შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სიძულვილიდან სიყვარულამდე ბევრია (თავი 5)


23-11-2018, 00:12
ავტორი თათი
ნანახია 10 206

_გამიშვი! _ამაზე აღარ შემწინააღმდეგებია და გამატარა.
უკან ადგილი არ იყო, ამიტომ წინ გადავედი, ჩემდა საუბედუროდ ადგილი არსად იყო, ყველა ორ სკამზე გაწოლილიყო. მგონი, რატიმ ყველასთან მოილაპარაკა. ცოტა გავბრაზდი, მაგრამ არ ვაპირებდი უკან დაბრუნებას. გადავწყვიტე მძღოლთან დავმჯდარიყავი, ასე ხშირად ვიქცევი ხოლმე, როდესაც ყველას სძინავს მე კი არა, რადგან მთელი დღის გამოძინებულს, არანაირი სურვილი მაქვს კიდევ დავიძინო. კიბის საფეხურზე ჩამოვჯექი და გზას შევყურებდი. მართლა, საოცარი სანახაობა იყო, როგორც სხვა დროს.


ჩვენი მძღოლი ახალგაზრდა კაცი იყო, ალბათ, 30_დან 40 წლამდე, თავისთვის ჩუმად მუსიკებს უსმენდა, რამაც სასიამოვნოდ გაკვირვებული დამტოვა. 2 საათი მაინც ვიჯექი იქ, ბოლოს კი ჩამომეძინა და მძღოლმა გამაღვიძა, წადი დაიძინეო. არ შევწინააღმდეგებივარ, მაგრამ არ ვიცოდი სად უნდა წავსულიყავი. უკან მიმავალს ადგილები კიდე დაკავებული დამხვდა, მგონი, ღმერთმა ამ ღამეს რატი მომისაჯა. სხვა გზა არ მქონდა, გავემართე რატისკენ... გამახარა იმან, რომ ეძინა, მაგრამ საკითხავია ეძინა?


რატი ნაპირზე იჯდა, ჩემს შემდეგ ამოცანას, მისი გაღვიძების გარეშე ადგილის დაკავება წარმოადგენდა, რომელშიც ჩავფლავდი. თითქმის სამშვიდობოს ვიყავი გასული, თვალები რომ გაახილა და გული გამიხეთქა:
_ვიცოდი, რომ მოხვიდოდი.
_შემაშინე, იდიოტო!
_შენ გამაღვიძე, თუ კაია.
_ან გეძინა, ან არა.
_მეძინა.
_არ მაინტერესებ! _სკამზე დავჯექი, პლედი დავიფარე და ნატკენ მუხლს დავუწყე ყურება.
_შეგიძლია ფეხი დამადო, ვიცი რომ გტკივა, ამ ერთ სიკეთესაც გაგიკეთებ.
_არ ხარ ვალდებული.
_დანაშაულს ამით ვერ გამოვისყიდი, მართალი ხარ. _პასუხი აღარ გავეცი.
_ლილე, ვილაპარაკოთ, გთხოვ?!
_არ მინდა ლაპარაკი!
_გთხოვ?!
_რატომ მთხოვ, რატი, რა გინდა ჩემგან? რატომ უნდა მოგისმინო? რატომ უნდა გავაკეთო, ის რაც გინდა? შენ გააკეთე ის, რაც მინდოდა? ან ახლა აკეთებ?
_მომისმინე, ეს გააკეთე მხოლოდ, მეტი არაფერი მინდა.
_კარგი, გისმენ, მაგრამ უკანასკნელად, რატი!
_ვიცი, რომ ძალიან გაწყენინე, თავის მართლებას არ ვაპირებ, მაგრამ მინდა ყველაფრისთვის ბოდიში მოგიხადო. არასწორი ვიყავი, შენთვის ცილი არ უნდა დამეწამა, არ უნდა შემერცხვინე, ბოლოს კი ის საშინელება არ უნდა მეთქვა. მაპატიე, გთხოვ, მაპატიე. იმ დღის მერე სულ შენზე ვფიქრობ, აღარ ვიცოდი რა გამეკეთებინა, რომ გეპატიებინა, გთხოვ ამ ერთხელ მაპატიე, ასეთი რამ აღარასოდეს განმეორდება, გპირდები. ოღონდაც, ახლა მაპატიე, გთხოვ... _და რა უნდა გავაკეთო? არვიცი რა ვიფიქრო, გაურკვევლობაში ვარ, არც მიხარია, არც მწყინს, იმის გაგება, რასაც ამდენ ხანს ველოდი. ღირს მისი პატიება?
_არაფერს მეტყვი?
_ვერაფერს გეუბნები.
_მაპატიე, გთხოვ, მაპატიე. არაფერი მითხრა, უბრალოდ ერთხელ ჩამეხუტე, გთხოვ!
_რატიი...
_გთხოვ! _თვალები აუწყლიანდა, თითქოს ხმა უწყდებოდა, არვიცი რატომ, მაგრამ ჩემსკენ გადმოწეული არ შემიჩერებია, უფლება მივეცი ჩამხუტებოდა. თავი ჩემს კისერში მოაქცია, ვიგრძენი როგორ დამისველა მისმა ცრემლმა კანი, გული მეწვოდა, ყველაფერი მტკიოდა, ორგანიზმი, თითქოს, დაავადებას, სახელად რატის ებრძოდა.



მთელი ღამე ერთად ვიჯექით, არ იძინებდა და თავ მეც მოუსვნერად ვგრძნობდი, გაქცევა მინდოდა, მაგრამ გასაქცევი არსად მქონდა. რამდენჯერმე საუბრის წამოწყება სცადა, მაგრამ ყველანაირად ვცდილობდი ისინი დიდხანს არ გაგრძელებულიყო. საბოლოოდ ჩამეძინა, არ მახსოვს როდის, მაგრამ როდესაც გავიღვიძე რატის მიხუტებული ვყავდი, ერთი ხელი გადმოხვეული ქონდა, მეორეთი კი ჩემი ხელი ეჭირა და საყვარლად ეძინა.
მგონი, არავის დავუნახივართ, თუ ვიღაც ინტრიგანმა შაუღამით ჩამოვლა არ გადაწყვიტა, ან დათოს, ნიკას, ნინოს და ნატას არ გაეღვიძათ და რაც მთავარია, თაკოს. კარგად გათენებულიც არ იყო, ჯერ კიდევ ყველას ეძინა.
არვიცი, იმ მომენტში რა დამემართა, რატომ გავაკეთე ის რაც არ უნდა გამეკეთებინა. დიდი შეცდომა დავუშვი, როდესაც მძინარეს სახეზე და თმებზე „შევეხე“, ან მოვეფერე, არვიცი ზუსტად რა იყო ეს.
_შენ მე მაპატიე! რატომ არ გინდა აღიარო ეს? _თვალებდახუჭულმა მითხრა და ცოტა არიყოს შემაშინა, რამდენიმე წამი ჩუმად ვიყავი და სიტუაციაში გამორკვევას ვცდილობდი.
_შენ მე მაპატიე, მაპატიე, ლილე!
_არა.
_კი, მაპატიე. _კმაყოფილებისგან იღიმის, რაც მაღიზიანებს:
_ჯანდაბა! მართალი ხარ, მე გაპატიე. მე მაშინ გაპატიე, როცა გითხარი მეზიზღები_თქო. მაშინ გაპატიე, როდესაც გავიქეცი. მაშინ გაპატიე, როცა საუკეთესო დრო გავატარე ნატასთან და ნინოსთან ერთად. მაშინ გაპატიე, როდესაც ვერ გაუძელი ჩემს ტკივილს და ჩამიხუტე. მაშინ გაპატიე, როცა სახეში შემოგარტყი. მე ყოველ ჩემს ქმედებაში გპატიობდი.
მიუხედავად ყველაფრისა, მე გაპატიე ყოველი წამი, რაც შენზე ფიქრში გავატარე, ყოველი ცრემლი გაპატიე, ხვდები? გაპატიე და ამით ამოვწურე იმ სითბოს მარაგი, რაც ყველასათვის უნდა გამენაწილებინა. ყველას მიმართ გავცივდი, ჩავიკეტე, მიჭირს ჩემი გრძნობების გადმოცემა, ჩუმად ვარ და ჩემივე სიჩუმე მანადგურებს, ლაპარაკის უნარი წამართვა ამ პატიებამ. მე ის აღარ ვარ, ვინც ვიყავი და ვინც მინდოდა ვყოფილიყავი, უბედნიერესი ვიყავი, რადგან მეგონა შეწყვეტილ ცხოვრებას ვაგრძელებდი, მაგრამ ცხოვრება კვლავ შემაწყვეტინე იმ დღეს, ისევე გამანადგურე, როგორც ექიმის სიტყვებმა „ცეკვა გეკრძალება“. აი, ეს გამიკეთე, რატი. ახლა რას ფიქრობ? ღირდა ამად შენი პატიება?
_ლილე, გთხოვ ნუ აკეთებ ამას!
_ნუ გაქვს ეგეთი მოწყენილი სახე, ნუ მგონია, რომ საცაა იტირებ, შენ ნუ იქცევი ეგრე, რატი. ბედნიერი იყავი, შენ მიახწიე იმას, რაც გინდოდა, მე გაპატიე. გაიღიმე, რატი, გაიღიმე! გააგრძელე ცხოვრება ისე, თითქოს ჩემთვის არც გიწყენინებია, რატი, იყავი ბედნიერი. გყავს საოცარი შეყვარებული, მას შენს გარდა არავინ უნდა. იყავი ბედნიერი და გააბედნიერე ისიც.
_მაგრამ შენ? ლილე, შენ რა უნდა გააკეთო? როგორ უნდა იცხოვრო? როგორ ვიყო ბედნიერი, როცა ჩემი პატიების გამო იტან ამას?
_ჩემზე ნუ იფიქრებ, მოიქეცი ისე, როგორც იმ დღეს: იფიქრე ყველაზე გარდა ლილესა. მე შენი, თაკოს, ნატას, ნინოს, დათოს და ნიკას ბედნიერებითაც ბედნიერი ვიქნები. დღეიდან დავიწყებ სითბოს შეგროვებას და იქნებ, დადგეს ის დღე, როდესაც კვლავ, შევძლებ ცხოვრების გაგრძელებას, ამ დღეს მოუთმენლად დაველოდები. მაშინ მოვალ და მთელი ჩემი სულით და გულით ჩაგეხუტები, თუ საჭირო იქნება, მთელ სითბოს კიდევ შენ მოგცემ, მე ამას გავაკეთებ, რატი, გპირდები!!!
მაპატიე, ყველაფერი მაპატიე, გთხოვ. ის სახეში გარტყმაც მაპატიე. თუ რაიმე მიწყენინებია შენთვის ან შენი საყვარელი ადამიანებისთვის, ყველაფერი მაპატიე, გთხოვ რატი!
_არ არსებობს ის, რასაც არ გაპატიებ, ყველაფერს გაპატიებ, ლილე. საპატიებელი არაფერი მაქვს, მაგრამ რომც მქონდეს დაუფიქრებლად გაპატიებდი. უზომოდ კარგი ადამიანი ხარ, ლილე, მაოცებ, ყოველ ნაბიჯზე მაოცებ!!!
_კარგი მოვრჩეთ, გოგოებტან გადავალ, კარგად?!



ეს იყო დამშვიდობება, დამშვიდობება რატისთან. დაძაბულობის, გაურკვეველი გრძნობების დასასრული. ეს იყო რატისადმი ჩემი სიყვარულის დასაწყისის კულმინაცია. მე ის ამ წამიდან მიყვარდა. ეს იყო გამომშვიდობება ლილესთან, მხიარულ, გულწრფელ, ბედნიერ, სუფთა ლილესთან. ამ წამიდან მისი სული დაბინძურდა, მას უცნობი სენი შეეყარა, დღითიდღე უფრო ანადგურებდა იგი ლილეს. ტანჯავდა იმ წამლის ყურება, რომელიც მის ნაცვლად, მისივე თხოვნით სხვას კურნავდა. ეს იყო სასჯელი, რომელიც ლილემ საკუთარ თავს მიუსაჯა, იმისათვის, რომ არც კი გააფრთხილა ისე შეუყვარდა არასწორი ადამიანი. ამან გააბრაზა ლილე, მაგრამ ლილე ძლიერია. მრავალი დღე ღამდება და ამდენივე ღამე თენდება, ლილე კვლავ ცეკვავს, კვლავ სწავლობს, მაგრამ ის აღარ იღიმის, აღარც ვინმეს აღიმებს, აღარ ლაპარაკობს ბევრს, მხოლოდ იმას რაც საჭიროა და შეიძლება ამაზე ნაკლებსაც. ლილე აღარ ცანცარებს, მასწავლებლებისგან შენიშვნებსაც არარ იღებს. ლილე შეიცვალა, სხვები ამ ცვლილებას გაზრდას უწოდებენ. ლილე შეიძლება, მართლა გაიზარდა. გაიზარდა, მაგრამ იმაზე ბევრს ტირის, ვიდრე პატარაობაში ტიროდა. ტირის ყოველ მაღალ ნოტზე. ლილე ბევრს ტირის, მაგრამ ამას ვერავინ ხედავს. ლილე სხვებს მხოლოდ იმას ანახებს, რაც მას უნდა, ლილე შეიცვალა, „განა შეცვლის ამ ცანცარა, გადარეულ გოგოს რამე?“_ ამ კითხვას ბევრისგან გაიგებდით, მაგრამ დიახ, ლილეს შეცვლა სიყვარულმა მოახერხა, ცხოვრებამ ბევრი ასწავლა პატარა ლილეს და იგი პატარა უკვე აღარ იყო. მსოფლიოში ბევრი ლილეა, ყველას ცხოვრებაშია „ლილე“ წლები, ან „ლილე“ თვეები, ბევრია „ლილე“ დღეებიც. სამყაროში ბევრი ლილეა, ახლა, მკითხველო, იქნებ შენც ლილე ხარ, იქნებ უკვე იყავი კიდეც, ან იქნებ ლილე დღეები ჯერ კიდევ წინ გაქვს.
ძლიერი იყავი, მკითხველო, ძლიერი!!!


„ს ი ძ უ ლ ვ ი ლ ი დ ა ნ ს ი ყ ვ ა რ უ ლ ა მ დ ე ბ ე ვ რ ი ა“


ესეც ცოტა პატარა მეხუთე თავი, მეგობრებო. ასე ვთქვათ ეს თავი პირველი ნაწილის დასასრულია, ამიტომ გამოვიდა ცოტა მოკლე. ველოდები თქვენს კომენტარებს. შევეცდები მალე დავდო ახალი თავი.



№1  offline წევრი fluctus Oceani

დასრულდა? კაი რა მე როგორ ველოდებოდი ამის გაგრძელებას და ასე მალე დაამთავრე?

ისე მეც ვიტირე არა რა ამ საიტმა ზედმეტად ემოციური გამხადა რაღაც ყველაფერზე ვტირი

 


№2 სტუმარი სტუმარი ნინო

მომწონს ძალიან და ველოდები გაგრძელებას. გთხოვ დუდხანს არ გვალოდინო რა???? წარმატებები????

 


№3  offline წევრი თათი

I love you baby
დასრულდა? კაი რა მე როგორ ველოდებოდი ამის გაგრძელებას და ასე მალე დაამთავრე?

ისე მეც ვიტირე არა რა ამ საიტმა ზედმეტად ემოციური გამხადა რაღაც ყველაფერზე ვტირი

არ დასრულებულა, პირველი ნაწილი დავამთავრე ამით. სავარაუდოდ ხვალ დავდებ ახალ თავს

სტუმარი ნინო
მომწონს ძალიან და ველოდები გაგრძელებას. გთხოვ დუდხანს არ გვალოდინო რა???? წარმატებები????


დიდი მადლობა, კვირას არ გადავაცილებ დავდებ მანამდე.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent