შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

კოცნის ვალი (6)


4-12-2018, 16:12
ნანახია 5 005

მის წინ ვიდექი, მკლავზე ტკივილის შიშით მიჭერილი ხელიც ჩამომვარდნოდა, რადგან გონნება სულ სხვა მიმართულებით ამიმოძრავდა მისი სიტყვების შემდეგ. რა უნდოდა ჩემგან? მანამდე მეგონა, რომ ტყუილად მეჯიბრებოდა და უბრალოდ ასეთი უხეში იყო, ახლა კი სხვაგვარად ვაზროვნებდი. ნაწილობრივ ვხვდებოდი, რაც უნდოდა ჩემგან, მან უბრალოდ ის გააკეთა, რაც მე გავაკეთე იმ საღამოს, წვეულებაზე. არ მინდოდა ამაზე ფიქრი და ამის გააზრება მაგრამ მივხვდი, რატომ მეცნო ასე ძალიან- განა მე არ დავეძგერე იმ საღამოს ტუჩებზე ნამდვილი ველურივით?
ჩემს თავზე ვბრაზობდი და ნაწილობრივ მრცხვენოდა კიდეც, მაგრამ ჩემი შინაგანი ხმა მაინც თავისმართლებას ცდილობდა, როგორც ნებისმიერი ნორმალური ადამიანის გონებაში ხდება ხოლმე ასეთ სიტუაციებში.
ნუთუ არ მოეწონა ის კოცნა, მე რომ დავუტოვე? განა თვითონაც არ მკოცნიდა და პასუხად უფრო მეტი სითამამით პასუხობდა? თუმც, აშკარა იყო, ამჯერად ასეთი პასუხებით თავს ვერ ვიმართლებდი.
-რაზე ლაპარაკობ?-თავი გავისულელე და წარბშეჭმუხნულმა ვკითხე ისე, თითქოს არაფერი მახსოვდა.
-ვიცი, რომ გახსოვს-ნელა მომიახლოვდა და კვლავ წინ დამიდგა ამაყი, თამამი ღიმილით მიმოფენილი სახით. თვალს არ მაცილებდა, აინტერესებდა, როგორ მოვიქცეოდი, როცა გავიგებდდი, რომ ის იყო, ვისაც დაუფიქრებლად ვაკოცე წვეულების ღამეს. ახლა უკვე ვიცოდი და მანაც იცოდა, რომ ვიცოდი. თავს ვეღარ გავიმართლებდი, აღარც დამალვა შემეძლო, პირისპირ ვედექი და როგორმე უნდა დამეძვრინა თავი.
-ხომ არ გაგიჟდი?-კვლავ ვიუარე იმედით, რომ შემეშვებოდა, თუმცა იმავე წამს თავში სხვა აზრმა დამიარა და თამაში განვაგრძე.
-სოფი, ასეთი სულელიც ნუ გგონივარ, მე შენზე უკეთ ვთამაშობ და ნუ გამეჯიბრები-ღიმილით მომიგო და თვალი ჩამიკრა.
-მგონი, ჭკუიდან შეიშალე-ხელი ავუქნიე და გამობრუნება დავაპირე მაჯაში ხელი რომ ჩამავლო და ისევ მისკენ შემაბრუნა.
-მომისმინე. ახლა მე რაღაცას გაგახსენებ და შენ ან დამეთანხმები, ან უარყოფ, გასაგებია?
თავი დავუქნიე და ვცადე, შინაგანი კანკალი დამემალა. თვალებში მომაშტერდა და კითხვების დასმა დაიწყო შემფასებლური მზერის თანხლებით:
-პარასკევ საღამოს დიმიტრისთან წვეულება რომ იყო გამართული, შენც იქ იყავი?
არ მინდოდა, ხმის კანკალი შეენიშნა, ამიტომ თავი უხმოდ დავუქნიე და მზერა დავხარე.
ჩაიცინა და განაგრძო:
-შუაღამემდე იქ იყავი, არა?
-ჰო-ჩუმად ვუპასუხე.
ვიცოდი, რასაც აკეთებდა-უნდოდა, გამოვეაშკარავებინე და ამას სრულიად მოკლე და სიმართლისკენ პირდდაპირ მიმავალი გზით აკეთებდა.
-მარტო იყავი?
-არა.
-ჩხუბი შენიშნე?
-კი.
-და რა ქენი, წამოსვლა ხომ არ დააპირე?
გაყუჩებული ველოდი შემდეგ კითხვას, მაგრამ პასუხგაუცემელი კითხვის გამოტოვებას არ ჩქარობდა, ჩუმად, ღიმილდათამაშებული სხითა და დაჟინებული მზერიც ცდილობდა, ჩემი მზერა დაეჭირა და ყველანაირად გამოვეტეხე.
-მიპასუხე!
-ჰო, წამოვედი, მერე? ეს არაფერს ამბობს.
-არა, ეგ ნამდვილად არაფერს ამბობს, მაგრამ შენი შემდეგი საქციელი ნამდვილად ბევრი რამის მთქმელია.
-რომელი საქციელი?-გაღიზიანებულმა პირში მივახალე კითხვა და მზერა გავუსწორე. საუკეთესო თავდაცვა თავდასხაა, ჰოდა მეც საკუთარი თავდაცვისუნარიანობის გრძნობა გამიმძაფრდა-რის თქმას ცდილობ, გამაგებინე ერთი!
-მე რის თქმას ვცდილობ?-ირონიულმა ღიმილმა გაუხსნა ბაგე და ჩაიცინა-კარგი, რადგან შენი პირით არ ამბობ და არც სიმართლისთვის თვალის გასწორება გინდა, მაშინ მე ვიტყვი, თანახმა ხარ შენ მაგივრად მე ვილაპარაკო?
გავჩუმდი. აღარც საუბარი მინდოდა და აღარც მოსმენა, მინდოდა მალე ჩამთავრებულიყო მასთან დიალოგი და სამუდამოდ გავცლოდი, მაგრამ როგორც ჩანს ამაზე საუბარიც კი ზედმეტი იყო, მისი გამომეტყველებიდან გამომდინარე. მივხვდი, რომ საფუძვლიანად აპირებდა თემის მიმოხილვას და ალათ, საშუალება რომ მიმეცა, დისერტაციასაც დაიცავდა ამ თემაზე.
-კარგი, ილაპარაკე, რაც შეიძლება მოკლედ და კონკრეტულად, არანაირი პირადი აზრის დაფიქსირებით და სუბიექტური მოსაქრებების ჩართვით თუ შეიძლება!-მკაცრად მოვუჭერი და მკლავებგადაკვარედინებული დაველოდე, როდის ამოღერღავდე იმ სიმართლეს, რომლის აღიარებაც მე არ მინდოდა.
-კარგი, რახან დანებდი, აღარ გაგაწვალებ.-სხვა სიტყვებით განაგრძო უფრო ფართო და დამთმობი ღიმილით, მერე კი უარესი კითხვა დასვა-მაშინ, უბრალოდ ის მითხარი, რატომ მაკოცე?
თავში სისხლმა ამასხა და მისმა პირდაპირმა და სამარცხვინო სიტყვებმა გაჭრა-საბოლოოდ გამამწარა. არ მინდოდა, შეემჩნია, როგორ ჩამიდგა თვალებში ცრემლი, ამიტომ უბრალოდ თავი ჩავხარე და გამოტრიალება დავაპირე მაგრამ ის კვლავ განაგრძობდა გამარჯვებული ხმით:
-კარგი, გასაგებია, ვიცი, რომ სიმპატიური ვარ და თავი ვერ შეიკავე, მაგრამ უბრალოდ მაინტერესებს, თავს რითი იმართლებ, იქნებ იმით, რომ მთვრალი იყავი მიუხედავად იმისა, რომ ალუბლის და ორქიდეის გრილი არომატის გარდა არანაირი სასმლის სუნი არ აგდიოდა. მაინც შემიძლია, თავის მართლებად ეგ მივიღო.
ხმა არ ამომიღია, ვუსმენდი, როდის დაამთავრებდა მონოლოგს, მაგრამ აღარ შემეძლო მისი ცინიკური ხმის მოსმენა. თვვალებში პირდაპირ ავხედე და ზიზღით სავსე მზერით მივაჩრდი. შევნიშნე, როგორ გაუკვირდა ჩმი აცრემლებული თვალებისა და აესვე მათში ჩამდგარი სიძულვილის დანახვა, მაგრამ ამას არ შევუჩერებივარ, როგორც თვითონ ის ვერ შეაჩერა ჩემმა დუმილმა.
-დაასრულე შენი "შიშველი" სიმართის ქადაგი? თუ ინებ კიდევ დაგრჩა ჩემი რომელიმე ქმედება გასასამართლებელი და გასათათხი? იქნებ კიდევ დაგრჩა იმისი ენერგია, რომ ფეხებით გათელო ჩემი თითოეული გადაწყვეტილება და ნაბიჯი, თითოეული შენთის ნათქვამი სიტყვა. ჰო, მაპატიე, საკმაოდ წინდაუხედავად მოვიქეცი, ვერ გავსაზღვრე ჩემი საქციელი და მოსალოდნელი შედეგი წინასწარ, მაგრამ ამიერიდან დავუფიქრდები, იქნებ ისეთ არაადამიანს და ცინიკოს, უმადურ იდიოტს ვკოცნი, რომელიც მერე ყელში ამომადენს ჩემს ყოველ გადადგმულ ნაბიჯს. ნამდვილად აღარ მოვიქცევი ასე სულელურად, რომ შენნაირ ველურს ვაკოცო ან თუნდაც ერთი ნორმალური სიტყვა გავიმეტო მისთვის. პირველ რიგში, ეს შენ გეხება-თითი მკერდზე მივაბბჯინე და სწრაფი ნაბიჯით გავეცალე. კარგია, რომ დაბლები მეცვა და მსუბუქად მივაბიჯებდი, თორემ მაღლებით ნამდვილად გამიჭირდებოდა ცრემლიანი, დაბინდული თვალებით სიარული ასეთ სრიალა იატაკზე.
ოთახში როგორც კი ავედი, კარი მივხურე და კედელზე ზურგით აკრული იატაკზე ჩავსრიალდი, ცრემლები ისეთი ძალით აწვებოდა თვალის ჯებირებს, ვეღარაფერს ვხედავდი.
*********************************************************************************************************
-რაც არ უნდა მოხდეს, ჩემს თავმოყვარეობას ფეხქვეშ არ გავალათელინებ, არ მივცემ უფლებას, რომ უკანასკნელი ქალი გამომიყვანოს. საძაგელი, უხეში...-სარკეს ვესაუბრებოდი მტირალი, ჩაწითლებული თვალებით და ყოველ ორ წუთში ცრემლის ნაკადი ისევ თავიდან იწყებდა დენას, მე კი, გაუჩერებლად ვიმშრალებდი თითოეულ წვეთს და ვცდილობდი აღარ მეტირა, მაგრამ ამაზე რომ ვფიქრობდი, გული უარესად მიჩუყდებოდა და ყელში ბუშტი მეჩხირებოდა.-მეტი არ მინდა, ჩემთან ხუტი მეტრის რადიოსზე ახლოს მოსვლა გაბედოს, ხმას აღარ გავცემ, არაფრის ღირსი არ არის ეგ ქალთმოძულე.
ტირილი და მოთქმა დამთავრებული არ მქონდა, კარი რომ შემოაღო ვიღაცამ და რათქმაუნდა, თიკას გარდა ვინ იქნებოდა ეს ვიღაც. ჩემი თვალები რომ დაინახა, შეშლილი მზერით მომიახლოვდა და ლოყებზე ხელები შემოირტყა მელოდრამატულად.
-რა იყო გოგო, ლოყებს კი ნუ დაიხოკავ ახლა დარდით.-ვეცადე, რაც შეიძლება მტკიცედ და მხიარული ტონით მეთქვა, მაგრამ ნაკლებად გაჭრა ამან ჩემი შეცვლილი ხმის წყალობით.
-რა მოგივიდა სოფი?-შეიცხადა და საწოლზე ჩამომსვა-რა გატირებს, მითხარი.
-იმ იდიოტმა...
-ალექსანდრემ?-ჩამერთო საუბარში.
-ხო, ალექსანდრემ, აბა სხვა იდიოტს ვის ხედავ ამ სასტუმროში? მაგ ველურმა და ცხოველმა...
-რა გიქნა მაგ უნამუსომ?-შეშფოთებული მზერით გამაწყვეტინა და ინტერესით მომაშტერდა.
-რა მიქნა და... მაკოცა-ჩუმად ამოვილაპარაკე და სიტყვებს ოხვრაც ამოვაყოლე.
-რა ქნა?-თვალები გაუფართოვდა და შემეშინდა, არ ამოვარდეს-თქო-რანაირად?
-რა რანაირად თიკა, როგორ უნდა ეკოცნა? აა გაინტერესებს, დიდხანს გაგრძელდა თუ მოწყვეტით მაკოცა?
-არა, მაგას არ გეკითხები. როდის, სად, რატომ...
-პირველ სართულზე ერთ-ერთ ფოიეში, ერთი საათის წინ დაახლოებით.
-და რატომ?
-ვაიმე, გეხვეწები ახლა მაგას ნუ მომაყოლებ რა, გული ვეღარ გაუძლებს.
-კარგი,-ამოიოხრა და მივხვდი, პასუხით უკმაყოფილო იყო მაგრამ არ იმჩნევდა-მოდი წამოწექი.
-არ მინდა წამოწოლა, ბებერი კი არ ვარ, ყოველ წუთში საწოლზე ვიწვე.
-აბა, რა გინდა რო გააკეთო?
მხრები ავიჩეჩე და მერე მომაფიქრდა, რომ ფრანგული კოქტეილის გასინჯვა მინდოდა.
-წამოდი-მაჯაში ხელი ვტაცე და წამოვაყენე-ვანილის და კარამელის კოქტეილი დავლიოთ.
-კარგი-გახარებულმა შემოჰკრა ტაში და სასადილოში გამომყვა.

მიუხედავად, ჩემი დამძიმებული სიტუაციისა და ფსიქიკური მდგომარეობისა, სულაც არ მინდოდა ისევ ალექსანდრეზე ფიქრი, ამიტომ კოქტეილის სმით გავერთე და თიკასთან ერთად რამდენიმე ფრანგი გოგონაც გავჭორე.
-შეხედე, შეხედე-ძალით გამახედა დახლთან მდგარი უცნობისკენ. უცნობ მამაკაცს თეთრი მაისურის ქვეშ დაკუნთული მხრები და პრესი მოუჩანდა, ღია ჯინსი კი წელზე შემორტყმული ქამრის მიუხედავად ოდნავ ჩასჩაჩვოდა. "იდეალურია-თქო" გავიფიქრე და ჩამეღია, თიკამ კი საუბარი განაგრძო, მმიბნედილი თვალებით მასზე მიშტერებულმა-რა საყვარელია.
-აღუ-თიკას გამოვაჯავრე და გამეცინა.-საყვარელი სულაც არაა, ჩემი აზრით, სიმპატიური უფროა.
-ჰო, კარგი, ორივე იყოს-მზერისმოუცილებლად გადმომილაპარაკა და ნიკაპი დახლზე იდაყვდაყრდნობილ ხელისგულზე ჩამოდო ეოცნებე თვალებით ბიჭისკენ მომზირალმა.
-კარგი ახლა, ნუ აიშენე ოჯახი წარმოსახვით.-ხელი ავუქნიე, რომ გაშტერებული მზერა გამოცოცხლებოდა, მაგრამ როგორც ჩანს არც ამან გაჭრა-თიკა, ერთი კარგი იდეა მომივიდა თავში.
-აბა გისმენ-გამოცოცხლდა და სახე ჩემკენ მოატრიალა.
-ბიჭი ხომ მოგეწონა?
-მერე?
-მასთან მისვლას გაბედავ?
-რატომ ვერ უნდა გავბედო, კი არ იკბინება-ამაყად გამომიცხადა.
-კარგი, მაშინ ასე ვქნათ, თუ მიხვალ და ხუთ წუთში ნომერს გამოართმევ, რომელ ბიჭზეც მეტყვი, იმას დავკერავ.
-აჰამ-ბოროტი გამომეტყველებითჩაიცინა და თავი დააქნია-თანახმა ვარ, ახლა კი შემდეგი პირობა. თუ ვერ გამოვართმევ?
-მაშინ მე ვისაც გეტყვი, იმას აუხსნი სიყვარულს.
-პრობლემა არ მაქვს-მხრები აიჩეჩა და ეშმაკურად გადმომხედა-იმედი მაქვს, ბოლოს არ ინანებ.
-არანაირად.-დარწმუნებით მივუგე და ვანილის კოქტეილი მოვწრუპე იმაზე ფიქრში, თუ რა მოხდებოდა, თუ თიკა მოიგებდა.
ორ წუთში, ნახევრად სავსე ჭიქა დახლზე დატოვა და ბიჭისკენ გაემართა. ასე მალეც არ ველოდი, ინტერესით მივაბყარი მზერა ორივეს. ბიჭი წყნარად იჭდა და მარტინს წრუპავდა. თიკა როგორც კი მიუახლოვდა, სასიამოვნო ღიმილი აიკერა სახეზე და გოგოს მიაშტერდა.
შორიდან არ მესმოდა, რას საუბრობდნენ, თუმცა დავინახე, რომ საუბარი თიკამ წამოიწყო და საკმაოდ გრძელვადიანი დიალოგიც გააბეს. მალევე გავიგე თიკას კისკისი და ბიჭის დაბალი ბარიტონით სიცილი. მივხვდი, რაც ხდებოდა და ვინანე, რომ სანაძლეო დავუდე, მიუხედავად იმისა, რომ გართობის გარდა არანაირი სურვიილი არ მამოძრავებდა. აშკარა იყო, თიკამ მოიგო და მხოლოდ ჩემთან კი არა ბიჭთან ურთიერთობაშიც.
ცოტა ხანში, ჩემკენ მომავალი შევამჩნიე, წარბაწეული მოდიოდა ამაყი ნაბიჯებით და სახეზე გამარჯვებულის ღიმილი უთამაშებდა.
-აბა, ვის ირჩევ?-მოსვლისთანავე ვკითხე და მივაჩერდი.
-იცი, თავიდანვე გადაწყვეტილი მქონდა, ვის ავირჩევდი.-ეშმაკურად ჩაიცინა და ჩემ წინ ჩამოჯდა მაღალ სკამზე.
-იმედი მაქვს, იმავე ბიჭს არ აირჩევ. უბრალოდ არ მიყვარს ერთფეროვნება და როგორც ვიცი, არც შენ.
-არა, მაგაზე არ იდარდო. მაგრამ ძალიან მრავალფეროვანი არჩევანიც არ გვაქვს, ხომ იცი. ამიტომ, მოგიწევს, იმის გული მოიგო, ვინც ყველაზე მეტად გაღიზიანებს, მაგრამ გიზიდავს.
მისი სიტყვების მოსმენისთანავე, გულმა უცნაურად გამკრა, რადგან მივხვდი, ვისზეც გულისხმობდა, მაგრამ აღიარება არა და არ მინდოდა.
-თიკა, არ გაბედო-თითი დავუქნიე გამართხილებლად.
-კი, კი, როგორ არა-გადაიკისკისა და განაგრძო-მოგიწევს, ალექსანდრეს შეაყვარო თავი.
-ღმერთთო-ამოვიჩურჩულე და შეშლილი თვალებით მივაჩერდი ჩემს უსულგულო, შეშლილ დაქალს. აი, საკუთარი მეგობარი რომ გაგწიავს, ისე არავინ. თუმცა, გვიანი იყო ამაზე მოთქმა და წუწუნი.
-წარმატებები.
-თიკა.
-არ ინერვიულო, მეც მოგეხმარები-მხარზე ხელი დამკრა მხიარული სახით და წამოხტა-წამო, ნომერში ავიდეთ, თუ გათენებას არ აპირებ, ძილის დროა.
*********************************************************************************************
სასტუმროსდერეფანში ვიდექი, ლოდინისგან მუხლები მეკვეთებოდა.წესით, თიკასსიტყვებს თუ ვენდობოდი, ბატონმა დიმიტრიმ თქვა, დერეფანში შევიკრიბოთ საქმეზეო. მაგრამ როგორც უკვე მიხვდით, თიკას ნდობა არ შეიძლებოდა, რაც არ უნდა გაჭირვება გქონოდა.
ბეხების ბაკუნი დავიწყე ნერვოზის ფონზე და ამოვიორზე.საათს რომ დავხედე ნახევარი საათი გასულიყო, რაც ველოდებოდი. ცოტაც და ლოდინისგან გავგიჟდებოდი. ბოლოს ხელი ჩავიქნიედა ოთახს მივაშურე, მაგრამ სანამ შევიდოდი, ხმაური მომესმა და კარის სახელურზე ჩაკიდული ხელით შევდექი სასწაულის მოლოდინში-იქნებ ახლამაინც ენებათ გამოსვლა. ხმაური დიმიტრისა და ალექსანდრეს ნომრიდან გამოდიოდა და მალეამ ხმაურშიმათი სიცილიც ამოვიცანი.
-ასე არა?-ჩავილაპარაკე გამწარებულმა და ხელები გადავაჯვარედინე-მე ველოდები,თავს ვიკლავ და ესენი სიცილ-ხარხარში არიან იმის მაგივრად რომ საქმეს მიხედონ!
უცებ ოთახის კარიგაიღო და ორივე ვაჟბატონი ლაპარაკით გამოვიდა.მე რომ დამინახეს, დიმიტრიმ წარბები შეიჭმუხნა, ალექსანდრეს კი ჩაეღიმა და თავის ჭკუით, ამ ღიმილის დასამალად თავი ჩახარა. მისი ჩაჩვრეტილი ლოყების დანახვამ გული მომილბო, მაგრამ არ მინდოდა, მასთან ოდნავ მაინც დამეჭირა საქმე და კიდევ ერთხელ დამემცირებინა თავი.
-სოფი, აქ რას აკეთებ?-ინტერესით მკითხა დიმიტრიმ.
-რა, თქვენ არ მეძახდით?-შევიცხადწ და გულში თიკა გულიანად გამივლანძღე ასეთი სულელური და უაზრო ტყუილისთვის.
-არა, საიდან მოიტანე?
-საიდან?-გავიმეორე და დავფიქრდი.ღისრი იყო, ჩამეშვა და მის გამო მეორეჯერ აღარ გამოვჩენილიყავი გიჟი სხვის თვალში-თიკამ მითხრა, ბატონი დიმიტრი გეძახის და დერეფანში დაელოდეო.
ცოტა ხანი ჩაფიქრდა და მერესახე გაუნათდა (ნუ, თიკას ხსენებაზე ისედაც უბრწყინავდა სახე).
-გამახსენდა. ვუთხარი, ცოტა ხანში სოფისაც ვეტყვი ახალ ამბავს და უთხარი სანამ სასადილოდ ჩავალთ ალა-ფურშეტზე, დერეფანში შევიკრიბოთ-თქო.
ბრაზისგან ტუჩებმოკუმულმა გადავხედე ორივეს-ერთი უდანაშაულო კნუტის თვალებით, მეორე კი მომცინარი მზერით მიყურებდა,რაც საოცრად მაღიზიანებდა ამსიტუაციაში. "რა უნდა გიყო ახლა თიკა-თქო" გავიფიქრე და გონებაში შურისძიების ათასერთი გეგმადავისახე, რომელთაგან ორსაც ვერ განვახორციელებსი წესიერად.
-ჰო, რათქმაუნდა-ხმადაბლა ამოვილაპარაკე და დაკარგული დრო ჩემი ტრაგიკული იერით გამოვიგლოვე.-შეეშალა, აერია, ალბათ გადატვირთული აქვს გონება, ბევრ სხვა რამეზე ფიქრობს.
დიმიტრის რომშევხედე,თვალებში ჭინკები აუთამაშდა და მაშინვე მივხვდი, რაც იფიქრა.
-რა უნდა გეთქვათ?-საუბარი სხვა თემაზეგადავიტანე. ასე რომ გამეგრძელებინა, ნამდვილად იმ დღესვე მოუწევდათ საქორწინო კაბისა და სმოკინგის ჩაცმა.
-იმის თქმა გვინდოდოდა-ალექსს გადახედა-რომ რაღაც საპასუხისმგებლო საქმე გამოჩნდა. მოგიწევს, ალექსანდრესთან კომპანია გაწიო და მასთან ერთად გაემგზავრო მილანში ელფთან შესახვედრად და ჩვენი კომპანიის წარსადგენად. იმედია იაზრებ ჩვენი პრესტიჟისთვის ეს რამდენად მნიშვნელოვანი და საპასუხისმგებლოა.
-კი მაგრამ მე და ალექსანდრე რატომ?-ამოვილაპარაკე გულდაწყვეტილმა რომ უკეთესი ამბის მსმენელი ვერ გავხდი-ხომ შეუძლია თიკასაც წასვლა...
-სოფი, თიკა ჩემი თანაშემწეა და თუ გახსოვს, არც თუ ისე დიდი ხნის წინ შენ ახალი მოვალეობები შეგემატა კერძოდ თარჯიმნობა და არამხოლოდ მარტო, არამედ კომპანიონთან ერთად. გაგახსენდა?
თავი დავუქნიე საწყალი სახით იმ იმედით, რომ შემიწყალებდა.
-კარგი, სასადილოდ ჩავდივართ, ხომ წამოხვალ?
-არა, მირჩევნია ჯერ თიკა ვნახო და მერე ერთად ჩამოვალთ-ზრდილობის გულისთვის ციცქნა ღიმილივაჩუქე და პასუხს არ დაველოდე ისეშევქანდი ოთახში. კარი როგორც კი მივხურე, უკვე დალაგებულ ტანსაცმლის კარადას მივეჭერი და დახვეწილი კაბებიდან ყველაზე სადა-ღიაკანისფერი წელზე მოტმასნილი და წელსქვემოთ გაშლილი ავირჩიე.
სარკის წინ კმაყოფილი ვათვალიერებდი ჩემს თავს და კაბის ბოლოებს ვაფრიალებდი. ახლა მხოლოდ ისღა დამრჩენოდა, გეგმა შემემუშავებინა და მოვლენების განვითარებას დავლოდებოდი. წესით, თუ თიკას წინადადებაზე კარგად დავფიქრდებოდი, შესაძლოა მისი აზრი მეც დამხმარებოდა გონივრული გადაწყვეტილებების მიღებაში. ის, რომ ალექსანდრეს შესაძლოა ცალმხრივად შევყვარებოდი, საშუალებას მაძლევდა მისთვის სამაგიერო უფრო მოკლევადიან დროსა და მარტივი საშუალებებით გადამეხადა.
-არა, ასეთი კარგი მოთამაშეც არ ვარ-ჩავილაპარაკე და ფიქრი ხმამაღლა განვაგრძე-მე მხოლოდ ის მჭირდება, რომ მისი გრძნობები და გონება ვაკონტროლო. არ ვაპირებ მთელი ცხოვრება დავუნგრიო ერთი თამაშის ხარჯზე.
"თუ, ერთი კოცნის ხაეჯზე?"გამომეპასუხა შინაგანიხმა და მთელი ნებისყოფის მიუხედავად, ბოლომდე მაინც ვერჩავახშე მისი ამოძახილი. ჩამყვიროდა, გულს ძლიერად მიძგერებდა ხმა შიგნიდან, რომელიც მომიწოდებდა რომ სამაგიერო სრულიად ძალაუფლებითადა ძლიერი მხარის გამოყენებით გადამეხადა. იქნებ მართლაც იმსახურებდა? იქნებ ერთადერთი გოგო არ ვიყავი ვისაც ასეეთამაშებოდა და ათამაშებდა როგორც თოჯინას თეატრში. და თუ ასე იყო ვალდებული ვიყავი, დანარჩენი გოგოების მაგივრად მე მომეზღო მისთვის ის, რაც თავად გასცა. ამან იმდენად ძლიერად იმოქმედა ჩემს გონებაზე,საბოლოოდ გადავწყვიტე აღარ შევჩერებულიყავი და წინსვლა განმეგრძო, წინ სვლა გზაზე, სადაც დაბრკოლებად ალექსანდრე მესახებოდა და იმისათვის, რომ გზიდან მომეშორებინა, მისი გული უნდა დამეპრო. ამჯერად კი მთავარმა კითხვამ წამოყო თავი: როგორ?
*************************
მართკუთხა მაგიდა ოთხ კაცზე იყო გათვლილიცა და გაშლილიც. სამნი უკვე მისხდომოდნენ მაგიდას, მხოლოდმე მელოდა სამივე სანამ სადილს დაიწყებდნენ, ჰოდა მეც, როგორც ყველაზე სადისტ ადამიანს შეეფერება, სრულიად არ ვჩქარობდი ჩამოჯდომას. ნელა გამოვწიე ხის მაღალი სკამი, რომელზეც კომპლიმენტი პირადად გადავეცი დეკორატორსა და სასტუმროს დურგალს. დაჯდომისას კაბის კალთები სკამზე მიმოვფინე, რომ არ დაკეცილიყო და პირდაპირი მზერით ჩემ წინ ჩამომჯდარ კობრას შთამომავალს შევხედე. როგორც ჩანს ვერ ან არ შეამჩნია ჩემი მზერა და თავის თეფშზე გადაიტანა ყურადღება. ვითომ, სცხვენოდა თავისი საქციელის? თუ ასეიყო, მაშინდარწმუნებული ვიყავი, გვერდით გამიყვანდა და მომიბოდიშებდა, მაგრამ არც ამას ჩქარობდა. ამიტომ, იმაზე პასუხი, თუ რატოომ მარიდებდა თვალს, გაურკვეველი დარჩა. თუმცა, ჯერ სხვა საზრუნავი მქონდა, რაც სწორედაც რომ ხსენებულ ბატონ ალექსანდრეს ეხებოდა.
თეფშზე გადმოღებული სუში გავსინჯე და უკანვე დავაბრუნე.
-ბატონო ალექსან...
-გისმენ-გამაწყვეტინა სიტყვა და სერიოზული, საქმიანი სახით ამომხედა. წარბები ავზიდე მისი სიმკვირცხლით გაკვირვების ნიშნად და სათქმელი დავასრულე:
-მაინტერესებს, ამ სასტუმროში კვების ობიექტების ნორმალურად ფუნქციონირებას თუ ამოწმებთ ხოლმე.
-რასთან დაკავშირებით გაგიჩნდა ეგ კითხვა?-კითხვა შემომიბრუნა და ჩანგალი დადო, რაც იმას ნიშნავდა, რომ ჩემს მოსამენად მოემზადა.
-აი, მაგალითად, თავად თუ იცი, რა სიტუაციაა სამზარეულოში, სადაც ამ სუშის აკეთებენ, საიდან შემოაქვთ საკვები, როგორ ეკიდებიან საქმეს მზარეულები...
-გასაგებია. გაინტერესებს, ვგავარ თუ არა იმ არაადეკვატურ ადამიანებს, ვინც სასტუმროს ყიდულობენ და მერე აზრზე აღარ არიან, რა ხდება მის შიგნით, თუნდაც კლიენტებზე უხარისხო ნაწარმისგან დამზადებულ საჭმელს ყიდდნენ.
-კარგი, რახან შენ ასე გაიგე...-მხრები ავიჩეჩე და უდარდელი ღიმილით გავუღიმე. დარწმუნებული არ ვიყავი, ნერვები მოეშლებოდა თუ არა, მაგრამ იმედები საბოლოოდ ამომეწურა, როცა მანაც საკუთარ თავში დარწმუნებული, მტკიცე ღიმილით დამიბრუნა მზერა:
-ადამიანი, წესით, რააც ეტყვი, იმას იგებს, განსაკუთრებული შესაძლებლობების მქონე ადამიანების გამოთვლით. თუ იმას არ იგებს, რასაც ეუბნები, ესე იგი, ან ჩამორჩენილი გონება აქვს, ან ზედმეტად ღრმა აკვიატება აქვს სხვა თემასთან დაკავშირებით, იმდენად, რომ შენს ნათქვამს სწორად ვერ აღიქვამს. შეგიძლია, დამისახელო, ამ ორიდან რომელს ვგავარ?
-ჩემი აზრით, ბატონო ალექ...?
-სახელი შეამოკლე, სანამ ენა მოგტყდა-ისევ ჩამეჩარა და სიტყვის დასრულებაც არ მაცადა. მგონი, მის ნაცვლად მე ვღიზიანდებოდი. ყურებიდან ბოლი გამოვუშვი მისი კომენტარის მოსმენის შემდეგ და გაღიზიანებულმა განვაგრძე საუბარი:
-კარგი, თუ ასე ვერ ითმენთ ჩემი აზრის მოსმენას, მაშინ მოკლედ და კონკრეტულად გეტყვით, რომ მალე დაგაკმაყოფილოთ ჩემმა პასუხმა. ჩემი აზრით, ადამიანთა მესამე ტიპიც არსებობს, რომლებიც ნათქვამს სხვაგვარად იგებენ. გონების მიღმა, ადამიანმა იცის, რა არის სიმართლე და რა არის ტყუილი, სანამ ეს ორი ერთმანეთში არ აერევა. როცა აერევა, უკვე იმას იგებს, რაც მისი გონების მიღმაა, ანუ რაზეც მანამდე ფიქრობდა და ვერ გაწყვიტა ამ თემასთან კავშირი.
-გინდა მითხრა, რომ რაც ჩემს მზარეულებზე ივარაუდე, სიმართლეა და მე ამ სიმართლეს იმიტომ არ ვაღიარებ, რომ მთელი ეს ხანია ტყუილში ვცხოვრობ, ახლა კი ვეღარ ვიგებ, რა არის რეალურად ტყუილი და რა სიმართლე?-ისეთი სახით შემომხედა, წამში მივხვდი, მალე სრულ ჭკუაზე აღარ იქნებოდა და ჩემი წყალობით, შესაძლოა დიმიტრისაც ვეღარ დაეწყნარებინა, რაც თავისთავადიმას ნიშნავდა, რომ მალე მე მაქსიმუმ მკვდარი და მინიმუმ ლაპარაკის უუნარო ვიქნებოდი.
-მორჩა!-წამოიყვირა თიკამ და წამოხტა. მისკენ გავიხედე, ამას რაღა დაემართა, ალექსანდრე ხომ არ შეუჩნდათქო, მაგრამ მისი გაბრაზებული სახის დანახვისას სიჩუმე ვამჯობინე-გეყოთ! პატარა ბავშვები არ ჩხუბობენ ასე, როგორც თქვენ. ერთი დაიწყებს, მეორე აყვება, მეორე დაიწყებს, პირველი ფეთქდება, მმხოლოდ დანა-ჩანგალი გაკლიათ და ალბათ დიდი ხნის წინ დახოცავდით ერთმანეთს. ვერ გავიგე, ზრდასრული ადამიანების საქციელია ასე კინკლაობა? იმედი მაქვს, არ ფიქრობთ, რომ ჩვენ აქ არანაირი აზრის გამოთქმის უფლება არ გვაქვს, როცა ყოველ ორ წამში სხვადასხვა საჩხუბარ თემას პოულობთ.
-მართალია, ხმაამოუღებლად ვითმენთ და ვეღარ ხვდებით, როდის გაჩერდეთ-ჩაერთო დიმიტრიც და მკაცრი მზერა მოგვაპყრო ორივეს-ამმ წუთიდან, თქვენი ჩხუბის ხმას როგორც კი გავიგებ, მოგიწევთ, ორივემ დატოვოთ სამსახური.
გაყუჩებული ვიდექი, არ ვიცოდი, ალექსანდრე რას ფიქრობდა ამაზე, მაგრამ მე სამსახური ნამდვილად მჭირდებოდა და მის გამო უმუშევრობას ნამდვილად არ ვაპირებდი. თუმცა, ალექსანდრეს თავისუფლად შეეძლო, თავად წასულიყო სამსახურიდან ისე, რომ ფინანსები არ მოკლებოდა ყოველთვიური ანაზღაურებით. ამან კიდევ ერთხელ მაგრძნობინა უსამართლობის მძიმე ტვირთი, რომლის ტარება უამრავჯერ დამჭირვებია და ამჯერად მშვიდად შევხვდი ამ ამბავს.
-მე თანახმა ვარ-ალექსანდრეს დაბალი, თუმცა მტკიცე ხმა მომესმა და გავხედე. მე მიყურებდა და თვალებში ვატყობდი, რომ არც მას სურდა ყოველ წამს ჩემთან ჩხუბი და კონფლიქტი.
-კარგი-ამოვისუნთქე და დიმიტრის მივუბრუნდი-ასე იყოს.


ახალი თავიც ^ ^ მოკლედ, ჩემო ძვირფასებო, ისე მიხარია, რომ კითხულობთ და თანაც ამდენი კომენტარი მხვდება ხოლმე... თქვენი პოზიტიური და ტკბილი კომენარები მეც ხასიათს მიმაღლებს და მოტივაციას მმატებს. იმედი მაქვს, არც ახლა იპასიურებთ ^ ^
პ.ს. მოგეწონათ?



№1  offline წევრი Niniko11

Momewonaaoo? Shtambechdavi ikoo magrad wer da rogorc tqvi ufro da ufro shemodis intrigaa...
Moutmenlad veli shemdeg tavss

 


№2  offline აქტიური მკითხველი ანი ანი

გეხვერწები ეს გოგო ასეთი შტერი ნუ გამოგყავს.... ეს "თავის მოსულელება" რა უბედურებაა 2 წლის ბავშვია??? ბოლოს ისე მომეშალა ნერვები არც კი წიმიკითხია ეს უაზრო დიალოგი რომელსაც "კინკლაობის" სახე ქონდა მიცემული... მომწონდა ეს ისტორია და იმედია ეს ბოლო თავის ნაკლოვანებები გამოსწორდება

 


№3  offline წევრი Shpliyvi

ამ თავში ემოციურები მეტად ჩანდა და უკეთესი იყო...წინა თავებს ეს აკლდათ.. კარგია ასე გააგრძელე)

 


Niniko11
Momewonaaoo? Shtambechdavi ikoo magrad wer da rogorc tqvi ufro da ufro shemodis intrigaa...
Moutmenlad veli shemdeg tavss

ძალიან დიდი მადლობა heart_eyes

ანი ანი
გეხვერწები ეს გოგო ასეთი შტერი ნუ გამოგყავს.... ეს "თავის მოსულელება" რა უბედურებაა 2 წლის ბავშვია??? ბოლოს ისე მომეშალა ნერვები არც კი წიმიკითხია ეს უაზრო დიალოგი რომელსაც "კინკლაობის" სახე ქონდა მიცემული... მომწონდა ეს ისტორია და იმედია ეს ბოლო თავის ნაკლოვანებები გამოსწორდება

ჯერ არ ვიცი, სიუჟეტი როგორ შეიცვლება და რას შევცვლი პერსონაჟებში.

Shpliyvi
ამ თავში ემოციურები მეტად ჩანდა და უკეთესი იყო...წინა თავებს ეს აკლდათ.. კარგია ასე გააგრძელე)

მიხარია, რომ მოგეწონა blush

 


№5  offline წევრი fluctus Oceani

აუ თუ არ უნდა ეს ალექსანდრე მომცეს მე შინაბერა ვრჩებიკაცო აგერ ვარ მე მომწონს ძალიან ისტორიააააააააა

 


I love you baby
აუ თუ არ უნდა ეს ალექსანდრე მომცეს მე შინაბერა ვრჩებიკაცო აგერ ვარ მე მომწონს ძალიან ისტორიააააააააა

მოგცემდა რომ არ უნდოდეს smile ხელიდან თუ გაუშვებს, შენი იყოს, პირადად გჩუქნი. kissing_heart

 


№7  offline წევრი Niniko11

Shemdegi tavs rodis dadebb?

 


Niniko11
Shemdegi tavs rodis dadebb?

ნელ-ნელა ვწერ და სავარაუდოდ მალე დავდებ.

 


№9  offline წევრი Niniko11

ველოდებიი იმედია ხვალისთვის იქნება

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent