შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

აფექტი (თავი 3)


23-11-2018, 01:46
ავტორი BlondeCandy
ნანახია 1 128

III.
-მოსაწყენი ხარ, როდესაც გძინავს და ხმას არ იღებ, მიდი, გაიღვიძე, - მამაკაცის ხმა აღვიძებს, რომლის სუნთქვაც პირდაპირ სახეზე ეხეთქება და გამოფხიზლებაში ეხმარება. თვალების გახელისთანავე ხედავს მის საწოლზე ჩამომჯდარ თორნიკეს, რომელიც ნახევარი ტანით ლიზასკენ არის გადმოხრილი და სახე ზედმეტად ახლოს აქვს მოტანილი ლიზას სახესთან. გაღიზიანებული უხეშად კრავს ხელს გულმკერდზე, თუმცა მის დაძვრას ოდნავაც კი ვერ ახერხებს, ამიტომ ბოლოს თვითონ იწევა შეძლებისდაგვარად უკან.
-რა გინდა, - ახალგაღვიძებული ხმა, აბურდული თმები აქვს და დაკუჭული ტანსაცმელი აცვია, რომელიც გუშინ საერთოდ არ გაუხდია და პირდაპირ ჭუჭყიანი ტანსაცმლით დაწვა დაღლილი დასაძინებლად.
-შენმა ოჯახმა და შენმა საყვარელმა საქმრომ პოლიციაში წასვლა გადაწყვიტეს, რადგან არავინ დაიჯერა, რომ ასე უცბად ყველას გაუფრთხილებლად წახვიდოდი, - ჯიბიდან ტელეფონი ამოიღო და ლიზას წინ დადო, საწოლზე. -პოლიცია ბევრი მიზეზის გამო ამბობს უარს ამ ამბის გამოძიებაზე, მაგრამ ყოველი შემთხვევისთვის ჩემთვის ისედაც დიდი შარი ხარ, ამიტომ უნდა დაურეკო და დაელაპარაკო რომელიმეს, რომ შენ კარგად ყოფნაში დარწმუნდნენ. - ლიზას ტელეფონში სხვა სიმ ბარათი ჩადო და ვიღაცის ნომერი აკრიფა - უბრალოდ გაბედავ და რამეს ჩემთვის არასასიამოვნოს იტყვი და შენ კი არა შენ საყვარელ საქმროს მოვკლავ პირველ რიგში, გასაგებია? - ბოლოჯერ გააფრთხილა, როდესაც უკვე ტელეფონს აწოდებდა. -იტალიური ნომერია, შესაბამისად იტყვი, რომ იტალიის რომელიღაც ქალაქში ხარ.
-გისმენთ, - მოუდლოდნელად გაისმა გაბრიელის მშვიდი და დაბოხებული ხმა, რომელსაც ლაპარაკი ინგლისურად დაეწყო. აცრემლიანებული თვალებით გახედა თორნიკეს და გულში უამრავჯერ აგინა ამ ყველაფრისთვის, რა თქმა უნდა, გაბრიელი ამოერჩია მამაკაცს. ადამიანი, რომლის ნახვაც ახლა ყველაზე მეტად უნდოდა და ადამიანი, რომლის ხმაც უდიდეს ტკივილს ანიჭებდა.
-გაბი... მე ვარ, - ყველაზე მეტად გაუჭირდა ამ სიტყვების თქმა და აცრემლიანებული თვალების ერთმანეთისთვის დაჭერამდე დააფიქსირა თორნიკეს ირონიული ღიმილი.
-ღმერთო, როგორ მომენატრე,- მთელი ემოცია ამოაყოლა სიტყვებს მამაკაცმა, - ვერ ვხვდები ასე უცბად რატომ წახვედი, ან აქამდე რატომ არ დამიკავშირდი, ყველანი საშინლად ვნერვიულობდით, პოლიციაშიც კი მივედით, თუმცა შენი ერთი შეტყობინების გამო კი უარი გვითხრეს, იმით კი, რომ ეს საქციელი შენ საერთოდ არ გგავდა არავინ დაინტერესდა. - ნერვიული სიცილი ამოაყოლა სიტყვებს გაბრიელმა, -ხომ კარგად ხარ? გინდა ჩამოვიდე? სად ხარ? - კითხვები მიაყარა ლიზას.
-გაბი, კარგად ვარ, მართლა, რომში ვარ, შეგიძლია მშვიდად იყო, ზუსტად არ ვიცი აქ რამდენი ხანი მომიწევს ყოფნა, თუმცა გპირდები, რაც შეიძლება მალე ჩამოვალ და გნახავ. - თორნიკეს გახედა, რომელიც ხელით ანიშნებდა საუბრის გაგრძელებას, ირონიულად ჩაეცინა და გააგრძელა: - მაიკომ მითხრა, რომ სასწრაფო საქმე იყო და გადადება ვერანაირად მოხდებოდა, როგორც კი ჩამოვედი მაშინვე საქმეზე წასვლა მომიწია, ბოდიში.
-მთავარია კარგად ხარ, - რამდენიმე წამიანი დუმილის შემდეგ ამოიღო ხმა გაბრიელმა. -ძალიან მიყვარხარ და თავს გაუფრთხილდი, როგორც კი შეძლებ მაშინვე მომწერე.
-როგორი კარგი მატყუარა ხარ, - იგივე ღიმილით ჩაილაპარაკა თორნიკემ, -შენი საქმრო კი უბრალოდ მშიშარა კაცია, რომელსაც სინამდვილეში სულაც არ უყვარს მისი საცოლე ისე ძალიან, როგორც ეუბნება.
-არამგონია მასზე საშინელ ადამიანს მისი განსჯის უფლება ჰქონდეს, - ოდნავ დაწყნარებულმა თქვა ლიზამ.
-შეიძლება მასზე ცუდი ადამიანი ვარ, თუმცა ქალის გამო, რომელიც შემიყვარდება მთელ სამყაროს გავანადგურებ და ასე მარტივად ჩემ მოტყუებას და შეჩერებას ვერავინ შეძლებს. ასეთი კაცები იწვევენ ჩემში საშინელ ზიზღს, ასევე ქალებიც, რომლებიც მათ გვერდზე დგანან და ფიქრობენ, რომ მათი მეორე ნახევარი ყველას და ყველაფერს სჯობნის, - როდესაც ადგა და ლიზას ტელეფონი მის ჯიბეში ჩააცურა თქვა და კარისკენ დაიძრა, - ჩაიცვი, ელზამ ტანსაცმელი და საჭირო ნივთები მოგიტანა და თუ სურვილი გაქვს გამოდი, გაპარვას მაინც ვერ შეძლებ. - თქვა და კარი ზუსტად ისე მიიჯახუნა, როგორც გუშინ.
ტუმბოზე დადებულ ტანსაცმელს, ჯაგრის და სავარცხელს დახედა და თავი ხელებში ჩარგო. ვერ ხვდებოდა, იქედან როგორ უნდა გაეღწია და რა უნდა ექნა, რომ თორნიკე მის ირონიულ ღიმილთან ერთად საბოლოოდ გაენადგურებინა. სახლს იმდენი დაცვა ჰყავდა ხვდებოდა, რომ გაპარვის შანსი თითქმის ნულის ტოლი იყო, სულ რამდენიმე წამით იფიქრა რომელიმე დაცვასთან დაახლოება, როგორც აქ შემოღწევა შეძლო, თუმცა მიხვდა, რომ თორნიკე დებილი არ იყო, მომხდარს აუცილებლად გაითვალისწინებდა და თავს უკეთესად დაიცავდა.
თავი მოიწესრიგა და მხოლოდ შემდეგ გავიდა ოთახიდან, ახსოვდა გუშინ საიდან მოიყვანა ამ ოთახამდე თორნიკემ და ზუსტად იქ გადაწყვიტა წასვლა, ქეთის ნახვის იმედით. უხმაუროდ შევიდა მისაღებში, თუმცა იქაურობა ცარიელი დახვდა, მხოლოდ ტელევიზორის ხმა ისმოდა, რომელიც ვიღაცას იმდენად დაბალ ხმაზე ჩაერთო, რომ თითქმის შეუძლებელი იყო ჟურნალისტის ნალაპარაკების გარჩევა. სამზარეულოში შევიდა და გაზქურასთან მდგარ თორნიკეს წააწყდა, რომელიც მონდომებული ურევდა ქვაბში რაღაცას.
-მკვლელთან ერთად კულინარიც ხარ? - ირონია გაკრთა მის ხმაში.
-შენი საქმრო ფიქრობს, რომ კაცის საქმე არ არის საკუთარი თავისთვის საჭმლის მომზადება და შენც ჩათვალე, რომ სტერეოტიპი ამასთან დაკავშირებით სიმართლეა? - კითხვა შეუბრუნდა, ხელში აღებული კოვზი იქვე დადო და ქვაბს სახურავი დაახურა. -არც კი გაბედო! -ხმამაღლა თქვა თორნიკემ, როდესაც დაინახა ლიზამ როგორ გააპარა თვალი იქვე დადებული სხვადასხვა ზომის დანებისკენ, -თავს უბრალოდ უფრო დიდ შარში გაყოფ, მეტი არაფერი მოჰყვება შენ საქციელს. - ოდნავ დაწყნარებული მიტრიალდა ლიზასკენ და ნელნელა მასთან მიახლოება დაიწყო.
-შენც შარში ხარ, თუ გავიქცევი ჩემზე უფრო დიდ შარში აღმოჩნდები, - გათამამებულმა უპასუხა, -აშკარაა, რომ ძალიან გეშინია ჩემი გაქცევის.
-შენი გაქცევის? - სიცილით ჩაილაპარაკა კაცმა.
-ხო, - ასევე ღიმილით დაუქნია თავი ლიზამ.
-შენი აზრით, შენი გაქცევის მეშინია? - კითხვა გაუმეორა. ხელები ლიზას წელზე დააწყო და ოდნავ უხეშად მიაბჯინა კედელს, -უბრალოდ ენერგიის დახარჯვა არ მინდა შენ დაბრუნებაში, თუნდაც გაქცევა შეძლო. რადგან საბოლოო ჯამში შენი ცხოვრება მაინც ჩემს ხელშია და ამაში დამნაშავე მხოლოდ და მხოლოდ შენ ხარ, ლიზა. - პირველად მიმართა სახელით და მისი დამახასიათებელი ღიმილით გაუღიმა. -არავის დაუპატიჟებიხარ აქ და ახლაც მაგიტომ გიწევს ჩემთან ასე ახლოს დგომა და ჩემი ატანა. რატომ გაქვს სუნთქვა შეკრული? დავიჯერო შენი გაბი გოგოს ქორწილამდე ვერ მიუახლოვდება? ვერ აკოცებს? სექსით ვერ დაკავდება? - გოგონას გაფართოებულ თვალებზე ჩაიცინა და რამდენიმე წამი უბრალოდ ლიზას სახის თვალიერება დაიწყო, -შენი დაბნევა ძალიან ადვილია. ავი ხარ, როდესაც ლაპარაკის შესაძლებლობას გაძლევ, თუმცა როგორც აღმოჩნდა შენთან უფრო ახლოს დადგომაც კი საკმარისი იმისთვის, რომ გუგები გაგიფართოვდეს და თვალების აქეთ-იქით ცეცება დაიწყო. შემდეგში შენს თავზე უფრო მეტი იმუშავე, რომ ხმის ამოღება შეძლო. შენ გამო სპაგეტი გადავხარშე, - მობეზრებულმა აატრიალა თვალები, როდესაც გაზქურაზე დადებული ქვაბი გაახსენდა და ლიზას წელს ხელი შეუშვა. ისევ სპაგეტს მიუბრუნდა და გაზქურა გამორთო.
-როგორი ნაბი*ვარი ხარ, გულს მირევ - ჩახლეჩილი ხმით თქვა ლიზამ.
-მხოლოდ იმიტომ, რომ მოგშორდი? - ლიზას შეურაცხყოფას განაგრძობდა, -ბოდიში, მაგრამ თვრამეტი წლის თინეიჯერი ბიჭი აღარ ვარ და ჩამოყალიბებული ქალები მომწონს და არა გოგონები, რომლებმაც უნივერსიტეტის დამთავრებაც კი მოასწრეს, თუმცა ჯერ კიდევ პატარა ბავშვებივით იქცევიან.
-შენნაირ ადამიანთან ჩამოყალიბებულ ქალებს ურთიერთობის სურვილი როგორ უნდა ჰქონდეთ, - ხმამაღლა გამოაცხადა სამზარეულოს დატოვებამდე და გასვლისას კარები ხმაურიანად მიაჯახუნა. ოთახში შესვლის და კარის დაკეტვისთანავე მოაწვა ცრემლები, მთელი ამ დროის განმავლობაში თუ სცდილობდა მათ შუა გზაში შეკავებას, ახლა უკვე ვეღარ გაუძლო ახალ ტალღას და ცრემლებს თავისუფლება აჩუქა. ნელა ჩამოსრიალდა მის ნაზ და ლამაზ კანზე ჯერ ერთი, შემდეგ მეორე ცრემლი და ნელ-ნელა მისი სახის დასველება დაიწყო.
სახლში უნდოდა, მშობლებთან, ძმასთან, საქმროსთან. მის მყუდრო, პატარა სახლში, რომლის მოძებნასაც რამდენიმე თვე დაუთმო და რომლის ყიდვაც საკუთარი ფინანსებით შეძლო. მის საწოლში უნდოდა დაძინება სამსახურით და გაბრიელთან მესიჯობით დაღლილს, უნდოდა ისევ დაერეკა დილის შვიდ საათზე მაღვიძარას და ისიც წუწუნით ამდგარიყო ფეხზე, შემდეგ კი მთელი სამუშაო დღის განმავლობაში გაეგრძელებინა წუწუნი, თუმცა სახლში დაბრუნებულს მაინც ბედნიერს და ნასიამოვნებს ესაუბრა ტელეფონით დედასთან და მისი მიღწევების შესახებ აბსოლიტურად ყველაფერი მოეყოლა.
მთელი გულით ეზიზღებოდა თორნიკე, რომელიც მის მსხვერპლად მაიჩნდა სულ რაღაც რამდენიმე დღის წინ. თორნიკე, რომელიც უბრალო ბიზნესმენი ეგონა. სამუდამოდ სურდა იმ დღის გაქრობა, როდესაც თორნიკეს დაცვასთან დაახლოება გადაწყვიტა თორნიკეს საიდუმლოებების გაგების მიზნით, სურდა გამქრალიყო ის დღე, როდესაც პირველად გამოესაუბრა მის ერთ-ერთ მცველს, დათას. ის დღე, როდესაც დათას დახმარებით თორნიკეს კაბინეტში შეიპარა და მკვლელობის მოწმე გახდა.
ჯიბიდან ქეთის მიერ დატოვებული ტელეფონი ამოიღო და ტელეფონის ნომრებში ერთადერთ ნომერზე დარეკა.
-ბატონო, - ქეთის ოდნავ აკანკალებული ხმის გაგონებისთანავე, ოთახის აბაზანაში შევიდა და კარი ორჯერ გადაკეტა.
-მე ვარ, - ოდნავ დამშვიდებულმა უთხრა.
-ღმერთო, მეგონა, რომ ტელეფონი იპოვა და ყველაფერს მიხვდა. - ამოისუნთქა ქეთიმ, -გუშინ აშკარად დაეჭვდა მეორე ტუალეტის გამოყენება, რომ მოვინდომე, თუმცა სხვანაირად ვერანაირად მოვახერხებდი შენთვის ტელეფონის ადგილსამყოფელის თქმას.
-რაც შეიძლება მალე უნდა გავაღწიო აქედან, - ტირილი განაგრძო ლიზამ და ქეთის სიტყვები აინუნშიც კი არ ჩააგდო.
-დამშვიდდი, ყველანაირად ვცდილობ შენ დახმარებას, მაგრამ არ მინდა ამით უფრო დიდ შარში გაგხვიო, თუ დაგიჭერს სავარაუდოდ ოთახიდან გამოსვლის შესაძლებლობასაც გაგიქრობს და შემდეგ გაქცევა ყოვლად შეუძლებელი გახდება.
-არ მაინტერესებს, დღეს აქედან უნდა წავიდე! -სიმტკიცე დაუბრუნდა ლიზას სიტყვებს.
-ლიზა გავ...
-არა, შენ არ გესმის, შენ შეიძლება მოგწონს სადისტი მეგობრები და შეყვარებული, რომ გყავს, მაგრამ ჩემთვის ეს ამორალური და გულის ამრევია. დღეს აქედან გაპარვას ყველა ვარიანტში ვცდი და შენ ან დამეხმარები, ან არა.
-დღეს ისედაც ვაპირებ მოსვლას, რადგან თორნიკეს ბიჭებთან რაღაც საქმე აქვს, მანქანით მოვალ და საღამოს ყველაზე ადრე წამოვალ, რაღაცნაირად ჩემ მანქანაში ჩუმად უნდა ჩაგსვა და შემდეგ უკვე მე ვიზრუნებ შენს უსართხოებაზე რამდენიმე დღის განმავლობაში.



№1  offline წევრი BlondeCandy

აი, ძლივს დაიდო! ❤
ვიცი, რომ ისევ პატარაა და ჩემს თავსაც მხოლოდ იმიტომ ვპატიობდი დაგვიანებას, რომ მეგონა დიდი გამოვიდოდა, თუმცა გუშინ მომიწია მთლიანი თავის დაწერა(ვერ მოვიცალე მაქამდე) და შემოვრჩი ორის ნახევრამდე.
იმედი მაქვს ამის გამო შეცდომებით სავსე და უინტერესო არ გამოვიდა. ❤
დიდი მადლობა თქვენი კომენტარებისთვის, ჩემი უდიდესი სტიმული ხართ. ❤

 


№2 სტუმარი სტუმარი შარლოტა

ვაიმეე ძლიივს როგორ გამიხარდაა წავიკითხავ და მოვაალ <3

 


№3 სტუმარი სტუმარი შარლოტა

აუუ ნეტა უფრო დიდი თავი ყოფილიყოო, თუმცა ამითაც ვისიამოვნე და ძალიან მომეწონა. მოუთმენლად გელიი...

 


№4  offline წევრი BlondeCandy

სტუმარი შარლოტა
აუუ ნეტა უფრო დიდი თავი ყოფილიყოო, თუმცა ამითაც ვისიამოვნე და ძალიან მომეწონა. მოუთმენლად გელიი...

მიხარია, რომ მოგეწონა. დიდი მადლობა❤

 


№5 სტუმარი სტუმარი Chikochiko

ძალიან მომწონხარ და ისტორიამაც ძალიან მომხიბლა. თუ თავებს გაზრდი, უფრო გამახარებ. სიუჟეტი მეტად საინტერესოა და ჩამთრევი,ამიტომ მოუთმენლად დაველოდები ახალ თავს.

 


№6  offline წევრი BlondeCandy

სტუმარი Chikochiko
ძალიან მომწონხარ და ისტორიამაც ძალიან მომხიბლა. თუ თავებს გაზრდი, უფრო გამახარებ. სიუჟეტი მეტად საინტერესოა და ჩამთრევი,ამიტომ მოუთმენლად დაველოდები ახალ თავს.

ძალიან დიდი მადლობა❤

 


№7  offline წევრი Avrora-Gallagher

კარგი იყო ძალიან ვისიამოვნე❤️❤️❤️გაგრძელებას ველოდები

 


№8  offline წევრი BlondeCandy

Avrora-Gallagher
კარგი იყო ძალიან ვისიამოვნე❤️❤️❤️გაგრძელებას ველოდები

დიდი მადლობა, მიხარია, რომ მოგეწონა. ❤

 


№9  offline წევრი Avrora-Gallagher

რატომ არდებ მომდევნოს?

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent