შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

თვალი არ მომაშორო.! (თავი 1)


28-11-2018, 23:52
ავტორი Phoenix..
ნანახია 11 577

მისი ცხოვრება იქიდან იწყება საიდანაც დასრულლდა. ალბათ იკითხავთ დასასრული როგორ შეიძლება იყოს რამის დასაწყისიო მაგრამ, ეს ამბავი ხომ ელენე ანდრეაძეს ეხება.
შემოდგომის ერთ ნათელ დღეს თვალები რომ გაახილა, მაშნ გაახსენდა როგორი მნიშვნელოვანი დღე დგებოდა მის ცხოვრებაში, წამით გაჩერდა. გული ისე უცემდა ლამის საგულედან ამოუვარდა. დღეს მისი ქორწილია, ისეთი ბედნიერია.. ის ერთადერთი იპოვა თან ასე მალე, ზოგო მთელ ცხოვრებას რომ ანდომებს მის ძებმნას და ხანდახან ვერც პოულობენ. საწოლიდან სწრაფად წამოდგა, თეთრი ხალათ მოიცვა და ოთახიდან სიხარულით გავარდა.
-ბებოო..-მის ფუმფულა ბებოს ეძახდა. ქალბატონმა ელენამ გაზარდა ეს მშვენიერი არსება..
-მოდი ბებოს გახარებავ. -სამზარეულოდან გამოიხედა. სიცილით შევიდა, ხელები ჩაჭიდა და წრეზე დაიწყო ხტუნვა..
-ბებოო გიფრინდება შენი შვილიშვილი..-კისკისებდა, ღმერთო რა ბედნიერი იყო რომ იცოდეთ იმ წამს ანდრეაძეების ქალიშვილი..
-ჩემი მზეე. -დაუკოცანა მოცინარი სახე.-მიდი სააბაზანოში შედი მალე მოვლენ ხალხი და მოგამზადებენ. დაგვიანება არ გვინდა.- პატარძალმაც მაშინვე შეასრულა ყველაფერი. ალბათ გაინტერესეთ სად არიან მისი მშობლები. ბატონი ნიკოლოზი და მისი მეუღლე ქალბატონი თაკო საზღვარგარეთ გერმანიაში ცხოვრობენ. გული ეკუმშება დედას, ერთადერთი შვილის ამ ბედნიერ დღეს მის გვერდით რომ არაა.. მაგრამ რას იზამენ, ახალგაზრდებმა ვერ მოითმინეს, არ დაელოდნენ მშობლებს. „მეორე ქორწილს გავაკეთებთ თქენ რომ ჩამოხვალთ“ მუდამ ასე ამშვიდებდა მონატრებულ დედ-მამას. სახლი გაივსო ხალხით. პატარძალს ალამაზებდნენ, არაა ისედაც ლამაზი არის ჩვენი ელენა ..!
-ნეტა გიყურებდეს დედაშენი.. -თვალცრემლიანი იდგა უფროსი ელენა და გულში შვილიშვილს ლოცავდა.
-ვაიმე ბებო არ გადამრიო, არ იტირო.! მაკიაჟი გაგიფუჭდება, შენ კიდე დღეს უნდა ანათებდე. -სიცილით გახედა ქალს. -აი ჩემი ტელეფონია, დედა რეკავ. ხო დეე.-თვალი ჩართო, ტელეფონი ოდნავ გაწია და დაენახა..
-დედას მზეო.! -ბოლომდე აკონტროლებდა თაკო ხმას. არ უნდოდა ეგრძნო შვილს როგორ დარდობა ახლა მასთან რომ არ იყო.!
-დეე მამა სად არის? -ნესტოები აეწვა დედოფალს ცრემლებიც მოადგა, მაგრამ რა დროს ცრემლები იყო.
-აქა დე, გიყურებს. -თვალი ოდნავ შეაბრუნა და მისი მამიკოც დაანახა.. კაცი დადუმებული იდგა და შორიდან ადევნებდა თვალს პატარძალს. ღმერთმა იცის რა ხდეოდა კაცის გულში იმ მომენტში. როგორ ადანაშაულებდა მის თავს. როგორ წაართვა ბედნიერება მეუღლეს და მის თავს ამ მომენტში იქ რომ არ იყვნენ..
-დე , მა წავედი კაბა უნდა ჩავიცვა, თან მალე ნიკაც მოვა და მზად ხომ უნდა დავხვდე. მიყვარხართ. კიდევ დაგირეკავთ სანამ ტაძარში წავალთ. -აღელვებით საუბრობდა.
-მიდი ჩემო ფერია. გვიყვარხარ..-კოცნა გაუგზზავნეს მიხუტებულმა წყვილმა და ტელეფონი გათიშეს.კაბაც უკვე მორგეული ჰქონდა მისი საუკეთესო ნაწილები რომ მოვიდნენ.
-ვაიმეე რა ლამაზები ხართ.-ორივეს ერთად მოეხვია და ხტუნვა განაგრძეს.
-ვაიმეე ელე რა ლამაზი ხარ. ნიკა გაგიგიჟდება ასე რომ გნახავს. -სამივე კისკისებდა. ისევ კარებზე იყვნენ.
-ლაშა შემოდი, ნიკა სადაა? -აციმციმებული თვვალებით ახედა ბიჭის მეჯვარეს.
-ელე დაბლაა, გელოდება. -გაღიმებულ ელენეს თვალებში ვერ უყურებდა.
-და დაბლა რატომ მელოდება?- ხმა კი დაუსერიოზულდა მაგრამ ღიმილს მაიცნ არ იშორებდა. ჯერ ქეთას გახედა შემდეგ ნინას, თაიგული გოგონებს მიაჩეჩა. ორივე ხელით დიდი თეთრი კაბა აწია და კიბეებზე მოწყვეტით დაეშვა.. გარეთ გასულს ნიკა მანქანაში დახვდა, კარები გაეღო, მძღოლის მხარეს ზის და სიგარეტს ეწევა.
-ნიკაა.-კაბა ჩამოუშვა და მიუახლოვდა, წამებში გადმოვიდა მანქანიდან.
-ელე რა ლამაზი ხარ.-სიგარეტი მოისროლა და პატარძალს მიუახლოვდა. ქალბატონს გული ისე უძგერდა ხმაც კი ესმოდა. ეშინიაა, ძალიან ეშინია მისი სიტყვების. ეშინია ჯერ არ დამდგარი უბედურების.
-ასე რატომ გაცვივა.?-ნიკაპი აუკანკალდა და საქმრო აათვალიერა.
-ამას ვერ შევძლებ..-სიტყების თქმა და ელენეს ცრემლებად დაღვრა ერთი იყო. ატირდა..-ამ პასუხისმგებლობას ვერ ავიღებ თავზე, ჯერ არც ვმუშაობ..
-გაჩუმდი გთხოვ..!-ყურებზე ხელი აიფარა.
-ელენე მომისმინე. სამედიცინოს მეორე კურსზე ვარ. არ მინდა ამდენი შრომა წყალში ჩავყარო.. -არ წყვეს ნიკა ლაპარაკს.
-გეყოო..-ცხოვრებაში ხმა რომ არ აუწევია. აი ახლა ისე იყვირა მტრედები აფრინდნენ და გაეცალეს საომარ ადგილს.. -არაკაცი ხარ. , ამ დღეს ელოდი? მე დაგაძალე? შენ არ მოეთრიე ჩემთან..? თუ მაინდამაინც ასე უნდა დაგემცირებინე?-ხელებს გულ-მკერდზე ურტყავს და საშინელი ხმით ტირის. -მეზიზღები... ოხ როგორ მძულხარ რომ იცოდე.. -ჩახლეჩილი ხმით დაეცა ასფალტძე და თეთრი კაბა სულ დასვარა. ნიკა გაიწია მის ასაყენებლად. -შეხება არ გაედო..-როგორ შეუძლია ამ გოგოს, ასეთი ამბის მერე ასე შეცვლილი ხმით საუბარი. ნელა წამოდგა. გარემოს დააკვირდა, მეზოელი შენიშნა ფანჯრიდან რომ აკვირდებოდა სიტუაცის. ბიჭი გაბრაზებული დასცქეროდა ეზოში მომხდარ ამბავს. შენიშნა თუ არა რომ დაინახეს მაშინვე ფარდა გადაწია და ისიც გაქრა... ცრემლების ნაკადი არ წყდებოდა ანდრიაძის სახეზე, ლოყეს უსველებდა და ისე მიედინეოდა მოშიშვლებულ ყელზე., ბოლოს კი მკერდთან უჩინარდებოდა.. გაიღიმა და სახლში დაბრუნდა. სკამებზე ისხდნენ სუ ყველა და ელოდებოდნენ ახალ ამბავს. ოთახს თვალი მოავლო, ფატა მოიგლიჯა და საძნებელში შევიდა. გოგონები უკან გაყვენენ.
-ეს კაბა მომაშორეთ!-დაიყვაირა. სუროსავით უჭერდა და ლამის სული შეეხუთა. ზურგით დაუდგა. საკუთარი სხეული შიშველი რომ დაიგულა კაბას ხელი მოჰკიდა და ფანჯარას მიუახლოვდა. საქმრო ისევ ეზოში იდგა, გამოაღო..
-კარგად შეინახე. უყურე და გაიხსენე რამდენად არაკაცი ხარ.!-დაუყვირა და ულამაზესი თეთრი ნაჭერი მოიფრიალა. მეგობრებს მოუბრუნდა.
-მარტო მინდა ყოფნა..-ისევ ხალათით დაფარა სხეული.
-ელე..
-არაფერი არ მომივა, იმ ნაიჭვირს გამო თავს არ მოვიკლავ..-გაუღმა და გააცილა.. სახლში მარტო ის და მტირალი ბებო დარჩნენ.. მიუახლოვდა და ჩაიმუხლა მის ფეხეთან. ქალს ულამაზესი თვალები დარდით ჰქფონდა სავსე.ობოლი ბავშვივით იჯდა სკამზე თავდახრილი.
-ბე შემომხედე..-წყლით სავსე თვალებით ახედა და მუდარით უთხრა.
-შენ მოგიკვდეს შენი ბებო..-დაბერებულ თითეს იმტვრევდა..
-არ იტირო! მადლობა ღმერთს მომაშორა ეს არაკაცი.. -ქალმა ძლივს შეხედა.. საკუთარ გაზრდილ გოგოს ვეღარ სცნობდა. სადღაც გამქრალიყო ის ლამაზი, ნაზი და საოცრად კეთილი გოგონა, რომელსაც სიკეთის გარდა არაფერი იცოდა. ახლა მის გვერდით იდგა ქალი. გულ ნატკენი, საშიში ქალი. მისი თვალეში სიცივე ჩამდგარიყო და ის მწვანე თვალები ჭაობისფერი გამხდარა. -აღარ იტირო.!-ხმაც კი შეცვლოდა. მოხუცმა ხმა ვერ ამოიღო, ტელეფონიც აწკრიალდა..-შენი შვილია. დაელაპარაკე და ყველაფერი უთხარი. მე არ მაქვს თავი.. -წამოდგა ტელეფონი მიაჩეჩა..-დღეს ჩემ ოთხს არავინ გაეკაროს. -ამ ქალს რას ერჩოდა.? ოთახში შევიდა და კარები ხმაურით დაკეტა.გაშეშებული იჯდა საწოლის დაბლა. გული ტკიოდა, უცნაურად და ძლიერ ტკიოდა. როგორ შეცდა! როგორ ვერ მიხვდა ვის იყვარებდა. მხდალს, ლაჩარს.! არადა სრულიად სხვა ეგონა. სიმწრისგან გაეცინა.
-არაუშავრს ელენე.!-სარკესთან დადგა და მაშინ შეამჩნია როგორი ძლიერი ყოფილა. წარბები გაისწორა,აწითლებული თვალები მოისრისა, საკუთრ თავს თვალებში ჩახედა. -ამის მერე გეცოდინება..! -მკაცრად გააფრთხილა ანარეკლი. ფარდები ჩამოაფარა და საწოლში შეწვა, არადა დილით აქედან რა ბედნიერი ადგა. რა არის ცხოვრება? რას უნდა ველოდოთ მისგა? ან ნეტა ბედი რას გვიმზადებს. როგორი ამოუცნობია.! თვალები მაგრად დახუჭა, გულის სიღრმეში უნდოდა.. ძალიან უნდოდა ეს დღე ერთი კოშმარი ყოფილიყო და თვალები გაეხილა.. გაახილა მაგრამ ისევ მწარე რეალობაში დაბრუნდა.!
ასე ოთახში გამოკეტილმა გაატარა რამდენიმე დღე. ბოლოს როგორც იქნა გამოვიდა და ბებოს ჩაეხუტა.
-ბე მშია ძალია..-ქალი დაკვირვებით უყურედა. გაოცებული ათვალიერებდა და წამით ამაყობდა ასეთი ძლიერი ქალი რომ აღმოჩნდა მისი შვილშვილი. იცოდა მარტო დარჩენილი როგორ იტანჯებოდა მაგრამ ამას რომ არ იმჩნდევდა ეს აკვირვებდა.
-ეხლავე ბებო. რა გაჭამო აბა მითხაარი.?-შუბლზე აკოცა ქალმა.
-შენ რომ მიწვავ კარტოფილს ისე შემიწვი რაა. -ტელეფონში იყურებოდა.
-ახლავე.-ქალი მაშინვე დატრიალდა, ელენამ ნომერი აკრიფა და ყურთან მიიტანა. რამდენიმე ზუმერი და დაქალის ხმაც გაიგო..
-ელეე.-გახარებული სჩანდა მისი ზარით.
-ქეთუ ნინას დაურეკე და ამოდით ჩემთან. -უემოციოდ ლაპარაკოდა და თითებს აყოლებდა მაგიდის გადასაფარეელზე არსებულ ორნამენტეს.
-კაი.ამოვიტანოთ რამე??
-კიი ბროწეულის წვენი, ოღონდ რაც შეიძლება მეტი..ხოდა ტკბილეულებიც.. -ლეპტოპს მიუჯდა და ამდენი ხნის მერე სოციალურ ქსელში შევიდა. გაეღიმა ასამდე შეტყობინება რომ დახვდა.
-რამდენს გახარებია ჩემი უბედურება..-თავისთვის ჩაილაპარაკა.მაშინვე მოიშორა ტექნიკა და ბებოსთან სამზარეულოში დაბრუნდა.
-ბებო რამე ხომ არ გაგიკეთო კიდე?
-რაო ჩემებმა. ?-შეპარვით იკითხა.
-გაგიჯებულია მამაშენი.. ძლივს დაამშვიდა თაკომ, ჩამოსვლა უნდოდა. რო ჩამოსულიყო ხომ იცი სულ გაუფუჭდება საქმე.
-ვიცი, ხოდა ბებო მე რაღაც გადავწყვიტე..
-რაო აბა ბე..-სკამო გამოსწოა და გვერდით მიუჯდა.
-უნდა წავიდე..-ქალისთვის არ შეუხედავს ისე თქვა.
-სად ბებო?-ნერვიულობა შეეტყო.
-მათთან უნდა წავიდე.სწავლას იქ გავაგრძელებ.. უნივერსიტეტში ვერ დავბრუნდები..
-კაი ბებო, როგორც შენ გინდა ისე იყოს.-წამოდგა აწითლებული ლოყები დაუკოცნა და თმები გადაუწია სახიდან..-ბებო ჩემთვის მთავარია შენ იყო კარგად. ხოდა თუ ასსე სჯობს შენთვის წადი. ჩემზე არ იჯავრო..-პასუხად მხოლოდ გაუღიმა და კარებისკენ წავიდა.. მოუთმენლად რეკავდა ზარს ვიღაც..
-მოგვენატრე..-ორივე ერთად ჩაეხუტა ანდრიაძეს.
-მეც.-ხელები მოხვია. კარები მიკეტა და სამზარეულოში შევიდნენ..
-ელენე ბებო როგორ ხართ? აუუ ჩვენ საყვარელ კარტოფილს წვავთ??-გაზქურასთან მივიდა ქეთა..
-ბებო გენაცვალოთ თქვენ.. -ჩაკოცნა გოგოები. მაგიდა გააწყო და თვითონ ოთახში შევიდა.
-აბა რა ხდება?-შეატყო მოუსვენრად იყვენ მისი მეგობრები და მისცა საშვალება ელაპარაკათ.
-ნიკა სცემეს. -ნინამ ხმადაბლა თქვა.
- ჰოო??-წარბები მაღლა აზიდა.
-ჰო.
-მერე მოკვდა?-სიცივე ჭარბობდა ხმაში.
-არა..-ქეთამ თქვა და წვენი ჭიქაში ჩამოასხა.
-ჰო ცუდია.! -მეგობრის ჭიქა აიღო და წვენი ბოლომდე გამოცალა.. -მოკლედ მე ამ დღეებში მოვაგვარებ უნივერსიტეტში საქმეებს და გერმანიში დედასთან და მამასთან მივდივარ..ორივე დასერიოზულდა, რათქმაუნდა საერთოდ არ უნდოდათ მეგობრის გაშვება მაგრამ, იმასაც ხვდებოდნენ რომ აქ უარესად იქნებოდა. ის საღამო ერთად გაატარეს გოგონემა. დღის ბოლოს მაგრად ჩაეხუტნენ ერთმანეთს და მარტო დატოვეს ელენე სახლში.
-დედა..-ზარს უპასუხა თუ არა აღელვებულმა დაუძახა.
-ჩემო თბილო გისმენ დე..
-თქვენთან უნდა ჩამოვიდე აუცილებლად. მანდ გავაგრძელე სწავლას.
-ჩამოდი დედას სიცოცხლე. კალთას უნდა გამოგიბა რომ ასე აღარავინ გატკინოს..
-დედა..-მკაცრად თქვა.
-ჩემი შვილი ხარ შენ.! -არ დააცადა ლაპარაკი.
-გთხოვ რომ ჩამოვალ მერე ვილაპარაკოთ მაგაზე, ახლა ეგ ის თემაა რომელიც არ მინდა გავიხსენო. წავედი , ელენეს წამალი უნდა ვუყიდო..
-ცუდად არის?
-წნევა აქვს ოდნავ მაღალი და დაუმთავრდა წამალი.
-კაი დე, ბილეთს აქ გიყიდი. გკოცნი.-არაფერი უთქვამს გათიშა. თბილი ჟაკეტი მოიცვა და დაბლა ჩავიდა. გარეთ გასულს მეზობლების მზერა არ გამოპარვია..
-ელენე..ელენე..-ტიქტიკა ხმა მოესმა ზურგს უკან..
-ჩემი ლამაზი.-შებრუნდა და პატარა ქალატონი გულში ჩაიკრა.-როგორ ხარ ლამაზო?
-კარგად..-საყვარლად ლაპარაკობდა და ეხუტებოდა.
-გამიშვი ახლა უნდა წავიდე..-შუბლზე აკოცა და გოგონაც მალევე დაუბრუნდა მეგობრებს.. გამთენიისას გააცილეს ბებომ და მეგობრებმა. სამივე თვალცრემლიანი აცილებდა ანდრიაძის ქალს.
-ბებოს მიხედეთ ხო?-მეგობრეს მიუბრუნდა.
-ელენე ბებოზე არ ინერვიულო არ მოვაწყენთ..-დაამშვიდეს და გაუშვეს..
დღეები, კვირები და თვეები ისე გადიოდა ვერ ხვდებოდა. ტკივილს არ გეავლო მაგრამ მასთან ერთად ცხოვრება ისწავლა, დრო ტკივილთან ერთად ცხოვრებას ასწავლიდა. მერე იყო დიდი ტკივილი მისი ბებო დაკარგა. მისი ტკბილი და თბილი ბებო დაკარგა და თან ისე რომ ბოლო წუთებში მასთან არ იყო. ტირილით უყვებოდნენ ნინა და ქეთა დაბარებულ სიტყვებს.
„უთხარით, რომ არ იდარდოს, ცხოვრება ისევ ლაღად გააგრძელოს. ღმერთი დიდია.! უთხარით, რომ მის ბებოს ძალიან უყვარს და ზევიდან ვილოცებ მასზე.“ სიტყბის მოსმენა უფრო გაუჭირდა. ბოლო გზაზე გააცილა და კვლავ დატოვა ეს საშინელი ქალაქი, ქალქი სადაც უკვე ორი სიყვარული დაკარგა. წლები გავიდა, თან ძალიან სწრაფად. აღარ იყო 20 წლის ელენე, პატარა ნაზი გოგონა, ახლა შეუპოვარი და საკუთარი წარმატეისთვის ყვეაფრის გამკეთებელი, მებრძოლი ახალგაზრდა ქალი გამხდარა. სახის ნაკვთებიც როგორ დახვეწია, საერთოდ აღარ არსებობდა იმ გოგონას კვალი მასში. 25 წლის ძლიერი ქალი დაბრუნდა სამშობლოში და ძველ სახლს მიადგა. იქ მისულს მხოლოდ ბებო გაახსენდა, თითქოს თვალებში ცრემლმა გაიბრწყინა მაგრმ, არა რაღაც გვეშლება.! ელენა ანდრიაძე არასდროს ტირის.

***
აი დავბრუნდი ჩემო თბილებო ახალი ისტორიით. არ მეგონა ასე მალე თუ მომაკითხავდა მუზა..<3 იმედია დაგაინტერესებთ და ისევ ჩემი მკითხველები იქნეით. <3 აბა ველი შეფასებებ.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent