აფექტი (თავი 1)
I. როგორც კი გასროლის ხმას იგებს ავტომატურად ერთმანეთს აჭერს თვალებს, მთელი სხეული ერთიანად ეძაბება და კანკალს აწყებინებს. პისტოლეტის ხმას რამდენიმე წამში დავარდნის ხმაც ემატება და ლიზა საბოლოოდ რწმუნდება, იმაში რომ კაცი აშკარად მოკლეს. ჯიბიდან უხმაუროდ აცურებს ტელეფონს და ამოწმებს ჩართული იყო თუ არა მთელი ამ დროის განმავლობაში ხმის ჩამწერი, შემდეგ კი ხმის ჩამწერის გამოურთავად კრეფს 112-ს, ყოველი შემთხვევისთვის. იმდენად ეშინია ნორმალურად ვერ სუნთქავს, რამდენიმე წამის განმავლობაში იპყრობს საშინელი პანიკა, ჰაერი აკლდება და ჰგონია, რომ თუ თორნიკე და მისი დაცვა ვერ შეძლებენ მის აღმოჩენას, მაინც მოკვდება უჰაერობისგან, თუმცა მალევე ახერხებს საკუთარი თავის ხელში აყვანას და იმის გააზრებას, რომ ახლა მხოლოდ მასზეა მისი მომავალი დამოკიდებული. -გაათრიეთ! - ესმის თორნიკეს ხმა, რომელიც პირველად გაიგონა ასე მკაფიოდ რეალურ ცხოვრებაში. თვალებთან ერთად ახლა უკვე კბილებსაც ერთმანეთს აჭერს და გაფაციცებული ელოდება მოვლენების განვითარებას. ესმის მოძრაობის და ხვნეშის ხმა, რომელიც, მისი ვარაუდით, თორნიკეს დაცვას ეკუთვნის, -სწრაფად! - იმეორებს თორნიკე. სულ რამდენიმე წამში კარის დაკეტვის და კაცების ნაბიჯების ხმა ესმის, რომელიც ნელ-ნელა სულ უფრო და უფრო ძნელი გასაგონი ხდება. ტელეფონს დაჰყურებს, 21:52ია, ზუსტად სამი წუთი ელოდება, ცდილობს მართლა დარწმუნდეს იმაში, რომ ოთახში არავინ არის და არც არავინ აპირებს დაბრუნებას. როგორც კი საათზე ორმოცდათხუთმეტს ხედავს ნელა იწყებს მაგიდიდან გამოძრომას და ტელეფონს უკანა ჯიბეში აცურებს. -გაოცებული ვარ შენი ამტანობით, ხმაც კი არ ამოგიღია, ბრავო. - ირონიული ღიმილით ეუბნება თავისი კაბინეტის კარზე მიყრდნობილი თორნიკე, - და მაინც სადამდე უნდა შემიშალოთ ხელი ჯერ კიდევ არ შემდგარმა ჟურნალისტებმა? -არ მომეკარო, - მაშინვე უკან იხევს ლიზა. გაფართოებული თვალებით შეჰყურებს კარს მიყუდებულ თორნიკეს, რომელსაც ზედმეტად მშვიდი და ირონიული სახე აქვს. -დამშვიდდი, შენთან უფრო ლმობიერი ვიქნები, - ისევ ისეთივე ღიმილით იწყებს მოახლოებას თორნიკე. -შენნაირი პატარა, ქარაფშუტა გოგო ჩემთვის დიდ პრობლემას ნამდვილად არ წარმოადგენს, არც შენ და არც შენი ჩაწერილი მასალა, რომელიც დამიჯერე, ძალიან მალე განადგურდება. შესამჩნევად იწყებს კანკალს და მიუხედავად დიდი სითამამისა, რომელიც სულ ახასიათებს ახლა აცრემლიანებული სახით შეჰყურებს მის წინ დამდგარ მამაკაცს და არ იცის რა უნდა მოიმოქმედოს გადარჩენისთვის. -ნუ ტირი, ლამაზო, შენს მოკვლას ჯერჯერობით არ ვაპირებ, თუ მაგაზე დარდობ, - ზუსტად წინ უდგება თორნიკე. - ხომ იცი, დამჯერ გოგოებს ცუდად არ ვექცევი. - ახლა უკვე სიცილს იწყებს და მის ლოყაზე ჩამოსრიალებულ ობოლ ცრემლს ნაზად აშორებს სახიდან. -ხელი გაწიე, - ჩახლეშილი ხმით ძლივს ეუბნება კაცს და მის ხელს უხეშად იშორებს. მისი ნათქვამი, მიუხედავად შიშისა, რომელსაც მთლიანას შთანთქმული აქვს მისი სხეული მაინც საკმაოდ მკაფიო გამოდის. თორნიკეს უფრო ეღიმება, თუმცა ლიზა ამჩნევს როგორ ეძაბება ძარღვები ყელზე. სახე უხურს, გამომშრალი პირი ათჯერ უფრო მეტად უშრება და შეძლებისდაგვარად სცდილობს სუნთქვის დარეგულირებას, ყველანაირად ცდილობს, რაც შეიძლება მყარად იდგეს და თორნიკეს თვალი გაუსწოროს. -ტელეფონი მომეცი, - ყურადღებას აღარ აქცევს მამაკაცი და ხელი ლიზას საჯდომისკენ მიაქვს და ხელის მარტივი მოძრაობით აცლის აიფონს, -სამწუხაროა, ამდენი იშრომე და ყველა შენი მასალა სულ რაღაც რამდენიმე წამში განადგურდება და ძველ ცხოვრებასაც დაემშვიდობები. - თან ლაპარაკობდა და თან ტელეფონში აბსოლიტურად ყველაფერს ათვალიერებდა მასალის აღმოჩენის მიზნით. -ჩემი მთავარი მასალა ჩემი მეხსიერებაა და დამიჯერე, როდესაც აქედან გავაღწევ მიწასთან გაგასწორებ, - ყველაფერი დაუჯდა ის ღიმილი და მისთვის თვალის გასწორება, საკუთარ თვალებში სიამაყის აღბეჭდვა. -შენიანებს მიწერე, რომ მივლინებაში გიწევს წასლა, სანამ მოვიფიქრებ რა უნდა გიყო. - ტელეფონი დაუბრუნა. -არც კი გაბედო ჩემი მოტყუება, არ ჩანხარ დებილი გოგო და იმედია ხვდები რა მოჰყვება ჩემს გაბრაზებას. -ახლა კი დამჯერად გამომყევი, - თავით კაბინეტისკენ კარისკენ ანიშნებს, - თუ არადა ძალის გამოყენება მომიწევს. დასაწყისში ფრთხილად და ნელა და, როდესაც გოგონასგან რეაქციას და მოქმედებას ვერ ხედავს უფრო უხეშად ქაჩავს მისკენ და კაბინეტის დატოვებისკენ უბიძგებს. -ხელი გამიშვი, ნაბი**არო! მეთვითონვე წამოვალ, - თორნიკეს ხელს თავისას აშორებს. -სიტყვები აკონტროლე! ზედმეტად თამამი ხარ გოგოსთვის, რომლის მოკვლაც ნებისმიერ მომენტში შემიძლია. - ისევ ორონიული ღიმილით ხელს ჰკრავს ზურგზე და წინ წასვლას ანიშნებს. დიდ მისაღებში შედიან, სადაც ოთხი ადამიანი რაღაცაცაზე გამწარებული საუბრობს და განიხილავს. -კიდევ ერთი ახალი პრობლემა გვაქვს, ბიჭებო, -ღიმილს არ იშორებს სახიდან თორნიკე და თავით ლიზაზე მიანიშნებს, რომელიც დიდი ყურადღებით აკვირდება იქვე მჯდარ ქერა გოგონას, შემდეგ კი მზერა სამ მამაკაცზე გადააქვს. -ეს თოჯინა ვინაა? - გადახალისებული კითხულობს ერთ-ერთი სამიდან. -ჟურნალისტია, თან იმდენად მაგარი ეგონა თავისი თავი კაბინეტში შეძვრა,როცა *ლე ლევანი მოვკალი, ამიტომ მოწმეა, ვერ გავუშვებ სახლში მიუხედავად იმისა, რომ მტკიცებულება აღარ ააქვს, მაინც იცით როგორი გადაკიდებულები არიან ჩემზე, ამ ქარაფშუტას რამდენინე სიტყვაც ეყოფათ იმისთვის, რომ ციხეში გამაქანონ. -თორნიკე, რას ამბობ? რას აპირებ, გოგოს გამოკეტვას? - ნერვული სიცილი წასკდა ქერას. -ქეთი, ძალიან გთხოვ ნუ ერევი, რა და ათასჯერ გაგაფრთხილე გიგი, რომ არ უნდა მოიყვანო ქეთი აქ, როცა იცი რომ ასეთი ამბები ხდება! და ამას, რაც შეეხება ჩემი ბრალი არ არის ვიღაცეებს საკუთარ თავზე ზედმეტად დიდი წარმოდგენა, რომ აქვთ. დაჯექი და ხმა არ ამოიღო, - მხარზე დააწვა და უხეშად დასვა სავარძელზე ლიზა. -მართლა შენი სათამაშო ხო არ გგონივარ? აქეთ უნდა გეშინოდეს, რომ აქედან გაქცევა ვერ მოვახერხო, მხოლოდ თბილისს კი არა მთელ საქართველოს თავდაყირა დავაყენებ და საბოლოოდ გაგიფუჭებ სახელს, ნამდვილი არაადამიანები ხართ. -შეწუხებული სახით ამოილაპარაკა გოგონამ და ოთახს თვალი მოავლო, - კაცი ისე მოკალი თვალიც კი არ დაგიხამხამებია და ამის შემდეგ ადამიანობის ხსენებას და აქეთ ჩემ დაბრალებას როგორ ბედავ. -აუ, მეჩვენება თუ ძაან გაბლატავებული ხარ? ან მოკეტავ, ან მომიწევს შენი გაჩუმებისთვის ძაან ცუდ ხერხს მივმართო, გაიგე? - ტონს აუწია, - გაიგე-მეთქი? -დედას გი**რებ, -დუმილის შემდეგ ხმა ამოიღო ლიზამ და მზერა მოაშორა. სულ რამდენიმე წამი დასჭირდებოდა თორნიკეს ხელს ლიზას ლოყაზე მოსახვედრად, თუმცა თავის შეკავება შეძლო, ბრაზის ჩახშობა, რომელიც მასში ბატონობდა. შეძლო და გოგონასთვის ტკივილის მიყენება არ მოისურვა. -ამას უყურეთ, არსად წავიდეს. - ბიჭებს მიმართა, იქვე დადებული ტყავის კურტკა აიღო და სახლი ჩქარი ნაბიჯებით დატოვა. ლისიდან საბურთალოზე ჩასასვლელად ათი წუთიც კი არ დასჭირდა, მანქანა კანდელაკზე ერთ-ერთ კორპუსთან გააჩერა და კარებზე ზარი დარეკა. მალევე გაიღო შავი რკინის კარი და იქიდან ქალის ულამაზესი, ნახევრადშიშველი სხეული გამოჩნდა. ქალს შიშველ სხეულზე აბრეშუმის მოკლე ხალათი მოეცვა, რომელიც მკერდთან იმდენად ცუდად იყო შეკრული, რომ თორნიკეს თითქმის მთელი სხეულის დათვალიერების შესაძლებლობას აძლევდა. კარის სახელურზე დაყრდნობილმა ქალმა ჩაიცინა და თორნიკეს სახლში შემოსვლა თავის მარტივი მოძრაობით ანიშნა. კარის მოხურვის თანავე მიაჯახა კედელს კაცმა და ცუდად შეკრული ხალათი გახსნა. შავი ხალათა ნელა ჩასრიალდა იატაკზე, ხელები მის თეძოებზე დაალაგა და ნელ-ნელა აუყვა მკერდისკენ, მხოლოდ შემდეგ დაეძგერა ბაგეებზე და ხელში აყვანილი ქალის საძინებელში შეიყვანა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.