შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

არ წახვიდე (სრულად)


1-12-2018, 15:11
ავტორი elle finn
ნანახია 4 192

15 აგვისტო/ 2017 წელი
19:54

მახსოვს აეროპორტში მელოდებოდა..
როგორც კი კარები გაიღო, პირველი ეგ შევნიშნე.. ხელში უზარმაზარი ვარდების ბუკეტი ეჭირა.. რომ დამინახა სირბილით მოვიდა ჩემამდე და ჩამეხუტა.. ხელები წელზე მჭიდროდ შემომხვია.. ჩუმად, მარტო ჩემს გასაგონად მეჩურჩულებოდა თუ როგორ ვენატრებოდი ამდენი ხანი..
მეც მენატრებოდა.. სიკვდილამდე.
სახლში მან წამომიყვანა..
გზაში მითხრა სერიოზული საქმე მაქვს შენთანო..
რაიყო ცოლი ხომ არ მოგყავს-მეთქი? ვეხუმრე და გავუცინე…
ხმას არ მცემდა..
სანდრო! კარგი რას მეხუმრებითქო..
მზერას ვერ მისწორებდა.. თვალებში ჩახედვაც ეძნელებოდა..

ჰო,ცოლი მომყავსო..
სიმწრის ღიმილით გავხედე და მოვულოცე ორი სიტყვით.. ეწყინა.. რატო არ გიხარიაო?
მიხარია-მეთქი უბრალოდ დაღლილი ვარ ცოტა და ამაზე მერე ვისაუბროთთქო.
ნახევრად მკვდარი მივედი სახლში..
მთელი ღამე ვტიროდი.. ან ვტიროდი ან ვეწეოდი..
გამთენიისას ჩამეძინა.

.მეორე დღეს მირეკავდა.. ტელეფონს არ ვპასუხობდი.. არ მინდოდა მასთან ლაპარაკი.
საღამოს სახლში მომადგა.. რა გჭირს, რატო არ პასუხობ ტელეფონსო?
მოვატყუე- მთელიდღე მძინავს, ჯერ დროის ცვლილებას ვერ შევეჩვიეთქო….
ჩემთან დარჩა იმ ღამეს.
ადრე რომ ვიცოდით ისე ვიყავით..
აი 3 წლის უკან..
აივანზე ვიჯექით ტახტზე.. მე მის კალთაში მედო თავი, ის კი- თმებზე მეფერებოდა..
ვეწეოდით..
ხმას არ ვიღებდით..
მზის ამოსვლას ერთად ვუყურეთ..
დღეს ჩემი საცოლე უნდა გაგაცნოო მითხრა… მე ხმა არ ამოვიღე მხოლოდ თავი დავუქნიე და ისევ ამოვიღე კოლოფიდან ერთი ღერი.
კარგად რომ გათენდა ერთად ვისაუზმეთ და ცოტახანი ჩემს მოგზაურობაზე ვილაპარაკეთ.
მახსოვს სამი წლის უკან წასვლა რომ არ გინდოდა აქედან , ახლა კი გაქცევაზე ხარო..
სამი წლის უკან უნივერსიტეტში ჩავირიცხე ამერიკაში..წასვლა მომიწია.
სანდრო აქ დავტოვე.
ჩემი ბავშვობის მეგობარი და სიყვარული..
სულ პატარები რომ ვიყავით მაგ პერიოდიდან მიყვარს..არ იცის..
მერე ჰო.. წავედი.. წავედი და იმის მერე აქ აღარც ჩამოვსულვარ.. ახლა ჩამოვედი პირველად..
შუადღეს წავიდა.
საღამოსკენ გამოგივლიო..

მთელიდღე ვტიროდი…
ვტიროდი ან ვეწეოდი..

***
-ხომ იცი სულ შენთან ერთად რომ ვიქნები?
-ვიცი
-ყოველთვის გვერდში მიგულე
-კარგი
-ანა! მართლა!
- ვიცი ჰო!
-იცი ყველაზე ლამაზი გოგო რომ ხარ მთელს მსოფლიოში?
-სისულეებს ნუ ბოდავ! მთვრალი ხარ!
-არა არ ვარ!
-მოდი სახლში წავიდეთ
-რამდენის ვიყავით რომ გაგიცანი?
- არ ვიცი! ხუთი?
-რაღაცას გეტყვი და არ გამიბრაზდე
-ჰო, სანდრო გისმენ
-ის დათა, შენი შეყვარებული რომ იყო მერვე კლასში.. მე ვცემე
-ვიცი
-საიდან?
-ვიცი.. სხვა არავინ ცემდა
-არ გაინტერესებს რატომ გავუბრტყელე ცხვირ-პირი?
-მითხარი აბა?
-ოხ.. ღმერთო!! როგორი სულელი, პატარა ბავშვი მყავხარ!
***

… შვიდსს აკლდა წუთები რომ მომაკითხა..
ზლაზვნით გავემართე მანქანისკენ და ჩავჯექი..
მეგონა მისი საცოლეც იქ იქნებოდა.. მაგრამ არ იყო..
ნატა უკვე რესტორანშია და გველოდებაო მითხრა და მანქანაც დაქოქა..
ჯერ უხერხული სიჩუმე იყო… მერე ლაპარაკი დავიწყეთ.. თავის თავზე მიყვებოდა.. მის საქმეებზე და მიღწევებზე.. ისედაც ვიცოდი მაგრამ მაინც თავიდან მომიყვა.. მეც ვაქებდი და რჩევებს ვაძლევდი.
დაახლოებით თხუთმეტ წუთში ძალიან ლამაზ რესტორანთან მივედით. სანდრომ კარები გამიღო და ისე გადმომიყვანა.
შესვლამდე მომიტრიალდა - ხომ კარგად გამოვიყურებიო მკითხა , ცოტა ანერვიულებულიც ჩანდა.
ჰალსტუხი გავუსწორე და ცერა თითი ავუწიე მოწონების ნიშნად.
ძალიან მტკიოდა გული.. შიგნიდან მეწვოდა რაღაც, სულს მიხუთავდა.. ასე მეგონა გულს მიძეძგავდნენ ათასი მახვილით..
მერე რესტორანში შევედით..
უზარმაზარი ოთახის ცენტრში პატარა მაგიდასთან ქერათმიანი გოგო იჯდა.. სქელი ტუჩებით და ცისფერი თვალებით..
ლამაზი იყო.. სანდროს შესაფერისი..
რომ დაგვინახა ფეხზე წამოდგა, სანდროს გადაეხვია და აკოცა.. მერე მე მომიტრიალდა.. ამრეზად ამათვალიერა და გამარჯობა უხეშად მითხრა.
მე არ მივსალმებივარ, თავი დავუკარი ოდნავ და სკამზე ჩამოვჯექი…
სანდროს გაუკვირდა ჩემი საქციელი მაგრამ არ შეიმჩნია…
ისინი ლაპარაკობდნენ, მე ჩუმად ვიყავი.
რაღაც უცნაური სახელწოდების სალათას ვჭამდი და მათ ვუსმენდი..
ნატას ადგილას მე უნდა ვყოფილიყავი..
მერე ვეღარ მოვითმინე. ფეხზე წამოვდექი და საპირფარეშოში გავედი..
სახეზე წყალი შევისხი..
აღარ შემეძლო.. აღარ.
აქვითინებული ჩავიკეცე კედელთან.
ასე ვიყავი ცოტახნით.. ტვინი გამოთიშული მქონდა..
მაგიდასთან დავბრუნდი.
ბოდიში მოვიხადე და სახლში წამოვედი..
არა სახლში არ წამოვსულვარ..
ქუჩაში დავბოდიალობდი და ვფიქრობდი..
ძალიან რომ დაბნელდა და ქუჩაში მარტო რომ დავრჩი სახლში წავედი..
ემოციებისგან დაცლილი საწოლში ჩავწექი და მუხლებს მოვეხვიე.
არც კაბა გამიხდია და არც ფეხსაცმელი..
ვფიქრობდი… ვფიქრობდი სანდროზე და ნატაზე.. მერე წარმოვიდგენდი ნატას ადგილას ჩემს თავს და თავს ბედიერად ვგრძნობდი..
მერე ჩამეძინა..
***
-კონიაკს დალევ?
-მანგოს წვენს!
-უნდა გაკოცო!
-მაკოცე!
-შენ არ მაკოცებ?
-მე არა!
-მაშინ მე ორჯერ გაკოცებ!

იმ დღეს ძალიან მთვრალები ვიყავით…
***

შემდეგი ორი დღე არ მინახავს სანდრო.. მირეკავდა მაგრამ არ ვიღებდი.
ოთახში გამოკეტილი ვიყავი მთელიდღე და ვეწეოდი.. ჩემს პატარა ძმას ვაგზავნიდი მაღაზიაში ხოლმე.. მე გასვლა არ მინდოდა..
აივანზე, ტახტზე წამოწექი და ხელი თავქვეშ ამოვიდე..
ისევ სანდროზე მეფიქრებოდა… სანდრო სანდრო სულ სანდრო.
მერე თავი ცუდად ვიგრძენი. სასწრაფოდ ჩავიცვი და მასთან წავედი. სახლში იყო.. კარები ახალგაღვიძებულმა გამიღო.. ჰო რა იქნებოდა დილის 5 საათი იყო..
ხმას არ ვიღებდი , მერე უბრალოდ ჩავეხუტე და და თავი მის მკერდს დავადე. ისიც ჩამეხუტა… თავისი უზარმაზარი ტორები შემომხვია..

გარეთ გავედით.. კოსტავაზე მარტო მე და ის ვიყავით..
ვსეირნობდით.. თან ვლაპარაკობდით… მომენტი იყო.. კარგი მომენტი.
ბოდიშიც მოვუხადე..
არაუშავსო მითხრა და მხრები აიჩეჩა..

30 ში გვაქვს ქორწილიო..

იმდღეს 19 იყო..

თაფლობის თვეს პარიზში წავალთ და მერე ჟენევაშიო.. ნატას ოცნებაა იქ წასვლა და მეც მაინტერსებს შვეიცარიაო..

იმის მერე ხმა აღარ ამომიღია..

ჩვენს ადგილას წავედით..
ძველ მიტოვებულ ფაბრიკაში…
ძველი ფაბრიკის სახურავი ჩვენი ადგილი იყო..
ვიჯექით და მზის ამოსვლას ვუყურებდით.
დილის 5 საათი იყო.
ვეწეოდით..
მერე ვლაპარაკობდით..
არაფერს მეკითხებოდა… ამიტომაც შემიყვარდა..
სხვანაირია.. სხვა ბუნება აქვს..

მერე წამოვედით.. სახლამდე მიმაცილა და მერე თავის გზას გაუდგა..
მეორე დღესაც ვნახე და მესამესაც.. თან სულ ნატა დაყავდა..
ნერვებს მიშლიდა ის გოგო...უაზრო, უუნარო, თავისი არაშემოქმედებითი ხედვებით არაფრისმთქმელი უშინაარსო ლაპარაკებით ძალიან მაღიზიანებდა..

***
-გახსოვს შენთან რომ ჩამოვედი?
-ჰო.. რა დამავიწყებს
-გეძინა და დაგირეკე… მერე როგორ იყო ? გამახსენე?
-ჰო.. მეძინა… აივანზე გაიხედეო დამირეკე..
-აღიარე რომ მაგარი სურპრიზი გამომივიდა რა
-ჩემმა მეზობელმა რამის პოლიციაში რომ დარეკა იცი შენს გამო?
-რატო?
-აბა რა გგონია ? შუაღამეს ვიღაცის აივანზე რომ ძვრები ნორმალურია?
-ჩემთვის, შენთვის კი.. ხოიცი ყველაფერზე ვარ შენს გამო წამსვლელი
-კაი ერთი, სანდრო ნუ აფერისტობ
-მართლა
-მართლა?
-ჰო!
-ვიცი..
-მინდა ის დრო დაბრუნდეს
-რომელი?
-აი ის ამერიკაში შენს გამო რომ ჩამოვედი და ღამე აივანზე რომ დაგადექი
-ჰოო.. კარგი იქნებოდა!
-შეიცვალე , ხო იცი?
-ვიცი.
-რატომ, რამე მოხდა?
-არაფერი.. მერე მოგიყვები!
-მერე როდის?
-აი, მერე!
-დამპირდი!
-რას!
-რომ მომიყვები!
-კარგი..
-მპირდები?
-გპირდები!
***
მერე სულ ტირილი იყო.. ყოველ ღამე..
საბოლოოდ გავაცნობიერე რომ სანდროს ცოლი მოყავდა..
მერე მოკითხვები იყო… ეგ და ნატა.. სულ ეგ და ნატა. მოვიდოდნენ ჩემთან..ეგენი ლაპარაკობდნენ მე - ვუსმენდი.. არც მქონია სურვილი რომ რამე მეთქვა..
ჩემს თავს ვეღარ ვცნობდი..
მერე ნერვიულობები დაიწყო ქორწილამდე ორი დღით ადრე..
კოსტუმი, კაბა, ბეჭედი… კი ყველაფერი მოგვარებული იყო მაგრამ მაინც.. თურმე 3 თვეა რაც დანიშნულები ყოფილან.. მე გავიგე მხოლოდ ახლა.

სანდრო გადარბენებზე იყო.. არც ჩემთვის ეცალა და არც ნატასთვის.

მერე სულ ტირილები იყო.. თეთრად გატარებული ღამეები და სანდროზე ფიქრები არ მასვენებდა..
ქორწილამდე წინა ღამით გადავწყვიტე რომ იქ არ წავსულიყავი..
ასე.. მორჩა.. არ წავიდოდი..

ჩემი ოთახის ფანჯარა უზარმაზარი იყო..
ფანჯრის რაფაზე ჩამოვჯექი და სიგარეტს მოვუკიდე, თან რაღაც ძალიან სევდიანი სიმღერა ჩავრთე ტელეფონში.. აი მომენტი იყო.. სევდიანი თან კარგი. აი, კარგი მომენტი..

ასე ვიყავი თითქმის მთელი დღე.. ერთიდაიგივე სიმღერას ვატრილადებდი ტელეფონში და ვეწეოდი..

აი სევდაზე შეყვარებული ადამიანი ვიყავი..
რა გამეკეთებინა..

ისე შემომათენდა ვერც გავიგე.
სანდრომ დილაუთენია დამირეკა და გეგმები გამახსენა..
სამ საათზე ჯვრისწერა სამებაში.
მერე უბრალოდ ისევ ვიჯექი.. ისევ ვეწეოდი..
ასე ვიყავი სულ…

მერე ავდექი, სასწრაფოდ დავიბანე და პირველი რაც მომხვდა ხელში ის ჩავიცვი..გაბრაზებული ვიყავი, თან ნაწყენიც. ყველაფრის დასრულება მინდოდა.

ორი საათი იყო… სამი იყო დაწყებული სანდროს სახლში რომ შევედი..
ყველა მისი ძმაკაცი იქ იყო შეკრებილი და შამპანიურს სვამდნენ..

ვა ანაოო, მომესალმნენ.


არ ვიცოდი რას ვაკეთებდი.. ინსტიქტებს ავყევი..



***
-გიყვარვარ?
-მიყვარხარ!
-ძალიან?
-ძალიან
***
მერე წამოვედი..სულ წამოვედი..
ასე არც დავემშვიდობე ისე წამოვედი.
არც მინანია..
რატო უნდა მენანა? მაინც ერთ საათში ცოლი მოყავდა..
სახლში წავედი და ჩანთები ჩავალაგე..
დედაჩემი სანდროს ქორწილში უნდა ყოფილიყო ახლა.. ისიც იყო დაპატიჟებული… დიდ , გრანდიოზულ ქორწილში..

ჩანთები ჩავალაგე და ქუთაისის აეროპორტიდან ნიუ -იორკში ბილეთი გადამყიდველისგან ვიყიდე.

მერე მამაჩემის მანქანით წავედი..
წავედი და ჰო.. სულ წავედი..

იქ ,სანამ ქუთაისში ჩახვალ ერთი ცუდი გზაა..
პატარაობაშიც სულ მეშლებოდა … ყოველთვის როცა ქუთაისში ჩავდიოდით მაგ გზის გავლა გვიწევდა და სულ ავარია იყო ხოლმე…
ახლაც…
მგონი ცუდად მოვუხვიე.
აღარ მახსოვს სიმართლე რომ გითხრათ..
მაგრამ სინათლე მახსოვს და გამაყრუებელი ხმა..
წავედი და..ჰო… სულ წავედი…

30 აგვისტო/2017 წელი
17:34

***
-კონიაკს დალევ?
-მანგოს წვენს!
-უნდა გაკოცო!
-მაკოცე!
-შენ არ მაკოცებ?
-მე არა!
-მაშინ მე ორჯერ გაკოცებ!



____
გამარჯობა :)

ორიოდე სიტყვით შემოვიფარგლები მხოლოდ.. პირველ რიგში ძალიან დიდი ბოდიში მინდა მოგიხადოთ გრამატიკული შეცდომებისთის.. ქართული ჩემი პირველი ენა არ არის, ამიტომ ძალიან ბევრ შეცდომას ვუშვებ.. ბოდიშით :(
ამის დადებას არც ვაპირებდი.. უბრალოდ რომ გადავიკითხე ახლიდან, ძალიან მომინდა თქვენთვის გამეზიარებინა.. მაგრამ მალევე წავშლი.. ;(
ასევე რაღაცეები მხოლოდ ჩემი წარმოსახვის ნაწილია (მაგ:ავარიის ადგილი, ამიტომ რაღაცეები არასწორად არ იფიქროთ :( )

მადლობა ყურადღებისთვის. <3




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent