მე,შენ და გალაკტიონი (II თავი)2 მის წინ,კოპებშეყრილი,თაფლისფერთვალება უცნობი იდგა კაფიდან. ჯერ იმის გააზრებას ცდილობდა თუ საიდან აღმოჩნდა ის აქ,შემდეგ კი მისი ნათქვამი გაიხსენა და აკანკალებულმა ძლივს დაიჩურჩულა. -რატომ? -კარგი რა,არ გინდა ეს საცოდავი სახე.სულაც არ მაქვს იმის სურვილი სოციალურ ქსელში გამოჭენო ეგ ფოტო და რამე სისულელე დააწერო.წაშალე-მეთქი. -კი მაგრამ,მე მხოლოდ მთებს გადავუღე.-და შემდეგ გაახსენდა კადრში მოხვედრილი ნაცნობი სილუეტი. -კარგი ერთი,აბა კარგად დააკვრიდი,მაქ მთებთან ერთად სხვა არავინაა? -კი მაგრამ,ვინ არის ასეთი?-გულუბრყვილოდ იკითხა,ბიჭის კითხვისნიშნიან თვალებს რომ დააკვირდა,მიხვდა სისულელე რომ თქვა. -აბელ,რა ხდება?-საიდანღაც მათთან ერეკლე გაჩნდა. -ამ პატარა მეტიჩარას ფოტოაპარატში უტას ფოტო აქვს და დარწმუნებული ვარ მალე სოციალურ ქსელებს ააჭრელებს რაღაც სულელური სტატიით. -კარგი რა აბელ,ნუ სულელობ.რა უნდა დაწეროს?-უცებ გამოექომაგა ერეკლე ანანიას. -კადრში შემთხვევით მოხვდა,გეფიცებით.-საწყალი ხმით ამოიკნალვა. -იცოდე,ეს ფოტო სადმე რომ შემეჩეხოს მიწიდანაც ამოგთხრი!-მკაცრად დაიგრგმინა მისმა ხმამ და უცებ მოწყდა ადგილს. ერეკლე გაოგნებული უყურებდა მეგობარს და ვერ იჯერებდა მის ასეთ ქცევას. -აპატიე,პირველად ვხედავ ასეთს თან ამ ბოლო დროს გაღიზიანებულია და სხვაზე იყარა ჯავრი. -რაღა მაინც და მაინც მე ამომირჩია.კარგი არაუშავს,წავშლი ფოტოს და ახალს გადავიღებ,არსად მიდიან მთები. -კარგი,კარგად. მთელი გზა იმაზე ფიქრი არ მოშორებია თუ საიდან გაჩნდა აქ ის ბიჭი,ან ასეთი სისულელის გამო რატომ ეჩხუბა. ერეკლემ კი აუხსნა,მაგრამ ამან ნერვები მოუშალა. “რა თქმა უნდა,ჩემზე უნდა ეყარა ჯავრი,თავხედი.” ჩაიდუდღუნა და ფოტოაპარატი გამორთო. მიდიოდა და თავიდან ვერ იგდებდა მასზე ფიქრებს,ნერვებმოშლილი უფრო ღიზიანდებოდა. “არა,სულელი ვარ,ერთი შეხედვით რამ მომაწონა ნეტავი?კიდევ კარგი მისი ნამდვილი სახე დავინახე.“ მეგობრებს როცა მიუახლოვდა სახეზე ღიმილი აიკრა,თითქის არც არაფერი მომხდარიყოსო. -ერთობით უჩემოდ? -კარგი რა ანანი,არ გრცხვენია?-მანონიმ უცებ მიიღო ნაწყენის სახე. -ოჰ,ეს რა გკადრე გენაცვალე.კარგი,არაფერია,აბა რას აკეთებდით უჩემოდ? -სიმართლე გითხრა ვთამაშიბდით.ახლა იცი რა გვინდა,შეშა რომ მოვძებნოდ და როცა დაღამდება კოცონი დავანთოთ. -კი მაგრამ,სახლში როდის დავბუნდებით? -აუ,მაგაზე რომ არ გვიფიქრია.კიდევ კარგი ერთი საღად მოაზროვნე რომ გვყავს. -დათამ კეფა მოიფხანა და ცოტა არ იყოს გეგმების ჩაშლა ეწყინა. -სახლის ეზოში გავაკეთოთ მაშინ,მე რა ვიცი აბა სხვა.- თომამ ახალი აზრი წამოაყენა და გადაწყვიტეს ასე მოქცეულიყვნენ. -ხო,შეშასაც ვნახავთ იქვე.-მიშომ შეშის პრობლემა მოაგვარა. ამით დასრულდა კოცონზე საუბარი,მაგრამ სეირნობა გააგრძელეს. ანეგდოტების გახსენბა და გახალისება გადაწყვიტეს. რა თქმა უნდა, ცანცარა მიშოს და მანონის ვერავინ შეედრებოდა მათ მოყოლაში,მაგრამ არც სხვები ჩამოუვარდნენ. უკვე შებინდებული იყო სახლის გზას რომ დაადგნენ და ისიც ისევე მხიარულად დაფარეს,როგორც სჩვევიათ. ამჯერად ანეგდოტები სიმღერებით ჩაანაცვლეს და ყველა თავისთვის გაჰყვიროდა რაღაცას. -კარგი,გავჩუმდეთ ახლა აქ სირცხვილია.- როცა სახლის ეზოს მიუახლოვდნენ გვერდით მცხოვრები სპორტსმენები გაახსენდათ,მართალია თეკლემ გაჩუმება არჩია,მაგრამ შენც არ მომიკვდე,არავინ გაჩუმებულა. -კარგი რა,სულ არ ვუშლით ხელს.- დათამ გაიცინა და ეზოში შევიდა. სიმღერას როცა მორჩნენ გადანაწილდნენ. დათა და მიშო შეშისთვის წავიდნენ. თეკლე და თომა ადგილს არჩევდნენ და იქაურობა პუფებით უნდა მოეწყოთ. ანანიამ და მანონიმ საჭმელი იკისრეს. ნახევარი საათი შემდეგ,პუფებში მჯადრი უყურებდნენ თუ როგორ ცდილობდა ორი გოლიათი ცეცხლის ანთებას. -აუ მიშო,დაჯექი და ვიზამ მე რა.-ხელი მოუქნია დათამ. -რა უნდა ქნა ბიჭო შენ,ასანთს ვერ იჭერ ხელში.-შეუღრინა და გაახსენდა ხუთინწუთის წინ ანთებული ასანთის ღერი რომ გაუვარდა,დამწვაო გაიძახდა. შემდეგ,თვითონ ჰკრა ოდნავ ხელი. -გეყოფათ ახლა და აანთეთ ცეცხლი ბოლოს და ბოლოს.-ნერვები მოეშალა თეკლეს. -კაი რძალო რა იყო,ვშვებით ხომ ხედავ. -კარგი რა მიშიკო,რას შვები ერთი.დაჯექით და მომიშვით მე.-ფეხზე წამოდგა და ბიჭები თავის ადგილზე დაასკუპა. რამდენიმე წუთში კი ცეცხლის ცხელი და მნათობი ალი ყველას ედებოდა სახეზე. -აუ,თეკლე,-უცებ გაახსენდა მანონის რაღაც. -გისმენ. -ანანიმ შენი და თომას სიყვარულის ისტორია არ იცის და მოუყევი რა. -მართლა მომიყვები? -აღტაცებულმა წამოიძახა. -რა ვიცი,თუ არ გეზარება მოსმენა. -არა,პირიქით.-ტაში შემოკრა გახარებულმა და კომფორტულად მოთავსდა. -მოკლედ,ერთმანეთი გავიცანით ზაფხულში,შარშან წინ. -გაღიმებულმა დაიწყო მოყოლა და ქმრისკენ გააპარა ცალი თვალი.-ინგლისურენოვან ბანაკში წავედი მშობლების დაჟინებული თხოვნით. თავიდან საშინლად არ მინდოდა ,მაგრამ პირობებს როცა გადავხედე უარი არ მითქვამს.თან ახალი ნაცნობების შეძენის დიდი შანსი იყო. 8 აგვისტოს მივედი ბანაკში და 22-ში უკან დავბრუნდი. თავიდან ძალიან კარგი სიტუაცია იყო,სანამ ერთხელ კოცონთან მჯდარს თომა არ გამომეცხადა. -გაიცინა და მოყოლა განაგრძო.- იცი რანაირი მომენტი იყო,ერთი ნახვით რომ მომეწონა,მაგრამ ძალიან დიდი ცვლილება მოახდინა.ხმა როცა ამოიღო ისე მომშხამა,ვიფიქრე ეს რამ მომაწონა-მეთქი.- ანანიას მაშინვე გაახსენდა აბელი და დღევანხელი შემთხვევა. ტანში გასცრა. - ნუ,ამის შემდეგ მეც ვცდილობდი რაც შეიძლება მეტი შხამი გადმომენთხია. ეს ლაპარაკი შემდეგ ოინებში გადავიდა,ბოლოს იმდენი ვქენით,დარჩენილი ოთხი დღე დასჯის მიზნით ერთ კოტეჯში გამოგვამწყვდიეს. წარმოგიდნგენია,ერთმანეთზე გაბრაზებულებს,მთელი ოთხი დღე ერთ სახლში გვეძინა და თან,ერთმანეთისთვის არაფერი უნდა დაგვეშავებინა. სახლში დაბრუნების შემდეგ,ისიც აღმოვაჩინე,რომ ერთ უნივერსიტეტში ვსწავლობდით. ეს ბოლო კურსზე,მე მეორეზე. რამდენიმეჯერ იქ შევხვდით,ოღონდ აღარ იყო ჩემ მიმართ ის დამცინავი რეპლიკები. მეც აღარ ვუღრენდი. რამდენიმე თვე აღარ გვინახავს ერთმანეთი,შემდეგ საახალწლო წვწულებაზე ისევ შევეფეთე და გამოველაპარაკეთ ერთმანეთს. მეორე დღეს ფეისბუქზე დავმეგობრდით და იქ დავიწყეთ კონტაქტი. ხოდა,ახლა,იმ ბანაკის წყალობით ერთად ვართ.-გაცინებულმა დაასრულა ისტორიის მოყოლა და გვერდით მჯდარ ქმარს მიაწება ლოყაზე ტუჩები. -რას ერჩოდი ამ ანგელოზ გოგოს ბიჭო? -ეგ ცალკე ამბავია ანიჩკა. -ოო,მოყევი კაცო,აბა სხვა რა ვაკეთოთ აქ. -კარგი ხო.-თმაზე გადაისვა ხელი და მოყოლა დაიწყო.-ამ ქალბატონმა პირველად ბანაკში მნახა,მე მაქამდე შევხვდი რა.ანუ,შევხვდი კი არა შორიდან ვიცნობდი.მერე,მომეწონა და ბანაკში როცა ვნახე იქ ერთ “ძმაკაცს“ ვუთხარი,ესაა ის გოგო რომ გიყვებოდი-მეთქი.თურმე იმასაც მოსწონდა ეს ჩემი სულელი ბავშვი,ხოდა რაღაც სისულელეები მელაპარაკა,თითქოს ჩემზე ჭორაობდა და სახელს მიტეხდა თუ რაღაც ეგეთი.მეც ამას დავუჯერე,მაგრამ როცა ყველაფერი გავარკვიე დამნაშავესაც ძალიან ბევრი მოხვდა და დღემდე კოჭლობით დადის. -აუ,თქვენი შემხედვარე მეც მომინდა ვინე კარგი.-მანონიმ გაიცინა თავი გააბრუნა,რადგან ჭიშკრიდან ხმაური გამოდიოდა. -ამას სიყვარული უნდა,მე კიდევ თქვენი ისტორია ძალიან მომეწონა.-გაიცინა ანანიამ და მანონის მზერას გააყოლა თვალი. -ეს ერეკლე და აბელია?-გაოცებულმა წამოიძახა მიშომ. -აბელი ვინაა?-თითქოს უცნობი ყოფილიყო მისთვის. -ეგ კაპიტანია ნაკრების. -ბოდიში რა?-ხველა აუტყდა.გუნდის კაპიტანი,აი თურმე ამდენი ხალხი რატომ ესეოდა კაფეში თავზე.-სახლში შევალ მე,არ გაბედოთ და არ დამიძახოთ,თუ რამე ჩემით გამოვალ.-კიბეები სირბილით აირბინა და ოთახში ჩაიკეტეა. -ჯანდაბა,რატომ ჩნდება ყველგან,წავიდეს რა.-თავის თავთან გააბა საუბარი. ზოგჯერ იმათაც მიაყუარდებდა ხოლმე,ხომ არ წავიდნენ რომ დავბრუნდეო. მაგრამ არა. ბოლოს,გადაწყვიტა თბილი წყლის ქვეშ დაესვენა. საჭირო ნივთებს დაავლო ხელი და სააბაზანოში შევიდა. ფრთხილად მიაბრუნა ცხელი წყ'ლისკენ ონკანი,მოუშვა,მაგრამ წყალი იმის ნაცვლად რომ იქვე კაბინაში დასხმულიყო მის ჭრელ სარაფანს შეესხა. ვერ გაიაზრა რა ხდებოდა,შემდეგ მიხვდა,რომ გატეხილიყო ონკანი და პირდაპირ ტანსაცმელით ბანაობდა. ხელით ცადა წყლის შეჩერება,მაგრამ არაფერი გამოუვიდა. გადაწყვიტა ონკანი გაეთიშა,თუმცა იატაკი საშინლად სრილაებდა. ბოლოს ძლივ შეაჩერა მძლავრი ნაკადი. ქვევით გიჟივით ჩავარდა და სულ არ ახსოვდა სტუმრები,რომლებიც იქვე კომფორტულად ისხდნენ. -მიშო,რა ჯანდაბა სჭორს ონკანს ვერ ამიხსნი?-გაცოფებული გავარდა ეზოში.მთლიანად გაწუწული,სველი კაბით. -ანანი,რა გჭირს?-სიცილი აუტყდა თეკლეს და სხვებმაც მას გააყოლეს თვალი. თეკლეს მსგავსად სიცილი აუტყდათ,ანანია კი ნერვებმოშლილი იდგა და პასუხს ელოდა. -აუ,ბოდიში რა ანანი,დამავიწყდა იმის თქმა რომ ონკანი გაფუჭებულია.-ძლივს მოსულიერდა მიშო. -კარგი რა,შეხედა ახლა რას ვგავარ.-აკანკანებულმა ამოთქვა. -არც ისე უქნიხარ ღმერთს.-ყურთასმენას მიწვდა აბელის ხმა. -მადლობა ბატონი აბელ,დიდი პატივია თქვენგან კომპლიმენტი.-გაცოფებული მიბრუნდა სახლში,ოთახში ავიდა და იქედან არ ჩამოსულა. -რა გჭირს ბიჭო შენ,როდის მერე იყო გოგოს ასე ექცეოდი.-ჩუმად უჩურჩულა ერეკლემ. -რისი ღირსიცაა ისე ვექცევი. -აქამდე გყავს სადმე ნანახი? -კი,მყავს. -რა დაგიშავა კი მაგრამ ასეთი? -ზედმეტი იტლიკინა.-დაუღრინა და გვერდით მოკალათებულ ახალგაზრდებს გახედა.ფრხზე წამოდგა,ბოდიში მოიხადა და იქაურობა დატოვა. ერეკლეც მას მიყვა და მალე თავიანთ სახლში იყვნენ. ბიჭებთან არ გაჩერებულა,კიბეები აირბინა და ოთახში შეიკეტა. დაძინებას აპირებდა მობილური რომ აზუზუნდა. -გისმენ ნანკა. -როგირ ხარ აბ? -არამიშავს.-მოკლე პასუხებს ცემდა,თითქოს იმას ეუბნებოდა დაღლილი ვარო. -მომენატრე და როდის ჩამოხვალ? -ხვალ მოვდივართ ნანკა. -იცოდე დამირეკე რომ ჩამოხვალ აბელ. -კარგი ნანკა,დაგირეკავ. -მიყვარხარ. -მეც.-ყურმილი დაკიდა და საწოლზე კომფორტულად მოთავსდა. მეორე დღეს ადრე ადგნენ და თბილისკენ მიმავალ გზას გაუყვნენ. ერთ კვირაში თამაში ქონდათ. -ანანი,კიდევ გაბრაზებული ხარ?-მეორე დილით ოთახში მანონი შევიდა. -არა,აღარ ვარ მანონი.-გაუღიმა და ხელში რვეული შეათამაშა. -აუ,მაშინ ჩამო რა ქვემოთ. -კარგი ჩამოვალ.-გაუცინა და რამდენიმე წუთში სირბილით ჩავიდა პირველ სართულზე. -რას შვებით?-გაღიმებული მიუჯდა დათას გვერდით და თავი მხარზე ჩამოადო. -კარტის თამაში გვინდა,გვეთამაშები? -გააჩნია რას თამაშობთ. -დურაკას. -არა,მადლობა.-ხელები მაღლა აწია დანებების ნიშნად. -აბა რას იზამ? -სიმღერებს მოვუსმენ.-მხრები აიჩეჩა და უფრო კომფორტულად მოთავსდა ბიჭის მკლავზე და ტელეფონს ყურსასმენი მოარგო. -ანია,კიდე გეძინება გოგო?-გაუცინა დათამ და თვითონაც მოხვია ხელი. -არა ბატონო დათა,უბრალოდ კომფორტულად ვარ,არ გინდა ჩემთან ერთად მოუსმინო?თუ თამაშობ? -სიმღერას მე ვარჩევ.-თვალი ჩაუკრა და სასურველი სიმღერის მელოდიამ წამში დაიბყრო ორივეს ყურთასმენა. მელოდიას აყოლებდნენ ტანს და დრო და დრო წაიღიღინებდნენ. სიმღერებიც ერთმანეთს ენაცვლებოდნენ. -ვაიმე ანია,ეს რომელი წლის სიმღერაა?-სიცილი აუტყდა დათას. -ო,რა არის მერე,მომწონს მე.-დაეჭყანა და ისევ გააგრძელა სიმღერა. -აუ,ხმამაღლა ჩართეთ რა.-თეკლემ მოითხოვა,დათამაც შეუსრულა რძალს სურვილი. რამდენიმე წამში კი სიცილნარევი ხმით ყველა ყროყინებდა. ერთი კვირის შემდეგ,ისევ იგივე შემადგენლობით სტადიონზე საკუთარ ადგილებს ეძებდნენ,რომ რაგბისთვის ეყურებინათ. ერეკლემ დაპატიჟა. -ვიპოვე-ტაში შემოჰკრა მანონიმ და ყველა ერთ რიგში ჩამწკრივდა. მალე თამაშიც დაწყო და დაძაბულები უცქერდნენ მაჩს. ყველა გატანილი გარდასახვა და დადებული ლელო სიხარილისგან ახტუნებდა,მაგრამ არ იცოდა ასე ძალიან რატომ უხაროდა. არც ფოტოაპარატი დარჩენია სახლში,მაგრამ რატომღაც ობიექტივში ყველაზე ხშირად აბელი ხვდებოდა. გასახდელიდან გამოსული ბიჭებთან ერთად გამარჯვების აღსაღნიშნად აპირებდა წასვლას,ნაცნობ სხეულს რომ მოჰკრა თვალი.გაცინებული მიაბიჯებდა მეგობრებთან ერთად,მასაც გადაედო ღიმილი,მაგრა წამში დასერიოზულდა. -ყველგან შენ როგორ უნდა მეფეთებოდე.-ანანიაზე ფიქრები თავიდან ამოიგდო,მეგობრებს მიუახლოვდა და შეუთანხმა სადაც შეხვდებოდნენ. შემდეგ მანქანაში მოთავსდა და რამდენიმე წუთში დიდი თეთრი სახლის ეზოში შევიდა. -აბელ.-სახლიდან სირბილით გამოვიდა გოგონა,კისერზე მოხვია ხელები და წამიერი კოცნით დაასაჩუქრა ბაგეებზე. -გილოცავთ,ვიცოდი,მჯეროდა თქვენი.-შეყვარებულს აქებდა და თან ხელებ არ უშვებდა. -კარგი ნანკა,დავიხრჩვი.-გაუცინა და თვითონაც მოხვია ხელები.-ისე,სტადიონზე რომ ყოფილიყავი უფრო გამიხარდებოდა. -მგონი ეგ თემა განვიხილეთ უკვე აბელ. -კარგი ხო,არაფერს ვამბობ.-სახლში შევიდნენ. უცებ აიარა აბელმა კიბე,შემდეგ საჭირო ნივთებს დაავლო ხელი და სააბაზანოში შევიდა. ნახევარ საათში,იქედან პირსახოცშემოხვეული და დანამული გამოვიდა. სველი თმიდან ნელ-ნელა,ერთმანეთის მიყოლებით იკვლევდნენ წყ'ლის წვეთები მის სხეულზე გზას. -აბელ,ყველაფერი მზადაა.-ოთახში ნანკა შემოვიდა,ხელზე აბელის ტანსაცმელი ქონდა გადაკიდებული. -მადლობა.-გაუღიმა და იქვე საწოლზე დაწყობა თხოვა. ერთ საათში,ისევ იმავე მანქანაში დაჯდა,ამჯერად სპორტული ფორმის ნაცვლად თეთრი პერანგი და ლურჯი ჯინსი ეცვა. რამდენიმე წუთში კი დანიშნულების ადგილას მივიდა. სრული შეამდგენლობით აღნიშნავდნენ ბიჭები გამარჯვებას. -გისმენ დედა. -ანანია,სად ხარ? -გასაუბრებაზე ვიყავი და სახლში მოვდივარ,რა ხდება? -შეგიძლია სახლში რომ მიხვალ პური წაიღო?გასაღები ხალიჩის ქვეშ იქნება,ხომ იცი. -გამოგიძახეს შენ? -კი,გამომიძახეს. -კარგი,გავიგე.გკოცნი და წარამტებები. -მეც დე.-სადარბაზოსთან მისულს გახსენდა დედამისის თხოვდა,უკან მიბრუნდა და პური იყიდა. შემდეგ,ფეხით აიარა ხუთი სართული და ჩაკეტილი ბინის კარები გამოაღო. ისადილა,შემდეგ კი ფოტოების ამოსაბეჭდად წაღება გადაწყვიტა. მაგიდაზე დადებული ჩიპი ხელში შეათამაშა,ჩამთან მხარზე მოიკიდა და ჩაკეტილი კარის გასაღები მის ერთ-ერთ ჯიბეში ჩააგდო. ფოტოების დაბეჭდვას არც თუ ისე დიდი დრო დასჭირდა. უკვე ღამდებოდა სახლის გზას რომ გაუყვა. საწოლზე დაღლილი წამოწვა.ცოტახანი მანონის ესაუბრა,შემდეგ კი სოცილაურ ქსელში დაიწყო ბოდიალი. უკვე გამოსვლას აპირებდა,როცა მისთვის საინტერესო სტატიაა წააწყდა. „აბელ მენაბდე ახალ ფოტოებს აქვეყნებს,მის შეყვარებულ ნანკა მახაჭაძესთან ერთად…“ მარცხნივ რაღაცამ საშინლად მოუჭირა,თითქოს სისხლისგან დაცალეს. შემდეგ,მაგრად ჩაარტყეს და ნაწილებად დაშალეს. ისე დაანაწევრეს,რომ ვერღარ შეძლებდი მის აწყობას. ნელა გადაწია ხელი,რვეულს მოკიდა და გვერდების ფურცვლა დაიწყო. -„ცამეტი წლის ხარ და შენი ტყვეა ჭაღარა გულის ზმანება ავი,- ჩააწყვეთ რიგში ცამეტი ტყვია, ცამეტჯერ უნდა მოვიკლა თავი! “ მე და გალაკტიონი დავრჩით.-გაიცინა,მაგრამ უფრო სიმწრის სიცილს გავდა.სიჩუმეს და გალაკტიონს შეჩვეული ოთახი,თითქოს პირვად ისმენდა მის მძიმე სუნთქვას. მანქანიდან უყურებდა,როგორ ცდილობდა გზაზე გადასვლას და თავის არიდებას ბორბლებისგან. წამით ეჭვიც კი შეეპარა,გვერდით მართლა ის თუ ყავდა ვინც სჭირდებოდა. მაგრამ,შემდეგ ისევ ბრაზმა მოიცვა გონება. До скорой встречи, до скорой встречи, мая любовь тебе навечно. აბა,როგორ ხართ? მე კარგად. იმედია მოგეწონებათ. 1633 სიტყვა თქვენთვის. პ.ს. ხო,ვიცი,მაინც ცოტაა. პ.პ.ს გაკოცეთ. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.