შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მიენდე გრძნობებს...თავი 1


30-11-2018, 11:02
ავტორი katiusha
ნანახია 4 969

უცნაურია ცხოვრება.ვერ გაიგებ როდის რა სიუპრიზს მოგიწყობს. ამიტომ იცხოვრეთ თქვენი ცხოვრებით,აკეთეთ ის რაც გინდათ და არა ის რაც უნდათ,ვინაიდან როდის შეგიცვლიან დასახულ გეგმებს და როდის მოგიწევთ საკუთარ მიზნებზე უარის თქმა არავინ იცის…
თუ მათ წინააღმდეგ წახვედი, გაუკვირდებათ,გაბრაზდებიან კიდეც, თუ შენი თავის გამოყენების უფლებას აღარ მისცემ. თუმცა ხანდახან არის მომენტები როცა უნდა დანებდე და უბრალოდ მიჰყვე მდინარის დინებას.განსაკუთრებით მაშინ როცა საქმე სიყვარულს ეხება. აქ ყველა და ყველაფერი უძლურია.
სიყვარული უკურნებელი სენივითაა.თუ ერთხელ შეგეყარა,თავს ვეღარ დააღწევ.იმ მორევს ჰგავს,რომელიც იცი რომ ჩაგითრევს,მაგრამ მაინც მიჰყვები დინებას და თითქოს გსიამოვნებს კიდეც.აი როცა უკვე მიხვდები რომ შეტოპე,უკან გამოსვლას ვეღარ ახერხებ და აღარც გინდა ალბათ…
და მაინც როგორია სიყვარული ოცნებებში და ჯერ კიდევ ზღაპრებში მცხოვრები ოცი წლის გოგოსთვის,რომელიც ჯერ ცხოვრებას არც კი იცნობს ნორმალურად.არც კი იცის სად გადის ზღვარი კარგსა და ცუდს შორის,რომელსაც გონებაში იდეალი ჰყავს შექმნილი და ამ იდეალებით ცხოვრობს,ელოდება ასეთ პრინცს და ვერც კი წარმოუდგენია რამდენად რთულია ცხოვრება...რომელმაც არც კი იცის,რომ ქუჩაში მოსიარულე ხალხში,ადამიანი ძალიან ცოტაა…
სამაგიეროდ ფართოდ გახელილი თვალებით უყურებს სამყაროს უკვე ზრდასრული,ჩამოყალიბებული ოცდაათს გადაცილებული მამაკაცი საკმაო გამოცდილებით და ფეხზე მყარად მდგომი.რომელმაც კარგად იცის,რომ ამ სამყაროში ადამიანები ძირს ისე გამოგითხრიან და გაგანადგურებენ არც კი დაფიქრდებიან…რომ ადვილი არაა ცხოვრება…
ცხოვრობდე არ ნიშნავს იმას რომ ცხოვრობ.თუ არ ეზიარე სიყვარულის უდიდეს ძალას,მაშინ აზრიც არ ჰქონია არაფერს….
ასეა თუ ისე ასეთი ორი ადამიანის შეხვედრა უკვე დაწერილი იყო ბედის წიგნში და ამას ხელს ვეღარავინ შეუშლიდა..
*******
სერგო ბერიძე ცნობილი ბიზნესმენი იყო.წარმატებული და სახელგანთქმული.მისი ღვინო კი ქვეყანაში ცნობილი.სამი ვაჟიშვილი ჰყავდა და ნანატრი,ნაბოლარა ქალიშვილი ტატიანა,ტატა როგორც მას ეძახდნენ.ბიჭები დაოჯახებული და საკუთარ გზაზე ჰყავდა დაყენებული.კომპანიაში დაასაქმა სამივე. ერთი ამერიკულ ფილიალს ხელმძღვანელობდა,მეორე ლონდონურს.უფროსი კი აქ ეხმარებოდ.ოჯახური ბიზნესი ყვაოდა,მანამ სანამ ზედიზედ ორი წლის მოსავალი მთლიანად არ გაანადგურა ბუნებრივმა სტიქიამ და დარჩნენ მის გარეშე,ეს კი ფინანსურად დიდ გავლენას იქონიებდა მათ ბიზნესზე და დიდ ზარალს ნახავდნენ. სხვა გზა არ იყო ან ბანკიდან სესხი უნდა აეღო დიდი რაოდენობით,ან ვინმე პარტნიორი ეძებნა.ბევრი იფიქრა და ძველ ნაცნობს მიადგა. ვახო ამირეჯიბი მასზე მდიდარი იყო.ქალაქის უმსხვილეს ბანკს ფლობდა.მასზე ამბობდნენ სხვა პატარა ბანკების მეწილეცააო,მაგრამ ბოლომდე ვერავინ ამტკიცებდა ამას..
ძველ ნაცნობს ამირეჯიბმა საკუთარ კაბინეტში უმასპინძლა.თბილი მოკითხვების და ძველი ამბების გახსენების შემდეგ მისი გასაჭირიც მოისმინა ყურადღებით.ცოტა ხანს ჩაფიქრდა,საბუთებს გადახედა,მერე კი დინჯად უთხრა:
-ბევრი გამიგია შენზე.ვიცი როგორი პატიოსანი კაცის სახელი გაქვს.ძველი უბნელებიც ვართ.მოგცემ ფულს , იმდენს რამდენსაც მოინდომებ და საქმისთვის დაგჭირდება,მაგრამ სანაცვლოდ შენც რაღაც უნდა გაიღო.
-მე აქ იმ იმედით არ მოვსულვარ,რომ გთხოვდი და შენც სანაცვლოდ დამთანხმდებოდი.ვიცი რომ გარანტიები დაგჭირდება,წინააღმდეგ შემთხვევაში ისე ეს საქმე არ გამოვა.ჩემი ბიზნესიდან წილს ვდებ ამ საქმეში.ანუ აქციების ოცი პროცენტი.ეს საკმაოდ დიდი თანხაა,როცა მოგებაზე მიდგება საქმე. ხოლო კრედიტს ჩვეულებრივად დავფარავ.
-ჭკვიანი კაცი ხარ სერგო,გაფასებ და ვაფასებ შენს წინდახედულებას, მაგრამ მე სხვა რამე მინდა შემოგთავაზო.
-ამაზე უკეთესი რა გარანტია გინდა..
-მოდი პირდაპირ გეტყვი.აქციების ათი პროცენტი,ოცი არ მინდა და კიდევ შენი ქალიშვილი..
-ხომ არ გასულელდი?ჩემი ოცდაერთი წლის ქალიშვილი რა შუაშია?-დაიძაბა კაცი.
-უფრო მყარი გარანტია იქნება თუ შენი ქალიშვილი და ჩემი ვაჟი დაქორწინდებიან.აბა დაფიქრდი?შენ გექნება მუდმივად იმის იმედი რომ ნებისმერ დროს მიიღებ ჩემგან დახმარებას როგორც ოჯახის წევრისგან,თუ რამე გაუთვალისწინებელი მოხდა შენი ბიზნესი კიდევ სხვის ხელში არ მოხვდება და შენი ქალიშვილი გახდება ისევ მისი მფლობელი.
-ურიგო იდეა არაა,მაგრამ თავს ისე ვგრძნობ თითქოს მას ვყიდი.
-მე ამას ცუდი განზრახვით არ გეუბნები.მე მინდა ჩემი შვილის ბედნიერება,ისევე როგორც შენ. ამას ანგარებით არ ვაკეთებ და სხვა რომ ყოფილიყო შენს ადგილზე არ შევთავაზებდი ამ წინადადებას. ეს იქნება ფიქტიური ქორწინება,მერე კი არავინ იცის რა მოხდება.იქნებ შეუყვარდეთ კიდეც ერთმანეთი.თუ ასე არ მოხდა,ვალის გასტუმრების შემდეგ შეუძლიათ მშვიდად დაშორდნენ ერთმანეთს…
-დავფიქრდები,სახლში ვიტყვი ამაზე.მანაც უნდა იცოდეს და გაგაგებინებ პასუხს.
-დიდხანს არ მალოდინო იცოდე.ეს შენთვისაც კარგი იქნება.
-კარგი ვახო.აბა წავედი,დროებით.
გულდამძიმებული გამოვიდა ბანკიდან.არადა სულ სხვა გეგმებით მოვიდა და სხვა რამეზე უწევდა დათანხმება.როგორ უნდა ეთქვა ეს სახლში.როგორ უნდა აეხსნა შვილისთვის რომ გასაყიდი საქონელივით უნდა მოჰქცეოდა მას?
*******
ჩვეული ხმაურით შეაღო ტატამ სახლის კარი,თან ტელეფონზე საუბრობდა მეგობართან და მხიარულად კისკისებდა.
-რა თქმა უნდა წავალთ ნან,მამას დაველაპარაკები და აუცილებლად გამომიშვებს.ხომ იცი რომ ყველაფერს მისრულებს….ძალიან მაგარ დროს გავატარებთ.ლამაზ ტანსაცმელს ვიყიდით,აი იმ დოლჩე და გაბანას ბოლო კოლექციიდან რომ მოგვეწონა იმას...როდის იყო რამე არ აესრულებინა მამას ჩემთვის…
ასე საუბარში მიიწევდა მისაღებისკენ.მშობლები რომ დაინახა,მეგობარს დაემშვიდობა და მათ გაუღიმა,მერე ჯერ დედას აკოცა,მერე მამას,შუაში ჩაუხტა და აღფრთოვანებულმა თქვა.
-მამა უნივერსიტეტიდან გოგოები იტალიაში მიდიან,ვენეციის კარნავალზე და ხომ გამიშვებ?
-როდის?-ყრუდ იკითხა კაცმა,მაგრამ გოგო ისე იყო აღფრთოვანებული მომავალი ტურით,რომ ყურადღება არ მიაქცია.
-ერთ კვირაში.
სერგომ ცოლს გადახედა და სახე ეცვალა
-დედი აუცილებლად უნდა წახვიდე?-ჰკითხა ქეთინომ
-აუ,იცი როგორ მინდა,წავიდე დეე?ფოტოებში რომ ვნახულობ ულამაზესია.
-მარტო გოგოები მიდიხართ?
-ხო დე,პირველად ხომ არ მივდივარ?რატომ ხართ ასე დაძაბულები..
-კარგი,მოდი ახლა ოთახში ადი საყვარელო,დაისვენე და რომ ჩამოხვალ ვახშამზე უნდა დავილაპარაკოთ.
-მამა ასე რატომ ამბობ?რატომ მიგრძნობს გული ცუდს?
-ყველაფერი კარგად იქნება.ნუ გეშინია,-შუბლზე აკოცა მამამ და ხელით მხუბუქად უბიძგა ზემოთ ადიო.
-როგორ ვუთხრა ეს?როგორ გავუმწარო ყველაზე ლამაზი პერიოდი?როგორ დავუნგრიო გეგმები?-სასოწარკვეთილმა შეხედა ცოლს
-მაშინ უარი უთხარი იმ კაცს და სხვა გამოსავალი მოვძებნოთ.ხვალ სხვა ბიზნესმენებსაც შეხვდი..
ცოლის რჩევამ იმედი გაუღვივა და დილით მხიარულად ჩამოირბინა კიბეები.მთელი დილა ხუმრობდა და ენას არ აჩერებდა.რაღაც კარგის მოლოდინში იყო,მაგრამ აღმოჩნდა რომ კაცი ბჭობდა ღმერთი იცინოდაო,მასზე იყო იმ დღეს ნათქვამი.ვისთანაც დარეკა და ვისაც შეხვდა ყველამ უარი უთხრა.ასე ყოფილა,როცა ადამიანი გასაჭირში ხარ ყველა გტოვებს თურმე.
საღამოს ცოლთან ერთად იჯდა საძინებელში და სევდიანად უყვებოდა როგორ გამოისტუმრა ყველამ უკან უარით.
-სხვა გზა არაა,ვახოს წინადადებას უნდა დავთანხმდე.ტატიანა იმ ბიჭს უნდა გაყვეს ცოლად.
აი ხომ არის წუთები,როცა ფიქრობ რომ სამყარო თავზე დაგემხო და წამში დასრულდა შენთვის ყველაფერი?სწორედ ეს შეგრძნება დაეუფლა გოგოს,რომელმაც იმ წუთას შემთხვევით ჩაიარა მშობლების საძინებელთან და შეღებულ კარში ყური მოჰკრა ამ ბოლო სიტყვებს.ადგილზე გაშეშდა,თითქოს მიაჯაჭვეს იატაკსო.ისმენდა მშობლების საუბარს,მამის სასოწარკვეთილი ხმა ყურებიდან არ გამოსდიოდა.რა ექნა?წინააღმდეგობა გაეწია თუ დამორჩილებოდა ბედს?არადა არასოდეს ყოფილა დამყოლი.ყოველთვის ურჩი იყო და იმის საწინააღმდეგოს აკეთებდა რასაც ეუბნებოდნენ.ამჯერად ხვდებოდა რომ საქმე სერიოზულად იყო,მხოლოდ მისი კი არა მისი ოჯახის ბედი იდგა სასწორზე.
გადაწყვეტილება დაუფიქრებლად არ მიუღია,უკვე გაანალიზებული ჰქონდა რომ იმ წუთიდან,როცა ამას დათანხმდებოდა მისთვის ძველი ცხოვრების კარი იხურებოდა და სრულიად ახალი გაიღებოდა…
-მე თანახმა ვარ,თუ ეს ოჯახს გადაარჩენს.
-ტატა,შენ რაა გვისმენდი?-დაბნეული წამოდგა სერგო.
-შემთხვევით გავიგე.
-გამოსავალს ვიპოვი.
-მხოლოდ ერთ კითხვას დავსვავ მამა და გულახდილად მიპასუხე.სხვა გზა არის თუ არა?ეს მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს ჩვენს ბიზნესზე?
-სხვა გზა არ არის შვილო. გავკოტრდებით,თუ ვახომ არ გვიშველა.
-კარგი,დაურეკე და თანხმობა უთხარი.
-კი მაგრამ..
-არავითარი მაგრამ დედა.თუ არც ფული გვქონდა და ყველაფერი დავკარგეთ რა აზრი აქვს ასე ცხოვრებას?მე ვერ გავძლებ ამ ყველაფრის გარეშე.ასე რომ მე თანახმა ვარ,მოაგვარეთ ყველაფერი და გამაგებინეთ ქორწილი როდის იქნება,-ირონიულად თქვა ტატამ და ოთახი დატოვა..
************
ბრიუსელში შეხვედრა წარმატებით დაასრულა,საქმიან ხელშეკრულებას ახალ პარტნიორთან ხელი მოაწერა და მამის კომპანიას ახალი მეკავშირე შეუერთდა.კმაყოფილი იყო ნიკოლა. მამის იმედები არც ამჯერად გაუცრუებია. მასთან ერთად ბანკის მთავარი ბუღალტერი და მისი ბავშვობის მეგობარი საბა გიორგაძე იყო.რესტორნიდან რომ გამოვიდნენ,ფეხით გაუყვნენ სხვადასხვა ფერის განათებებით გაფორმებულ ქუჩას.
-ესეც ასე,ახლა რა ვქნათ?
-რა ვიცი,წამო სადმე ბარში შევიდეთ და აქაურ ქალებს გავუსინჯოთ გემო.
-ოჰ,საბა,საბა.-კარგი რაა,არ მოგბეზრდა?
-არაა,როგორ უნდა მომბეზრდეს ლამაზი ქალი და მასთან გართობა? ეს მგონი შენ მოგბეზრდა,რაღაც ამ ბოლო დროს თავ იკავებ მსგავსი გასართობებისგან.თან რაც ლიკა წავიდა,ქალისკენ აღარც გაგიხედავს.ისევ გიყვარს?
-არ ვიცი ეს რა გრძნობაა,ეტყობა ასაკს თავისი მიაქვს. დავსერიოზულდი…
-აღარ ეკადრება ხომ ბანკის მთავარ ფინანსურ დირექტორს მსგავსი ორგიების მოწყობა,ჩვენ რომ ვიცოდით.
-დრომ წაიღო.-გაეღიმა ნიკოლას წარსული გიჟობების გახსენებაზე.
ბარმენს ვისკი შეუკვეთეს და დარბაზს მოავლეს თვალი.საინტერესო აქაც არაფერი ხდებოდა.
-ან მე მომბეზრდა ეს ყველაფერი ან მართლა ყველა ბარი ერთნაირია,აქაც და საქართველოშიც.
-კარგი რაა,მოეშვი ამ ყველაფერს და მოდუნდი,ისიმოვნე,წავალ ეხლა ვინმე გოგოს გავიცნობ და შენც გაახილე თვალი.
როგორც კი საბამ იქაურობა დატოვა,მაშინვე აზმუვლდა მისი ტელეფონი და მამის ნომერი ამოიცნო.
-გისმენ მამა,კარგად,შენ...ყველაფერი რიგზეა,ახალი პარტნიორი გვყავს...სასწრაფოდ?რა ხდება?..დარჩენა მინდოდა რამდენიმე დღე...რადგან არ იშლი...დილით გამოვფრინდებით...დროებით მამა..
ტელეფონი ჯიბეში ჩაიდო,ანგარიში გაასწორა და საბას ანიშნა მივდივართო და ბუზღუნით გაიყოლა ბიჭი ბარიდან….
დილით თბილისში გამოფრინდნენ. საღამოს კი უკვე აქ იყვნენ.მამა რომ დახვდა კიდევ უფრო გაუკვირდა.საბას დაემშვიდობა,უკანა სავარძელზე კაცს გვერდით მიუჯდა და აეროპორტი დატოვეს.
-ახლა კარგად მომისმინე.რასაც გეტყვი ძალიან მნიშვნელოვანია,უარი არ გამაგონო.
-რა ხდება მამა?
-სერგო ბერიძე ხომ გაგიგია?
-კი,-თავი დაუქნია შვილმა.
-ამ საღამოს მასთან მივდივართ ოჯახში. მისი ქალიშვილის ხელი უნდა ვითხოვოთ შენთვის.ხოლო რაც შეიძლება მალე ქორწილიც მოყვება ამ ამბავს.
-მეხუმრები მამა?-თვალები გაუფართოვდა ბიჭს,-როგორ მოვიყვანო ცოლად ადამიანი,რომელსაც არც კი ვიცნობ.თან იქნებ მასაც არ უნდა?იქნებ შეყვარებული ჰყავს?იქნებ მეც მიყვარს ვინმე.
-შენ რომ საყვარელი ქალი გყავდეს,მას როგორც ვინმეს არ უწოდებდი და ასე უგულოდ არ ახსენებდი მას.
-კარგი რაა მამა,ოცდამეერთე საუკუნეა,რაღა დროს გარიგებით ოჯახის შექმნაა?
-ეს სხვანაირი გარიგებაა,თქვენი ქორწინება ფიქტიური იქნება, მხოლოდ ქაღალდზე.შეგიძლია თავისუფალი ცხოვრებით იცხოვრო ისევ და ისე გააგრძელო როგორც მანამდე.ის გოგო თავისუფლებას არ შეგიზღუდავს.
-მარტო ჩემზე ფიქრობ?მასაც ხომ ეზღუდება თავისუფლება?ასე მარტივი არაა ეს ყველაფერი.
-ახლა ამდენი ფიქრის დრო არაა,მივალთ უკვე სადაცაა,დედაშენმა ყველაფერი მოაგვარა,ბეჭდებიც იყიდა და საჭირო ნივთებიც,რაც ნიშნობისთვისაა საჭირო.
-არ მესმის რა საჭიროა ეს ყველაფერი.თუ მათ სჭირდებათ,მე რა შუაში ვარ?რატომ უნდა დავთანხმდე ამ ქორწინებაზე?მე ხომ არანაირ სარგებელს არ ვიღებ.
-ჩავთვალოთ რომ ეს საქმიანი გარიგებაა და თუ ბერიძემ ბიზნესი ვეღარ ააწყო,მაშინ მთელი მისი ქონების მეპატრონეები გავხდებით.ეს ქორწინება კი გარანტია ამ ყველაფრის.თუ ყველაფერი გამოუვიდა,მაშინ მისი ქონების ათ პროცენტს მიიღებ,რაც საკმაოდ დიდი თანხაა და უკეთეს შემთხვევაში შესაძლოა მის ულამაზეს ქალიშვილს.,რომლის სილამაზე მთელ ქალაქშია ცნობილი…
-უკვე ვგრძნობ რომ დიდ შარში ვყოფ თავს.
-ყველაფერი კარგად იქნება,-ვახომ მძღოლს მანქანა გააჩერებინა და შვილს უთხრა გადადიო.
-აქ რატომ?
-გადადი და ყვავილები უყიდე შენს საცოლეს.
-მე რა ვიცი მას რომელი ყვავილები უყვარს,-დაიმანჭა ბიჭი.
-როგორ მე უნდა გასწავლო ყველაფერი შვილო?იცოდე ასეთ დროს ყველა ქალს უხარია წითელი ვარდები,თუ მაინცდამაინც არ გინდა ეს,მასინ გულს ენდე,რასაც ის გიკარნახებს ის იყიდე.
დიდხანს არჩევდა ნიკოლა თაიგულს,შესაფერისი ვერ იპოვა,არც ვარდები უნდოდა ეჩუქებინა,ბანალურად ეჩვენებოდა..
ბოლოს დაიღალა და სხვადასხვა ფერის ქრიზანთემები შეაკვრევინა, გამყიდველმა,კიდევ რამდენიმე უცხო ყვავილი დაუმატა და ულამაზესი გამოვიდა მართლაც.თვითონაც კმაყოფილი დარჩა და ივარაუდა რომ ადრესატსაც მოეწონებოდა.მეორე თაიგული სასიდედროსთვის იყიდა..
სახლში მხოლოდ შხაპის მიღება და გამოცვლა მოასწრო.ტანსაცმელიც მალევე აარჩია.საღამოს რვა საათზე კი ბერიძეების სახლის ზღურბლზე იდგა და ჯერ კიდევ ვერ დაეჯერებინა,რომ ასეთ სულელურ წინადადებას დათანხმდა,როგორც ის უწოდებდა..
******
წამებში შეიცვალა ტატიანას ცხოვრება.არც მისი სანატრელი ტური გამოვიდა უნივერსიტეტელ მეგობრებთან ერთად და არც ვენეციის ნახვა.ის კი არა სასწრაფო წესიტ წაიყვანეს მაღაზიებში და ნიშნობისთვის შესაფერისი ტანსაცმელი აარჩევინეს.მისი მომზადება დაიწყეს ისე,თითქოს გასაყიდად ამზადებდნენ ნივთს და ფუთავდნენ ლამაზად,რომ მყიდველს მაშინვე მოსწონებოდა,აბა სხვა შესაფრისი ახსნა ვერ მოუძებნა შექმნილ სიტუაციას…
ნიშნობის დღეს დაურეკა ნანკას-მის საუკეთესო მეგობარს,ყველაფერი მოკლედ მოუყვა და შოკირებული დატოვა მეგობარი.თავისთან დაიბარა და სთხოვა დღეს ჩემს გვერდით უნდა იყოო.სანამ ის მოვიდოდა სტილისტთან წავიდა,თმა და სადა მაკიაჟი გაუკეთეს,ცოტა ხანში კი სარკის წინ იჯდა და საკუთარ თავს ათვალიერებდა..
-მორჩა შენი ბავშვობა ტატი,დაასამარე შენი ოცნებები და იმედები.შენს ოჯახს სჭირდები,ასეა საჭირო.უნდა გაუძლო,-ამხნევებდა საკუთარ თავს სარკეში.
ოთახშე დედა შემოვიდა.მკლავზე ულამაზესი ცისფერი კაბა შემოიტანა.მსახურს გაეუთოვებინა და ტატიანასთვის გაემზადებინა.საწოლზე მიაფინა და შვილს გვერდით მიუჯდა.
-ნერვიულობ?
-ცოტას.არც კი ვიცი რა მელოდება,ეს არასოდეს დამიგეგმავს და არც შედიოდა ჩემს გეგმებში.
-ყველაფერი კარგად იქნება,ვინ იცის იქნებ შეგიყვარდეს კიდეც…
-ნუ მაცინებ დედა,როგორ უნდა შემიყვარდეს უცხო ადამიანი?
-ადრე სულ ასე ხდებოდა შვილო ოჯახების შექმნა,ჯერ ქორწინდებოდნენ და მერე სიყვარულიც მოდიოდა.კარგ ცოლს ყოველთვის მოსიყვარულე ქმარი ჰყავს,იცოდე როგორც მოიქცევი,ისევე მოგექცევიან,ნუ ეცდები მის შეცვლას და შენი იდეების თავზე მოხვევას. მიიღე ისეთი როგორიც არის და ეცადე მასთან საერთო ენა გამონახო.თან ის საკმაოდ გამოცდილია კაცია და არა მგონია ერთმანეთს ვერ გაუგოთ.
-გამოცდილში რას გულისხმობ დედა?-სახეზე ფერი ეცვალა გოგოს.
-იმას არა,რაც გაიფიქრე.ნუ რა თქმა უნდა ეგეც იქნება დარწმუნებული ვარ,მაგრამ მე ცხოვრებისეულ გამოცდილებას ვგულისხმობ.საკმაოდ დინჯი,სერიოზული და თავდაჭერილი მამაკაცია,როგორც გავიგე,არანაირ სკანდალებში არ გახვეულა და მშვიდი ცხოვრებით ცხოვრობს.უმეტეს დროს სამსახურში ატარებს.არ შეგაწუხებს
-მერე მე ეგ სულაც არ მინდა,თუ საერთოდ ვერ ვნახე და სახლში გამოვიკეტე აზრი აქვს ასეთ ურთიერთობას დედა?
-დაიმახსოვრე შვილო ქალს ბევრი რამე შეუძლია,თუ მოინდომა. ახლა ჩაიცვი და ქვემოთ გელოდები..
ულამაზესი იყო .ისეთი რომ თვითონაც მოეწონა საკუთარი თავი.კიდევ ერთხელ დატრიალდა სარკის წინ.ტანზე მომდგარი კაბა მისი სხეულის ლამაზ ნაკვთებს და მრგვალ ფორმებს ხაზს უსვამდა.
ქვემოდან ზარის ხმა გაისმა და რამდენიმე წამში ნანკამ შემოგლიჯა კარი.
-დამენახე აბა,რომ საბოლოოდ დავიჯერო არ მეხუმრები.მეგობარი რომ დაინახა ასეთ ფორმაში ვაუო წაუსტვინა და ენა ჩაუვარდა.
-სად წაიღე შენი სპორტული სტილი?მეგონა ამას არ შეეგუებოდი და რამე სიგიჟეს ჩაიდენდი,მაგრამ როგორც აღმოჩნდა,შენც კი მოგარჯულეს..
-ისედაც ვნერვიულობ ნან,უარესად მძაბავ.
-გოგო მოიცადე ის ბიჭი ხომ ნამდვილად ნორმალურია?აბა ასე ადვილად რატომ დათანხმდა?იქნებ სადისტია,ან ნარკომანი,ან ლოთი?ვაიმე ნეტავ ვის ხელში ვარდები ჩემო მეგობარო…
-ნანკაა,ახლა გავგიჟდები იცოდე…
-წამოდი სანამ მოვლენ,ქვემოთ ჩავიდეთ,ბაღში.სუფთა ჰაერს ჩავყლაპავ.
დედას მიაძახა აუზთან ვიქნებითო და მსახურს დაავალა მათთვის იქ ორი ჭიქა ჩაი მიეტანა.
-დეე,სადაც მოვლენ,ხომ მზად ხარ?
-კი დედა,-გამოსძახა უკვე სკამზე მოკალათებულმა და ცხელი ჩაი მოსვა.
არ გაუგია როგორ მოვიდნენ სტუმრები.
-საღამო მშვიდობისა სერგო,როგორ ხართ?ჩემი მეუღლე ჯინა და ჩემი შვილი ნიკოლა,-წარუდგინა ერთმანეთს.
-კარგად ვახო,შენ?-ხელი ჩამოართვა ბერიძემ.-ჩემი მეუღლე ქეთევანი.ჩემი ვაჟები-დიმა,მისი მეუღლე ანი და ქალიშვილი ლიზა.დანარჩენმა ორმა ჩამოსვლა ვერ მოასწრო.შუათანა ცოლ-შვილთან ერთად ამერიკაში ცხოვრობს.უმცროსი ლონდონში.
-ეჰ,სამწუხაროდ ჩვენს შვილებს აქ ცხოვრება აღარ უნდათ.მიდიან ცოტა ხნით და აღარ ბრუნდებიან.აი ნიკოლაც სულ ევროპისკენ იწევს,მაგრამ ჯერ ვაკავებ.მერე რა იქნება არ ვიცი..
-კარგი რა მამა,რატომ ამბობ ამას?-ჩაერთო ვაჟი.-მაცადეთ ახლა მე.ქალბატონო ქეთევან ეს თაიგული თქვენ.გაუწოდა წითელი ვარდები და ხელზე აკოცა.
-დიდი მადლობა,რატომ შეწუხდით.დავსხდეთ,ჩემი ქალიშვილი ახლავე მოვა.მსახურს ვეტყვი დაუძახებს, ისიც ძალიან ნერვიულობს.
მისაღებში გადაინაცვლეს და ტყავის დივან-სავარძლებში გადანაწილდნენ.უზარმაზარი მისაღები ნამდვილად არ განიცდიდა ამის ნაკლებობას…
საუბარი ნორმალურად არ ჰქონდათ დაწყებული,რომ ნიკოლას ტელეფონმა დარეკა.ბოდიშის მოხდით დატოვა იქაურობა და პირველივე თავისუფალ კარში გავიდა,რომელიც ბაღში გადიოდა.
-გისმენ საბა...ყველაფერი რიგზეა,თუ ამას მშვიდობა ჰქვია..რომ მოგიყვები ალბათ არ დაიჯერებ,იმიტომ რომ ახლა ისეთ რაღაცას ვაკეთებ,რაც მეც არ მჯერა...კარგი.ხვალ მოგიყვები და შენი გვერდში დგომაც დამჭირდება..დაგირეკავ მერე დროებით..
ტელეფონი გათიშა და ჯიბეში ჩაიდო.ღრმად ჩაისუნთქა გაზაფხულის გრილი ჰაერი,ყვავილების სურნელით გაჟღენთილი და უკან გამობრუნდა. უეცრად მის სმენას გოგოების საუბარი მისწვდა.
-დარწმუნებული ვარ მდიდარი მამიკოს ფულებით განებივრებული იდიოტი იქნება.საკუთარი აზრიც რომ არ გააჩნია და მის ჭკუაზე დადის.
-ნამდვილად ასე იქნება,აბა როგორ შეიძლება ზრდასრულმა ადამიანმა ასე მამის ჭკუაზე გაიაროს.
-თავში აქვს ავარდნილი ეს ფულები,უსაქმური და არაფრის მაქნისი იქნება.როგორც მინდა ისე მოვექცევი,ჩემს ჭკუაზე ვატარებ,ორივემ გადაიხარხარა. სიბრაზე ისე მოაწვა,რომ ყურები დაუგუბდა და ძლივს შეიკავა თავი რომ არ მისულიყო და იქვე არ გაელანძღა ორივე.ეს თითისტოლა ღლაპები მას ლანძღავდნენ.თავის თავს სძლია და უკან დაბრუნდა.მისთვის განკუთვნილ ადგილზე დაჯდა ისევ და ხმა აღარ ამოუღია.არც უფროსების საუბარში ერეოდა.
-სად არის აქამდე?-გადაულაპარაკა სერგომ ცოლს.
-აი მოდის,-გაიბადრა ქალი და შემოსასვლელისკენ გაიხედა. ფეხზე წამოდგა ყველა,ნიკოლა ისევ ადგილზე იჯდა,არც აპირებდა ადგომას,სანამ მამამისმა არ მიჰკრა ხელი.გოგოსთვის ნაყიდ თაიგულს დასტაცა ხელი მის უკან დადგა.
-გაიცანით ჩემი ქალიშვილი ტატიანა,-მკლავში მოჰკიდა ხელი და მათ წინაშე წარადგინა…
დაბნეული იდგა გოგო მომავალი ოჯახის წევრების წინაშე.ჯინამ აღფრთოვანება ვერ დამალა მისი დანახვისას და ქართულ-იტალიური აქცენტით შეჰყვირა.
-ოო,რა ლამაზია.პრინცესა..
-მადლობთ ქალბატონო...დაიმორცხვა გოგომ და თვალი იქით გაექცა,სადაც ნიკოლა იდგა.ეგონა რომ მის წინაშე ზეციდან ჩამოსული აპოლონი იდგა.ასეთ მამაკაცს არასოდეს არ შეხვედრია.თვალი ვერ მოაშორა მის ათლეტურ აღნაგობას.სასწაულად სიმპატიური იყო და პირველად ცხოვრებაში,გულში ისეთი რაღაც იგრძნო როცა მის მზერას გადაწყდა,რაც არასდროს.ეს არ იყო ერთი ნახვით შეყვარება,მაგრამ იყო რაღაც ისეთი რისგანაც გრძნობდა რომ თავის დაღწევა გაუჭირდებოდა…
-ნიკოლა,-მის წინ აღიმართა ეს გოლიათი და ოდნავ გაუღიმა,შეამჩნია,რომ სიცილის დროს თვალები მოეჭუტა.ესეც ისე მოეწონა,სახელზე ხომ სულ მთლად გააბოდა.ასეთ უსიმპატიურესს არც შეიძლებოდა რაიმე ჩვეულებრივი სახელი რქმეოდა.
-ეს ყვავილები თქვენ.არ ვიცოდი რომელი მოგწონთ და ჩემი გემოვნებით შევარჩიე,
ხმა?ოო,რა საოცარი ტემბრი ჰქონდა.გოგოს ტანში გასცრა.ძლივს მოახერხა მადლობის თქმა.ყვავილები გამოართვა და ჩაიხუტა.
-იცით,ყვავილები არ მიყვარს,მაგრამ ეს მართლა ძალიან ლამაზია.
-მიხარია,თუ მოგეწონათ..
გულში მაშინვე გაიფიქრა,შენ უფრო ლამაზი ხარო და საკუთარი თავი უცებ დატუქსა,რაზე ფიქრობო..
-მოდით სუფრასთან გადავინაცვლოთ და საქმეზე იქ დავილაპარაკოთ. -შესთავაზა სერგომ და სტუმრებს წინ გაუძღვა.ნანკამ დრო იხელთა და ტატას ამოუდგა გვერდით.
-ღმერთო მეც მესროლე ასეთი კაცი,სუპერ…
-გაჩუმდი სირცხვილია არ გაიგოს.
ყველამ თავისი ადგილი დაიკავა.აი სუფრის თავში რომ მიუსვეს ნიკოლას გვერდით უარესად დაიბნა… თითზე ბეჭედი რომ წამოაცვა ამირეჯიბმა,მაშინ უარესი დაემართა, ხელები აუკანკალდა. ნიკოლას არ გამოჰპარვია ეს.გულში ჩაეღიმა,შენ გაჩვენებ სეირს და განახებ ვინაა გათამამებული მამიკოს ბიჭი. გატუტუცებულო ქალბატონო ერთ თვეში მოგარჯულებო.-ფიქრობდა.
ფოტოებიც გადაიღეს ამ ისტორიული დღის სამახსოვროდ.
-ასე არ გამოვა,ახლოს მიდით ერთმანეთთან,ხელი მოკიდე,-უთხრა ნანკამ და მეგობარს თვალი ჩაუკრა.
ნიკოლამ წელზე მოხვია ხელი, სხეულზე აიკრა და გაიღიმა,ბედნიერი სასიძოს შთაბეჭდილება დატოვა. ცეცხლი ეკიდებოდა მის ყველა შეხებაზე ტატიანას.ერთი სული ჰქონდა მარტო დარჩენილიყო,რომ ამ შოკისგან გამოსულიყო…
გვიან წავიდნენ სტუმრები. გასვლისას ნიკოლამ გადაუჩურჩულა.
-ხვალ გამოგივლით და სადმე გავისეირნოთ,ბევრი რამე გვაქვს გასარკვევი და დასაგეგმი,დრო კი ცოტა.
-თქვენზე არ მოქმედებს ეს სიტუაცია?
-მდიდარი მამიკოს ფულებით განებივრებული ბიჭები ამაზე არ ფიქრობენ.მამიკოები უგვარებენ ყველაფერს.-ურეაქციოდ უპასუხა მამაკაცმა და მასპინძლებს დაემშვიდობა. პასუხით გაოგნებული დატოვა გოგო.ნელი ნაბიჯებით გაუყვა გზას და მანქანაში ჩაჯდა.ფანჯარას აუწია და არც კი გამოუხედავს მისკენ,ისე დატოვა სახლი.არადა წასვლისას კიდევ ერთხელ დაენახა.
თვალი ვერ მოხუჭა იმ ღამით ტატიანამ.ან რა დააძინებდა. შერცხვა თავისი სიტყვების ნანკას რომ ეუბნებოდა,ფაქტია რომ ბიჭს მოესმინა,მაგრამ საიდან ვერ მიხვდა. ფაქტია რომ გამოწვევა მიიღო და პირველი გოლიც მან გაიტანა.
-ასე არ შეიძლება,აუცილებლად აგყვები თამაშში,ვნახოთ ვინ მოიგებს?
გული იმაზეც დასწყდა რომ მისი ნიშნობა და გათხოვება ასე ჩუმად და მშვიდ გარემოში ჩატარდა, ყველანაირი პომპეზურობის გარეშე. გათხოვება კი არა,ესეც არ შედიოდა მის გეგმებში და ახლა უკვე დანიშნული იყო.
თითზე დაიხედა,ულამაზესი ბრილიანტისთვლიანი ბეჭედი ამშვენებდა მის ხელს.ცოტა ხანს უყურებდა.თვალები დახუჭა და ის წამი გაიხსენა პირველად რომ შეეხო ბიჭი. თითქოს ისევ ის იგრძნო,გახსენებაზეც კი.ასეთი რა ქარიზმა ჰქონდა ამ ნიკოლას,რომ ერთი შეხვედრაზე დაატყვევა და მოაჯადოვა…
ლეპტოპი მოიმარჯვა და სოციალურ ქსელში შევიდა.კიდევ კარგი არსებობს და აქედან შეიძლება გარკვეული ინფორმაციის მოძიება…
ფეისბუქის პროფილი დაბლოკილი ჰქონდა,მაგრამ ფოტო რომელიც მთავარზე ეყენა,ისეთივე ამაღელვებელი იყო,როგორც რეალობაში.
გუგლში უფრო მეტი ინფორმაცია იყო. ყველაზე მეტად რაც აინტერესებდა ქალებთან მისი ურთიერთობა იყო.თითქმის არაფერი იყო ამაზე დაწერილი.მხოლოდ ერთ ქალს ახსენებდნენ ლიკა ქავთარაძეს,რომელთან ერთადაც რამდენიმე ფოტო ჰქონდა გადაღებული და საკმაოდ ინტიმურ პოზაში.აშკარად შეყვარებულები იყვნენ..
ისე მოეშხამა ხასიათი,ლეპტოპი დახურა და დაძინება სცადა,არ ახსოვს როდის ჩაეძინა,მაგრამ სიზმარშიც რომ ისევ ის ნახა და იგივე სიტუაციაში,გახარებულს გაეღვიძა დილით.
*********
არსებობენ ადამიანები,რომლებიც ჩვენი ცხოვრების გარკვეულ ეტაპზე გადაგვეყრებიან და ისე აგირევენ საათივით აწყობილ ცხოვრებას,სულ არ შეგეკითხებიან…
სულაც არ უფიქრია ცოლის მოყვანაზე,მითუმეტეს პატარა აღარ იყო.განსაკუთრებით ლიკას მერე…
გაახსენდა ერთი წლის უკან ხელი როგორ სთხოვა გოგოს რესტორანში, როგორ დასთანხმდა ის,მაგრამ ერთი კვირის მერე გაუჩინარდა. მხოლოდ ბეჭედი და წერილი დაუტოვა.
„-მაპატიე,უნდ წავიდე.შენთან ყოფნა კარგია,მაგრამ მე არ ვარ ის ქალი,ვისაც გათხოვება და ოჯახის შექმნა უნდა.მე შვილებს ვერ გავზრდი.არ შემიძლია ამის ატანა და პამპერსების გამოცვლა.სხვა იპოვე და მასთან იყავი ბედნიერი.ვინც ამ ყველაფერს შეგიქმნის.“
ისევ ცხადად ახსოვს ეს სიტყვები,რომელმაც ერთი წლის უკან გული მოუკლა და მას შემდეგ სამუდამოდ დახურა ეს თემა.უმეტეს დროს სამსახურში ატარებდა და ყოველდღიური დამქანცველი რუტინა იქცა მის თანხმლებად.არანაირი გართობა და არანაირი ქალი.ქალი სერიოზული ურთიერთობისთვის, თორემ ისე როგორ არ იყვნენ რიგითი,ერთი ღამის ქალები…
ახლა კი ამ გოგომ,ამ თითისტოლა გოგომ ნახევარ დღეში შეუცვალა აზროვნებაც და განწყობაც.ხომ გააბრაზა მისმა სიტყვებმა,მაგრამ მაინც როგორი სხვანაირი იყო. გულში მის ამ საქცელს გამართლებას უძებნიდა.ბავშვია ჯერ კიდევ და ბავშვური გულუბრყვილობით მოუვიდაო…
არც ერთ ქალს არ გამოუწვევია მასში ეს გრძნობა და ესეთი აფორიაქება, როგორც ტატიანა ბერიძეს.
-ოჰ ტატიანა,ტატიანა.რა გავაკეთო?ახლა შენი გამოხტომების ატანის დრო და ნერვები ნამდვილად არ მაქვს,მაგრამ მაინც არ დაგითმობ. მოგარჯულებ…
დილა ჩვეულებრივად დაიწყო.ისაუზმა,საჭმელების კეთება კარგად გამოსდიოდა და არც ამჯერად დარჩენილა მშიერი.ერთი ამერიკანოც დააყოლა უშაქრო და სახლიდან გავიდა.
მისი სპორტული ბმვ როგორც ყოველთვის მდუმარედ ელოდა ავტოფარეხში.
სამსახურის ავტოსადგომზე მამას შეეჩეხა.დაგეგმილივით თითქმის სულ ერთი და იგივე დროს მოდიოდნენ სამსახურში,მაქსიმუმ ხუთ წუთიანი სხვაობით,ხან მამა ასწრებდა, ხან შვილი.პუნქტუალობა მათი ერთ-ერთი მთავარი წესი იყო.
-აბა,როგორ ხარ შვილო?როგორ მოგეწონა გუშინდელი საღამო?
-კარგად ვარ მამა,გამოძინებული და დასვენებული.მზად ვარ თავდადებული მუშაობისთვის.
-ის გოგო თუ მოგეწონა?
-არაუშავს,მაგრამ ბავშვია ჯერ,ძალიან პატარაა ჩემზე.
-არც ისეთი პატარაა,რომ ვერ შეძლოთ ერთმანეთის გაგება.შეიძლება არ გიყვარდეთ და არ გიჟდებოთ ერთმანეთზე,მაგრამ მშვიდად ცხოვრება უნდა შეძლოთ.
-ვეცდები...დღეს რა გეგმები გვაქვს?
-დღეს სერგო მოვა და ხელშეკრულებას შევადგენთ, რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხს შევათანხმებთ და მერე უკვე ქორწილის დღესაც დავნიშნავთ.
-ესეგი ჩემი დასწრება აუცილებელია.რომელ საათზე მოვა?
-შუადღის მერე.
-კარგი,დამიძახეთ,მანამდე ყველაფრს მოვრჩები.
სამდივნოში მათი გზები გაიყო და საპირისპირო მხარეს წავიდნენ.
დრო სწრაფად გავიდა,ან მას მოეჩვენა ასე.ოთხი ხდებოდა ასისტენტმა რომ მოახსენა მამაშენი გიხმობსო.მიხვდა რის გამოც ეძახდა,მნიშვნელოვანი საბუთები სეიფში ჩაკეტა და კაბინეტიდან გავიდა.
საუბარი უკვე დაეწყოთ მომავალ მძახლებს და თითქმის ყველაფერი მოეგვარებინათ.მას მხოლოდ ფინანსური მხარე უნდა შეესწავლა და ხელი მოეწერა,რომ ბანკს კრედიტი გაეცა.
-რადგან ყველაფერი გადავწყვიტეთ, თამამად შეგიძლიათ ქორწილის დღე დანიშნოთ.მე არაფერში ჩავერევი.იყოს ყველაფერი ისე როგორც თქვენ და პატარძალს უნდათ, დანარჩენი შემატყობინეთ,მოვალ და სიძის როლს ხუთიანზე შევასრულებ.
-ნიკოლა რა ლაპარაკია ეს.
-მეტი რა გავაკეთო მამა?არის სხვა გზა?
-ვახო,მოიცადე,არაფერი უთხრა. მართლები არიან ასე რომ იქცევიან და პროტესტის გრძნობა უჩნდებათ. ტატიანაც ასეა,არ იმჩნევს მაგრამ ვიცი ძალიან განიცდის.ჩვენ მათი ცხოვრებით ვთამაშობთ.
გული ეტკინა რომ გაიგო,გოგოც ასეთ დღეში იყო.
-ბატონო სერგო,იქნებ ტატიანას ნომერი მომცეთ,დავურეკავ და საღამოს სადმე გავისეირნებთ. იქნებ ვცადოთ და მოვახერხოთ საერთო ენის გამონახვა…
-ძალიან კარგი იქნება.ჩაიწერე…
**********
უნივერსიტეტიდან ახალი დაბრუნებული იყო.საწოლზე მიწოლილიყო და სოციალურ ქსელებში დაძრომიალობდა. ტელეფონზე უცნობი ნომერი რომ დაფიქსირდა გაუკვირდა და სწრაფად უპასუხა. რომ გაიგო ვინ იყო,ისე დაიბნა,ხმის ამოღება ძლივს გაბედა
-ალოო,ტატიანა კარგად ხართ?
-დიახ,დიახ.კარგად ვარ.გამიკვირდა უბრალოდ რომ დამირეკეთ.
-ასეთი გულმავიწყი ხართ?გუშინ ხომ გითხარით ხვალ გავისეირნოთ-თქო. ასე მალე დაგავიწყდათ?
-არ მახსოვდა გულწრფელად რომ გითხრათ,თანაც დღეს ძალიან გადავიღალე უნივერსიტეტში.
-გადაიღალეთ თუ ჩემთან შეხვედრა არ გინდათ?
-რატომ არ უნდა მინდოდეს?
-იმიტომ რომ გეშინიათ.
-რისი უნდა მეშინოდეს?
-ჩემი...და ჩემი მომხიბვლელობის.
ტატიანამ ხმამაღლა გადაიკისკისა.
-ძალიან ხართ დარწმუნებული საკუთარ თავში.
- მაშინ თ ქვენ დამარწმუნეთ საპირისპიროში.
ეს უკვე გამოწვევა იყო.
-ერთ საათში გელოდებით ჩემს სახლთან.-ტელეფონი გაუთიშა და საწოლიდან წამოხტა.კარადა გამოაღო და ტანსაცმლის არჩევას შეუდგა.დიდხანს ფიქრობდა რა ჩაეცვა ან როგორ მოაკითხავდა ბანკის მეპატრონის შვილი.ისეთი რამე უნდა აერჩია კონტექსტიდან რომ არ ყოფილიყო ამოვარდნილი.
ბოლოს რაც ყოველთვის ეცვა და უარს არასოდეს ამბობდა ის ჩაიცვა.ოდნავ განიერი შავი შარვალი,მოკლე ტოპი,დაბალძირიანი დახურული ფეხსაცმელი და შავი მოკლე ტყავი.გრძელი მუქი ყავისფერი თმა გაიშალა,მსუბუქი მაკიაჟი გაიკეთა და მის ზარს დაელოდა.
არ დაუგვიანია ნიკოლას,დათქმულ დროზე მოვიდა და პუნქტუალობით გააკვირვა გოგო.მანქანებზე დიდად გადარეული არასოდეს ყოფილა, მაგრამ ამანც გაკვირვება გამოიწვია მასში.ვერ წარმოიდგენდა ასეთი სერიოზული ადამიანი თუ ასეთი სპორტული მანქანით ივლიდა.
როგორც კი დაინახა ნიკოლამ,თვალი ვერ მოსწყვიტა,მაგრამ არ შეიმჩნია მისი სილამაზე. მანქანიდან ჩვეული ურეაქციობით გადავიდა,გოგოს მიესალმა და კარი გამოაღო, დაბრძანდითო უთხრა,ტატამ მადლობა გადაუხადა და სწრაფად ჩაჯდა მანქანაში.ჩუმად გაააყოლა თვალი ნიკოლას,სანამ მოუარა მანქანას წინიდან და გვერდით მიუჯდა. დაბნეულმა ვერ შეძლო ღვედის მოხსნა და გადაჭერა.ნერვულად მოქაჩა რამდენჯერმე,მაგრამ არაფერი გამოუვიდა.
-მოიცადე,-მისკენ გადაიხარა ამირეჯიბი და გოგოსთან იმდენად იყო სხეულით,რომ მისი ცხელი სუნთქვა ყელთან იგრძნო და გააჟრიალა.კაცმა მშვიდად მოჭიმა ღვედი,სხეულზე გადაატარა და დაუმაგრა.ეს ტატას მოეჩვენა ასე-რა ურეაქციოა,მე ჩემი დამამრთა,ის კი არც აღელვებულაო, არადა სინამდვილეში მასაც გაუჭირდა ძალიან თავის შეკავება.
-აბა სად მივდივართ?
-თქვენ დამპატიჟეთ და თქვენ შეარჩიეთ ადგილიც
-კარგი,იყოს ასე,აბა მზად ხარ?
-წავიდეთ..-უპასუხა გოგომ
-მოდი იცი რა ვქნათ პირველ ეტაპზე?ერთმანეთს გავუშინაურდეთ და შენობით მივმართოთ.
-რა ადვილი სათქმელია არა?ორი დღის უკან მოხვედი,საქორწინო ბეჭედი გამიკეთე და შენს საცოლედ გამომაცხადე.ასე რომ,არა ძვირფასო,ადვილი არაა ეს.
-მაპატიე,მაგრამ ეს არც მე არ მინდა და სულაც არ ვარ ამ ამბით აღფრთოვანებული,მაგრამ რადგან ორივე ზრდასრული ადამიანები ვართ და ორივემ ძალდატანების გარეშე, ოჯახების გამო გავაკეთეთ ეს,ახლა მოგვიწევს კარგად შევასრულოთ ჩვენი როლი.
-ბრავო,კარგი გამოსვლა იყო,-ტაში დაუკრა გოგომ
-რას მერჩი ტატიანა?რამე დაგიშავე?
-რავიცი,მე ასე მინდა.
-ეგ პასუხი არაა.
-არის.
-ნუ ბავშვობ.
-ვინ?მეე?-მიაჩერდა ნიკოლას, პროფილიც როგორი იდეალური აქვს-გაიფიქრა მერე.
-დიახ,შენ.არადა გუშინ ისე საუბრობდი,სულ არ გეტყობოდა ეს.
-რას გულისხმობ?გუშინ თითქმის არ ამომიღია ხმა.
-როგორ არა,კარგად გავიგონე,როგორ ანთხევდი შენს შხამს შენს დაქალთან,რომელიც ჩემსკენ იყო მომართული.
-მოისმინე?ღმერთო რა სირცხვილია, - მოიკუნტა სკამზე.
-ენაზე კბილის დაჭერა უნდა ისწავლო. რასაც ფიქრობ ყოველთვის არ უნდა თქვა.დაიმახსოვრე კარგად,ეს სხვა დროსაც გამოგადგება.
-ჭჯუას მასწავლი?
-ასე გამოდის.
-ნუ მექცევი ისე,როგორც პატარა ბავშვს.-გაიბუტა გოგო და ტუჩები გამობუსხა.თავს რეტი დაესხა ისეთი ლამაზი იყო,იმ დროს ტატიანა.
-გადმოდი,მოვედით.
-სერიოზულად?
-კიი,
-აქ რა ჯანდაბა უნდა ვაკეთო?
-ვივახშმოთ,მე ძალიან მშია.კარგი იქნება თუ კონპანიონობას გამიწევ.
-მე რომ შხამიანი ვარ?-შველის თვალებით ახედა ქვემოდან მანქანის კარზე დაყრდნობილ ბიჭს.
-გადმოდი,გადმოდი,-გაეცინა მას,-მერე კიდევ იტყვის ბავშვი არ ვარო.-ჩაილაპარაკა თავისთვის.
მთელი საღამო ბუზღუნებდა,ბებრების რესტორანში მომიყვანე,აქ არაფერი არ ხდებაო.ცდილობდა არ აჰყოლოდა და ზრდილობიანი მანერები არ დაეკარგა.გოგო აშკარად ჯიბრით იქცეოდა ცუდად.ხან წყალი დააქცია სუფრაზე,ხან საჭმელი გადმოყარა ძირს.ლუკმებით იტენიდა პირს, თითქოს პირველად იყო მსგავს სიტუაციაში და სულ არ იყო ცნობილი ბიზნესმენის ქალიშვილი თავის ცნობილი წესიერებით და ზრდილობით.
ნიკოლა ყურადღებას არ აქცევდა,მოხდენილად ხმარობდა დანა-ჩანგალს და პატარა ნაჭრებს იდებდა პირში,ნელა ღეჭავდა და მერე კუჭში გადაუძახებდა.
-ყველაფერზე ასეთი უნერვო და ურეაქციო ხარ?-ჰკითხა გოგომ და ხელით ჩაიტენა პირში ქათმის ხორცის ნაჭერი.
-შენ თუ არ გრცხვენია საკუთარი საქციელის,მე რატომ ავიშალო ნერვები?-უპასუხა ჩვეული სიმშვიდით.
ესეც ასე.ისევ გოლი მის კარში. შერცხვა და ჭამა შეწყვიტა,ხელები გაიწმინდა და თითებს დაუწყო წვალება. ნიკოლამ ხელსახოცი აიღო.მისკენ გადაიხარა,სახე აუწია და ტუჩიდან ცხიმი მოსწმინდა.
-ასე უკეთესია.აღარ ჭამ?
გოგოს მადა დაეკარგა,ჯერ მხოლოდ ერთი დღეა ერთმანეთს იცნობდნენ და ყველაფერში აჯობა ბიჭმა.ხასიათი მოეშხამა.მის გასაბრაზებლად წამოვიდა და პირიქით კი მოხდა.
-არა,წავიდეთ.
-დესერტი?
-არ მინდა.
-კარგი როგორც გინდა,-ანგარიში გაასწორა და გარეთ გამოვიდნენ.
- რადგან აქ ვართ გავისეირნოთ და თბილისს გადავხედოთ,ულამაზესია.
-კი ბატონო,მაგრამ შენ არ შეგცივდება?რა ჩაცმულობაა ეს?ჯერ ისევ ცივა,შენ კი ნახევარი სხეული გიჩანს.
-ეს ბოლო მოდაა სხვათაშორის.
-ვიცი სხვათაშორის,კარგად ვერკვევი მოდის ინდუსტრიაში.
-კი,გეტყობა,კლასიკური სამოსი პიერ გარდენის კოლექციიდან,სვოჩის თანამედროვე ორიგინალი საათი.დოლჩე გაბანას სუნამო- ვერაფერს ვიტყი იდეალური შეხამებაა.-მხრებზე ხელები გადაუსვა,ვითომ მტვერი ჩამობერტყა,მერე ხელები პერანგს ჩამოაყოლა.ნახევრამდე რომ ჩავიდა,ბიჭმა ორივე ხელი დაუჭირა და მისკენ მისწია.
-დავიჯერო იმის გაგებაც გინდა საცვლები რომელი დიზაინერისაა?
გოგოს თვალები გაუფართოვდა და იმ დღეს მისი გამოწვევა აღარ უცდია. მობრუნდნენ და გადასახედისკენ განაგრძეს გზა.მოაჯირთან იდგნენ.იქიდან ხელის გულივით მოჩანდა ღამის თბილისი. ნიავი უწეწავდა თმას ტატიანას,სახეზე ლამპიონის სუსტი განათების შუქი ეცემოდა და იდუმალ და ულამაზეს შესახედაობას სძენდა მას.როგორც ჩანს შესცივდა,მოიბუზა და ხელები ერთმანეთზე გადააჯვარედინა. ნიკოლამ კოსტუმი მოახურა მხრებზე.
-შენ არ შეგცივდება?-შეწუხდა გოგო.
-გავუძლებ,-გაუღიმა ბიჭმა.
-სამწუხაროა,რომ მე არც ხასიათზე ვარ და ახლა არც მეღიმება.
-იცი რაა,ახლა კიდევ ერთ რჩევას მოგცემ და ყურადღებით მისმინე.
რაც არ უნდა მოხდეს გაიღიმე ყოველთვის.ვიღაცისთვის გულწრფელად,ვიღაცისთვის ჯიბრზე.
-ასე რატომ მექცევი?
-როგორ?-გულწრფელად გაუკვირდა მამაკაცს
-როგორ და ასე.მითმენ და ბრძნულ რჩევებს მაძლევ.რეალურად კი შენც იმავეს განიცდი,რასაც მე.
-შენ ჯერ პატარა ხარ და ბევრი რამე არ იცი.რომ გაიზრდები ყველაფერს სხვა თვალით შეხედავ.
-ნუ გგონია ასე.ერთი შეხედვით ხედავენ რომ გართობის მეტი არაფერი მინტერესებს, სინამდვილეში ყველაფერი სხვაგვარადაა.მე ყველაფერს კარგად ვხედავ და ვხვდები.ვიცი რომ ამ ქორწინებით ბევრ რამეს ვკარგავ,ყველაფერს თუ არა.უარის თქმა მომიწევს ჩემს ოცნებებზე,გეგმებზე,მეგობრებზე,სწავლაზე,წარმოდგენა მაინც გაქვს რამდენი რამე შეიძლებოდა გამეკეთებინა ჯერ კიდევ? მამაჩემმა არ იცის,მაგრამ მე ისეთ რაღაცას ვაკეთებდი,ახლა როგორ შევძლო ეს? ახლა უნდა დავივიწყო.რა ეშველებათ მათ ჩემს გარეშე?-თვალს მომდგარი ცრემლები მოიწმინდა.
-რატომ უნდა თქვა უარი შენს გეგმებზე და ოცნებებზე?მე ეს სულაც არ მინდა და არც გაიძულებ.შეგიძლია ყველაფერი ძველებურად იყოს. მხოლოდ ის შეიცვლება,რომ გათხოვილი იქნები და სხვა სახლში იცხოვრებ,დანარჩენი შეგიძლია ძველებურად დატოვო.მე არ შეგაწუხებ,შეიძლება ხშირად ვერც მნახო.
-წავიდეთ კარგი?აღარ მინდა აქ დარჩენა და ამაზე ფიქრი.
-კარგი წავიდეთ…
არც მანქანამდე და არც სახლამდე ხმა არ ამოუღიათ,მხოლოდ როცა მივიდნენ,მაშინ დაილაპარაკა გოგომ და მადლობა გადაუხადა,კოსტუმი მიაწოდა და მანქანიდან გადავიდა.
-ტატიანა,-დაუძახა ნიკოლამ,-არაფერია შენს ცრემლიან თვალებზე ლამაზი,მაგრამ ხშირად ნუ იტირებ კარგი?ყოველთვის იპოვე გაღიმების მიზეზი.
გულში სითბო ჩაეღვარა გოგოს. არაფერი უთქვამს ისე შევიდა სახლში.
******


აბა როგორ მოგწონთ?გავაგრძელო თუ არა?
პ.ს. ფოტოზე ჩვენი წყვილი :)



№1  offline წევრი დარინა

აუცილებლად უკვე ძალიან ძალიან მომწონს ეს ცეცხლოვანი წყვილიიი, აი ნიკოლოზე პირველივე წამიდან შეყვარებული ვარ.

 


№2  offline წევრი katiusha

დარინა
აუცილებლად უკვე ძალიან ძალიან მომწონს ეს ცეცხლოვანი წყვილიიი, აი ნიკოლოზე პირველივე წამიდან შეყვარებული ვარ.

როგორც ყოველთვის მიხარია რომ თვალყურს ადევნებ ჩემს შემოქმედებას და კითხულობ.იმედი მაქვს ესც მოგეწონებათ

 


№3  offline წევრი katiusha

დღეს იქნება

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent