასდროს გახსენებია , რომ ყავდა შვილი, რომელიც მთელი 24 წელი ელოდებოდა და ოცნებობდა ენახა ვინ და როგორი იყო მისი მამა. როგორც კი გაიცნო მაშინვე დაკარგა ყველანაირი მოლოდინი და მაშინვე დაინგრა მისი ოცნების კოშკები. ერეკლემ 24 წლის წინ მიატოვა ნინას დედა, მარიამი. მას შემდეგ აღარცერთი აღარ გახსენებია და ყავს ახლა შვილი , რომელიც არაფერს იმსახურებს , მაგრამ კი ყვება თან ერეკლე, თინიკო ქვია. -ახლა რაღა უნდა?-თვალებს ვატრიალებ. -თურმე უნდა, რომ ჩემს პირადზე ყველაფერი მოვუყვე! მე გვარიც კი დედაჩემის მაქვს და საერთოდ არ ვაღიარებ მაგ არსებას მამად და ახლა გავახსენდი და ახლა მოუნდა თავისი დიდი ცხვირის ჩარგვა ჩემს ცხოვრებაში?! გარკვევით ვუთხარი, რომ აღარ მინდა მისი ნახვა! -კაი, დაიკიდე რა. წამო ახლა მე და შენ ჩვეულებას არ ვუღალატოთ და როგორც ყოველთვის ვაკეთებთ ხოლმე როდესაც ცუდ ხასიათზე ვართ ისევ ისე მოვიქცეთ.-ყურებამდე გაკრეჭილი ვეუბნები ნინას. -კარაოკე პატარავ?-ეშმაკურად მიღიმის. -კარაოკე!-ვუდასტურებ და ტელევიზორისკენ მივრბივარ. უკნიდან ნინა მოექანება და დივანზე ხტება. რა ვქნათ, ვერასდროს გავიზრდებით! "გამოუვალ მდგომარეობას" ვრთავ და ბოლო ხმაზე ვბღავით. ყველა სიმღერა რაც კი ქონდათ ვიბღავლეთ. ტელეფონზე საათს ვუყურებ უკვე შვიდია. ახლა კი დროა დიად ლაშხს მივწერო. -უი ნიინ, გითხარი რას ვუჩალიჩებ ლაშხს? -რას?-ინტერესით მეკითხება. -გუშინ , რომ მომადგა და მარბენინა ტყუილად აქეთ-იქით, მშობლები უნდა გაგაცნოო ახლა ჩემი ჯერია.-კმაყოფილი ვეუბნები და ისევ ინტერესიან სახეს ვიღებ საპასუხოდ-დღეს ნიცას ვუთხარი საქმრო უნდა გაგაცნო 8ზე თქო. ლაშხი არ გამიფრთხილებია, ხოდა ახლა მივწერ 8ის ნახევარზე აქ იყავი დედაჩემი გელოდება თქო. დაფეთებული დაიწყებს გამზადებას და მოვა ნახევარი საათით ადრე. მერე კიდევ პატარ-პატარა გეგმები მაქვს , მაგრამ მერე ნახავ, უფრო მეტი ეფექტი ექნება.-თვალს ვუკრავ. -შედი ქალო, გაემზადე! -მოიცა მივწერო ჯერ.-ტელეფონს ვიღებ და კონტაქტებში "ლაშხს" ვპოულობ. "8ის ნახევარზე აქ იყავი, დედაჩემი უნდა გაგაცნო სიყვარულო"-ვწერ და ჩემს ოთახში შევდივარ გასამზადებლად. კრემისფერ სადა კაბას ვიცვამ და თმებს გაშლილს ვტოვებ. მაკიაჟს საერთოდ არ ვისვამ. 2 წუთში მესიჯი მომდის ლაშხისგან: "რა დედაშენს გამაცნობ?! არ უნდა გაგეფრთხილებინე გოგო?!" აუფ, "გოგო"!-ვაჯავრებ-გამომივიდა ესეც ქართველი ვაჟკაცი. "აა , არ გამიფრთხილებიხარ? მე მეგონა გაგაფრთხილე" ესეც ასე! ახლა დარწმუნებული ვარ დღეს ცოცხალი ვერ გადავურჩები ერთ სულიერს, მიუხედავად იმისა, რომ 1:1-ია. უკვე ჩაცმული მისაღებში გავდივარ და დივანზე ვჯდები: -რა ქენი მიწერე?-დაინტერესებული მეკითხება ნინა. ტელეფონს ვაწვდი, რომ წაიკითხოს.-იმენაა, მაგარი ქალი ხარ რა!-ამბობს და კარზე ზარის ხმაც არ აყოვნებს. ოხხ, მოცუნცულდა ლაშხი. კარები გაღებული არ მაქვს მრისხანე მზერას , რომ ვაწყდები: -დააწყნარე მზერა, მისაღებში დედაჩემი ზის.-ვეუბნები და ნინასკენ მიმყავს.-თორნიკე , გაიცანი ეს დედაჩემია.-ნინაზე ვეუბნები, ნინა მხოლოდ წამით იბნევა და მერე მყვება თამაშში-დეე, გაიცანი, ეს თორნიკეა ჩემი საქმრო.-ნინა ამრეზით უყურებს. უხ, რა კაი გოგო მყავხარ! ახლა დროა გული გავუხეთქოთ ამ საზიზღარს და ვაზღვევინოთ რაც გუშინ გამიკეთა. -გამარჯობა.-მთელი თავისი სისწრევით ეუბნება ნინა და თავიდან ბოლომდე ათვალიერებს ლაშხს. სიცილს ძლივს ვიკავებ ნინას ასეთი სახის დანახვაზე.-დაჯექით, რას მიდგახართ ფეხზე.-უკმაყოფილო სახით ამბობს ნინა. -ასეთი ახალგაზრდა დედა გყავს? შენ დას უფრო გავს.-აბა კი, სულ დედაჩემია! ზედგამოჭრილი. -ახალგაზრდა დავქორწინდი.-გამყინავი ხმით ეუბნება ნინა.-იცი, მე საერთოდ არ მომწონს თქვენი ქორწილის ამბავი, არც შენ არ მომწონხარ,-ხელს იშვერს ლაშხისკენ და ყავას წრუპავს-საერთოდ მთელი თქვენი ახალგაზრდული თაობა არ მომწონხართ, არც ის მომწონს , რომ ჩემი თავქარიანი შვილი ისევ აპირებს ქორწინებას. -ოპაა, ლაშხი დაიბნაა, არ იცის რა უნდა თქვას და ხელს მიჭერს. -დედა, კარგი რა! ესე როგორ შეიძლება! გულს უხეთქავ ჩემ საქმროს!-საიდან მაქვს მე ამხელა თავშეკავებულობა ხომ ვერ მეტყვით?! -მე მხოლოდ იმას ვამბობ რაც მართებულად მიმაჩნია ნენე! -უი შენ ნენე გქვია ხო?-ყურში ძალიან ჩუმად მჩურჩულებს ლაშხი. ხოა ღირსი მართლა მონსტრი დედა მყავდეს! -არაა, ზვიადი!-კბილებში ვცრი და მერე ნინას ვეუბნები-მიდი დეე, არ დაინდო... დღეს მეტი ვერაფრით ვერ მოვასწარი. ხვალ უფრო დიდ თავს დავდებ. ხო, ამასთანავე ხვალ საინტერესო თავი გელით ძაააალიან ეშმაკური ნერვებისმოშლებით. მადლობა ყველას ვინც კითხულობთ <3 |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.