შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ტირანის მახეში #დასასრული


23-11-2018, 05:40
ავტორი Queenofmoon
ნანახია 9 428

ღია ფანჯრიდან წამოსული ნელი სიო თვალებზე მელამუნება,მაიძულებს შესიებული ქუთუთოები ერთმანეთს დავაშორო.. ჯერ კიდევ ახლახანს გამოფხიზლებული გონება,ტვინში წითელ ღილაკს აჭერს,როცა ნაცნობი სურნელი სასუნთქ ორგანოში აღწევს.. თავს ვწევ და საწოლის რბილ მატერიას თითებით ვეხები.. ნაცნობ საძინებელს თვალებს ვავლებ.. ალექსანდრე.. რა თქმა უნდა..ალექსანდრეს სახლში ვარ..ავტომატურად თავზე ხელს ვიდებ რადგან ტვინის შერყევისგან გამოწვეულ ტკივილს ვერ უგულებელვყოფ..
საწოლიდან ზანტად ვდგები,ხალათს ვიცვამ და სამზარეულოში გავდივარ,სადაც შუახნის ქალი ფუსფუსებს და დაბნეულობისგან ენა მივარდება.
- გამარჯობა..
ქალი მაშინვე ჩემკენ იხედება,ფართოდ მიღიმის და თავს მიკრავს მისალმების ნიშნად.
- ალექსანდრე სად არის?!
მაშინვე ვკითხულობ და კედელზე ჩამოკიდებულ დიდ საათს შევყურებ.. - მე,უნდა წავიდე..ჩემი ტელეფონი,ჩემი ნივთები სად არის? ვერ ვიპოვე საძინებელში..
- უკაცრავად,ქალბატონო ლილიან..ბატონი ალექსანდრეს მოსვლამდე,ვერ გაგიშვებთ.
- ბატონო?! ჯანდაბა.. ჩემი ნივთები სად არის?! სად არის ჩემი ტელეფონი?!
ბრაზი მაწვება და ძლივს ვიკავებ თავს ტონს არ ავუწიო,თუმცა ეს ნამდვილად არ გამომდის.. უხ შენი.. პირველ სართულზე ხალათის ფრიალით ჩავრბივარ და კარს ამაოდ ვეჯაჯგურები..ჯანდაბა.. ჯანდაბაშიც წასულხარ ალექსანდრე! ჯანდაბაში..კვლავ მეორე სართულზე ავრბივარ,თავბრუ საშინლად მეხვევა,იქვე კედელთან ვიკეცები და მაშინვე ქალი მავლებს ხელებს..- კარგად ხართ ქალბატონო ლილიან? ანერვიულებული თვალებით შემომციცინებს და წყლით სავსე ჭიქას პირთან მაწვდის..- არ მინდა. ალექსანდრეს დაურეკეთ! ახლავე!
მიუხედავად იმისა,რომ დამხმარე ქალბატონ ნელის დღეს დაერეკა ალექსანდრესთან არაერთხელ,რეაქცია ჩემს ქმედებებზე არც კი ჰქონია.. კარზე ფრთხილი კაკუნი მესმის,საათის ისრები უკვე 12-ს აჩვენებს და ნელი შემოდის კვლავ ლანგრით ხელში,სადაც წამლებია ჩამწკრივებული წვნიანთან ერთად.
- არ შევჭამ! საჭმელს ზედაც არ ვუყურებ,ხელს მკერდზე ვიჯვარედინებ და ფანჯრიდან უაზროდ ვიყურები.
- შეჭამ..თანაც როგორ..
უკნიდან ალექსანდრეს ხმა მესმის და მაშინვე ვტრიალდები,კარის ჩარჩოს მხრით არის მიყრდნობილი და დაწვრილებული თვალებით მბურღავს,ნელი ლანგარს იქვე დებს ტუმბოზე და საძინებლიდან გადის,ბატონი ტირანი კარს ხურავს და წარბაწეული მიყურებს.
- ალექსანდრე,შენ ხომ არ გააფრინე?!რატომ გამომკეტე აქ შეგიძლია ამიხსნაა?!
- იმიტომ,რომ ნაკლები სისულელები ჩაიდინო,ლილიან.
- არ გაქვს უფლება ასე მომექცე,არანაირად არ გაქვს!
- კი,ხელშეკრულება ნამდვილად არ არსებობს.
- შენ მგონი ვერ გაიგე არაა?!მოკლედ!!,დამიბრუნე ჩემი ნივთები..რავიცი რითი მოვედი აქ,ტანაცმელი,ტელეფონი თუ რა ჯანდაბაცაა..სახლში მივდივარ!
- სახლში არ მიდიხარ.
- ალექსანდრე..არ გაქვს ასე მოქცევის უფლება!!!
თითს ვუქნევ გამაფრხილებლად.
- იცი რას გეტყვი ლილეეე?! კოფტის ღილებს იხსნის და თხელ მატერიას იქვე,საწოლზე აგდებს,რომელიც მხოლოდ შარვლის ამარა მიახლოვდება. - აქამდე,შენი ჭკუით აკეთებდი ყველაფერს... თითს მადებს შუბლზე და ცხვირს ჭმუხნის..მგონი ვხედავთ შედეგს..შენ,უკვე როგორც დაზარალებული გამომძიებელი,ცოტახნით შვებულებაში ხარ..საქმე არ გაქვს,ასე რომ იწექი..დაისვენე..რამე მოიფიქრე..არ გაგიჭირდება..
- წადი შენიც!
სამი თითის კომბინაციას ვაკეთებ,ხალათის ქამარს ვიკრავ და საძინებლიდან გასვლას ვაპირებ,მაგრამ მისი ხელი ძლიერად მებღაუჭება მკლავზე და შემოტრიალებისას,მთელი სხეულით ვეკვრი.
- ბევრჯერ გამიფრთხილებიხარ,თუმცა ახლა მთელი სერიოზულობით გეუბნები..იცოდე,შემომაკვდები!!
დაძაბულობას,ალექსანდრეს ტელეფონის წკრიალი არღვევს,რომელიც ფრთხილად იხრება პიჟაკისკენ და ისე იღებს ტელეფონს,თვალსაც არ მაშორებს.
- გისმენ,მათე.
- ბატონო ალექსანდრე,გახარიას ცოლ-შვილი გაიტაცეს.
მღელვარებისგან ყბის ძვალი ძლიერად ეჭიმება,ტელეფონს თიშავს,ერთი ნაბიჯით წინ იწევს და მიახლოვდება.
- რა ხდება?!ალექსანდრე..რა მოხდა მითხარი!
- საქმე მაქვს,გამატარე
ხელს მკრავს და კარს აღებს,თუმცა წინ ვეფარები და კარს ვეკრობი.
- ლილიან,გაიწიე!!
- მითხარი რა ჯანდაბა ხდება.. უბრალოდ მითხარი ალექს..მითხარიი..
ხელებს კისერზე ვხვევ..მის გრილ სურნელს ჩემი სასუნთქი ორგანო მაშინვე ისრუტავს და მთელი სისწრაფით მიაქვს ფილტვებამდე..თითის წვერებზე ვდგები და უფრო მეტად ვეკვრი,მის კანს ტუჩებით ვეხები და კისერში ვრგავ თავს.-გთხოვ,მითხარი..ჩავჩურჩულებ,ხელებს სახეზე ვხვევ და თვალებში ვუყურებ,ლურჯ..უძირო თვალებში..რომელიც ჩემს დანახვაზე უფრო მეტად მუქდება ისე თითქოს კუპრივით შავი იყოს..- ალექს..რა ხდება?
- გახარიას ცოლ-შვილი გაიტაცეს.
- რაა? გაოცებისგან ბაგეები ორად მეპობა..-ვინ გაიტაცა?!
- რა თქმა უნდა მაფიოზმა ლილიან!
- არა..იოანე ქალებს და ბავშვებს ხელს არ მოკიდებს..
- ამის დედაც..არ გამაცინო..
- კარგი..კარგი..არ გეკამათები.. დღეს არ დაბრუნდები? შეპარვით ვკითხულობ და ჩემს თითებს მის თითებში ვხლართავ.
- სავარაუდოდ,არა..წამლები მიიღე,მოვითხოვ. გესმის?!
თანხმობის ნიშნად თავს ვუქნევ,კისერზე ხელებშემოხვეულს ჩემკენ ვქაჩავ და მადისაღმძვრელ ბაგეებს ვუკოცნი ტირანს..ღმერთო,როგორ მენატრებოდა..როგორ მაკლდა აქამდე მათი შეხება.. მათი სითბო..
- კარგი, შეგიძლია წახვიდე..
- რობაქიძეე.. რას აკეთებ,თუ იცი მაინც?!
თავს ვიკატუნებ და მხრებს ვიჩეჩავ საპასუხოდ.
ჰაერს ხმაურიანად ისუნთქავს ნესტოებით და თითებით მაფრინდება ყბებში,ისე,რომ ტუჩები პატარა ბავშვივით მებზიკება..
- ყოველთვის მაშინ მიწვევ,როცა ამის დრო არ არის,ამისთვის სასტიკად დაისჯები!
- რაა? მხოლოდ ამის თქმას ვასწრებ,მისი ხელები თეძოებში მწვდება და ზურგით მატრიალებს,წონასწორობის შესანარჩუნებლად ტუმბოზე ხელებს ვალაგებ წელში მოხრილი.
- ცუდი გოგოო!! მისი გულისცემა ჩემს ყურთასმენას არ აკლდება და კისერში,თითების ნაზი მოძრაობით რომელიც თმას ერთ მხარეს მიწევენ,კანზე მისი ცხელი ბაგეები მედება,რომლებიც ნაზად მკოცნიან..თვალებს ვხუჭავ და ოხვრა მწყდება..ტვინში სისხლი მექცევა..თმაში ხელს მიცურებს და კოსად შეკრულს ერთ ხელში აკავებს,მეორეთი კი თითებს ფეხებშუა აცურებს,სადაც თითების გამაგიჟებელი,ნაზი მოძრაობისგან ჭკუას მაკარგვინებს.
- ალექს..გთხოვ..
- რას მთხოვ,ლილე?! თქვი..რას მთხოვ?!
თმაში ჩაფრენილი,თავს მისკენ მაწევინებს და ყელში ნაზად მკოცნის.
ვნებისგან ცეცხლმოკიდებული,ქვედატუჩს კბილებით ვიწვალებ..მთელი სხეულით ვთრთი,რომელიც ალექსანდრეს შეხებას და კოცნას ითხოვს,მასთან სიახლოვეს და მეტის მიღებას მაიძულებს,თუმცა წამიერად მისი ხელებისგან გათავისუფლებულს,თვალები თავისით მეხილება..
- მიდიხარ?!
- წამლები დალიე და არაფერი გააფუჭო ჩემს მოსვლამდე.
ერთხანს ჩემზე მოშტერებული მალევე ფხიზლდება,გასაღებების ასხმას ხელში იღებს და საძინებელს ტოვებს.
კედელზე ჩამოკიდებული საათის ისრები,შუაღამის ოთხს აჩვენებს.. მოუსვენრობისგან,საწოლში ციბრუტივით ვტრიალებ და მხოლოდ ჩემს დასასრულებელ საქმეზე ვფიქრობ..იოანე არ გაიტაცებდა მათ..გამორიცხულია..საწოლიდან ფეთიანივით ვხტები,ტანში სიცივე ერთიანად მივლის და ხალათის შეკვრით გართული,ოთახიდან გავდივარ..კიბეებს ჩავუყვები,სამზარეულოს დახლთან დადებულ ცარიელ ჭიქას წყლით ვავსებ და თვალებს აქეთ-იქით ვაპარებ.
ჭურჭელს მაგიდაზე ვდებ და ოდნავი მოძრაობით,ძირს ვაგდებ..უკუნით სიმშვიდეში მისი მსხვრევის ხმა ერთიანად ექოსავით ედება უზარმაზარ სამზარეულოს..გვერდითა ოთახიდან კი ჩაპუტკუნებული ქალი შემოდის პერანგის შეკვრით დაკავებული და ახალგაღვიძებული,დაწვრილებული თვალებით მიყურებს,კედელზე ჩამრთველს ეძებს,ხელს აჭერს და სამზარეულოს წამებში ბრდღვიალი გააქვს.
- რა ხდება ქალბატონო ლილიან?
- ჩემი..ჩემი წამალი არ მაქვს..მე არ მაქვს..ნელი,წამალი მჭირდება..გესმის? ახლავე..ახლავე მომიტანე..მომიტანე..
მუხლებზე ვეცები და თავზე ხელებს ვიწყობ..
- ქალბატონო ლილიან..ახლავე ბატონს დავურეკავ,ახლავე...
- არა..არა...ხელზე ვებღაუჭები და აცრემლებული თვალებით ვუყურებ.- წამალი მინდა,წამალი მომიტანე..მომიტანე თორემ მოვკვდები! მომიტანე ნელი გთხოვ..
- კი,მაგრამ წამლები..თქვენ ყველაფერი გაქვთ საძინებელში..
- არა..ალექსანდრემ არ იცის..დამამშვიდებელს ვსვამ..ნერვული შეტევა მაქვს,ჯანდაბა...ნელი.. ძალიან გთხოვ გთხოვ..მომიტანე..მომიტანე..
- კარგი,ოთახში შევალ...აქ იყავით,ორ წუთში აქ გავჩნდები
- არა,არა ახლავე...ახლავე ჩადი...ჩადი სწრაფად..აი,აი ფული... ხელში ფულის კუპიურას ვატენი და ამღვრეულ თვალებს ვუსწორებ.- ჩქარა,ჩქარა მომიტანე..
- რა მოგიტანოთ..მითხარით?
- რა ქვია..დ.. დ... დიაზეპამი! დიაზეპამი!
- კარგი..კარგი,ახლავე..მარტო,როგორ დაგტოვოთ?! ღმერთო შენ მიშველე...მომკლავს ბატონი ალექსანდრე..
- აქ დავრჩები..წადი ნელიიი! წადიიი! მომიტანე!
ხმას ვუწევ და ქალიც სწრაფად გარბის ქოშინით შემოსასვლელისკენ,კარს აღებს,გარედან გასაღებით კეტავს,მეც მაშინვე ფეხზე ვდგები,მის ოთახში შევრბივარ,ტუმბოზე დადებულ ტელეფონს ვიღებ და ხელის კანკალით სწრაფად ვკრეფ ნაცნობ ნომერს.
- ჯანდაბაა..აიღე! აიღე იოანე! ჯანდაბაა..ერთ წუთიანი ზარის შემდეგ,შეტყობინებას ვაგზავნი,შემდეგ ხელმეორედ ვრეკავ და მისი ხმა მეორე ზახიდან მესმის.
- ლილიან?!
- იოანე..მომისმინე! ბევრი დრო არ მაქვს,ალექსი გეძებს..ჰგონია გახარიას ცოლ-შვილი შენ გაიტაცე,გესმის?!ალო..იოანე?!
- მესმის.
- ფრთხილად იყავი,პოლიცია შენს ყოველ ნაბიჯს აკონტროლებს,ფრთხილად იმოქმედე! ვიცი,რომ მისი ცოლი და შვილი შენ არ გაგიტაცებია.
- მე გავიტაცე.
- რააა?! იოანეე..გააფრინე?! სისულელე არ ჩაიდინო,გთხოვ..
- ლილიან,ჩემს საქმეს ვასრულებ.
- გთხოვ..არ დაუშავო არაფერი იმ ნაბი*ვარს..ბარბარეს გამო! გესმის?!ჯანდაბა..ალექსანდრემ საქმეს ჩამომაშორა..სახლში ვარ გამოკეტილი..გავგიჟდები..გავგიჟდები..გთხოვ,გამიყვანე აქედან..ვინმე გამოუშვი არ ვიცი იოანე დამეხმარე,აქედან გავიდე..
- არ შემიძლია ლილიან. თავს გაუფრთხილდი.
სმენას მხოლოდ ტელეფონის გაუთავებელი ერთი და იგივე ნოტი მოიცავს,რომელიც მინდა კედლის მიმართულებით მოვისროლო და ნამსხვრევებად ვაქციო,თუმცა კარზე გასაღების გადატრიალების ხმა მესმის,ტელეფონს თავს ადგილზე ვაბრუნნებ და ანერვიულებულს,ხელის გულებით თმა უკან გადამაქვს. ნელის ვუყურებ,რომელიც ცელოფანში შეფუთულ წამალს აშრიალებს,ფირფიტას იღებს და მე მაწვდის.
- ინებეთ,ქალბატონო ლილე..
* * *
გისოსებს მიღმა მყოფს ვუყურებ,თვალები როგორ აქვს მინაბული და მთელი ღამეებისგან უძილოს ქუთუთოები შესამჩნევად შეშუპებია,თვალებს ქვემოთ სიშავეები და შევარდნილი ლოყები მკაფიოდ ეტყობა სახეზე,თმა დაუდევრად აქვს ერთ მხარეს გადაყრილი,თავი კედელზე მიდებული და სიცივისგან ატუზულს,ფეხებსშორის აქვს მოთავსებული ორივე ხელი.
- კაკ,კუკ.. რკინის გისოსზე ხელკეტს ვარტყავ,ქალიც თვალებს ნელნელა ახელს და პირდაპირ მიყურებს..როგორც ჩანს,ჯერ კიდევ ვერ მოდის გონს,ვინ დგას მის წინ. - მეგი,წესით ეხლა ჰანიმუნიში უნდა იყო,არაა?
სახეზე ბედნიერი ღიმილი დამთამაშებს,რაზეც მის აკანკალებულ ტუჩუბზე ვერ ვიტყვი,სატირლად რომ აქვს გამზადებული და სახეზე ხელებს იფარებს.
- რა გჭირს?! შენი დაქალი მოვიდა შენს სანახავად,შენ კი როგორ იქცევი?! დაქალი,რომლის საიქიოში გაგზავნაზე თვალდახუჭული ემზადებოდი..ყოველგვარი ვიზის გარეშე!
მოიცა..მოიცა.. ლუკამ ხომ არ დაგადოო? ღმერთო.მომენატრა ჩვენი ჭორაობა!
სკამს ვიღებ და საკანთან ახლოს ვდებ.
- ლუკა რომ შენს გარეშეა ჰანიმუნიში იციი?ეხლა ალბათ,ვიღაც დიდ ძუ*უებიან ქალთან ერთად დაკატაობს..ან ის ქალი დაკატაობს შენი კაცის ღირსებაზე!
- გთხოვ..არ გინდა..
- ვერ გავიგეე?! შეგიძლია გამიმეორო რას მთხოვ?!
- გთხოვ ლილე..არ გინდა.
- წადი შენი! გახსოვს?გახსოვს გთხოვე..გთხოვე მეგი,არ გინდა თქო,მაგრამ შენ რა მიპასუხე? წადი შენიცო..მომაფურთხე და წახვედი..
ჩემი გონება,მაშინვე გაფუჭებული ფირივით ატრიალებს ერთი და იმავე კადრს,რომელიც საშინელ შეგრძნებებს აღვივებს და მთელს სხეულში ატარებს სისხლთან ერთად..სიცივე მივლის ტანში და ჩემს წინ მჯდომი,გაუბედურებული ქალის შემხედვარეს,გული მერევა.. ზიზღი იმდენად გადამეტებული დოზით იწყებს ჩქეფას,საკუთარი თავისაც კი მრცხვენია..
- აქ მოვკვდები.. სახიდან ხელებს იშორებს და აწითლებული თვალებით მზერას უტეხად მიყრის. - მოვკვდები..დამეხმარე..
- არა მეგი..არაა..მე და შენ,განსხვავებულად ვიცით სამაგიეროს გადახდა..შენ,მაშინვე შეგიძლია საიქიოში გაისტუმრო ადამიანი..მე კიდევ არა..მიყვარს სიცოცხლე,განსაკუთრებულად ისეთი,სიკვდილს რომ ჰგავს.. აქ დაბერდები მეგი,ახალგაზრდობას,დარჩენილ წლებს,რომელიც წესით და რიგით სხვა რამეში უნდა გამოგეყენებინა,შენი მოვალეობა უნდა შეგესრულიბა და კანონი დაგეცვა..აი ამ წლებს,აქ გაატარებ..ამ ჟანგმოკიდებულ გისოსებში..სადაც მზის სხივიც კი ვერ აღწევს..
- ლილე..
- შენ მითხარი..მოკვდები და ბარბარესგან განსხვავებით,საფლავიც არ გექნებაო..შეიძლება საფლავი არ მქონდეს,შეიძლება ეგ სიტყვები აგიხდეს,მაგრამ ისე არა,რომ შენ და შენი ლუკა,ის..ის ნაბი*ვარი აი აქ არ ამოგალპოთ..ბარბარეს,სწორედ ბარბარეს სახელით,იმ წლების სახელით,რომელიც ჩემს პროფესიას შევალიე,ყველაფერი გავაკეთე იმისთვის,აქამდე მოვსულიყავი და შენგან განსხვავებით,*რაკის მიცემით არ დამეკავებინა ეს პოზიცია..ყველაფერს გავაკეთებ..ყველაფერს გავაკეთებ რომ მიზანს მივაღწიო..ხელს კი ვერავინ შემიშლის..ვერავინ გესმის?!
- არ წახვიდე..გთხოვ,მომისმინე..ლილე გთხოვ..
უკანმოუხედავად ვტოვებ დერეფანს,დახურული შენობიდან გამოვდივარ თუ არა,ჰაერს ხარბად ვისუნთქავ,ყელში გაჩხერილი ბურთის გადაყლაპვას ვცდილობ და მანქანაში ვთავსდები ამღვრეული თვალებით.
- ელაპარაკე?!
- ხო.შენ რა ქენი.
- მზად არის ყველაფერი. ანერვიულებული მიყურებს და სიგარეტს ტუჩებს შორის აქცევს,ღრმა ნაფაზს ფილტვებში უშვებს და პედალს აწვება.. - ფიქრობ,რომ კარგი აზრია?
- კარგი აზრი არ არის..მაგრამ ჩემი დასამთავრებელია ეს საქმე,გესმის?
- რითაც შემიძლია,იმით დაგეხმარები..
ლოყაზე ორ თითს მისვამს,უხერხულად ვიშმუშნები,რაც მას არ ეპარება და კვლავ საჭეს უბრუნდება ორივე ხელით ჩაფრენილი.
მაინც,როდის ხდება ადამიანი შენთვის ყველაზე ძვირფასი?როდის გრძნობ,როცა გიყვარდება?როდის იცვლება შენში აქამდე შეუცვლელი თვისებები,ღირებულებები?როდის ასწრებს ის,ყველაფრის ქარიშხალივით დატრიალებას?ერთ წელიწადში? ერთ დღეში?ალბათ მაშინ,ყოველი მზერის შეხედვისას,მის თვალებს რომ დაეძებ,ალბათ მაშინ,ყოველი ხიდან ჩამოცვენილი ფოთლის,სპირტიანი სითხის თუ კანიდან გამოდევნილი სისხლის ფერს,მის თმის ფერს უკავშირებ.
ფიქრებში წასულის,მისი ნაზი ხმა რომ გეჭრება გონებაში,მისი სიცილი,მისი თითების შეხება..წვრილი წელი,სუსტი,გამხდარი,თოვლივით თეთრი და ფითქინა სხეული..ყოველი შეხებისას,თითქოს ახლიდან რომ სწავლობ,ყოველ ჯერზე რომ მის სილამაზესა და უკიდეგანო მშვენიერებას ეცნობი,როგორც ახალ რელიგიას. რწმენას და სარწმუნოებას იცვლი და თაყვანს სცემ შენს წინ მწოლიარე ქალღმერთს,რომელიც აქამდე არასდროს შეგემჩნია,მაგრამ იპოვე...იპოვე ის ერთდაერთი და დადგა მომენტი,როცა ყველაზე ბედნიერი ხარ..ის ქალი,რომელიც შენს საწოლში წევს,მხოლოდ შენია..შენი იყო,ყოველთვის შენს საკუთარ ქალად დარჩება..რომელსაც აქამდე არავის ხელები არ შეხებია შენს გარდა,ის ქალი შენია,რომელიც ყოველ დილით,შიშველ სხეულზე პერანგს იცმევს,ღილებს აბდა-უბდად იკრავს და ცდილობს შენს გაღვიძებამდე ყავის მორთმევა მოასწროს..ამ დროს შენ გღვიძავს,თუმცა გსიამოვნებს მისი ნაბიჯების ხმა,მისი ფუსფსუსი და მოუხერხებლობა..გეღიმება,მაგრამ ბალიშში თავს რგავ,თავს იკატუნებ და ცდილობ,მძინარე ადამიანის იერი ბოლომდე შეინარჩუნო.. ლოყაზე მის ნაზ ტუჩებს გრძნობ და მისი ვანილის არომატი ცხვირში სასიამოვნოდ გიღიტინებს,ღიმილს ვეღარ იკავებ,თვალებს ახელ,მისკენ ტრიალებდი და ის მშვენიერება ისევ იშლება შენს წინ,რომელიც გუშინ იყო და ხვალაც იქნება.
ფიქრებში წასულს,დროის გასვლაც კი ვერ შეემჩნია,ისე უცებ ჩამოაღამდა და არც კი ახსოვდა,რამდენი ხანი გასულიყო სამსახურში..საპატრულო პოლიციის მთელი არმია,რომელიც დიდი მონდომებით დაეძებდა კვალზე გასულ მაფიოზის მიერ გატაცებულ ორ ახალგაზრდა ქალს,თუმცა ისევ,ამაოდ..ტელეფონი ხელში მოიმარჯვა,ნელის ნომერი აკრიფა,რომელიც ტელეფონს არ პასუხობდა,ის კი ჯიუტად აგრძელებდა იგივე ნომერზე ზარის გაშვებას. ქალი არ პასუხობდა. ალექსანდრე სწრაფად წამოდგა სავარძლიდან,თავზე ხელი ნერვიულად გადაისვა,ზარი კიდევ ერთხელ გაუშვა და სწორედ ის ძაფი გაუწყდა,რომლის შენარჩუნებასაც ამდენი ხანი ცდილობდა.
მთელი სისწრაფით გაექანა სახლისკენ,განყოფილებიდან გამოსული..საკუთარი სახლის წინ შეუხვია,მანქანის კარი ძლიერად მიხურა და მისი ნაბიჯების ხმაც კი ისმოდა უკუნით სიჩუმეში,კარის საკეტს გასაღები მოარგო,თუმცა ოდნავ მიაწვა თუ არა კარს,ღია დახვდა.
- ეს რა ჯანდაბაა!
ხმა გამტყდარმა ამოიღმუვლა,რომელსაც გული კარგს არც უგრძნობდა.. სამზარეულოს მიუახლოვდა,ირგვლივ დამსხვრეული ჭურჭელი დაინახა რომელიც აქა-იქ მომოფანტულიყო,ძირს მწოლიარე ქალს დახედა თუარა ავისმომასწავებლად დაიღრიალა.
- ნელი!!! გამოფხიზლდიი!
ქალი შეანჯღრია,რომელიც თვალების გახელას ნელნელა ცდილობდა,კარადიდან ჭიქა წყლით აავსო,ქალს პირთან მიუტანა და ნელნელა დაალევინა.
- ნელი,გამოფხიზლდიი,გესმის?!! ჯანდაბა..ლილიანი... ლილიან!!!
კიბეები ერთი ამოსუნთქვით აირბინა,თუმცა ქალი ვერსად იპოვა,მთელი მონდომებით დაეძებდა საძინებლიდან სააბაზანომდე,ბოლოს კვლავ საძინებელში შევიდა,სადაც ბოლოს ის ნახა,წვერზე ხელი ნერვიულად ჩამოისვა და მუშტი ძლიერად შეეკრა,რომელიც კედლის მიმართულებით დაარტყა მთელი ძალით,მისი ყვირილი კი მთელს სახლში ექოსავით ისმოდა.
- ამის დედაც!! მოგკლავ...ჩემი ხელით!! უხ შე პატარა ძუკნა..მაინც გამექეცი არაა?! მე შენ გაჩვენებ სეირს დამაცადეე! მორჩა..ყველაფერი მორჩა!!!
ჰაერი ღრმად შეისუნთქა,ჯიბიდან ტელეფონი ამოაძრო და ამაშუკელის ნომერი აკრიფა სენსორზე.
საავადმყოფო. ესეც ჩემი მეორე ფობია,ბავშვობის ტრამვა და ერთი დიდი გულის შემკუმშველი მოგონება.
ფოიეს სწრაფი ნაბიჯებით ვეშურები,გარშემო ბევრი ადამიანი ირევა,განსაკუთრებით ერთი პალატის წინ,ვცდილობ,მათი გამჭოლი მზერა ავირიდო და საუბარში გართული გამოპრანჭული ქალბატონების ყურადღება არ მივიქციო,რომლებიც ძვირადღირებულის ბეწვის ქურქებში გამოწყობილები დგანან და ერთი მეორეზე ძვირფასი პარფიუმის სურნელით ეჯიბრებიან ერთმანეთს. პალატის კარს ვაღებ,ნახევარი ტანით შევდივარ და როცა ვრწმუნდები,ზუსტ ადგილას მოვხვდი,კარს ვხურავ და საწოლთან სკამს ვაჩოჩებ,ევას ხელს ჩემს ხელს ვკიდებ და ისიც მალევე ფხიზლდება.
- ლილე?
სახეზე ღიმილი ეფინება და ცდილობს წამოიწიოს. - გთხოვ,დამეხამრე.
ბალიშისკენ მანიშნებს,მეც თავქვეშ ორ ბალიშს ვუდებ და წამოჯდომაში ვეხმარები.
- როგორ ხარ?
თაფლისფერ თვალებში ვუყურებ,სადაც ტკივილსა და სიხარულს ერთდროულად ვხედავ.
- შენ?არ მეგონა რომ გაგწერეს..ვნერვიულობდი შენზე.
- რატომ,იოანემ არ გითხრა?
- არა..მასთან არ მილაპარაკია რამოდენიმე დღეა..არც მოდის.. შენ ხომ არ გსმენია მასზე რამე?
მზერას მარიდებს და გულსაკიდს თითებით ექაჩება.
- მმ..არაა..არ ვიცი,არაფერი მსმენია. ალბათ ლუკას ეძებს.
- როგორც ყოველთვის. სანამ არ მოკლავს,რა მოასვენებს.
ყვრიმალებიდან ჩამოგორებულ ცრემლებს სხარტად იწმენდს და ცდილობს თვალებში არ მიყუროს. - მის შესახებ უკვე იციან..აქამდე არავინ იცოდა იოანე ვინ იყო..მის კვალს ყველა დაჰყვება..მერე,მერე რა იქნება ლილე?!
ჯანდაბა..ნეტავ თავის დროზე მოვმკვდარიყავი,როცა ის გავიცანი.
- ევა,სისულელებს ნუ ლაპარაკობ..შენს პატარებზე იფიქრე. კარგი?
- ვცდილობ.
- გარეთ ძალიან ბევრი ადამიანია..საავადმყოფოს გარშემო,სულ იოანეს ხალხია..დერეფანშიც,ყველგან..
- ეჭვიც არ მეპარება. არავის დანახვა არ მინდა. საერთოდ არავისი. იოანეს მამიდა თუ ბიცოლა,ისიც კი არ ვიცი ნორმალურად ვინ არის.. მოდის და დამტრიალებს თავს..აღარ შემიძლია ლილე.
- ალბათ ზრუნავს შენზე.
- არა,არ ზრუნავს..არ ზრუნავს,ყოველ წუთს მაგრძნობინებს,რომ სუსტი ქალი ვარ..ყოვლად გამოუსადეგარი..რომ მე,იოანეს გამოსწორება უნდა შემძლებოდა,სწორ გზაზე დაყენება..მე კიდევ ესეც ვერ შევძელი..მხოლოდ შვილები არ არის საკმარისი გაუჩინოო..იდიოტი.ასე ძალიან თუ ადარდებდა იოანეს ბედი,თავად გაეზარდა..ესწავლებინა რა იყო სწორი და რა არა
- კარგი რა ევა,ხომ იცი ამას რატომაც გეუბნება?!
- კარგი,მოვრჩი..უბრალოდ,ვიწუწუნე შენთან..ისედაც ასეთ დღეში ვარ სულ. დაივიწყე
ტუჩის კუთხეებში ღიმილი ეპარება და მეც მეღიმება მისი შემხედვარე. - ძალიან ცუდ სიტუაციაში გაგიცანი..თუმცა,მაინც ბედნიერი ვარ,შენისთანა მეგობარი რომ შევიძინე..რომ იცოდე,როგორ მაკლდი ამდენ ხანს..ირგვლივ,ძალიან ბევრი ადამიანი მახვევია თავს..ბევრი მეგობარი,თუმცა არცერთი არაა ნამდვილი..გგონია,იქ..კარს უკან რომ ქალები დგანან,მე ვანაღვლებ? არა..უბრალოდ,იოანეს უნდა დაანახონ,რომ აქ არიან..მპატრონობენ..იციან,ამისთვის დიდ ჯილდოს მიიღებენ და დაიმშვენებენ საკუთარ თავებს უამრავი ბრილიანტის და ოქროს სამკაულებით..შენ კი..შენ ასეთი არ ხარ ლილე..ამას ვგრძნობ.საოცრება ხარ. ჩემი ანგელოზი.
- მორჩი ჩემს ქება-დიდებას..ვწითლდები როცა მაქებენ!
მეღიმება და ხელს ვუკოცნი.
- მართლა,ხომ არაფერი გტკივა?
- არა ევა,არაფერი..მეც მენატრებოდი,ამიტომ სახლიდან გამოვიპარე და შენთან გამოვიქეცი.
- გამოიპარე? მოიცა..როგორ?
- მოკლედ..ალექსმა..ჩემმა უფროსმა,ალექსანდრემ..თავისთან წამიყვანა,სახლში.. ჰო,დიდი ისტორიაა,ამაზე საჭორაოდ მე და შენ დრო არ გვქონია. მხრებს ვიჩეჩავ და სიცილი მიტყდება.
- ჯანდაბაა! ლილიან იცოდე,ყველაფერს..სულ სულ ყველაფერს მეტყვი!
თითს მიქნევს გამაფრხილებლად და თავადაც იცინის.
- რა თქმა უნდა..მოკლედ,გამომკეტა..საქმეს ჩამომაშორა..შვებულებაში გამისტუმრა.. ბოლო დროს ყველა სადღაც *რაკში მისტუმრებს ჩემი ნებართვის გარეშე..კვლავ გიჟებივით ვიცინით,მაგრამ ისევ ვასერიოზულებ სახეს და საქმეზე გადავდივარ. - მოსამსახურე ქალი დამაყენა თავზე..გასულ ღამეს,დიაზეპამი მოვატანინე..ის დიაზეპამი კი..ნუ,ხო ხვდები.. სხვანაირად იქიდან ვერ გამოვაღწევდი,გახარია მე უნდა ვიპოვო.
- არც კი მჯერა..ღადაობ ხო?!
- არა..დარწმუნებული ვარ ალექსანდრე ეხლა გიჟივით მეძებს..რომ მიპოვოს,ვიცი მომკლავს..იოანეზე არანაკლებია.
ვცდილობ დაძაბულობა განვმუხტო,თუმცა არ გამომდის. - ევა,მოკლედ..მთავარია გნახე,დავრწმუნდი რომ კარგად ხარ..გეფიცები,საქმეებს მოვრჩები თუ არა,უფრო ხშირად გნახავ კარგი?
- ლილე..თავს გაუფრთხილდი..გთხოვ..არ მინდა რამე დაგიშავდეს. არ გაპატიებ,თუ დამტოვებ მარტოს!
- გპირდები,გავუფრთხილდები. შენ კი აღარ იტირო კარგი?!
- კარგი.ძალიან მიყვარხარ.
- მეც. ნახვამდის.
პალატიდან გამოვდივარ,ლიფტით პირველ სართულზე ჩავდივარ,თუმცა იმ მზერას,რომლისგანაც თავის დახსნას ვცდილობდი,მაინც ვერ გავექეცი. შესასვლელთან,მაღალი ქალი დგას,თითებზე წითელი ლაქი უბზინავს და ცდილობს ასევე წითლად შეღებილ ბაგეებს შორის მოქცეულ სიგარეტს მოუკიდოს,რომელსაც ქარი ხელს უშლის..მიყურებს დაწვრილებული თვალებით და ბოლს ჩემი მიმართულებით უშვებს. კარი იღება და სწრაფად გავდივარ გარეთ,ჩემს ინფინიტს გვერდს ვუვლი და საქარე მინიდან მამაკაცის ხელი მანიშნებს მივუახლოვდე,რომელიც შავ,ნაცნობი ბეემვეს მარკის ავტომობილში იმყოფება.
- რა ხდება?!
კარს ვხურავ,ის კი ბიჩოკს ფანჯრიდან ისვრის და საქარე მინებს ბოლომდე სწევს,პედალს აწვება და უკუსვლით გაჰყავს მანქანა საავადმყოფოსგან მოშორებით.
- რას აკეთებ,ჩემი მანქანა აქ დავტოვე,გააფრინე?!
- შენ სულ გაგიჟდი გოგო?!!
- რა გინდა?!
- ტ*აკს რომ მაგრად ათამაშებ,არ იციი?! რატომ ერევი ამ საქმეში,რა გინდა ტოო?! ხომ გახსენი ეს ბარბარეს საქმე,ხომ გავიგეთ ვინ იყო მკვლელი..რაღა გინდა?!
- არ იციი?!
ხელებს გულზე ვიწყობ და მზერას ვაშორებ გაბრაზებული.
- ეხლა მომისმინე! შემომხედე ლილიან რობაქიძე და მომისმინე!
მკლავში მწვდებდა და მისკენ მატრიალებს.- ანასტასიასთან მიმყავხარ და იქამდე იქნები იქ,სანამ ეს ყველაფერი არ დასრულდება!
- შენღა მაკლდი რა! საერთოდ ვინ მოგცათ იმის უფლება,მიბრძანოთ სად ვიყო და სად არა?!
- მორჩა,ლილიან. ანასტასიასთან მიმყავხარ,დროზე..დაურეკე შენს უფროსს და უთხარი სადაც ხარ!
ტელეფონს ცხვირწინ მიტრიალებს,თუმცა ხელის ერთი მოძრაობით უკანა სავარძლებზე ვაგდებ.
- არა,არ დავრეკავ! იცი,რომ იოანემ გახარიას ცოლ-შვილი გაიტაცა,იციი?! აჰაა..იციი არაა?! რას ფიქრობ ამაზე?! რას ფიქრობ მიდი მითხარი! იოანეს ამოუდექი გვერდში?! ერთად მოკალით ის კაცი,ერთად მოკალით! ის ცოლ-შვილიც შენი დახმარებით გაიტაცაა! კი,თვალებში გეტყობა! გეტყობა დემეტრე! ანასტასიამ იცის?! ხომ არ იცის?! ასეა..არ ეტყოდი..არ ანერვიულებდი ორსულ ცოლს..მაგრამ..რომ გაიგოს,ეს ყველაფერი რომ გაიგოს იცი როგორც გაუცრუვდება იმედი..იმედი იმის რომ შენც არ გამოსწორდი!აღიარე რომ გეშინია ანასტასიას რეაქციის..ზუსტად ამიტომ მალავ მასთან ყველაფერს! გაგაფუჭა იმ დამპალმა სკამმა,შენმა თანამდებობამ გაგაფუჭა და საბოლოოდ,ისევ მამაშენს ემსავსები! არ გაბედო უარყოფა,არ გაბედო დემეტრე!
- ლილიაან!
- ზუსტად მაშინ მოკალი შენში ის დემეტრე,როცა შენს წინ ადამიანი მოკლეს და თითიც არ გაგინძრევია,არაფერი არ გაგიკეთებია..საერთოდ არაფერი! ასე რომ ეხლა ან დამხმარები,ან არადა ჩემით გავაკეთებ ყველაფერს..და საერთოდ,ნუ მასწავლით ყველანი მე რა უნდა ვქნა! მე რომ არა,კარგად იცი ისევ ისე იქნებოდა ეს საქმე დახურული..იოანე,იმასაც ვერ გაიგებდა ვინ იყო მისი მტერი..და დღეს ციხეში ამოყოფდა თავს ერთგული მეგობრის გამო და ვინ იცის,არც შენ დაგადგებოდა კარგი დღე..ამიტომ დაფიქრდი და დამეხმარე!
- მორჩიი?! დაამთავრე ლილიან?!
- არა დემეტრე,ასე შემიძლია ვილაპარაკო დაუსრულებლად იმაზე,თუ რამდენად უსამართლობაა ეს ყველაფერი და შენ როგორ არასწორად იქცევი! სანამ იოანეს საბედისწერო შეცდომა დაუშვია,სანამ უამრავი ადამიანი მოუკლავს ჯობია გამიშვა!ახლავე დააბრუნე უკან მანქანა და იქ მიმიყვანე,სადაც ვიყავი!
- ამის დედაც მო*ტყან..ბაზარი არაა..აჰაა,მიმყვარხაარ..მიმყავხარ!მაგრამ იცოდე,გვერიდან ვერ მომიშორებ,გესმის?!
- ოჰ,ანუ..ჩემთან ერთად ხარ?!
- სხვა გზას მიტოვებ ქალბატონო?!
კმაყოფილი ღიმილი მეკვრის სახეზე რასაც დემეტრეს დაწვრილებული თვალები კარგად ამჩნევს და თავს აქეთ იქით აქნევს გაბრაზებული.
- უხ..მაგარი ჩათლახი ვიყო კარგად მოგდებდი ეხლა!
- ეხლა მხოლოდ გამომძიებელს კი არა,ძალიან საშიშ ქალს ესაუბრები!
სიცილისგან გაბერილ ლოყებს ვერ იმორჩილებს და სიცილი სკდება.
- ეგ ერთ ადგილას გაიკეთე,იასნია თუ შეგეტევა!
- აი აქ გააჩერე.
წითელ ინფინიტთან ახლომახლო მანქანას ვაჩერებინებ,ქურთუკის ელვას ბოლომდე ვიწევ და იარაღსაც თავის ადგილას ვმალავ. - ეგ ტელეფონი მომაწოდე. სანამ აზრზე მოსვლას ასწრებს,ტელეფონს ვიღებ და სენსორზე უცხო ნომერს ვუწერ.
- ვისია?!
- ბებიაშენის! ჩემია,ჩემი! ჩემს ზარს დაელოდე..
- კარგი.. ხელებს ზევით სწევს,მანქანიდან ქურდივით გამოვდივარ და სწრაფი ნაბიჯებით მივიწევ საკუთარი ავტომობილისკენ.კიბეებთან კვლავ იმ ქალის სახეს ვეჩეხები,გამოსვლისას რომ მბურღავდა მზერით..წამით ვაკვირდები და მანქანაში ვჯდები,ვქოქავ და ის ისაა უკუსვლით უნდა გამოვიდე დაპარკინგებული ადგილიდან,ახალგაზრდა ქალი ჩემკენ მოდის და მანქანის წინ დგება. საქარე მინას ვწევ,ჩემს წინ დგას და სავიზიტო ბარათს მიგდებს მანქანაში.
- უკავრავად?! ვინ ხართ?!
გვერდით დაყენებულ მერსედესში ჯდება და სწრაფად ტოვებს ადგილს,მეც საავადმყოფოსგან მოშორებით მანქანას ვაჩერებ,მის შემოგდებულ სავიზიტო ბარათს ვეძებ და დიდი მონდომებით ვაკვირდები მის სახელსა და გვარს.
- ნათია შაინიძე.ეს ვინღაა?! ქაღალდზე არსებული ტელეფონის ნომერი სენსორზე გადამაქვს და რამოდენიმე ზარის შემდგომ,ქალის ოდნავ ბოხი ხმა მესმის მეორე ხაზიდან.
- ოჰო..გამომძიებელო,ასე სწრაფად?!
- გიცნობთ ქალბატონო ნათია?!
- გამიცნობთ.თუ მოგინდებათ ჩემი გაცნობა. მისამართს მოგწერ ლილიან,თუ გაინტერესებს ვინ ვარ ან რა მინდა,მოდი.
პასუხის გაცემას ვერ ვასწრებ,მეორე ხაზიდან წვეტილი ზარი ჩამესმის,ტელეფონს ტორპედოზე ვაგდებ და ორ წამში,კვლავ წკრიალდება ტელეფონი შეტყობინების სახით.
ორივე ხელით თმას უკან ვიწევ,მანქანის სარკეში საკუთარ ანარეკლს ვუყურებ და ვერ ვცნობ საკუთარ თავს,თითქოს მე არ ვიყო.ჩანთიდან სათვალეს ვიღებ,გაზს ფეხს ვაჭერ და დანიშნულ ადგილას ვიღებ გეზს.
ორმოცდაათიოდე წლის,თუმცა საკმაოდ ლამაზი და მოვლილი ქალი,ტანის ნელი რხევით,რომლის სიფრიფანა კაბის ნაჭერი მის მკვრივ თეძოებს სიარულში ეტმასნება,ცდილობს,მაგიდაზე ყავის არომატული სითხით გავსებული ფინჯანი ფრთხილად დადგას,ბუნებრივ,დახვეულ თმებს რომელიც დახრისას წინ ეყრება,ხელით უკან იწევს,ღამესავით შავ თვალებს აცეცებს ნერვიულად და წითლად შეღებილ ბაგეებში სიგარეტის წვრილ ღერს აქცევს. ლამაზად გამოყვანილი,კურნოსა ცხვირის სასუნთქი გზიდან კვამლს უშვებს და თვალს თვალში მიყრის.
- მიირთვით,გამომძიებელო.
- ყიფიანის ნათესავი ბრძანდებით??
- არა,რა თქმა უნდა. მე თქვენი ნახვა მინდოდა.
- მაშინ,პირდაპირ საქმეზე გადადი.
- აჰ..გეჩქარებათ?!
- სამწუხაროდ,ძალიან.
ფინჯანს ვიღებ და ჯადოსნური სითხე მალამოსავით მედება ყელში.
- ლუკას ეძებ,არა? არ წაგართმევ ბევრ დროს.
წამიერად ხველება მიტყდება,ფინჯანს მაგიდაზე ხმაურიანად ვდებ და სავარძლიდან,მისკენ უფრო ახლოს ვიწევი.
- თქვენ რაიმე ინფრომაცია გაქვთ ქალბატონო?!
- ინფორმაცია?! კარგი..მოკლედ მოგყვებით..
პირდაპირ საქმეზე გადავალ,ვიცი..გიყვართ გამომძიებლებს ყველაფრის კონკრეტულად გარკვევა,მაგრამ მე მთავარი რაც არის,ჯერ იმით დავიწყებ.დიდი ხანი ვიცოდი,რომ
ეგ ნაბი*ვარი,ვიღაც თავის შვილის ტოლა ქალთან ერთად აპირებდა მოხევას..მანამდე,მაინც ჩემთან აგრძელებდა სიარულს,აი ესე..შემომივლიდა ხოლმე როცა მოუნდებოდა,რა დროც არ უნდა ყოფილიყო. კარიერა მე არ მქონია,განათლებაც არ მიმიღია,სადმე მემუშავა..ადრეულ ასაკში გავთხოვდი და სულ ვიღაცის იმედზე ვიყავი.
ლუკამ კი,თავის სასიკეთოდ გამომიყენა..სანაცვლოდ კი,ამ სახლს გადამირჩენდა,რომელიც აუქციოიონზე დღე-დღეზე გაიყიდებოდა..დიდი არაფერი,სულ რაღაც 20 000 უნდოდა,მაგრამ მე ლარიანიც არ მეგდო ჯიბეში..
გავიდა წლები და მან თავისი არ იკმარა,წამართვა ყველაფერი,რაც კი გამაჩნდა..დამტოვა ამ აი ოთხ კედელს შუა.. ბრილიანტები,ოქროები..ჩემი გარდაცვლილი ქმრის დანატოვარი..თითს კედლისკენ იშვერს,სადაც ჩარჩოში ჩასმული შავ-თეთრი ფოტო იმშვენებს თავს,საკმაოდ სიმპათიური,ჯარისკაცის ფორმაში გამოწყობილი მაღალი მამაკაცი,რომელსაც ხელში კალაშნიკოვი უჭირავს და იღიმება.ჰო,მერე..ვიჩივლე..განგებამ ჭკუა რომ საერთოდ ამომაცალა შინაგან საქმეთა სამინისტროს მინისტრისთვის თუ მინისტრის მოადგილეა,რა ვიცი მე..მაგისთვის უნდა მეჩივლა?! რა თქმა უნდა,ვერ დავამტკიცე. ყველა ერთმანეთს უძვრება,რომ გაწყდეს საერთოდ მაგათი მოდგმა და ჯიში!..მოკლედ,დიდი ხანი გეძებდი..ერთი პერიოდი,ტელევიზიით ვიგებდი რომ გატაცებული იყავი და მაშინვე მივხვდი,იმის ნამოქმედარი იყო ყველაფერი და იმედი დავკარგე,რომ ვინმე დამეხმაებოდა. დარწმუნებული ვიყავი შენც დანარჩენებივით იქ გაგისტუმრებდა. თუმცა საბედნიეროდ აქ ხართ,გამომძიებელო..
- რატომ არ ამბობდი ამ ყველაფერს აქამდე,რატომ არსად არ ამბობდი?!
ხელს მაგიდაზე ვარტყამ და თვალებს ვისრესს ნერვიულად.
- ვინ დამიჯერა? ვიინ? გახარია ის კაცი არაა,თავისი მოსვრილი ოღონდ სხვას შეაწმინდოს და თვითონ სუფთად გამოძვრეს?! არ იცით ვინ არის არა?!
ნამწვს საფერფლეში სრისს და კოლოფიდან ახალ ღერს იძიებს.შემომითვალა,ხმას თუ კიდევ ამოვიღებდი იმ ქვეყნად გამისტუმრებდა. მაგრამ მოთმენას აღარ ვაპირებ. ორი წელი გავიდა. მთელი ამ დროის განმავლობაში ყველას დასაცინი მე ვარ,ყველა ჩემკენ იშვერს თითს.. ასე ცხოვრება აღარ შემიძლია.
- გასაგებია..მერე?! გააგრძელეთ,ქალბატონო ნათია!
- გამომძიებელი ხარ,თუმცა.ალბათ გსმენია რაიმე ან წაგიკითხავს მაინც,ქალის შურისძიება ყველაზე საშინელი შურისძიებააო..ხოდა მეც ზუსტად ამისთვის ვარ აქ!
მოკლედ..მისი ეგრედ წოდებული ცოლიც ფეხებზე კიდია და შვილიც..
ახალ ნაფაზს არტყავს და თვალებს აცეცებს. - კიდია,რაც არ უნდა უქნან,მაინც არ გამოჩნდება.
- რისი თქმა გინდა,თავის ცოლ-შვილს სიკვდილისთვის გაიმეტებს ეგ არაკაცი?!
ტუჩის კუთხეებში ღიმილი ეპარება და თავს დანანებით აქნევს,- საოცარი ნიღაბი შეურჩევია ამ კაცს,ნიჭს ვერ დაუკარგავ,რა. რომ იცოდე,რამდენი შვილი და ცოლი ჰყავს მასე..კარგი,გაგიადვილებ საქმეს.. ქვეყნიდან არ გასულა. მაგისი სოროები,ზეპირად ვიცი,ოღოდ ეგ არ მკითხო კიდევ საიდან. არის,რამოდენიმე ადგილი. აი,მისამართები.
ჩანთიდან ამოღებულ ფურცლებს მაწვდის,სადაც რამოდენიმე მისამართი წერია ერთი მეორის მიყოლებით.
- მანდ იქნება სადმე,ამაში დარწმუნებული ვარ. უბრალოდ,ბედის ირონიაა..
იცინის და დანაოჭებულ შუბლს თითებით ისრესს.
- ყოველთვის მმალავდა,რადგან მე არ ვყოფილიყავი მისი რომელიმე ბინძური საქმის გასაღები,არავის შეძლებოდა ძალით აველაპარაკებინე..ასე იქცეოდა ყველა თავის ხანგრძლივ საყვარლებთან,რომლებიც ეხლა მიწაში წვანან.. უბრალოდ ვერ მიხვდა იდიოტი,გაცილებით ჭკვიანი რომ გამოვდექი,დღეს კი დადგა დრო,ყოველგვარი ძალდატანების გარეშე ჩემით ავლაპარაკდე.
- და მაინც და მაინც რატომ მე?! მე მელოდებოდით?!
- სიმართლე გითხრათ,ასეა. თქვენს გარდა,ვერავის ვენდობოდი. ყოველთვის გხვდებოდით,ხან სახლთან,ხან სამსახურთან,თუმცა მოსვლას ვერ ვბედავდი,რადგან მარტო არასდროს იყავით. მე გახარიაზე მინდა შური ვიძიო და დაგეხმაროთ როგორც შემიძლია.
- იმედია,მის კვალს არ ტკეპნი და რაიმე ბინძური გეგმა არ გაქვთ ჩაფიქრებული,ქალბატონო ნათია!
- მე შურისძიება მინდა. სულ ეს არის.
ფეხზე ვდგები,ჩანთას ვიღებ და შესასვლელისკენ გავდივარ,ნათია გასასვლელთან დგას,გასაღებს არგებს კარს და სწრაფი ნაბიჯებით ვტოვებ შაინიძეს კორპუსს.
- 1-ლი.. ახალი ნიჩბისი...მცხეთა-მთიანეთის მხარის მცხეთის მუნიციპალიტეტში, ნიჩბისის თემში. მე-2 გოროვანი..ესეც მცხეთის ერთ-ერთი სოფელია.. მე-3 საგურამო.. ჯანდაბა..რამდენია კიდევ..
- ლილიან.. მომისმინე..
საჭეს ხელებს უშვებს,ჩემკენ ტრიალდება და ფურცელს მაცლის,რომელიც აქამდე ხელში ნერვიულად მეჭირა. რატომ ხარ დარწმუნებული,რომ ეს ვიღაც გახარიას ნახმარი საყვარელი,რომელიც ციდან ჩამოვარდა და უცებ გაჩნდა,სიმართლეს გეუბნება?
- მათე.. სხვა გზა გვაქვს რომ არ გვჯეროდეს?ხომ იცი,ხანდახან ყველაფერი ასე ბანალურადაც ხდება!
- ლილე..მესმის,მესმის.. მივცემ ბიჭებს რამე სი*ობა დავალებას და გავუშვებ იმ სოფლებში..მაგრამ არ მინდა დრო ტყუილად დავკარგოთ..ასეთები იცი რამდენი არიან?
- ვიცი.
- კარგი. მოდი ასე ვქნათ,წადი სახლში,დაისვენე. ძალიან გადაღლილი ჩანხარ.
- სახლში ვერ წავალ. ალექსანდრე მეძებს,გესმის?რომ მიპოვოს,ბორკილებს დამადებს და მაშინვე მორჩება ყველაფერი!
სატირლად გაბზეკილ ტუჩებს თითებით ვიზელ და საქარე მინიდან ჰორიზონტს გავყურებ,შორს,მთების გასწვრივ სადაც ცეცხლისფრად შეღებილი მზე ნელნელა იძირება ცის კაბადონიდან.
კარგი..რამეს მოვიფიქრებ.
უკანა სავარძელზე გადაგდებულ ჩანთას ვიღებ,ის ისაა კარი უნდა გავაღო,მათეს ხელი მწვდება მკლავში,რომელიც მისკენ უფრო ახლოს მწევს და დაწვრილებული თვალებით მაშტერდება.
- გგონია ასე გაგიშვებ? ლილე..ჩემთან წამოდი,იქ დარჩი იმდენი ხანი, რამდენიც საჭირო იქნება.
- რა სისულელეა,არავითარ შემთხვევაში.
- გინდა უფროსმა გიპოვოს?
მხრევს ვიჩეჩავ..თუმცა თავის მოტყუებას ვეშვები და უარყოფის ნიშნად თავს ვაქნევ. ჩემკენ უფრო ახლოს იწევა,ხელს წელის გასწვრივ აცურებს და რემენს სწევს,რომელსაც მჭიდროდ მაკრავს გულზე.
- ასე უკეთესია. თავადაც იკრავს რემენს,თვალს მიკრავს და უკუსვლით გამოვდივართ ერთ-ერთი კორპუსის უკანა ეზოდან.
მთელი სხეულით ვდუნდები,ცხელი წყლის სიმხურვალე კანს სასიამოვნოდ მიწვამს და ნეტარებისგან ფიქრებს ვფანტავ გონებიდან,რომელიც ორ უკიდურესობაზე მაფიქრებს.. პირველი,გახარია..მეორე კი,ალექსი..უბრალოდ,ჩემი ალექსი,რომელიც უკვე დავკარგე,ვგრძნობ რომ საშინლად მოვექეცი და გული მეკუმშება,წყლის წვეთებს მარილიანი სითხე ერევა და თითები მიმაქვს თვალებთან.. ონკანს ვკეტავ,დაორთქლილ სარკეს ხელის გულს ვუსვამ სწორ ხაზად, საკუთარ ანარეკლს ვუყურებ და ეს გრძნობა ისევ მაქვს გონებაში გამჯდარი,როგორც არასდროს. ვინ ხარ?! კიდევ ერთხელ ვუსვამ შეკითხვას საკუთარ თავს..
ნამიან სხეულს ვიმშრალებ,ნაცრისფერ დათბილულ სპორტულებს სწრაფად ვიცმევ და სამზარეულოში გავდივარ,საიდანაც საყვარელი არომატი ცხვირში მიღიტინებს.
- ყავა?
- ჰო,ვიცი რომ გიყვარს.
თვალები მიბრწყინდება,სველ თმას
უკან ვიყრი და ჩემს წინ დადებულ დიდ ფინჯანს თითებს ვალაგებ გარშემო,არომატს ვისუნთქავ და გემრიელად შევექცევი. მათე მიღიმის,ისიც ჩემს წინ ჯდება და კოლოფიდან სიგარეტს იღებს.
- გინდა?
თანხნობის ნიშნად ხელს ვაწვდი და მაშინვე ალექსი მახსენდება..რომლის გამოც ყოველ დღე ვარჯიშს და სწორ კვებას ვიყავი მიჩვეული. ახლა კი,მომწამლავ ნაცრისფერ კვამლს ფილტვებში ვუშვებ დიდი რაოდენობით,რომელიც ყელს მიწვამს და სასუნთქი გზიდან სწორ ხაზად ვუშვებ,ოდნავ თავბრუსხვევას ვგრძნობ და მეღიმება.
- ცოტა დამშვიდდი?
პიჯაკს სახელოებამდე იწევს და მაჯაზე არსებულ ოქროს საათს დაყურებს ინტერესით.
- ჰო..და მგონი შენი შამპუნი დავაცარიელე..
- ვიგრძენი,ჩემი სურნელი აგდის. თვალებს ვხრი,ისიც ხვდება ყველაფერს და უხერხულობას კვლავ მისი სიტყვები არღვევს.-იცოდე,ახალს მიყიდი.
პასუხად მეცინება და კედელს ვეყრდნობი,ქვედა ტუჩს კბილებს შორის ვიქცევ და ვერ ვხვდები,რატომ მეფიქრება ალექსზე ყოველ წუთს.
დროებით სიჩუმეს კარზე გაუჩერებელი კაკუნი არღვევს,შეშინებული,მათეს გაკვირვებულ სახეს ვუყურებ,ფინჯანს ნიჟარაში ვდებ,მათეს საძინებელში გავყავარ და კარს ხურავს,რამოდენიმე წამში,ნაცნობი ხმები მესმის.. ღმერთო,ალექსანდრე..
მისი ბოხი და მკაცრი ხმა მესმის,რომელსაც ჯერ კიდევ ვერ ვარჩევ,მასთან ერთად გამრეკელი და ტოტოღაშვილი საუბრობენ,რაღაცას არკვევენ და ხმები ნელნელა ახლოვდება. კარს ვშორდები,საწოლზე ვჯდები და თავს ხელებში ვრგავ.
- მოკლედ,ის ნაბი*ვარი მთავარია ქვეყნიდან არ გასულა..
- ლაღიძემ ერთი სოფელი ახსენა მაშინ..გოროვანიო..არა?
- მაგან ამ ყველაფრის მერე დაიწყო ლაპარაკი?!
მათე ეძიება ლაპარაკში და სიჩუმეს კვლავ გამრეკელი არღვევს.
- არა..ეგ სულ თავიდან თქვა,როცა დავკითხეთ,უბრალოდ რა ჩემ სი*ად მაინტერესებდა ის?მაშინ გახარიაზე არაფერი ვიცოდით..
- მაგ სოფლის ყველა კუთხე-კუნჭული შეისწავლეთ,კამერები..ჩანაწერები..მიხედეთ საქმეს.
თითს აქნევს გამაფრთხილებლად უფროსი და ოხრავს. სავარძელში თავსდება,თავს საზურგეზე დებს და კვლავ მათეს შეჰყურებს.- რამე მაგარი არ გაქვს?!
- კი,მოვიტან . ბიჭებო,თქვენ რას დალევთ?
- მანქანით ვართ,ჩვენ გავალთ..ისედაც საქმეევი გვაქვს..
- კარგი წადით,კავშირზე ვარ,თუ რამეა მაშინვე მირეკავთ. უფროსის ბრძანებას ჰყვებიან და თანხმობის ნიშნად ბიჭები თავს აქნევენ,ნაბიჯების ხმაც ნელნელა ქრება,მათე ორ განიერ ჭიქაში კონიაკს ასხამს თანაბრად და უფროსის წინ ჯდება.
- ლილიანზე ახალი არაფერია?
- არა. მკაცრად პასუხობს და შუშის მაგიდაზე ხმაურიანად დებს ჭიქას. - მიწამ ჩაყლაპა ამაშუკელო...მიწამ..მაგრამ ვიცი,ძალიან ახლოსაა..ვგრძნობ.
სხეულში ცხელი ტალღები მივლის,თვალები მევსება ცრემლებით და პირზე ხელს ვიფარებ იმედით,რომ ჩემი სუნთქვაც არ ისმოდეს. როგორ მენატრება,როგორ საშინლად მენატრება..მისი ყოველი სიტყვა მესმის,ყოველი ხმის ამოღებისას დაზეპირებულივით ვიცი,რა დროს რას აკეთებს,როდის იღიმის,როდის და რა მომენტში იცვლის მიმიკებს,როგორ უშავდება ლურჯი ირისები,როგორ ეჭიმება ყბის ძვალი და კისერზე ლურჯი კაპილარები.. როგორ უთამაშებს თვალებში ჭინკები,როგორ აწვრილებს მუქ ლურჯებს დაძაბულობისას..მოვლილ და სურნელოვან წვერზე,როგორ ისმევს გრძელ თითებს,რომელსაც ახლა ჩემს თითებს ჩავჭიდებდი,მის მუხლებზე მოვთავსდებოდი და ტკიპასავით მივეკრობოდი..ისე,რომ ვერასდროს გავეშვი. თუნდაც გავიყინო.თუნდაც იქ დასრულდეს ყველაფერი და ჩემი ბოლო ამოსუნთქვა იყოს,მხოლოდ მისი სურნელი და მისი ტუჩების დაგემოვნებაა ჩემი წამალი. ჩემი სიცოცხლისა თუ გადარჩენის წყარო.მონატრება ისე მკლავს,მინდა ეს კარები გავგლიჯო,ალექსს მოვხვიო ხელები და ვუთხრა,რომ სიგიჟემდე მიყვარს..ენის აუღწერლად..ავადმყოფურად მიყვარხარ ალექს..ჩემო ტირანო!
დუმილის შემდეგ,მათე ჭიქას დებს მაგიდაზე..ფეხზე დგება,ფანჯარას უახლოვდება და ჩამწყდარი ხმით ეკითხება უფროსს:
- რა თქმა უნდა სადმე იქნება ახლო-მახლო..და..როცა იპოვით,მერე რა იქნება?
- სამსახურს დაემშვიდობოს..სამსახურს,მათე! თუ დაგიკავშირდება,ეგრე გადაეცი! მოკლედ,წავედი
პალტოს იღებს და ჯიბიდან მანქანის გასაღებს იძიებს ტელეფონთან ერთად.
- კარგი..გასაგებია..თუ დამიკავშირდება,შეგატყობინებთ..
- არ არის საჭირო,შენს საქმეებს მიხედე!
კარს ძლიერად ხურავს,საშინელი სიჩუმე ექცევა ირგვლივ,რომელსაც მხოლოდ ჩემი ყრუ ქვითინი არღვევს,მათე კარს აღებს,ჩამრთველს ხელს არტყავს და მხედავს თუ არა როგორ მდგომარეობაში ვარ,ჩემს წინ იმუხლება და სახიდან ხელებს მაწევინებს.
- ჰეიი..შემომხედე..ჯანდაბა..შემომხედე,ყველაფერი კარგად არის,გესმის?ლილე..
- არა..ყველაფერი ცუდად არის,ძალიან ცუდად..
სახეს მის კისერში ვრგავ მისი ხელების საშუალებით.
- არა პატარავ..არ კარგავ,დამიჯერე..კარგად იქნება ყველაფერი. დამიჯერე,კარგი?
სახიდან თითის ბალიშებით მწმენდს ცრემლებს და მიღიმის.
- ძალიან კარგი ადამიანი ხარ მათე.
- მოდი,დავიძინოთ..დავისვენოთ და დილით ადრიანად დავიწყოთ საქმე. კარგი?
- კარგი.
* * *
თვალებს ქვემოთ შავი უპეები უძილობისგან შესამჩნევად დატყობოდა,შუაღამისას რუსთაველის გამზირზე ნელა მიუყვებოდა დაცარიელებულ გზას,მანქანაში მშვიდ მელოდიას გაეჟღერა წამყვანის ნარნარი ხმით და საათი ემცნო სრულიად საქართველოს მსმენელისთვის. მუსიკის ხმას ბოლომდე ჩაუწია,ტელეფონი ხელში მოიმარჯვა და ნაცნობი ქალისგან გამოტოვებულ ზარებს გადახედა,რომელსაც ასევე რამოდენიმე შეტყობინება მიეწერა მისთვის.
პედალს ფეხი დააჭირა,სიჩქარეს მოუმატა და ნაცნობი კორპუსის ეზოში აუდის მარკის ავტომობილმაც შეუხვია.
კარზე სწრაფად დააკაკუნა,რამოდენიმე წუთს აბრახუნებდა და როცა უკვე გადაწვიტა მასპინძლისთვის გადაერეკა,ზუსტად მაშინ გააღო კარო სექსუალურ პენუარაში გამოწყობილმა ახალგაზრდა ქალმა,თვალების ფშვნეტით,რომელიც გაკვირვებული უყურებდა ალექსს.
- ღადაობ ხოო? იცი რომელი საათიიაა? ან რომ გირეკავდი,რომელი იყო,რატომ არ მიპასუხეე?
კითხვები ერთად მიაყარა მამაკაცს,რომელმაც თვალები მომაბეზრებლად აატრიალა და უცერემონიოდ შეიჭრა სახლში.
- ალექს!
ხელები გადააჯვარედინა ქალმა და მამაკაცის წინ დადგა,სავარძელში რომ ჩამჯდარიყო და ფეხები ფართოდ გაეშალა. ხარბად ათვალიერებდა ზედმეტად თხელი პენუარის შიგნით მის სავსე მკერდს,რომელიც ალბათ ოთხ ზომას უტოლდებოდა,მკვრივ საჯდომსა და თეძოებს,რომელსაც სიფრიფანა ნაჭერი მხოლოდ ბიკინამდე უფარავდა. კიდევ ერთხელ აათვალიერა,გამშრალი ტუჩები ენით გაილოკა და ერთ ადგილას გახევებულ ქალს მიუბრუნდა.
- მოდი ჩემთან.
გამომწვევად გახედა მამაკაცმა და ფეხზე ხელი დაირტყა რამოდენიმეჯერ. - ლიზააა..მოდი მეთქი!!
რამოდენიმე ნაბიჯი ფრთხილად გადადგა ლიზიმ,რომელსაც მაშინვე დასტაცა ხელი ალექსმა და მის მუხლებზე დაისვა. ხელები თეძოებიდან მის სავსე მკერდამდე აიტანა და ორივე ხელით ნაზად მოუჭირა ისე რომ ქალის ბაგეებს არ მომწყდარიყო..
ქალმა თავი უკან გადასწია და ხმამაღლა ამოიკვნესა.
სქელი ტუჩები ქალის ყელს მიაკრო,რომელიც კოცნის ბილიკით ჩაუყვებოდა *უძუსთავებამდე,ხელებს კი მის სხეულზე დაათარეშებდა,ხან ნაზად,ხანაც კი მტკივნეულად,რასაც ქალის ოხვრა მოჰყვებოდა პასუხად.
ქალმა თხელი თითები მის საქამრეზე წაიღო,მიუხედავად დაბინდული გონებისა,მაინც ცდილობდა და ამაოდ ებღაუჭებოდა..
- ჯანდაბა..გახსენი..მინდა,ჩქარა!
საწყლად ამოიკნავლა და ლურჯ სფეროებს მუდარით შეხედა.
- ჯანდაბა ლიზიი..რა მოუთმენელი ხარ?!
ქალის სხეული ხელში ისე სწრაფად აიტაცა,წამოკივლებაც ვერ მოასწრო,საძინებლამდე სწრაფად გაიყვანა და საწოლზე დაახეთქა,პალტოს თავისი მაისურიც გააყოლა,ქამარი შეიხსნა და მის წინ მწოლიარე მშვენიერებას კიდევ ერთხელ დახედა,რომელიც მომლოდინე თვალებით მზერას არ აშორებდა.
ფეხებით ოდნავ ქვემოთ ჩამოსწია და განზე გააწევინა,ა*ო მის ეროგენულ ზონაში ძლიერად შეაცურა და ტუჩებმა ჩაახშო ტკივილსგან წამოყვირებული ქალის ხმა.
ვნებათა მორევში გადაშვებულებს და სიამოვნებისგან მიღწეულ პიკზე მყოფ ქალს,ლავირით დაჭიმვოდა სხეული და კმაყოფილებით სავსეს ღიმილი დათამაშებდა სახეზე.
ალექსი საწოლზე გადაწვა,ლიზა კი ზემოდან მოექცა და მის არომატულ კანს გაუმაძღრად კოცნიდა.
- აღარაფრის თავი არ მაქვს. ჩემი მოკვლა თუ გინდა პირდაპირ მითხარი?
- პატარავ,ეს უბრალოდ ნაზი სექსი იყო.
- ალექს,ხუმრობ?
- ცოტას ლიზ..სულ ცოტას... ჩახლეჩილი ხმით უპასუხა და თითის ბალიშები ერთმანეთს მიუახლოვა,რაოდენობის იმიტაციით.- ლამაზი ფერია.. თითებში ქალის გრძელი,ცეცხლისფერი თმა ახლართა და რამოდენიმე წამს დააშტერდა,თუმცა გონს მალევე მოვიდა,ხელი გაუშვა და საწოლიდან წამოიწია,ტელეფონი ხელში მოიმარჯვა და ისიც წამშივე აწკრიალდა,მეორე ხაზიდან ტოტოღაშვილი რეკავდა,რომელმაც ერთ-ერთ სოფელში ნაცნობი ავტომობილი დააფიქსირა. ალექსანდრე აღარ ჩაძიებია,მაშინვე ადგა საწოლიდან და მიყრილი ტანსაცმლის მოძიებას შეუდგა.
- არ დარჩები?
- საქმე მაქვს.
- გთხოვ..
- ლიზაა! თვალები აატრიალა ალექსმა და საწოლიდან წამოდგა,ჩაცმას შეუდგა და ქალის ამღვრეულ თვალებს მზერა აარიდა.
- გთხოვ ალექს..თანაც გვიანია..თითქმის თენდება..საათისკენ ანიშნა ქალმა ხელით,რომელსაც ეს უკანასკნელი აღარც გაუხედავს და ყურადღებაც არ მიუქცევია.
- დამირეკავ?
ზეწარი მიიკრო მკერდზე და საწოლზე მუხლებით დადგა.
მამაკაცმა კი კვლავ უპასუხოდ დატოვა,კარი გაიხურა და კიბეები ჩაირბინა პალტოს ღილების შეკვრით.
ჯერ კიდევ დილის შვიდი საათია,თუმცა ზამთარში როგორც ყოველთვის,მზე არ ცდილობს ამოსვლას,ქუჩებში ჯერ კიდევ ლამპიონები ანათებს გზებს და უკვე მეორე მხარეს მიმავალი მთვარე მემშვიდობება..სიგარეტის ბოლო ნაფაზს ვარტყამ,საფერფლეში ვწვავ და ფიქრებიდან მათეს ჩახლეჩილი ხმა მაფხიზლებს,თვალებს რომ იფშვნეტს პერიოდულად.
- გაიღვიძე?
- არც მძინებია. ერთი სული მაქვს ის სოფლები მოვიარო. მათე,მანქანას მათხოვებ? ჩემით ვერ ვივლი,იმედია ხვდები რატომ.
- ლილე,ერთად მივდივართ,ხომ შევთანხმდით?
- არ გამოვა. უფროსი იეჭვებს. გეგმას ნუ ჩავშლით,გთხოვ.
- მარტო არსად არ გაგიშვებ.
კოლოფიდან ახალი ამოღებულ სიგარეტს,რომელსაც ტუჩებს შორის ვაქცევ და სანთებელადან ამონთხეულ ცეცხლს ვუშვერ,მაშინვე სწვდება ორივეს მათეს ხელები და ნაგვის ყუთის მიმართულებით ისვრის. - თავს იკლავ?!გავემზადები და წავედით,უფროსზე კიდე არ ინერვიულო..რამეს მოვიფიქრებ,კაი?
თანხმობის ნიშნად თავს ვუქნევ,ზურგით შებრუნებულს კი დარცხვენით ვაწვდი ჩემს ხმას.
- მათე..
- ჰო?!
- რაიმე მოსახერხებელი არ გაქვს?!
გაკვირვების ნიშნად წარბებს კრავს,თუმცა როდესაც ჩემს დახეულ ჯინსებს,კედებს და უბრალო ჯემპრს უყურებს მაშინვე ხვდება და ეღიმება.
- იმედია გამოვნახავ რამეს,წამო..წამო.
- ორი თავით მაღალი რომ არ იყო,არ შეიძლებაა?!
გრძელსახელოებიან სვიტრს ვუყრი ხელებს და შიგნით ჩარჩენილ თმას გარეთ ვიყრი,ამავდროულად წუწუნს არ ვეშვები და მათეს ლანძღვას..არა მხოლოდ მათესი,საერთოდ ყველასი,ვინც 1.90-ზე ნაკლები არაა.
- კარგიი,გეყოფა..აიღე ეს.. მომაბეზრებლად ატრიალებს თვალებს და ბათინკებს მიყრის წინ. - რა გავაკეთოო? არ გეტევა! უფრო სწორედ,შენ არ ეტევი.
ტუჩები ეპობა და შეკავებულ სიცილს ხელების აფარვით მალავს.
- ჯანდაბას ჩემი თავი. ნახე,მიხდება?!
ორი ზომით დიდ სვიტერსა და დახეულ ჯინსში,თითქმის ორ მეტრიანი კაცის ბათინკებით,რომელიც არცისე მოსახერხებელია ნაბიჯს ვდგამ სარკისკენ და ძალდატანებით კმაყოფილი მზერით ვათვალიერებ ჩემს ანარეკლს.
- ხელები გამოსწიე.
უკნიდან მიახლოვდება,ხელებს კაპიშონიან ქურთუკში მაყრევინებს,მისკენ მატრიალებს და პატარა ბავშვივით ელვას ბოლომდე მიწევს.- ესეც ესე. მშვენიერი!
____
- შეგახსენებთ,მასალა რამოდენიმე წუთის წინ მოგვაწოდა ჩვენმა გადამღებმა ჯგუფმა საგურამოში მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით,მასალას ამ წუთებშიც პირდაპირ ეთერში ვიღებთ,თუმცა როგორც ხედავთ პოლიციელები არ გვაძლევენ საშუალებას ინციდენტის ადგილს მივუახლოვდეთ და თვითმხილველები დავკითხოთ,როგორც აღმოჩნდა ,გამომძიებელი ლილიან რობაქიძე სამწუხაროდ ოპერაციას შეეწირა,ასევე ჯერ კიდევ უცნობია განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დირექტორის,დემეტრე ტვილდიანის მდგომარეობა,რომელიც ასევე ქალბატონ ლილიანთან ერთად იმყოფებოდა ოპერაციის დროს,შსს მინისტრის ყოფილი მოადგილე,ბრალდებული ლუკა გახარია კი დაკავებული გახლავთ ის უკვე მიჰყავთ ვაკე-საბურთალოს განყოფილებაში დასაკითხად,კომენტარს ჯერ-ჯერობით არავინ აკეთებს,ჩვენ მალე კვლავ დაგიბრუნდებით პირდაპირ ეთერში.
- არა.. ლილიან..
ტელევიზორის ეკრანს მიღმა მყოფმა ქალმა არაადამიანურად იღრიალა,ჭიქა ხელიდან გაუვარდა და ხმამაღალი აქვითინდა,გვერდით მდგომი პატარა გოგონა კი შიშით მიეკრო დედას ფეხებზე და მასაც გამოებრიცა ქვედა ტუჩი მშობლის შემხედვარეს. ევამ პატარა ხელში აიყვანა,ძიძას ჩააბარა და სახლიდან ტყვიასავით გავარდა.
*რამდენიმე საათით ადრე*
ორსართულიანი,გემოვნებიანად მოპირკეთებული სახლის გარშემო,დიდი ეზო გაშლილიყო,სახლის უკანა მხარეს ამოსული ვაზის ყლორტები მთელ კედელს მოხვეოდა კლაკნილად,ირგვლივ კი ყაყაჩოების,შროშანებისა და ვარდების ყვავილები იწონებდა თავს,რომლებიც პატრონს დიდი მონდომებით მოეშენებინა... ხასხასა წითელი,სისხლისფერი,რომელიც ულამაზესი სანახავი იყო,განსაკუთრებულად სამხრეთიდან წამოსული ქარისგან,რომლებსაც ზღვის ტალღებივით აშრიალებდა და ნაზად ირხეოდა ერთი მეორის მიყოლებით.
მეორე სართულის გრძელ ვერანდაზე,კუთხეში ერთ-ერთ სავარძელზე მამაკაცი იჯდა,სიგარა ფილტრიანით მოექცია ტუჩებს შორის და შორს იყურებოდა,ცივი ნოემბრის სუსხნიანი ჰაერი თვალებს უწვავდა ფილტვებიდან ამოშვებული ნიკოტინის კვამლთან ერთად,ტელეფონი ჯიბიდან ამოეძრო და ნაცნობი მამაკაცისგან მოსულ შეტყობინებას გულდასმით,მშვიდად უყურებდა,სადაც მისი ცოლ-შვილი დახმარებას სთხოვდა,გადარჩენას და იმ ადგილიდან წაყვანას. განსაკუთრებით მისი ქალიშვილი,რომელიც ჯერ კიდევ ჩვიდმეტი წლის იყო,თვალები ირგვლივ ჩასიებოდა ტირილისგან და მამას ევედრებოდა,სახლში დაებრუნებინა. მამაკაცმა ფინჯნიდან ცხელი ყავის ბოლო ყლუპი მოსვა,მაგიდაზე დადო,ტელეფონიც ჯიბეში ჩაიცურა და სახლში შევიდა.
- კარგად მოწყობილხარ..ძალიან ლამაზია აქაურობა.. მე მომწონს.
პისტოლეტს თითის ერთი მოძრაობით ვტენი და პირდაპირ შუბლის მიმართულებით ვუშვერ. გაოცება პირდაპირი მნიშვნელობით შუბლზე აწერია და ხელი შარვლის უკანა ჯიბისწკენ მიაქვს.
- გაჩერდი! განძრევა არ გაბედო თორემ შუბლს გაგიხვრეტ.
იცინის,ამაზრზენად და გულის ამრევად იცინის,მისი ხმა ყურებში ისე ჩამესმის,თითქოს შენელებული კადრი ყოფილიყოს.
- ისე,როგორც ჩემს ხალხს ესროდი გაქცევისას? თავს აქნევს და ხელებს ზევით სწევს.- აჰა,მოგწონს ესე?
- დიდი ხანია მინდოდა ეს სიტყვები მეთქვა.. ბატონო ლუკა,თქვენ ბრალი გედებათ ნარკოტიკების იმპორტსა და ექსპორტში მონაწილეობის მიღებისთვის,ასევე მოქალაქე ნ. ლაღიძის, ა. დობორჯგინისა და გ. ლაგვილავას განზრახ მკვლელობა,ფულის გათეთრება, ნიკოლოზ ყიფიანის ხალხის შეკვრა და მათი გადმობირება ეგრედ წოდებულ ქურდულ სამყაროში.. გილოცავთ,უვადო პატიმრობა მოგესაჯათ..დარჩენილი წუთების სასიამოვნოდ გატარებას გისურვებ!
- სულ ეს იყო?! რა იყო,რა დაგემართა ჟღალო,მხოლოდ ეს იცი?!
ნაბიჯს წინ დგამს,მე კი უკან ვიხევ და სასხლეტს თითს ვადებ.
- გესვრი! უკან დაიხიე!
ბოლო ხმაზე ვყვირი,ის კი არ ჩერდება,კიდევ რამოდენიმე ნაბიჯს დგამს და ის ისაა,მაგიდაზე არსებულ იარაღს უნდა დასწვდეს,სასხლეტს თითს ვკრავ და ფეხში მოხვედრილი ტყვიისგან,მუხლებზე ეცემა.
- უხ შენი დედაც!!! შე ბო*ო!!
- შენ რაა,მართლა გგონია არ შემიძლია მოგკლა?!ხმა ამოიღე ნაბი*ვარო!!
ადგომას ცდილობს,მაგიდას ხელებით ებღაუჭება თუმცა ფეხს ვკრავ და უკან ვარდება,მაგიდაზე არსებულ ნივთებს ერთი ხელის მოსმით ვყრი და ბორკილებს უკანა ჯიბიდან ვიღებ. აწკრიალებულ ტელეფონს სხარტად ვიღებ ხელში,თუმცა უეცრად ითიშება. ვცდილობ გადავრეკო,მაგრამ ავტომოპასუხი ირთვება და ტანში სიცივე მივლის.მამაკაცს ხელებს უკან ვუკავებ,ბორკილებს ვადებ და ფანჯარას ვუახლოვდები.
- ამის დედაც,სად ხარ,სად!!
ტელეფონზე საათს დავყურებ,თუმცა არცერთი შემოსული ზარი არ მხვდება.
- რა იყო..კიდევ ვინმეს ველოდებით?!
სახე ემანჭება ტკივილისგან და ფეხიდან წამოსულ სისხლის პატარა გუბეს გაჰყურებს.- მგონი,ზედმეტი მოგივიდა..
საათს კიდევ ერთხელ ვუყურებ,მზერას ძირს მწოლიარე გახარიასკენ ვაპარებ და ჩემს თავში მოსულ ახალი გეგმის განხორციელებაზე ვფიქრობ.-ჯანდაბა..ხელს ნერვიულად ვისვამ თმაზე..ოთახიდან სწრაფად გარბივარ და მათეს ვეძახი რაც შეიძლება ხმამაღლა..კიბეებს ჩავუყვები პირველ სართულამდე,თუმცა სუსტ თავბრუსხვევას ვგრძნობ,რადგან გარშემო სრულიად დენთის სუნი ტრიალებს,კიბის პირველ საფეხურზე ვდგავარ და ნაცრისფერი კვამლი თვალებს საშინლად მიწვამს...
ჯანდაბა..ცრემლსადენი გაზი..აქ რა ხდება?! მათეეე! არის აქ ვინმეე?!
კიდევ ერთხელ ვყვირი,მაისურის საყელო პირზე ამაქვს და ვცდილობ ღრმად და თანაბრად ვისუნთქო,კედლის მიმართულებით იარაღით ხელში,ვცდილობ გარეთ გავიდე,მაგრამ ჩემი სმენის არეალს მხოლოდ შუშების მსხვრევა არღვევს და მკერდთან დაჭრილი მათე,რომელიც ჭრილობაზე მთელი ძალით იდებს ხელს და ჩემკენ მორბის
- ლილიან,სწრაფად..ჯანდაბაა..სწრაფად წავედით..
- ეს რა არის? მათე..აქ რა ხდება?!
ფილტვები ორივეს კვამლით გვევსება და საშინელი ხველა მიტყდება. - მათე..დაჭრილი ხარ..ღმერთო..ზევით ლუკაა,უნდა ჩამოვიყვანო,გესმის?!
სახეზე ხელებს ვიფარებ და მეორე სართულისკენ ვიხედები.
- რა ლუკა ლილიაან! აქაურობას წამებში ააფეთქებენ,ხელი მომეცი,მალეე! ლილიან,რას უყურებ,მომეცი ხელი!
ფანჯრიდან ნახევარი ტანით გადასული,ხელს მკიდებს და მისკენ მქაჩავს,მე კი საწინააღმდეგოდ ვიქცევი და თავის დახსნას ვცდილობ.
- ლილეეე!
მათეს ყვირილი ბოლოჯერ ჩამესმის,თავბრუსხვევა ჩემს გონებას მთლიანად ეფინება,სხეული მიდუნდება და ბუმბულივით დაცემას ვგრძნობ..დამსხვრეულ ფანჯრებში შემოგდებული ხელყუმბარები და მათი თანმიმდევრობით აფეთქების ხმები ჩამესმის,ცეცხლი ნელნელა ეკიდება ყველაფერს და თვალებს ნელნელა ვხუჭავ.
ტრიალ მინდორზე,თეთრად შეღებილ ცასა და დაცვარული ბალახების სიმწვანე ერთ დიდ ჰარმონიას ქმნის,ჩემს წინ დიდებული სილამაზე იშლება და გრილი ჰაერი სასიამოვნოდ მელამუნება კანზე..ხელებს ვშლი ჩიტივით,თავისუფლება და სულის სიმსუბუქე დიდ შვებას მგვრის,თვალებს ვახელ და ჩემს წინ ანგელოზივით ქალს ვუყურებ,ნელნელა მიახლოვდება გრძელი,თეთრი კაბის შრიალით..
- ბარბარე..
ტუჩები მეპობა ღიმილით და მისკენ მივიწევ,ხელებს ვხვევ და მის თმაში თითებს ვხლართავ,რომელიც აბრეშუმზე ნაზი და ვარსკვლავებზე მეტად თვალისმომჭრელია.
- მადლობა,ლილე..
მადლობას მიხდის და ფართოდ მიღიმის.
- ბარბი..მეგონა ვერასდროს გნახავდი..მეგონა სამუდამოდ დაგკარგე..
- არა,ლილიან,მე აქ ვარ,შენთან ვარ.
- ყველაფერი დამთავრდა?
- დამთავრდა,შენ,შენი მისია შეასრულე. შენით ვამაყობ.ძალიან.
- მართლაა? არ მჯერა..გამომივიდაა?! ჯანდაბა.გამომივიდა!
ხელებს ვშლი და მინდა ვიხტუნო,ბედნიერება ბოლომდე გამოვუშვა სხეულიდან და ისე ვიყვირო მთელ მსოფლიოს გავაგებინო,ბარბარე კი უბრალოდ დგას და თვალისმომჭრელად მიღიმის.
- გინდა,აქაურობა დავათვალიეროთ?
- მინდააა,მინდაა!
მთელი აღტაცებით ვპასუხობ და ხელს ხელზე ვკიდებ.
საგურამოს ტერიტორიაზე არსებული ორსართულიანი სახლი,თითქოს მიწას ჩაეყლაპა,რომელიც ვულკანივით გადმოფრქვეულიყო და ცაში შეჭრას ლამობდა,გარშემო ცეცხლი წითელ ყაყაჩოებსა და ვარდებს მოკიდებოდა,ირგვლივ კი პოლიციისა და სასწრაფოს სირენა შოპენის შედევრს ქმნიდა თავისი გამაწვრილებელი ხმით..შუახნის ასაკის მამაკაცი,რომელიც ფეხში დაჭრილიყო აშკარად სხეულის სხვა დაზიანებებითაც უჭირდა გადაადგილება,თუმცა ყოველი დაცემისას მაინც ფეხზე დგებოდა და რაც ძალი და ღონე ჰქონდა გზატკეცილზე გადაჭრას ცდილობდა,როცა შავმა ბეემვემ შემოუხვია,მანქანიდან ტვილდიანი გადმოვიდა და გახარიას კისერში ჩაავლო ხელი,სახით მანქანას მიახეთქა და იარაღი შუბლზე მიადო.
- ამის დედას შევე*ი..ამის დედაც..სახლში გამომძიებელი იყო და თქვენ..სახლი ააფეთქეთ?!რა გააკეთეე,რა გააკეთე შენი დედაც მო*ყაან! მითხარიი რა გააკეთეეე!!!
ბოლო ხმაზე იღრიალა ყიფინმა და მის წინ მდგომს საყელოში ჩაებღაუჭა,რომელიც კედელს მიანარცხა და მთელი ძალით დაუწყო მუშტების რტყმა,ეს უკანასკნელი კი მის გარშემო ხმას ვერავინ იღებდა,გატრუნულები იდგნენ და ყველას კაბინეტში გიჟივით შემოვარდნილ ატირებულ ქალზე გადაეტანა ყურადღება. ყიფიანს გამზადებული მუშტი ჰაერში გაუკავდა და ქალს სასოწარკვეთილმა გახედა,ხელი ნელნელა გაუშვა კაცს,რომელიც ბუმბულივით ჩაესვენა ძირს,დაცვამ სწრაფად აიტაცა ხელში მამაკაცის მძიმე სხეული და ყველა ერთად გავიდა გარეთ.
- ეს..შენ გააკეთე.. ლილიანი..შენ მოკალი?!
- ევა..იოანემ თვალები დახუჭა და კბილები ძლიერად დააჭირა ერთმანეთს..ქალს ნელნელა მიუახლოვდა,თუმცა ევამ უკან გადადგა ნაბიჯი და ხელი აიქნია.
- არ მომეკარო.. ჯანდაბაა...არ მომეკაროო! უდანაშაულო ადამიანი მოკალი..ეს რა გააკეთე..შენ..ჩემი მეგობარი მოკალი,გამომძიებელი მოკალი იოანეე! მეზიზღები..არ გაბედო,არ შემეხო..მეზიზღები..შენი დანახვა არ მინდა...
- ევა..გთხოვ მომისმინეე..ამის დედაც მომისმინეე!
- არაა! არ მოგისმენ..გშორდები..გშორდები..ბოლოა,ეს ბოლოა იოანე..ჩემს სახეს ვეღარ დაინახავ..ბავშვები მიმყავს და შენგან ძალიან შორს მივდივარ..არ გვჭირდები,არ გვჭირდება მკვლელი ადამიანი გვერდით! მეზიზღები! მეზიზღები!!!
ხელებს უმისამართოდ იქნევდა მამაკაცისკენ,რამოდენიმეჯერ ხელი სახეშიც კი მოარტყა ძლიერად,ყიფიანი კი ადგილიდან არ იძროდა..ბოლოს ნერვებმა უმტყუნა და ორივე ხელი მაჯებში დაუჭირა ქალს.
- არ წახვიდე ევა.. გთხოვ..არ წახვიდე.
- შემეშვი იოანე...აღარ მიყვარხარ.. შენთან აღარ მინდა..დავიღალე..ძალიან დავიღალე..აღარ მინდა..
- ჩემო ანგელოზო..გთხოვ..ნუ გამიკეთებ ამას..
- ხელი გამიშვი..გამიშვიი გამიშვი ეს ხელები..ხელები რომლითაც ყველას ხოცავ.. გამიშვი..
მამაკაცმა ხელები გაუშვა და ისე დაუსხლტა ქალი,თითქოს ნადირისგან გათავისუფლებულიყო.
ცრემლები ორივე ხელით მოიწმინდა და კარი გაიხურა.
ჟურნალისტები ინციდენტის ადგილზე ცდილობდნენ მაქსიმალურად ვინმე დაეკითხათ და მიკროფონებით იქვე მყოფებს აქეთ იქით დასდევნენ,სახანძროს თავისი საქმე შეესრულებინა,ექსპერტები კი კვლავ ადგილის შესწავლას აგრძელებდნენ,თუმცა არანაირი ნიშანწყალი არ დარჩენილიყო. კანდელაკი სწრაფი ნაბიჯით წავიდა თავისი მანქანისკენ,თავზე ხელები შემოიწყო და მის წინ აფთრებივით შემოსეული ჟურნალისტები,რომლებიც კითხვების კორიანტელით თავს აბეზრებნდნენ მამაკაცმა ბოლო ხმაზე იღრიალა,მის წინ მდგომ ჟურნალისტს მიკროფონი წაართვა და მთელი ძალით დაახეთქა ძირს..
- აქედან გაეთრიეთ..გაეთრიეთ გესმით?! დროზეეეეე!!!
მანქანის კარი სწრაფად გამოაღო,ჩაჯდა და მთელი სისწრაფით მოწყდა ადგილს..საჭეს გამეტებით ურტყავდა ხელებს,სიჩქარის შეგრძნებაც კი წართმეოდა და ირგვლივ ჩავლილ მანქანებს წუილით გაჰქონდათ ხმები..
აწკრიალებულ ტელეფონს ზედაც არ უყურებდა,მუქი ლურჯი სფეროები უფრო მეტად გამუქებოდა და მარილიანი წყლით ავსებოდა..
ტელეფონი რეკვას არ წყვეტდა,ალექსანდრემ კი მანქანა ისე სწრაფად გააჩერა,ჩემოხვევისას აუდს შავი ზოლი რკალებად დაეხაზა.
- გისმეეენ!!!
ბოლო ხმაზე იღრიალა და გული,რომელიც აუდ-ჩამოუდიოდა ვერ იწყნარბდა..ხმაურიანად სუნთქავდა ისედაც სიმწრისგან პიკზე მყოფი.
- ბატონო ალექსანდრე..დემეტრე ვარ,ტვილდიანი..
- გისმენ დემეტრეე!! კბილებში გამოსცრა მამაკაცმა ზიზღით,როგორც გახარიას ყოფილ ძმადნაფიც მეგობარს.
- იქნებ ქალაქში რაც შეიძლება სწრაფად დაბრუნდეთ. რობაქიძე და ამაშუკელი საავადმყოფოში არიან,ვფიქრობ საჭირო იყო ეს გცოდნოდათ.
- დემეტრეე,რას მეუბნები?!!! ლილიანი ცოცხალია?!!
- დიახ,ამ წუთას საოპერაციოშია ლილიანიც და ამაშუკელიც.
ორივეს მდგომარეობა ძალიან მძიმეა..დეტალებს აქ მოგიყვებით.
მამაკაცმა ტელეფონი ტორპედოზე მიაგდო. თვალები მოისრისა და გზას გახედა თბილისისკენ,რომელსაც სიხარულისგან ცხოვრებაში პირველად,ცრემლები წამოსვლოდა თვალებიდან.
* * *
თვალებს ვახელ,მხედველობა ნელნელა ჩვეულად აღიქვამს ფერებს,წინ კი თეთრ ხალათში გამოწყობილი მამაკაცი და რამოდენიმე ექთანი დამტრიალებს,მე კი მხოლოდ ერთი კითხვა მიჩნდება..რა მოხდა..სად ვარ..აქ რა მინდა..
სანამ საუბრის უნარი დამბრუნებია,ექიმის ხელს ვებღაუჭები..ის კი მიღიმის და პასუხად მეუბნება,უფალს ჰყვარებიხარო..ყველაფერი კარგად იქნება,კვლავ იგივე ფრაზა პაციენტის დასამშვიდებლად და პალატას ყველა ერთად ტოვებს.
ხელი სახესთან მიმაქვს,თუმცა ვენა მეწვის და კათეტერის ადგილას დარჭობილი პეპელა სისხლითაა სავსე.
პალატის კარი იღება,უკვე ვეღარ ვხვდები ესეც ნარკოზისა და გამაყუჩებლების ბრალია,თუ ნამდვილად ნაცნობი სურნელი მიღიტინებს ცხვირში.
თავს გვერდით ვხრი და ალექსანდრეს განადგურებულ მზერას ვუყურებ,რომელიც არასდროს,არასდროს არ მინახავს აქამდე ასეთი გატეხილი.
- ალექს..
ნარკოზიდან გამოსულს და თითქმის სიცოცხლეს უკვე მეორედ შემობრუნებულს,მისი სახელი მწყდება ბაგეებიდან,თუმცა ის დუმს,სკამს სწევს და მიახლოვდება. - მეგონა ვეღარასდროს ვნახავდი შენს ორ ლურჯ მზეს..
- პატარავ..
ნერწყვს ხმაურიანად ყლაპავს და ჩემს გაყინულ ხელს იღებს,რომელსაც ტუჩებით ეხება. თვალებიდან ცრემლები თავისით მომდის,მხოლოდ ალექსს ვუყურებ,მის თვალებს,მის ორ კამკამა მზეს შევყურებ,რომელიც ჩემთვის იმ გამაყუჩებლებზე და იმ ანტიბიოტიკებზე ბევრად მეტია,რაც ამ მომენტში,ჩემს ვენებში ჩქეფს.
- ჯანდაბა..მინდა მიგახრჩო..რამდენჯერ მოგეცი პირობა,რომ მოგკლავდი მაგრამ ვერ შევძელი..ვერა,გესმის?! როგორ ახსერხებ,რომ ეერთ დროულად მძულდე და მიყვარდეე?!ჯანდაბა..ჰოო,ჰო ლილიან..მიყვარხარ..ვგიჟდები..ვგიჟდები ისე მიყვარხარ გესმის?!
- პირველივე დანახვის დღიდან მიყვარხარ ალექს..სამუდამოდ მეყვარები,ბოლო ამოსუნთქვამდე მეყვარები.
- როგორ გამექეცი..მაინც,როგორ გამექეცი და რა ამბები დაატრიალე..გიჟი ხარ,ჩემი არანორმალური ქალი ხარ..
- შენ,ჩემი ტირანი..ტირანი უფროსი,რომელზეც ვგიჟდები,ჭკუა მეკეტება და ვაფრენ,ალექს..შენ..შენ მასწავლე,პროფესიონალი გამომძიებელი რომ იყო,წინ ბევრი რთული გზაა გასავლელიო..ვუყურებ და მეღიმება,ბოლოს კი,შეთქმულივით ვჩურჩულებ თვალებდახრილი.- მაპატიე..ყველაფერი მაპატიე.
თვალებიდან წამოსულ ცრემლებს მიწმენდს და ტუჩებით მეხება.
მეორე დღეა,თუმცა ისევ პალატაში ვარ ექიმების დაკვირვების ქვეშ,რა თქმა უნდა,ალექსანდრეს ძალდატანებითა და თხოვნით,რომლებიც აქეთ იქით დამტრიალებენ თავს და ისე შემყურებენ,თავი გმირი მგონია,რომელმაც აფხაზეთი დაიბრუნა..ამ მომენტში,როცა ყველანი ვენებში ათას უბედურ ქიმიურ წამლებს გიშვენებენ ნარკომანივით,უეჭველად ამის ბრალია.. ვიცინი და ექიმიც გაკვირვებული მიყურებს.
- კარგად ხართ ქალბატონო ლილიან?
- დიახ,დაიხ.. კარგად ვარ.
კვლავ მეცინება,ექიმები პალატიდან გადიან შემოწმების შემდეგ,რამოდენიმე წამში კი კარზე კაკუნი ისმის და პალატაში მაღალი აღნაგობის მამაკაცი შემოდის,მიახლოვდება თუ არა,მაშინვე ვცნობ,სათვალეს იხსნის და სკამს სწევს ჩემთან ახლოს.
- დაჯექი,დაჯექი..ვუღიმი და თვალებით ვანიშნებ,დაჯდეს.
- ჯანდაბა..აქ მოსვლა მაგრად მიჭირდა ტო..
ტუჩებს კბილებში აქცევს და თვალებს აქეთ იქით აცეცებს,მზერას ვერ მისწორებს და ვცდილობ რამენაირად დავამშვიდო..
- იო..
- ასე,მხოლოდ ევა მეძახდა ხოლმე..ისიც,აღარ მეძახის..ბავშვებიანად წავიდა..
- რაა?
- ამის სათქმელად არ მოვსულვარ. მაპატიე ევა,ჩემი ახირების გამო,ლამის შეგწირე ამ ყველაფერს..მაპატიე..
- იოანე..შენი ბრალი არაფერი არ არის..მე ჩავები ამ გეგმაში,შენს გარეშე,ალექსანდრეს გარეშე..მარტო ვმოქმედებდი გესმის? შენ არაფერ შუაში ხარ..
- ვარ,ლილე..ვარ. მკვლელი ვარ და ეს სულ ასე იქნება.
გავიგე თუ არა იმ ახვ*ის ადგილსამყოფელი,მაშინვე ბიჭები გავგზავნე მის დასაბრედად..ცოცხლად მინდოდა ჩამეწვა..
- იცი..გონება როცა დავკარგე,ბარბარე ვნახე..გეფიცები,არც კი ვიცი როგორ..სიზმარი იყო თუ ხილვა,ამასაც კი ვერ ვარჩევ,რა სიგიჟეა არა?მაგრამ იცი?ის ძალიან ბედნიერია..მან სიმშვიდე მოიპოვა იო..ჩვენი დახმარებით.
ხელს ხელზე ვკიდებ და ჩემკენ ვქაჩავ. - შენ,შეგიძლია იყო იმაზე უკეთესი,ვიდრე ხარ.. შენ და მე,ნიკოლოზის ხალხი წარსულს ჩავაბარეთ,ხალხის უმოწყალოდ ხოცვა დასრულდა,ეხლა კი შეგიძლია ყოველგვარი მაფიისა და ქურდული სამყაროს გარეშე იცხოვრო..დამიჯერე..
- ევა აღარ დაბრუნდება,ლილე.
- გიყვარს?
- სიგიჟემდე.
- წადი და ეს უთხარი,ჩემთან საპატიებელი არაფერი გაქვს,გეფიცები..ევას გაუფრთხილდი,თქვენს პატარებს..წადი იოანე,გთხოვ..წადი..
* * *
- სექსი ექსტრემალურ პირობებში?! ბატონო ალექსანდრე,არ იცლებით..
ტუჩები სიცილისგან მეპობა,ყელზე მის ტუჩებს ვგრძნობ,თხელი მაისურის ქვეშ კი მკერდზე ჩავლებულ ხელებს..რომლებსაც ოსტატურად დაასრიალებს ნაზად..უფროსის მაგიდაზე გაწოლილი,ზურგის წვას ვგრძნობ,თუმცა ამ კაცისგან მოგვრილი სიამოვნება ყველანაირ ტკივილს მავიწყებს..
ხელების ადგილს ტუჩები იკავებს,მისი თითები კი გამაგიჟებელ წრიულ მოძრაობებს ჰქმნიან ფეხებს შუა..
- ალექს..
სიამოვნებისგან ვკნესი,ის კი ჩემს ხმას თავისივე ბაგეებით ახშობს. საქამრეს ვხსნი და კმაყოფილი მზერით,აკრუსუნებული ვუყურებ.
- გისწავლია,პატარავ..
ქვედა ტუჩს კბილებით მიჭერს,შემდეგ კი ნაზად მკოცნის..
მის ა*ოს უკვე ჩემში ვგრძნობ და ატომების აფეთქებას ორგანიზმში,ტალღებივით რომ ეხეთქება ერთმანეთს ყოველი აჩქარებული ქმედებისას.
- ჯანდაბა..რა გამიკეთე ასეთი..ასე არანორმალურად რომ შემიყვარდი?! ამაზე პასუხს აგებ გამომძებელო რობაქიძე!
მაგიდიდან ჩამოსვლაში და წონასწორობის გაკავებაში ალექსი მეხმარება,ფეხზე მაყენებს და კიდევ ერთხელ ვაგემოვნებთ ერთი მეორის ტუჩებს. თმას ვისწორებ და მის მაგიდაზე დალაგებულ ფაილებს ხელში ვიღებ.
- იმედია მალე მოიფიქრებ პასუხს,დრო გადის.. მაჯაზე დამაგრებულ საათზე თითს არტყავს და თვალებში ეშმაკურად მიყურებს.
- რა თმა უნდა,ალექს.
ქვედა ტუჩს კბილებს შორის ვიქცევ და ალექსის გაღიმებული სახე ერთიანად ეცვლება,წარბს ზევით სწევს და თავს აქნევს დანანებით.
- შენთვისვე აჯობებს,სამ წამში კაბინეტიდან გახვიდე.
სიცილს ვერ ვიკავებ და კაბინეტიდან გამოვდივარ,პლასტმასის ჭიქას ცივი წყლით ვავსებ და გვერდით ამაშუკელი მიდგება.
- მათე?! რა ქენი,დაკითხე ფალიაშვილი?
- ვახ,ეგ ვინ არის ტო..ჯერ კიდევ კაიფშია,რა ვერ გამოვიდა..დასაკითხად შევდივართ ის კიდე იცინის..
- ელოდებით,როდის მოვა აზრზე?
- სხვა რა გზაა?
იღიმის და თვალებს არ მაშორებს.
- ნაოპერაციები როგორ გაქვს?
შეპარვით ვეკითხები და ცივი წყლით ვისველებ გამომშრალ პირს.
- მშვენივრად. შენ?
- მეც.
- ჰო,ჩემს ტანსაცმელს ჯერ კიდევ შენი სურნელი ასდის ლილიან..
სახე ჭარხალივით მიწითლდება და თვალებს ვხრი. საშინელ დისკომფორტს ვგრძნობ,მაგრამ არა მათეს გამო,იმის გამო,თუ რას გრძნობს ის ჩემს მიმართ. თავს ვადანაშაულებ,მეც ვერ ვხვდები რაში. ან ვხვდები და სულაც არ ვაღიარებ.
- სულ რაღაც რამოდენიმე თვის წინ სიკვდილს გადავურჩით..თუმცა,ის სამი თუ ოთხი დღე,როცა ჩემთან იყავი,არასდროს დამავიწყდება ლილე..
- მათე,გთხოვ..არ გინდა..
- მაპატიე,უბრალოდ მინდოდა ეს შენთვის მეთქვა. საშინლად გაუმართლა ალექსანდრეს,საშინლად.
პასუხად კვლავ ვიღიმი და თავს ვხრი.
- კარგი,წავალ მოვწევ..წამოხვალ?
- არაა..აღარ ვეწევი.. მხრებს ვიჩეჩავ და პლასტმასის ჭიქას ნაგვის ყუთში ვაგდებ.
- მშვენიერია.. კმაყოფილი იღიმის და დერეფნისკენ ნელი ნაბიჯით მიიწევს.
ჯიბეში აწკრიალებულ ტელეფონს ვიღებ,ანასტასიას ნომერს ვუყურებ და ღიმილით ვპასუხობ.
- ჰოუუ..
- ლილეეეეეეეეე....
მობილურს ოდნავ ყურის მოშორებით ვწევ მისი ყვირილის გამო და ნელნელა აზრზე მოვდივარ რა ხდება.- ლილეეე..დამეწყოოო...მეშინია,მეშინია..გთხოვ მოდი რააა..
- ახლავე,ახლავე მოვალ ტასო,არ ინერვიულო გესმის?!
ჯანდაბა..ტელეფონს ვთიშავ,პალტოს ვიკრავ და ქუსლების კაკუნით გავრბივარ განყოფილებიდან.
საავადმყოფოს დერეფანში,სადაც ყველანი ნერვიულობით აქეთ იქით დავრბივართ მთელი დღეა,გადაღლილი ექიმი სამშობიარო ბლოკიდან გამოდის,შუბლზე ხელით ოფლს იწმინდავს და სიხარულით გვამცნობებს პატარა და ჯანმრთელი ბიჭის დაბადებას. 23 ნოემბერს,კიდევ ერთი გიორგი ტვილდიანი შეემატა ამ სამყაროს,ანასტასიასა და დემეტრეს სიყვარულის ნაყოფი,რომელსაც ამდენი ხანი ელოდნენ..
რა არის ბედნიერება?როცა დილით იღვიძებ,ჯერ კიდევ ძილბურანში მყოფს,ცხვირში საყვარელი მამაკაცის სურნელი რომ გიღიტინებს,მისი თბილი ხელი კი შენს წელზეა შემოხვეული..თვალებს ახელ და უყურებ მის ბავშვივით მშვიდ სახეს და ვერ წარმოგიდგენია,ათასი წლის შემდეგ იყოს ის სხვანაირი..უყურებ და ხვდები როგორ გიყვარს,ისე მაგრად გიყვარს რომ სხეულში ვეღარ იტევ,არა თუ გულში,ისე გიყვარს,გინდა მთელ სამყაროს გააგებინო მაგრამ იმდენად პატარა ხარ,ვერ მიაღწევ ხმას ბოლომდე.
სიგიჟე,სიგიჟის პიკს მიღწევამდე რომ გიყვარს და მისი ყოველი გადმოფრქვეული ჰაერი რომ შენი ჟანგბადია,უყურებ და სიცოცხლე გემატება,გეღიმება იდიოტივით და ბედნიერი ხარ,რომ შენია..ეს სიყვარული,ეს მამაკაცი შენია..
თითებს მისი სახისკენ ვწევ,სადაცაა უნდა შევეხო მის სურნელოვან და მოვლილ წვერს,თუმცა ლურჯ სფეროებს სწრაფად ახელს და შეპარვით მეკითხება.
- კიდევ ბინძური აზრები გიტრიალებს გამომძიებელო?
- გინდა,რომ მიტრიალებდეს?!
- რატომაც არა?!
მის ზემოდან ვექცევი,ტკბილ და არომატულ ბაგეებს ვუკოცნი და მის ღირსებას მთლიანად ვეუფლები.კისერზე ხელებს ვხვევ და მოძრაობის ტემპს ვუმატებ,კულმინაციამდე მიღწეულებს კი უზარმაზარ სახლში,მხოლოდ ჩვენი სიყვარულისა და ვნებებისგან გამოწვეული ხმები ერევა,აქოშინებული,მის მკერდზე თავს ვდებ,ისე,რომ ერთ მთლიანობას არ ვარღვევ,ყურთან თმას მიწევს და ჩახლეჩილი,ვნებიანი ხმით ჩამჩურჩულებს..
- ცოლად გამომყვები პატარავ?!
- კი..კი..კი..კი!!!!!!!!!!!!
ვუმეორებ იქამდე,სანამ კოცნის სურვილის დაძლევა შემიძლია.




_________

არ მჯერა...სერიოზულად არ მჯერა..დავასრულე..შეგპირდით და დავასრულე..თუმცა,ამ თავის დადებისას ძალიან ვნერვიულობ,ვფიქრობ ის მაინც არ არის,რაც ჩაფიქრებული მქონდა..ალბათ ბევრი თქვენგანი ნაწყენებიც ხართ და კითხვის სურვილიც დაგიკარგეთ,მაგრამ მერწმუნეთ,ჩემთვის უფრო რთული იყო,როცა მუზა არ მოდის და საერთოდ ვერაფერს წერ,ეს ყოფილა ნამდვილი კოშმარი..მოკლედ,არ ვიცი..რა გამოვიდა..მართლა არ ვიცი..საშინლად მომენატრეთ მე თქვენ..აი ძალიან..თითოეულ თქვენგან დიდ მადლობას გიხდით ამხელა სიყვარულისთვის და ასე შორიდან და ხმამაღლა გეუბნებით რომ ძალიან მიყვარხართ და ყოველი თქვენი წერილი იყო ჩემი სტიმული..მაბედნიერებთ,მართლა..მართლა მართლა:) მოკლედ..ველი თქვენს შეფასებას..
და კიდევ,გილოცავთ გიორგობას,წმინდა გიორგი გფარავდეთ თქვენ და თქვენს ოჯახს შოკოლადებოო!



№1  offline მოდერი abezara98

იცი, როგორ გამახარე, დაკარგულო, საიტზე შემოსულს რომ დამახვედრე ეს თავი და გამაბედნიერე? kissing_heart არ იცი! მე კი გეუბნები, რომ ძალიან, ძალიან მომენატრე და გამახარე დაბრუნებით! blush იმდენი ემოცია მომაწვა ერთად ამას რომ ვკითხულობდი, რომ ლამის გავგიჟდი! ფრჩილების კვნეტაზეც გადავიდოდი მალე და აღარ შემრჩებოდა ალბათ არც ერთი მთელი laughing გეფიცები, იმდენჯერ მომინდა ლილეს კარგად გატყეპვა, რომ სათვალავიც კი ამერია და გთხოვ, მითხარი, რომ ეს სურვილი ალექსანდრემ მაინც ამისრულა joy ისე, მოდი ვაღიაროთ, ალექსის ბრალიც იყო ლილეს გაქცევა. არ უნდა გამოეკეტა სახლში და ისე მკაცრად არ უნდა მოჰქცეოდა. გაიმეტე, შე კაი ადამიანო, ერთი-ორი თბილი სიტყვა, არ მოგკლავს და არც არავინ აღარ გაგექცევა joy მართლა ტირანია, რაა joy ორივე კი ერთნაირად გიჟია და რაღა მეთქმის? smile ერთმანეთის შესაფერისები არიან! blush არა, ახლა კი მინდოდა ლილეს გალანძღვაც ამ თავში ჩადენილ სისულელეების გამო და ალექსანდრეს ზედ მიყოლება სახელს არ დავასახელებ და ლიზის გამო, მაგრამ იყოს, კარგ ხასიათზე ვარ და არ გვინდა joy
ხოო, ამ თავის მერე მაინც დამრჩა კითხვები და იმედებიც. მინდა, ძალიან მინდა, რომ ჩემი ევა და იო ისევ შერიგდნენ. ერთმანეთისთვის იყო ეგ ორი შექმნილი და მაგათი დაშორება იქნებოდა?! scream ნუ, მე ვიმედოვნებ, რომ იო მოახერხებს თავისი ქალბატონის დაბრუნებას და შემორიგებას blush ბოლო-ბოლო ჯერ მისი გული მოიგო, მერე იმ ავადსახსენებელი დღის მერე კვლავ შეძლო სიცოცხლისკენ შემოებრუნებინა და ახლაც ცოტა გაიჭირვოს და ვიცი, შეძლებს! ვგრძნობ და მჯერა მე იოსი! blush
ვაიმეე, გთხოვ, მითხარი რომ ჩემი (ნუ, ჩემი რა, ანასტასიასი და ახლა უკვე გიორგისიც sweat_smile ) დემეტრე გადარჩა, ცოცხალია და ცოლ-შვილთან ერთად ბედნიერია. ამას იმიტომ გეკითხები, რომ აქ მხოლოდ ისღა ეწერა, რომ დემეტრე მძიმედ იყო დაჭრილი sob confused
უჰ, მგონი ყველაფერი ვთქვი და ყველა ემოცია გადმოვეცი, რაც კი ამ თავმა დამიტოვა. კარგი, ხო, შეიძლება ძალიან ბევრი გამომრჩა, მეპატიება laughing მართლა ძალიან მომანატრე თავი და ყოველ დღე იმ იმედით შემოვდიოდი, რომ შენ დამხვდებოდი დაბრუნებული kissing_heart ერთ-ერთი ჩემი უსაყვარლესი ხარ აქ მყოფ მწწერლებს შორის და იმედია, მალე დაგვიბრუნდები ახალი ისტორიით kissing_heart (ბევრს ვითხოვ, არა? sweat_smile ) მეც გილოცავ გიორგობის ბრწყინვალე დღესასწაულს და მრავალს დაესწარი! heart_eyes საოცრებავ, გყვარობ და წარმატებები! heart_eyes

 


№2  offline მოდერი Queenofmoon

abezara98
იცი, როგორ გამახარე, დაკარგულო, საიტზე შემოსულს რომ დამახვედრე ეს თავი და გამაბედნიერე? kissing_heart არ იცი! მე კი გეუბნები, რომ ძალიან, ძალიან მომენატრე და გამახარე დაბრუნებით! blush იმდენი ემოცია მომაწვა ერთად ამას რომ ვკითხულობდი, რომ ლამის გავგიჟდი! ფრჩილების კვნეტაზეც გადავიდოდი მალე და აღარ შემრჩებოდა ალბათ არც ერთი მთელი laughing გეფიცები, იმდენჯერ მომინდა ლილეს კარგად გატყეპვა, რომ სათვალავიც კი ამერია და გთხოვ, მითხარი, რომ ეს სურვილი ალექსანდრემ მაინც ამისრულა joy ისე, მოდი ვაღიაროთ, ალექსის ბრალიც იყო ლილეს გაქცევა. არ უნდა გამოეკეტა სახლში და ისე მკაცრად არ უნდა მოჰქცეოდა. გაიმეტე, შე კაი ადამიანო, ერთი-ორი თბილი სიტყვა, არ მოგკლავს და არც არავინ აღარ გაგექცევა joy მართლა ტირანია, რაა joy ორივე კი ერთნაირად გიჟია და რაღა მეთქმის? smile ერთმანეთის შესაფერისები არიან! blush არა, ახლა კი მინდოდა ლილეს გალანძღვაც ამ თავში ჩადენილ სისულელეების გამო და ალექსანდრეს ზედ მიყოლება სახელს არ დავასახელებ და ლიზის გამო, მაგრამ იყოს, კარგ ხასიათზე ვარ და არ გვინდა joy
ხოო, ამ თავის მერე მაინც დამრჩა კითხვები და იმედებიც. მინდა, ძალიან მინდა, რომ ჩემი ევა და იო ისევ შერიგდნენ. ერთმანეთისთვის იყო ეგ ორი შექმნილი და მაგათი დაშორება იქნებოდა?! scream ნუ, მე ვიმედოვნებ, რომ იო მოახერხებს თავისი ქალბატონის დაბრუნებას და შემორიგებას blush ბოლო-ბოლო ჯერ მისი გული მოიგო, მერე იმ ავადსახსენებელი დღის მერე კვლავ შეძლო სიცოცხლისკენ შემოებრუნებინა და ახლაც ცოტა გაიჭირვოს და ვიცი, შეძლებს! ვგრძნობ და მჯერა მე იოსი! blush
ვაიმეე, გთხოვ, მითხარი რომ ჩემი (ნუ, ჩემი რა, ანასტასიასი და ახლა უკვე გიორგისიც sweat_smile ) დემეტრე გადარჩა, ცოცხალია და ცოლ-შვილთან ერთად ბედნიერია. ამას იმიტომ გეკითხები, რომ აქ მხოლოდ ისღა ეწერა, რომ დემეტრე მძიმედ იყო დაჭრილი sob confused
უჰ, მგონი ყველაფერი ვთქვი და ყველა ემოცია გადმოვეცი, რაც კი ამ თავმა დამიტოვა. კარგი, ხო, შეიძლება ძალიან ბევრი გამომრჩა, მეპატიება laughing მართლა ძალიან მომანატრე თავი და ყოველ დღე იმ იმედით შემოვდიოდი, რომ შენ დამხვდებოდი დაბრუნებული kissing_heart ერთ-ერთი ჩემი უსაყვარლესი ხარ აქ მყოფ მწწერლებს შორის და იმედია, მალე დაგვიბრუნდები ახალი ისტორიით kissing_heart (ბევრს ვითხოვ, არა? sweat_smile ) მეც გილოცავ გიორგობის ბრწყინვალე დღესასწაულს და მრავალს დაესწარი! heart_eyes საოცრებავ, გყვარობ და წარმატებები! heart_eyes

ჩემი აბეზარა!ჩემი,დიახ ჩემი! heart_eyes მიგისაკუთრე უკვე,ხედავ? heart_eyes ნეტავ იცოდე,შენს კომენტარებს როგორი ბედნიერი ვკითხულობ,მეშინია გული არ გამისკდეს და ახალი ისტორიის დაწერამდე არ წავიდე იმ ქვეყნად joy joy ეხლა შენს კითხვებს რაც შეეხება ტკბილო,დემე კარგადაა,ჯანმრთელად და ჯიგრულად joy heart_eyes მათე იყო მძიმედ და ლილიანი,დემეტრემ კი უბრალოდ საავადმყოფოში მიიყვანა და ალექსს დაურეკა. kissing_heart kissing_heart ხოო,ვიცოდი იმ უხსენებელ ლიზაზე რომ გაბრაზდებოდი,მაგრამ ჩემს ბიჭს ლილიანი ენატრებოდა..მას მერე წითურებს დასდევდა,ხედავ? joy joy მადლობა ჩემო შოკოლადო,დიდი მადლობა და დიდი პატივია რომ შენთვის ერთ-ერთი საყვარელი მწერალი ვარ heart_eyes heart_eyes გყვარობ მეც ძალიან მაგრად! heart_eyes heart_eyes

 


№3 სტუმარი ზინიკო

ძალიან ძაააალიაააან კარგი იყო,შეუდარებელი ხარ,ბრავო!!!! მაგრამ ევა და იოანე ცოტა დამაკლდა.. მაგრამ მაინც ბრავო!!! გელი ახალი ისტორიით :*

 


№4 სტუმარი

ძალიან კარგი კი არა უუუუუმაგრესი იყო! როგორც ყოველთვის მოლოდინს გადააჭარბე! კი ვინერვიულე არა ერთ მონაკვეთზე მაგრამ ბოლო მაინც perfect იყო... ლოდინად ღირდა!
მადლობა რომ ასე კარგად წერ! წარმატებები შენ! მრავალ გიორგობას დაესწარი????

 


№5  offline მოდერი Queenofmoon

ზინიკო
ძალიან ძაააალიაააან კარგი იყო,შეუდარებელი ხარ,ბრავო!!!! მაგრამ ევა და იოანე ცოტა დამაკლდა.. მაგრამ მაინც ბრავო!!! გელი ახალი ისტორიით :*

უღრმესი მადლობა ჩემო ტკბილოოო... heart_eyes heart_eyes შევეცდები ყველანაირად მალე დავბრუნდეე heart_eyes kissing_heart
ძალიან კარგი კი არა უუუუუმაგრესი იყო! როგორც ყოველთვის მოლოდინს გადააჭარბე! კი ვინერვიულე არა ერთ მონაკვეთზე მაგრამ ბოლო მაინც perfect იყო... ლოდინად ღირდა!
მადლობა რომ ასე კარგად წერ! წარმატებები შენ! მრავალ გიორგობას დაესწარი????

უღრმესი მადლობა...აი როგორ მაბედნიერებთ არ იცით heart_eyes heart_eyes მადლობა და კიდევ ერთხელ მადლობა..ისიც კი არ ვიცი მეტი რა ვქთვა heart_eyes smile

 


№6 სტუმარი სტუმარი მარიამ

ძაან მიფუჩეჩებული დასასრული იყო.

 


№7  offline მოდერი Queenofmoon

სტუმარი მარიამ
ძაან მიფუჩეჩებული დასასრული იყო.

მიფუჩეჩებული არ ვიცი,მაგრამ ნაწილობრივ გეთანხმები..ის არ იყო,რაც თავის დროზე მინდოდა ყოფილიყო kissing_heart

 


№8 სტუმარი სტუმარი Mziko

Netav icode ramdens xans gelodi cemo sayvarelo gogo. Dzaluan magari iyo. Sauketeso xar

Ramxela komentari davwere da arada ae daiwera. Ratom ar vici. Tumca shen ici ras vpiqrob shenze da

 


№9  offline მოდერი ტკბილიწიწაკა

გამიხარდა რომ დადე თუმცა მეწყინა რომ დასრულდა ♥️♥️♥️ ამ ბოლო დროს ყველა ჩემი ისტორია სრულდება ერთი შენღა დამრჩითწო ვფიქრობდი მაგრამ შენც დაასრულე და ასე დამტოვეთ :(( ახლა რა მეშველება რითი ვისიამოვნო ხოლმე?! აუ რაკარგი ისტორია იყო იცი? ძალიაან მაგარი და აი ძალიააან მომეწონა მართლა♥️♥️♥️ ალექსანდრე და ლილე სულ სხვა განზომილებაა ♥️♥️ ისე იოს და ევას შერიგებასაც ვისურვებდი რომ დაგეწერა თუმცა ესეც საკმარისი იყო ჩემთვის ♥️♥️♥️ მოკლედ მაგარი გოგო ხარ და არ დაიკარგოო ახლა შენიცი რაც შეიძლება მალე დაბრუნდე ახალ-ახალი ისტორიებით და ისევ გამახარო ♥️♥️♥️ წარმატებები და გელოდებიი♥️♥️♥️♥️

 


№10  offline წევრი n-strovet

როდესაც შეფასების დასაწერად შემოვედი ჰოი საოცრება laughing laughing დასასრული დადე :დ პირველად ვკითხულობ შენს ისტორიას და მომწონს, scream ძალიან კარგი მწერალი ხარ. რაც შეეხება ისტორიას, კარგი იყო ნუ მე არ მომწონს ალექსანდრეს და ლილე წყვილი ვთვლი, რომ მისი ღირსი არ იყო. ბოლომდე მეგონა, რომ მოახდენდი სასწაულს და მათეს შეაყვარებდი თუმცა რას ვიზამ მკითხველთა უმრავლესობას ალექსი და ლილეს წყვილი მოსწონდა. წარმატებები!

 


№11  offline მოდერი Queenofmoon

n-strovet
როდესაც შეფასების დასაწერად შემოვედი ჰოი საოცრება laughing laughing დასასრული დადე :დ პირველად ვკითხულობ შენს ისტორიას და მომწონს, scream ძალიან კარგი მწერალი ხარ. რაც შეეხება ისტორიას, კარგი იყო ნუ მე არ მომწონს ალექსანდრეს და ლილე წყვილი ვთვლი, რომ მისი ღირსი არ იყო. ბოლომდე მეგონა, რომ მოახდენდი სასწაულს და მათეს შეაყვარებდი თუმცა რას ვიზამ მკითხველთა უმრავლესობას ალექსი და ლილეს წყვილი მოსწონდა. წარმატებები!

ძალიან დიდი მადლობა,სასიამოვნოა ჩემთვის ახალი მკითხველის შეძენა,მით უმეტეს თუ მოწონებაც დავიმსახურე.. მადლობა რომ წაიკითხე heart_eyes heart_eyes kissing_heart kissing_heart

ტკბილიწიწაკა
გამიხარდა რომ დადე თუმცა მეწყინა რომ დასრულდა ♥️♥️♥️ ამ ბოლო დროს ყველა ჩემი ისტორია სრულდება ერთი შენღა დამრჩითწო ვფიქრობდი მაგრამ შენც დაასრულე და ასე დამტოვეთ :(( ახლა რა მეშველება რითი ვისიამოვნო ხოლმე?! აუ რაკარგი ისტორია იყო იცი? ძალიაან მაგარი და აი ძალიააან მომეწონა მართლა♥️♥️♥️ ალექსანდრე და ლილე სულ სხვა განზომილებაა ♥️♥️ ისე იოს და ევას შერიგებასაც ვისურვებდი რომ დაგეწერა თუმცა ესეც საკმარისი იყო ჩემთვის ♥️♥️♥️ მოკლედ მაგარი გოგო ხარ და არ დაიკარგოო ახლა შენიცი რაც შეიძლება მალე დაბრუნდე ახალ-ახალი ისტორიებით და ისევ გამახარო ♥️♥️♥️ წარმატებები და გელოდებიი♥️♥️♥️♥️

ძალიან დიდი მადლობა ამ ემოციების გაზიარებისთვის,ჩემო ტკბილოწიწაკავ heart_eyes heart_eyes ძალიან,ძალიან კარგი და თბილი გოგო ხარ შენ და ძალიან გამიხარდა რომ მოგეწონა,მართლა ძალიან heart_eyes heart_eyes kissing_heart

 


№12  offline წევრი ლილილი

კარგი იყო მაგრამ,სიმართლე რომ გითხრა რაღაც დამაკლდა,ნუ უფრო მეტს მოველოდი და უფრო მეტი შეგეძლო.
ერთ მომენტში ალექსანდრეს ხასიათი ვერ დავიჭირე და ლილეს საქციელი გამაღიზიანებელი იყო და ასე მალე ამის დავიწყებაც,ბოლოს ევა და იოანეც დამაკლდა მაგრამ მერე ძაან გაიწელებოდა ვხვდები,მთლიანობაში ძალიან კარგი იყო,წარმატებები.

 


№13  offline მოდერი Queenofmoon

Nameless Girl
კარგი იყო მაგრამ,სიმართლე რომ გითხრა რაღაც დამაკლდა,ნუ უფრო მეტს მოველოდი და უფრო მეტი შეგეძლო.
ერთ მომენტში ალექსანდრეს ხასიათი ვერ დავიჭირე და ლილეს საქციელი გამაღიზიანებელი იყო და ასე მალე ამის დავიწყებაც,ბოლოს ევა და იოანეც დამაკლდა მაგრამ მერე ძაან გაიწელებოდა ვხვდები,მთლიანობაში ძალიან კარგი იყო,წარმატებები.

სრულიად გეთანხმები,ბევრი რამ მეც დამაკლდა და უკეთესადაც შემეძლო..უბრალოდ ამდენი ლოდინი და "როდის დადებ" ეს ყველაფერი მოქმედებს,ხომ იცი kissing_heart kissing_heart მაგრამ მაინც ძალიან დიდი მადლობა რომ ბოლომდე მომყევი და მიხარია რომ დასასრულიც მთლად კატასტროფა არ გამოვიდა და მოგეწონაა kissing_heart heart_eyes kissing_heart

 


№14 სტუმარი ნათია41

დასასრული უმაგრესი იყო, ჯერ მეგონა რომ გამწირე და ლილე მომიკალი, მერე ვფიქრობდი ალექსი ვერ გადაიტანს და დამეკაეგება ეს ღმერთკაცითქო. მაგრამ გადავრჩიი. ხო კიდევ შენ თუ გგონია რომ ამ ისტორიებით მაწუხებ.... შემაწუხეთ ავიტნ გამოუშვით და გეფიცები მსწრაფლშემსმენელის ხატის წინ ვილოცებ რომ მუზამ არ მიგატოვოს.

სიყვარულით ნათია.

 


№15  offline მოდერი Queenofmoon

ნათია41
დასასრული უმაგრესი იყო, ჯერ მეგონა რომ გამწირე და ლილე მომიკალი, მერე ვფიქრობდი ალექსი ვერ გადაიტანს და დამეკაეგება ეს ღმერთკაცითქო. მაგრამ გადავრჩიი. ხო კიდევ შენ თუ გგონია რომ ამ ისტორიებით მაწუხებ.... შემაწუხეთ ავიტნ გამოუშვით და გეფიცები მსწრაფლშემსმენელის ხატის წინ ვილოცებ რომ მუზამ არ მიგატოვოს.

სიყვარულით ნათია.

რომ იცოდე როგორ მიყვარხარ,უღრმესი მადლობა ნათი,გამიხარდა რომ მოგეწონა..ძალიან გამიხარდა მართლა..მეტი მინდოდა,უბრალოდ ვერ გამოვიდა სამწუხაროდ disappointed მაგრამ რაც არის,არის kissing_heart kissing_heart heart_eyes ძალიან მინდა შეგაწუხოთ და ყელში ამოგიყვანოთ joy მთავარია მუზებმა აღარ მიმატოვონ ხოლმე ასეთ მნიშვნელოვან დროს kissing_heart .

 


№16  offline მოდერი lemongiirl

ვაიმე, როგორ მიყვარს ეს ისტორია!
ნუ აი, სასწაული იყო, დასასრულიც მაგარი გიჟობა ჰქონდა!
ახლა ვიტირებ❤️❤️❤️
ძალიან კარგია, ყოჩაღ!
❤️❤️

 


№17  offline მოდერი Queenofmoon

Anano Magradze
ვაიმე, როგორ მიყვარს ეს ისტორია!
ნუ აი, სასწაული იყო, დასასრულიც მაგარი გიჟობა ჰქონდა!
ახლა ვიტირებ❤️❤️❤️
ძალიან კარგია, ყოჩაღ!
❤️❤️

ძალიან დიდი მადლობა ჩემო კარგო heart_eyes heart_eyes
მიხარია რომ მოგეწონა heart_eyes kissing_heart blush

 


№18  offline ადმინი შამანი

მომეწონა, ვისიამოვნე ისტორიის განმავლობაში heart_eyes
რა თქმა უნდა უკეთესიც შეიძლებოდა,მაგრამ მესმის მე შენი heart_eyes ისიც მახსოვს, ჯერ მარტო მე როგორ გიჭამდი ტვინს joy
კარგი გოგო ხარ და ველი შენს შემდეგ ისტორიებს heart_eyes heart_eyes
--------------------
ნინე ავალიანი
"...და თუ ანათებ,მხოლოდ იმიტომ რომ თვითონ იწვი"
Ich liebe dich

 


№19  offline მოდერი Queenofmoon

შამანი
მომეწონა, ვისიამოვნე ისტორიის განმავლობაში heart_eyes
რა თქმა უნდა უკეთესიც შეიძლებოდა,მაგრამ მესმის მე შენი heart_eyes ისიც მახსოვს, ჯერ მარტო მე როგორ გიჭამდი ტვინს joy
კარგი გოგო ხარ და ველი შენს შემდეგ ისტორიებს heart_eyes heart_eyes

გეთანხმები,უკეთესი შეიძლებოდა და ეს ნამდვილად არაა ის დასასრული,რაც ჩაფიქრებული მქონდა,მაგრამ არაუშავს joy kissing_heart kissing_heart დიდი მადლობა შენ,რომ მაინც კითხულობდი და საბოლოო ჯამში მოგეწონა kissing_heart kissing_heart

 


№20 სტუმარი სტუმარი ნესტანი

ძალიან მაგარი იყო საინტერესო სასიამოვნო წასაკითხი უსაყვარლესი წყვილები უმაგრესი მეგობრები და კარგი დასასრული ძალიან მომეწონა ❤️ მწყდება რომ დასრულე კიდევ წავიკითხავდი სიამოვნებით დიდი მადლობა თქვენ კარგი წერისთვის ველი ახალ ნაწარმოებს ????????????????????♥️

ძალიან მაგარი იყო საინტერესო სახალისო წასაკითხი და ძალიან საყვარელი წყვილები უმაგრესი მეგობრები და კარგი დასასრული მადლობა დიდი ასეთ კარგ ნაწარმოების დაწერის თვის ველოდები ახალ ნაწარმოებს????????????♥️

 


№21  offline მოდერი Queenofmoon

სტუმარი ნესტანი
ძალიან მაგარი იყო საინტერესო სასიამოვნო წასაკითხი უსაყვარლესი წყვილები უმაგრესი მეგობრები და კარგი დასასრული ძალიან მომეწონა ❤️ მწყდება რომ დასრულე კიდევ წავიკითხავდი სიამოვნებით დიდი მადლობა თქვენ კარგი წერისთვის ველი ახალ ნაწარმოებს ????????????????????♥️

ძალიან მაგარი იყო საინტერესო სახალისო წასაკითხი და ძალიან საყვარელი წყვილები უმაგრესი მეგობრები და კარგი დასასრული მადლობა დიდი ასეთ კარგ ნაწარმოების დაწერის თვის ველოდები ახალ ნაწარმოებს????????????♥️

ძალიან დიდი მადლობა თქვენ ასეთი შეფასებისთვის..მიხარია რომ კითხულობთ და იმედი მაქვს რომ სხვა ისტორიებიც დაიმსახურებენ თქვენს მოწონებას:* მადლობა კიდევ ერთხელ :*

 


№22 სტუმარი gg

Ra vqna rom gijdebi am istoriazeeeeee??! saocrebaa! Saocari gogo xar shenc.

 


№23  offline წევრი Daldoni Daldoni

მგონი დავიზეპირებ,იმდენად კარგი ისტორიებიაა

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent