შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

წითელი ღვინო,პარლამენტი და კულულა [სრულად]


6-07-2018, 00:07
ავტორი Dead girl
ნანახია 3 733

თენდებოდა.
ცა კვლავ იძენდა ლამაზ ფერებს,მაგრამ ჩემთვის საერთოდ აღარაფერს ჰქონდა აზრი. აივანზე ვიჯექი,წითელ ღვინოს ვსვამდი,პარლამენტს ვეწეოდი და ჰორიზონტს გავყურებდი.
ერთი შეხედვით ძალიან გაუბედურებულ ადამიანს ვგავდი,მაგრამ რეალურად ასე არ იყო. ბედნიერი ვიყავი.
ადამიანი,რომელიც მიყვარდა იმ დღეს,იმ თითქოს საოცრად ლამაზ დღეს ცოლს ირთავდა და მე მაინც ბედნიერი ვიყავი.
ვიხსენებდი დღეს,როცა პირველად ვნახე.
ლამაზი იყო.
იმ დღეს,ანუ,ოცდაორ ივნისს პირველად ვნახე ლამაზი,უფრო სწორად,საოცრად ლამაზი ბიჭი.
პირველივე დანახვისას შემაყვარა თავი. პირველივე დანახვისას გავაფანატე მის კულულებზე.

ახლოს ვიყავით.
კარგი მეგობრები გახლდით.
აი როგორები იცით?!
რომ არ შემრცხვებოდა მასთან ტირილი,სიცილი,ისტერიკა.

მოყავდა ცოლი და აქამდე ყველა ძლივს’შეკოწიწებულ იმედს მიქრობდა.მიკლავდა.მიწამლავდა.
მოყავდა ცოლი და მინადგურებდა ყველა განცდილ და ვერ’განცდილ გრძნობას.
მოყავდა ცოლი და ვერც ხვდებოდა,როგორ ტკენდა ვიღაცას ასე ახლოს,მაგრამ ამავდროულად შორს.

ვიჯექი აივანზე,ვიხსენებდი ყველაფერს,ისევ პარლამენტს ვეწეოდი.მახსენდებოდა მისი რეაქცია,როცა ხელში სიგარეტს დამინახავდა და მენატრებოდა. ყველა ნერვი მიტოკავდა,ყველა კუნთი მიშეშდებოდა ...
ჩამესმოდა ყურში ჯერ არ დარეკილი ზარების რეკა და მაკანკალებდა იმის გააზრებაზე,რომ ვშორდებოდი სამუდამოდ. ვშორდებოდი ჩემთვის საყვარელს.

კარზე ზარი იყო.
არ მქონდა იმის თავი,რომ ავმდგარიყავი, უბრალოდ ჩუმად,უფრო საკუთარი თავის გასაგონად ვთქვი “ღიაა” - მეთქი და ხელები უღონოდ ჩამოვუშვი.კარი გაიღო და გეფიცებით “ის” შემოვიდა.
- რადა... - გაეღიმა. გეფიცებით,მე,რომ მიყვარდა ისევ !

არ მჯეროდა. ვერ ვიჯერებდი.
მართლა ის იყო?!
მეჩვენებოდა?!
- შენ ხარ. მართლა შენ ხარ. შემიძლია შეგეხო.
უაზრო ბოდვას მოვყევი.
და
საბოლოოდ
იმედგაცრუებულს,ოფლში გაწურულს გამეღვიძა.

რეალურად,არაფერი შეცვლილა.
ისევ
თენდებოდა.
ცა კვლავ იძენდა ლამაზ ფერებს,მაგრამ ჩემთვის საერთოდ აღარაფერს ჰქონდა აზრი. აივანზე ვიჯექი,წითელ ღვინოს ვსვამდი,პარლამენტს ვეწეოდი და ჰორიზონტს გავყურებდი.
ერთი შეხედვით ძალიან გაუბედურებულ ადამიანს ვგავდი,მაგრამ რეალურად ასე არ იყო. ბედნიერი ვიყავი.
მართლა ბედნიერი ვიყავი,გეფიცებით!
მას ისევ ცოლი მოჰყავდა.
თითქოს ყველაფერი სიზმრისეულად იყო,
მაგრამ
სამწუხაროდ,არც კარზე კაკუნი ყოფილა,არც ისე გაუღიმია,მე რომ მიყვარდა და იმის შემდეგ აღარც მის კულულებს შევხებივარ.



№1  offline წევრი კეროლაინი

რა კარგი იყოო❤️❤️❤️❤️❤️❤️

 


№2  offline წევრი Dead girl

fotoxelovneba
რა კარგი იყოო❤️❤️❤️❤️❤️❤️

მადლობა საყვარელო<3

 


№3  offline წევრი nathali lifhonava

ძალიან კარგი და თბილი ისტორია იყო
შენებური
როგორც გჩვევია<3
მიყვარს შენი ისტორიები
ძალიანკაია გააგრძელე და ბევრიდა ბევრი დადეეე<3

*ჩანახატი
შემეშალაა;დდ
--------------------
"როცა ვინმე შეურაცხყოფას მოგაყენებს, ნუ ეტყვი მას: „დაე ღმერთმა გადაგიხადოს“, იმიტომ რომ ეს თავაზიანი წყევლაა".

 


№4  offline წევრი Dead girl

nathali lifhonava
ძალიან კარგი და თბილი ისტორია იყო
შენებური
როგორც გჩვევია<3
მიყვარს შენი ისტორიები
ძალიანკაია გააგრძელე და ბევრიდა ბევრი დადეეე<3

*ჩანახატი
შემეშალაა;დდ

მადლობა ნატალიკო,მომენატრა შენი კომენტარები!

 


№5  offline წევრი ყვითელგულა

კარგი იყო❤❤❤❤

 


№6  offline წევრი Dead girl

ყვითელგულა
კარგი იყო❤❤❤❤

მადლობა <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent