შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

უსასრულობასაც აქვს დასასრული (თავი პირველი)


22-11-2018, 23:04
ავტორი Mariami 1408
ნანახია 1 069

მე ვერ აგიხსნი საყვარელო. შენ უნდა იპოვო ცხოვრების თანამგზავრი, რომელიც გეცოდინება რომ მუდამ შენს გვერდით იდგება, ყველა მომენტში. მე მხოლოდ იმის თქმა შემიძლია რომ სიყვარული აუცილებლად დასრულდება, ზოგადად ყველაფერი სრულდება ამ ქვეყანაზე უსასრულობა არ არსებობს. რაც არ უნდა პესიმისტურად ჟღერდეს ღმერთს უსასრულო არაფერი შეუქმნია, ქვეყანასაც კი დასასრული აქ, ისიც კი სრულდება რაღაც კონკრეტულ წერტილში. მე რეალისტი ვარ შეიძლება ეს ხშირად გულს მტკენს მაგრამ ეს ხშირად მეხმარება სხვებთან შედარებით სწორად ვიფიქრო. შენი გადასაწყვეტია რას აირჩევ მე უბრალოდ გითხარი რასაც ვფიქრობდი-დავასრულე საუბარი და გრძელი ყავისფერი თმა გვერძე გადმოვიყარე
-მაგრამ შენ? შენც ხომ გყვარებია? და ეს ასე უბრალოდ დასრულდა?
-აჰ ჩემო ევა ჩემსა და შემს ასაკებს შორის დიდი სხვაობა არ არის სულ რაღაც სამი წელი მაგრამ როგორ კარგად იგებ ყველაფერს და ახლა რატომ ვერ მიხვდი რომ მე აუცილებლად მეყვარებოდა ვინმე წარსულში? რა თქმა უნდა მიყვარდა მაგრამ როგორც ავღნიშნე ისიც დასრულდა ისევე დასრულდა როგორ ყველაფერი სრულდება ხომ გესმის არა?
-შენ მე მომავალს მინგრევ ეგეთი აზროვნებით-თქვა ევამ და გადაიკისკისა
-მე მომავალს კიარ გინგრევ არამედ მას ვაჩენ შენ თვალში-ვუთხარი და ოდნავ გავიღიმე. ფეხზე წამოვდექი და იქვე დადებული ჩანთა გადავიკიდე
-ახლა კი წადი დედაშენთან და ბოდიში მოუხადე იმის გამო რაც გააკეთე დამერწმუნე ბოდიში ყოველთვის არა მაგრამ ზოგ შემთხვევაში საუკეთესო გამოსავალია
-კარგი მადლობა ასეთი კარგი საუბრისთვის
-არაფრის ევა, როდესაც დახმარება დაგჭირდება ყოველთვის შეგიძლია მომმართო-ვთქვი და მერვე კლასელთა საკლასო ოთახი დავტოვე. სკოლის დერეფანს ნელ-ნელა გავუყევი და ვიგრძენი რომ ზამთრის ცივი ჰაერი უკვე სკოლაშიც იყო გავრცელებული. გარეთ რომ გაიხედავდი გაშიშვლებულ ხეებს დაინახავდი. ცა ღრუბლებით იყო გადაჭედილი. გარშემო ადამიანები უაზროდ დადიოდნენ, თითქოს საერთოდ ყველაფერი ფეხებზე "ეკიდოთო".
თავი ოდმავ გავაქნიე უკმაყოფილომ და ზარის დარეკვის თანავე მეორე გაკვეთილზე შევედი. მეორე ქიმია მქონდა, დირექტორი მასწავლის სხვა თაშორის.
ჩემ დაქალ ანას გვერდით მივუჯექი
-სად იყავი გოგო აქამდე? ქეთიმ კინაღამ დაიბრდღვნა თმები-მითხრა სიცილით
-ევასთან ვიყავი რაღაც თემასთან დაკავშირებით ვსაუბრობდით. ქეთი კი რომც მოვსულიყავი მაინც დაიპუტავდა მის წითელ თმას სოუუ-ვთქვი სიცილით და ქიმიის წიგნი ამოვიღე
-სხვათაშორის დღეს ულამაზესად გამოიყურები-მითხრა და ჩემი შავი კაბა და შავი მაღალი ტყავის ჩექმები შეათვალიერა. ხო მართლა სკოლაში ფორმა გვაქვს და მიუხედავად იმისა რომ მეათე კლასში ვართ ჩვენი დამრიგებელი მაინც არ გვაძლევს თავისუფლად სიარულის საშვალებას.
-მადლობა საყვარელო-ვთქვი თუ არა კლასში დირექტორი შემოვიდა.
გაკვეთილი ძალიან მოსაეყენად მიდიოდა ზოგიერთს ჩამოეძინა კიდევაც კინაღამ.
უეცრად მასწავლებლის ტელეფონმა დარეკა. დაახლოებით 5 წუთში მე მიმიხმო თავისთან
-დიახ მას
-ანა მასწავლებელი გეძახის მეთერთმეტე კლასშია და ჩადი საქმე აქვს რაღაც
-კარგით მას ეხავე-ვთქვი და ნელი ნაბიჯებით დავტოვე კლასი. პირბელ სართულზე ჩავედი და ვიგრძენი როგორ შემცივდა, რატონღაც პიჯაკი კლასში დავტოვე.
მეთერთმეტე კლასის კარი შევაღე. მეცნო ეს კლასი, ოდესღაც ბევრი რამ მაკავშირებდა მასთან
-გამარჯობა ანა-შევედი წყნარად და მასწავლებელი გადავკოცნე
-როგორ ხარ სესილი?
-არა მიშავს მას თქვენ როგორ ხართ?
-მეც კარგად.
თქვა და სკამიდან ფეხზე წამოდგა. კლასის წინაშე წარმადგინა
-გაიცანით ეს სესილი დადიანია. ის რამდენიმე კვირა რის განმალობაშიც თქვენ იმ მთავარ პროექტზე იმუშავებთ ის თქვენ დაგეხმარევათ. დამიჯერეთ მასზე კარგი დამხმარე მეორე არ არსებობს
-ანა რაღაც კითხვა მაქვს. მე არ მაქ უფლება ავირჩიო მინდა თუ არა დახმარება?
-რამე პრობლემაა საყვარელო?
-შეიძლება-ვთქვი და ოდნავ თვალი გავაპარე ერთად მჯდარ ბიჭებთან-თუმცა ისეთი არაფერი-ვთქვი და გავიღიმე.
დავიძარი იმისთვია რომ ადგილი დამეკავებია თუმცა ვინ გაცადა, ანამ თავად მტაცა მხრებში ხელი და ერთ-ერთი ბიჭის გვერძე მიმასკუპა
-აი აქ დაჯექი და აქ მოისმინე პროექტის დეტალები-თქვა ანამ. მის სახეზე ცოტა ღელვა შევამჩნიე თუმცა ყურადღება არ კივაქციე და ჩემს გვერძე მჯდომს გავხედე. ო ჰაიაა კარგი რა ისევ ეს? სერიოზულად? ღმერთო რამე დავაშავე?
-ოღონდ ეს არა-ჩავილაპარაკე ჩემთვის
-რა მოხდა რამე არ მოგეწონა?-მკითხა ირონიული ღიმილით
-პირველი-ხომ გახსოვს არანაირი ირონია და მეორე არანაირი არაფერი
-ხო კაი ნუ მეწერვები ეგრე
-როგორც მინდა ისე მოვიქცევი-ვთქვი და ჩაბთიდან ფანქარი და ფურცელი ამოვიღე. ბექასთვის ყურადღება აღარ მიმიქცევია. ვხვდებოდი როგორ აკვირდებოდა ჩემს თითოეულ მოძრაობას, ბოლოს ვეღარ მოითმინა ალბათ და მითხრა
-ულამაზესი ხარ-თვალები დავჭყიტე გაოცებისგან
-ბატონო?
-ხო რა იყო? ულამაზესი ხარ
-მადლობა მაგრამ მე არ მჭირდება შენი აზრის გამოხატვა შენ გარეშეც ვიცი რომ ლამაზი ვარ-ვთქვი და ფეხზე წამოვდექი-მას უნდა წავიდე და თუ შეიძლება ხვალიდან დავიწყებ მომზადებას
-კარგი არაა პრობლემა საყვარელო-მითხრა და გადამეხვია.
სწრაფი ნაბიჯებით დავტოვე სკოლა და გარეთ გამოვედი. მაშინვე სუსხი მომხვდა სახეზე, ამის გამო დამბურძგლა კიდეც. იქვეჩამოვჯექი და ფირებს მივეცი, სხვა აღარაფერი მახსოვდა კიდევაც...
იმ ღამე სკარგად მეძინა, ვზადებოდი მეორე დღისთვის მაგრამ ვხვდებოდი რომ ბექა რაღაც უზარმაზარ პრობლემას წარმოადგენდა ჩემი მომავლისთვის...


პს. მემგონი საშინელებაა მაგრამ იმედი მაქვს თქვენ მოგეწონებათ ????❤




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent