შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ტირანის მახეში #18


23-10-2018, 22:08
ავტორი Queenofmoon
ნანახია 8 379

საავადმყოფოს დერეფანი სწრაფი ნაბიჯებით გაევლო,ექიმის ნებართვას არც კი დალოდებია ისე შეიჭრა ახლად გადაყვანილი პაციენტის პალატაში,რომელსაც ექთნებიც ვერ აკავებდნენ,თვალებდაქაჩული უყურებდა თეთრ,ქათქათა მატერიაში ჩაფლულ მის სიფრიფანა სხეულს,რომელსაც მშვიდად ეძინა და აპარატიც განუწყვეტლივ პულსის მუშაობას ჰყვებოდა თავისი წრიპინით,ხელის გული თავზე გადაისვა და საწოლს ფრთხილად მიუახლოვდა..თვალიდან ჩამოგორებულმა ცრემლმა,რომელმაც მამაკაცის ყვრიმალები და ლოყები გაიკვლია,ქალის ყელზე ჩამოცურებულიყო.. თითები მიეტანა სახესთან,თუმცა ვერ ბედავდა შეხებას,ჯერ კიდევ გაყინული სხეულის შეხებას,რომელსაც რამოდენიმე საათის წინ აუმუშავეს გული და სრულიად უცერემონიოდ აპირებდა ამ ქვეყნის დატოვებას..მის დატოვებას,მათი სიყვარულის ნაყოფის,უტას,ვაჩეს და პატარა ანასტასიას დატოვებას..
ქალმა თვალებზე ჩამწკრივებული ხშირი წამწამები ნელნელა შეარხია..პირველი,რაც დაინახა მის წინ აღმართული წვეთოვანი ყოფილიყო,რომელიც საშინლად სწვავდა ვენას..თავი ოდნავ გადმოსწია მარჯვნივ,სადაც მის წინ მჯდარ იოანეს გაუყარა თვალი-თვალში.
- ანასტასია..ანასტასია,სად არის?!!
ამოიჩურჩულა ქალმა და სატირლად გამობერილი ტუჩები აუკანკალდა..იოანემ მისი ხელი თავისაში მოაქცია,ხელის გულზე აკოცა და სახეზე მიიტანა ქალის გრძელი,თლილი თითები..
- არ ინერვიულო ჩემო სიცოცხლე..ეკატერინეს ჰყავს..
სკამი ერთი მოძრაობით წინ მისწია საწოლისკენ და ქალის სახეს თითებით შეეხო.
- ექიმს..დაუძახე.
ქმრის შეხებაზე უსიამოვნოდ შეიშმუშნა,თავი გვერდით გადასწია და ცრემლებს გასაქანი მისცა თვალის ჯებირიდან უწყვეტად გადმოენთხიათ..
- ამის დედაც..საზეხე ხელები აიფარა და ქალის ხელს ოდნავ მტკივნეულად ჩააფრინდა,რომელმაც შეშინებულმა ამოხედა მამაკაცის მძვინვარე მწვანე სფეროებს.- რა გჭირს პატარავ შეგიძლია ამიხსნა?! ხმა გამტყდარს,ძლივს აღმოხდა სიტყვები ბაგეებიდან და ყინულად ქცეული თვალის გუგებში,ნათლად ჩარჩენოდა იმედგაცრუება და ტკივილი ცრემლების სახით.
- ევა..ისედაც კანში ვეღარ ვეტევი..ისედაც,ძალიან მაგრად მიჭირს..მიჭირს და არ შემიძლია ამის მოთმენა..ზუსტად 36 საათია,რაც საავადმყოფოში ვარ,წამით...წამით არ მომიხუჭავს თვალი და ალბათ აზროვნების თავიც აღარ მაქვს..მაგრამ..მიუხედავად იმისა,რომ სიკვდილს გადაურჩი და დამიბრუნდი..არ გაქვს უფლება,ასე მომექცე..გესმის ჩემო მშვენიერო? შენ დაბრუნდი..მე დამიბრუნდი ისევ..მე და ჩვენს პატარებს..ასე ნუ მექცევი,გესმის?
- შენ შემპირდი,რომ ყველაფერი კარგად იქნებოდა.. მათ კინაღამ ჩემი შვილიც მოკლეს,გესმის?!
წვეთოვნის მილებისგან,ლურჯად შერჩენილი ვენები რომელიც ხელებზე აშკარად ეტყობოდა და დასიებოდა,სახეზე მიეტანა და სისველეს იწმენდდა თვალების გარშემო,ჯერ კიდევ ნარკოზიდან რომ არ გამოფხიზლებული მისი ორგანიზმი,უჭირდა..უჭირდა გულამოვარდნილს ეტირა..ამოეშვა ის დაგროვილი უარყოფითი ემოციები,ის საშინელი წუთები..რომელიც ბოლოს მომხდარი არც კი ახსოვდა,არ ახსოვდა როდის დაკარგა გონება..არ ახსოვდა,რამდენჯერ ურტყავდნენ ნეკნებზე და რამდენი ძვალი ემტვრეოდა ერთი მეორის მიყოლებით.. არ ახსოვდა,რომელმა შემოახია ტანსაცმელი..არ ახსოვდა,ვინ იძალადა მასზე,ან საერთოდ თუ იძალადა..ყველა ემოცია ერთმანეთში არეოდა.. გულ-მუცელს უწვავდა,ყელში უჭერდა და ჟანგბადის მიწოდებას ხელს უშლიდა,უნდოდა გამოეგლიჯა ვენებიდან ეს წვრილი მილები,გადმოსულიყო ამ საწოლიდან და გამოქცეულიყო წყეული საავადმყოფოდან,ბოლო ხმაზე ეყვირა,ისე რომ მისი ხმა მამა ზეციერსაც კი გაეგო,გაეგო როგორ სტკიოდა და მიუხედავად ყველაფრისა,მიუხედავად ამდენი თხოვნისა და მუდარისა,მაინც გაიმეტა..ისე გაიმეტა შემოქმედმა,ვითომც არაფერი..აღარ სწამდა არც უფლის,არც სიყვარულის,არც ადამიანობის..საერთოდ არაფრის,თითქოს ერთ დიდ სიცარიელეს დაესადგურებინა და ამ სიცარიელეს ვერაფრით ავსებდა..უყურებდა მის წინ მჯდომ მამაკაცს,რომლის გამო ყველაფერზე იყო წამსვლელი..ყველაფერი,რაც კი ქალისთვის ყველაზე ძნელი გადასატანია..ყველაფრის მიუხედავად,მაინც რომ აჩუქა სამი შვილი,სამი ბედნიერება..მაინც რომ მოუშუშა ის ტკივილი,რომელიც მისი მეგობრების დაკარგვით მიეღო..მისი შავთეთრი,ქურდული სამყარო რომ გაეფერადებინა და მასთან გატარებულ ყოველ წუთს მამაკაცისთვის რომ დაევიწყებინა ვინ იყო ის,ვისი სისხლით ჰქონდა მას გასვრილი ხელები იმ დღეს,მიუხედავად ყველაფრისა,არავის დანახვა არ უნდოდა ევას..არც მისი ცხოვრების სიყვარულის,რომელიც ასე მეტად სტკიოდა..იმაზე მეტად სტკიოდა,ვიდრე ნეკნებისა და ძვლების ჩამტვრევისგან მიყენებული ზიანი..
- ხო..შეგპირდი..ჯანდაბა.. ვიცი,ვიციი..მწარედ ჩაეცინა მამაკაცს და ფეთიანივით წამოხტა საკამიდან,რომელიც აქეთ-იქით მოუყვა სიარულს.. - მეორედ მოგიწია ამ ყველაფრის გამოვლა ევა..ვიციი,გესმის?! ვცდილობ..ვცდილობ,რომ დაგიცვა..შენ..ჩემი შვილები...ჩემი ოჯახი დავიცვა გესმის?!
- ვიცი,რომ ცდილობ.
- რატომ მექცევი ასე მაშინ..რატომ ევა..გინდა საბოლოოდ მოკლა ჩემში ადამიანური ინსტიქტები?! გინდა,ისევ ის მანიაკი გავხდე,რომელიც შენს შეყვარებადე იყოო? ეგ გინდა?! უკვე..ვეღარ ვხვდები რას ვამბობ..ბოლო დონემდე ვიკავებ თავს იმ ახვ*რის პოვნის შემდეგ სისხლის ბოლო წვეთამდე არ ვაწამო...ყოველი შენი წამების გამო..შენი ჩამოვარდნილი თმის ღერის გამო ევა.. იცი,როგორ ვიკავებ თავს?! მაგრამ..არ შემიძლია გესმის?! არ შემიძლიაა!
- ბარბარეზე ყველაფერი ვიცი.
- პატარავ..
მისკენ დაიხარა ქალმა კი ხელით ანიშნა,უკან დაეხია.
- შენ..მაშინ,როცა სახლში იყავი..მაშინ,როცა შენ ჩემს გვერდით გეძინა,მეხუტებოდი..ბარბარეზე ფიქრობდი..სასიყვარულო ვიდეო-ჩანაწერებს ნახულობდი..არც კი მეუბნებოდი იოანე..თურმე,ამის გამო ვერ იცლიდი..ამიტომ იყავი მთელი ღამე გამოკეტილი შენს კაბინეტში..ჯანდაბაა,ეს მე ასე უბრალოდ უნდა მიმეღო?
- ევაა...ვიდეოებს იმიტომ ვნახულობდი,რომ ასე იყო საჭირო..გესმის?!ბარბარე რომ არა ასი წელი ვერ გავიგებდი ვინ იქნებოდა ჩემი მტერი..ან გავიგებდი და მხოლოდ მაშინ,როცა მთელ საგვარეულოს და ოჯახს ამომიწყვეტდა ის *ლე გაიგე?!
- გავიგე,რა თქმა უნდა. ექიმს დაუძახე.
- ჩემი დედაც მო***ნ რა გინდა ამ ექიმისგან..რაა გინდა მითხარი?!
- მინდაა! მინდა გესმის?! მინდა რომ მარტო ველაპარაკო!!!
- კარგი..კარგი..მაპატიე..წვერზე ხელი ჩამოისვა ნერვიულად,საწოლს მიუახლოვდა,ხელები ქალისკენ წაიღო თუმცა ისევ უკან გამოტრიალდა და ნერვიულობისგან ერთიანად ამწვარი თვალები ხელის გულებით მოისრისა,დაბალ თმაზე გადაიტარა და კვლავ ქალისკენ შეტრიალდა,რომელიც მას არც კი უყურებდა,თითქოს იქ არც ყოფილიყო..- ამის დედაც...ჩაიბურტყუნა კაცმა,მწარედ ჩაეცინა და პალატის კარი ისე გაიჯახუნა,ლამის ანჯამებიდან ამოვარდნილიყო.
ოთახში,კარი თეთრ ხალათში გამოწყობილმა,ჭაღარაში შეპარულმა კაცმა შემოაღო,ფართოდ გაიღიმა და პაციენტის წინ ასევე ღიმილითვე მოთავსდა,პულსი შეუმოწმა,წვეთოვანი ასაჩქარებლად მოუშვა და ექთანს მიუთითა,წამალი შეეშვა ფლაკონში.
- როგორ ხართ,ქალბატონო ევა?
- ცუდად.
- კონკრეტულად რა გაწუხებთ? ვიცი,შესაძლოა ტკივილი გქონდეთ ძვლების არეში,ამის გამო ჩვენ გამაყუჩებელს ისედაც ვაკეთებთ..პულსიც ნორმაში გაქვთ.. კიდეც ერთხელ მოკიდა ხელი ქალის მაჯას და სახეზე დააკვირდა.
- გამოკვლევებმა რა აჩვენა. მე ეს მაინტერესებს და ძალიან გთხოვთ..სიმართლე მითხარით.. ექიმის ხელს თავისი თხელი თითებით ჩაებღაუჭა და მუდარით სავსე თვალებით გახედა,რომლიდანაც ცრემლები ღაპაღუპით მოსდიოდა. - ჩემზე.. მე.. მხოლოდ..ის მახსოვს,რომ მცემეს..მხოლოდ ტკივილი მახსოვს..მე..გონება დავკარგე..
- თქვენ გულის შეტევა გქონდათ..ნერვიულობის ფონზე,ეს დაგემართათ. მესმის.
- ვიცი..მე ის მაინტერესებს..დამნაშავეებმა რა სახით იძალადეს ჩემზე..ვიცი,რომ ფიზიკურად გამისწორდნენ..მაგრამ..მე არ მახსოვს,გაუპატიურების მცდელობისას...მას შემდეგ.. - ჯანდაბა.. სახეზე ხელები აიფარა და მთელი სხეული აუკანკალდა.. ჯანდაბა მითხარით ექიმო,მითხარით..იძალადეს ჩემზეე?!
ხმას უმატა ქალმა.
- ანა მარია,დიმედროლი გაუშვი..წვეთოვნისკენ ანიშნა ექიმმა და კვლავ ევას მიუბრუნდა.
- არააა! არა არ მინდა დაძინება,არ დამაძინოთ,არ დამაძინოთ გესმით?! მე არ მინდა დაძინება.. ეცადა მილები გამოეგლიჯა ხელიდან თუმცა მამაკაცისა და ექთნის ხელებმა გააკავეს,შეწინააღმდეგების თავი მეტი არც ჰქონია თავისი დასუსტებული ორგანიზმის ფონზე.
- დამშვიდდით,ქალბატონო ევა..სექსუალური ძალადობის კვალი არ ყოფილა,თქვენ მხოლოდ სხეულის შინაგანი დაზიანებები გაქვთ ცემის ფონზე,რამოდენიმე ნეკნი გქონდათ ჩატეხილი და ასევე მენჯის ძვალი.
- კი,მაგრამ მე მახსოვს.. მახსოვს,როგორ...როგორ გამომგლიჯეს მაისური..ყველაფერი..რატომ არ გჯერაათ? რატომ?? მახსოვს..მატყუებთ..ასეა? მატყუებთ ხომ?
- არ გატყუებთ ქალბატონო ევა,მე ამის უფლება არ მაქვს..დამშვიდდით და დაისვენეთ.
- არაა..არ მინდა დაძინება.. არ მინდა დაძინება არ მინდა...არ მინდააა!!!
ქალის ყვირილზე კარი კვლავ შემოგლიჯა იოანემ და საწოლთან მდგარ ექიმს შეხედა გაცოფებულმა,როგორ აკავებდა ხელებით ევას,ხოლო ექთანი კი ცდილობდა რამოდენიმე წამლის შეშვებას მის დახეთქილ ვენებში. - შეეშვით! გადით აქედან! იღრიალა კაცმა და ხელები აუქნია მის წინ მდგომ ექთანს..აქოშინებულს,რომელსაც გული აუდჩამოუდიოდა თითქოს კილომეტრები აერბინა,ნესტოებით ხმაურიანად შეუსუნთქა პალატაში დაგროვებული მძიმე და დაძაბული ჰაერი,ექიმს გახედა და მადლობის ნიშნად თვალებით იმიტაცია გააკეთა. - მე დაველაპარაკები.. ხელებით სკამის საზურგეს დაეყრდნო მამაკაცი და ექთანი თავის საქმეს მორჩა თუ არა,მაშინვე გავიდა მთავარ ექიმთან ერთად.
ევას მიუახლოვდა,საწოლზე წამოჯდა და მისი თითები თავისაში ახლართა,ყველანაირად ეცადა,ღიმილი აეკრა სახეზე თუმცა ეს ნამდვილად არ გამოსდიოდა.
- ვიცი რისიც გეშინია პატარავ..ვიცი..შენს თავს გეფიცები,ექიმმა სიმართლე გითხრა..დამშვიდდი და დრო მომეცი,საქმე ბოლომდე მივიყვანო,კარგი?
ძილმორეული ქალის თვალებს,რომელიც ცდილობდა ქუთუთოები ერთმანეთისთვის არ დაეშორებინა და იოანეს მწვანე თვალებისთვის ეყურებინა,თვალის კუთხეებიდან ცრემლები მოედინებოდა და რამოდენიმე დამამშვიდებლის ფონზე რომელიც სულ რაღაც ორი წუთის წინ მის ვენაში შეუშვეს,მთელ ორგანიზმში მოსდებოდა და ტვინს რეაგირების საშუალებას უკარგავდა,რაზეც პასუხის გაცემასაც ვერ ახერხებდა ქალი.. მის სახეს მამაკაცმა ხელი შეახო,თითებით მოწმინდა თვალებთან არსებული ცრემლების კვალი და ყვრიმალებზე აკოცა.. - მაპატიე..
ევას საწოლს მოშორდა,ტელეფონზე ციფრები აკრიფა და აპარატი ყურთან მიიდო. - გამოვდივარ,მზად იყავი.
ჩასძახა ხაზის მეორე მხარეს მყოფს,რომელმაც მანქანა მთელი სისწრაფით დაძრა ადგილიდან და ნუცუბიძის ქუჩას გამაყრუებელი ხმით მოსწყდა.

- ესეც ასეე..იწყება მონატრებული მხიარულება.. ხელები ერთმანეთს შემოჰკრა აჟიტირებულმა და მანქანის საჭეს ორივე ხელით ჩააფრინდა,მიტოვებულ ავტოსადგომს მიუახლვდა,სადაც მამაკაცის ღმუილი და ფეხების ბაკუნი ისმოდა.. კარი სწრაფად შეხსნა,პირზე წებოვანი ლენტით აკრულს გახედა და ცალი თვალით ანიშნა,რა ხდებაო...
- მოიწყინეე? ბოდიშიი..შენს პენტჰაუსს არ ჰგავს ვიცი..და არც მე ვარ სტრიპტიზის საცეკვაოდ მოსულიი..მაგრამ დამიჯერე,არც ჩემთან მოიწყენ..
წებოვანი ლენტი გამოგლიჯა სახიდან ისეთი სისწრაფით,რომ მამაკაცის წვერიც თან გააყოლა და სკამზე მიბმულს სახე დაემანჭა ამწვარი კანისგან..
- რა იყოო,ეპილაცია არ გაგიკეთებია?!
- შენი დედაც მოვტყ*ნ! გამიშვი შე ნაბი*ვარო!
- ვახ ჩემიი..რა უფანტაზიორო *ლე ხარ ტოო.. შენი გაშვება რომ მინდოდეს,აქ ამდენ ხანს რისთვის გაგაჩერებდიი?
- რა გინდა ჩემგააან!!!
იღრიალა კაცმა და სკამზე რხევა დაიწყო.
- მოკლედ.
კაცმა ხმა დაასერიოზულა,ხელებზე ტყავის ხელთათმანები ჩამოიცვა და ზიზღით სავსე სახით მიუბრუნდა მის წინ მჯდომს.- რადგან ასეთი ჭკუამხიარული ვარ,ხომ არ გგონია მაზოხიხმი არ მიზიდავს?! ან არ შემიძლია ძვლებში გადამტვრიო და ისე მოგკლა,სულს ძლივს ღაფავდეე?! და საერთოდ..ფილმებში მაინც არ გინახავს რომ გატაცებული დიდ გულზე არ უნდა იყოს ტო?!
- რა სი*ობებს მელაპარაკები პირდაპირ მითხარი რა გინდა!
- შე *ლეო..დროზე მითხარი სად მიაცილე ბატონი ლუკაა..ხოო ხო ლუკაა,ყიფიანის ცოლ-შვილის გატაცებაში რომ დაეხმარე და გამომძიებელი ლილიან რობაქიძის!!!
სკამზე მიბმული მამაკაცი მოსმენილით აჟიტირებულიყო და იმზელაზე დაიწყო ხარხარი,მთელ ავტოსადგომში ექოდ რომ ისმოდა.
- ვატყობ,ჩემი პოზიტივი გადმოგედო.. მიხარიაა..
- არაფერი არ ვიცი.. არაფერი!
კბილებში გამოსცრა მამაკაცმა და თვალი თვალში უტეხად გაუყარა.
- აჰაა.. ზნაჩიტ არ იცი..ხოო,ასეაა?
- ასეა!
- კაი..მხიარულების მეორე ფაზა იწყება.. ჩემთვის ყველაზე სასიამოვნო!
ხელთათმანით ჩანთიდან ორნაირი იარაღი ამოიღო,რამოდენიმე სახის ხელკეტი,რომელიც სხვადასხვაგვარად "გაფორმებულიყო",ერთ ერთი,რომელიც მამაკაცმა ხელში მოიმარჯვა,"ეკლიანი" ყოფილიყო,მოგრძო და ადვილად დასაჭერი..კაცმა იქვე არსებულ ტუმბოზე მიზანი აიღო,ცენტრში მონიშნა და ერთიანად მოქნეული ხელკეტი ზუსტად მიზანში მოარტყა,რომელიც ძლივს ძლივობით ამოაცალა მოძველებულ ტუმბოს და ეკლებში გარჭობილი ხის მასალა,თითებით გამოაძრო.. - ეს რა მაგარი რამე ყოფილა.. გინდა შენზე ვცადო?! გინდააა?
- კაცმა თვალები გააფართოვა და მის წინ აფრიალებულ ხელ კეტს მზერა ვერ მოაშორა,რომელსაც ტვილდიანი აქეთ იქით უტრიალებდა,თითქოს ჰიპნოზს უკეთებსო. - აბაა,იტყვი სად არის გახარიაა?თუ იქამდე გირტყა ეს ხელკეტი,სანამ შენს ორგანოებს არ გამოითრევს კანიდან?!
- შენი დედაც...ავადმყოფო შენი..დედაც... ამოიოხრა კაცმა წყვეტილ-წყვეტილ და ტვილდიანის გაცოფებულ თვალებს საცოდავი ლეკვივით ახედა.
- როგორც გინდა.. ხელკეტი მოიქნია და მთელი ძალით აუქნია ფეხზე,რაზეც მამაკაცმა ერთიანად იღრიალა,თავი უკან გადახარა და ტკივილისგან ცრემლები თავისით წამოუვიდა..- ფუ შენი... კანში შერჭობილი ეკლები გამოაძრო,კიდევ ერთხელ ამოიგმინა მამაკაცმა,ფეხიდან წამოსულ სისხლს დახედა,რომელიც არაერთ ადგილას იყო დაჭრილი და ტკივილი საერთოდ უთიშავდა აზროვნების უნარს.
- შემდეგი ფერდში იქნებაა..ჩათვალე,ბრმა ნაწლავს გამოგაძრობ..გინდაა?
- მოვკვდები...სისხლისგან დავიცლები...შენი... კაცმა კიდევ ერთხელ დახედა თავის ფეხს და ცრემლები გადმოსცვივდა სიმწრისგან.
- ხოდა ამოღერღე ნაბი*ვაროო..ამოღერღე გესმიიის?!!!!
- არ ვიცი..არ ვიცი სად წავიდა..მე უბრალოდ დამავალა ყიფიანის ცოლ-შვილი გამეტაცებინა.. სხვა მეტი არაფერი ვიცი ამის დედაც..არ ვიციი არააა!
- აბა ვინ იცის,ვიინ?!
- რა გინდა ჩემგან.. რა გინდა...ჩემი ძმაკაცი არ ყოფილა გახარია ჩემთვის რომ ჩაებარებინა აჩოტები...არ ვიცი სადაა ის ნაბი*ვარი...ამისდედაც,, ფეხიი.. თავი უკანგადასწია და სახე დამანჭა ტკივილისგან..
ავტოსადგომს ჰამერის ჯიპი მოუახლოვდა,რომლის ბორბლებსაც ხრეშში გზა ძალიან ადვილად გადაეკვეთა,იქვე სწრაფად შეუხვია.. შენობასთან ახლოს გააჩერა მანქანა,ორ ახმახთან ერთად ჩამოვიდა ყიფიანი ავტომობილიდან და "მძევლად აყვანილს" მიუახლოვდა,რომელიც სისხლად იღვრებოდა და მის წინ მდგარ ტვილდიანს უყურებდა,მხარზე რომ შემოედო ხელკეტი და თვალები ანთებოდა.
- როგორ ხარ მეგობარო?! ხელი მკარზე შემოკრა დემეტრეს და სისხლში ამოსვრილ გოგიაშვილს ზიზღით გახედა..
- არაფერი არ ვიციო.. მხრები აიჩეჩა დემეტრემ..
- ტელეფონი მომეცი..მის უკან მდგომს ანიშნა,რომელიც ტუმბოზე არსებულ ტელეფონს დასწვდა და ყველა შემოსულითუ გამავალი ზარი საგულდაგულოდ წაშლილი ჰქონოდა..
- დემეტრე..შენ იცი,რაც უნდა ქნა ამ ტელეფონით..თვალი ჩაუკრა იოანემ,ხელკეტი გამოართვა და გოგიაშვილს მიუახლოვდა.- ესე იგი,შეეენ..ჩემი ცოლი და შვილი გაიტაცე არაა?!
- მაპატიეთ...გთხოვთ მაპატიეთ.. მე უბრალოდ გატაცება დამავალა..მეტი არაფერი...გეფიცებით..მაპატიეთ გთხოვთ..
- აბა რაა..აბა რა?! გაპატიებ..ოღონდ ამ ცხოვრებაში,არა..
თავში მთელი ძალით შემოკრა ეკლიანი ხელკეტი მამაკაცს,რომელსაც პატარა რკინები საფეთქელზე და თავის ქალის მიდამოში ისე ჩარჭობოდა თვალის დაუხამხამებლად გამოეცალა სიცოცხლეს..სკამს ფეხი ჰკრა იოანემ და კაციც გვერდით გადავარდა..უკან მდგომ ბიჭებს გასცა ბრძანება "დაასუფთავეთო" და ისინიც საქმეს შეუდგნენ..დემეტრემწვერზე ხელი ჩამოისვა ნერვიულად და მამაკაცს შეხედა...რომელსაც ადამიანის სახე საერთოდ დაკარგვოდა..
- სად წავა..სად წავა ისეთ ადგილას,სადაც ვერ ვიპოვიი?! ვერსად...ვერსად დამემალება ეგ ძაღლის შვილი..

- ბატონო ალექსანდრე.. დღეს,შუადღით...გოგიაშვილი,იგივე გოგლიკო...სასტიკად ნაწამები იპოვეს..გვამი დამნაშავეებმა გახარიას სახლის წინ მიაგდეს..პოლიცია ადგილზეა,გამოძიება ტარდება თუმცა არ ვიცი...
- მათეეე!!!რას მეუბნები?!ფუ ამის..ტელეფონზე ნომერი აკრიფა,მხასა და ლოყას შორის მოიქცია და კაბინეტიდან გავარდა სწრაფი ნაბიჯით,დერეფანში აქეთ იქით სიარულს მოუყვა გაცეცხლებული პასუხის მოლოდინში.. ბოლოს როგორც იქნა ინება ხაზის მეორე მხარეს მყოფმა ტელეფონის აღება და ხრინწიანი ხმით მიესალმა უფროსს.
- იოანეეე!
- სასიამოვნოა,თქვენი ხმის მოსმენა..
- იგივეს ნამდვილად ვერ გეტყოდი!! მორჩიიი,გეყოფა ამ ხალხის ხოცვა გესმის?! არაკაცი ვიყო,შენ თუ ბორკილები არ დაგადო და ციხეში არ ამოგალპო!!!
- მომისმინე ეხლა კარგად,სანამ შენ მაგ შენი *ლეური მეთოდებით დაკითხვაზე გყავს რამოდენიმე კაცი,რომლებიც ხმასაც არ იღებენ..ხოოო,არ იღებენ იმიტომ,რომ უკვე იციან ციხე მაინც გარანტირებული აქვთ.. მეე,ჩემი წესები მაქვს.. მე ხალხს სიცოცხლის გარანტიას ვაძლევ.. ან სიმართლე,ან სიკვდილიი! გაიგეე?! სანამ ბორკილებს დამადებ,მტკიცებულება ააკარი სახეზე შენს პროკურატურას! გაიგეე?! შენი ბრალდებით ციხეში ნამდვილად ვერ ჩამსვამ.. *რაკის თამაშს მორჩი და მაცადე,გახარია ვიპოვოო.. გინდა,რომ მოგიყვანოო?!გინდააა?! ხოდა მაცადეეე!!!მაცადეეეე!!! ტელეფონში წყვეტილი ზარი გაისმა,კანდელაკმა კი სიმწრით მოისროლა აპარატი და მთელი ძალით შეახეთქა კედელს.. ამაშუკელი კართან ატუზული დახვდა,რომელიც ახალი ინფრომაციის სათქმელად უკვე ფსიქოლოგიურად ემზადებოდა..უფროსის რეაქციის მოლოდინში,კართან მომზადებული მდგარიყო..მამაკაცმა ლურჯი,მძვინვარე სფეროები შეანათა მის წინ მდგომს და ხელით ანიშნა,ლაპარაკი დაეწყო..
- დამნაშავეები არაფერს ამბობენ..ზიან ასე უდარდელად დაკითხვის ოთახში..არანაირი მუქარა არ ჭრის..მეგი საერთოდ,შოკშია.. მოთქვამს გაუთავებლად და გაშვებას ითხოვს.. მეგის ტელეფონი შევამოწმეთ..ზარები გავშიფრეთ..თუმცა აშკარაა,იმ ნომრით არ სარგებლობდა გახარიასთან სალაპარაკოდ.. ძალიან სუფთად გამოძვრა ის ა*ვარი...
- ეგეც საკითხავია..გამოძვრა თუ არა ბოლომდე!
მუშტებით დაეყრდნო შუშის მაგიდას კანდალაკი და თავი ჩახარა.. მოკლედ,მაგ გამოძიებას აზრი არ აქვს,როგორც ყოველთვის.. ეხლა მხოლოდ,ლოდინი შეგვიძლია..ერთი გასროლით ორ კურდღელს მოვკლავ.
- ანუ?
- ყიფიანს დამხმარე ჰყავს..მის გარეშე,ეგ ვერ გასწვდება ამდენ საქმეს ერთად.. გაიგე,ვინ ეხმარება,ვინ არიან მისი ამჟამინდელი ქვეშევრდომები..უთვალთვალეთ,ოღონდ ძალიან ფრთხილად,გესმის?!
- დიახ,გასაგებია.
- იოანე,ლუკასთან მიგვიყვანს.. ლუკა კი,იოანესთან.. სანამ ლუკას იპოვის,მაფიოზი ბევრ შეცდომას დაუშვებს..რაც მის დასაპატიმრებლად საკმარისი იქნება.. საბოლოოდ უნდა ჩაიხშოს მათი ქურდული სამყაროს არსებობა ამ ქვეყანაში!!!
თითით მაგიდაზე დააკაკუნა..მოკლედ,უთვალთვალეთ..ეცადეთ,ყოველი ფეხის ნაბიჯი გაიგოთ..გასაგებია?!
- გასაგებია... ბატონო ალექსანდრე..და..ლილე როგორ არის? შეპარვით ჰკითხა მათემ,რომელსაც აშკარა ნერვიულობა ეტყობოდა ქალის მიმართ..
- კარგად. მოკლედ მოუჭრა ალექსანდრემ,რადგან მათეს ინტერესი მისი ქალისადმი,ნამდვილად არ სიამოვნებდა.-საქმეს მიხედე.

* * *

ღია ფანჯრიდან წამოსული ნელი სიო თვალებზე მელამუნება,მაიძულებს შესიებული ქუთუთოები ერთმანეთს დავაშორო.. ჯერ კიდევ ახლახანს გამოფხიზლებული გონება,ტვინში წითელ ღილაკს აჭერს,როცა ნაცნობი სურნელი სასუნთქ ორგანოში აღწევს.. თავს ვწევ და საწოლის რბილ მატერიას თითებით ვეხები.. ნაცნობ საძინებელს თვალებს ვავლებ.. ალექსანდრე.. რა თქმა უნდა..ალექსანდრეს სახლში ვარ..ავტომატურად თავზე ხელს ვიდებ რადგან ტვინის შერყევისგან გამოწვეულ ტკივილს ვერ უგულებელვყოფ..
საწოლიდან ზანტად ვდგები,ხალათს ვიცვამ და სამზარეულოში გავდივარ,სადაც შუახნის ქალი ფუსფუსებს და დაბნეულობისგან ენა მივარდება.
- გამარჯობა..
ქალი მაშინვე ჩემკენ იხედება,ფართოდ მიღიმის და თავს მიკრავს მისალმების ნიშნად.
- ალექსანდრე სად არის?!
მაშინვე ვკითხულობ და კედელზე ჩამოკიდებულ დიდ საათს შევყურებ.. - მე,უნდა წავიდე..ჩემი ტელეფონი,ჩემი ნივთები სად არის? ვერ ვიპოვე საძინებელში..
- უკაცრავად,ქალბატონო ლილიან..ბატონი ალექსანდრეს მოსვლამდე,ვერ გაგიშვებთ.
- ბატონო?! ჯანდაბა.. ჩემი ნივთები სად არის?! სად არის ჩემი ტელეფონი?!
ბრაზი მაწვება და ძლივს ვიკავებ თავს ტონს არ ავუწიო,თუმცა ეს ნამდვილად არ გამომდის.. უხ შენი.. პირველ სართულზე ხალათის ფრიალით ჩავრბივარ და კარს ამაოდ ვეჯაჯგურები..ჯანდაბა.. ჯანდაბაშიც წასულხარ ალექსანდრე! ჯანდაბაში..კვლავ მეორე სართულზე ავრბივარ,თავბრუ საშინლად მეხვევა,იქვე კედელთან ვიკეცები და მაშინვე ქალი მავლებს ხელებს..- კარგად ხართ ქალბატონო ლილიან? ანერვიულებული თვალებით შემომციცინებს და წყლით სავსე ჭიქას პირთან მაწვდის..- არ მინდა. ალექსანდრეს დაურეკეთ! ახლავე!
მიუხედავად იმისა,რომ დამხმარე ქალბატონ ნელის დღეს დაერეკა ალექსანდრესთან არაერთხელ,რეაქცია ჩემს ქმედებებზე არც კი ჰქონია.. კარზე ფრთხილი კაკუნი მესმის,საათის ისრები უკვე 12-ს აჩვენებს და ნელი შემოდის კვლავ ლანგრით ხელში,სადაც წამლებია ჩამწკრივებული წვნიანთან ერთად.
- არ შევჭამ! საჭმელს ზედაც არ ვუყურებ,ხელს მკერდზე ვიჯვარედინებ და ფანჯრიდან უაზროდ ვიყურები.
- შეჭამ..თანაც როგორ..
უკნიდან ალექსანდრეს ხმა მესმის და მაშინვე ვტრიალდები,კარის ჩარჩოს მხრით არის მიყრდნობილი და დაწვრილებული თვალებით მბურღავს,ნელი ლანგარს იქვე დებს ტუმბოზე და საძინებლიდან გადის,ბატონი ტირანი კარს ხურავს და წარბაწეული მიყურებს.
- ალექსანდრე,შენ ხომ არ გააფრინე?!რატომ გამომკეტე აქ შეგიძლია ამიხსნაა?!
- იმიტომ,რომ ნაკლები სისულელები ჩაიდინო,ლილიან.
- არ გაქვს უფლება ასე მომექცე,არანაირად არ გაქვს!
- კი,ხელშეკრულება ნამდვილად არ არსებობს.
- შენ მგონი ვერ გაიგე არაა?!მოკლედ!!,დამიბრუნე ჩემი ნივთები..რავიცი რითი მოვედი აქ,ტანაცმელი,ტელეფონი თუ რა ჯანდაბაცაა..სახლში მივდივარ!
- სახლში არ მიდიხარ.
- ალექსანდრე..არ გაქვს ასე მოქცევის უფლება!!!
თითს ვუქნევ გამაფრხილებლად.
- იცი რას გეტყვი ლილეეე?! კოფტის ღილებს იხსნის და თხელ მატერიას იქვე,საწოლზე აგდებს,რომელიც მხოლოდ შარვლის ამარა მიახლოვდება. - აქამდე,შენი ჭკუით აკეთებდი ყველაფერს... თითს მადებს შუბლზე და ცხვირს ჭმუხნის..მგონი ვხედავთ შედეგს..შენ,უკვე როგორც დაზარალებული გამომძიებელი,ცოტახნით შვებულებაში ხარ..საქმე არ გაქვს,ასე რომ იწექი..დაისვენე..რამე მოიფიქრე..არ გაგიჭირდება..
- წადი შენიც!
სამი თითის კომბინაციას ვაკეთებ,ხალათის ქამარს ვიკრავ და საძინებლიდან გასვლას ვაპირებ,მაგრამ მისი ხელი ძლიერად მებღაუჭება მკლავზე და შემოტრიალებისას,მთელი სხეულით ვეკვრი.
- ბევრჯერ გამიფრთხილებიხარ,თუმცა ახლა მთელი სერიოზულობით გეუბნები..იცოდე,შემომაკვდები!!
დაძაბულობას,ალექსანდრეს ტელეფონის წკრიალი არღვევს,რომელიც ფრთხილად იხრება პიჯაკისკენ და ისე იღებს ტელეფონს,თვალსაც არ მაშორებს.
- გისმენ,მათე.
- ბატონო ალექსანდრე,გახარიას ცოლ-შვილი გაიტაცეს.



№1 სტუმარი cota boroti

pirveliiii wavedi wavikitxoo
auuu ar mjera ro pirveli vaar DD

 


№2  offline ადმინი შამანი

რაღაც დიდი თავი ჩანს, და გამიხარდა..
იმედია,ასე უმუზობა აღარ შეგეჩვევა შენ heart_eyes
--------------------
ნინე ავალიანი
"...და თუ ანათებ,მხოლოდ იმიტომ რომ თვითონ იწვი"
Ich liebe dich

 


№3  offline წევრი Elea_Nora

ვაიმე... ჯერ ხომ ლოდინით გავგიჟდი და ახლა კიდე ამან გამაგიჟა. ლოდინად კი ღირდა... კიდე აღარ გვალოდინო რა თორემ გავაფრენ.
სიუჟეტის განვითარება, თხრობის სტილი, პერსონაჟები მოკლედ ყველაფერი მაგარია რა. ვგიჟდები შენზე და შენს ისტორიებზე. ნუ მოკლედ გელოდები სულით და გულით როცა მზად იქნრბი მაშინ დადე ყველა შენი თავი ლოდინად ღირს.

 


№4  offline მოდერი Queenofmoon

cota boroti
pirveliiii wavedi wavikitxoo
auuu ar mjera ro pirveli vaar DD

გელი ჩემო ბოროტო გოგოვ laughing smile kissing_heart
შამანი
რაღაც დიდი თავი ჩანს, და გამიხარდა..
იმედია,ასე უმუზობა აღარ შეგეჩვევა შენ heart_eyes

იმედიაა..თორემ ძალიან საშინელი გრძნობაა ეგ disappointed
Elea_Nora
ვაიმე... ჯერ ხომ ლოდინით გავგიჟდი და ახლა კიდე ამან გამაგიჟა. ლოდინად კი ღირდა... კიდე აღარ გვალოდინო რა თორემ გავაფრენ.
სიუჟეტის განვითარება, თხრობის სტილი, პერსონაჟები მოკლედ ყველაფერი მაგარია რა. ვგიჟდები შენზე და შენს ისტორიებზე. ნუ მოკლედ გელოდები სულით და გულით როცა მზად იქნრბი მაშინ დადე ყველა შენი თავი ლოდინად ღირს.

უღრმესი მადლობა,ტკბილო heart_eyes kissing_heart kissing_heart ძალიან მიხარია,რომ მოგეწონა...

 


№5 სტუმარი cota boroti

magrad moewonaa ubralod is momenti ar mesiamovna iom rom is gamtacebeli mokla sikvdils aravinn imsaxurebs adamiani adamianis xelidan kaii aba veli shemdeg taavs

auuu dzaan minda ufro did komentarebi vweri prosta calke tele mixurebs da calke drooo ddd(((

 


№6 სტუმარი სტუმარი Moonlight

პიჯაკი, პიჯაკიაა სწორიიი და არა პი'ჟ'აკი. თავიდან მეგონა ბეჭდვის დროს შეგეშალა, მარგარმ უკვე მერამდენე თავია ასე გიწერია. ეგ გამოასწორე და სხვა პრეტენზია არ მაქვს.

 


№7  offline წევრი იზუკა

ვაიი ძლივს არ მეღირსაა ???? სასწაული წერის სტილი გაქვს,ასე დალაგებული და აზრიანი გადმოცეემის მანერა,მომწონს ძალიან! ისტორია კი ძალიან მაგარია როგორც ყოველთვის!
ოხ იოანე ეს კაცი რო არ მოგეკლა ..არადა როგორ მიყვარს იო.! მარა მკვლელი იოც კი ძალიან საყვარელია და რა გავაკეთო ..ევასი მესმის და ძალიანაც მეცოდება,მალე შემირიგე ეს ორი სიყვარული ❤
ალექსანდრესთან და ლილესთან კი ვატყობ მალე ჩამოცხებააა ????
კაი კაი წავედი ახლა და არ დააგვიანო თორე ჩემი მკვლელის სტატუსს მოგაკრობ ????

 


№8 სტუმარი დუეუ

აუურპოდიის დადეებ?

 


№9  offline მოდერი abezara98

ჰაააააა? რა ხდება აქ გამაგებინეთ! sweat_smile ღმერთო ჩემოოო, იოანეე რას აკეთებ, რას? ობლად მიტოვებ ცოლ-შვილს? scream scream ვაიჰ, ჩემი საწყალი ევაკო, როგორ დამეტანჯა და რა ახლა ქმრის გარეშეც უნდა დარჩეს? sob იოანე თუ ციხეში წავიდა, რაღა ეშველებათ მერე? sob
ჰმ... მათიკო, მათეე, მათუნაა, ლა ცაკალელი ქალ ბიწო სენ laughing laughing შენ ხომ არ იცი, როგორ მომწონს თვით ბატონ ტირანს რომ აეჭვიანებ შენივე ქცევებით laughing რაო, ალექსანდრე, არ გვესიამოვნა სხვამაც რომ შეამჩნია ლილეს გამორჩეულობა და სხვასაც რომ მოეწონა?! smirk აი, რასაც ჰქვია, მართლა ტირანი, დიქტატორი და დუჩეა რაა joy (არა, ეს დუჩე საიდანღა გამახსენდა ახლა? joy ). ერთი ტკბილი სიტყვა არ დაგცდეს შენ ჩემი ლილეს მიმართ. არ გინდა, ღმერთი გიწყენს unamused
ეს ლილეც კარგი ქაჯია რაა. შეირგე შვილო დასვენება, რა გინდა? თან შენმა ტირანუკამ საკუთარ სახლში წაგიყვანა, გივლის, თავს გევლება და კიდევ გაქცევაზე რატომ ფიქრობ, თუ მესმოდეს, რაა joy joy არა, სადღაც მართალიც ხარ, მომენტებში მეც ძალიან მომიშალა ნერვები ბატონმა დიქტატორმა, მაგრამ რას ვიზამთ, ასეთი ხასიათი აქვს და ხომ არ მოვკლავთ, არა?! joy joy
ოხ, გახარია, გახარია. ერთი შენი თავი დამაჭერინა და იოანეს ნაცვლად მე გაგისტუმრებდი საიქიოში! angry მერამდენედ უნდა გამიმწაროს ჩემი საწყალი, ჰა? sob
ჰმ, მეტი რაღა გითხრა? sweat_smile ძალიან გამახარე შენი გამოჩენით და ერთი სული მაქვს, გავიგო, რა მოხდება შემდეგში blush ოღონდ ჩემი ევაკო და იოანე მყავდნენ კარგად (ნუ, დემეტრე&ტასო და ლილე&ბ-ნ. ტირანი თავითავად იგულისხმებიან აქ smile ) და მეტი კი არაფერი მინდა მეე sweat_smile ასე რომ, გელოდები სიხარულო, იქნებ შენ მაინც გამილამაზო ეს გამწარებული საგამოცდო პერიოდი heart_eyes

 


№10  offline წევრი kasunia

ძალიან მაგარიი ხარ <3დღეში 100 შემოვდივარ და ვამოწმებ<3 და დღეს რომ გავიგე რომ დადებდი ისე გამიხარდა სიტყვით ვერ გადმოგცემ <3

 


№11  offline მოდერი Queenofmoon

kasunia
ძალიან მაგარიი ხარ <3დღეში 100 შემოვდივარ და ვამოწმებ<3 და დღეს რომ გავიგე რომ დადებდი ისე გამიხარდა სიტყვით ვერ გადმოგცემ <3

თქვენი გახარება მახარებს მე ყველაზე მეტად.. heart_eyes heart_eyes kissing_heart
abezara98
ჰაააააა? რა ხდება აქ გამაგებინეთ! sweat_smile ღმერთო ჩემოოო, იოანეე რას აკეთებ, რას? ობლად მიტოვებ ცოლ-შვილს? scream scream ვაიჰ, ჩემი საწყალი ევაკო, როგორ დამეტანჯა და რა ახლა ქმრის გარეშეც უნდა დარჩეს? sob იოანე თუ ციხეში წავიდა, რაღა ეშველებათ მერე? sob
ჰმ... მათიკო, მათეე, მათუნაა, ლა ცაკალელი ქალ ბიწო სენ laughing laughing შენ ხომ არ იცი, როგორ მომწონს თვით ბატონ ტირანს რომ აეჭვიანებ შენივე ქცევებით laughing რაო, ალექსანდრე, არ გვესიამოვნა სხვამაც რომ შეამჩნია ლილეს გამორჩეულობა და სხვასაც რომ მოეწონა?! smirk აი, რასაც ჰქვია, მართლა ტირანი, დიქტატორი და დუჩეა რაა joy (არა, ეს დუჩე საიდანღა გამახსენდა ახლა? joy ). ერთი ტკბილი სიტყვა არ დაგცდეს შენ ჩემი ლილეს მიმართ. არ გინდა, ღმერთი გიწყენს unamused
ეს ლილეც კარგი ქაჯია რაა. შეირგე შვილო დასვენება, რა გინდა? თან შენმა ტირანუკამ საკუთარ სახლში წაგიყვანა, გივლის, თავს გევლება და კიდევ გაქცევაზე რატომ ფიქრობ, თუ მესმოდეს, რაა joy joy არა, სადღაც მართალიც ხარ, მომენტებში მეც ძალიან მომიშალა ნერვები ბატონმა დიქტატორმა, მაგრამ რას ვიზამთ, ასეთი ხასიათი აქვს და ხომ არ მოვკლავთ, არა?! joy joy
ოხ, გახარია, გახარია. ერთი შენი თავი დამაჭერინა და იოანეს ნაცვლად მე გაგისტუმრებდი საიქიოში! angry მერამდენედ უნდა გამიმწაროს ჩემი საწყალი, ჰა? sob
ჰმ, მეტი რაღა გითხრა? sweat_smile ძალიან გამახარე შენი გამოჩენით და ერთი სული მაქვს, გავიგო, რა მოხდება შემდეგში blush ოღონდ ჩემი ევაკო და იოანე მყავდნენ კარგად (ნუ, დემეტრე&ტასო და ლილე&ბ-ნ. ტირანი თავითავად იგულისხმებიან აქ smile ) და მეტი კი არაფერი მინდა მეე sweat_smile ასე რომ, გელოდები სიხარულო, იქნებ შენ მაინც გამილამაზო ეს გამწარებული საგამოცდო პერიოდი heart_eyes

შენი საგამოცდო პერიოდის გალამაზებაში თუ შევიტან წვლილს,რაღა მომკლავს აწი? heart_eyes heart_eyes heart_eyes მადლობა ჩემო შოკოლადოო გოგოო kissing_heart kissing_heart აუ როგორი მიხარია ხოლმე შენი კომენტარი ხომ არ იციი რაა heart_eyes heart_eyes და თანაც როგორ მომნატრებია თქვენი კომენტარებიი heart_eyes ეხლა გული ამიჩუყდება,წავედი ვიმეცადინო laughing laughing
დუეუ
აუურპოდიის დადეებ?

ვეცდები მალე იყოს smile
იზუკა
ვაიი ძლივს არ მეღირსაა ???? სასწაული წერის სტილი გაქვს,ასე დალაგებული და აზრიანი გადმოცეემის მანერა,მომწონს ძალიან! ისტორია კი ძალიან მაგარია როგორც ყოველთვის!
ოხ იოანე ეს კაცი რო არ მოგეკლა ..არადა როგორ მიყვარს იო.! მარა მკვლელი იოც კი ძალიან საყვარელია და რა გავაკეთო ..ევასი მესმის და ძალიანაც მეცოდება,მალე შემირიგე ეს ორი სიყვარული ❤
ალექსანდრესთან და ლილესთან კი ვატყობ მალე ჩამოცხებააა ????
კაი კაი წავედი ახლა და არ დააგვიანო თორე ჩემი მკვლელის სტატუსს მოგაკრობ ????

ძალიან,ძალიან დიდიიი და უზარმაზარი მადლობა შენ ტკბილო heart_eyes heart_eyes heart_eyes
სტუმარი Moonlight
პიჯაკი, პიჯაკიაა სწორიიი და არა პი'ჟ'აკი. თავიდან მეგონა ბეჭდვის დროს შეგეშალა, მარგარმ უკვე მერამდენე თავია ასე გიწერია. ეგ გამოასწორე და სხვა პრეტენზია არ მაქვს.

მადლობა,გავითვალისწინებ heart_eyes kissing_heart
cota boroti
magrad moewonaa ubralod is momenti ar mesiamovna iom rom is gamtacebeli mokla sikvdils aravinn imsaxurebs adamiani adamianis xelidan kaii aba veli shemdeg taavs

auuu dzaan minda ufro did komentarebi vweri prosta calke tele mixurebs da calke drooo ddd(((

მადლობა ჩემო გოგო kissing_heart kissing_heart მიხარია რომ მოგეწონა

 


№12  offline მოდერი Queenofmoon

ann-ann
როგორ გელოდებოდი, გამიხარდა ახალი თავი. ალექსანდრე რომ ტირანია ამ თავში აშკარად გამოჩნდა, მაბრაზებს ეს კაცი ძალიან

ძალიან დიდი მადლობაა smile heart_eyes heart_eyes ეჰ,რა გამოასწორებს ამ ხე კაცს ნეტავ..თუ არა ისევ ლილე! smile heart_eyes

 


№13  offline წევრი Ma No

წინა თავშიც შემხვდა, მარტივად რომ ვთქვათ მაზოხიზმია როცა მას რომ აყენებენ ტკივილს სიამოვნებს, სადიზმია როცა სხვებს რომ აყენებს ტკივილს ეგ სიამოვნებს. კარგი გოგო ხარ❤

 


№14 სტუმარი სტუმარი tamriko

The best of the best!!!

 


№15  offline მოდერი Queenofmoon

Ma No
წინა თავშიც შემხვდა, მარტივად რომ ვთქვათ მაზოხიზმია როცა მას რომ აყენებენ ტკივილს სიამოვნებს, სადიზმია როცა სხვებს რომ აყენებს ტკივილს ეგ სიამოვნებს. კარგი გოგო ხარ❤

შევასწორებ ჩემო კარგო,მადლობა❤❤
სტუმარი tamriko
The best of the best!!!

დიდი მადლობა ^_^ ❤

 


№16 სტუმარი სტუმარი SORA

როგორ გამიხარდი????იმედია იოანე რამეს არ მიქარავს და ეშველება იოს და ევას ურთიერთობას????

 


№17 სტუმარი სტუმარი tamriko

Queenofmoon
Ma No
წინა თავშიც შემხვდა, მარტივად რომ ვთქვათ მაზოხიზმია როცა მას რომ აყენებენ ტკივილს სიამოვნებს, სადიზმია როცა სხვებს რომ აყენებს ტკივილს ეგ სიამოვნებს. კარგი გოგო ხარ❤

შევასწორებ ჩემო კარგო,მადლობა❤❤
სტუმარი tamriko
The best of the best!!!

დიდი მადლობა ^_^ ❤

შენი ყველა ისტორია წაკითხული მავს და საუკეთესო ხარ.. ახალი თავი მალე იქნებაა?

 


№18 სტუმარი nino

chemi magari gogo rogor mikvarxar da rogor gamaxare arici sheen ❤❤ dzalian dzalian kargi iko velodebi shemdeg tav dogond male dade ra gtxov ❤❤❤❤

dzalian bevri shemidzlia vizaubro shens istoriaze da vwero magram tav migabezreb imdens davwer... mokled dzalian magari gogonebi da bichebi (wkvilebi) gvkavs chven !!! ❤❤❤❤

 


№19  offline მოდერი Queenofmoon

სტუმარი tamriko
Queenofmoon
Ma No
წინა თავშიც შემხვდა, მარტივად რომ ვთქვათ მაზოხიზმია როცა მას რომ აყენებენ ტკივილს სიამოვნებს, სადიზმია როცა სხვებს რომ აყენებს ტკივილს ეგ სიამოვნებს. კარგი გოგო ხარ❤

შევასწორებ ჩემო კარგო,მადლობა❤❤
სტუმარი tamriko
The best of the best!!!

დიდი მადლობა ^_^ ❤

შენი ყველა ისტორია წაკითხული მავს და საუკეთესო ხარ.. ახალი თავი მალე იქნებაა?

ძალიან დიდი მადლობაა ჩემო კარგო,ვეცდები მალე იყოს შემდეგიი kissing_heart
სტუმარი SORA
როგორ გამიხარდი????იმედია იოანე რამეს არ მიქარავს და ეშველება იოს და ევას ურთიერთობას????

მეც ძალიან მიხარიხართ..ვერ წარმოიდგენთ ისე heart_eyes
nino
chemi magari gogo rogor mikvarxar da rogor gamaxare arici sheen ❤❤ dzalian dzalian kargi iko velodebi shemdeg tav dogond male dade ra gtxov ❤❤❤❤

dzalian bevri shemidzlia vizaubro shens istoriaze da vwero magram tav migabezreb imdens davwer... mokled dzalian magari gogonebi da bichebi (wkvilebi) gvkavs chven !!! ❤❤❤❤

ჩემი შოკოლადიც მოვიდაა heart_eyes ღმერთო ჩემო როგორ ხარ ასეთი თბილიი..როგორ მახარებ ხოლმე შენი საყვარელი კომენტარებით ნეტავ იცოდეე heart_eyes kissing_heart თავს როგორ მომაბეზრებ?არანაირად,ვერანაირად heart_eyes მოკლედ ასე შორიდან გკოცნი kissing_heart და მიხარიხარ რომ ჩემს ისტორიას კითხულობ heart_eyes

 


№20 სტუმარი nino

fbze rogor dagamato tu shegidzlia rom mitxra ?? ❤❤ dzalian minda rom dagamato

 


№21  offline მოდერი Queenofmoon

nino
fbze rogor dagamato tu shegidzlia rom mitxra ?? ❤❤ dzalian minda rom dagamato

Aleksandra Petrova , ნიქნეიმად queenofmoon მიწერია საყვარელო და ჩემს პროფილში რომ შემოხვალ მიხვდები kissing_heart kissing_heart

 


№22 სტუმარი მკითხველი

მომენატრე დაკარგულო, მაგრამ მთავარი ის არი, რომ დაბრუნდი და სინამდვილეში არც წასულხარ, მუზამ გასეირნება მოინდომა...
მაინც მიყვარს ეგ შენი მოღალატე მუზა, რადგან ყველაფერს ისე წერ და გადმოსცემ, რომ სიტყვები არ ვიცი საიდან მოვიტანო შესაფერისი, ყველაფერი იდეალური იყო და ღირდა ლოდინად, რა დროც არ უნდა დაგჭირდეს იცოდე, რომ გელოდები შენ და შენს გმირებს.:* :) :*

 


№23  offline მოდერი Queenofmoon

მკითხველი
მომენატრე დაკარგულო, მაგრამ მთავარი ის არი, რომ დაბრუნდი და სინამდვილეში არც წასულხარ, მუზამ გასეირნება მოინდომა...
მაინც მიყვარს ეგ შენი მოღალატე მუზა, რადგან ყველაფერს ისე წერ და გადმოსცემ, რომ სიტყვები არ ვიცი საიდან მოვიტანო შესაფერისი, ყველაფერი იდეალური იყო და ღირდა ლოდინად, რა დროც არ უნდა დაგჭირდეს იცოდე, რომ გელოდები შენ და შენს გმირებს.:* :) :*

მეც ძალიან მომენატრე,ხომ იცი? heart_eyes heart_eyes ჩემმა მუზამ,გასეირნება გადაწყვიტა და მიმატოვა ასე უთქმელად ამდენი დღე..კიდევ კარგი,მალე დამიბრუნდა:)ძალიან ძალიან დიდი მადლობა შენ ჩემო ტკბილო გოგო kissing_heart kissing_heart მიყვარხარ!

 


№24 სტუმარი ნათია41

აუ რატომ მტოვებ ლომკაშიიი. ბოლოს და ბოლოს ვხვდები "მაზოხისტურად" მოგწონს ყბაჩამოვაედნილს რომ მტოვებ????

 


№25  offline მოდერი Queenofmoon

ნათია41
აუ რატომ მტოვებ ლომკაშიიი. ბოლოს და ბოლოს ვხვდები "მაზოხისტურად" მოგწონს ყბაჩამოვაედნილს რომ მტოვებ????

აიი..მომითმინე ორი თავიც და მორჩაა..აღარ შეგაწუხებ მეტს გპირდებიი.:დ:დ. <3 <3 <3 :*.

 


№26 სტუმარი სტუმარი .......

rodis dadeb?

 


№27 სტუმარი ნათი❤

Vaoo kargi iyo tumca upro mets velodi amdeni lodinis shemdeg ar gewyinos ra ogond ise shesanishnavi iyo ubralod lodins ver vitan ❤❤????

 


№28  offline მოდერი Queenofmoon

სტუმარი .......
rodis dadeb?

მალე დავდებ.. <3
ნათი❤
Vaoo kargi iyo tumca upro mets velodi amdeni lodinis shemdeg ar gewyinos ra ogond ise shesanishnavi iyo ubralod lodins ver vitan ❤❤????

მადლობაა გასაგებია თქვენი აზრი <3 <3 მეც არ მინდა ბევრი გალოდინოთ,დავდებ მალე <3

 


№29 სტუმარი Anastasia

როდის დადებბ შემდეგ თავს??

როდის დადებ შემდეგ თავსს???

 


№30  offline მოდერი Queenofmoon

Anastasia
როდის დადებბ შემდეგ თავს??

როდის დადებ შემდეგ თავსს???

შევეცდები დღეს გვიან დავდო

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent