მე, ლექსები, საზოგადოება და შენ
მე არაფერი არ მინდა ამ ლექსების გარდა, ჩემსა და თქვენს შორის არის დიდი რკინის ფარდა. გამიგებდით? მე ამის ხომ არასოდეს მწამდა. ეს დაცინვა, გულცივობა ჩემს გულს მუდამ კლავდა. მხოლოდ ერთი მიყვარდა და მას ვუძღვნიდი ლექსებს. თქვენი ცივი სახეები კი მიშენდნენ ბევრ ქვებს. ეს ასეთი საქციელი ჭრიდა გულის მერქნებს, ხშირად, ხშირად ის ტეხავდა მხოლოდ, მხოლოდ ჩემს ძვლებს. ალბათ არაფერს შეცვლიდით, თუნდაც მასაც ვყვარებოდი. სურვილებთან, სიყვარულთან ერთად მეც კი ვმთავრდებოდი. მე მის სურნელს ჯოჯოხეთშიც, ჯოჯოხეთშიც გავყვებოდი. მხოლოდ მისი გულისათვის მე ხომ ყველგან დავრჩებოდი. თქვენ ჩემს ლექსებს დასცინით და ჩემს გრძნობებს რიყავთ, ალბათ, მძიმე დარდები გაქვთ და ამით მათ ზიდავთ. თქვენ ხომ ყინულის გული გაქვთ და ყინულის გონება, თქვენ ფიქრობთ, რომ თქვენ რაც გინდათ, აქ სწორედ ის მოხდება. სიყვარული და ლექსები? იარსებებს მუდამ! ეს მაცნობა ჩემი გულის ერთმა თოვლის გუნდამ. ალბათ, არასდროს არ მოხვალ და ვიქნები მარტო. ჩემს გულში ეს სიყვარული როგორღა გავმართო. ამ გრძნობების არეალი არის ძლიერ ვიწრო, მზად ვარ, რომ მთელი ცხოვრება სულ შენზე ვიფიქრო. მე მიყვარხარ, შენს გვერდით ვარ, შენ ხარ ჩემი ოცნება. შენ ხარ ჩემი სიყვარული და ერთი საოცრება. მე არაფერი არ მინდა ამ ლექსების გარდა, ჩემსა და თქვენს შორის არის დიდი რკინის ფარდა. გამიგებდით? მე ამის ხომ არასოდეს მწამდა. ეს დაცინვა, გულცივობა ჩემს გულს მუდამ კლავდა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.