შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

კოცნის ვალი (3)


25-11-2018, 23:23
ნანახია 5 657

ჩემს უბანში კვლავ ისეთი ხმაური და ალიაქოთია, როგორც დანარჩენ დღეებში. ღამით, დაძინებამდე, წამებს ვითვლი, როდის მორჩებიან ჩემი სადარბაზოს წინ ჩემს ჯინაზე ჩამომდგარი ლოთები ერთმანეთთან სიყვარულობანასა და ალერსს, მაგრამ თითქმის არასოდეს ჩქარობენ. "თითქმის" იმიტომ, რომ არის ხოლმე მომენტები, როცა რომელიმეს ცოლი ურეკავს და ბავშვებს აფიცებს, რომ აღარ დალიოს. ასეთ შემთხვევაში, ზოგიერთ მათგანსაც უჩნდება დანაშაულის და კარგად მოქცევის იშვიათი (უფრო, უიშვიათესი) სურვილი, ამიტომ მოლხენისა და ბულბულის ხმაზე სიმღერის ნაცვლად, ისე იშლებიან, რომ მთელ სამეზობლოს გააგებინონ თავიანთი "ვაჟკაცობის" ამბავი. თუმცა, საკუთარი თავისთვის გაკეთებული სიკეთე კეთილ საქმეებში ითვლება კი? ალბათ, ითვლება, რადგან ყოველი ადამიანი ჯაჭვურ კავშირშია სხვა ადამიანთან. მაგალითად, თუკი შენ მშობლების ხათრით წამლის გაკეთებას თავს ანებებ, ამით სიტუაციაც იცვლება-შენს გარშემო მყოფი ადამიანებიც იცვლიან ხასიათს, ნერვულ სისტემას, ქცევასა და შენთან ერთიერთობას. ნებისმიერი, ვინც საკუთარ თავს ავნებს, თუნდაც ფიზიკური ან ფსიქიკური მეთოდით, ის სხვასაც ავნებს.
სამეზობლო სიიდან კიდევ რამდენიმე მყავს წასაშლელი. მაგალითად, ჩემი კარის მეზობელი-ლია. მშვენიერი ქალია, ქერა დალალებითა და წითლად შეღებილი ტუჩებითა და კბილებით. ისეთი კარგი ხელი აქვს, ყველას მაგივრად აგვარებს ყველაფერს-მეზობლებს ხალიჩებსა და წინდებს უქსოვს, ნათესავებს საჭმელსა და ხილის მურაბებს უმზადებს, კლიენტებს ყავაზე მკითხაობს და ახლო ადამიანებს, ნუ, შეიძლება ითქვას, რომ მეგობრებს, რომელთა სიაშიც უკვე მეც შევდივარ (თვითონ მითხრა, თორემ მე როგორ შევეტენებოდი), ქვითრებისა და საფოსტო შეტყობინებების წაკითხვაში ეხმარება და უფრო ხშირად ასწრებს კიდეც.
სწორედ მასთან გადავწყვიტე სტუმრობა წვეულების მეორე დღეს, რადგან თავი ისე მისკდებოდა ხმაურისგან, ოთხ კედელშუა ჯდომასა და ცრემლების ღვრას მეტად ვეღარ გავუძლებდი.
-მოდი სოფი, მოდი საყვარელო-როგორც კი დავაკაკუნე, კარი მაშინვე გამიღო, თითქოს კარშივე იდგა და ელოდებოდა, როდის დავაკაკუნებდი.
-რას შვრები ლიაკო?-დერეფანი გავიარე და მისაღებში გრძელ დივანზე ჩამოვჯექი.
-ვმუშაობ ჩემო კარგო, სხვას რას უნდა ვშვრებოდე. მაგრამ მუშააობის გარდა, კიდევ მაქვს სხვა საქმეებიც და ვატყობ, შენც ჩემი დახმარება დაგჭირდება არა?-ჩემ წინ ჩაიმუხლა და მტკივან საფეთქლებზე თითები დამადო. შეშლილი სახით მივაშტერდი "ამან საიდან იცის-თქო", მაგრამ ლია ლიაა, ამას რას გამოვაპარებდი. ჰოდა, ისევ მის ცნობისმოყვარე ხასიათს დავაბრალე.
-აღარ შემიძლია ამ ტკივილის ატანა, რამე წამალი გექნება, ვიცი-შევჩივლე და თავზე ხელი დრამატულად ვიტაცე, თუმცა ვაი, რომ უსაფუძვლოდ არა და მაშინვე უფრო ძლიერ ამტკივდა საფეთქლები და კეფა.
-მექნება, აბა არ მექნება?! წამოდი, სამზარეულოში გავიდეთ,-წამოდგა და წინ გაიჭრა, უკან მივყევი-წამლის ყუთი აი იქ მიდევს-თითი ზევით გაიშვირა და სკამი თაროებისკენ მიაცურა.-ჩამოიღებ, თუ მე ავიდე?
-იყავი, მე უფრო კარგად მივწვდები-მხარზე ხელი დავაბჯინე და სკამზე ავედი.
ცოტტა ხანში, რაც ლიამ ჩემთვის უცნობი, თუმცა მისი თქმით "ეფექტური" წამალი დამალევინა ნაყენის სახით, თავის ტკივილიც უცნაურად მალე ჩამიცხრა, თუმცა, ზედმეტი კითხვების დასმას მოვერიდე, რადგან ვიცოდი, შესაძლოა ლიას პასუხებს უფრო მეტად დავებნიე.
სამზარეულოს ოთკუთხედ მაგიდასთან ვისხედით და ყავას ვსვამდით მის გაკეთებულ ტრიუფელებთან ერთად, როცა გართობის ხასიათზე მომიყვანა ერთმა აზრმა. (მთავარი იდეა ხომ მოულოდნელად იბადება ხოლმე).
-ლია, არ გინდა, მიმკითხაო?-ეშმაკურად გავხედე დაკვირვებით მომზირალ ქალს. სახეზე, ჩემდა გასაკვირად, ერთი ნაოჭიც კი არ ჰქონდა და იმიზეზებდა, რომ ეს თავისი დამზადებული ნაყენებისა და კრემების ეფექტი იყო, თუმცა, სიმართლე გითხრათ, ნაკლებად მჯეროდა მისი. ვხედავდი, როგორი ანთებული და მოზარდივით მოკაშკაშე თვალები ჰქონდა, ესეც ნაყენისგან ხომ არ დარჩებოდა, ახალგაზრდას ჰგავდა თავისი უცნაური, თითქოს საუცხოო და მიმზიდველი, თუმცა, ნაწილობრივ მისტიური და ეგზოტიკური იერით. ბოშა ქალს მიუგავდა ტანიცა და გრძელი, ნახშირივით შავი, ცხენის კუდად შეკრული თმა, რომელსაც არასდროს არ იშლიდა, თითქოს თავის სინაზესა და ამავდროულად სიძლიერეს ამ თმაში მალავსო, თითქოს მთელი თავისი ქალურობა, რაც წესით წარსულში უნდა დარჩენილიყო, ამ თმით გადმოყვა და ახლა ის თავისი ეშხით ყოველ სულიერს აჯადოვებსო.
ეს ყველაფერი ლიაზე მანამდე არასოდეს გამიფიქრია და ვერ მივხვდი, რისი ბრალი იყო ჩემი აზროვნების ამგვარი უეცარი ცვლილება.
ქალმა დაჟინებული მზერით გამომხედა და ჩაფიქრებით დახედა ყავას, რომელიც ხელში მეჭირა.
-ნალექიანი დაგისხი არა?-მკითხა,რადგან იცოდა, ხასიათის მიხედვით მიყვარდა ყავის სმა-ზოგჯერ უნალექო და რძიანი, ზოგჯერ კი ნალექიანი და მწარე.
თავი დავუქნიე და პასუხისთვის მოვემზადე. ვიცოდი, უარს არ მეტყოდა, რადგან გუმანი მიგრძნობდა, მასაც არანაკლებ მოსწონდა ჭიქის ბოლოში ადამიანის მომავლის სასწაულებრივი ამოკითხვა. არ ვიცი, მჯეროდა თუ არა მისი და ზოგადად წინასწარმეტყველების, თუმცა იმ მომენტში საოცრად გამიჩნდა სურვილი, ბედი მეც მეცადა.
-დალიე და ჭიქა ამოაბრუნე, სულ ორი წამით.-სერიოზული ხმით დამავალა და მზერა ფანჯრისაკენ შეაბრუნა. მეც დავინახე, როგორ დარბოდნენ ნაცნობი ბავშვები უბანში და დაჭერობანას ყიჟინითა და ხალისით თამაშობნენ. ჩამეღიმა და ყავა მოვსვი. ლიამ როგორ მითხრა, ისე მოვიქეცი და ჭიქა ხელში გადავეცი.
უხმოდ აკვირდებოდა ცოტა ხანი, შემდეგ კი მაგიდაზე დადო და პირდაპირი მზერით გამომხედა, თითქოს მზადაა, სიკვდილის ცნობა გადმომცესო.
-შენი ცხოვრება ცვალებადი და მოძრავია, მშვიდდი არასოდდეს ყოფილა და არც იქნება, თუმცა შენი ქარიზმატულობა ყველაფერს ცვლის, ამიტომ მომავალი უცხო ფერებითა და მოვლენებით სავსე გელის. არ იფიქრო, რომ უკან დახევა რამეს უშველის, რადგან შენმა საქციელმა უკვე გამოიწვია ცვლილებების საწყისი და ახლა შენ გელის ახალი მომავალი. თუ შეგეშინდება და გაექცევი, ქარივით უკკან გამოგყვება და შუაში მოგიქცევს, ოღონნდ ისე, რომ აღარსად გაგიშვას, აი მაშინ, თუ პირისპირ შეეჯახები და გამოწვევას მიიღებ, მოვლენები სხვაგვარად წარიმართება და ახალ ადამიანებს გაიცნობ, რომლებიც შენი სულის ადამიანები აღმოჩნდებიან. მთავარი კი ის არის, რომ ყველაფერი, რაზეც ბავშვობაში გიფიქრია და გინატრია, ერთმანეთის მიყოლებით, ცხადად და რეალურად ახდება, ოღონდ ისე, რომ შენ ვერც კი გააცნობიერებ. ეცადე, დაინახო და იგრძნო, რაც შენ თავს ხდება, რაც შენს ცხოვრებაში წინ გიბიძგებს და ნიშანს მოგცემს იმ კარის გასაღებად, რომელიც შენს დიად, მანამდე აუხდენელ ოცნებებს უკავშირდება. არ შეგეშინდეს, თუ ვინმე დაგიახლოვდება, მთავარი ის არის, რომ შენი სული არავის მისცე, სანამ თავიდან ბოლომდე არ იგრძნობ ამის საჭიროებას, სანამ თვითონ სული არ იგრძნოობს, რომ სადღაც ახლოს მისი ნაწილია და უნდა დაუკავშირდეს, არავის ენდო თვალდახუჭული, რადგან შეიძლება ნებისმიერმა ადამიანმა, რომელიც გვერდში გყავს, ან კარგად არც კი იცნნობ, მოგატყუოს და ფეხქვეშ მიწა გამოგაცალოს. მალე, არჩევანის წინაშე დაგაყენებს ბედი და შენ მოგიწევს აირჩიო სიახლოვე ან სიმარტოვე. მაგრამ გული მიგრძნობს, იმას არ აირჩევ, რაც მანამდე, მთელი განვლილი ცხოვრების მანძილზე გქონდა. ასე იმიტომ ვფიქრობ, რომ მთელი შენი ახლო მომავალი სიახლეებისა და მისტიკის ერაა.
გაოგნებული და გაყუჩებული, დაზაფრვით ვუსმენდი და არ ველოდი, რომ ოდესმე გაჩუმდებოდა. არც მინდოდა გაჩუმებულიყო, რადგან ჯერ კიდევ მაშინებდა მისი სიტყვები, ამიტომ ველოდი, რომ ბოლოს და ბოლოს რაიმე უფრო კარგს მეტყოდა ან გაიცინებდა, გადაიხარხარებდა და დამცინებდა-მოგატყუე, შენ რა მართლა დაიჯერეო? მაგრამ, ასე არ მომხდარა და მან ისევ გააგრძელა, ოღონდ, უფრო მშვიდად და ნაკლები შემართებით:
-არაფრის შეგეშინდეს, სოფი, საკუთარი თავის უნდა გჯეროდეს, ამას მარტო დროებითი რჩევის სახით არ გეუბნები, ცხოვრებაში გაითვალისწინე, რომ რაც უფრო წინ და ახლოს დაუდგები შიშსა და განსაცდელს, მით ურო დიდი შანსი გექნება მისი დაძლევისა და გადალახვის. ადამიანი იმიტომ არის უცნაური, სხვებისგან გამორჩეული არსება, რომ ის დიდი ნიჭით გამოირჩევა-ადამიანს შეუძლია, გააკეთოს ის, რისიც სწამს. გწამს საკუთარი თავის? მიიღებ იმას, რაც გსურს. და თუკი შენს თავს არ ენდობი და მასში დარწმუნებული არ ხარ, არც სხვა რამ უნდა მოსთხოვო სამყაროს, რადგან კარმა კარმაა და რასაც გასცემ იმას გიბრუნებს ყოველთვის ცხოვრება, თუნდაც სხვა სახით.
საუბარი რომ დაასრულა, ჩუმად ვიჯექი და შევყურებდი. იმ წამში მხოლოდ ის მაფიქრებდა, თუ რამხელ და რა ლამაზი წამწამები ჰქონია-თქო. ცხენის ძუას მიუგავდა, ისეთი გრძელი, შაი და აპრეხილი იყო. მერე თვალებზეც დავაკვირდი და მივხვდი, რომ ეღიმებოდა-თვალები უკაშკაშებდა და თითქოს ოდნავ უკიაფებდა კიდეც.
-ლია, ახალგაზრდობაში, რამე სისულლელე ჩაგიდენია?-მერე უეცრად, დაუფიქრებლად ვკითხე და ინტერესით მივაჩერდი..
-შენი აზრით?-მან გამომცდელად გამომხედა და წარბები აზიდა.
იცოდა, რასაც ვეტყოდი, იცოდა, რომ ჩემი პასუხი აშკარად დადებითი იყო, თვალებით მიმიხვდა.
-ჩემი აზრით, ახალგაზრდობაში ყველაფერს არასწორად აკეთებდი, რადგან რაღაც ახალის აღმოჩენა გინდოდა. ბევრ შეცდომას უშვებდი, რადგან გინდოდა, გაგეგო, რა იდგა ამ შეცდომების უკან. დანაშაულსაც კი იმის გამო სჩადიოდი, რომ გაგეგო, რა იყო სასჯელი. არამგონია, წყნარი და ჩუმი ბავშვი, ან მოზარდი ყოფილიყავი. შეიძლება, საკუთარ თავში ოდნავ ჩაკეტილი და უცნაური, მაგრამ აშკარად სხვებზე ენერგიული და შარმიანი იქნებოდი.
რომ დავასრულე, ვიგრძენი, როგორი სევდა იკითხებოდა მის ღიმილში და თვალებშიც კი, რომლებიც ისე შავად ელავდნენ, როგორც იმ ღამით მუქი, ატლასივით ბნელი ღამე.

სამსახურში გვიან წავედი, თუმცა სპეციალურად. მაინტერესებდა, ჩემს შესვლას ეფექტი ექნებოდა თუ არა, რადგან იმ დღეს დეიდაჩემის საფრანგეთიდან გამოგზავნილი დიორის ხავერდის ლურჯი კაბა და უფრო მუქი მაღლები მეცვა. კომპანიაში შესვლისას უცნაური სიამაყე ვიგრძენი და მომინდა, ყოველდღე ასე ქალურად ჩაცმული გამოვცხადებულიყავი საზოგადოებაში. თუმცა, კომფოორტსაც და დახვეწილობასაც თავისი ხიბლი აქვს, ასე რომ...
თავაწეული მივაბიჯებდი დაგვიანებული თანამშრომელი, რომელიც წესით არაპუნქტუალორობისა და მეასეჯერ დაგვიანების გამო სამსახურიდან უნდა გაეგდოთ, მაგრამ ვინაიდან და რადგანაც ამას არავინ აკეთებდ, მითუმეეტეს პატივცემული უფროსი-ბატონი დიმიტრი, მეც არხეინდ შევაბიჯე მის ოფისში და სანამ ოთახს ნორმალურად დავზვერავდი, ფერიასავით ლაღად დავტრიალდი.
-ნელა სოფი, თავბრუ არ დაგეხვას-დიმიტრიმ სიცილნარევი ტონით მომაძახა და უცხო ხმის ჩაცინებამ მაიძულა, თვალები ფართოდ გამეხილა და გვერდით გამეხედა.
-...ბატონო...
-კარგი, არ გინდა ახლა ბოდიშები-ხელის აწევით გამაჩერა უფროსმა.
-სულაც არ ვიხდი....
-მაშინ საყვედურები.-კვლავ გამაწყვეტინა და მოკლემეტრაჟიანი ღიმილი მაჩუქა, მერე კი უცნობ ვაჟბატონზე მიმითითა-სამუშაო ჩამოგივიდა სოფი, ახლა შეგეძლება, შენი საყვარელი საქმიანობით დაკავდე, საღამოს შვიდი საათიდან ეს კომპანია შენს განკარგულებაში იქნება.
-ეს?-თითი უცნობისკენ გავიშვირე და ყურადღებით დავაკვირდი ნაცნობ ნაკვთებს. რაღაცნაირად მეცნობოდა, თითქოს ძალიან ნაცნობი, მაგრამ მაინც უცნობი სახე ჰქონდა. ფიგურაც კი მეცნობოდა. ფეხი-ფეხზე გადადებული წამომჯდარიყო ვაჟბატონი სავარძელში და უფროსზე არანაკლები უფლებებით მოსარგებლე, დაჟინებული და მე როგორ შევატყვე, დამცინავი მზერით მიყურებდა. სულაც არ მაღიზიანებდა მისი ირონიული მზერა, თითქოს ჩემს გამოსაწვევად იყენებდა ამ იერს. მთავარი კი ის ფაქტორი მეჩვენა, რომ მაღალ, ძლიერი აღნაგობის სხეულზე საოცრად ნაცნობი თეთრი, უნახატო მაისური და შავი ჯინსი ეცვა, როომელიც ოდნავ ჩამოსჩაჩვოდდა. "რატომ მეცნობა? ღმერთო, როგორ ამატკია თავი ამაზე ფიქრმა, ნერვები მეშლება, რომ ვერ ვიხსენებ"-გავიფიქრე და წარბები შევიჭმუხხნე.
-სოფი, ვის უბღვერ?-დიმიტრიმ კარგი ძმაკაცივით გამიცინა და უცნობისკენ შეტრიალდა-ალექს, იმედია, შენ მაინც არ დაიწწუნებ შენს მომავალ პარტნიორს. როგორც ჩანს, მას რაღაც იმედები გაუცრუე.
-არა დიმა, მშვენიერი პარტნიორი მარგუნა ბედმა და როგორ დავიწუნო, კბილი არ გაესინჯება-თავი გადახარა და შემფასებლური მზერა მომატარა. მისმა ქცევამ მაინც შეძლო ჩემი გაღიზიანება და კბილი კბილზე მაგრად დავაჭირე, რომ რამე უხერხული არ წამომცდენოდა.
-როგორ გეკადრებათ, სულაც არ ვარ ასეთი კარგი და დამყოლი, თქვენ როგორც გგონიათ-კბილებში გამოვცარი, რომ კარგად გაეგო, რიისი თქმაც მსურდა-ჯერ მხოლოდ ახლა იწყებთ ჩემ შეფასებას.
-აჰა-ჩაიღიმა.-ესეიგი, შენს მორიგ წიკებს და საყვედურებს ახლო მომავალში უნდა ველოდო? კარგი, როგორც შენ იტყვი.
-ბატონო დიმიტრი, უთხარით თქვენს მეგობარს, რომ მე ჩემს სამუშაოს მშვენივრად შევასრულებ მისი დახმარების გარეშეც და თუ მისი პარტნიორობა სავლდებულოა, არ არის საჭირო, საქმე ამდენად ხმაურიანად ვაკეთოთ, ჩუმად ყოფნა აჯობებს.
-დაწყნარდი სოფი. თავიდანვე თუ ასე დაიწყეთ, ან ერთი შერჩებით ამ კომპანიას, ან მეორე. თქვენი საქმე ორივემ იცით. დღეს საღამოს ორივე დარჩებით და ამ მუშაობას შეუდგებით. ალექს, შენ თუ რამე გაქვს მოსაგვარებელი, ხომ იცი, პრობლემა არაა...
ბატონ დიმიტრის და ალექსანრეს ეჭვითა და ბოღმით გავხედე თვალმოჭუტულმა. ესეიგი, თუ მას მოეპრიანება, წასვლა შეუძლია, მე კი არა? სად არის სამართალი ბატონო დიმიტრი, ალექსანდრეს ლამაზ თვალებში თუ მის დაკუნთულ მუცელზე ხატია?
ენას კბილი დავაჭირე და უხმოდ გამოვიხურე ოფისის კარი. არა, მაინც რათ მინდოდა ამ სადღესასწაულო, გამოსასვლელი კაბის ჩაცმა, რომ ავჟიტირდი... მცმოდა ჩვეულებრივი ჯინსი და კეტები, ხომ უფრო ეფექტურად გამოვვარდებოდი კაბინეტიდან იმის საჩვენებლად, რომ სულაც არ მეხალისებოდა ასე უსამართლოდ ალექსანდრესთან მუშაობა.
მერე, იმაზე დავფიქრდი, საიდა მეცნობა-თქო და თავი რომ უარესად ამატკია ფიქრმა, თავი დავანებე ტვინის ჭ....ტვას.

-სოფიი, შენთვის ახალი ამბავი მაქვს-კაბინეტში მერცხალივით შემომიფრინდა თიკა ახალია ამბებით დატვირთული და სანამ დაისვენებდა, გულმა ვერ მოუთმინა, ამიტომ ქოშინით გადმომცა დღის საინფორმაციო:
-მოკლედ, ბატონმა დიმიტრიმ მითხრა, რომ კომპანიის თანამშრომლები, კერძოდ ჩვენ, ვისაც უშუალო კონტაქტი გვაქვს საჭირო საბუტებზე და კონტრაქტებზე, სამდღიან ტურრზე მივფრინავთ საფრანგეთში.-ტაშისკვრით ახტუნავდა გახარებული და ყურადღება არ მიაქცია ჩემს უემოციო თვალებს.
-თიკა, აბა, დაწყნარდი-მშვიდად მივუთითე ჩემი მაგიდის წინ მდგარ სკამზე, რომელიც წესით კლიენტებისთვის იყო განკუთვნილი.
-კარგი ჰო, სიხარული არ დააცადო ადამიანს-ამოიბუზღუნა და დაჯდა-რა იყო, უფრო მეტად უჟმური ვერ იქნები?
-მომისმინე, ის ვაჟბატონიც მოდის?
-ვინ ვაჟბატონი ქალო?
-აი ის.
-სოფი, არ გამაგიჟო ახლა-ტონი გაიმკაცრა და მაიძულა, სახელი მეთქვა.
-ბატონი ალექსანდრე, უცხო სახის ქვეწარმავალი, გაურკვეველი ჯიშის გადაუშენებელი არსება.
-რას ერჩი, მშვენიერი ტანი აქვს-აფერისტულად გამიღიმა და ჩემი ნერვების მოსაშლელად თითზე თმა დაიხვია.
-თიკა, გეკითხები.
-ჰო, მოდის, მერე რა.-ამოიოხრა.-შენ რას გიშლის, მართლა ხომ არ გკბენსს. სიმართლე თუ გინდა, მასზე მეტად შენ იკბინები ხოლმე. ცოდოა...
-ცოდოა..-გამოვაჯავრე და თვალები ავატრიალე.-კარგი წამოვალ, მაგრამ იქიდან გამოსაქცევად უკან დასაბრუნებელი ბილეთი პირველივე დღესვე მჭირდება.
-შენ მაგაზე არ იდარდო, დიმიტრი ყველაფერს მოაგვარებს.
-ვაა-შევიცხადე-როდიდან გახდა ბატონი დიმიტრი უბრალოდ დიმიტრი?
თიკას ხმა არ გაუცია, ისე წამოდგა და თვალების ფახურითა და ფეხების შხვართით გაბრძანდა ოთახიდან.
-ეჰ, რამეშველება..--ამოვიწუწუნე. დაღლილმა, ფეხები მაგიდაზე შემოვაწყვე და სკამზე დავბზრიალდი-ამდენი ჭორია და არც ერთი მე არ ვიცი.

ძვირფასებო, იმედი მაქვს მოგეწონათ ეს თავი. თუ გაინტერესებთ, წერა მეც სიამოვნებას მანიჭებს, მითუმეტეს, როცა საქმე ამ მოთხრობას ეხება. გმადლობთ ყველას, ვინც კითხულობთ და გთხოვთ, მაპატიოთ, თუ ძალიან დამიგვიანდება შემდეგი თავი.~
პ.ს. ძალიან მიყვარხართ



№1  offline წევრი fluctus Oceani

უი ახლა წავიკითხე ყველა ერთად და ძალიან მომეწონა მოკლედ მოგყვები ბოლომდე დღეს რაღაცა ბევრი ისტორიის კიხვა დავიწყე და ამიტომ გელოდებიიიიიიი

 


№2  offline წევრი Niniko11

Dzalian kargiaa sul vkitxulob magram tavebi malmale dade xolme tu shegidzlia plz
Ukve shemikvarda es nawarmoebi

 


I love you baby
უი ახლა წავიკითხე ყველა ერთად და ძალიან მომეწონა მოკლედ მოგყვები ბოლომდე დღეს რაღაცა ბევრი ისტორიის კიხვა დავიწყე და ამიტომ გელოდებიიიიიიი

მიხარია ძალიან, რომ მოგეწონა heart_eyes

Niniko11
Dzalian kargiaa sul vkitxulob magram tavebi malmale dade xolme tu shegidzlia plz
Ukve shemikvarda es nawarmoebi

ძალიან დიდი მადლობა ასეთი შეფასებისთვის blush ძალიან ვცდილობ, მალ-მალე დავდო ხოლმე, მაგრამ სამწუხაროდ ვერ ვახერხებ ხშირად შემოსვლას (თანაც, წერის მომენტი დიდხანს მიგრძელდება ხოლმე და ცოტა მეტი დრო მჭირდება)

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent