შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სხვისი არჩეული საქმრო (თავი 10)


27-11-2018, 23:09
ავტორი უნდა ვწერო
ნანახია 3 951

ფიქრები ფიქრებში მიდის, იქვე იყინება... ლტოლვა ძლიერდება, გულის ცემა მატულობს და ჩვენი ტუჩები იმდენად ახლოს არიან ერთმანეთთან, როგორ არასდროს..
მგონი, პირველი ბიჭია, რომელსაც ტუჩსაცხის გემოზე არ აქვს ალერგია...
ისე სასაცილოა, არა ? ამბობენ, საყვარელი ადამიანის ყველაფერი უნდა გიყვარდესო, თავად კი ერთი საწყალი პომადის გემოც ვერ აუტანიათ...
ირაკლი მიყურებს, მიყურებს და მაკვირდება სითბო ჩაღვრილი თვალებით, თუმცა ბევრის მთქმელი ესეც არაა... სანამ შესაფერის სიტუაციაში არ ამოჩნდება ადამიანი, ხომ არ იცის, რაზეა წამსვლელი საყვარელი არსებისთვის, მათ შორისაა ირაკლიც..
მახსენდება ჩემი საყვარელი და თან საძულველი პერსონაჟი ოლგა, ქალმა, რომელმაც საყვარელი მამაკაცის მეგობრის სიცოცხლეს ( რომელიც შემდეგ მეგობარზე მეტი - ძმა აღმოჩნდა ) არჩია მტრისთვის ერთი ღამე გაეზიარებინა..
მალე მწუხრი სრულიად მოდის ჩვენკენ, ბნელდება და მთვარეც ჩნდება ცის კიდეზე.. ორივენი მას ვუყურებთ, ნამგალა მთვარეს.
-ნახევარი სად დაკარგა ? - მეკითხება ირაკლი.
- ნახევრები არსებობენ რო ?
-როგორ არა..
თავს ვაქნევ და ევრიპიდეს ჩემს საყვარელ სიტყვებს ვეუბნები, რომელიც რა ძალით არ ვიცი, მაგრამ ზეპირად დამამახსოვრდა;

"ალბათ არ არის საჭირო, რომ ადამიანებს
ასე უყვარდეთ ერთმანეთი,
სულის სიღრმემდე !
უფრო მსუბუქი უნდა იყოს ეს სიყვარული,
რომ ერთად ყოფნის განშორება არ იყოს მძიმე...
ჩემი ნათქვამი მოისმინე : ზომა იცოდე,
"არაფერი გარდამეტებით "
ბრძენკაცებიც ამას გეტყვიან."

-რა კარგი ხარ ! - ჩემკენ მოიწევს, ხელს მხვევს ნაზად და გულზე მიკრავს. ისე ახლოს ვართ, მისი სუნთქვაც მესმის..
განცდათა მოზღვავებას მძაფრად ვგრძნობ და მეღიმება..
მინდა, ეს წამები გაიყინონ..
დრო საბოლოოდ ერთ ადგილას გაჩერდეს და ბედნიერებაც მეტად გამრავლდება.



***
ცხოვრება რიტმს აჩქარებს. ბევრად სასიამოვნოა, ყველაზე დიდი ბედნიერებაა, როცა შეგიძლია იცხოვრო, ცოტა ხანს მაინც იცხოვრო ისე, როგორც თავად გინდა..
მანანას უკმაყოფილებას თუ არ ჩავთვლი, თავს მშვენივრად ვგრძნობ.
იმდენი დრო მაქვს ორ დღეში როქაბიძის „გველისპერანგს“, „ ჩაკლულ სულს“ და ორ პიესას „ლამარასა“ და „ლონდას“ ბოლომდე ვამთავრებ..
ვგრძნობ, რომ აქამდე ძალიან უაზროდ ვცხოვროვდი..
სულაც არაა უბედური ის, ვინც საღამოს პლედმოხვეული კითხულობს რაიმე საყვარელ ნაწარმოებს, ხოლო ბედნიერი ის, ვინც კლუბებში ათენებს, დილას კი ვიღაცის სახლიდან გამოკუნკულდება, ან უბრალოდ კლუბიდან გამოსული „ტაქსის“ ძლივს გააჩერებს და სახლში მისულს მთელი დღე ეძინება..
ცხოვრების აზრი ძალაში გამოიხატება, იმ ძალაში, რომელსაც ადამიანი ფლობს მასთან საბრძოლველად. მშვენიერია არსებობა, როცა საკუთარი თავი გეკუთვნის და შეგიძლია, სრულიად აკონტროლო საკუთარი თავის უფლებანი.
ბედნიერებას არ განსაზღვრავს არც პალკოვნილ ბიჭთა ოდენობა და არც იმ გოგოთა სია, ვისთანაც გაატარე ღამე, მიუხედავად მათი დიდი მრავალფეროვნებისა, მაგრამ, სამწუხაროდ, ადამიანებს არასწორად ესმით, შესაძლოა არც ესმით, ცხოვრების არსი.. საწყისთან, ღმერთთან, დაბრუნება როდი ნიშნავს პირველყოფილად ნატურალიზაციას ?!
და მეც უბრალოდ ვცხოვრობ...
ირაკლისთან ურთიერთობაც მიდის, ხდება სასიამოვნო უსიამოვნოც და დროც გადის..
ქვეყანა ეგუება ახალ პრეზიდენტს. ზოგი იქით გაიძახის, „გაყალბებას აქვს ადგილიო“ ზოგიც აქეც, მაგრამ, როგორც ხდება ხოლმე, ადამიანი კარგსაც მარტივად ეჩვევა და ცუდსაც; ალბათ სწორედ ამიტომ ჰქვია ა - და - მი - ა - ნი ! დიახ, ადამიანი ეს საოცარი, ერთობ მარტივი და თან რთული სიტყვა...

***
გველს ვჭამთ მე და ირაკლი, მასთან, ბუხრის წინ არსებულ პატარა მაგიდაზე, აღმოსავლელების მსგავსად ფეხმორთხმით ვსხედვართ ბალიშებზე, თან ერთმანეთს თვალებით ვესაუბრებით, ხმას არ ვიღებთ, არც ერთ გვაქვს ამ იდილიაში მატერიების შეჭრის სურვილი; ისეთი განცდა გვაქვს, თითქოს გველის ჭამით სიბრნეს ვეზიარებით, მაგრამ ეს რას ნიშნავს ჯერ არც ერთს არ გვიფიქრია.

-გახსოვს ალი ? როგორ ეშინოდა, მუსლიმობა არ დაეკარგა ევროპული ცხოვრებით .. - ვეკითხები ირაკლის.
-ანუ ჩვენ ასე ჩვენს რწმენას ვკარგავთ ? - ეცინება.
-არა, ირაკლი... - მეც ვერ ვიკავებ სიცილს.
-იცი, რა მოხდა ჩემს ცხოვრებაში ყველაზე საინტერესო ? - მეკითხება პაუზის შემდგომ.
- ? - ცეცხლის სითბო ლოყებიდან ფიქრებშიც გადმომდის.
-შენ, ლენ ! შენ ! - აღტაცებით მეუბნება და ისე მიყურებს, როგორც არავის არასდროს შემოუხედავს ჩემთვის, შემდეგ გველებს ხელებით შორდება და ჩემი სახის კიდეებზე აჩერებს.
მისი შეხება მწვავს. ლამისაა ტავბრუ დამესხას.
ვგრძნობ, ორმაგად ვიფერფლები...
ბუხარს ვშორდებით და ორმაგად დამწვარნი პატარა საძინებელი ოთახისკენ მივდივართ. ქოხის კუთხეში ერთი საშუალო ზომის საწოლი დგას, რომელიც გვიწევს გავშალოთ და რამენაირად დავეტიოთ.
-მეზარება, გაშალე, რა... - ვთვოვ ირაკლის, ისიც მთანხმდება.
სადაც სიყვარულია, იქ სტერეოტიპებიც ქრება, მაგალითად, იმისა, რომ მამაკაცი ე. წ ქალურ საქმეებში არ უნდა ჩაერთოს.


***
უკვე თბილისში ვარ.. რამდენიმე დღიან დასვენებას ჩემზე საოცრად უმოქმედია. ვინაიდან დღეს მთელი დღე მუშაობს ირაკლი, გოგოებთან ერთად ბარში მივდივარ. ხმაურიანი გართობაც მომნატრებია.
„ზომიერებაა ყველაფერში საჭირო“ - მეფიქრება, როდესაც „ტაქსის“ ვაჩერებთ.

სასმელი მახურებს, სულ მცირეს ვსვავ, მაგრამ მაინც... ეტყობა, გადავეჩვიე, რაც მახარებს კიდეც.. ვცდილობ, შევაფასო არსებული სიტუაცია, ფიქრებში წასვლას ვცდილობ, როცა ზურგზე შეხებას ვგრძნობ და ვკრთები.
უცნობი ცეკვას მთხოვს, სახე არ უჩანს, მასკით აქვს დაფარული, ინერციით მიყვები საცეკვაოდ, თითქოს რაღაც ნაცნობ და თან შეუცნობელ ენერგიას ვგრძნობ.
-რა ლამაზი ხარ, თან მაცდური - დაბალი და უცნაური ხმით ყურთან ახლოს მადებს პირს და ისე მეუბნება. მე კი უბრალოდ არ მაქვს რეაქცია, უფრო სწორედ, მაქვს, მაგრამ ვცდილობ, არ გამოვხატო; ძალიან დაბნეული ვარ.
ცოტა ხანში გარეთ გავდივართ. კონკიას ერთ - ერთი ეკრანიზანიიდან მახსენდება მონაკვეთი, ოღონდ ჩვენს შემთხვევაში როლები შეცვლილია.
უცებ მოულოდნელი რამ ხდება. ჩემი მეწყვილე იხსნის მასკას, ჩემს წინ ირაკლი ჩნდება... გაცნობიერების გარეშე სიცილი მივარდება. მსგავს რამეს ნამდვილად არ ველოდები. ლამისაა ჩავბჟირდე.
-ლეეეეეეენ - სერიოზული სახით მიყურებს.
-ჯანდაბა ! აბა, ვმუშაობო ?
-სიუპრიზი გაგიკეთე - გულში მიკრავს. მეც იმის მაგივრად რომ ვეჩხუბო, თავზე დავამხო ყველაფერი, არ ვეწინააღმდეგები და კისერზე ხელებს ვხვევ.
მალევე იქაურობასაც ვტოვებთ.
-ჰო არ დაგილევია ? - ვეკითხები ირაკლის სრული სერიოზულობით, ვინაიდან საჭესთან დაჯდომას აპირებს.
-არა - სერიოზულობითვე მპასუხობს და მანქანას ძრავს.
წამიერად წერტილს ვწყდებით. არ ვიცი, სად მივდივართ, არც ვკითხულობ. მხოლოდ მას შემდეგ, რაც ვაფიქსირებ, დიდი დროა გასული, ვეკითხები :
-ჰომ არ მიტაცებ ?
პასუხად სიცილი უტყდება, მეც ვყვები, შემდეგ კი უბრალოდ ხედით ვტკბები. ვაცადო სიუპრიზის გაკეთება.


თვალებს ვახელ, შემდეგ კი მართ დაჯერებას სრულიად ვწყვეტ. სწორედ იმას ვხედავ, რაზეც ძალიან ხშირად მიოცნებია განცხადებულად თუ არა, გულის კუნჭულში მაინც..
ეს ის რომანტიკაა, რომელიც ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავდა ...
ირაკლი აგრძელებს ჩემს გაოცებებს..
ალბათ თვალებიდან ნაპერწკლები მცვივა, ან რაიმე უფრო მძაფრი.. შორიდან მაკვირდება და ეღიმება..
საკურები ფიანდაზად მოფენილა.. მოშორებით საკეა, რომლის გასინჯვაც დიდი ხნის წინაც მინდოდა.. უფრო მოშორებით კი ბამბუკის საწოლის მსგავსი რაღაც მოსჩანს..
ჩემი ძველი უკამყოფილება მახსენდება, უკმაყოფილება იმაზე, რომ პირველი ბედნიერი წუთები არარომანტიკულად გავფანტე... შემდეგ რობაქიძის სიტყვები ჩამესმის :
"გული მარტოა ყოველთვის.
თუ სიყვარულით არის გამთბარი ?! მაშინ გული შიშია მარტო : არ გასქდეს მეორე გული. თუ დაშორებულია ამ გულს ?! მაშინ გული სევდაა მარტო."

ოფლის მასხამს, შემდეგ კი საშინლად მბურძგლავს...
თითქოს მეშინია, მეშინია, მეშინია მოსალოდნელი სასიამოვნო ბურუსის, მეშინია უსიამოვნოდ არ იქცეს და გრძნობათა ძაფებში არ დავიქსაქსო.
ნელ-ნელა მიახლოვდება.. გრძნობს, რომ ძალიან ვღელავ. უცნაურად მაკვირდება. ღიმილის მისაჩქმალად მეხვევა.
მისი გახშირებული სუნთქვა ახლა უკვე მესმის...
____
ამ შაბათ- კვირას ისევ დავდებ. ხშირ - ხშირად ფიზიკურად ვერ ვდებ, პლუს ახლა ისეთი თავებია, ფიქრი მჭირდება.
მადლობა, რომ ჩემთან ხართ.
მიყვარხართ ! heart_eyes heart_eyes



№1  offline მოდერი ტკბილიწიწაკა

მიხარიხარ! ♥️♥️♥️

 


№2  offline ადმინი უნდა ვწერო

ტკბილიწიწაკა
მიხარიხარ! ♥️♥️♥️

heart_eyes heart_eyes

 


№3  offline წევრი თათი

ვაიმე რაღაც განსხვავებული ხარ. ეს ბოლო ორი თავი მომეწონა. წარმატებები.

 


№4  offline ადმინი უნდა ვწერო

თათი
ვაიმე რაღაც განსხვავებული ხარ. ეს ბოლო ორი თავი მომეწონა. წარმატებები.

დიიდიი მადლობა heart_eyes heart_eyes

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent