დრო
დრო... დროს შეუძლია გაგახაროს, გატკინოს, ცხარე ცრემლი გადენინოს... დრო დაუნდობელია, ის არ ინდობს არცერთ სულიერს. დრომ შეიძლება სამუდამოდ გაგვანადგუროს, დროს შეუძლია მოგვანატროს წარსული და მომავალი. რამდენი ფილმია გადაღებული დროის მანქანაზე? შეგიმჩნევიათ, რომ ყველა გილმში ყველა შეცდომების გამოსწორებას ლამობს? ზოგი უშედეგოა, ზოგს ზედმეტად დიდი შედეგი აქვს. დრო გვაიძულებს ვიოცნებოთ. დროს შეუძლია მოაშუშოს როგორც ფიზიკური ასევე სულიერი ტკივილი. დრო ყველაფრის მკურნალია. დრომ არ იცის შეგრძნება, ის უბრალოდ მიდის და გვაიძულებს შევეგუოთ წარსულს... ყველაზე მტკივნეულსაც კი. დრო ოქროზე მეტად ფასობს ეს ასეა და ასე იქნება მუდამ! უცნაური რამ არის, საოცარი. იმას მოგანატრებს რაც წლების წინუმნიშვნელოდ მიგაჩნდა, იმას მიგახვედრებს რასაც აქამდე ვერ ხვდებოდი, იმას დაგაფასებინებს რავ თავის დროზე არაფრად ჩააგდე. თითქოს დროს უნდა მიგახვედროს რა დაკარგე, რა ერ დააფასე და რამდენად ბრმა იყავი.
|
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.