ეკიპაჟი. (დასასრული.)
სუსხიანი დეკემბერი იდგა უკვე.ლიპარტელიანი არ გამოჩენილა ჩემს სიახლვეს, მაგრამ ყოველთვის ვგრძნობდი მის მზერას. სადაც არ უნდა წავსულიყავი მისი სურნელი სულ თან მყვებოდა, ალბათ შევიშალე მოჩვენებებიც კი დამეწყო. ასე ცუდად მაშინაც არ ვიყავი რომ წავიდა,მაშინ მქონდა საშვალება მარტო ყოფნის და საკუთარი თავი გამომყავდა მდგომარეობიდან,ახლა კი სახლში მარტო დარჩენას ვერ ვახერხებდი და მუდამ თამაში მიწევდს, სულ ნიღაბს ვირგებ.! -ამ კვირას რამდენიმე დღე წავიდეთ რა ბაკურიანში.. -ნატალია აწუწუნდა და კიდერ ერთი ნაჭერი ნამცხვარი გადაიღო. -მშვენიერი აზრია ჩემთან სასტუმროში წავიდეთ. თან კარგი თოვლია.-აყვა სანდრო და თან ხელზე მაკოცა. -მე წინააღმდეი არ ვარ. წავიდეთ.-გავუღიმე ორივეს. -აუ რა კარგია თოვლი..-თვალები დავხუჭე წარმოვიდგინე თეთრად დაფარული ბუნება.. - ძალიან კარი იქნება. ლაშასაც სცალია და მოახერხებს წამოსვლას. -ხო, ძლივს ერთი კვირით შვებულება ავაღებინე. საერთოდ არაა სახლში.. -ბუზღუნებდა ნატალია როგორც ყოველთვის. -პატარას სქესი იცით უკვე?- საუარში სანდრო ჩაერთო ბიძაშვილს მუცელზე ნაზად მოეფერა. -არაა, საიდუმლოდ ვტოვებთ, რო დაიბადე გავიგებთ.-საყვარელი ხმით საუბრობდა ქალბატონი. -რა კარგია პატარა არა?.. -თქვა და მიმიხუტა. უხერხულად შევიშმშნე. -აუ ვიკუ შენ ოთახში გამომყევი რა, რაღაც ზედა მაინტერესებს შენი.. -კაი წამო.. -შევიყვანე საძინებელში. -რატომ იტანჯავ თავს?-კარები მიხურა და ფანჯარასთა დადგა. -რომელი ზედა გაჩვენო?-მისი კითხვა დავაიგნორე. -გეყოს თამაში.! უარესად იგდებ თავს და ჩემ მამიდაშვილსაც გააუბედურებ. -ნუ დარდობ შენ სანდროზე, მშვენივრად გრძნობს თავს. -ხელით საწოლზე დამსვა, გვერდით მომიჯდა. -მე ხომ ვიცი! ვიკუ შემოხედე.. მე ხომ ვიცი რომ გული გტკივა, ხომ ვიცი რომ დაჩის გარდა სხვა კაცი არ შეგიყვარდება, რა საჭიროა ეს თამაშები. დაიტანჯები უარესად.! გთხოვ დაფიქრდი.. -შუბლზე მაკოცა -ხომ უნდა ვცადო. მეც ხომ უნდა ვიყო ბედნიერი არა? მარტო რომ ვიყო ვიცი უფრო მეტ შეცდომას დავუშვებ და საკუთარ ცოხვრებას სრულ ჯოჯოხეთად ვაქცევ.-ხმადაბლა მაგრამ დაძაბული ვსაუბრობდი.არაფერი უთქვამს ნატალიას მეტი ოთახიდან გავიდა. -სანდრო წამო რა სახლში წამიყვანე გთხოვ, ძაან დავიღალე. - ქურტუკი აიღ რომ ჩაეცვა. -კაი ჩემო ღიპუცა. ვივი გავიყვან და მოვალ.. -მანქანის გასაღბი მოიძია ჯიბეში და ქურთუკი მოიცვა. -აუ სანდრო არ გეწყინოს რა რაღაც ძაან მეძინება და ხვალ შევხდეთ. - ელვა შევუკარი. -კაი პატარავ რა უნდა მეწყინოს. -შუბზე მაკოცა. -ესეიგი ზეგ მივდივართ ხო?-ორივემ თავი დავუქნიეთ.-მაშინ დავრეკავ და ორ ოთახს შევუკვეთავ.. -ორს?-გამიკვირდა -ხო ერთი ლაშასთვის და ნატალისთვის, მეორე ჩვენთვის. -ერთად უნდა დავიძინოთ? -ხო ბაკურიაში ცივა და გათბობა დაგვჭრდება.-გაიცინა შუბლზე მაკოცა და ნატალია წაიყვანა.. სახლი მივალაგე და ჩემ საყვარელ ფაჯარასთან დავჯექი ფუმფულა ხალათით,ჩაის ჭიქა მოვიქციე თითებში და მოვსვი. ნეტა რას მიმზადებს ცხოვრება, რითი უნდა გამაკვირვოს?ღმერთო როგორ დავიღალე ყველა და ყველაფრით. ნეტა შემეძლოს გაქრობა.! აღარ შემიძლია.!-ხელებით სახე მოვისრისე და წამოსული ცრემლი იქვე შევაჩერე..ჩემ ბიჭს ვეფერებოდი და გარემოს ვუყურებდი. ტელეფონმა დარეკა.. -ჰო ნატ.. -რაღაცას გეტყვი და არ გამიბრაზდე.. -ღრმად ჩავისუნთქე. -გისმენ. -ანამ დამირეკა დღეს...-გაჩუმდა. -მერე. -ამ დღეებში სადმე წავიდეთო და წამომცდა ჩვენ წასვლას რომ ვაპირებთ ბაკურიანში. -მერე..-დავიძაბე. -ჩვენც წამოვალთო და რა მეთქვა არა არ წამოხვიდეთქო.? -ოხ ნატალია.. -ნერვები მომეშალა მაგრამ ხომ ვერ ვეჩხუბებოდი.. -აუ ძალით არ მინდოდა რაა. -აღელდა ისიც. -კაი დამშვიდდი. წამოვიდნენ ახლა რას ვიზამ.-ფანჯარას მოვშორდი. -არ ბრაზობ? -ძალიან არა.!-გამეცნა მის ხმაზე. -კაი წავედი კოცნი . არ ინერვიულო..- ტელეფონი ჯიბეში ჩავიდე და მთელი სახლი ჩავაბნელე, ჩემი საწოლის გვერდით პატარა სანათ ანათებდა მთელ ოთახს. პენუარი ჩავიცვი და ცივ საწოლში შევწექი. მიმიმაც იპოვა თავისი ადილი და ძილს მივეცი. მეორე დღეს სახლიდან არ გავსულვარ, ფსიქოლოიურად ვემზადებოდი შემდეი რთული დღეებისთვის.! ალექსანდრემ რამდენიმეჯერ დამირეკა. იცით უამრავჯერ ვცადე სხვასთან ურთერთობა მაგრამ ყველა რაღაც ზიზღს იწვევდა ჩემში, სანდრო კი პირიქით, მის გვერდით სულ მომღიმარი ვიყავი. არა! კი არ ვთმაშობდი, მართლა ბუნებრივად ვიყავი გახარებული. არც მაღიზიანებდა,უბრალოდ ისე ვერ ვუყრებდ როგორც საყვარელ კაცს უყურებენ ხოლმე. საღამოს მაინც ამოვიდა. კარის ზღურბლზე დამნაშავის სახით იდგა. -მაპატიე რაა.-ხელები უკან ქონდა წაღებული.. -რა მოხდა?-გამეღმა. -ვიცი მარტო გინდა ყოფნა,მაგრამ მე ვერ გავჩერდი უშენოდ.. -ქვევიდან ამომხედა. -შემოდი.-სიცილით ვუთხარი და კარი მივხურე. -რა მომიტანე? -ხელში პარკი ეჭირა. -მმ, შენ რომ გიყვარს ის შოკოლადები და ბროწეულის წვენი.. -მაშინ მიგიღებ.-გავიცინე და ახლოს მოსულს ნელა ვაკოცე ტუჩებზე. -რამე ფილს ვუყუროთ რა.. -კაი შენ მოძებნე, მე პოპკორნს მოვამზადებ. -რამდენიმე წუთში მოკალათბულები ვიყავით ტელევიზორის წინ და ფილმს ინტერესით ვუყურებდით. მიმის ადილი რომ არ ეყო დაბლა ხალიჩაზე დაწვა. -აუ რაა.. მე მეგონა კარად დასრულდებოდა.-ფილმის დასასრულით უკმაყოფილომ გავიტანე ცარიელი ჭურჭელი სამზარეულოში. -ხო რაღაც სხვას ველოდი. ამის მერე ხალხის კომეტარებს დავუჯეროთ. -გაიცინა და მიმიხუტა.-არ გამაგდო რა.. თან ნახე რა ცუდი ამინდია..-ტუჩები საყვარლად დაბრიცა, როგორი მაიმუნობს ამხელა კაცი. ფანჯრისკენ მიმითითა. -ხვალისთვის მოსამზადებელი რომ ხარ? -გავახსენე იქნებ წავიდესთქო. -არა ჩემი ჩანთა მზად არის და მანქანაშია.. -გაეღიმა -კაი ხო დარჩიი. -სამზარეულოდან გავედი და სააბაზანოში შევიკეტე. საძინებელში რომ შევედი სადრო უკე საწოლში იწვა,თვალები დაეხუჭა. კარებთან დიდი ხანი ვიდექი და ვაკვირდებოდი, ხომ შეიძლებოდა ის შემყვარებოდა.?რატომ არის ეს ცხოვრება ასეთი რთული და ამოუცნობი. გამეღმა, კარადიდან თბილი პიჟამა გამოვიღე და ჩავიცვი. მის გვერდით შევწექი, ვეცადე არ შევხებოდი, მაგრამ ჩემი მისვლა იგრძნო. ხელი მუცელზე მომხვია და ახლოს მიმწია. -მიყვარხარ პატარავ.-დაბოხებული ხმით მითხრა და ყელში ნაზად მაკოცა. -ტკილი ძილი სანდრიკო.. -მარტო შენგან მომწონს ეგ სახელი. შენ სხვანაირად მეძახი.-ძილბურანში იყო და ისე საუბრობდა.არაფერი მითქვამს გავიტრუნე. თვალები დავხუჭ მაგრამ დაძინეა ვერ მოვახერხე. ერთ ადგილას ვიყავი გაშეშებული, არ ვინძრეოდი იმის შიშით სანდროს არ გაეღვიძა. გამთენიისას როგორც იქნა თვალები დამიმძიმდა და ჩამეძინა. რომ გავიღვიძე, უფრო სწორად ნატამ რომ დარეკა მეგონა სულ რამდენიმე წუთის ჩაძნებული ვიყავი არადა უკვე ათი საათი ხდებოდა. -ჰოო..-ხმადაბლა ვუპასუხე. -რატომ ჩურჩულებ?-მანაც ჩურჩულით გააგრძელა ლაპარაკი, გამეღიმა. -სანდროს ძინავს. -რაა? შენთნ ძინავს? -ხო რატომ ყვირი? -აა არაფერი. მიდი გააღვიძე ჩვენ უკვე ყველა მზად ვართ, დიღომში დაგელოდებით გასასვლელთან.. -კაი.-გავუთიშე და ბარაქაძესკენ შევბრუნდი. ნელა შევარხიე. -სანდრო.. სანდრო. -ჰოო.-შეირხა და ისე მითხრა თვალები არც გაუხელია.. -ყველა ჩვენ გველოდება, გაიღვიძე და წავიდეთ.. -აჰამ.. კაი.- კარებთან მისულმა ისევ სანდროსკენ გავიხედე, ის კიდე ადგომას არ აპირებდა -ბარბაქაძე.-დავიყვირე, წამებში გაახილა თვალები. -აი ვსო ავდექი...-საწოლზე წამოჯდა, თვალები მოიფშვნიტა. როგორც იქნა ადგა და სპორტული ამოიცვა. გამეღმა მის საქციელზე. ერთ საათში უკვე მანქანასთან ჩავედით. ჩანთა საბარგულში ჩადო და საჭეს მიუჯდა.. თბილისის გასასვლელში ნაცნობი ავტომობილები რომ შევნიშნეთ გავჩერდით. გადავედით და წყვილებს მივუახლოვდი. ანას გადავკოცნე და მივესალმე. დაჩი კუთვნილ ავტომობილთზე იყო მიყრდნობილი და სიგარეტს ეწეოდა. უყურეთ ამას მოწევაც დაუწყია ბიჭს. -გამარჯობა..-მივესალმე ყველას და თბლად გადავეხვიე ნატალიას.. - გამარჯობა.-სანდრომაც მოიკითხა ყველა, დაჩის მკაცრად გახედა და ხელი ჩამოართვა. -მოკლედ წავედით, ბაკურიანის შესასვლელთან დაველოდოთ ერთმანეთს. -დამღლელი გზა გველოდა წინ.. როგორც ყოველთვის სასუსნაოები მოიმარაგა. მე კი მხოლოდ დაჩიზე მეფიქრებოდა, თან ჩვენს ავტომობილში საოცარი მელოდია უკრავდა და უფრო მეტან მიღვიძებდა მის მონატრებას. ოხ ნატალია როგორ მღუპავ. გზაში ჩამეძინა, თვალები რომ გავახილე ბორჯომში ვიყავით და საოცრად თოვდა,ულამაზესი სანახაობა იყო. როგორც იქნა ავედით, ლიპარტელიანების ოჯახი იქ დაგვხდა ონიანებიც მალე მოვიდნენ, სასტუროსკენ წავედით, ნომერები ერთ სართლზე იყო. ბარბაქაძემ ჩვენი ჩანთები ოთახში შეიტანა.მაშნვე გარეთ გავიდნენ, მე დაღლილობა მოვიმიზეზე და ნომერში დავრჩი..საწოლზე დავწექი და ჭერს მივაშტერდი, ვფიქრობდი ყველაფერზე, საკუთარ თვზე, დაჩიზე და სანდროზე. არ მემეტებოდა საკუთარი თავისთვის ბარბაქაძე. რამდენი საათი გავატარე და მომბეზრდა მარტო ყოფნა,თბილი დუტის კომბინიზონი ჩავიცვი თეთრი ქურტუკი და ქუდი დავიხურე. თოვლით დაფარულ ქუჩაშ გავედი და ღრმად ჩავისუნთე მთის ჰაერი. ქუჩას მივუყვეოდი, სავსე იყო დამსვენელებით. ოჯახები უფრო ჭარბობდა, მამებს შვილები ციგაზე დაესვათ და ათამაშებდნენ , მეც მომღიმარი სახით ვუყურებდი და ალბათ საკუთრს წარმოვიდგენდი. თოვლის ნაწილი ჩრდილმა დაფარა და სილუეტიც გავარჩიე. გავხედე და ლიპარტელიანის თვალებს წავაწყდი, არ გავჩერებულვა შევბრუნდი. მკლავში ჩამავლო ხელი და იქვე მიფარებულ ადილისკენ წამიყვანა. -ხელი გამიშვი..-მის ხელს ჩავაფრინდი, მაგრამ რას გავხდებოდი. -რა მალე დაგვიწყებია ყველააფერი.-კედელს ამაკრა.-უკვე სხვასთან ერთად იძინებ და იღვიძებ. -რა გინდა დაჩი..არ მაქვს უფლება თუ ვინმეს ვღალატობ? -ახლა ვხვდები ყველაფერს. -გაცოფებული იდგა ჩემს წინ და საშინელი თვალებით მიყურებდა, მისი შავი თვალები უფრო ჩაშავებოდა.. - შემეშვი..-უკვე მტკიოდა მკლავები.. - ვიცი რატომაც დაწექი ჩემთან.!-ყურებს არ ვუჯერებდი,თავზარი დამეცა. ყველაფერს წარმოვიდგენდი მისგან ამის გარდა. ბრძოლა შევწყვიტე, მინდოდა მომესმინა ყველა ბრალდება.-საკუთარ თავვთან გინდოდა მართალი ყოფილიყავი..როცა ვიღაცასთან სექსი მოგინდებოდა, ასე უგრძნობლად ხომ არ მისცემდი..! ხოდა ახლა ყველაფერი მარტივადა..-თვალები ამეწვა, მერე ვიგრძენი როგორ გავაშვებინე ხელი. ისეთი ძალით გავარტყი მეც კი გამიკვირდა საიდან მოდიოდა ამხელა ძალა. -უსინდისო კაცი ხარ.! აი ახლა ნამდვლად ვნანობ რომ შენ ხარ ის ვისაც არამარტო გული სხეულიც დავუთმე.-ცრემლები არ მომდიოდა, იმდენამ გაქვავებული ვიდექი..-ვერ გეტყვი რომ მეზიზღები, მაგრამ აუცილებლად.! გესმის? აუცილებლად შეგიზიზღებ.-ხელის მოკიდებას აპირებდა.-არ მომეკარო.!-დენდარტყმულივით გავიწიე..-არ გაბედო შეხება თორემ საკუთარ თავზე პასუხს არ ვაგებ.ნომერში აცახცახებული სხეულით ავედი, ხელები ისე მიკანკალებდა ნევთვს ვერ ვიჭერდი, წამით საწოლზე ჩამოვჯექი მაგრამ ვერ გავჩერდი. აქ.. მე მასთან ერთად ვერ გავჩერდები.. ჩანთას ხელი დავავლე და ქუჩაში გავედი. გზაზე მანქანა გავაჩერე და თბილისისკენ წავედი. ასეთ შეურაწყოფილი არასდროს ვყოფილვარ. უკვე ბაკურიანს გავცდი სანდრომ რომ დამირეკა. -ვიკა სად ხარ?-ხმაში სიბრაზე ეტყობოდა. -სანდრო არ გაბრაზდე რა, დედაა ცუდად და უცებ მომიწია წამოსვლა. -რატომ არ დამირეკე, მე წაგიყვადი. წამოვალ ახლავე.. -არა არა.. სადნრო გთხოვ თუ გიყვარვარ დარჩი ნატალიას ეწყინება.. -ვიკა... -არა. სან გთხოვ.! თბილისში რომ ჩავალ დაგირეავ. გკოცნით და მაპატიეთ ასე რომ გამოვიდა. -მეც გკოცნი. მიყვარხარ.-ტელეფონი გავთიშე.“ სული მეწვის ღერთო. გევედრები დამეხმარე რომ გავუძლო.! დამეხმარე გთხოვ.“გარემოს ვუყურებდი და მხოლოდ დაჩის სიტყვები ჩამესმოდა ყურში.როგორ მტკიოდა ეს სიტყვები, რისთვის დავიმსახურე? მე ხომ მას მთელი ჩემი არსება დავუთმე. მე ხომ ის სიცოცხლეზე მეტად შევიყვარე.. მიყვარდა? და ახლა რას ვრძნობ? აღარ მიყვარს? არა როგორ არა ისევ ისე, ან უფრო მეტადაც კი მიყვარს... თბილისში ჩავედი და მშობლების სახლს მივაშურე. -დედა მე ბაკურიაში მეგონა..-გაოცებული იდგა კარებთან. -არ ვიყავი კარგად და წამოვედი.მიმიღებთ?-გავუღიმე. -მოდი დედას გახარებავ. -ჩამიკრა გულში. -ჩემი მერცხალი მოფრინდა.-მამა შემეგება. მის მკლავებში რომ ავღმოვჩნდი, აი მაშინ ვიგრძენი ყველანაირი ემოცია, ხელები მოვხვიე და ავტირდი. მწარედ ავტირდი. -რაო მა? რა მოხდე ჩემო ლამაზო?-სახე ხელებით დამიჭირა. -არაფერი მა მომენატრეთ და ხომ იცით როგორი მტირალაც ვარ.-კვლავ მის ყელში ჩავმალე თავი. -ჩემი შვილი ხარ შენ. ჩემი სულის ნაწილი მა..-თმაზე მეფერებოდა.-სანდრომ ხომ არ გაწყენინა.? -არა მა. ხომ გითხარი.-სლუკუნით ვლაპარაკობდი. -ასე მაგიტომ ტირიხარ? -ხო..-საშინელი ხა გამოვეცი.. -ჩემი გოგო..-ხვდებოდა, ვგრძნობდი რომ ხვდებოდა როგორც ვიყავი. როგორი გულნატკენი ვიყავი და უფრო ძლიერად მხვევდა ხელებს. როგორც იქნა დავმშვიდდი, მშობლების შორის ვიჯექი როგორც ადრე ბავშვობაში და ხან დედას მივეხუტებოდი ხან მამას. აი ესაა სიმშვიდე. მათი დახმარებით მე ყველაფერს გადავიტან. სანამ ისინი ჩემთან არიან არანაირი ტკივილის მეშინია. უკვე ოცდათერთმეტი დეკემბერი იყო, სახლშ დედა ტრიაელებდა მეც შეძლებისდაგვარად ვეხმარებოდი. პირველი წელია როცა სახლშ ვხვდები, წინა წლებში სულ რეისები მემთხვეოდა. სანდროც იქ მყავდა, შევეჩვიე მის გვერდით ყოფნას. ჩემი მიმი კი ნაძვისხეს წრებს ურტყავდა და დაბლითა სათამაშოებს სულ ძირს ყრიდა. -წამო სიძევ დამეხარე ღვინის ჩამოსხმაში. -მამა როხროხებდა. -ნიკოლოზ არ მომყვება თქვენი შვილი ცოლად და აბა როგორი სიძე მე ვარ?-სიცილით გაყვა. -კაი ბიჭია.-სამზარეულოშ მე და დედა ვიყავით. -ვიცი..-მოკლედ მოვუჭერი და მისაღბში გავედი.. კარების ხმა იყო. -მე გავაღებ.- მივირბინე და სრული შოკი მივიღე. -ანა? -ყველაფერი ცუდი ვიფიქრე რაც კი შეიძლება მეფიქრა. -ვიკა უნდა ვილაპარაკოთ.. -დღეს? -ხო. სასწრაფო რომ არ იყოს არ მოვიდოდი..-აჩქარებულად სუნთქავდა, სიცივისგან ცხვირი გაწითლებული ჰქონდა. -შემოდი.. -არა შენ გამოდი გთხოვ რა.-ქრთუკი მოვიცვი და გავედი. -დაჩის ეხება.-ხმადაბლა თქვა. ჩუმად ვიდექი და ველოდებოდი გაგრძელებას. -ერთი კვირაა არსად ჩანს. ტელეფონი გათშული აქვს, რეისებზეც არ ყოფილა. დღეს დამირეკეს თუ არ გამოცხადდება რამდენიმე დღეში გაუშვებენ სამსახურიდან და ამდენ შრომას წყალში ჩაყრის. -მე რა შუაში ვარ მერე ანა?-ცივად ველაპარაკებოდი.. -ვიცი შენ უყვარხარ! -გაფართოებული თვალებით შევხედე.-მოკლედ ცუდად მოვიქეცი, კაცი რომელიც მიყვარდა ჩემი ხელით გავანადგურე. ვიცოდი რომ აღარ ვუყვარდი და მის შესანარჩუნებლად ბავშვის გამოყენებას ვაპირებდი, მეგონა შეიცვლეოდა, მინდოდა ისევ დამბრუნებოდა. მინდოდა ისევ ისე შემოეხედა როგორ წლების წინ. მაგრამ გეოისტობამ დამღუპა. დავანგირე დაჩი.. მე.. მეე.-ტირილი აუტყდა.. -დამშვიდდი ანა.- მხარზე ხელი შევახე.-წამო შევიდეთ სახლში.. -არა ვიკა უნდა მომისმინო, გთხოვ იპოვე ის კაცი და გააბედნიერე.. გთხოვ რაა.-ატირდა, მე კიდე ვიდექი და არ ვიცოდი რა მეთქვა.- ხელოვნური განაყოფიერება გავიკეთე. -არ ვიცი რა უნდა მეგრძნო იმ წამს მაგრამ, თითქოს გული გამიცოცხლდა, სრულიად დავივიწე ყველა წყენა. -ვიკა მე დღეს ღამე მივდივარ. გთხოვ იპოვე დაჩი და დააბრუნე მისი შავი თვალები რომლებიც მუდამ ელავდნე. აი ის თვალები ორივეს რომ სიგიჟემდე გვიყვარს.-ცრემლები მოიწმინდა. -ნახვამდის. განქორწინების საბუთები ჩემი ხელმოწერით სახლში დავტოვე, მხოლოდ მისი აკლია და დამთვრდება ყველაფერი.-დამემშვიდობა, მე ადგილიდან ვერ ვიძვროდი, გაოცებული ვუყურებდი და მის სიტყვებს გონებაშ ვატრიალებდი. მე ვიცოდი სადაც იქნებოდა ის გადარეული კაცი. სახლშ შევვარდი. -ანას რა უნდოდა?-მკაცრი ხმით იკითხა ბარბაქაძემ. -მე.. მე უნდა წავიდე. -კარებთნ ვიდექი და სამ წყვილ თვალს შეშინებული ვუმზერდი. -დედა ამ დროს სად უნდა წახვიდე? თან ახალი წელი დადგება მალე... -თაკო გაუშვი. -მამას მკაცრად თქვა -რაღაც ხდება ალბათ.! -ხო მამა ხდება. სანდრო..-მისკენ შევტრიალდი. -ვიცი სადაც მიდიხარ.! -ქურთუკს დაწვდა. -მაპატიე მაგრამ იმ ქალისთვი ვერ ვიბრძოლებ ვისაც სხვა უყვარს.. უკაცრავად. -გავარდა სახლიდან და მეც უკან გავყევი. -სანდრო..სანდროო.. -გაჩერდა. -მაპატიე.-შემობრუნდა და გამიღიმე. -ბედნიერებას გისურვებ..! -მისკენ გავიქეცი, მოვეხვიე. -ყველაზე კარგი ხარ. იმაზე კარგი ხარ ვიდრე შენ გონია.! მაპატიე რა გთხოვ. უბრალოდ მე... -გულს ვერ უბრძანებ.! ვიკა წადი მიდი.-ნაზად მომიშორა და მანქანისკენ მიბიძგა. ცხოვრებაშა ასე სწრაფად არ მიმარითა მანქანა, გული გაორმაგებულად მიძგერდა, ერთი სული მქონდა მასთნ მივსულოყავი და კვლავ გაებრწყინა მის შავ თვალებს. ოთხსართულიან სახლთან გავაჩერე ავტომობილი..ბოლო სართულზე ავედი და გაბედულად დავაკაკუნე.. ხმაური ისმოდა სახლიდან მაგრამ კარს არავინ აღებდა. -დაჩი მე ვარ..-ძლიერად დავაკაკუნე და გულაფანცქალებულმა სახელური რამდენჯერმე ჩამოვწიე. როგორც იქნა საკეტის ხმა და ჩემს წინ დავინახე, სრულიად შეცვლილი ლიპარტელიანი. არ მიკითხავს ისე შევედი.სახლს თვალი მოვავლე, ყოველ კუთხეში ცარიელი ბოთლები ეყარა. სიგარეტის და სასმლის სუნით იყო გაჟღენთლი ოთახი, სწრაფად გამოვაღე ფანჯარა. -დაჩი ..-მისკენ შევბრუნდი.. -რაო პატარა, ანამ შეგაშინა არ მოდის სახლშ და იქნებ გამოაფხიზლოოო?-ისეთი მთვრალი იყო , ცხოვრებაში ნანახი არ მყავდა ასეთი დაჩი, წვერი და თმა ერთ დონეზე გაეზარდა, თვალები ჩაწითლებოდა. -დაჩი... -რა დაჩი? რა გინდათ ჩემგან შემეშვით რაა.. -ერთ ადგილას ვერ ჩერდებოდა, იატაკიდან ბოთი აიღო, დახედა და ტუჩებთან რომ მიიტანა მაშინვე წავართვი. -გეყო სმა. რას დაემსგავსე. მე ასეთ დაჩი არ შემყვარებია. -შენი დაჩი არც არასდროს ვყოფილვარ..-მოწყვეტით დაეცა სავარძელზე. - შენ სულ ჩემი დაჩი იყავი.. ჩემი შავთვალა კაპიტანი იყავი.შენ არ მითხარი ჩემთვის ხარ გაჩენილიო?!.-ახლოს მივიწიე, მისი ხელი მხარზე გადავიდე და ძლივს შევათრიე სააბაზანოში. ცივი წყალი მოვუშვი.. მასთნ ერთად ვიდექი წყლის ქვეშ და აკანკალებულ ტუჩებს ვაკვირდებოდი. -უნდა გამოფხიზლდე..!-ტონში ბრაზი შემერია, უკვე ვეღარ ვითმენდი. -მაპატიე.! -ხელები ჩამოუშვა და სველი შუბლი შუბლზე მომადო.- გაბრაზებულ გულზე საშნელებებიი გითხარი. ვიცი რომ მხოლოდ ჩემი ხარ.! -მეც ვიცი, რომ იცი.! -გამეღიმა. -უნდა გამოფხიზლდე, რაღაც მაქვს სათქმელი.-საშხაპის კედელს მიეყრდნო. ხელები მაისურს მოვკიდე და ერთ მოძრაობით გადავაძრე.ახლაღა შევამჩნიე მარცხენა მკერძე ლამაზი ფრინველი ჰქონდა დახატული, ფრთბი ისე გაეშალა რომ ასო „V” იკვეთებოდა. თითები ნაზად დავუსვი. -გულთან ახლოს მყავდი.!-ფიქრებს მიმიხვდა. ხმაში ეტყობოდა, რომ ალკოჰოლი ნელ-ნელა გადიოდა მისი ორგანიზმიდან. -მე და შენ დღეიდან ახალ ცხოვრებას ვიწყებთ.! მე და შენ ახალ წელს ვიწყებთ.! -გაფართოებული თვალებით მიყურებდა.. -შენ იმ ყვალაფრის მერე.. ასე უბრალოდ.. გინდა ჩემთნ ყოფნა? -სიტყვები ერეოდა ერთმანეთში. -დანახვის დღიდან მინდა შენთნ ყოფნა.!-სახეზე ხელები მოვხვიე და ნანატ ტუჩებს უკვე ყველა უფლებით მივეტანე და ნაზად დავუკოცნე.-ეს ტუჩები კი ჩემია. -ბაგეებთნ მქონდა სახე და ისე ვსაუბრობდი, აშკარად ვერ გაეგო რას ვამბობდი. -ეხლა გამოფხიზლდი და გამოდი. ყველაფერს აგიხსნი.! -საშხაპედან გამოვედი. სველი ტასაცმელი მოვიშორე. სავარძელზე მისი მაისურით მოკალათებული ვიჯექი და ვცქმუტავდი. როგორც იქნა გამოაღწია, წელზე შემოეხვია პირსახოცი და სველ თმას ცალი ხელით უკან იწევდა. ჩემი კაცია ეს? ნუთუ მართლა ჩემია? ეს სხეული, ეს ტუჩები და ეს თვალები მხოლოდ ჩემია? კი რათქმაუნდა უკვე ჩემია! -ჩავიცვამ და მოვალ. -არაფერი მითქვამს უკან გავყევი. -ანა იყო დღეს მოსული.-გაჩერდა.-მითხრა რომ უნდა მომეძებნე და ისევ დამებრუნებინა შენი თვალები.! -ნელა შემობრუნდა.ვლაპარაკობდი და თან მეღმებოდა. -ისიც მითხრა რომ ხელოვნური განაყოფიერება გაიკეთა და შენ მას არ შეხებიხარ.! -სიტყვები წარმოვთქვი და კიდევ უფრო დავრწმუნდი, რომ ეს კაცი ჩემი სიცოცხლე იყო. -ის წავიდა და მე შენთნ გამომიშვა.!-ნელა მისკენ მივიწევდი.-ხოდა ახლა,ყველანაირი უფლება მაქვს შენი მოფერებით დავტკბე.! -ხმას არ იღბდა, თვალები იმდენად უბრწყინავდა, განათება საერთოდ არ იყო საჭრო ოთახის გასანათებლად. ხელები მომხვია და გულზე მიმიკრა. სიტყვები საერთდ არ იყო იმ მომენტში საჭირო. ყველაფერს ვგრძნობდი, ყოველი მისი მოძრაობა ამბობდა სათქმელს. აი გარეთ უკვე ფოიერვერკების ხმა ისმოდა და ახალი წელი მისით დაიწყო. მერე რა მოხდა? მერე იყო ბედნიერებით სავსე დღეები, სიყვარულით და სითბოთი გაჟღენთილი. სულ ცოტახანში დაიწყო ტოქსიკოზი, ყველაფერზე გაბუტვა, ემოციური დღეებიც მქონდა, მუცელი ნელ-ნელა გაიზარდა და ჰოპ, ცხრა თვეში პატარა დემეტრე ლიპარტელიანი დაიბადა . *** ესეც დასასრული ჩემო ტკბილებო.<3 იმედია მოგეწონათ, მოკლედ ახლა ყველაზე მეტად მჭირდება თქვენი შეფასებები.. <3სულ სულ მალე ახალი ისტორიით, ახალი გმირებით და საოცარი სიყვარულით დაგირუნდებით. <3 დიდი მადლოა თქვენ ბოლომდე რომ მომყვებოდით და სტიმულს მაძლევდით თქვენი თბილი კომენტარებით. დროებით ჩემო თბილებო <3 |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.