შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ახალი წლის არომატი


3-12-2016, 18:02
ავტორი პიკალი
ნანახია 2 036

10, 9, 8 , 7, 6, 5, 4, 3, 2, 1………………
ყურები მიგუბდება... გული საგულედან ამოხტომას ლამობს.... წამები წამებს ენაცვლებიან, მე კი ისევ გაცრეცილ სავარძელში ვზივარ და ბრაზისგან ვმძვინვარებ. ჯერ კიდევ ამ დროს 2011-ში ,ბებოს უსულო სხეულს დავტიროდი. ახალმა წელმა სევდის, ტკივილის , დაჟანგებული რკინის და მიცვალებულთა ბალზამის არომატი დამიტოვა, რომელიც არამგონია ოდესმე მოშორდეს ჩემს სახლს. ახლა ვზივარ და მოკისკისე ხალხს შევყურებ. მინდა სათითაოდ გამოვლანძღო, რომ ყველამ დაივიწყა. მტკივა, გული გაუსაძლისად მტკივა. არ შეიძლება ყველაზე საყვარელი ხალხი გვტოვებდეს.
მინდა საპნის ბუშტი ვიყო რომელიც ზოგს თვალებს სწვავს, ზოგს კი უბრალოდ სახეზე ბედნიერების ღიმილს ჰგვრის.ან სულაც ბაბუაწვერა, რომელიც ერთ დღეზე მეტს ვერ ძლებს და სიამით შეიგრძნობს მიწიურ კმაყოფას. რისი არომატი აქვს ახალ წელს? ალბათ ბებოსი . მოხუცებულობის და ყავისფერი ლაქების არომატი. განა ყველა ბედნიერია ახალ წელს? არამც და არამც.ქუჩაში დავდიოდი .მიუხედავ იმისა,რომ ახალი წელი კარს მოგვდგომია, ბევრი დადის თვალებში გუბეებჩამდგარი. ერთდერთი ახალი წელი გოზინაყის გამო მიხარია . ისიც იმიტომ, რომ ჩემს ბებიკოს უყვარდა. ღიმილით მახსენდება, ყოველ ახალ წელს,რომ გაუჩენელი ნივთები ჩნდებოდა ჩვენს სახლში. მაგალითად:ყვითელი მზესუმზირები. ყველას ეგონა , რომ ლამაზად მორთული ნაძვის ხის გერდით, ლამაზი მზესუმზირები , მზის ყვავილის სიმბოლო იყო... მათ დღემდე არ იციან , რომ მზესუმზირა მთვარის ყვავილია, რომელმაც , სიბნელიდან გამოქცეული მწერები გულზე მიიკედლა.
ყველა მეუბნება , რომ ახალ წელს ფიჭვის ,შემწვარი გოჭის და თოვლის არომატი აქვს. თუმცა მე იმ დღის მერე აღარაფერი მიგრძვნია, მძაფრი ბალზამისა და ხის კუბოს არომატის მეტი. და რა არის ახალი წელი, რომ იგი ბედნიერების არომატით იყოს გაჟღენთილი? ნეტა ვინ დააწესა , რომ ეს დღე რაღაც განსაკუთრებული უნდა იყოს? ეს უბრალოდ ჩვეულებრივი 24 საათია,საიდანაც ახალი კალენდრის ათვლა იწყება, მეტი ხომ არაფერი? უბრალოდ ზარმაც ხალხს დაეზარათ მუდმივი წელთაღრიცხვა შეექმნათ , რაღაც პატარა კალენდარი დააწესეს და თითქმის ყოველთვის იმეორებენ....
ბოლო წლებია ახალი წელი ჩემთვის სულიერი ტკივილით იწყება. დრო ყოველთვის ვერ კურნავს, ვერ გვაჩვევს. ხანდახან გგონია ,რომ ვეღარ გაუძლებ, ვერც ბედნიერად აჩვენებ ხალხს თავს. პირველი იანვრის დილა ტაძარში სანთლის დანთებით იწყება. მაშინ, როდესაც მთელი სანათესაო მზადაა, წავიდეს სამხიარულოდ. რა დამავიწყებს იმ ღამეს,(პირველის თხუთმეტი წუთი იყო) როდესაც დედა შემოვიდა ოთახში და თავი გადააქნია. მაშინ ჯერ კიდევ პატარა ვიყავი და მეტკინა , სულის შეძვრამდე მეტკინა. გარეთ ფეიერვერკის ხმა ისმოდა სახლში გამეფებულ სიჩუმეს კი, ჩვენი მწარე გმინვა არღვევდა.... ყველა ბედნიერი არ არის ახალწელს. ყველასთვის ბედნიერების არომატი არ აქვს იმ ღამეს. ზოგისთვის ტკივილიანია, საოცრად ტკივილიანი რომელსაც მლაში ცრემლების, სიკვდილის არომატი აქვს.....
ამბობენ ახალ წელს ოცნებები ხდებაო. მხოლოდ ერთს ვითხოვ: ჩემს ახალწელს ისევ დაუბრუნდეს სიცოცხლის სუნი, ბედნიერების არომატი. აღარ მინდა ახალ წელს მამას ტკივილიან თვალებს ვხედავდე, რომელიც იმიტომ ინამება , რომ ოჯახის მატერიალურ სიდუხჭირეს განიცდის. კარგი იქნებოდა ერთმანეთი მაინც გვახსოვდეს. თუნდაც მხოლოდ ახალი წლის საღამოს. არ შეიძლება, ამდენი ადამიანის ახალ წელს ჰქონდეს ცრემლების არომატი. აღარ მინდა რომ ჩემს ახალ წელს ყვითელი „მარშუტკის“ სუნი დაჰკრავდეს. იმ მარშუტკის , რომელიც ოჯახის შემოსავლის წყაროა. მეც მინდა მქონდეს ბედნიერების არომატით გაჯერებული ახალი წელი. რომლის მოსვლაც არათუ ცრემლს, არამედ ბედნიერების ღიმილს მომგვრის..................



№1  offline წევრი Frigga

ძალიან მაგარია ამეტირა ძლიან კარგად წერ წარმატებებს გისურვეებ

 


№2  offline წევრი პიკალი

Vampire
ძალიან მაგარია ამეტირა ძლიან კარგად წერ წარმატებებს გისურვეებ

მადლობა ძალიან დიდი <3 დიდი ხანია ველოდები რომ ვიღაც კომენტარს დამიწერდა და ძალიან გამიხარდა <3 შენც წარმატებები <3 ^_^

 


№3  offline წევრი HeeChul-ah

თქვენი კომენტარი წავიკითხე და მივხვდი, რომ სხვა ავტორმა დაწერა. დავინტერესდი და წავიკითხე თქვენი ისტორია. კარგი ვქენი რომ დავინტერესდი...

ნება მომეცით კომპლიმენტი დაგიბრუნოთ - გულში ჩამწვდომად წერთ და წარმატებებს გისურვებთ •.•
--------------------
Nico nico nii

 


№4  offline წევრი პიკალი

HeeChul-ah
თქვენი კომენტარი წავიკითხე და მივხვდი, რომ სხვა ავტორმა დაწერა. დავინტერესდი და წავიკითხე თქვენი ისტორია. კარგი ვქენი რომ დავინტერესდი...

ნება მომეცით კომპლიმენტი დაგიბრუნოთ - გულში ჩამწვდომად წერთ და წარმატებებს გისურვებთ •.•

ძალიან დიდი მადლობა :* <3 ვერც წარმოიდგენთ როგორ გამახარეთ....<3 <3

 


№5  offline წევრი kakulia

ძალიან ლამაზი ჩანახიატიაა heart_eyes

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent