რა მოხდებოდა?
ბოლო დღეებს ითვლის ნოემბერი, ცივს და წვიმიანს. მე კი ვწევარ, სევდიანი მუსიკის ფონზე ვხუჭავ თვალებს და მეღიმება. მახსენდება ყველა მისი ქცევა, თუ რას აკეთებდა ჩემი ყურადღების მისაქცევად, როგორ ცდილობდა დაემტკიცებინა, რომ მართლა ვუყვარდი ან სულაც არ ვუყვარდი და უბრალოდ კარგად თამაშობდა. რაც დრო გადის, მით უფრო მეტი კითხვა მიჩნდება ამ ადამიანთან. მართალია, უკვე აზრით აღარ აქვს, რადგან უკვე ბევრი წელი გავიდა, მაგრამ ძალიან მინდა ყველა კითხვას პასუხი გაეცეს. ამ კითხვებზე პასუხების არ არსებობის გამოა, რომ მასზე ფიქრს თავი ვერ დავაღწიე და თითქოს ერთ ადგილზე გავიყინე. ვცდილობ თავის დაღწევას, თუმცა არ გამომდის. დიდი ხანია გაცნობიერებული მაქვს ორივეს ჩვენი გზა გვაქვს, რომელიც აღარ გადაიკვეთება ერთმანეთთან, თუმცა მაინც მეფიქრება იმაზე: "რა იქნებოდა ყველაფერი სხვანაირად, რომ განვითარებულიყო?", "რა მოხდებოდა, რომ უარი არ მეთქვა და ვყოფილიყავით შეყვარებულები?" ზუსტ პასუხს ამ კითხვებზე ვერასდროს ვეღარ გავიგებ, როგორც ვერ გავიგებ იმ კითხვაზე პასუხს თუ რამდენად გულწრფელი იყო, თუ უბრალოდ უბრალოდ სურდა დაემტკიცებინა, რომ ნებისმიერ გოგოს შეაყვარებდა თავს? ის ხომ ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ტიპი იყო გარშემომყოფებში, გამორჩეული გარეგნობითაც და კონტაქტურობითაც. მე კი ერთი ჩვეულებრივი გოგო, არაფრით არავისგან გამორჩეული. თუმცა შეიძლება წარმოვიდგინოთ რამოდენიმე სცენარი, თუ როგორ შეიძლება განვითარებულიყო სიტუაცია მე რომ "დაბრო" მეთქვა: 1) ყველაზე ცუდი სცენარის შემთხვევაში(რისიც ასე ძალიან მეშინოდა) იყო, რომ "დაბროს" თქმის შემდეგ მთელი სანაცნობო წრის დასაცინი არ გავეხადე. მეშინოდა, რომ იმ მომენტის შემდეგ არ ეთქვა: "აი ხომ ვამბობდი ყველას სურს ჩემთან ურთიერთობაო" და მეორე დღიდან დაცინვით ყველას ჩემკენ გამოეშვიარა ხელი. 2) მეორე სცენარის განვითარება შეიძლება ცოტა დადებითად წავიყვანოთ: ვყოფილიყავით შეყვარებულები, მაგრამ მალე მომხდარიყო ჩვენი დაშორება. და მაინც რამდენ ხანში? 2თვეში? 3თვეში? ზუსტად ამ კითხვაზე არ მაქვს პასუხი ან მესამე სცენარის მიხედვით: 3) საერთოდაც ამოგვეღო ეს დაშორება სცენარიდან და ვყოფილიყავით ხელით მისათითებელი შეყვარებულები. მითუმეტეს, რომ წელიწადნახევარი მისგან მოშორებით მომიწია ყოფნა(სხვაგან გადასვლა, კონკრეტულად კი სხვა ქალაქში და სხვა გარემოცვაში). საბოლოოდ ხომ ამ მიზეზის გამო ვუთხარი უარი, ამ მიზეზმა იქონია ძალიან დიდი გავლენა ჩემს გადაწყვეტილებაზე. ვიქნებოდით შეყვარებულები რომლებმაც ერთმანეთი არ დაკარგეს თუნდაც მანძილის გამო და იმის მიუხედავად, რომ ორივე ძალიან ჯიუტი იყო, ორივეს ყოველთვის სურდათ თავისი გაეტანათ და უამრავი ცუდი თვისების მიუხედავად მაინც იდეალური წყვილი იყო და ერთმანეთი ძალიან უყვარდათ. ეს მესამე სცენარი ალბათ ზედმეტად იდეალურია ჩვენი რეალობისთვის, თუმცა ყველაზე სასურველი. ვახელ თვალს და ვხვდები, რომ ამ თემაზე ბევრი ფიქრი კარგს არაფერს მომცემს, უფრო სწორედ არც არაფერს მომცემს, რადგან ეს თემა წარსულია, რომელიც ვეღარ შეიცვლება. ვხვდები, რომ უნდა ვიფიქრო აწმყოზე და მომავალზე, თუმცა რთულია, როცა აცნობიერებ, რომ უარი უთხარი ადამიანს, რომელიც მართლა გიყვარდა. რთულია იმის გაცნობიერება, რომ არ მიეცი შანსი ადამიანს რომელიც შენთვის შეიძლება ითქვას ნამდვილი სიყვარული იყოდა ეს გვიან გააცნობიერე. რთულია როცა აცნობიერებ, რომ ახლანდელი გადასახედიდან სულერთი იყო რა სცენარი განვითარდებოდა, სხვა თუ არაფერი ეს კითხვები არ დამტანჯავდა, თუმცა ვერაფერს ვცვლი და ცხოვრება გრძელდება... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.