წარსულის კვალდაკვალ თავი 27
თვალებს არ უჯერებდა თორნიკე.ეგონა სიზმარი იყო და რომ გაახელდა ისე იმ რეალობას დაუბრუნდებოდა.მხარზე ხელის შეხებამ გამოაფხიზლა. -წავალ მე მაიკოს მივეხმარები.მარტო დაგტოვებთ,ბევრი გაქვთ სალაპარაკო.-უთხრა დემეტრემ და ოთახიდან გავიდა. მარტო დარჩნენ.ერთმანეთის პირისპირ. -ახლა შემიძლია შეგეხო და გითხრა ის რასაც ასე ელი.-ცოტა გაჭირვებით უთხრა სოფომ და მისკენ დაიძრა.გამოფხიზლდა მეტრეველი და წამში გაჩნდა მასთან,თავის ძლიერი მკლავები შემოხვია და გულში ჩაიკრა გოგო. -ამაზე მეტად არაფერი გამახარებდა.ამაზე მეტად არაფერი მინდოდა.მადლობა ღმერთო,რომ ჩემი ლოცვა შეისმინე,-ჩურჩულებდა ბიჭი. -დავჯდეთ თორნიკე,ჯერ ამდენი არ შემიძლია,-სთხოვა სოფომ.ნელა მიიყვანა და დივანზე ჩამოსხდნენ. -ჩემო ლამაზო,ჩემო საყვარელო,-ეფერებოდა სახეზე და დაბნეული ლუღლუღებდა. -შენს გამო,შენი სიყვარულის გამო ვარ ახლა ფეხზე,შენ მომეცი ძალა, -არ ილაპარაკო,გთხოვ არ დაიღალო,მე ისიც მყოფნის რომ ვიცი კარგად ხარ.მინდა ასე გიყურო,მინდა ჩაგეხუტო და გიგძნო.იმიტომ რომ ტკივილამდე მენატრებოდი.-ბიჭმა ისევ ხელი მოხვია და გულში ჩაიკრა... -უკაცრავად,-ჩაახველა დემეტრემ და თავზე წამოადგა წყვილს.-ვახშმის დროა. -მოვდივართ,-უპასუხა თორნიკემ და სოფოს წამოდგომაში მიეხმარა. სულ სხვა ხალისი იგრძნობოდა სუფრასთან,სხვანარად მხიარულები იყვნენ ყველა.ასეთ დემეტრეს და სოფოს არ იცნობდა მეტრეველი.ლაღები და ხალისიანები.იუმორით სავსე,ერთმანეთს ეკინკლავებოდნენ,არაფერს უთმობდნენ და მაინც როგორი საყვარლები იყვნენ.როგორი სიყვარული იგრძნობოდა მათ თითოეულ სიტყვაში.. ვახშმის მერე სოფომ ორივე თავის ოთახში დაიბარა... -რა ხდება?რატომ მოგვიყვანე აქ?-იკითხა დემეტრემ. -მნიშვნელოვანი საქმე მაქვს.ხვალ ორივე თბილისში წახვალთ და იმ ბარში მიხვალთ სადაც ის ამბავი მოხდა.კაცების ტუალეტში,პატარა კარადაა,იქ რაღაც დავმალე და ის უნდა წამოიღოთ. -მეხუმრები?თუ აგენტობანას გვეთამაშები? -როცა მოიტან ყველაფერს გაიგებ დემეტრე. -ეგ შემთხვევით ის ნივთმტკიცებები ხომ არაა მაისურაძე რომ ამდენი ხანია ეძებს?-ჰკითხა თორნიკემ სოფომ თავი დაუქნია. -ვინ მაისურაძე?შენ საიდან იცნობ მას?ახლა სულ დავიბენი და თუ არ ამიხსნით რა საერთო გაქვთ იმ გამომძიებელთან,რომელიც ზეზვა ბიძიას საქმეს იძიებდა და ჩვენთან უამრავჯერ იყო დაკითხვაზე,სერიოზულად გავჭედავ ისევ. -სხვათაშორის ზეზვა არაბული და მისი ცოლი იმ დღეს სიკვდილს ჩვენ გადავარჩინეთ.ჩვენს მანქანას დაეჯახა.მეც დავშავდი,ოპერაცია კი ამ ქალბატონმა გამიკეთა და სიკვდილისგან. -ესეგი ეს იყო ის პაციენტი,ვის გამოც ღამეებს ათენებდი საავადმყოფოში?ვისზეც დარდობდი და ჩვენს შეკრებებზე არ მოდიოდი?ვის გამოც გუგას ეჩხუბე? -ყველაფერი სიმართლეა,იმის გარდა,რომ გუგას ვეჩხუბე.მასთან არ შეხვედრის ყველაზე კარგი მიზეზი იყო. -გამაგიჟებ შენ მე,აბა მაშინ რატომ შემაჩერე,როცა თქვენი ამბავი გავიგე და მისი ცემა მინდოდა? -ასე იყო საჭირო. -შენს თამაშს რა მოყვა ხედავ?რომ მოეკალი? -მაგრამ გადავრჩი -ყოველთვის ჯიუტი იყავი და შენი ნათქვამა.არასოდეს უჯერებდი სხვას. ეეჰ,მეტრეველო,რომ იცოდე სად გაყავი თავიი.-გაიცინა დემეტრემ -დემეე,-შეუბღვირა გოგომ -მე მაინც მიყვარს. -ამას რას მოვესწარი,ხმამაღლა აღიარებ რომ ჩემი ბიძაშვილი გიყვარს და მე ამას ურეაქციოდ ვხვდები. -რაღაცეები გამოგეპარა ბექაურო,ახლა უკვე გვიანია.-უპასუხა ბიჭმა. სოფო ჩუმად უყურებდა მათ ბავშვურ კინკლაობას და ეღიმებოდა,თან გული სიხარულით ევსებოდა,მისი ორი უსაყვარლესი მამაკაცი ახლა მის გვერდით იყვნენ და ყველანაირი დაძაბულობა გამქრალიყო მათ შორის. იმ ღამით მათთან დარჩა თორნიკე.აბა სად გაუშვებდნენ?სოფომ მას გულის კარი გაურო და შესაბამისად სახლის კარიც ავტომატუტად ღია იყო მისთვის -დილით ადრიანად წამოვიდნენ თბილისში.დემეტრე ბერდიას უნდა შეხვედროდა.თორნიკე კი ბარში მისულიყო და საბუთები ენახა.არაბულებთან დაშორდნენ ერთმანეთს.შორიდან უყურებდა ბერდია და მისვლას ვერ ბედავდა რომ მეტრეველისთვის შერიგების ხელი გაეწოდებინა,არადა ყველაფერი იცოდა,დემეტრეს უკვე მოეყოლა.მხოლოდ შორიდან აუწია ხელი მისალმების ნიშნად.ბექაური დაემშვიდობა და მანქანიდან გადავიდა.თვალს რომ მოეფარა,მაშინ დაიძრა არაბულისკენ. -ახლა უკვე სულ მასთან ერთად დადიხარ,-გაეცინა ბიჭს. -შეჩ...ა რა ეჭვიანი საყვარელივით მელაპარაკები?მოდი აქ ჩაგეხუტო,შენ მაინც პირველი იქნები,-უპასუხა ბექაურმა და ხელები გაშალა,ერთმანეთს მოეხვივნენ. -წამო სახლში შევიდეთ,იქ ვილაპარაკოთ... ხელიხელგადახვეულები გაუყვნენ გზას მეგობრები.ცოტა ხანში ერთმანეთის პირისპირ ისხდნენ და საუბრობდნენ... -ამას წარმოიდგენდი ბერდო?ადამიანები,რომლებსაც ვებრძოდით,ჩვენი მეკავშირეები არიან?-სინანულით თქვა დემეტრემ. -აბაა,შენ ეგ თქვი.მტერი ყოფილა მოყვარე და მოყვარე მტერი.-სევდა შეერია ხმაში არაბულს.-როგორ შევხედო ჩემს დას თვალებში?როცა მისი საყვარელი ადამიანი კინაღამ მოვკალი?როცა ასე დაუნდობლად მოვექეცი? -არ დაგავიწყდეს მარტო შენ არა,მეც დავაშავე ჩემს დასთან.არ ვარ დარწმუნებული რომ მაპატიებს,მაგრამ ერთი რამ ზუსტად ვიცი,მთელი ცხოვრება რომ ნაწყენი იყოს ჩემზე და არასდროს შემირიგდეს,მაინც გავაკეთებ იმას რაც დავგეგმეთ,იმისთვის რომ ისინი ბედნიერები იყვნენ... -იქნებიან,აი ნახავ,ნამდვილად იქნებიან,მათთვის ვაკეთებთ ამას...ახლა მოყევი რა გაარკვიე? -მოკლედ ოთოს ვუთვალთვალებდი.თითქოს საეჭვო არაფერია,მაგრამ სწორედ ეს მაეჭვებს რომ სუფთაა.ძველ სამეგიბროსაც კი არ ხვდება,მხოლოდ რამდენიმე ახალი მეგობარი ჰყავს,დადიან ბარებში,რესტორნებში,გასართობად..ერთი-ორჯერ ქალაქგარეთ გავიდა ერთ მდიდრულ ვილაში.სწორედ ამიტომ დაგირეკე.საეჭვოდ მომეჩვენა ეს.იმდენი ხალხი იცავს იქაურობას.ვფიქრობ გუგა იქ უნდა იმალებოდეს. -ნამდვილად ასე იქნება და სავარაუდოდ სწორედ იქ ცხოვრობს მისი მფარველიც,მეტრეველი რომ ახსენებდა.უნდა გავარკვიოთ ვის ეკუთვნის სახლი. -ბიჭებს მივეცი მისამართი და გაარკვევენ მაგას,ველოდები მათგან ზარს... -ყოჩაღი ხარ ბერდო,ძალიან ყოჩაღი.მომიყევი ახლა დანარჩენები როგორ არიან? -რავიცი დედა და მამა ბედნიერები არიან,ხშირად სტუმრობენ ნინიას.ეხმარებიან ბავშვის ოთახის მოწყობაში,ჩვენთანაც იყვნენ რამდენჯერმე,მე არ დავხვდი სახლში.ჯერ ვერ შევხვდები ქისტაურს,ჯერ ვერა...-სინანული შეერია ხმაში ბერდიას. -ჩვენები? -როგორც ყოველთვის,განა არ იცი რა ლეგენდარული სიყვარული აქვთ დედაშენს და მამაშენს?-გაეღიმა მერე.-თამარი და დუდაც ბედნიერები არიან.ხვდებიან ერთმანეთს.რამდენჯერმე ბარში გადავეყარეთ ერთმანეთს.ჩვეულებრივად მელაპარაკა,მაგრამ აშკარად ეტყობა რომ ჩემზეცაა ნაწყენი. -ეჰ,ძმაო,ვერც გავამტყუნებთ,ჩვენი იმედი ჰქონდათ,ჩვენ გვაღმერთებდნენ და როცა დავჭირდით ხელი ვკარით.. -სხვათაშორის დააყენეს საშველი და მალე ნიშნობა აქვთ... ეტკინა,საშინლად ეტკინა დემეტრეს ეს ამბავი ახლა რომ გაიგო,თან სხვისგან.არადა სულ იმაზე ეხუმრებოდა ხოლმე დას ნეტავ ვინმეს შეუყვარდე,მაინტერესებს ჩემი შიშით ამას როგორ გეტყვის,ან ხელის სათოვნელად როგორ მოვაო.როგორ და ჩვეულებრივად,სულაც არ ხარ საშიშიო,ეტყოდა და. ასეც მოხდა,მართლაც ვაჟკაცი აღმოჩნდა მომავალი სიძე,არც მისი შეშინებია და არც მისი გადარეული სამეგობროსი.ტყვიასაც კი არ შეუშინდა, მედგრად დაუხვდა.სიკვდილსაც კი დაუპირისპირდა თამარის სიყვარულის გამო და დაამარცხა. -რას ჩაფიქრდი?ხომ არ გეწყინა? -უფრო მეტკინა,ასეთ დროს უფრო მეტად ვგრძნობ ხოლმე ჩემს დანაშაულს... -არაუშავს,ცოტაც და ყველაფერი კარგად იქნება.სხვათაშორის ბაბუს უნდა შენი ნახვა,იქნებ ნახო სანამ წახვალ. -ჩემი ლომი ბაბუ.როგორ მენატრება,ყველაზე მეტად მისი დარიგეგები,მისი საუბრები მენატრება.ყოველთვის რომ მშველოდა -ხოდა ისე არ წახვიდე რომ არ ნახო. -მივალ,ვნახავ.ან იქნებ ჯობია რომ სხვაგან ვნახო. -ბექაურო სახლში მისვლის გეშინია?იცი როგორ იქცევი?გახსოვს სკოლაში მასწავლებელს რომ გველი ჩაუსვი ჩანთაში და მერე დირექტორმა მამაშენს დაურეკა,სახლში მისვლის რომ გეშინოდა?იმ თორმეტი წლის ბავშვივით იქცევი. -ნეტავ ისევ თორმეტი წლის ვიყოთ..კარგი იყო ბავშვობა...ბავშვზე გამახსენდა ნიკუშა რას შვება?ჯერ ვერ ივაჟკაცა? -არა,-გაეცინათ ორივეს...-ძალიან განიცდიან დათა ბიძიას ამბავს,ანას წასვლას.. -მოიცა ანას ხსენებაზე სახე რატომ შეგეცვალა?არ გამოჰპარვია ეს დემეტრეს. -სულაც არა. -დაიბნა ბიჭი. -ბერდიაა,-ხმა გაიმკაცრა დემეტრემ -კარგი ხოო,ახლა ვაღიარებ პირველად,უკვე დიდი ხანია მიყვარს.-თქვა და თავი ჩაღუნა. -მდაა,-გაკვირვებულმა ჩაილაპარაკა დემეტრემ.-ამას ნამდვილად არ ველოდი. -არც მე და როცა აღმოვაჩინე რომ მიყვარდა,ის აქედან საკმაოდ შორს იყო.აღარ ვიცი რა ვქნა,ნიკუშასაც ვერ ვუყურებ თვალებში,მგონია რომ ვატყუებ და თვალს ვერ ვუსწორებ.მგონია რომ ჩვენს ძმობას ვუღალატე. -კარგია რაა,მოიცადე ერთი წუთით,გავაანალიზო ეს ყველაფერი.-ცოტა ხანს ჩუმად იყვნენ.მერე ისევ ბექაურმა დაარღვია სიჩუმე. -ანა რას ფიქრობს? -არ ვიცი.მაგრამ გული მიგრძნობს რომ არც ისაა გულგრილი.ვფიქრობ,აქედან სწორედ იმიტომ წავიდა,რომ ამ გრძნობას გაექცა. -მერე შენ ასე ადვილად დანებებას აპირებ? -სხვა გზა არ მაქვს... -გაქვს,შენ მაინც გაქვს, დამიჯერე.-გაუღიმა დემეტრემ და მხარზე ჩამოადო ხელი.-ყველაფერი რომ დასრულდება,ბილეთი იყიდე და მასთან წადი,ერთი წამითაც არ გადადო,თორემ ჩემზე უარესი დაგემართება.. '******* ბარში ისხდნენ და მეტრეველს ელოდნენ. მოულოდნელად რომ სთხოვა ბიჭმა შეხვედრა ძალიან გაუკვირდათ,მითუმეტეს რომ იცოდნენ მისი ბოლო დროინდელი ამბები.როგორც იქნა გამოჩნდა და კარგად დაინახეს მომღიმარი სახით მათკენ მიმავალი თორნიკე.ერთმანეთის მოკითხვებისა და მისალმების მერე მაგიდას მიუსხდნენ. -აბა,მოყევი შენი ამბები,გისმენ. -მიდი ნუ აჭიანურებ.რა გიხარია ასე მემკვიდრეობის მიღება თუ ბექაურთან შერიგება? -სხვათაშორის შენი მომავალი ქვისლია და აუგად არ მოიხსენიო... -აუ ბიჭებო ეხლა დავფიქრდი და მაგრად ტეხავს. რამდენჯერ შეგვიგინებია ერთმანეთისთვის და რა სიტყვებით მიგვიმართავს.ახლა რა გავაკეთო?-დაიბნა დუდა. -ხოო ცუდადაა თქვენი საქმე,-ღიმილით გადახედა მეტრეველმა ორივეს. -სამაიმუნოდ დაგვიბარე?-გაბრაზდა ქისტაური.-ან რას იკრიჭები? -კარგი,ხოო.გეტყვით.შენ ისე ძალიან შეიცვალე რაც ცოლი მოიყვანე,რა გიქნა ასეთი ნინია არაბულმა? -მაგიჟებს,ჭკუიდან გადავყავარ... -მას თუ მის ჭირვეულობას? -ორივეს.ხანდახან ისეთი თბილია,ისეთი საყვარელი,ხან კი ნამდვილი ალქაჯი.ორსულობის დროს კი უფრო ჭირვეული გახდა.თავისუფლად შეუძლია ღამის ოთხ საათზე გამაღვიძოს და რამე უცნაურის მიტანა მთხოვოს.შემოვირბენ ნახევარ თბილისს,მივუტან და აღარ უნდა,მშვიდად იძინებს. -ცუდ დღეში ხარ,ძალიან ცუდში.-გაეცინა დუდას. -კარგი,გვეყოს.მოყევი ეხლა შენი ამბები?რამ შეგცვალა ასე? -ყაზბეგმა და იქაურობამ.ცხოვრებაში პირველად დავფიქრდი თუ რამდენად მნიშვნელოვანია იპოვო საყვარელი ადამიანი,შენი სულის მეორე ნახევარი.ადამიანი,რომელიც გაგიგებს უსიტყვოდ,გვერდით დაგიდგება ყოველთვის და სამყაროს მისი თვალით დაუწყებ ყურებას. -გაუგიჟებიხარ შენ სიყვარულს ჩემო ძმაო.-გაეცინა ლევანს. -ისევე როგორც შენ.-გაეღიმა მეტრეველს.-ხო,გადავიდეთ საქმეზე. ახლა რასაც გეტყვით,საიდუმლოდ უნდა შეინახოთ.არავისთან არაფერი არ უნდა თქვათ,მათ შორის არც გოგოებთან. -როდის რა გვითქვამს რო?-ეწყინა დუდას -ნუ დაგვტანჯე თქვი. -სოფო მდგომარეობიდან გამოვიდა,ლაპარაკიც დაიწყო და დადის.ცოტა უჭირს,მაგრამ მკურნალობის კურსს აგრძელებს. -რა მაგარი ამბავია,-გულწრფელად გაუხარდა ორივეს და თავი ვერ შეიკავეს წამოიყვირეს. -ჩუმად რა გაყვირებთ?-უყვირა თორნიკემ.მერე მაგიდაზე გასაღებები დადო და დუდას მიმართა.-აიღე,გიბრუნებ.ისედაც დიდხანს ვისარგებლე შენი კეთილგანწყობით და მეგობრობით.იმ ბინის ფულსაც შენ იხდიდი და ყველაფერს შენ მიკეთებდი. -ეხლა ეს საცემი არაა?აბა რაში გჭირდება მეგობარი გამაგებინე?მარტო სუფრასთან ჯდომა და ჭიქის აწევა,ლამაზ-ლამაზი სიტყვების ძახილი ხომ არაა?გჭირდებოდი და გვერდით დაგიდექი.რამე დაშავდა ამით?ვიცი შენც ასე მოიქცეოდი ჩემს ადგილზე.-უპასუხა დუდამ -რა თქმა უნდა სხვანაირად არც შეიძლება. -ესეგი შენი საქმეები კარგად მიდის?-ჰკითხა ლევანმა -ჯერჯერობით ნორმალურად.მომავალში ველოდები უფრო მეტს და ვნახოთ რა იქნება. -გასაგებია.ესეგი მაინც გაერიე ბიზნესმენებში? -სხვა გზა არ დამიტოვა ლევან მამაჩემმა და სიმართლე რომ გითხრა დროც იყო,იცი რატომ?მე და სოფო თუ ერთად ვიქნებით,მომიწევს მისთვის იმ გარემოს შექმნა,როგორსაც მიჩვეულია,მას ბევრი რამე სჭირდება.ჯერ მარტო მის მკურნალობას... -შენ ერთი რამე გავიწყდება ძმაო,ამ ქალებს ფული და ქონება კი არა გულწრფელი სიყვარული სჭირდებათ,რადგან მათ უანგაროდ ვუყვარვართ.აი ასე,უბრალოდ ვუყვარვართ.აბა ისე ნინია არაბული ყველას და ყველაფერს არ მიატოვებდა და მე არ გამომყვებოდა. -ნინია სულ სხვაა, -სულაც არაა,იგივეა სოფოც და იგივეა თამარიც..-თქვა დუდამ -ასეა თუ ისე ეს ეხლა უკვე ჩემი სამსახურია და ამდენი ხალხია დამოკიდებული ჩემზე,ვერც მათ და ვერც საკუთარ თავს იმედს ვერ გავუცრუვებ.. -ეს ასეც იქნება და ვიცი რომ წარმატებული იქნები. -წავალ ახლა მე,საქმეები მაქვს. -მოიცადე,სად მიდიხარ?-შეაჩერა ლევანმა.-უკვე გვიანია,თან ცუდი ამინდია,იმედი მაქვს ყაზბეგში არ აპირებ წასვლას.. -არა,ჯერ სახლში უნდა შევირბინო,რაღაც ნივთები მაქვს წამოსაღები. -რადგან შენ დაჭკვიანებულს გხედავ რას დავეძებ.აღარ შეგაჩერებ...-გაეცინა დუდას და მეგობარს მოეხვია დამშვიდობების ნიშნად... -მანამდე ტუალეტში გავალ და მალე დავბრუნდები.მერე წავალ.. ლოცულობდა სანამ იქამდე მიაღწია,რომ ყველაფერი იქ დახვედროდა. გულისფანცქალით გააღო პატარა კარადა და ძველი ნივთები გამოყარა.ბოლოში დაინახა ის რაც სოფომ უთხრა და აუღწერა.ყველაფერი უკან დააბრუნა,პარკი აიღო და ისე წამოვიდა ბარიდან ბიჭებს აღარ დამშვიდობებია.გზიდან დაურეკა მერე,სასწრაფო საქმე გამომიჩნდა და წასასვლელი გავხდი ვეღარ დაგემშვიდობეთო.ეწყინათ,მაგრამ რაღას იზავდნენ? ასეთი იყო მათი ძმაკაცი მოულოდნელი გადაწყვეტილებებით სავსე და ზღვასავით ამოუცნობი... გვიან ჩავიდა ყაზბეგში.სასტუმროში დაბინავდა იმ ღამით,არ უნდოდა გვიან მისდგომოდა კარზე და გაეღვიძებინა მასპინძლები.თან ერთი სული ჰქონდა ის სამხილები ენახა,რაც სოფომ გუგასგან მოიპარა... ჯერ წყალი გადაივლო,მთელი დღის დაღლილობა მოუხსნა.მერე საჭმელი შეუკვეთა ნომერში და როცა ყველაფერი მიუტანეს,მხოლოდ მაშინ გახსნა პარკი და ნივთების ამოლაგებას შეუდგა.თან გემრიელად ილუკმებოდა. საბუთებს თითქმის ვერაფერი გაუგო.მაგრამ მიხვდა რომ რაღაცით ბექაურების კომპანიასთან იყო დაკავშირებული და გვერდით გადადო.ტელეფონით ფოტოები გადაუღო და შეინახა.ვინ იცის რაში გამოადგებოდა.მერე ხელში რაღაც მოწყობილობა მოხვდა პულტის მაგვარი,ზედ რიცხვები ეწერა,მიხვდა რომ დეტონატორი იყო და რიცხვები იმ დროს მიუტითებდნენ,რა დროსაც უნდა აფეთქებულიყო ან აეფეთქებინათ ბიმბი.ოღონდ საკითხავი და გასარკვევი იყო სად იყო ის.მისდა უნებურად იმ ღამეს სოფომ ვიღაც ან ვიღაცეები გადაარჩინა.დათვალიერება განაგრძო.მასინვე იცნო ის რაც ბოლოში იდო.ნარკოტიკები,საძულველი ნარკოტიკები.თვალები ჩაუსისხლიანდა.ყველაზე ბოლოს მეხსიერების ბარათი მოხვდა ხელში.ჯანდაბა,მაინცდამაინც ახლა არ ჰქონდა ლეპტოპი,რომ ენახა რა იყო მასზე...ყველაფერი ადგილზე დააბრუნა,საგულდაგულოდ შეინახა და ძილს მისცა თავი... არ ახსოვს რომელი საათი იყო რომ ჩაეძინა,მაგრამ ის კარგად ახსოვს,როგორ ურახუნებდა თავში რაღაც,აღმოჩნდა რომ ეს მისი ტელეფონის ხმა იყო,ხელი გადასწია და თვალებდახუჭულმა მოიძია.როგორც კი დემეტრე ბექაუროს ხმა გაიგო მაშინვე დააჭყიტა თვალები და საწოლში წამოჯდა. -ვერასოდეს წარმოვიდგენდი ოდესმე შენი ზარი თუ გამაღვიძებდა,-გაეცინა -ხასიათზე მოსულხარ ბიჭი.რა გენაღვლება.საყვარელი ადამიანი თითქმის გვერდით გყავს და მეც შემირიგდი. -ნუ იბოღმები,ის გოგო ადრე თუ გვიან შენც შეგირიგდება.. -კარგი რაა.რატომ მახსენებ ამას?რატომ მიხსნი ჭრილობას.-სევდა შეერია ბექაურს ხმაში,რაც მაშინვე უგრძნო მეტრეველმა. -ბოდიში,არ მინდოდა შენი წყენინება. -ამას რას ვეღირსე ბოდიშს მიხდი?-ახლა მან დასცინა. -ერთით-ერთი.ვაღიარებ კარგი სვლა იყო. -მოკლედ იპოვე თუ არა რისთვისაც წახვედი? -კი ყველაფერი.მაგრამ ერთი პრობლემაა,სხვებსაც უნდა ვუთხრათ? -რატომ? -მაგას რომ მოვალ დაწვრილებით მოგიყვები. დავურეკე ბიჭებს და ამოვლენ.მათაც უნდა გაიგონ ყველაფერი.მითუმეტეს ამ სამხილების პოვნის მერე გოგოები საფრთხეში იქნებიან და უნდა იცოდნენ,რომ მათი დაცვა შეძლონ,მზად იყვნენ ამისთვის,არ დაგავიწყდეს საქმე მხოლოდ ჩვენ არ გვეხება. -კარგი იყოს ისე,როგორც შენ გინდა,დავურეკავ და ვეტყვი საღამოს ამივიდნენ.მაისურაძეს ელაპარაკე? -ხო ისიც მოვა. -მაშინ გელოდები.მალე მოდი. -თითქმის მოვედი,სასტუმროში ვარ,მოვემზადები და გამოვალ. -მოგკლავ შენ,აქამდე მოხვედი და ჩვენთან არ მოხვედი? -გვიანი იყო და არ მინდოდა გამეღვიძებინე. -მაგაზე აქ რომ მოხვალ აქ მოგთხოვ პასუხს.-გაეცინა დემეტრეს -ისე მომენატრა შენგან მუქარები და ძველი დრო.რამდენჯერ გვიჩხუბია ერთმანეთში თუ გახსოვს მაინც?-თორნიკე თან იცვამდა,თან ისევ ბექაურს ელაპარაკებოდა. -ძალიან ბევრჯერ,იმდენჯერ რომ სათვალავიც ამერია..კარგი,მიდი გელოდები.კარგად. -ოჰ,დემეტრე,დემეტრე,-გაეცინა მეტრეველს,ტელეფონი საწოლზე მიაგდო და სააბაზანოში შევიდა. ნახევარ საათში სასტუმროში ანგარიში გაასწორა და წავიდა,ისე იყო გადართული სოფოზე და მასთან მოსალოდნელ შეხვედრაზე,რომ ვერ შეამჩნია როგორ აედევნა უკან შავი ფერის ტოიოტას ჯიპი,დაბურული მინებით... ********** ნინიამ კარი რომ გააღო და იქ ქმრის ნაცვლად თამარი დახვდა ძალიან გაუკვირდა, -არ გაგიხარდა ჩემი ნახვა?-ეწყინა თამარს,რომ შეატყო ნინიას სახეზე იმედგაცრუება. -რა სისულელეა?შემოდი,უბრალოდ ლევანს ველოდი და გამიკვირდა ამ დროს ჯერ კიდევ არ დაურეკია. -რაღაც საქმე გამოუჩნდათ მას და დუდას და სასწრაფოდ წავიდნენ,მგონი თორნიკემ დაურეკა.. -და ჩემთვის დარეკვა ვერ მოახერხა?ნუ მატყუებ თამარ.ნამდვილად რაღაც მოუვიდა..-ანერვიულდა გოგო და თვალს ცრემლი მოადგა. -ეეე,კარგი რააა,აბა რას ამბობ?ხომ იცი ლევანს როგორ უყვარხარ და რა მნიშვნელოვანი ხარ მისთვის?დაგირეკავს,აი ნახავ თუ არ დაგირეკოს.. თამარს წინადადება არ ჰქონდა დასრულებული ტელეფონმა რომ დაურეკა,მაშინვე ამოიცნო ქმრის ნომერი და სწრაფად უპასუხა: -საყვარელო როგორ ხარ?-მოესმა მისი ხმა -გაბრაზებული,-უპასუხა ნინიამ -ჩემი ჭირვეული და ბრაზიანი პრინცესაა -არ ვარ შენი პრინცესა... -ხარ ნინია,ხარ.ჩემი ცხოვრება ხარ,ჩემი სიცოცხლის აზრი.. -მართლა?-სახე გაუნათდა გოგოს.იცოდა ქისტაურმა მასზე რა ჭრიდა და ზუსტად მიზანში მოარტყა ამ სიტყვებით -ეჭვი გეპარება?ახლა მაწყენინებ.. -გეწყინოს..მეც მწყინს რომ ახლა ჩემთან არ ხარ.. -სწორედ ამიტომ გირეკავ,რაღაც მოხდა და ქალაქიდან მიწევს გასვლა. -მითხარი რომ ძველი დროს არ იხსენებთ ახლა და ქალებში არ გადიხართ საგულაოდ რომელიმეს აგარაკზე. -ოჰ,ნინია,ოჰ..კიდევ ვერ გადაეჩვიე ეჭვიანობას?ჩემთვის ყველა ქალი მაშინ გაქრა,როცა შენ დაგინახე.იმ წუთიდან.რამდენჯერ უნდა გითხრა ეს? -ხო მაგრამ,მე ახლა მსუქანი რომ ვარ და თან...ნინიამ ენაზე იკბინა,თამართან არ უნდოდა არაფრის თქმა.-ახლავე მივალ კარგი? როგორც კი ოთხაში გავიდა,მაშინვე განაგრძო სათქმელი -რის თქმა გინდა ნინია?-ხმა გაიმკაცრა ლევანმა-რომ აღარ მიყვარხარ?რომ ასე უბრალოდ შემიძლია ვიღაცასთან გიღალატო?-შენ რაა ასე მიცნობ? -მაგრამ მე ახლა არ ვარ ფორმაში,გავსუქდი,თან რამდენი ხანია სექ..ც არ გვქონია?იცი როგორ მინდიხარ?-ცრემლი მოადგა გოგოს,-არ მინდა ასე ვიყო,ვიტირო და ცრემლები მომდიოდეს ყველაფერზე,მაგრამ თავს ვერ ვაკონტროლებ,რა ვქნა.. ლევანს ჩაეღიმა,ნინიას მორცხვობა და გულუბრყვილობა საშინლად უყვარდა,გიჟდებოდა და ჭკუიდან გადაჰყავდა. -სიგიჟემდე მიყვარხარ ნინია არაბულო,ამ ფორმაშიც,ასეთი ფუმფულა და ღიპიანი,მაშინაც როცა ფორმაში არ ხარ და თმაგაწეწილი ხარ,მაშინაც როცა გამოპრანჭული ხარ და მაშინაც როცა ასე მებუზღუნები.გპირდები ამ ღამეს შენს ყველა მოთხოვნილებას დავაკმაყოფილებ,ოღონდ ახლა უნდა წავიდე.გვიან დავბრუნდები,მანამდე კი გთხოვ დამელოდე და თამარს ნუ გააქცევ სახლიდან,თორემ მშვიდად ვეღარ ვიქნები.. -მეც მიყვარხარ,დაგელოდები,-გაბადრულმა გათიშა ტელეფონი და უკან დაბრუნდა.თამარი დივანზე იჯდა და ტელევიზორს უყურებდა. -მორჩით საუბარს?დაგამშვიდა შენმა ქმარმა?- -კი,-გაიცინა გოგომ.-წამო სამზარეულოში,რამე მივირთვათ,ყავა დავლიოთ და ვიჭორაოთ,შენი ამბები მომიყევი... -შენთვის ყავა არ შეიძლება,მხოლოდ ჩაი,ასე რომ ჩაი დავლიოთ... -იყოს ჩაი.ნინიამ ჩაიდანი შემოდგა გაზზე და მაცივრიდან საჭმელების გამოლაგება დაიწყო.თამარიც მიეხმარა,მალე გაშლილ სუფრას უსხდნენ და გემრიელად მიირთმევდნენ,თან საუბრობდნენ. -რას შვებით ნიშნობაზე? -ვემზადებით.მხოლოდ ჩვენ ვიქნებით ვინც აქ დავრჩით,-სევდიანად ჩაილაპარაკა გოგომ -დემეტრეს არ უთხარი? -არა,არ ვეტყვი.რა აზრი აქვს?რომ მოვიდეს იჩხუბოს და ყველაფერი გააფუჭოს? -იქნებ მშობლების და ამდენი ხალხის მოერიდოს. -ვერ გავრისკავ,ვერ გავაფუჭებინებ ჩემთვის ერთ-ერთ მნიშვნელოვან დღეს. -ეჰ შენც ჩემს დღეში ხარ,ყველაზე მეტად ძმების იმედი გვქონდა და მათ გაგვუცრუეს იმედები.არადა როგორ ველოდები იცი ბერდიასგან პირველი ნაბიჯის გადმოდგმას.განა მე არ შემიძლია დავურეკო?როგორ არა,მაგრამ მინდა რომ ის მიხვდეს თავის დანაშაულს.არა უფრო სწორად ხვდება,მაგრამ ვიცი ახლა საკუთარ თავს კიცხავს ასე რომ მიმექცა და სცხვენია,ჰგონია არ ვაპატიებ.მე კი დიდი ხანია ვაპატიე,როგორ შემიძლია საკუთარი სისხლი და ხორცი მოვიძულო? -მეც ასე ვარ.ზუსტად მაგას განვიცდი.მტკივა რომ დემეტრემ ვერ გამიგო.ჩემი ძმა-რამდენს ნიშნავს რომ იცოდეს ჩემთვის,გაიდეალებული მყავდა და ალბათ ამიტომ,მას მართლა ეგონა რომ პრინცი იყო ამხელა იმპერიის მემკვიდე და ყველაფერი ეპატიებოდა,მაგრამ არა,არავის ეპატიება ასე მოქცევა არც მას,არც ბერდიას და არც დანარჩენებს. -ნეტავ სად არიან და რას აკეთებენ ახლა?-სევდიანად თქვა ნინიამ. -ვინ იცის... სად იყვნენ ამ დროს ბიჭები?დემეტრე სახლში იყო მეტრეველთან და სოფოსთან ერთად და მის მიერ მოტანილ საბუთებს ჩაჰკირკიტებდა. მოულოდნელად იყვირა და ყველა შეაშინა.მაიკოც კი გულგახეთქილი შემოვარდა ოთახში. -იცი ეს რა არის?იცი ეს რა საბუთებია?-სახეზე აშკარად კმაყოფილება გამოესახა. -იტყვი თუ დიდხანს გვალოდინებ?-შეუღრინა თორნიკემ -სოფო შენ ვერც კი წარმოიდგენ რა საბუთები წამოიღე იქიდან.ეს ის დოკუმენტებია ჩვენი კომპანიიდან რომ დაიკარგა.ეს საბუთები ნათლიაჩემის უდანაშაულობას ამტკიცებს.არ მჯერა,არ მჯერა..წამოხტა და ოთახში წინ და უკან სიარულს მოჰყვა დემეტრე -თავბრუ დამეხვა,დაჯექი რაა,-სთხოვა სოფომ -ახლავე,ახლავე,მაგრამ რა ვქნა თავს ვერ ვიკავებ,ასეთი კარგი ამბავი შენი გამოჯანმრთელების მერე არ გამიგია.ნატლია ციხიდან გამოვა სოფო? აი დაუჯერებელია და რა ვქნა?წარმოგიდგენია მაინც როგორ გაუხარდებათ?რა ამბავი ატყდება ჩვენს ოჯახებში.ალბათ მთელ ქალაქს ფეხზე დააყენებს მამაჩემი.. -ჯერ მოიცადე,რა იცი რა ხდება?მოვიდეს გამომძიებელი. -ასეთს არ გიცნობდი,პირველად გხედავ,-გაეცინა თორნიკეს. -არადა ასეთი ვარ,შენ კარგად რომ გამიცნობ მიხვდები რა მაგარი როჟა ვარ,-გადაიხარხარა ბექაურმა. -მასხარა,-აჰყვა სოფოც და თორნიკეს მიეხუტა.ბიჭმაც მხარზე მოხვია ხელი და გულში ჩაიკრა -მე აქ ვერ მხედავთ?თუ რაშია საქმე? -კარგი რაა,ახლა ნუ გახდები ისევ ბოროტი ჯადოქარი და ნუ დაუშლი პრინცესას პრინცთან ჩახუტებას.. -მხოლოდ იმიტომ რომ ეს პრინცესა ამ პრინცმა გადაარჩინა და დაგვიბრუნა,თან ორჯერ.-ორი თითი შემართა ჰაერში ბიჭმა. -დაგავიწყდა,კიდევ პრინცესას ძმა გადაარჩინა იმ ბიჭმა.. -კიდევ დიდხანს უნდა მახსენო ეგ ამბავი მეტრეველო? -ამ შანსის ხელიდან გაშვებას არ ვაპირებ,-გაეცინა მას. -იცოდე ერთხელაც იქნება შენი ვალიდან ამოვალ და მეც ჩავიდენ მსგავს რამეს,-თითი დაუქნია გამაფრთხილებლად ბექაურმა. -ბიჭებო უკვე საღამოა,არ ვივახშმოთ?-მყუდროება დაურღვია მაიკომ -მოვდივართ ბიცოლა,წამოდით ახლა ჰააა,არ ვაწყენინოთ,თორემ გოგოს არ გაგატანს ცოლად,შენ არ იცი ეს ჩემზე ჯიუტი რომაა?-დემეტრე წამოდგა და ოთახიდან გავიდა.-გელოდებით,დიდხანს არ დააგვიანოთ და არ იმაიმუნოთ, ორივეს გაეცინა მის ხუმრობაზე. -ტელეფონი დაგრჩა დემე. -იყოს,მაინც არავინ დამირეკავს,მერე ავიღებ,-შორიდან მოისმა მისი ხმა. როგორც კი დემეტრე გავიდა,თორნიკე მაშინვე ახლოს მიიწია სოფოსკენ და ტუჩებში აკოცა. -დიდი ხანია არ მიკოცნია და მომენატრნენ,-გაეცინა მერე -მეც მომენატრე,-წელზე შემოხვია ხელები გოგომ,-არ მყოფნი,არ მყოფნის შენს გვერდით ყოფნა,ჩემთვის სიცოცხლის არსებობის წყარო ხარ.ჰაერივით მჭირდები. -ხოდა ვიქნები შენი ჟანგბადი,-გაეცინა ბიჭს და ამჯერად შუბლზე აკოცა,მერე მის თმაში ჩარგო ცხვირი და ღრმად შეისუნთქა მისი სურნელი. -ყველაზე მეტად ეს მენატრებოდა,შენი სურნელი,განსაკუთრებული და ყველასგან განსხვავებული. -მეც,იცი როცა კომაში ვიყავი,ვიცოდი რომ შენ ჩემს გვერდით იყავი.შენც იქ ყოფნას ვგრძნობდი.ბუნდოვნად,მაგრამ მაინც მახსოვს შენი სიტყვები. -მეც ვგრძნობდი რომ გესმოდა ჩემი და მჯეროდა რომ იბრძოლებდი და გადარჩებოდი. -შენი სიტყვები,შენი განწყობა მაძლევდა ძალას.ისეთი სიტყვები ალბათ არც არსად გამიგია და არც მომისმენია,ნამდვილი პოეტივით ლაპარაკობდი.-გაეცინა გოგოს. -დიდხანს გელოდოთ?-თავი შემოყო დემეტრემ -არაფერს არ დააცდი ადამიანს,-აბუზღუნდა სოფო და წამოდგომა სცადა,მაგრამ ადგომა გაუჭირდა და თორნიკემ შეაშველა ხელი. -ცოლად რომ გაყვები სულ ერთად არ იქნებით? გაოცებულებმა შეხედეს ორივემ ერთმანეთს და მერე მას,მაგრამ ბიჭი უკვე გამქრალი იყო იქიდან.მის საქციელზე გაეცინათ,სოფომ ბიჭს ხელი მოჰკიდა წელზე,უეცრად რაღაც ცივს შეეხო და შიშით ახედა ერთი თავით მაღალ ბიჭს... -ეს რათ გინდა? -ასეა საჭირო..-მოკლედ მოუჭრა ბიჭმა. -მასაც აქვს ხომ?-პასუხად დასტური მიიღო. -მითხარით რა ხდება?რატომ გაქვთ იარაღი და რატომ მიცავთ ასე?რატომ არასოდეს მტოვებთ მარტო?თქვენ რა დამნაშავეთა წინააღმდეგ მებრძოლთა კლუბი ჩამოაყალიბეთ? -სად გინახავს ორი კაცის მიერ შექმნილი გუნდი?-საუბრის არიდება სცადა თორნიკემ. -დარწმუნებული ვარ მომხრეები საკმაოდ გეყოლებათ. -სოფ,ახლა ამის დრო არაა,სხვა დროს ვილაპარაკოთ,ნახე სასიდედრო უკვე მელოდება,-გაუღიმა მაიკოს ბიჭმა და სოფო მაგიდასთან მიიყვანა.იცოდა დედის თანდასწრებით ამ საკითხზე საუბარს აღარ გააბრძელებდა. გაბრაზებული მიუჯდა სოფო მაგიდას და ხან თორნიკეს უბღვერდა,ხან დემეტრეს.ბექაური ვერ მიხვდა ასე უცებ რა დაემართა გოგოს და მეტრეველს ანიშნა რა სჭირსო,მანაც მაიკოსგან ჩუმად ანიშნა იარაღზე და ისიც მაშინვე მიხვდა ყველაფერს.თბილად გაუღიმა გოგოს და ხმამაღლა განაცხადა ისე რომ ქალი ვერ მიმხვდარიყო რას გულისხმობდა. -სოფო იცი შენმა ამბავმა რა სარგებელი მოგვიტანა?სულ მზადყოფნაში ვარ და იმ ადამიანებისგანაც კი ვისგანაც არ ელოდები,მისგანაც თავდასხმის მოლოდინში ხარ და თუ საჭიროა ამისთვის იარაღის ტარებასაც არ მოერიდები.მითუმეტეს სროლას. -ახლა ნუ გამაგიჟებთ.ისე ნუ დაიწყებ ლაპარაკს თითქოს კრიმინალი იყო. ვის გაუგია რომ შენ ოდესმე ვინმესთვის რამე დაგეშავებინოს,მითუმეტეს იარაღიდან გესროლოს. -არ ვარ ასეთი ანგელოზი ბიცოლა და იცი შენ კარგად რასაც ვგულისხმობ. -დემეტრე გაჩუმდი,-ხმა გაიმკაცრა ქალმა,-აღარაფერი თქვა.ის ამბავი წარსულია უკვე.ყველა კარგადა.მორჩა... სანამ ესენი აქ კამათობდნენ,საძინებელში დემეტრეს ტელეფონი ალბათ გასკდებოდა,იმდენ ხანს რეკავდა ბერდია არაბული. მთელი დღე სდია ოთო ნიკურაძეს,ბიჭმა დიდხანს დაჰყო გუგას ბარში.ეჭვი რომ შეეპარა,ხომ არ შემნიშნა და გაიპარაო,ბიჭები შეაგზავნა.პასუხი მოეწონა,ბარში ზის და მთელი დღე ტელეფონზე ელაპარაკება ვიღაცას,თან საბუთებში იქექებაო. შუადღის მერე გამოვიდა იქიდან ნიკურაძე,მანქანაში ჩაჯდა და გაურკვევლი მიმართულებით აიღო გეზი.ისიც უკან გაჰყვა,ცდილობდა ახლოს არ მისულიყო,რომ არ შეემჩნია. -არა რაა,ნამდვილად აკადემიაში უნდა ჩამებარებინა,ჩემგან კარგი აგენტი დადგებოდა,-ეცინებოდა საკუთარ თავზე.ცოტა ხანს ასე იარა ოთომ,ეტყობა ამოწმებდა ვინმე ხომ არ მისდევდა.ალბათ დარწმუნდა რომ არავინ უთვალთვალებდა და ქალაქის გასასვლელისკენ გადაუხვია.მაშინვე მიხვდა ბერდია რომ სწორედ იმ ვილაში მიდიოდა,სადაც ბოლო დღეები ხშირად სტუმრობდა... საბოლოოდ გაუშვა ბიჭი და დააცადა მშვიდად მისულიყო დანიშნულების ადგილზე. დაახლოებით ივარაუდა რამდენი დრო დასჭირდებოდა მას იქ მისასვლელად.ეს დრო რომ ამოიწურა,ადგა და თვითონაც იქით წავიდა.მანქანა შორს გააჩერა,ტყის მხრიდან მიუახლოვდა სახლს,უკვე შერჩეულ მაღალ ხელზე აძვრა და დურბინდი მოიმარჯვა. ეზოში ხალხი ირეოდა.დაცვა დღეს რატომღაც უფრო მეტი იყო,ვიდრე აქამდე.ეს კარგს არაფერს ნიშნავდა,როგორც ჩანს რაღაცას აპირებდნენ.. თვალთვალი გაგრძელა,ჯიბეში აზმუვლებულმა ტელეფონმა შეახსენა თავი.ნომერს დახედა და სწრაფად უპასუხა. -გისმენ..რა გაარკვიე?ვინაა მეპატრონე..რაა?-თვალები გაუფართოვდა არაბულს.-ჯანდაბა,ოხ შე ნაბი....ო.აი თურმე საიდან გვემუქრებოდა საფრთხე.მტერი ოჯახში გვყოლია და სხვაგან ვეძებდით.მადლობა ძმაო.ყურადღებით იყავით. -ამას განანებ გუგა გაჩეჩილაძე.სისხლის ბოლო წვეთამდე გაზღვევინებ,რაც ჩემს ოჯახს და მეგობრებს დამართე.ისევ განაგრძო თვალთვალი და მოულოდნელ სურათს გადააწყდა.რომ არ ეყვირა პირზე ხელი აიფარა.სრულიად ჯანმრთელი გუგა ოთოსთან ერთად სახლიდან გამოვიდა ხელიხელგადახვეული და ბედნიერი სახით,ორ მანქანში გადანაწილდნენ დაცვასთან ერთად და ვილიდან გავიდნენ.კარგად დაინახა როგორ ჩაუარეს იმ ხეს, სადაც ის იყო დამალული. თვალს რომ მიეფარნენ.მაშინ ჩამოვიდა და თავის მანქანისკენ წავიდა.სწრაფად დაქოქა,ცდილობდა მათ კვალზე დამდგარიყო და დასწეოდა.აშკარა იყო მნიშვნელოვან საქმეზე მიდიოდნენ და ეს საქმე კარგს არავის უქადდა. მათი კვალი დაკარგა,საკუთარ თავზე მოეშალა ნერვები.ისევ უკან დაბრუნდა ვილასთან.იქნებ დაცვისგან გავიგო სად წავიდნენო.ცოტა ხანს ყარაულობდა და ხელსაყრელ დროს ეძებდა.როგორც იქნა დაიმარტოხელა ერთ-ერთი,უკნიდან მიეპარა,იარაღი მიაბჯინა კეფაზე და პირზე ხელი ააფარა. -თუ არ იყვირებ ცოცხალი დარჩები.კარგი? ბიჭმა თავი დაუქნია. -სად წავიდა შენი უფროსი? -არ ვიცი. -კარგად დაფიქრდი,სამამდე დავითვლი.ერთი...ორი.... -კარგი ხოო,არ მესროლო.ყაზბეგში წავიდნენ... -ჯანდაბა,გუგა შე არაკაცო.გამოსცრა კბილებში,-თუ ვინმეს რამეს ეტყვი,იცოდე მოგძებნი და მოგკლავ.გაიგე?-ბიჭმა თავი დაუქნია. სწრაფად მიუჯდა საჭეს და ტელეფონი მოიმარჯვა.დემეტრე არ პასუხობდა.ის ჯიუტად რეკავდა.ამასობაში მაგისტრალზე გავიდა და ავტობანს დაადგა.დიდი სისწრაფით მიდიოდა. -მოგისწრებ,მაინც მოგისწრებთ,არ მოგცემთ უფლებას რამე დაუშავო მათ.-ბუტბუტებდა ბიჭი და სიჩქარეს უმატებდა... ვახშამს რომ მორჩნენ,სასადილო ოთახიდან მისაღებში გადაინაცვლეს ტელევიზორის წინ და რომელიღაც გასართობი გადაცემა ჩართეს.თორნიკე ბექაურს მიუჯდა გვერდით ყურში ჩასჩურჩულა. -ლეპტოპი გაქვს?რაღაც მინდა ვნახო? -ახლავე მოვიტან. რამდენიმე წამი დასჭირდა ამ ყველაფერს.თორნიკემ მუხლებზე დაიდო და მეხსიერების ბარათი შეაერთა.ყურადღებით უყურებდნენ ეჯრანს.ჯერ არაფერი იყო.მერე კი ნათლად გამოჩნდა ყველაფერი.მეტრეველს სახე ეცვალა მაშინვე. -რა ხდება?-ჰკითხა სოფომ.-რას უყურებთ? -ნიტა...-დაიჩურჩულა ბიჭმა და თვალებზე ცრემლები მოადგა.. -არ არსებობს.ესეგი მოკლეს?-თვალებგაფართოებული იყურებოდა დემეტრეც. ვერ გაუძლო მეტრეველმა და ვიდეო გამორთო.სიჩუმე ჩამოვარდა ოთახში.. -დემე შენი ტელეფონი რეკავს,-თავზე წამოადგათ მაიკო.ბიჭი ადგა და მისკენ დაიძრა.მაშინვე გულმა რეჩხი უყო,როგორც კი ამდენი გამოტოვებული ზარი დაინახა. -გისმენ ბერდო.რაა?..როდის გაიგე?არაა.. უეცრად გარედან მანქანების ხმაური მოისმა,რასაც მამაკაცების ხმა და მინის ჩამტვრევის ხმა მოჰყვა.ქალებმა შეჰკივლეს.. -გვიანია,უკვე აქ არიან ბერდო..იარაღი მოსინჯა ხელით დემეტრემ და თავი დახარა.ტელეფონი გაუთიშა და სულ აღარ გაუგია ბერდიას სიტყვები რომელიც უყვიროდა მალე მოვალ,არ დანებდეო... სახლში მალე ისეთი ამბავი ატყდა მტრისას.იარაღების გასროლის ხმა ისმოდა.ყველა ფანჯარა ერთიანად ჩაიმტვრა,იატაკზე ეყრებოდა მინის ნამსხვრრვები. -დაწექით.-იყვირა დემეტრემ.მეტრეველმა უცებ ისკუპა,სოფო ხელში აიტაცა და სავარძლებს შორის იატაკზე დასვა.მერე მაგიდა ააყირავა და ისიც მოაფარა.გვერდით მაიკო მიუსვა.ყურებზე აიფარეს ხელები,შიშისგან კანკალებდნენ. -დამშვიდდი საყვარელო,ყველაფერი კარგად იქნება,-სახე დაუჭირა და თვალებში ჩახედა.-ხომ გჯერა ჩემი?ამჯერადაც გადაგარჩენ. -ხოო,მჯერა,-თავი დაუქნია გოგომ. -მოვალ.აქ დამელოდე.-შუბლზე აკოცა და დემეტრესკენ გავარდა.-რა ვქნათ? -ის რაც კარგად გამოგვდის,-ჩაეცინა ბექაურს და იარაღი შემართა.-ფანჯრებიდან ვერ შემოვლენ,გისოსები აქვთ,კარია დასაცავი და კარს კი მივხედავთ. -კარგი მზად ვარ.-თორნიკემ ჩამრთველს ჩამოჰკრა ხელი და სინათლე ჩააქრო.ფანჯარაში გაიხედა.თვალი მოავლო იქაურობას.ვერაფერი შეამჩნია,სროლაც შეეწყვიტათ. -იცი მაინც ვინ არიან? -კი გუგა და მისი ძაღლები არიან.-გამოსცრა კბილებში. -ნაბიჭ....ი,-თვალები ჩაუსისხლიანდა მეტრეველს.-უნდა მომეკლა,თამარს რომ არ შევეჩერებინე მაშინ,ასე ვერ იბოგინებდა.ნეტავ რატომ დადუმდნენ? -ალბათ რაღაცას ელიან.ან იარაღებს ტენიან.. -ან წავიდნენ,ჩვენი შეშინება უნდოდათ.. -მომისმინე მეტრეველო,მათ არ იციან აქ რომ ხარ,ეს ჩვენი უპირატესობაა.ერთ ერთი გარეთ უნდა გავიდეთ,მეორე დააზღვევს.ვინაიდან აქ მე ვარ სუპერგმირი,მე გავალ,შენ კი აქ დარჩები და მათ დაიცავ... -არა,ან ორივე გავალთ,ან აქ დავრჩებით ორივე,ახლა შენზე მანერვიუკე კიდევ. -ნუ მეკამათები, -შენ გაჩუმდი.. კინკლაობა აღარ დასცალდათ,მორიგი შემოტევა დაიწყო,ტყვიები ზუზუნებდნენ და ბლოკით ნაშენებ კედლებს აწყდებოდნენ.ბექაურმა ნიშანი მისცა მეტრეველს,ფანჯრებისკენ გაცოცდნენ და ცეცხლი გახსნეს.უმისამართოდ ისროდნენ. არც კი იცოდნენ უწია თუ არა მათმა რომელიმე ტყვიამ მიზანს.ის კი კარგად იცოდნენ სიცოცხლის ფასად რომ დასჯდომოდათ მაინც დაიცავდნენ სოფოს და მაიკოს.გარეთ სროლა შეწყდა.მეტრეველი ბექაურისკენ გაიწია და დაუძახა. -მოემზადე,გარეთ გავდივართ.-იარაღს მჭიდი შეუცვალა. -თავი მძაფრსიუჟეტიანი ფილმის მთავარი გმირი მგონია,-გაეცინა დემეტრეს და მანაც იგივე გაიმეორა. -სამზე.კარი გააღე.პირველი მე გავალ. -მოიცა შენ რატო?მე გავალ. -არა,შენ სიცოცხლეს საფრთხეში ვერ ჩავაგდებ. -სულ არ მედარდება ჩემი სიცოცხლე.მაინც არავის არ შევეცოდები.ისეთი რამეები მაქვს გაკეთებული.შენ კი სოფოს სჭირდები. -მოკეტე ბექაურო.სოფოს შენც სჭირდები.თან არ დაგავიწყდეს,მეც არანაკლები ცუდი რაღაცეები მაქვს ჩადენილი.არც მშობლებს ვადარდებ. ასე რომ თუ დღეს აქ ვინმე დაშავდება ეს მე ვიქნები და არ შენ.ამდენს ნუ მალაპარაკებ.აბა გააღე კარი. -ჯანდაბა მეტრეველო,ჩემზე არანორმალური ყოფილხარ.-ჩაილაპარაკა ბიჭმა და კარი გამოაღო.სროლა ატეხა.თორნიკემ თავი დახარა და ის იყო გარეთ უნდა გასულიყო,რომ ისეთი სროლა ატყდა რომ კარი დაიცხრილა და ძლივს მოასწრო უკან შებრუნება.კარი მიხურეს და გადაკეტეს. -ჩავარდა ეს გეგმაც,ჯანდაბა.ახლა რა ვქნათ.თუ შემოვიდნენ კარგი დღე არ დაგვადგება. -რამდენი ტყვია დაგრჩა? -ორი,-უპასუხა დემეტრემ.-შენ? -მთლიანი მჭიდი მაქვს სავსე.ჯერ შეგვიძლია მოვიგერიოთ,თუ არადა აი ამ ხელებით მოვუგრეხავ კისერს.-გამოსცრა კბილებში.-წავალ სოფოს დავხედავ,შენ გარეთ იყურე. დედა შვილი ერთმანეთზე ჩახუტებული ისევ იქ დახვდნენ,სადაც დატოვა.შისისგან კანკალებდნენ და ტიროდნენ.მაიკო ლოცვებს ბუტბუტებდა,მეტრეველი რომ დაინახა,ლოცვა შეწყვიტა და ჰკითხა. -რა ხდება?ვინ არიან?რატომ არ მიდიან?რა უნდათ ჩვენგან? -არ ვიცი,წარმიდგენა აქ მაქვს,-უპასუხა ბიჭმა და უკანა მხარეს ჩუმად გაიხედა ფანჯარაში.იქ სიმშვიდე იყო.არავინ ჩანდა.ალბათ იცოდნენ რომ ამ სახლში მხოლოდ კარიდან შევიდოდნენ და იმიტომ ჰქონდათ შესასვლელზე გაკეთებული აქცენტი. -თორნიკე,ხომ ყველაფერი კარგად იქნება?-ცრემლიანი თვალებით ჰკითხა გოგომ -აბა,აბაა,შენს თვალებზე ცრემლი არ დავინახო.-გაუღრმა ბიჭმა და მის წინ ჩაიცუცქა,ჩაეხუტა რომ გაემხნევებინა.-ხომ იცი რომ არავის მივცემ უფლებას რამე დაგიშავოს?სანამ მე ცოცხალი ვარ არაფერი მოგივა. -მეტრეველო,აქ მოდი,სახლისკენ დაიძრნენ.კარები უნდა გავამაგროთ,-დაუყვირა ბექაურმა. -მაიკო საძინებელში წადით,კარი კარგად ჩაკეტეთ და არ გამოხვიდეთ სანამ არ გეტყვით.არც ფანჯარას მიუახლოვდეთ. ნელა წაიყვანა დედამ შვილი.ნერვიულობის ფონზე სოფოს სიარული გაუჭირდა.ვერ მოითმინა მეტრეველმა,ხელში აიტაცა და ოთახისკენ გააქცია .საწოლს საბანი გადააძრო,იატაკზე დააფინა,ზედ დასვა და კარგად გაახვია,ერთიც აკოცა,მალე მოვალო მიაძახა და გავარდა. ბექაური კარადის გახოხებას ცდილიბდა რომ კარზე აეყუდებინა.თორნიკეც მიეშველა და კარს მიადგეს. უკვე კიბეზე ამოდიოდნენ,ხმა სულ ახლიდან მოდიოდა.ხსნა არსაიდან იყო.იმედიც კი გადაეწურათ. -კარი გააღე,თორემ ავაფეთქებთ,-მოისმა მამაკაცის ხმა ახლოდან.თორნიკემ მაშინვე იცნო ეს ხმა.ის იყო გუგას დაცვის უფროსი მაშინ რომ ასე გამეტებით სცემა რეზინის ხელჯოხით. -შე ნაბი...ო, როგორც იქნა გიპოვე,-გამოსცრა კბილებში და კარისკენ წავიდა,მაგრამ ბექაურმა შეაჩერა.-სად მიდიხარ?რა ხდება? -რა ხდება და ეს ნაგავი აქვე უნდა ჩავაძაღლო,გუგას ნაგაზია,ანგარიში მაქვს გასაწორებელი. -ამის დრო არაა,დამშვიდდი კარგი?მოვიფიქროთ რა ვქნათ. -პოლიცია გამოვიძახოთ, ბექაურმა გადაიხარხარა და მეტრეველიც აჰყვა. -ვერ დავიჯერებ მაგას რომ შენ პოლიციაში დარეკავ. -გააღეთ კარი,რაღაც მნიშვნელივანი გაქვთ,რაც ჩვენია. -მოდით და წაიღეთ,-გასძახა დემეტრემ. -რადგან არ იშლით,ააფეთქეთ კარი.-გასცა ბრძანება.ბიჭებმა ჩუმად გაიხედეს ფანჯარაში,მალე ალბათ სახლში შემოვიდოდნენ.მოულოდნრლად მათ სმენას მანქანის ხმა მისწვდა და დემეტრეს სახე გაუნათდა.ხმაზე იცნო ბერდია არაბული. -ბექაურო კარგად ხარ?-დაუყვირა გარედან მან და მანქანას ამოეფარა.საბრძოლველად მოემზადა -აი ჩვენი ხსნა,-ამაყად გაიჯგიმა ბიჭი,-კი კარგად ვართ,-გასძახა დემეტრემ. მეტრეველმა ფანჯარაში გაიხედა და კიდევ ერთი მანქანა შეამჩნია. -აი ჩემი ბიჭებიც,-გაებადრა სახე თორნიკეს.- -ამას ნამდვილად არ ველოდი. -მოემზადე.კიდევ ვიღაც მოვა,-ჩაეღიმა მეტრეველს და გარეთ გაიხედა ისევ. -რა ხდება დუდა?ეს ხალხი ვინაა?-შორიდანვე გაიგო სროლის ხმა ქისტაურმა -ისვრიან ძმაო,იმედი მაქვს მივასწრებთ.-თქვა დუდამ და სიჩქარეს მოუმატა. ადგილზე მისულებს კიდევ ერთი მანქანა დახვდათ,იქიდან ვიღაც ისროდა. ქისტაურმა მაშინვე ამიცნო ბერდია არაბულის მანქანა. -ეს ხომ ბერდიაა?-იქით წადი. დუდამ პირდაპირ მისი მანქანის გვერდით გაააჩერა,თვალებგაფარტოებულმა შეხედა ბიჭმა,როცა ისინი ამოიცნო. -აქ რა გინდათ? -შენ რა გინდა? -ამის დროა ეხლა?-შუაში ჩაუდგა დუდა.-იქ ისინი საფრთხეში არიან. -თქვენ საიდან გაიგეთ? -ესეგი გავიგეთ,აბა რას ვაპირებთ? -პირდაპირ ვისვრით და არ ვინდობთ არავის.-თქვა ბერდიამ -ასე არ გამოვა ბიჭებო,-მოესმათ უკან მამაკაცის ბოხი ხმა და სამივე უცებ მოტრიალდა უკან. -თემურ ბიძია?აქ რა გინდათ? -მე რა მინდა თუ თქვენ?ან რას დაგიჭერიათ ეს იარაღები და ატრიალებთ აქეთ-იქით?თავი ვინ გგონიათ?-მკაცრად უთხრა კაცმა -თორნიკემ დაგვირეკა,საქმე მაქვსო,აქ რომ მოვედით ეს ამბავი დაგვხვდა.-დაასწრო დუდამ -მერე რას ელოდებით?-გაეღიმა კაცს,-წინ მე მივდივარ იცოდეთ.გაიფანტეთ. ალყაში უნდა მივაქციოთ. დაბნეულებმა გადახედეს ერთმანეთს და მისი ბრძანების შესრულება დაიწყეს.რამდენიმე წამში თავდამსხმელები ორმხრივ სროლაში მოჰყვნენ.დაიბნენ,მაგრამ მათაც გახსნეს ცეცხლი.მაგრამ მიხვდნენ რომ ვერაფერს იზავდნენ,მოაჯირიდან მიყოლებით გადახტნენ და ტყეს შეაფარეს თავი.მაისურაძე უკან გაეკიდა და არაბულიც თან მიჰყვა. ცოტა ხანს სდიეს,დაიღალნენ.თან თოვლი იყო და დევნაც გაჭირდა სიბნელეში. -მოიცადე.იქით წასვლა არ შეიძლება.საშიშია.-შეაჩერა გამომძიებელი.-იქით ხევები იწყება და როდის სად ჩავარდებით ვერ გავიგებთ,თან ღამეა. -ვერ გავუშვებთ,არ შეიძლება. -წავიდნენ,ვერ დავეწევით,აქედან ერთი ბილიკი ცენტრალურ გზაზე ჩადის და სავარაუდოდ იქით წავიდნენ.აქედან შორს იქნებიან უკვე. -ოჰ,ჯანდაბა,ამის დედაც...შეიკურთხა ხმამაღლა და უკან აედევნა ბერდიას... დუდამ და ლევანმა სახლის კიბეებზე აირბინეს და კარზე დააკაკუნეს. -გააღე ჩვენ ვართ ძმაო,-დააბრახუნა დუდამ შიგნიდან რაღაც ხმაური მოისმა და მერე კარი გაიღო.ბექაური აისვეტა მათ წინ.დაბნეულებმა გადახედეს ჯერ ერთმანეთს,მერე მას.რატომღაც მისგან თავდასხმას ელოდნენ. -შემოხვალთ თუ დიდხანს იდგებით მანდ? -ასე მშვიდად გვებნები ამას? -შენ ჩემმა დამ გულში შემიგიშვა და მე რომ სახლში დაგპატიჟო არ შეიძლება? -ბოლო შეხვედრაზე ასეთი კეთილი არ ყოფილხარ.. -ახლა ტყვიები აღარ დამრჩა,-იარაღი შეათამაშა ხელში და გაიცინა.რომ დაინახა ბიჭები ადგილზე იდგნენ,ისევ გაიმეორა. -ჯანდაბა გაიყინა სახლი,შემოდით ბოლისდაბოლოს.თორნიკეც აქაა.-გაიმკაცრა ხმა.ბიჭებმა ისევ გადახედეს ერთმანეთს ნელა გადადგეს პირველი ნაბიჯები.. როგორც კი სროლა შეწყდა და დაინახა რომ დამხმარე ძალა მოვიდა,მასინვე სოფოსთან გავარდა. -მორჩა,ყველაფერი მორჩა საყვარელო,-ჩაიკრა გულში.-ჩვენები მოვიდნენ. -არ მატყუებ?-შეშინებულმა ჰკითხა გოგომ -არა,არ გატყუებ.მართლა.მაიკო შენ როგორ ხარ? -მთავარია თქვენ იყოთ კარგად.მე არაფერი მიშავს.-გაუღიმა ქალმა. რამდენიმე წუთში ყველა მისაღებ ოთახში იჯდა.სახლში სიცივე გამეფებულიყო.ჩამტვრეული ფანჯრებიდან ზამთრის სუსხი შემოჭრილიყო. ხმას არავინ იღებდა. -აქ დარჩენა არ შეიძლება.ახლავე უნდა წავიდეთ, -ბერდია მართალია.-დაეთანხმა დემეტრე.-რადგან უკვე გაიგეს რომ სოფო კარგადაა,ისევ დაგვესხმებიან თავს.ბერდო შენთან მივდივართ. -მაშინ ეგ ადგილიც კარგად ეცოდინებათ და აჯობებს ჩემს აგარაკზე ავიდეთ.-ჩაერთო ქისტაური და დანარჩენებს მორიდებით გადახედა. -რატომ შენთან? -იმიტომ რომ არც გუგამ და არც თქვენ არ იცით მაგ სახლის შესახებ,თორემ მომაგნებდით,როცა ვიმალებოდი,-გაეცინა თორნიკეს. -კამათის დრო არაა,მოკლედ მოემზადეთ და მივდივართ,-ბრძანება გასცა დემეტრემ. საჭირო ნივთები აიღეს,მანქანებში გადანაწილდნენ და ლევან ქისტაურის აგარაკისკენ დაეშვნენ. ხადას ხეობაში გზის გაკვლევა გაუჭირდათ.მაგრამ მაინც ააღწიეს დანიშნულების ადგილამდე.მაშინვე ბუხარი აანთეს და ამოლაგება დაიწყეს.მალე სახლსი სასიამოვნო სითბო დატრიალდა,მრგვალ მაგიდას გარშემო შემოუსხდნენ სალაპარაკოდ.მაიკომ საკვები პროდუქტები წაიღო და სამზარეულოში განმარტოვა.მარტო დატოვა ისინი.ყველაფერს ხვდებოდა,მაგრამ საქმეში ჩარევა არ უნდოდა,იცოდა დემეტრე და თორნიკე ყველაფერს მოაგვარებდნენ.მითუმეტეს ამდენი დამხმარე ჰყავდათ გვერდით... უხერხული სიჩუმე ჩამოვარდნილიყო.ყველა ერთმანეთს უბღვერდა და თვალს არ აშორებდნენ.ყველა ხვდებოდა რომ მათ ცხოვრებაში ეს ალბათ ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი დღე იყო.დღეიდან ბევრი რამე გაირკვეოდა და დღეს ბევრ საიდუმლოს აეხდებოდა ფარდა. -აბა ვინ დაიწყებს და საიდან?-მკაცრად თქვა მაისურაძემ.-პირველმა რომელმა მოიფიქრეთ,რომ ამ საქმეს პოლიციის გარეშე მოაგვარებდით?თქვენ ნორმალურები ხართ?მომიდომეს ბიჭებმა გმირობა. -კარგი რაა ნათლია,არ დაიწყო ახლა ყვირილი და ჭკუის სწავლება. -ბიჭო გადამრევ შენ მე,-მაგიდას ხელი დაარტყა გამომძიებელმა,მერე კი ორივე ხელით დაეყრდნო,თვალი მოავლო ყველას და მკაცრი ტონით განაგრძო:-იცით მაინც ვინ დგას ამ საქმის უკან?მეც კი შემეშინდა რომ გავიგე,იმხელა ძალაუფლება აქვს. -ჩვენ არ გვეშინია,-უპასუხა დემეტრემ. -ამათ ვის გადავეყარე.ღმერთო მიშველე -დაჯექი ნათლია,ბევრი სალაპარაკო გვაქვს...უპასუხა თორნიკემ-მე დავიწყებ და დემეტრე განაგრძობს.რომ დავასრულებთ, თუ ვინმეს სათქმელი აქვს მერე თქვას. მაისურაძე მისთვის განკუთვნილ სკამზე ჩამოჯდა და ნათლულს მიაჩერდა. -ჩვენი დაპირისპირება მაშინ დაიწყო,როცა გუგამ იმ აზრით მოგშხამათ,რომ ვითომ ქისტაურმა ოთო ნიკურაძის და შეაცდინა.სინამდვილეში ასე არ იყო.სულ არ ვიცნობდით იმ გოგოს.ჩვენ მას იმიტომ ვებრძოდით რომ ჩვენთვის საყვარელი ადამიანი სასიკვდილოდ გაიმეტა,ნიტა ჩვენს სადარბაზოში ცხოვრობდა,დემეტრემ უკვე იცის ეს ამბავი და აღარ დავწვრილმანდები.იმას ვიტყვი მხოლოდ რომ თავი შეაყვარა,ნარკოტიკებზე შესვა,გოგო რომ ორსულად დარჩა,ძალით მოაშლევინა მუცელი და მერე თოკზე ჩამოკიდა,რომ ვითომ თავი მოიკლა. -რას ამბობ?ეგ როგორ?-იყვირა დუდამ -აი ამ ჩიპზე წერია ყველაფერი.ძნელი აღმოჩნდა ჩემთვის ამის ყურება,ისიც კი არის გადაღებული,როგორ ძალადობდა მასზე,სინამდვილეში სულაც არ უყვარდა ნიტას,აშანტაჟებდა და მასთან დაწოლას აიძულებდა.მერე ნარკოტიკს აძლევდა და ყველაფერი სრულდებოდა.გოგო რეალობას სწყდებოდა... -მოვკლაავ,-იღრიალა ქისტაურმა და წამოხტა,მაგრამ დუდამ შეაჩერა და ადგილზე დასვა.-ბოლომდე მოუსმინე. -აი აქედან დაიწყო ჩვენი მტრობაც,მოგატყუათ რომ ვითომ ჩვენ არაკაცები, მოძალადე ნაძირლები ვიყავით,სინამდვილეში კი თვითონ იყო ასეთი. უამრავი ადამიანი გახდა მისი მსხვერპლი.თვითონ თუ არა,მისი ნარკოტიკი აუცილებლად კლავდა მას. -სოფო რა შუაშია ამ ამბავთან? -დაახლოებით წელწად ნახევრის უკან საავადმყოფოში ვიყავი მორიგე,როცა სასწრაფომ კლუბიდან გონწასული ახალგაზრდები მოიყვანეს.საშინელ დღეში იყვნენ.მათი გადარჩენა ვერ შევძელით,ხელებში ჩაგვაკვდნენ.ერთ-ერთმა სანამ დაიღუპებოდა,ისეთი თვალები შემომხედა და მთხოვა გადამარჩინეო,გული მომიკვდა.ძირითადად თექვსმეტი-ჩვიდმეტი წლის ბავშვები იყვნენ.ეს ვინ ჩაიდინა-თქო ვკითხე,ინფაქტი კინაღამ მივიღე,გუგას ფოტო რომ მაჩვენა,ამისგან ვიყიდეთ ნარკოტიკიო.იმ დროს ახალი დაწყებული გვქონდა ურთიერთობა. რამდენიმე დღე გავურბოდი.იმის გაანალიზება რომ ადამიანი, რომელიც მიყვარდა,რომელთანაც ცხოვრება უნდა დამეკავშირებინა ცივსისხლიანი მკვლელი აღმოჩნდა.მის ყოველ ნაბიჯს ვაკვირდებოდი,ყველა სიტყვას,ქცევას და აღმოვაჩინე,რომ ის ბიჭი მართალი იყო. ერთი კვირა ვიკავებდი თავს რომ პოლიციაში არ წავსულიყავი.რამდენჯერ მივედი და უკან გამოვბრუნდი.ბოლოს თავს ძალა დავატანე და მივედი.. -ჩემთან შემოუშვეს,-გააწყვეტინა სოფოს მაისურაძემ,-ისეთი შეშინებული და დამფრთხალი იყო,ნორმალურად ვერც გამაგებინა რა უნდოდა. აღმოჩნდა რომ სწორედ იმ საქმეს ვიძიებდი,რასთან დაკავშირებითაც მან მნიშვნელივანი ინფორმაცია მომაწოდა.იმ ახალგაზრდების გარდა,მაშინ კიდევ რამდენიმე დაიღუპა მოწამლული ნარკოტიკით,დიდხანს ვწვალობდით მისი ვინაობის გარკვევას და შემთხვევით აღმოვაჩინე ამ ჭკვიანი გოგოს წყალობით.არა ამ არანორმალურსაც სცოდნია ეს,მაგრამ როგორ მეტყოდა?-გაეცინა მერე -ნათლია ამას ვერ გეტყოდი...როგორ მეთქვა.. -შენ და შენმა მენტალიტეტმა ხომ მომკლა,ხომ ხედავ არაფერი გამოდის არაკანონიერად და მაცადეთ ჩემი საქმის კეთება. -მერე მე დავიჟინე რომ ამ საქმეში დაგეხმარებით-თქო,-განაგრძო სოფომ,-თავიდან უარს მეუბნებოდა შენს სიცოცხლეს საფრხეში ვერ ჩავაგდებო.მაგრამ ხომ იცით როგორი ჯიუტი ვარ?სწრაფად შევეჩვიე იმას,თუ როგორ უნდა მეთვალთავალა და მომეპოვებინა ნივთმტკიცებები ისე რომ,გუგას ვერაფერი გაეგო.ისეთი წინდახედული იყო,თითქმის არ ტოვებდა კვალს.მიჭირდა ყველაფრის მოძიება.რამდენჯერ ვცადე,რომ მის ბინაში შემეღწია,მაგრამ ცოცხალი თავით არ მეპატიჟებოდა.ამიტომ სხვა გზა არ იყო,უფრო დავაჩქარე მოვლენები და ეს ურთიერთობა ცოტა უფრო შორს წავიყვანე... აქ თორნიკე დაიძაბა,ძლივს შეიკავა თავი, რომ ის რასაც ფიქრობდა იმ წუთას სოფოსთვის არ ეკითხა.გოგოს ხელი გაუშვა და მაგიდის გადასაფარებელს დაუწყო წვალება.სამაგიეოდ კარგად შეამჩნია ეს რეაქცია დემეტრემ.თვითონაც არ ესიამოვნა,მაგრამ არაფერი უკითხავს,სხვა დროისთვის გადადო.აქ ამის დრო არ იყო.ეს ძალზე ფაქიზი თემა იყო. -მის ბინაში თითქოს ყველაფერი წესრიგში იყო,მაგრამ სწორედ ეს იყო საეჭვო.ისეთი სისუფთავე,როგორც იქ დამხვდა,ჩვეულებრივად არც ერთი მარტოხელა მამაკაცის ბინაში არ არის ხოლმე. მხოლოდ ის აღმოვაჩინე რომ ერთი უჯრა ჰქონდა დაკეტილი.მეტი ვერაფერი და ისიც ვერ გავხსენი. სულ მინდოდა მეკითხა მისთვის მისი ოჯახის წევრების შესახებ.ერთხელ ახსენა მხოლოდ ბიძამისის შესახებ,მეტი არაფერი.ნუ დედაზე კი ვიცით ისედაც ყველაფერი.სულაც არ ვაპირებდი ამათთვის მეთქვა რომ ჩვენ შეყვარებულები ვიყავით,ეს ჩემი გეგმის ნაწილი იყო.მაგრამ მან დამასწრო და მოულოდნელად წამოაყრანტალა ერთ-ერთ შეკრებაზე.ამ გადარეულმა კი კინაღამ ჩამიშალა გეგმები. -აბა რა გეგონა?ისე დავტოვებდი ამ ამბავს?რატომ შემაჩერე?მართლა ღირსი ყოფილა რომ მეცემა.არ უნდა გაგეჩერებინე.-ხელები მომუშტა დემეტრემ.-მაგრამ არაუშავს,ამას მაინც მოვახერხებ,თუ ტყვია არ დავახალე მანამდე. -გეყოფა ბექაურო,ჩემს გარეშე ნაბიჯსაც ვერ გადადგავ. -რატომ მაჩერებთ? -იმიტომ რომ ასეა საჭირო.-უპასუხა კაცმა. -მერე როცა რეზო ბიძიამ ჩვენი მტერის ვინაობა ახსენა,ეგრევე ამომიტივტივდა თავში ის სახელი და გვარი,რაც გუგამ მითხრა,საბოლოოდ მივხვდი,რომ ჩვენი ოჯახის მტერი და გუგას მფარველი,ერთი და იგივე პიროვნება იყო,ამჯერად საბოლოოდ დარტყმა უნდა მიგვეყენებინა და სახლში მივადექი ისევ.ღვინოში საძილე სასუალება გავურიე,ის უჯრა გავხსენი და ყველაფერი წამოვიღე.მიმიხვდა,რისთვისაც მივედი და უკან გამომედევნა. მერე კი ის მოხდა რაც ისედაც იცით. -კარგი,ესეგი იმ დღეს როცა ჩვენთან რომ მოხვედი სოფოს უკვე იცნობდი და გუგა უკვე ეჭვმიტანილი იყო?-ჩაერთო ბერდია -კი.ასეა..-თავი დაუქნია კაცმა.-ხო მოდი გადავიდეთ შემდეგ საკითხზე,რადგან შევეხეთ ჩემი ვიზიტის მიზეზს. -არ გინდათ თემურ ბიძია,-სთხოვა ლევანმა -რატომ?ბერდია არაბულმა უნდა იცოდეს რომ მამამისი სიკვდილს შენ გადაარჩინე. -რაა?-თვალები გაუფართოვდა ბიჭს -ხო ასეა,-დაეთანხმა დუდა.-ყაზბეგში მოვდიოდით,სრულიად შემთხვევით მოხდა ეს.მამაშენის მანქანას მუხრუჭები ჰქონდა დაზიანებული,გათვლილი იყო,რომ სწორედ იმ მოსახვევში უნდა გადავარდნილიყო ხევში,მაგრამ გაუმართლათ,ჩვენ დაგვეჯახნენ.იმ ავარიას კინაღამ თორნიკე შეწირა,სამაგიეროდ ახლაც კარგად მახსოვს,როგორ გადმოიყვანა ლევანმა მანქანიდან მამაშენი.მე კი დედაშენი. -ერთ წამს ვიდექი გაშეშებული,ვფიქრობდი ეს იქნება ყველაზე კარგი შურისძიება არაბულზე,მამამისს თუ აქ დავტოვებ-თქო,მაგრამ დუდამ და საკუთარმა სინდისმა არ გამიშვა.საყვარელი ქალი ვერ გავიმეტე იმ ტანჯვისთვის რასაც მშობლების სიკვდილი და ობლობა ჰქვია.ნინიამ მომაბრუნა ამ ცხოვრებისკენ.ნინიამ სხვა ლევანად მაქცია,სხვა ადამიანი დაიბადა ჩემში.სწორედ მან დაამტკიცა შენი უდანაშაულობა იმ საქმეში,რისთვისაც ამდენ ხანს მძულდი,რისთვისაც ერთმანეთს ვებრძოდით. -ვერ მიგიხვდი...-დაიბნა ბერდია. -გაინტერესებს რატომ მძულდი ასე?მეგონა რომ ჩემი მშობლები თქვენ დახოცეთ,ყველაფერი თქვენს წინააღმდეგ მეტყველებდა,უფრო,სწორედ შენ წინააღმდეგ.დანა,რომელიც შენ დაამზადებინე,მანქანა შენი იყო,რა უნდა მეფიქრა?თან ოთო,ზუსტად რომ შენ გადამალე. ავდექი და შურისსაძიებლად პირდაპირ შენ მოგადექი.მამაშენს რომ არ მოესსწრო,ალბათ ახლა არც ერთი არ ვიქნებოდით. -მაგრამ,მაინც დაგიტოვე სამახსოვროდ რაღაც,-თავი ჩაღუნა ბერდიამ.იმის გაცნობიერებამ, რომ ამდენი ხანი რაც სჯეროდა ყველაფერი ტყუილი იყო,სინდის ქეჯნა გაუძლიერა. -ეს არაფერია,მივეჩვიე,თან შენს დას ძალიან მოსწონს,გაეცინა ქისტაურს. -ჩემი და,-სახე გაებადრა ბერდიას მის ხსენებაზე,-ჩემი გადარეული.დედა ხდება. -სხვათაშორის გელოდება,ყოველდღე ელის შენგან დარეკვას ან მისვლას.ნუ ალოდინებ.თუ გინდა ისეთ დროს მიდი,მე რომ არ ვიქნები.უფრო გაგიადვილდებათ ორივეს.. -როგორ ვაწყენინე,როგორ დავტანჯე,ისიც და შენც ბევრი დაგიშავე. -ეს არაფერია,გაეცინა ლევანს.-უარესებიც გადამიტანია.მე მინდა რომ ნინიას სახეზე ღიმილს ვხედავდე,მინდა მის გვერდით იყო და ჩემს ბიჭს ბიძამაც ასწავლოს როგორი ვაჟკაცი და მამაცი უნდა იყოს ის. -მაგას მამამისი უფრო კარგად ასწავლის.უტვინო ბიძა არაფერში სჭირდება. -მაგას თუ კიდევ ერთხელ იტყვი,იცოდე გარეთ გაგიყვან და იმას დავასრულებ,რაც მაშინ ვერ შევძელი.აბა მოხვალ ჩვენთან? -მოვალ ხოო,-მცირე ყოყმანის მერე უპასუხა არაბულმა. -მოკლედ ეს საქმეც გავიარეთ,ახლა შემდეგი.-თქვა დემეტრემ,-აქ არის კიდევ ვიღაც,ვისთანაც შევცდი და ბოდიში მაქვს მოსახდელი.ისიც კარგად ვიცი,რომ შეიძლება არ მაპატიოს,მაგრამ იმის იმედიც მაქვს რომ მე თუ უგუნური ვარ,ის იქნება სულგრძელი და შეძლებს ჩემს პატიებას.დუდა შენგელია ამდენი ხალხის წინაშე გიხდი ბოდიშს,ადვილი არაა ჩემთვის ეს,მაგრამ თუ იმას გავითვალისწინებთ,რატომ გავაკეთე ეს და რა მიზეზიც არსებობდა აქამდე ჩვენს შორის,მგონი გასაგები უნდა იყოს ყველაფერი.გონება მქონდა დახშული.სოფოს ამბავმა სრულიად მომიღო ბოლო.მეგონა მეტრეველი დამნაშავე იყო და ამიტომ ჩავიდინე ეს.გამართლებაც კი არ აქვს ჩემს საქციელს... -არ ველოდი ამას,იმედიც კი მქონდა გადაწურული,რომ ოდესმე ჩვენს შორის ყველაფერი მოგვარდებოდა,მაგრამ თუ ახლა აქ ერთად ვზივართ,თუ მშვიდად არიან ქისტაური და არაბული,თუ მშვიდად ხართ შენ და მეტრეველი,თუ მას და სოფოს ერთმანეთი უყვართ,თუ ნინია და ლევანი მათი სიყვარულის გამარჯვებას ზეიმობენ,თუ მე და თამარი მალე ამ უდიდეს ძალას ვეზიარებით.რა უფლება მაქვს მაშინ არ გამოგიწოდო პატიების ხელი და არ მივუჯდე სუფრა შენთან ერთად ჩემს ნიშნობაზე და შენი დის ქორწილში? დუდამ ისე ჩამოაყალიბა და ისე დახატა ყველაფერი,ყველას გული აუჩუყდა,ხოლო გამოცდილ და მრავლის მნახველ გამომძიებელს თვალზე ცრემლიც კი მოადგა. -რადგან ყველაფერი გარკვეულია და ყველა შერიგდა ახლა ორიოდე სიტყვა მეც მათქმევინეთ და დავსრულოთ.მერე დავისვენოთ და ხვალიდან საქმეს შევუდგეთ.. აბა მპირდებით რომ უჩემოდ ნაბიჯსაც არ გადადგავთ და ყველაფერს ისე გააკეთებთ როგორც გეტყვით? -გპირდებით,-შესძახა ყველამ ერთად. იმ ღამით თითქმის ყველაფერი გაარკვიეს. ყველამ დაიჯერა,რომ საბოლოო დარტყმას მიაყენებდნენ მტერს და საბოლოოდ გაიმერკვებდნენ.რომ ერთად და ბედნიერად იცხოვრებდნენ,ბექაურები,არაბულები,ქისტაურები,მეტრეველი და შენგელია და ახალ ისტორიას დაწერდნენ... აბა ღირდა ლოდინად?:) |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.