შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შემოდგომის გოგო და ზამთრის ბიჭი (თავი 2)


23-11-2018, 15:30
ავტორი GirlWhoWritesBcsSheNeedsBreathe
ნანახია 1 786

ლილიანა

ნუცას სახლში პირველად ვარ. უნდა ითქვას, რომ ასეთ წვეულებაზეც პირველად ვარ. დაბადების დღეებზე ხშირად ვყოფილვარ, მაგრამ ისეთი სიტუაცია, რომ მისთვის წვეულება გეწოდებინა არასდროს ყოფილა. მე უფრო წიგნების ფესტივალებზე, პრეზენტაციებზე და მსგავს "წვეულებებზე" დავდივარ, სადაც სასმელი არ არის.
აქ კი ბევრი სასმელია.
-ღმერთო ჩემო, ელენე აქ რა ჯანდაბა უნდა ვაკეთო?
-კაი მეხუმრები? აქ უნდა იცეკვო, დალიო, იმღერო და მეგობრებთან ერთად გაერთო. თამაშებიც იქნება.
-როდესაც წვეულება ახსენე და თან თქვი, რომ რამდენიმე იყავით, მეგონა, რომ ძალიან ახლო წრის მეგობრები ფილმს ვუყურებდით, ჩიფსებს შევჭამდით და მიმდინარე დღის მოვლენებს განვიხილავდით - როგორც ვაკეთებთ ხოლმე. არ მეგონა თუ ბევრი ადამიანი იქნებოდა, თან გალეშილები. იქით კუთხეში რა ჯანდაბა ხდება?!
-ბიჭი და გოგო ერთმანეთს კოცნიან. პირველად ხედავ? - თვალები აატრიალა ელენემ.
-პირველად არა. ფილმებში მინახავს, წამიკითხავს კიდევაც, მაგრამ ეს კოცნა არ არის, ეს რაღაც საზიზღრობაა და ერთმანეთის შეჭმას უფრო ლამობენ, ვიდრე კოცნას. ღმერთო... ახლა გული ამერევა!
-ლილიანა! მოეშვი უაზრო ლაპარაკს. ნუ ხარ წიგნის ჭია.
-ვგიჟდები წიგნის ჭია რომ ვარ და ძალიანაც მიხარია, რომ ახლა იმ გოგოს ადგილას არ ვარ! ამას მირჩევნია სახლში მშვიდად აგათა კრისტს ვკითხულობდე.
-შენ ყველაფერს ეგ გირჩევნია! ასე რომ ერთი დღე მოეშვი რა! ძალიან გთხოვ. უბრალოდ გაერთე. არ არის საჭირო შენც დალიო, სხვებს კი ყურადღებას ნუ მიაქცევ. მაგრამ მაინც თუ გადაწყვეტ, რომ დალიო, წითელ ბოთლებში ღვინოა, ლურჯში არაყი და ლუდი ქილებით არის მაცივარში. პიცა მაგიდაზეა.
-იცი, რომ არაყი ყველაზე პოპულარულია სპირტულ სასმელებს შორის? მსოფლიოში, ყოველწლიურად, დაახლოებით, 5 მილიარდი ლიტრი არაყი ისმევა.
-არ მაინტერესებს.
-ვიცი, მაგრამ მე ის არ მაინტერესებს, რომ შენ არ გაინტერესებს.
-გაჩუმდი ახლა! მოდი ნუცა ვნახოთ.
ნუცა სახლის შემოსასვლელ დერეფანში იპოვეს, ვიღაც ბიჭს კოცნიდა, ცალ ხელში კი ლუდი ეჭირა.
ელენემ ჩაახველა და ნუცა და ბიჭი გაჩერდნენ.
-ნუცა... ბოდიში ხელს რომ გიშლი. ლილიანა მოვიყვანე.
-ლილიანა! რა კარგია, რომ მოხვედი! - ნუცა ბარბაცით მოვიდა ჩემთან, გადამეხვია და შემდეგ ისევ თავის ადგილს დაუბრუნდა, ბიჭს მიეყრდნო.
-გაიცანით, ეს ჩემი შეყვარებულია. ლაზარე ჰქვია! ლაზ, გაიცანი ჩემი ცეკვის გოგოები ელენე და ლილიანა.
უნებურად ლაზარეს მივაშტერდი. როდესაც ნუცამ სიტყვა "შეყვარებულია" თქვა, ბიჭს სახე წამიერად მოეღუშა. შემდეგ კი გაიღიმა და ინტერესით შეგვათვალიერა.
ლაზარე ჩემზე 10 სანტიმეტრით მაღალი მაინც იქნებოდა, ღია თაფლისფერი, ხვეული თმა ჰქონდა და ყავისფერი თვალები. ძალიან ნაზი და გამოკვეთილი ნაკვთები. წარმოვიდგინე, რა რბილი კანი ექნებოდა და საკუთარი ფიქრების გასაფანტად თავი გავაქნიე.
-სასიამოვნოა. - თქვა ლაზარემ და ორივეს ხელი ჩამოგვართვა.
მართლაც რბილი კანი ჰქონდა...
-რატომ არ სვამ ლილიან? - მკითხა ნუცამ.
- დიდი რაოდენობით ალკოჰოლის მოხმარება, მიოკარდის დაზიანებას და გულის ქრონიკულ უკმარისობას იწვევს. ასევე, ის ზრდის პარკუჭების სასიკვდილო ფიბრილაციის რისკებს. დღეს მსოფლიოში ალკოჰოლიზმით უფრო მეტი ადამიანი იღუპება, ვიდრე შიდსით, პნევმონიით და ძალადობით, ერთად აღებული. კიდევ შემიძლია იმდენი მიზეზი ჩამოგითვალოთ, გათენებამდე ვერ გამაჩუმებთ. ასე რომ მგონი ესენიც საკმარისია.
ელენემ მხარზე ხელი მომარტყა, რითიც მიმანიშნა, რომ უაზროდ ვილაპარაკე. ნუცა გაკვირვებული გამომეტყველებით მიყურებდა. მხოლოდ ლაზარე იღიმოდა.
-და შენ თუ იცი, რომ ადამიანები, რომლებსაც ცისფერი თვალები აქვთ უკეთესად იტანენ ალკოჰოლს, ვიდრე ნებისმიერი სხვა ფერის თვალების მქონე ადამიანები? - იკითხა ბიჭმა ეშმაკურად და თვალებში ჩამხედა.
-რა თქმა უნდა ვიცი. მაგრამ გარისკვა არ ღირს. ასე არაა?
-ნამდვილად გეთანხმები!
-ორმა გიჟმა ერთმანეთი იპოვა! - წამოიძახა ნუცამ. - ლაზ, წავალთ მე და ელენე და საცეკვაო სიმღერას ავარჩევთ, მანამდე ერთმანეთს გაუბურღეთ ტვინი თქვენი ცოდნით და ფაქტებით.
-ნუცა სალაპარაკო გვაქვს! - დაუყვირა ლაზარემ ოთახში შემავალ გოგონას, მაგრამ მას უკვე აღარ ესმოდა, ან უბრალოდ არ უნდოდა, რომ გაეგო.
-აქ მასთან სალაპარაკოდ მოვედი! არ მეგონა ამდენი ხალხი თუ იქნებოდა.
-არც მე მეგონა. ამას მირჩევნია ტკბილად მეძინოს.
-მეც! სწორედაც, რომ დაძინებას ვაპირებდი და გამომაქცუნა... მას უნდა დავშორებოდი, მაგრამ კარები არ ჰქონდა გაღებული, რომ შემომახტა და კოცნა დამიწყო, შემდეგ თქვენც გამოჩნდით და ახლა მთვრალია, ალბათ ვერც დაველაპარაკები.
-უნდა დაშორდე? - არც კი ვიცი მე ამ ამბავს რატომ მიყვებოდა, ან რატომ ვუსმენდი და საერთოდ... რატომ გამიხარდა ეს რომ გავიგე?
-კი... დიდი ხანია მინდა ეს გავაკეთო, უბრალოდ ვერ ვახერხებ. ის მართლა არ არის ცუდი ადამიანი, არ მინდა ვატყუებდე. ხომ გესმის?
-მესმის. წყვილები მთელ მსოფლიოში უმეტესად 4 წლის ურთიერთობის შემდეგ ეყრებიან. დიდი ხანია რაც ერთად ხართ?
-სულაც არა.. დაახლოებით 5-6 თვე. არც კი ვიცი რატომ დავიწყე მასთან შეხვედრა.. უბრალოდ ემოციურად არასტაბილურ მდგომარეობაში ვიყავი და ის გვერდში მედგა. ერთ დროს მეგონა, რომ მიყვარდა, მაგრამ არა. ახლა ვიცი, რომ არ მყვარებია.
-მაშინ ჯობს, რომ როგორც კი გამოფხიზლდება აუხსნა ყველაფერი.
-ზუსტად მაგას ვაპირებ.
უცებ ნაცნობი სიმღერა ჩაირთო და ფეხებით რიტმს უნებურად ავყევი.
-ჰიპ-ჰოპზე დადიხარ ნუცასთან ერთად, როგორც წეღან გავიგე. მიდი იცეკვე. ნახე გოგოები უკვე გაემზადნენ. - გაიღიმა ლაზარემ.
ჯერ დავირცხვინე, მაგრამ მალევე საცეკვაო მოედნისკენ მიბიძგეს და მეც ცეკვა დავიწყე.

ლაზარე

Cardi b-ის money -ზე სულ 5 გოგო ცეკვავდა. წინა რიგში ნუცა, ლილიანა და ელენე იდგნენ, უკან კი 2 უცნობი.
ნუცას თვალები არ მშორდებოდა, მაგრამ მე ლილიანას გარდა ვერავის ვხედავდი. ის იმდენად ბუნებრივად და ლამაზად მოძრაობდა... ეტყობოდა, რომ ამით დიდ სიამოვნებას იღებდა.
ლილიანამ თავიდანვე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე. ძალიან ჰგავდა ამ მომენტში პეპელას, ლამაზი პირი-სახით და მოძრავი ტანით. ძალიან ლაღი და უბრალო იყო. არ კეკლუცობდა და არავის აქცევდა ყურადღებას. მხოლოდ და მხოლოდ საკუთარი თავისთვის ცეკვავდა.
სიმღერა დასრულდა და ოთახი ოვაციებისგან გაყრუვდა. სამივე გოგო ჩემკენ წამოვიდა.
-ხომ მაგრად ვიცეკვე? - კისერზე მომეხვია ნუცა.
-შესანიშნავები იყავით. - ვთქვი და ლილიანას ჩავაშტერდი საფირონისფერ თვალებში, რომლებიც უბრწყინავდნენ.
-ეს ჯოჯო გომეზის ქორეოგრაფიაა. ძალიან მომწონს ეგ გოგო! ყოველთვის ცეცხლოვან ცეკვებს დგავს! - თქვა ელენემ. - კაი წავალ ახლა მე, საბა გავიცანი, თქვენი კლასელი, ძალიან კარგი ბიჭი ჩანს. მასთან ვიქნები ლილიანა, აბა შენ იცი, გაერთე.
-მართლაც შესანიშნავი ქორეოგრაფიაა. ძალიან მაგრები ხართ გოგოებო.
-ლაზარე. - სახელით მომმართა ლილიანამ და გული ამიჩქარდა.
-რა არის?
-ნუცას შენ მხარზე ჩაეძინა. ოთახში შეიყვანე და დააწვინე. - მითხრა სევდიანი ღიმილით.
ცალი ხელი ნუცას წელზე მქონდა შემოხვეული, მარტივი მოძრაობით ხელში ავიყვანე და სანამ საძინებელში შევიყვანდი ლილიანას ვუთხარი.
-აქ იყავი, მალე მოვალ.
-იცი, რომ თვალებში დიდი ხნის ყურებით უცხოებსაც კი შეიძლება ერთმანეთი შეუყვარდეთ? - მკითხა მოულოდნელად.
-არ ვიცოდი. მართლა?
-ეს ფაქტია. - თვალი ჩამიკრა გოგონამ.
ნუცა თავის ლოგინში ჩავაწვინე თუ არა ეგრევე გამოვედი ოთახიდან და ლილიანას ძებნა დავუწყე. ხმაურისგან მოშორებით, სამზარეულოში იჯდა და პიცას ჭამდა.
-იცი პიცა სად გამოიგონეს? - ვეკითხები ლილიანას და მის წინ ვჯდები.
-ძველ საბერძნეთში.
-მართალია. ყველას ჰგონია, რომ მას იტალიური ან ამერიკული ფესვები აქვს, მაგრამ სინამდვილეში ძველი საბერძნეთიდან მოდის.
-და ძალიან გემრიელია. არც კი მიკვირს, რომ ამერიკაში რესტორნების 17% პიცერიაა... ძალიან დაგვიანდა. - თქვა ლილიანამ, მას შემდეგ, რაც ტელეფონს დახედა. - ნუცას ვეტყვი,რომ გამიყვანოს სახლამდე. სასიამოვნო იყო შენი გაცნობა ლაზარე. - მითხრა და მომნუსხველად გამიღიმა.
-არ შეაწუხო ნუცა. ისედაც სახლში წასვლას ვაპირებდი და მე მიგაცილებ.
-არა, დიდი მადლობა. შენ ვერ შეგაწუხებ.
-მანქანით არ ვარ და გავისეირნოთ. არ შევწუხდები. კარგი?
-კარგი.
ნუცას სახლიდან ისე ჩუმად გავედით გარეთ, რომ ვერავინ დაგვინახა.
-რატომღაც მეგონა, რომ არცერთ ბიჭს აინტერესებდა ფაქტები.
-რას ამბობ! ვგიჟდები ფაქტებზე. სულ ვკითხულობ და მართლაც რომ ძალიან საინტერესოა! - ვუთხარი ის, რასაც მართლა ვაკეთებდი.
-ერთი დღიური მაქვს, უკვე 4 წელია ფაქტებს ვიწერ და ვაფორმებ ლამაზად. შემიძლია გათხოვო და ის ფაქტები დაისწავლო, რაც არ იცი.
-დიდი სიამოვნებით!
-ახლა ვერ ჩამოგიტან... რადგან ჩემები სახლში არიან და მათ ჰგონიათ, რომ მეგობართან ერთად პროექტს ვაკეთებ. თან ნუცას უნდა მოვეყვანე, ძმასთან ერთად... არ გეგონოს, რომ ასე ხშირად ვიქცევი. პირველად მოვატყუე დედაჩემი და თავს დამნაშავედ ვგრძნობ. ალბათ სიმართლესაც ვეტყვი.
-არ გინდა თავის გამართლება. არ გადანაშაულებ, ეს სრულიად ბუნებრივი საქციელია ჩვენს ასაკში. - ვუთხარი მისი გაწითლებით კმაყოფილმა.
-შენც ატყუებ ხოლმე მშობლებს? - მკითხა და ღიმილი სახეზე შემაშრა.
არანაირი გარანტია არ მქონდა იმისა, რომ ახლა ლილიანას თვალწინ ტირილს არ დავიწყებდი. ასე რომ ვუთხარი:
-ხანდახან... როგორც ჩანს მოვედით... გამიხარდა, რომ გაგიცანი ლილიანა. ხვალ თუ გცალია 5 საათზე დომინოს პიცერიაში შემხვდი და შენი დღიურიც წამოიღე.
-მეც გამიხარდა და დიდი მადლობა, რომ მომიყვანე. მცალია და დიდი სიამოვნებით მოვალ! ხვალამდე.
ცოტახნით თვალებში ვუყურებდი, მერე გაგვეცინა და უხერხულად გადავეხვიეთ ერთმანეთს.
სანამ სადარბაზოში არ გაუჩინარდა, ადგილიდან ფეხი არ მომიცვლია.


______________________________


ესეც მეორე თავი ^_^ როგორ მოგწონთ მოვლენების განვითარება?




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent