ეკიპაჟი.! (თავი 14)
არ ვიცი ის ღამე როგორ გადავიტანე. წამოვიტირებდი და მერე ისევ ვჩუმდებდი. ხან ფანჯრის რაფაზე ვიჯექი ხანაც რბილ ხალიჩაზე. მიმიც ჩემთან ერთად ცქმუტავდა და რამდენჯერაც წამოვიტირებდი იმდენჯერ მლოკავდა. ერთ კვირის განმავლოაში რამდენჯერმე შვნიშნე მისი მანქანა ჩემი კორპუსის წინ. წინ იდა და უბრალოდ იყურებოდა. სრულ გაურკვევლობაში მყოფი მივეჭერი ნატას. -ახლავე გამაგებინე რა ხდება.!-გაცოფებული ვიყავი, ვღიზიანდებოდიყველაზე და ყველაფერზე.!- შენ გეცოდინება ყველაფერი, თან ანასაც ედაქალები..-ბოლო სიტყვა ირონიიულად წარმოვთქვი.. -ყველაფერი არ ვიცი,მარტო ის მითხრა რომ მთელი ორი წლის გამავლობაში ერთხელაც არ გამკარებიაო. რამდენიმე თვის წინ დამთვრალა უგონოდ და მაშინ აუდ.. ჩემზეო..-წვენი მოსვა და თვალების ფახუნით შემომხედა. -შენი არ ვიცი მაგრამ მე ძალიან მაბრაზებს დაჩის საქციელი.. ვერ გავიგე რა უნდა შენგან. არც თავს განებებს.. -თმები ყურებიდან გადავიწიე.. -მე კი უკვე სიგიჟის ზღვარზე ვარ მისული.-ფეხზე წამოვიჭერი და სიარული დავიწყე ოთახში.-ძალიან დავიღალე ბრძოლით.! ხანდახან მგონია რომ ყველაფერს შევძლებ, სადააცაა უნდა დავივიწყო ყველაფერი და ჰოპ.. ისევ ჩნდეა ბატონი პილოტი.. -თქვენს შორის შორის რამე ხომ არ მომხდარა შემთხვევით?- შეარვით მკითხა. -კი.-თვალები მიმენაბა და ამოტივტივდა ზედაპირზე ტკბილი მოგონებები.-წასვლის წინა ღამეს. -ღიმილმა გადამირბინა.. -თან ოვატყუე, პირველი კი არ ხართქო. ალბათ მაგიტომ უფრო დამთანხმდა.. -გაოცებული იჯდა და ისე მისმენდა. - არ ვიცი ამაზე სასიამოვნო რამე თუ არსბობს..-აკისკისდა. -გენაცვალე შენ მაის გემო გასინჯული გაქვს და მაიტომ ხარ სიგიჟის ზღვარზზე.. -ოხ ნატა.. -ავყევი მეც. მის ქმარი რომ მოვიდა სახლში, უკვე მშვიდად დატოვე იქაურობა და ჩემ მიმისთან ერთად დავბრუნდი სახლში. თერთმეტი საათი ხდებოდა კიბეები ავიარეთ. -რატომ ვგრძნობ შენს სიახლოვეს სულ?-ჯუჯღუნით ამოვიღე გასაღები.-ნასვამი ხარ ისევ? - ჩვევად მექცა უკვე, აბა ისე აქ მოსვლას ვერ ვბედავ.. - ცალი მხრით იყო მიყრდნობილი კედელზე და ელოდა კარებს როდის გავაღებდი. -საკუთარ თავზე აღარ ფიქრო ხო?-ვერდით ავიწიე და შევატარე. -საკუთარ თავზე როგორ უნდა ვიფიქრო როცა მთელი გონება შენ გიკავია.-სავარძელზე დაჯდა და მის წინ დამდგარ მიმის, რომელიც კუდს უქიცინებდა წაეთამაშა. -ყავას დალევ? -უნდა გამომაფხიზლო? -კი ცოლთან ასე ვერ მხვალ, თან ტოქსიკოზი ექნება და ცოდოა.. -სამზარეულოდან ველაპარაკებოდი.. - შენ როგორ ხარ? -კარებთა დადგა.. -მე შენი მონატრება მამარცხებს..-ყავა მივაწოდე და გვერდი ავუარე. -გეზიზღები ხო!? -ნეტა რისი მოსმენა უნდოდა? ხომ იცის რომ სიცოცხლეზე მეტად.. უღმერთოდ მიყვარს..იქნებ უნდოდა იმის გაგება რომ შეძლებოდა ჩემგან წასვლა.. არაა ასე ადვილად ვერ გავუშვებ..! ფანჯარასთან ვიდექი მისი ანარეკლი რომ დავინახე როგორ მიახლოვდებოდა. ღმერთოო..-მითხარი რომ გეზიზღები,მითხარი რომ შევძლო შენგან წასვლა..! მოგცე სხვასთან ბედნიერად ხოვრების საშვალება.. ჩემით ვერ წავალ.! გესმის?-მის ტუჩებს ყურთან ვგრძნობდი.-არაა..!- წამში გაუმკაცრდა ხმა.. - არავის მივცემ უფლებას შეგეხოს. ხომ არ დაგავიწყდა შენ ჩემთვის რო ხარ მოვლენილი ამ ქვეყანაზე. -ხო მაგრამ ცოტა დავაგვიანე..-ფანჯარაში მის ანარეკლს ვუყურებდი. შემოვბრუნდი და თვალებში ჩავხედე, აი დაბრუნდა ჩემი შავი უფსკრულები რომლებიც მითრევენ..სახეზე ნელა შევახე ხელი, თითებს მის გარშემო დავაცოცებდი..-ასეთი რთული არ უნდა იყოს ცხოვრება, ასეთი ბოროტიც არაა ხო?! -ჩემს შეხებაზე თვალებს ხუჭავდა. -გევედრები მითხარი რომ ჩემი ფიქრი არ მოგშორებია. გთხოვ მითხარი რომ ისევე გიყვარვარ..-ცრელები თავისით დაეშვნენ გზა გაიკვალეს და მერე სადღაც უსასრულობაში გაუჩინარდნენ. - არცერთი წამით შემიწყვეტია შენზე ოცნება.! იმ ღამით ვცოცხლობდი. მაგრამმეც როგორც სხვა უნებისყოფო კაცივით მოვიქეცი და გიღალატე. ! -მწარედ გამეღიმა. მიღალატე? მე შენს საყვარელს მიღალატე ცოლთან? - არ ვიცი. არც მახსოვს როგორ, მაგრამ გონს რომ მოვედი საკუთრი თავი კი არ მეზიზღებოდა ან კი არ მძულდა..- ცერა თითით ერთი ცრემლი შეაჩერა.-მეცოდებიდა.. -რა ვთქვა? სიტყვები განა შეძლებენ იმ გრძნობის დეტალურად აღწერას რასაც მე ამ წამს ვგრძნობ! მუცლის ღრუში ცეცხლს ვრძნობ როგორ მეკიდება და მიფერფლავს ყველა სასიცოცხლოდ საჭირო ორგანოს.! -უნდა წახვიდე.. -ხო უნდა წავიდე..-თავი დახარა, ქვევიდან ამომხედა.. -დაჩი გთხოვ აღარ მოხვიდე! ასე ორივეს გაგვიჭირდება. ასე ორივეს ცხოვრება დავენგრევა გესმის? -მხრეზე მოვკიდე ხელი და ვცდილობდი გაეგო. გაეღიმა. მისმა ღიმილმა ხომ საერთოდ მომიღო ბოლო. ჩემი ხელი მის ტორში მოიქცია და ნაზად მაკოცა. -ხო ასე მწარეა შენი სიყვარული მაგრამ, მზად ვარ ასჯერ დავიბადო და ასივეჯერ ასე მიყვარდე..!!-ნელა შემახო ბაგეები ტუჩის კუთხეში და ატირებულმა ძლიერად მოვხვიე ხელები. როგორც იქნა წავიდა და ჩემი ყველა ნაწილი თან გაიყოლა.. თითქოს შევეჩვიე ამ დგომარეობას! აღარც მიტირია. მშვიდად გამოვიცვალე და დავწექი. ლაშა, ნატალია და სადრო ჩემთან ყვნენ მოსულები. მე საჭმელს ვამზადებდი ისინი მისაღებში ხორხოცედნენ. შეტყობინება რომ მომივიდა. „კარგია ასე მარტივად რომ შეძელი.“-ხმამაღლა კითხულობს სანდრო. -უცხო ნომერია. ბოდიში ჩემს წინ იდო და შემთხვევით წავიკითხე. ვინ არის? -ტელეფონი მშვიდად დამიდო მაგიდაზე. - ვცდილობ არავინ იყოს. -ჯიბეში მოვათავსე და სადილის კეთება განვაგრძე. -არ გინდა ამ თემაზე ვილპარაკოთ? -სკამზე ჩამოჯდა. -გინდა ხასიათი ორივეს გაგვიფუჭდეს? -არა მე მინდა შენზე ყველაფერი ვიცოდე.!-მშვიდ ტონს არ კარგავდა. -როცა მექნება ყველა გრძნობა დავიწყებული და აღარ ავღელდეი მათზე, მაშინ გპირდები ყველაფერს მოგიყვები.. -მისაღებში ნატასთან გავედი. -ნინა როდის ჩამოდის?-ჩემი ნინა როგორ გადამავიწყდა..რა ცუდი მეობარი ვარ.. - ერთ თვეში.. მომენატრა.! თან იქ კაი ბიჭ გაუცვნია უნდა ჩამომიყვანოს სიძე. -ყველას გაეცინა. -ოო ეგ კაია, კაი ქორწილი გაასწორებს.-ლაშამ სასმელი დაასხა. -ნინას არ ვიცნობ ხო მე?- გვერდით მომიჯდა სანდრო. -არა.. შენ რომ გაგიცანი, უკვე ლონდონში ბრძანდებოდა ქალბატონი, ჩემი ბავშვბის მეგობარია. რომ ჩამოვა გაგაცნობ..-კარების ხმა იყო..გულმა ისე დაიწყო ცემა მეგონა ყველას ესმოდა. -ელოდები ვინმეს? -ნატასაც ფერი გადაუვიდა.უარის ნიშნად თავი გავაქნიე და მიმი გავწიე რომ კარები გამეღო. დედა და მამა რომ დავინახე შვებით ამოვისუნთქე და ორივეს მოვეხვიე. -როგორ დაეკარგე მშობლებს მაა.-ბუზღუნით მითხრა.-უი სტუმრები გყოლია. -ხო შემოდით. -კარები მივხურე.დედას და მამას სანდრო გავაცანი და მთლად გადამერივნენ. ნამიოკებს მირტყამდნენ ნატას მუცელი რომ დაინახეს მუზა გაეხსნათ და მაშინ მოუნდათ შვილიშვილი. „როგორ მოსწონთ მომავალი სიძე“ - გამეღმა ლიპარტელიანის შეტყობინეა რომ წავიკითხე. „ნიკოლოზს მოეწონებოდა, კაი ბიჭია. როგორც გავარკვიე ცოლიც არ ყოლია.“ -როგორ სისინებს. მე პასუხეს არ ვცემ. „იცოდე სანამ არ მიპასუხებ მანამდე მოგწერ და შეგაწუხებ..!“ „რა გინდა?“ „რა ლამაზია ზოგჯერ წარსული… ტკივილის გარდა რაღაც ხომ იყო… ბედნიერების ზღვარს გადასული მოკლე დღე ჩუმი და უთარიღო... ხომ იყო რაღაც, თანაც ისეთი, რაც არასოდეს არ გავიწყდება, რაღაც მომენტებს ფილმის კადრივით რომ ატრიალებ და არ გწყინდება... ეს ისე უცებ გამახსენდა და.. უკე ერთად ხართ?“ „კი.!“ „გილოცავ.“ არც მე მიმიწერია და არც მას გაურძელებია წერა.. სანდრო დარჩა ჩემთან. ყველა გავაცილე და სახლის მილაება დავიწე. სამზარეულოში ჭურჭელს ვრეცხავდი უკნიდან მისი სიახლოვერ რომ ვიგრძენი.. -იცი ძალიან ლამაზი ხარ. -ბევრი დალიე?-ვცადე საუბარი გადამეტანა. -შენი ტუჩები ძალიან ტკბილი ჩანს..-შემომატრიალა არც შევწინააღმდეგებივარ. ნელა შემეხო და ვერაფერი.. ვერაფერი ვიგრძენი.. არანაირი გრძნობა არიყო ჩემში.. ვღალატობ.! მეც ვღაალატობ.! თავს ძალას ვატან და კოცნაში ვყვები. ვიკა გეყოს თავის მოტყუება..! *** ვეცადე დიდი თვი დამედო მარამ დროის არ ქონის გამო არც ისე დიდი გამოვიდა. არც დავიანება არ მინდოდა <3 იმედია მოგეწონებათ. ნუ ურაზდებით დაჩის :დ |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.