შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

კოცნის ვალი (4)


29-11-2018, 21:21
ნანახია 4 914

თავსხმა წვიმა მოდიოდა, როცა სახლიდან გამოვედი. თიკა გამწარებული მირეკავდა, და მიუხედავად იიმისა, რომ არ ვპასუხობდი, ზარის გაწყვეტას არ აპირებდა. რა, არ იცოდა, რომ ასეთი წვიმა იყო გარეთ?
კორპუსის სადარბაზოდან გამოსულს ლიას ხმა დამეწია პირველი სართულიდან:
-სოფი, სად მიდიხარ ასეთ ამინდში?
ზევით ავიხედე და ფანჯრიდან გადმოკიდული ლიას ფიგურა გავარჩიე, თუმცა, დიდხანს ყურების საშუალება არ მომცა ბუნებამ და წვიმის წვეთი მარჯვენა თვალში მომხვდა. თვალზე ხელაფარებულმა დავუყვირე, რომ კარგად გაეგო:
-ფსიქოლოგთან სეანსზე ლია, რამე ხომ არ გჭირდება?
-მე კი არაფერი, მაგრამ რაღაც უცნაურად მიცემს გული, რამე ხომ მოხდა?
-არაფერი, რა უნდა მომხდარიყო?
-მაშინ, აწი მოხდება. არ გინდა, დღეს სახლში დარჩე?
-არ შემიძლია ლიაკო, რა უნდა მოხდეს ახლა... უნდა წავიდე, დამაგვიანდება და ხომ იცი ფსიქოლოგების ამბავი, სეანსს სულ გამიუქმებს დღეს.
-წადი ოღონდ ფრთხილად იყავი იცოდე. თავს მოუფრთხილდი.
-კარგი, კარგი.-ხელი დავუქნიე და პალტო მჭიდროდ შემოვიხვიე შეციებულ ტანზე.-საღამოს გნახავ.
სწრაფად გამოვიქეცი უკვე მთლად დასველებულ, მოლიპულ ასფალტზე და ტროტუარს სირბილით გავუყევი. სასწრაფოდ ტაქსი უნდა გამომეძახა. ასე რომ არ ეწვიმა, წამში გამოივლიდა რომელიმე მათგანი მაინც, მაგრამ წვიმა გუნების გარდა ყველა საქმეს მიფუჭებებდა.
-გამიჩერეთ, გამიჩერეთ-ხელის ქნევით გავეკიდე მოძრავ მანქანას, მაგრამ სავარაუდოდ ნისლის გამო ვერ დამინახა და შეუნელებლად ჩამიქროლა. არამხოლოდ ეს, საფუძვლიანადაც გამწუწა, კიდევ კარგი, შავ პალტოზე სისველე არ დამეტყო. უმადური სახით დავდექი და უკვე ბედზე ხელჩაქნეულმა წვიმისაგან ამოვსებულ გუბეებში ფეხის წვერებით წრეების ხაზვა დავიწყე. რა აზრი ჰქონდა ახლა ტრანსპორტის ლოდინს, აღარაფერი ჩანდა გზაზე.
გაყინული ხელები ჯიბეებში ჩავიწყე და გრილი ჰაერი ღრმად ჩავისუნთქე, იმედები ამომწურვოდა. ტყუილად ვიდექი და ველოდი, როდის მომაგნებდა ტაქსი ან ნებისმიერი ტრანსპორტი გზაზე გაწოლილ ნისლში ჩაკარგულს. უკან გაბრუნება დავაპირე, მანქანის ხმა რომ შემომესმა. მართალია, შორიდან მოდიოდა, მაგრამ ძრავის ხმა ვიცანი და თვალები გამიბრწყინდა. ბოლო შანსი იყო და სწორად უნდა გამომეყენებინა. წინ ორი ნაბიჯი გადავდგი, რომ მანქანის მიმართულება კარგად გამერჩია, მაგრამ უცებ საოცრად ახლოდან გავიგე ძრავის ხმაური და მუხრუჭების ხმაც.
ვერ გავიაზრე, რა ხდებოდა, ისე უცებ მომეკვეთა მუხლები და ძირს დავვარდი. მთელი სიცხადით ვგრძნობდი სველი ასფალტის სუნს, წვიმის წვეთების შხაპუნს ჩემს სახეზე, თუმცა ვერ ვიაზრებდი, რა ხდებოდა ჩემ გარშემო, რადგან ყველაფერი, რაც ჩემ ირგვლივ ხდებოდა, სიზმარს გავდა და ჯერ კიდევ ვერ მივმხვდარიყავი, კოშმარი იყო თუ ბედნიერი სიზმარი.
-გოგონა, გამოფხიზლდით, თვალი გაახილეთ-სახეზე ვიღაც მთელი მონდომებით მიტყაპუნებდა ხელებს, თითქოს მისი გაზრდილი ვყოფილიყავი. და თითქოს მხოლოდ ეს არ კმაროდა, სრულუფლებიანი მეურვესავით ავეტაცებინე ხელში და თანაც ყურში ჩამჭყიოდა გამწარებული-გონს მოდით, ძალიან გთხოვთ.
ჯერ გამოფხიზლებული არ ვიყავი, რომ გავიფიქრე "ეს კაცი გიჟია-თქო". ადამიანი გაცნობამდე ასე რომ გაფიქრებინებს, სულაც არაა კარგად მისი საქმე. თვალი ნელა გავახილე, რადგან არ მინდოდა, მისი სახის დანახვა მეჩქარა.
-გაიღვიძეთ, მადლობა ღმერთს. მე კი მეგონა, რომ ნერვიულობისგან მოკვდით.-ისევ განაგრძო თავისი სისულელეები და თავი უკან გადავაქნიე.
-ხომ არ დამსვავდით?-უხერხულად ავწრიალდი, რომ ეგრძნო, სულაც არ მსიამოვნებდა ასე სიარული.
-მგონი, აჯობებს, ჯერ მანქანაში ჩაჯდეთ.-ხელი მხოლოდ მაშინ გამიშვა, სავარძელზე რომ დამსვა და გვერდით მომიჯდა.-კარგად ხართ?
-ძალიან.
-რამე ხომ არ გტკივათ?
-დარწმუნებული ვარ, რომც მტკიოდეს, თქვენ ვერ მომირჩენდით.-შეხედვა არც მიცდია, ისე გავეცი პასუხი.
ყურადღება არ მიუქცევია ჩემი უხეშობისთვის, საკმაოდ თავაზიანად მკითხა, სად მივეყვანე.
თიკას მისამართი ვუკარნახე და თავი სავარძელს მივაყრდენი.
-მეტყვით, რა დაგემართათ?
-შიშისგან გონება დავკარგე, ვერ დაინახეთ? თუ თქვენც დამარტყით მანქანით და ვერ მიხვდით ჩემი გულის წასვლის მთავარ მიზეზს?
-არა, რათქმაუნდა, დროზე დავამუხრუჭე. ხომ არ ჯობია, ჯერ ექიმთან მისულიყავით? ბარემ, საფუძვლიანად გაესინჯებოდით...
-სულელი გგონივართ? გმადლობთ, მაგრამ ვიცი ექიმთან ვიზიტის მთავარი დანიშნულება და არსებული სიტუაციის სიმძიმეც. თქვენ თავზე დიდ პასუხისმგებლობასაც ნუ აიღებთ.
ჩემი ირონიული პასუხისგან გაჩუმებულმა მხრები აიჩეჩა. არ მინდოდა, ზედმეტად უხეში ვყოფილიყავი, მაგრამ როცა სიტუაციას ვიაზრებდი, თავს ვერ ვიკავებდი.
-გმადლობთ, რომ მომიყვანეთ-მანქანა რომ გააჩერა, სასწრაფოდ გადმოვედი და თიკას კორპუსისკენ გავწიე.
***************************************************************
-საწყალი...-უკვე მერამდენედ ვისმენდი თიკას გოდებას, როცა ჩემს ამბავს ისმენდა.
-აღარ გააგრძელო-გავაფრთხილე, მაგრამ უბრალო გაფრთხილებამ რათქმაუნდა, მასთან არ გაჭრა.
-რატომ ღმერთო, რატომ არსებობენ ამქვეყნად ამისნაირი ლოდები?-ხელები აღმართა და ღმერთს მთელი გულით შესთხოვა, ჩემთვის ცოტაოდენი სითბო მოეცა.-იქნებ, სულ ცოტა გვიშველო ღმერთო, აღარ გვივარგა ნერვები ამის ხელში.
-თუ არ გაჩუმდები, შენს ყავასაც მე დავლევ. ან უკეთესი, ლუის დავალევინებ-ბოროტი სიცილით გავხედე მის კატას.
-აი კიდევ, -თავი გააქნია და ჩემმა მუქარამ გაჭრა, თიკას ენა ცოტა ხნით გააჩერა.
-საფრანგეთის რეისი როდისაა?-ინტერესით ვკითხე და ცხელი ამერიკანო მოვსვი ჩემივე მოხატული თიკას ჭიქიდან.
-ხვალ საღამოს.
-და ახლა მეუბნები მაგას, არა?
-ჰო-გამეკრიჭა და თავის მართლების გარეშე გააგრძელა-გირჩევნია, ჩემოდნის ჩალაგება მოასწრო, თორემ თარჯიმნის წოდებით თუნდაც უტანსაცმლოდ მოგიწევს წამოსვლა.
-კი მაგრამ, ასეთი რა შეხვედრაა საფრანგეთში, ჩემ გარეშე რომ ვერ წავლენ?
-აი, ამ შემთხვევაში, დიმიტრის მადლობელი უნდა იყო, რომ მისი დაფინანსებით მივდივართ ორივე, გენაცვალე, მთლად შავი მუშების სამუშაო კი არ უნდა ვაკეთოთ იქ, ჩვენ ფორმალურად მივყავართ, თორემ ტური უმეტესად მნიშვნელოვანი ადგილების დათვალიერებას გულისხმობს.
-ჯერ კიდევ ვერ გამიცანი არა? თითქოს არ იცოდე, რომ ისტორიული ადგილების ნახვა ნაკლებად მიზიდავს-თვალები ავატრიალე. თუმცა, წინ ისეთი ხისთავიანი მედგა, ვერაფერს რომ შეაგნებინებდი, რაც არ უნდა ჰაერი გენაყა.
-ჩემო საყვარელო, შენ და ალექსანდრე ორადორი თარჯნები ხართ, ვინც ფრანგებთან კონტაქტის დახმარებაში დაგვეხმარება. საწუწუნო რა გაქვს, ერთი ის მითხარი, თითქოს ძნელი იყოს ბარგის ჩალაგება და კმაყოფილი სახის მიღება მგზავრობის დროს.
-მოიცადე, არ გითქვამს, იქ სად უნდა დავრჩეთ. იქნებ რომელიმე დანგრეულ სასტუმროში, ან სულაც ძველ სახლში მოგვიწიოს ღამის გათევა, სადაც თაგვებს არანაკლებ საჭმელს აჭმევენ, რასაც ადამიანები ჭამენ? ან, მასპინძლები რომ კანიბალები აღმოჩდნენ და დათვის თავის ქალასთან ერთად ჩვენის გასინჯვაც მოინდომონ?
-მოკლედ, შენი ფანტაზია საფრანგეთზე შორს წაგიყვანს, თუმცა რათ გინდა, სახლიდან გახვალ თუ არა, ყველგან გული მიგდის.-გამომაჯავრა თავის ჭკუით. ნორმალური დაქალი ასე გაგეხუმრება?-ჰოოდა, ალექსანდრემ თქვა, რომ მის სასტუმროში დავბინავდებოდით, საუკეთესო სასტუმროა საფრანგეთის ერთ-ერთ უბანში, ლუქსებს გამოგვიყოფენ თავისი აბაზანით და მისაღებით.
-ოჰ, რა უჭირს ვაჟბატონს, საკუთარი სასტუმროც ჰქონია თურმე. კიდევ, ბავშვთა გასართობის ცენტრიც ხომ არ აქვს და თვითონ მუშაობს გამრთობად?არა, ალბათ ცირკი ექნება და ცხოველების მაგივრობას გაწევს იქ...
-რა გინდა გოგო, რას ერჩი იმ ბიჭს, მთელი წარსული და აწმყო რომ ამოუტრიალე?-თვალები დააკვესა სასაცილოდ-ისიც არ გაკმაყოფილებს, ყველას სასაცილოდ რომ იგდებ?
-ახლა არ მითხრა, ალექსანდრე კარგად გექცევაო.
-და ცუდი საქციელის რა შეატყვე?
ამოვიოხრე. ხო, ცოტას ვამეტებდი, მაგრამ ამდენადაც არა, როგორც თიკა იცავდა კბილებით ვაჟბატონს.
-კარგი, გამომყევი ახლა, ჩემთან გავიდეთ, ხომ უნდა ჩავალაგოთ.
-აჰა, ჩავალაგოთ არა? ესე იგი, შენს ენაზე ეს ნიშნავს, რომ ტანსაცმელები მე უნდა დავკეცო არა?-წარბაწეული წამოდგა და ჩემი ნაჩუქარი კურტკა შემოიცვა-ოხ სოფი, სოფი, შენ რა ხარ, ვინც არ გიცნობს.
******************************************************************************
შემდეგ საღამოს, მე და თიკა ფეხი-ფეხზე გადადებულები ვისხედით ჩემს მისაღებში და გია ჯაჯანიძის შოუს ინტერესით ვუყურებდით გაყუჩებულები. რა გვეტყობოდა ჩვენ, რომ იმ საღამოს საფრანგეთში უნდა წავსულიყავით სამდღიან ტურზე?
თიკას ტელეფონი იმ მომენტში აწკრიალდა, როცა სტუმრად რომელიღაც წინასწარმეტყველი მოიწვიეს და ზარის ავტორი გულში გამოვლანძღე, თუმცა თიკას ინტერესით მივაჩერდი და ვეცადე, ამომეცნო, რას ლაპარაკობდნენ.
-აჰა, ჩამოვდივართ. -წამოხტა და ხელით მანიშნა, ავმდგარიყავი-არა, იყავით, ჩვენ თვითონ ჩამოვიტანთ.
-რას ჩავიტანთ გოგო, ხომ არ გაგიჟდი, ამდენ რაღაცას რა ჩამატანინებს?-შევიცხადე და წელამდე ჩემოდნებს გავხედე.
-ოოფ, იმას ხომ არ ვეტყოდი, მოდით და ჩვენი ტანსაცმელი ჩაზიდეთ-თქო-ტუჩები დაბრიცა და კარისკენ წავიდა-წამოდი ახლა, იქნებ შენ გამო თვითმფრინავსაც ვეღარ მივუსწროთ.
-მე დამაბრალე ახლა, თვითმფრინავი თუ ჩვენ არ დაგველოდა.
სადარბაზომდე ძლივს გავათრიეთ მძიმე ჩემოდნები და ლიფტში შევაგორეთ. ლიფტში შესულმა წელზე ხელები მოვიჭირე და დავიხარე, რომ სიმძიმის აწევისგან გამოწვეული ტკივილი ჩამეცხრო. კარი რომ გაიხსნა, გასწორების თავიც აღარ მქონდა, თუმცა ვიგრძენი, როგორ მიჩქმიტა თიკამ მხარზე, რომ გავსწორებულიყავი.
-ვაიმე, ჯერ წელი მოვიწყვიტე ამსიმძიმე ჩემოდნების ტარებით, ახლა შენ დამიმატე-შევუღრინე და ნელა გავსწორდი. თუმცა, თიკასი არ იყოს, მეც უცებ გავშეშდი, როცა ჩვენ წინ მდგარი ბიჭები შევნიშნე და ალექსის სახეზე დათამაშებულმა ირონიულმა ღიმილმა გამაღიზიანა.
-აჰა, ესეიგი, სულ არ გჭირდებათ დახმარება, ყველაფერს თავს გაართმევთ,-ცინიკურად დაამატა ხსენებულმა საკუთარ თავში დარწმუნებულმა სიამაყის განსახიერებამ და ორივე ჩემოდანს ხელი დაავლო-გამოდით, დაიკეტება მალე კარი და დარჩებით მანდ.
ჩუმად გამოვედით და მანქანაში ჩავსხედით. მე და თიკა, უკანა სავარძელზე დამსხდრები, ერთმანეთს დამნაშავის თვალებით ვუყურებდით, სანამ ჩვენი საყვარელი მუსიკა არ გაისმა ფლეილისტზე.
-ეს ისაა-თვალებგაბრწყინებულმა შევძახე და შევხტი.
ალექსმა სარკიდან გამომხედა ინტერესით სავსე თვალებით და თიკასთან ერთად მოცეკვავე რომ დამინახა, წარბი ასწია. "ამას ხომ ვერაფერს მოაწონებთქო"-გავიფიქრე, თუმცა იმ დროს სულ არ მაინტერესებდა, რას იფიქრებდა ბატონი ალექსანდრე. მე და თიკა ღიღინით ავყევით "ხელოვნური სიყვარულის" მელოდიას და ბოლოს, ენერგიისგან დაცლილებდა, ერთამენთს ჩამოვადეთ თავები, სანამ აეროპორტამდე მივაღწევდით.

ესეც ახალი თავი ^ ^ თქვენი კომენტარების წაკითხვა მაბედნიერებს, ამიტომ ძალიან დიდი მადლობა იმას, ვინც კითხულობს და თავის აზრსაც აფიქსირებს. იმედი მაქვს, მოგეწონათ. შემდეგი თავი როდის იქნება, ვერ გეტყვით, მაგრამ ვიცი, რომ ვინც კითხულობს, დიდი ხანი უწევს ხოლმე ლოდინი, ამიტომ ვეცდები, მალე დავდო.
პ.ს. უკვე მთელი სცენარი გონებაში მიტრიალებს და ერთი სული მაქვს, როდის ჩავლენ საფრანგეთში სოფი, ალექსი, თიკა და დიმიტრი. * *



№1  offline მოდერი Someone wandering

ირონიული,მკაცრი ტიპები მევასსეებიაან. ნუ,''ცუდი'' ტიპები smiling_imp
პატარა თავი იყო,არც ისე საკმარისი ცნობებით.მაგრამ მეც ვწერ და ვაფასებ შენს შრომას.
წერის სტილი გამართულია,შინაარსიც მომწონს,აი პროფესიულიც როა.
წარმატებებიიი,კარგი ხარ.
თავებს რომ გაადიდებ უფრო შემიყვარდები heart_eyes

ალექსი სწორედ ჩემი ''ცუდი ბიჭია'' smiling_imp

 


Someone wandering
ირონიული,მკაცრი ტიპები მევასსეებიაან. ნუ,''ცუდი'' ტიპები smiling_imp
პატარა თავი იყო,არც ისე საკმარისი ცნობებით.მაგრამ მეც ვწერ და ვაფასებ შენს შრომას.
წერის სტილი გამართულია,შინაარსიც მომწონს,აი პროფესიულიც როა.
წარმატებებიიი,კარგი ხარ.
თავებს რომ გაადიდებ უფრო შემიყვარდები heart_eyes

ალექსი სწორედ ჩემი ''ცუდი ბიჭია'' smiling_imp

არამარტო შენი smile მეც ვაფასებ შენს ყურადღებას და მიხარია, რომ კითხულობ და მიფასებ. აი, თავების გაზრდას რაც შეეხება, ნელ-ნელა ვეჩვევი წინასთან შედარებით მეტი მოცულობის დადებას. blush

 


№3  offline აქტიური მკითხველი ანი ანი

შეეცადე უფრო მეტის მომცემი თავები გამოგივიდეს....
დღეს იქნება???

 


№4  offline წევრი Lucien Vanserra

ეს გოგო უბრალოდ საშინლად თავხედი უხეში და უზრდელია, დავიჯერო მოგწონთ ვინმეს ასეთი პერსონაჟი?

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent