და ამით ცოცხლობს ადამიანი!
არის წუთები, როცა ოცნებობ, როცა დაეძებ მუდამ ან იცდი, მოულოდნელად თუ ჩამოღამდა, არის წუთები, როცა განიცდი! არის წუთები, როცა მოელი (გრძნობ, ამ ოცნებით როგორ იცვლები) და არის წუთი, როცა იღლები, როცა კვდები და როცა იცლები! არის დღეები - ლაღი და წყნარი, როგორც უქარო ველზე ხეები ან როცა ქრება ეს მონატრება - ქარცეცხლიანიც არის დღეები! დღეები არის ტანჯვის, ტკივილის, როცა იცვლება ბედი ერების და გლოვის ფონზე ნაგვემებისთვის არის ლოცვის და ბედნიერების! არიან წლები - ოცნების წლები, სახალისო და დამათრობელი და საუკუნო ერთგულებისთვის - წლები გულების გამათბობელი! არიან წლები მარადისობის, წამის უქმობის უტყვი მოწმენი და ამავე დროს - წლები სიკვდილის, როგორც რჩევების ურჩი მომსმენნი! არის წამები, როცა ენდობი, მოულოდნელად რომ ვერ ეწევი; როცა ეტრფი და ვერ ეგუები,ხომ არის წამი, რომ ვერ ელევი?! სწორედ წამია ტანჯვის მიზეზი, მაგრამ ბრწყინვალე და მიმზიდველი და ეს წამია, როცა ეხები და როცა ამბობ, რომ ისევ ელი! ასე გარბიან დღეები, წლები და ფერს იცვლიან მოგონებები; ასე პოულობს წუთები წამებს და ამით ცოცხლობს ადამიანი! |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.