სიძულვილიდან სიყვარულამდე ბევრია (თავი 6)
„მინდოდა მქონოდა ცხოვრება, რომელსაც შევცვლიდი წამით, იმ წამში, ალბათ, ათასჯერ წაგშლიდი, როგორც დარდი!“ რა არის ცხოვრება? ცხოვრება ერთი დიდი ხაფანგია. არცერთ სულიერს არ შეუძლია ამ ხაფანგს თავი აარიდოს. ვფიქრობ, სწორედ ესაა ჩვენი, უნიკალური არსებების, ადამიანების უდიდესი ნაკლი. ყველანი იმისთვის ვიბადებით, რომ ამ ხაფანგში გავებათ, ჩვეულებრივი ხაფანგისგან ცხოვრება იმით განსხვავდება, რომ ის ნელ_ნელა გვკლავს. ყველაზე დიდხანს ის ცოცხლობს, ვინც ძლიერია და შესწევს უნარი შეეწინააღმდეგოს ხაფანგის წესებს. შემდეგი ვინც შედარებით დიდხანს ცოცხლობს, ისაა ვინც ხაფანგის წესების მიხედვით თამაშობს, ამ შემთხვევაში ხაფანგი მათ მიმართ კეთილგანწყობილია და დროსაც უხანგრძლივებს. ყველაზე ადრე კი სუსტები და დაუმორჩილებლები მარცდებიან. მათ ხაფანგი არ ინდობს. არიან გამონაკლისებიც, ისინი, თითქოს, განსაკუთრებული ჩინით ევლინებიან ამ ქვეყნიერებას, იმდენად კარგები არიან, ღმერთი ვერ იმეტებს მტკინვეული და დაუნდობელი ხაფანგისთვის და მანამდე მიჰყავს თავისთან, ვიდრე ხაფანგი თავის მარწუხებში მოაქცევს. პატარა ანგელოზები, სუფთა, უმანკო არსებები, ისინი ღმერთს სამოთხეში მიჰყავს, ალბათ იქიდან თავიანთ ლამაზ ფრთებს აფარფატებენ და ცდილობენ მოგვესალმონ, სამწუხაროდ ჩვენ მათ ვერ ვხედავთ, ან ვხედავთ და ვარსკვლავები გვგონიან, იქნებ ვარსკვლავებიც არიან?! ვინ იცის?! სწორედ ასეთი, ფარფატა ანგელოზი წამართვა ღმერთმა, ისე წაიყვანა არც კი დაფიქრდა, იმდენად წმინდა იყო ფიქრადაც არ ღირსო თქვა და დაბადებიდან რამდენიმე თვეში მომტაცა. პატარა ნიტა, ჩემი ფრთებშესხმული ანგელოზი, ადრე დამტოვა ჩემმა გოგომ, ჩემმა ნანატრმა დაიკომ. ბოლო 16 თვის განმავლობაში, ის იყო ერთადერთი, ვინც მაღიმებდა, საშუალებას მაძლევდა გრძნობებისგან დავცლილიყავი. დად ვერც აღვიქვამდი, ვერ წარმომედგინა ეს პატარა თოჯინა, როგორ შეიძლებოდა ოდესღაც ჩემი ტოლი გამხდარიყო. ვერ წარმომედგინა და ღმერთმაც არ მომცა ამის საშუალება, წამართვა და კიდევ უფრო დამასუსტა ხაფანგთან ბრძოლაში. ნიტას წასვლიდან 1 თვე არსად ვჩანდი, არც უნივერსიტეტში, არც ცეკვაზე, არც მეგობრებთან. მთელი თვე ჯუთაში ვიმალებოდი, ვემალებოდი ყველას, ვისაც შეეძლო ჩემთვის ნიტა გაეხსენებინა. მართალია, ის სულ მახსოვდა, მაგრამ ვერ ვუძლებდი, როცა მასზე ვინმე მელაპარაკებოდა, ეს 1 თვე კი ჩემთვის საკმარისი აღმოჩნდა, იმისთვის რომ შევჩვეოდი ამ ტკივილს. საკმარისი აღმოჩნდა იმისთვის, რომ გულში მეტირა, ჩემთვის ჩუმად და ყველასგან მალულად. 1 თვის განმავლობაში უცხო სახეებს ვუყურებდი მხოლოდ, მათ არაფერი იცოდნენ ჩემი ტკივილის შესახებ, რაც უფრო მიადვილებდა მათთან ურთიერთობას. რამდენიმე თვეში ნელ_ნელა დავუბრუნდი ჩემს დღის წესრიგს. დავბრუნდი უნივერსიტეტში და ცეკვაზე. მეგობრებთან არ დავბრუნებულვარ, რადგან აღარვინ მინდოდა. ცხოვრებაში არის მომენტები, როდესაც ყველა გეზიზღება, არავინ გინდა შენთან ახლოს, მათი დანახვაც კი ტკივილს გაყენებს, სწორედ ასეთი პერიოდი იდგა ჩემს ცხოვრებაში. გარკვეული პერიოდი ბევრს არ ვეკონტაქტებოდი, მათ შორის არც ნატას და ნინოს, არც რატის და თაკოს. კონტაქტი მხოლოდ დათოსთან მქონდა, რომელიც ცდილობდა ჩემთვის ყველაზე ყველაფერი მოეყოლა, ახალი ამბები, უმეტესად მხოლოდ მისი სმენით შემოვიფარგლებოდი ხოლმე, ბევრს არ ვლაპარაკობდი ისიც დრო და დრო ეჩვეოდა ჩემს სიჩუმეს. სწორედ დათოსგან გავიგე, რომ თაკო და რატი ერთმანეთს დაშორდნენ, ნატამ ნიკას უარი უთხრა და მიზეზად სხვისი სიყვარული დაასახელა. დათოსგან ისიც გავიგე, რომ გიორგის, ლალის შვილს, ცოლი მოჰყავდა და მის ქორწილში, რომელიც რამდენიმე თვეში, სავარაუდოდ აგვისტოში გაიმართებოდა, მთელი დიდი ანსამბლი ვიყავით დაპატიჟებული. პირველ კურსს ვამთავრებდი, როგორც დასაწყისში გითხარით ქორეოგრაფიულზე ჩავაბარე და ბევრს ვაწყენინე, ბევრიც გავაოცე და ცოტა გავახარე.მიუხედავად ამ რეაქციებისა ვიცოდი, რომ ჩემი არჩეული გზა სწორი იყო, ვიცოდი რომ წარმატებას და ბედნიერებას მხოლოდ ცეკვით მივახწევდი, ასეც მოხდა, ვსწავლობდი, პარალელურად ვცეკვავდი და მოყვარულებსაც ვასწავლიდი. ლალი ძალიან მეხმარებოდა, მას უდიდესი წვლილი მიუძღვის ჩემს წარმატებაში. მხოლოდ ლალიმ და დედამ იცოდნენ, თუ სად ვიყავი 1 თვის განმავლობაში გაუჩინარებული. მხოლოდ მათი ხმა მესმოდა ყოველდღე ან რამდნეიმე დღეში ერთხელ, ისინი მომიწოდებდნენ იმისკენ, რომ მალე დავბრუნებულიყავი, რომ ყველას და ყვალაფერს ვაკლდი, 1თვეც, ალბათ, ამიტომ იყო ერთი თვე და არა უფრო მეტი. 13 ივნისი და აქაც რიცხვი 13. საოცარი, მისტიური და ჯადოსნური რიცხვია, რიცხვი 13. ივნისი კი ყველაზე გაწონასწორებული თვე, თვეთა შორის. ამ ცხოვრებისეულ დღეს, 13 ივნისს მე დავბრუნდი, დავბრუნდი ყველასთან და ყველაფერთან. მე ამ დღეს დავიბადე მეორედ და პირველად 13 დღის შემდეგ 26 ივნისს. 26_ში დაბადების დღე გადავიხადე, გადავიხადე რა, გადამახდევინეს. კლუბ გალერეა იტალიანოში, ნატამ და ნინომ ძალით „გამომპრანჭეს“, ნატამ მითხრა, რომ თუ იმას გავაკეთებდი რაც უნდოდა, სარამოს 8 საათზე მეტყოდა იმას რაც მაინტერესებდა. დაბადების დღემდე რამდენიმე დღის განმავლობაში, ვეკითხებოდი ვის გამო უთხრა უარი ნიკას, მაგრამ პასუხს ვერ ვიღებდი. ინტერესმა, იმდენად შემიპყრო, დავთანხმდი კიდეც, ვერცხლისფერი მბზინვარებით პირველობას, რომ არავის დაუთმობდა, ისეთი კაბა ჩამაცვეს შავ მაღალქუსლიან „ბასანოჩკთან“ ერთად, სალონში შემაგდეს, თმები, მაკიაჟი და ფრჩხილები გამაკეთებინეს და ისე მიმიყვანეს გალერეაში. 9ის ნახევარი ხდებოდა, როდესაც იქ მივედი, ყველანი მისულები დამხვდნენ, მილოცავდნენ, მეხუტებოდნენ, მკოცნიდნენ, მეც სხვა რა გზა მქონდა მადლობის მეტი, არაფერი დამრჩენოდა. ყველანი იქ იყვნენ: დათო, ნიკა, ლაშა, უნივერსიტეტის მეგობარი და შეიძლება მომავალი კოლეგა, ნინო და ელენე, სკოლის მეგობრები, თაკო და მარი ჩემი ბიძაშვილები და კიდევ ბევრი. ჩვენთვის მღეროდნენ ლინდა ადამია და ჯგუფი ¼, ერთ_ერთი საუკეთესო, ქართული ჯგუფი დღეს საქართველოში. ჩემს ერთი შეხედვით, უნაკლო დაბადების დღეს, მაინც აკლდა რაღაც, უფროსწორად ვიღაც, ვისაც ჩემი თვალები განუწყვეტლივ ეძებდნენ, ნატასთვის და ნინოსთვის კითხვას ვერ ვბედავდი, ამიტომ 9 საათამდე თვალებით რატის დავეძებდი. 9 საათზე ისიც გამოჩნდა და გამოანათა შავი კლასიკური შარვლით, აკეცილი ტოტებით, თეთრი ბოტასებით და თეთრი პერანგით, ხელში ერთი ცალი ვარდი და პატარა სასაჩუქრე ყუთი ეჭირა, კლუბში შემოსვლიდან რამდენიმე წამში დამინახა და ჩემსკენ წამოვიდა, გადამკოცნა, დაბადების დღე მომილოცა და ვარდი მაჩუქა, არავის გაკვირვებია მისი ეს ჟესტი, რადგან ასევე მოიქცა ლაშაც, ოღონდ ერთი განსხვავებით, მან 18 ცალი ვარდი მაჩუქა სიმბოლურად, ჩემი წლოვანებისა. კარგად ვერთობოდით, ვცეკვავდით, ვსვამდით, ამ ყველაფრის ფონზე სულ გადამავიწყდა ნატას პირობა 10 საათი ხდებოდა, როდესაც ნატას დავუძახე და კითხვაზე პასუხი მოვთხოვე. _აბა, ქალბატონო, გისმენთ! _ოჰოო, გაგახსენდა? _ხო მეტყვი? _კი, პირობა პირობაა. მოკლედ ბიჭს, რომელიც მომწონს და მგონი უფრო მეტიც, შენ უკვე დიდი ხანია იცნობ... _ოღონდაც, დათო არ იყოს რააა... _იცინის. _არა, ნუ გეშინია, ძმებს ერთმანეთს ხო არ დავუპირისპირებ?! –კარგი, მაშინ რომელი იღრბლიანი გახდა, შენი სიმპატიის ღირსი? _ლილე, რატი... რატი მიყვარს... სიგიჟმდე ვარ მასზე შეყვარებული... _თითქმის ყვირილით მეუბნება. _რაა? _თითქოს ყველა ორგანო ჩამწყდა, გულმა წამიერად შშეყვიტა ფეთქვა. _ჰოო, ჰო რატი, რატი, რატი... ბიჭი, რომელმაც თავი შემაყვარა რატია, უბედნიერესი ვარ, რადგან ვხვდები, რომ არც ისაა ჩმეს მიმართ გულგრილი. _თვალები მიწყლიანდება, ცრემლების შეკავება მიჭირს, წამწამებიც უძლურნი არიან და რამდენიმე წამში ცრემლები ღაპა_ღუპით მოთქრიალებენ ერთი მეორის მიყოლებით. _რატომ ტირი, ლილე? _მიხარია, ჩემო საყვარელო, ბედნიერების ცრემლებია! _ვატყუებ და ვეხუტები, ასე პირველად ვეხუტები მას. _ბედნიერი ვარ, რომ მყავხარ, ლილე. ბედნიერი ვარ, რომ გიხარია, ძალიან მენატრებოდი და მაკლდი! _მეც, ჩემო გოგო... _ამას ვამბობ და კლუბში შესვლისკენ მოვუწოდებ, ორივე ვცდილობთ დავმშვიდდეთ, გავიღიმოთ და უკან ვბრუნდებით. კლუბში შესულს ლაშა მეგებება: _იუბილარო, აბა როგორ გრძნობ თავს? _შოკირებულად და ცოტა ნასვამად. _მაინც რამდენად ნასვამად? იმდენად, რომ ახლა სამი ვარ? _არა, ჯერ ერთი ხარ, მაგრამ ტრიალებ._ ეცინება და მეც ვიცინი. რამდენიმე წამი ორივე ჩუმად ვართ. _გინდა ვიცეკვოთ? _მთავაზობს და თვალებს რამდენჯერმე სწრაფად მიჭუტავს. _რატომაც არა. _ვუღიმი და საცეკვაოდ მივდივართ. „გამოიდარებს, ისევ, გაჩუქებ ვარდებს, გამოიდარებს, ისევმ ჩაგიკრავ გულში...“ ვცეკვავთ, ის კი მუსიკას ყვება და ყურში ამ სიტყვებს მჩურჩულებს, მეღიმება და ვეუბნები: _ამის შემდეგ, 18_ს აღარ დავჯერდები, 19_ის უნდა გავხდე!_იცინის. _იმედებს არ გაგიცრუებ, გპირდები! _მჯერა!!! _მატრიალებს და ტრიალებით წრეს მარტყმევინებს, ხმამაღლა ვიცინი და ყველას ყურადღებას ვიპყრობ, ბოლოს ძლივს ვჩერდები, ლაშას ვეკრობი, ჩვენი სახეები ერთმანეთს უახლოვდება და ის მკოცნის... თავიდან აზრზე ვერ მოვდივარ რა მოხდა, ბოლოს კი ტაშის და შეძახილების ფონზე სიტუაციაში ვერკვევი, გაოცებული ვიყურები აქეთ_იქით, ბოლოს კი ლაშას ვაშტერდები. _ბოდიში, თუ გაწყენინე..._ხმას არ ვიღებ და მუსიკაც მთავრდება. თაკოსთან და ნინოსთან მივდივარ, ისინი გაოცებული მიყურებენ: _ღმერთო ჩემო, ეს რა იყო? _სასიამოვნოდ გაკვირვებული მეკითხება ნატა. _ყველა გაგვაოცეთ, ამას გვიმალავდი, ლილე? _ყვება ნინოც. _ვაიმე, გოგოებო, მეც არვიცი რა მოხდა რამდენიმე წუთის წინ, შოკში ვარ. არაფერს გიმალავდით, მეც ახლა გავიგე, მგონი. _ორივე იცინის. ტორტის გაჭრის დრო დგება, გოგოებს კლუბში დიდი და აშუშხუნებული ტორტი შემოაქვთ და ჩემსკენ მოდიან. ყველა სიმღერას იწყებს და ტაშს უკრავს, რამდენიმე წამში სანთლებს ვაქრობ და ახლა უფრო დიდი სიხშირით მესმის ტაში ხმა. ნინოც და ნატაც საკუთარი ხელით მაჭმევენ ტორტს და კიდევ ერთხელ მილოცავენ. _კიდევ არის მსურველი, ლილეს ტორტი აჭამოს? _კითხულობს ნინო. _მე მინდა. _მესმის ლაშას ხმა. ის ჩემსკენ მოემართება, ნინოს ჩანგალს ართმევს, ტორტის პატარა ნაწილს იღებს და ჩემსკენ მოაქვს, საჭმელად ვემზადები და უეცრად ხელს მიმართულებას უცვლის და ტორტს თვითონ ჭამს. ყველას სიცილი უტყდება, ნატას ჩანგალს ვართმევ, ტორტს ვიღებ და ვეკითხები: _კიდევ გინდა? _გემრიელია, უარს არ ვიტყოდი. _ხელი მისკენ მიმაქვს, საჭმელად ემზადება და მეც იგივეს ვაკეთებ, რაც თვითონ გამიკეთა. ტორტს გემრიელად მივირთმევ და ირონიულად ვუღიმი. თვითონაც თავს ქვემოთ ხრის და საყვარლად იღიმის. ყველა იცინის და ტაშს უკრავს, მესმის შეძახილები „ყოჩაღ, იუბილარო!“, მეც კმაყოფილებისგან თავს ვუკრავ. რამდენიმე საათში დაშლას ვიწყებთ და ნელ_ნელა ყველას ვემშვიდობები. ლაშა დასამშვიდობებლად მოდის: _ლი, წამო წაგიყვან, მთვრალი ხარ?! _მთვრალი, კი არა ნასვამი ვარ, ლაშა, ნასვამი! _ხმას ოდნავ ვუწევ და თან ვიღიმი. ისიც ვერ იკავებს სიცილს. _მე გოგოებთან ერთად წავალ სახლში, დღეს ჩემთან რჩებიან, შენ არ შეგაწუხებთ. მადლობა დიდი, რომ მოხვედი და კიდევ მადლობა ვარდებისთვის. _მადლობა ნუ მიხდი, შენ მეტს იმსახურებ. _მემშვიდობება და მიდის. _ოჰჰ, ქალბატონო, ამ ბიჭს გვიმალავდი? _მეკითხება ჩემსკენ მომავალი ნატა. _ჩუმად, გოგო, რა გაყვირებს, არ გაიგოს! _გაიგოს მერე. რა სიმპათიურია, ღმერთო. სად იპოვე ასეთი ლამაზი. _ნატა, გაჩუმდი! ჩვენს შორის არაფერი ხდება. მერავიცი რამ მოუარა, რატომ მაკოცა. სიმთვრალის ბრალია, ალბათ?! _ადამიანი სიმთვრალეში აკეთებს იმას, რასაც სინამდვილეში ვერ ბედავს, საყვარელო! _ახლა გემრიელად შემოგარტყავ და კარგად გამოგაფხიზლებ, მერე აღარ ილაპარაკებ ამ სისულელეებს! _კარგი, კარგი, დაწყნარდი ლილე. _იღიმის და მეხუტება. _ვაიმეე, ლილე რატი მოდის, თუ წაყვანა შემოგვთავაზა გთხოვ, დასთანხმდი, ჩემი ხათრით, გთხოვ, ძალიან გთხოვ?! _ჩახუტებული, ყურში მჩურჩულებს, თან ისე სწრაფად კარგად ვერც ვიგებ. ჯერ კიდევ ნატასთან ჩახუტებულს რატის ხმა მესმის: _ლილე..._ნატასგან თავს ვითავისუფლებ და მისკენ ვტრიალდები. _ჰოუ... _მე, დათო და ნიკა მივდივართ, დასამშვიდობებლად მოვედი. ისინიც მალე გამოვლენ._ჯერ არ ჰქონდა დამთვარებული წინადადება, ნიკა და დათო მის ზურგს უკან, რომ აიტუზნენ. _წამოდი წაგიყვანთ?! _გვთავაზობს დათო. _დათო, ნასვამი ხარ, იმედია საჭესთან დაჯდომას არ აპირებ?! _არა, ჩემო საყვარელო, რატი წამიყვანს. ნიკა ნინოს და ნატას წაიყვანს, შენ ჩვენთან ერთად წამოდი. _მოდი ნიკას და ნატას ერთად ნუ გავუშვებთ, თქვენ ნატა წაიყვანეთ, მე კი ნიკას გავყვები._ჩუმად ვეუბნები დათოს. _მე შენთან ერთად მინდა, ხო იცი როგორ მომენატრე, ლილე? ნატას და ნიკას გამო უარი არ მითხრა, ისინი თავის საქმეს თვითონ მიხედავენ. _სხვა გზა არ მქონდა, მითუმეტეს მთვრალს ვეღარ შევეწინააღმდეგებოდი, ამიტომ დავთნახმდი. ცოტახანში ნიკას, ნატას და ნინოს დავემშვიდობეთ. ნატა შეწუხებული სახით მიყურებდა მანქანიდან, მე კი თვალებით ვეუბნებოდი, რა მექნა_თქო. როდესაც, ნიკამ მანქანა დაძრა, მე და დათოც რატის მანქანისკენ წავედით და გზას გავუდექით. დათოსთვის, რომ გეკითხათ, ჯერ მანდილოსანი უნდა მიეცილებინათ და შემდეგ თვითონ წასულიყვნენ სახლში, მაგრამ მთვრალს მანქანაშივე, ჩემს მხრებზე, ჩაეძინა. _რატი, მოდი დათო მივიყვანოთ სახლში, მერე მე წამიყვანე._პასუხი არ გაუცია, მისი სიჩუმე თანხმობად მივიღე. ცოტახანში დათოს სახლის წინ გავჩერდით, გავაღვიძეთ, სახლში ავიყვანეთ და ლოგინში ჩავაწვინეთ. სახლიდან გავდიოდით, როცა უეცრად სახლში შევბრუნდი და სამზარეულოში, მაცივრიდან ნაბეღლავი გამოვიღე, ჩანთიდან თავის ტკივილის წამალი, პატარა ფურცელი და კალამი ამოვიღე. დათოს ოთხაში შევბრუნდი, ფურცელზე რაღაც დავწერე და წამალთან და ნაბეღლავთან ერთად, საწოლის გვერდით პატარა მაგიდაზე დავუდე. ქვემოთ ჩამოვედი, რატი უკვე მანქანაში იჯდა, მეც ჩვაჯექი და გზას გავუდექით. მთელი გზა ჩუმად ვიყავით. რამდნეიმე წუთში ჩემს სახლსაც მივადექით. _მადლობა, რატი, ღამემშვიდობისა! _პასუხი არ გაუცია, მეც აღარ დაველოდე და მანქანიდან გადავედი. სადარბაზოსთან მისულმა, მანქანის კარის ხმა გავიგე და უკან შევტრიალდი. რატი ჩემსკენ მოდიოდა, მეც გავჩერდი: _რა იყო, რამე დაგავიწყდა? _ჰო, დამავიწყდა. _ჩემთან მოვიდა და შუბლზე ნაზად მაკოცა. _დაბადების დღეს გილოცავ, ლილე. _მესიამოვნა, მაგრამ არ შევიმჩნიე, ღიმილიც დავმალე მისგან. _მადლობთ, რომ ხმა გამეცით, მადლობა მოლოცვისთვის და საჩუქრისთვისაც. _არაფრის. _კარგი, ახლა წავალ! _პასუხს არ დაველოდე და შევტრიალდი. _ლილე!!! _უცბად შევტრიალდი და პარალელურად ვკითხე. _რა? _ლაშა გიყვარს? _შენ გიყვარს ნატა? _დაუფიქრებლად წამომცდა, რამაც საკუთარ თავზე გამაბრაზა. წამიერად გაჩუმდა, გაუკვირდა. _კარგი, გასაგებია, კარგად! _ვუთხარი და სადარბაზოში შევედი. _რა არის გასაგები, ლილე? ლილეე..._უკან აღარ მოვბრუნებულვარ, სახლში ავედი, ეგრევე საძინებლისკენ გავემართე, ლოგინში ჩავწექი და რამდენიმე წუთში გავითიშე. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.