შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სხვისი არჩეული საქმრო (თავი 9)


23-11-2018, 00:33
ავტორი უნდა ვწერო
ნანახია 3 866

სრულ თავისუფლებას ვგრძნობ; ვერავინ და ვერაფერი მბოჭავს, თითქოს სული მღერის... საოცარი განცდა მეუფლება, დილის გათენებაც კი მიხარია, არადა ასე დიდი ხანია, არ ვყოფილვარ.
ღიღინ-ღიღინით ვალაგებ საწოლს და სააბაზანოში შევდივარ, შხაპიც კი ორმაგად მსიამოვნებს, ახლა უფრო ნათლად ვხვდები, როგორ მბოჭავდა უაზრო სამსახური...
-ცხოვრება მარწუხთა წიაღში არსებული ბრძოლაა - ვეუბნები საკუთარ თავს, ისევ მინდა განვაგრძო ფიქრები, შორეული და თან ახლობელი, თუმცა ტელეფონის ხმა მაწყვეტინებს. ირაკლია, მთხოვს, რომ მასთან ერთად გავატარო ეს დღე, მეც არ ვეუბნები უარს, მანანას სიბრძნეების მოსმენას ნამდვილად სჯობს და კრიტიკას იმის შესახებ, რომ უაზრო და ქარაფშუტა გოგო ვარ.


***
მამადავითზე ავდივართ, სიმშვიდე მასთან სიახლოვით თითქოს მატულობს. საკურნებელ წყაროსთანაც მივდივართ. ვხედავთ, მას როგორ უახლოვდებიან ქალები, შვილის ყოლის სურვილით აღვნილნი. ალი და ნინოს ვიზიტი გვახსენდება, როგორ საუბრობდნენ ქვაზე, რომლის მამობასაც მამადავითს აბრალებდნენ და ამ საოცარ ისტორიას ჩვენც ვიხსენებთ.
-ცხოვრება საოცარია, არა, ლენ ? - მეკითხება ირაკლი, მე კი მეცინება, შემდეგ კი თავს ვუქნევ.
რამდენიმე წუთი უბრალოდ ვდგავართ და ვაკვირდებით ადამიანებს, ქალებს, რომელთა გული იმედადაა ქცეული.. ვაკვირდები და მსიამოვნებს, მეც მემატება იმედი იმისა, რომ ცხოვრებაში ბევრი სასიამოვნო მოგონების შეძენა შემიძლია.
ცოტა ხანში ირაკლი რაღაცაზე მანიშნებს, შემდეგ კი სპონტანურად იწყებს :

„მინდა ავვარდე მამადავითზე,
იქ აირჩიე, სულო ბინა შენ;
მინდა უეცრად მუხლზე დავეცე
ჩემი თბილისის და მზის წინაშე.

ჩემო ქალაქო! არ დამაკელი
შენ სიხარული მზისგან ფერილი,
თავზე გადგია, როგორც კანკელი,
ცა მოელვარე და აჟღერილი...

შენს ალაყაფთან მსურს დავალაგო
ლექსები, როგორც სისხლის წვეთები...
მილიონ ხმებით სავსე ქალაქო,
დიდი სატახტო ხარ პოეტების.“

-ბრავო ! - მეცინება და ტაშის დაკვრის იმიტაციას ვაკეთებ.
-ნუ დამცინი, გოგო ! - ირაკლის კიდევ უფრო მეტად ეცინება. შესაბამისად გვიწევს იქაურობა დავტოვოთ, სანამ არაადეკვატურად შეგვრაცხეს..
მყუდრო ადგილს ვპოულობთ, ვსხდებით და სანამ მიმტანი, შეკვეთას მოგვიტანს, უკვე იწყებს ირაკლი საუბარს. ისევ დოსტოევსკის „თეთრი ღამეები“ ახსენდება და მეკითხება, რომელია შენთვის ყველაზე საყვარელი ერთი საათიო. პასუხს ვერ ვცემ, ვიბნევი და დუმილით კითხვას უკანვე ვუბრუნებ.
-„მთელი დღის განმავლობაში არსებობს ერთი საათი, რომელიც განსაკუთრებულად მიყვარს. ეს ის საათია, როდესაც ადამიანები თითქმის ყველა საქმიანობას ამთავრებენ, სახლებისკენ მიიჩქარიან, რათა ისადილონ, დაისვენონ და ტახტებზე წამოწვნენ - თან კი ფიქრობენ, როგორ შეძლონ, რაც შეიძლება სასიამოვნოდ გაატარონ საღამო, ღამე და საერთოდ დარჩენილი თავისუფალი დრო.”
მისი პასუხი მაბნევს, როგორ ასწრებ კითხვას - მეთქი, ან ასეთ დეტალებს როგორ უღრმავდები, როცა ასეთი მძიმე სამუშაო გაქვს - მეთქი.
-მორიგეობისას რომ არ დამეძინოს, როცა საქმე არ მაქვს, სულ ვკითხულობ - ეღიმება და მზერას პირდაპირ ჩემი თვალებიც წინ აჩერებს.
-როგორი ბედნიერებაა, როცა საკუთარი საქმე გაქვს, რომელიც გიყვარს...
-ეს იმიტომ არ მითქვამს, რომ განწყობა გაგიფუჭდეს - თავისი დიდ მარჯვენაში ჩემს ორივე ხელს იქცევს და სახეზე მაკვირდება. არ ვიცი რას ეძებს ან რისი აღმოჩენა უნდა, თუმცა არ ვეწინააღმდეგები.
მისი შეხება რაღაცნაირად მიზიდავს. ისე არა, როგორც ბაჩოსი ან რომელიმე ბიჭის, რომელსაც აქამდე შევხვედრირვარ, არამედ უფრო სხვანაირად, მაგრამ როგორ, არ ვიცი ან უბრალოდ არ მესმის..
ადამიანს ხომ ხშირად არ გამოსდის ცნობიერებისა თუ გულის ნაკადის ნაყოფს სიტყვები მოუძებნოს; ამ დროს დუმილი მატერიას ჯობნის, ერთ ადგილზე ათავსებს, შემდეგ კი უბრალოდ აქვავებს.
ძალიან ხშირად მინდა შესაბამისი სიტყვების პოვნა, უბრალოდ დიდი სურვილი მაქვს, ჩავწვდე საკუთარ არსებას, მაგრამ ამაოდ, ეს უბრალოდ ჩემს, მოკვდავი ადამიანის, ძალებს აღემატება.
„რა იქნებოდა, რომ ქარტეხილთა განტოლებების ამოხსნა შემეძლოს“ - მეფიქრება და კიდევ ბევრი რამის გავლება მინდა გონებაში, მის კლანჭებ ქვეშ გავლება, თუმცა ისევ ირაკლი ჩნდება ასპარეზზე.
-ლენ, ძალიან ლამაზი ხარ !
-ნუ მაწითლებ ! - მეცინება.
-წითელი სულ არ ხარ.
-კაი, რა... - ტუჩები მებრიცება. მის კომპლიმენტების დასტა განსაკუთრებით მომწონს.
-აი, ახლაც საყვარლად გამოიყურები..
-კარგი, რა...
-ვერ გაცდი მაგ კარგი რას ? - ეცინება და სიცილში მეც ვყვები... ისეთი ლამაზად და მიმზიდველად შეუძლია ამ მოქმედების შესრულება, არ შემიძლია არ ავყვე..
-როცა იღიმი ულამაზესი ხარ ! - მეუბნება და ხელებს სათითაოდ მიკოცნის.


***
შუა ღამით რიტმული ზარი მაღვიძებს, ტელეფონი არ ჩერდება... ვუყურებ უცხო ნომერია. მინდა, თავზე რამე გადავაჩეხო ჩემი ძილის დამფრთხობს. დაბნეულად ვპასუხობ, თავიდან ქაოტური ხმები მიპყრობს და ცოტა არ იყოს შიში მიპყრობს.
-ვაა, ლენ.. იცი, ახლა მაგარ კაიფში ვარ და მენატრები..
-ვინ ხარ ? - აკანკალებული ხმით ვკითხულობ..
-ვინ და შენი სიყვარული.
-შენ კარგად ხარ ? - ვხვდები.. ეს ბაჩოა და უარესი კანკალი მიტანს.
-ჩამოდი, შენს კორპუსთან ვარ..
-შენ არ გახსოვს აკრძალვა ? როგორი იდიოტი ხარ, არ გესმის, რომ ყველაფერი დასრულდა ?
-არ მესმის კი არა... არ გახსოვს რა გითხარი ? გოგო მას უნდა გაყვეს ცოლად, ვისთანაც პირველად იწვა - სიტყვებად აქცევს თავისი უაზრო გონების ნაფიქრს.
-ახლა დაახვიე შენს ღრუზინულ აზრებთან ერთად და სხვა გოგოებში ეძიე სისპეტაკე.. - სწრაფად ვუთიშავ, ტელეფონსაც ვრთავ და საბანს თავზე ვიფარებ, თითქოს ასე გავექცევი მომწამლავ ფიქრებს.
მთელი ღამე არ მეძინება.. აზრები, შიშები მაქვავებს..
გამთენიისას ძლივს მივყვები ძილს ბურანში.. როცა მეღვიძება, შუა დღის 4 საათია, ტელეფონს ვაშტერდები, უამრავი გამოტოვებული ზარი მხვდება. აქედან ნახევარი ირაკლისგანაა, ნახევარი - ბაჩოსგან. ვშლი ყველას, ფეხზე ვდგები, შხაპს ვიღებ, ცოტა აზრზე მოვდივარ, შემდეგ კი ირაკლის ვურეკავ.
-მანერვიულე.. ტელეფონი გამორთული გქონდა... - მისალმება - მოკითხვის მაგივრად ეს სიტყვები მესმის.
-ჰო, მეძინა.
-ამდენ ხანს ?
-ჰო, გავათენე.
-რას შვრებოდი ?
-ფილმებს ვუყურებდი - ვცრუობ. არ მინდა, რამე იმოქმედოს და შარში გავხვიო. ზოგადად სხვისი ჩარევა არ მსიამოვნებს, მირჩევნია, საკუთარი პრობლემები თავადვე მოვაგვარო.
-ძალიან კარგი.. დღეს რას შვრები ?
-რავი, თავი ნახევრად მისკდება, ორმაგ ყავას დავლევ, მერე კი არ ვიცი..
-გამოგივლი ერთ საათში, იმედია, ყავის ბოლომდე დამთავრებას მოასწრებ - მეუბნება ირონიით, რადგან იცის, რომ ბოლომდე ფინჯანს ძალიან იშვიათად ვცლი.

***
თვალებახვეული სადღაც ავყავარ.. წესიერად ვერც ვხვდები სად ვართ ან რა სიუპრიზს მიმზადებს. მხოლოდ იმას ვიაზრებ, რომ მაღლა ვართ და ჰაერის ცივი ტალღები ძლიერდება.
-არ მივედით ?
-ნუ ხარ სულსწრაფი - ეცინება.
-აუ, კაი, ჰო...
-აჰა, მოვედით - თვალებს მითავისუფლებს, მე კი უბრალოდ ვშტერდები. ეს ხომ ჩემი ბავშვობის ყველაზე დიდი რომანტიკა იყო და არა მხოლოდ ბავშვობის..
სიხარულის განცდა სრულიად მეუფლება..
რომანტიკული ვახშამი სახურავზე, სანთლები ჩემკენ ანათებენ, წითელი გადასაფარებელი კი ირაკლის ტუჩებს ამძაფრებს... ძალიან მინდა მოვეხვიო, მაგრამ თავს ვიკავებ, რადგან ყველა კაცი ერთნაირია, მიუხედავად იმისა, რომ სურვილის წინააღმდეგ წასვლა მიჭირს.
ოდნავ ვთრთი, არ ვიცი ეს ნიავისგანაა, თუ მისი შარმის შედეგს წარმოადგენს..
მიყურებს და ეცინება. ეტყობა, რომ მისთვის ყველაფერი ნათელია. თავისკენ მიზიდავს, თვალებში დაჟინებით მიყურებს, თითქოს პასუხებს ეძებს, შემდეგ კი ჩემს ტუჩებს კიდევ უფრო უახლოვდება. სითბო მეუფლება, შემდეგ კი ლამისაა პაპანაქებად გადაიქცეს...
ადრე ვფიქრობდი, ყველაფერი ბანალურდება საპირისპირო სქესთან მიმართებაში - მეთქი.. თუმცა იმ წამებში, როცა თვალებს ვხუჭავ, ირაკლის ბაგეები კი ჩემთან იმდენად ახლოსაა, რომ სუნთქვაც მიჭირს, ფიქრებში სულ სხვა ენაზე ვიწყებ ჭიკჭიკს...
მისი სიახლოვე ისე მსიამოვნებს, სულ არ ვთვლი, რომ მან ან მე აქამდე რამე გავცვითეთ.
არ ვიცი იმ წამს, როცა ჩვენს კოცნას რამდენიმე წამი და რამდენიმე ბწკარის მოქმედება აშორებს, მაგრამ იოსებ გრიშაშვილის ლექსის ბოლო სტროფი მახსსენდება;

„გეტყვი, რომ რა ვქნა, მიყვარხარ ისევ,
მომიახლოვდი... მომეცი ხელი...
თუ პირველობა მე არ მაღირსე,
ვიქნები მაინც უკანასკნელი.“

____
აქამდე ვერ დავდე გარკვეული მიზეზების გამო, ხან არ მეწერინებოდა და ხან დრო არ მქონდა...
ესეც არ გამომივიდა დიდი..



№1  offline მოდერი ტკბილიწიწაკა

როგორ გამიხარდა რო დავინახე ახალი თავი ნეტა იცოდე ♥️♥️♥️
აუ ისეთი თავი იყო თითქოს მომეშვა და სიტკბოთი ავივსე♥️♥️
ლენაც თითქოს დაწყნარდა მაგრამ აი ეს ბაჩო რომ გამოჩნდა ვოტაარიყოს მაშინებს იმედია ყველაფერი მშვიდობიანად მოგვარდება ♥️♥️ ჰოო ირაკლი? ძალიან საყვარელი და თავისებურია იმედია ეს პატოვისცემა რომანტიკა და თბილი ხასიათი ნამდვილად აქვს და არა მხოლოდ დროებითია და ხელოვნური ♥️♥️ ისევ და ისევ მიხარიხართ და გელოდები მოუთმენლად ♥️♥️♥️

 


№2  offline ადმინი უნდა ვწერო

ტკბილიწიწაკა
როგორ გამიხარდა რო დავინახე ახალი თავი ნეტა იცოდე ♥️♥️♥️
აუ ისეთი თავი იყო თითქოს მომეშვა და სიტკბოთი ავივსე♥️♥️
ლენაც თითქოს დაწყნარდა მაგრამ აი ეს ბაჩო რომ გამოჩნდა ვოტაარიყოს მაშინებს იმედია ყველაფერი მშვიდობიანად მოგვარდება ♥️♥️ ჰოო ირაკლი? ძალიან საყვარელი და თავისებურია იმედია ეს პატოვისცემა რომანტიკა და თბილი ხასიათი ნამდვილად აქვს და არა მხოლოდ დროებითია და ხელოვნური ♥️♥️ ისევ და ისევ მიხარიხართ და გელოდები მოუთმენლად ♥️♥️♥️

ძალიან დიდი მადლობა..
მე კი შენმა კომენტარმა უზომოდ გამახარა heart_eyes heart_eyes

 


№3 სტუმარი ნათია41

აი მესმის რომანტიკა. არა მაინც გაბედა შანსი მისცეს ირაკლის თუ წარმოიქმნა მათ შორის უკვე ქიმია.

 


№4  offline ადმინი უნდა ვწერო

ნათია41
აი მესმის რომანტიკა. არა მაინც გაბედა შანსი მისცეს ირაკლის თუ წარმოიქმნა მათ შორის უკვე ქიმია.


ცდა ბედის მონახევრეა.. smile
იქნებ ახლა მაინც გაუმართლდეს

 


№5  offline მოდერი Tamta.k

უჰ როგორი იყოო, სასწაული გოგო ხარ შენ!❤️

 


№6  offline ადმინი უნდა ვწერო

Tamta.k
უჰ როგორი იყოო, სასწაული გოგო ხარ შენ!❤️

ძალიან დიდი მადლობა blush

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent