შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მიენდე გრძნობებს...თავი 3


7-12-2018, 23:54
ავტორი katiusha
ნანახია 3 003

საღამოს პირველს ნიკოლას გაეღვიძა. საათს დახედა. დიდხანს მძინებია,ალბათ ეს პლედიც ტატიანამ დამაფარაო გაიფიქრა და ფრთხილად წამოდგა რომ არ გაეღვიძებინა გოგო.სააბაზანოში გაუჩინარდა, იქიდან რომ გამოვიდა გაღვიძებულიც დახვდა და წასასვლელად გამზადებულიც.
-სადმე მიდიხარ?
-აქ დასაძინებლად და ნომერში დასარჩენად არ ჩამოვსულვარ.
-მოიცადე,მეც მოვემზადები და გავიდეთ გარეთ.რამე ვჭამოთ, მოგშივდებოდა.
-კარგი,როგორც გინდა,წამოდი.
-იმედია ისევ თავიდან არ დავიწყებთ.
-არა,აქ იმისთვის არ ჩამოვსულვარ რომ შენთან ჩხუბში დავკარგო დრო.მაგისთვის თბილისში მოგხედავ,- გაეცინა და პატარა ზურგჩანთა აიღო.
ნომრიდან ერთად გამოვიდნენ. ნიკოლამ კონსიერჟს სთხოვა მათი ოთახი დაელაგებინათ და ის ყველაფერი იქიდან გაექროთ.
-ასეთი სიმკაცრეც არ იყო საჭირო.ეს მათი საქმეა და რაც ევალებოდათ ის გააკეთეს.
-როცა მშია თავს ვერ ვაკონტროლებ.-მომხიბვლელად გაუღიმა მან.
-ესეგი ტიპიური ქართველი მამაკაცივით ხარ,შენი გულისკენ მიმავალი გზა კუჭზე გადის.
-სულაც არ არის ასე,არ ვთვლი თავს ჩვეულებრივ ქართველ მამაკაცად, ვფიქრობ მათზე ცოტა წინ ვარ და განვსხვავდები მათგან.
-საკუთარ თავში როგორ ხარ დარწმუნებული.
-ვაღიაროთ რომ ამაზე ჩემი ფინანური მდგომარეობა გარკვეულ გავლენას ახდენს.
-რაც არ უნდა ვიუაროთ ნამდვილად ასეა.მაგრამ ფული არაა მთავარი განმსაზღვრელი ფაქტორი.მთავარი სხვა რამეა,მაგალითად ადამიანური ურთიერთობები.
-მერე როდის დაინახე ჩემში რომ ადამიანებს ცუდად ვექცევი ან ჩემი მდგომარეობით ბოროტად ვსარგებლობ?
-ისარგებლე,როგორ არა,აბა კარგად დაფიქრდი და მიხვდები.
-არ მახსენდება,მართლა.გამახსენე…
-კარგი დაივიწყე,ვითომ არაფერი მითქვამს.
ნიკოლამ უახლოეს რესტორანში შეიყვანა,მათ ენაზე მიესალმა მიმტანს და შერჩეული ადგილის დაკავების შემდეგ შეკვეთა მისცა.
-ეს რა არის?-ჰკითხა ტატიანამ,როცა მის წინ ლამაზად გაფორმებული რამდენიმე უცხო კერძი დადგეს.
-ეს მათი ნაციონალური კერძებია,გირჩევ გასინჯო,არ ინანებ,ძალიან მოგეწონება.ეს კი მათი სასმელია.
-მე მაინც მერჩივნა ექსპერიმენტებისგან თავი შემეკავებინა და რაც ვიცი ის მეჭამა, მაგრამ ჯანდაბას გავსინჯავ, რადგან შენც გასინჯული გაქვს და ცოცხალი ხარ.
-აი შენი ასეთი შავი იუმორი უკვე მაგიჟებს.იმედი მაქვს მოთმინება არ მიღალატებს და მშვიდობით დავბრუნდებით უკან.
-არ გაქვს ნერვები წესრიგში,-თან ილუკმებოდა ტატა და თან ენას არ აჩერებდა.-ხშირად უნდა გამოხვიდე კაბინეტიდან გასართობად,თორემ ხედავ რა დღეში ხარ?
-გართობა არ მაკლია..
-მე იმ ბებრულ წვეულებებზე არ გეუბნები შენ რომ დადიხარ.
-რა იცი სად დავდივარ?
-ვიცი,პირველივე შეხვედრაზე ისეთ რესტორანში წამიყვანე,სადაც არც ერთი ახალგაზრდა წყვილი არ შემიმჩნევია,ალბათ როგორი სასაცილოები ვიყავით ამდენ ასაკოვან ადამიანში ჩვენ რომ ვიჯექით მხოლოდ.
-სასაცილოს ვერაფერს ვხედავ ადამიანების ასაკში.ისინი ისე ერთობიან როგორც უნდათ.
-მეც მაგას გეუბნები მერე.მათნაირად რომ ერთობი შენც ახალგაზრდა კაცი
-აქამდე მეც ბებერს მეძახდი.-გაეცინა ნიკოლას.
-ნუ კარგი,ცოტა ბებერი ხარ,-სასაცილოდ მოჭუტა თვალები გოგომ.ამირეჯიბმა თავი ვერ შეიკავა ისეთი საყვარელი იყო იმ დროს და მანაც გაიცინა.
-აბა რას მთავაზობ შენ?
-წავიდეთ, გავისეირნოთ,აქაურობა დავათვალიეროთ.
-ახლა გვიანია,სასტუმროში დავბრუნდეთ.აქ ამ დროს თითქმის ყველაფერი იკეტება.გვიან არაფერი არ ხდება.აი ხვალ კი დამიჯერე დაიღლები იმდენი რამეა სანახავი.
-ასე ადრე?-მოიღუშა გოგო.
-აქ ცხოვრება დილით იმდენად ადრე იწყება, ეს ჩვენ გვიკვირს,თორემ მათთვის უკვე გვიანია.ეს ჩვენ ვართ ზარმაცები,აქ ხალხი მაშინ იღვიძებს,მზე რომ ამოვლას იწყებს.
-კარგი ჯადაბას,დავბრუნდეთ სასტუმროში.-ჩაილაპარაკა იმედგაცრუებულმა.
ვახშამს დესერტი მიაყოლეს.მერე ნიკოლამ ანგარიში გაასწორა და უკან გამოვიდნენ.
თითქმის ცარიელი იყო ქუჩები,ხალხი კანტი-კუნტად მოძრაობდა. ალბათ ისინი იყვნენ,ვინც შედარებით გვიან ამთავრებდა მუშაობას.ზოგიერთ გზააბნეულ ტურისტსაც შენიშნავდით.
უკან ფეხით გამობრუნდნენ,ჩუმად მიუყვებოდნენ ვენეციის ერთ-ერთ ვიწრო ქუჩას.მერე შედარებით განიერ ქუჩაზე გავიდნენ და ფართო მოედანზე მოხვდნენ.მეორე ბოლოში მათი სასტუმრო მდებარეობდა.ულამაზესი იყო ღამით ეს ყველაფერი,.
-ეს აქამდე რატომ ვერ შევამჩნიე?
-იმიტომ რომ საკუთარი ცხვირის იქით ვერაფერს ხედავ და ჩემთან კამათით ხარ დაკავებული.
-მშვენივრად ვხედავ ყველაფერს რისი დანახვაც მინდა.
-მაინც რას ხედავ?
-იმას რომ მოგწონვარ,მაგრამ საკუთარ თავსაც არ უტყდები.
ნიკოლას ხმამაღლა გაეცინა.
-შენნაირი ბავშვი,თანაც უზრდელი არ შეიძლება მომეწონოს.
-ეს უკვე შეურაწყოფაა და გაფრთხილებ რომ თუ კიდევ ერთხელ მეტყვი ასე,მერე მართლა დაინახავ ჩემს გიჟ სახეს..
-ოჰ,გეწყინათ?თუ გაბრაზდით?-ირონია არ დააკლო ნიკოლამ.
-ზავის პირობებს არღვევთ ბატონო ნიკოლა,რაც ძალიან არ მომწონს.
-კარგი,ვჩუმდები.ხმას არ ამოვიღებ.
სასტუმროში ისე მივიდნენ და ნომრამდე ისე ავიდნენ ხმა არ ამოუღიათ.გამოიცვალეს და ორივე თავისთვის გაარტოვდა. საბედნიეროდ ნომრის სიდიდე აძლევდათ ამის საშუალებას. ყველაზე მეტად ტატიანას რაც მოეწონა,ეს დიდი აივანი იყო,სადაც კომფორტული სარწეველა სკამები იდგა მაგიდასთან ერთად და დეკორატიული ყვავილებით გაწყობილი მოაჯირი და აივნის კედლები.შეგეძლო მჯდარიყავი და მშვიდად დამტკბარიყავი ამ სილამაზით,რაც აქედან ჩანდა.
სკამზე მოეწყო და ტელეფონი მოიმარჯვა,ჯერ დედას დაურეკა,ხანმოკლე იყო მათი საუბარი. მერე ნანკას,დიდხანს იჭორავეს გოგოებმა,უყვებოდა თავის ემოციებს და განცდებს.ნიკოლაზე სიტყვა არ დასცდენია.
-სად არის შენი ქმარი?-სიტყვა ჩამოუგდო ნანკამ
-არ ვიცი,თან მაგ სიტყვას ნუ ახსენებ რაა,მბურძგლავს.
-რატო გოგო?ჰაა,მომიყევი რამე ხო არ მოხდა თქვენს შორის.
-ჩუმად,არ გაიგოს.რა გაყვირებს?-ტატიანა სკამიდან გადმოიწია და მინის კარში შეიხედა.როგორც ჩანს ნიკოლას არაფერი გაუგია.მაგიდასთან იჯდა და ლეპტოპში რაღაც ფაილი ჰქონდა გახსნილი,სავარაუდოდ სამსახურის.
-მუშაობს აქაც.ხო იცი ეგ როგორია?მისთვის სამსახური და საქმე ყველაზე მნიშვნელოვანია, უჟმურია,სულ იჯღანება და ისეთი შეგრძნება მაქვს,თითქოს ძალით ვაკეთებინებ ყველაფერს…
-არაუშავს,ერთმანეთისთვის უცხოები ხართ და რატომ გიკვირთ? დრო გჭირდებათ,კარგად რომ გაიცნობ, მერე ასე აღარ იქნება,იქნებ მოგეწონოთ კიდეც ერთმანეთი.
-ეს მომეწონოს მე?კარგი რაა.ვითომ არ იცი ჩემი გემოვნება,ჩვენს შორის იმხელა ასაკობრივი სხვაობაა და ისეთი განსხვავებულები ვართ..
-სწორედ ამიტომაც რომ განსხვავებულები ხართ,ერთმანეთს შეავსებთ.აბა სად გინახავს ორი იდენტური ადამიანი.
-მაინც მგონია რომ არაფერი გამოგვივა, მე გართობის, მხიარულების, სიგიჟეების მოყვარული ვარ,ის კი სერიოზული პიროვნება,რაღაცნაირი უემოციო..
-სად გაქვს გოგო შენ თვალები? მეტი რაღა ემოცია გინდა?კაცი რომ დადის მის გარშემო ყველაფერი მნიშვნელობას კარგავს.,ისეთი ქარიზმატული და მამაკაცურია,ისეთი მომხიბვლელი..ჯერ მარტო ქორწილში ხელი რომ გაშალა და იცეკვა,ყველა თუ არა,სტუმრების უმეტესობა, შენს ადგილზე ყოფნას ნატრობდა.
-ხო მაგით მართლა გამაკვირვა.
-ხოდა ნუ ხარ ასეთი დაუკვირვებელი და ცანცარა,მიხედე მაგ კაცს.
-არა,არა და არა,ჩვენს შორის არაფერი არ იქნება არასდროს გაიგე ადამიანო,გაიგე? ერთი სული მაქვს მამამ ის ვალი დაფაროს,რომ გავშორდე და მისი უჟმური სახე აღარ დავინახო.
-უკაცრავად,მგონი ცუდ დროს მოვედი,-მოესმა ზურგს უკან და მაშინვე ენაზე იკბინა. დაუმშვიდობებლად გაუთიშა ნანკას ტელეფონი და დაბნეული წამოდგა.
ნიკოლას ხელში ორი ჩაის ჭიქა ეჭირა და გოგოს უმზერდა.ტატიანამ იმედგაცრუება ამოიკითხა მის სახეზე.
-მე მინდოდა ჩაი დაგველია ერთად,მაგრამ როგორც ჩანს გაწუხებ და არ გსიამოვნებს ჩემი გარემოცვა. ხელს არ შეგიშლი,მარტო დაგტოვებ.
ჭიქა მაგიდაზე დადგა და მოტრიალდა.
-არა,არა,შენ არასწორად გაიგე. წინ გადაუდგა გოგო
-ის გავიგე რაც უნდა გამეგო და სიმართლე გითხრა გულის სიღრმეშიც ვიცოდი.
-არ მინდოდა შენი წყენინება,მართლა.
-შენ არაფერ შუაში ხარ,არც მწყინს. სამწუხაროა,რომ მამაშენის გამო შენ ამაზე დათანხმება მოგიწია.რომ ამის ატანა გიწევს.არაუშავს.როგორც კი თავისუფალი ოთახი გამოჩნდება გადავალ,არც მოგაწყენ,პირიქით, ვეცდები კარგი დრო გაატარო და შენი საოცნებო ქალაქიდან ისეთი ემოციებით და მოგონებებით დაბრუნდე,როგორსაც ელოდი და არასოდეს დაგავიწყდება.
-ასე ნუ ლაპარკობ,თორემ თავს ძალიან ცუდად ვგრძნობ.-მიხვდა რომ ძალიან აწყენინა.
-არა,მომისმინე ბოლომდე.ეს ბეჭედი,-ასწია ხელი,-ეს ბეჭედი ნიშნავს იმას რომ ჩვენს თავებს აღარ ვეკუთვნით,ახლა ერთმანეთთან ვართ დაკავშირებულები და ისეთივე მყარად უნდა ვიყოთ შეკრულები, როგორც ეს რგოლია, ეს ჩემთვისაც რთულია,ისევე როგორც შენთვის, მაგრამ მე არ ვლაპარაკობ ამაზე საქვეყნოდ და მითუმეტეს ჩემს მეგობრებთან რომ ვერ გიტან. ასე თუ ისე ჩვენ უკვე ოჯახი გვქვია და არ მსიამოვნებს,როცა ვიღაცას ეუბნები რომ გეზიზღები.
-მოიცა შენ მართლა ვერ მიტან?
-ამდენი ლაპარაკიდან მარტო ეგ გაიგე?-გაეცინა ნიკოლას.-მერე მეტყვი ბავშვი არ ვარო.
-დიახაც არ ვარ,.
-ესეც ბავშვის სიტყვებია და ბავშვური ქცევა.
ტატიანა გაჩუმდა,მიხვდა რომ ასე გაჯიუტებით და ფეხების ბაკუნით არაფერი გამოუვიდოდა და თავი დახარა.ცრემლი მოადგა თვალზე და რომ არ შეემჩნია მას,მიბრუნდა და ქალაქს გადახედა,ეგონა წავიდოდა ამირეჯიბი,მაგრამ გვერდით რომ ამოუდგა,დაიბნა და ძლივს აიყვანა თავი ხელში,რომ მას არაფერი შეემჩნია ან არ ეგრძნო.
-მეგონა წახვედი.-მაინც ვერ დამალა თავის განცდები ბოლომდე.
-როგორ წავიდოდი,როცა შენ ტირიხარ.
-საიდან მიხვდი?-შეხედა თვალებგაფართოებულმა.
-ეჰ,ტატიანა,ეჰ,,რა გამოუცდელი ხარ..-გაეღიმა მას.-მოდი ვილაპარაკოთ,ვილაპარაკოთ ყველაფერზე რაც გაწუხებს,რისი თქმაც გინდა და ვერ ამბობ,თუ გინდა ის გავაკეთოთ რისი გაკეთებაც გინდა და ვერ აკეთებებ.
-რას გულისხმობ?
-თუნდაც შენს პირველ კოცნას…ნუ მიყურებ ასე და ნუ გაწითლდი, ვიცი რომ მართლა პირველი იყო,ვერ მომატყუებ,ამ საკითხში საკმაოდ გამოცდილი ვარ,მაპატიე რომ ის დაუკითხავად მოგპარე,ალბათ სხვანაირი წარმოგედგინა.სხვანაირ გარემოში,უგონოდ შეყვარებული როგორ აკოცებდი საყვარელ ადამიანს.მე კი ის დაუკითხავად მივითვისე.ბოდიშს გიხდი,მაგრამ სხვა გზა არ იყო.არ ვიცი ამის გამო მიბრაზდები თუ იმის გამო,რომ ჩემს სახლში წამიერი სისუსტე გამოვიჩინე,მაგრამ მეგონა რომ ეს გავიარეთ და დავზავდით.
-არ ვიცი ასე რატომ ვიქცევი.სხვანაირად მოქცევა მინდა და სხვანაირად გამომდის,სხვა რამე მინდა ვთქვა,მაგრამ სხვას ვამბობ,არადა რეალურად სულაც არ ვფიქრობ ასე.არც მეზიზღები, არც გიბრაზდები იმ კოცნის გამო. გამოგიტყდები ასეთი გრძნობა არასოდეს მქონია,რაც შენი კოცნის მერე.ალბათ ამიტომ ვარ დაბნეული. არ ვიცი.ვერ ვხსნი,ან დრო მჭირდება რომ გავაანალიზო მარტო აღარ ვარ,არც თავისუფალი და მხოლოდ საკუთარ თავზე ვეღარ ვიფიქრებ,შენ და შენს რეპუტაციასაც უნდა გავუფრთხილდე.
-ეს სულ არ მადარდებს მე.როცა შენს ცოლად მოყვანაზე დავთანხმდი, დაახლოებით ვიცოდი რა ლამაზი, მაგრამ ამავე დროს გიჟი,გადარეული და უცნაური იყავი. მე შენ ვერ შეგცვლი.შენ თუ არ გენდომება რომ საკუთარ საქციელზე პასუხი აგო და დაფიქრდე.
-ვეცდები,რომ ამას შევეგუო, სხვანაირად მოვიქცე,ოღონდ შენც დამპირდი რომ ცოტა ყურადღებას მომაქცევ და მარტო არ ვიქნები.სულ საბუთებში და კომპიუტერში არ იქნები ჩამძვრალი.
-პატარა ეგოისტი ქალბატონი ხარ,-გაეცინა ნიკოლას.-
-რატომ ფიქრობ ასე?
-იმიტომ რომ როგორც კი ყურადღება არ მოგაქციე,მაშინვე გეწყინა.არადა კომპიუტერთან იმიტომ ვიყავი რომ მინდოდა რამე ფილმი შემერჩია და ერთად გვეყურებინა.
-მართლა?გიყვარს ფილმების ყურება?
-ძალიან და თავისუფალ დროს კინოშიც დავდივარ,დიდ ეკრანზე მაინც სულ სხვაა.
-რა მაგარია,-ტაში შემოჰკრა ტატიანამ და სახე გაუნათდა,-ესეგი რაღაც საერთო მაინც გვქონია.
-მაშინ წამოდი და ვუყუროთ, ვიმედოვნებ რომ კარგი ფილმი იქნება.
საწოლზე კომფორტულად მოკალათდნენ, სასაზღვრო ზოლიც კი გაავლო ტატიანამ,ნიკოლა დასცინოდა, მერე ფილმი ჩართეს,საინტერესო იყო და სასაცილოდ.იცინოდა ტატიანა და ნიკოლას ეხუტებოდა,სულ დაავიწყდა საზღვარიც და ყველაფერი.ახლა მხოლოდ ის და ნიკოლა იყვნენ.
მერე სხვა ფილმი ჩართეს.აქ ვეღარ გაძლო გოგომ,ძილი მოერია და ისევ მის მხარზე ჩამოეძინა,ფრთხილად დააწვინა ნიკოლამ,საბანი გადააფარა და თვითონ დივანზე გადაწვა.
ძილმა გვიან მოაკითხა,მაგრამ ისეც არ დასძინებია,რომ მეორე დღეს ტატიანას გაღვიძება დაესწრო მისთვის.
ჯერ კიდევ ღრმად ეძინა გოგოს,როცა საუზმე მოიტანეს ოთახში.ისევ ისეთი გაფორმებით და ყვავილებით. გაეცინა,იცოდა ესეც საბას ნამოქმედარი იყო,მის მახვილ თვალს არ გამორჩენია ის რომ,სასტუმროში სულაც არ იყო ბევრი ხალხი და ეჭვი ჰქონდა რომ თავისუფალი ოთახებიც იყო,მაგრამ ადმინისტრაციამ განუცხადა უარი.ესეც საბას ჩარევის გარეშე არ მოხდებოდა ზუსტად იცოდა, ნამდვილად არ ელოდა კარგი დღე მისი უკან დაბრუნების შემდეგ….
თვალი რომ გაახილა,ნიკოლა დაინახა,სავარძელში იჯდა მის პირდაპირ,გაუღიმა და ამ ღიმილმა წამში დაავიწყა ყველაფერი.
-დილა მშვიდობისა მძინარა.
-რომელი საათია?-იკითხა და საწოლში გაიზმორა.
-საუზმის დროა.ადექი,მოემზადე და აივანზე გელოდები.
-რამე გამოვტოვე?
-კი,შენ ჩემს ადგილზე გეძინა,მე კი დივანზე და სიმართლე გითხრა საკმაოდ არაკომფორტული იყო.
-მაპატიე,ჩამეძინა,რატომ არ გამაღვიძე?
-ვერ გაგაღვიძებდი,ძლივს გნახე დამშვიდებული,რომ არ იკბინებოდი და მაგას როგორ ვიზავდი?-გაეცინა კაცს.
-ბოროტი ბიძია ხარ შენ,-გაიცინა ტატიანამ და წამოდგა.პირდაპირ სააბაზანოში შეაჭრა,
-მალე გამოდიო,-მიაძახა ნიკოლამ და აივანზე გავიდა.ჯერ კიდევ სასიამოვნოდ გრილოდა.მზე ისე ძალიან არ აჭერდა…
აი ტატიანა რომ გამოვიდა,მზემაც დაკარგა თავის სილამაზე და ყველაფერმაც,ირგვლივ ვერაფერს ვერ ხედავდა.ულამაზესი იყო გოგო კრემისფერ,მოკლე წვრილბრეტელებიან კაბაში.გრძელი თმა მხრებზე ეფინა და ხელით ისწორებდა.მის წინ დაიკავა ადგილი და სუფრას გადახედა.
-რა ლამაზია,-ყვავილს დასტაცა ხელი და დასუნა.
-აკი არ მიყვარს ყვავილებიო?
-ნუ შენგან მოტანილს შევიყვარებ,-წამოისროლა უცებ და გაჩუმდა მის გაფართოებულ თვალებს რომ წააწყდა.
-იცი ტატიანა ადამიანის ენას ერთი განსაკუთრებული რამ ახასიათებს.
-რა?
-ის რომ ყოველთვის წინ უსწრებს გონებას და გულის სათქმელს ამბობს.
-მე ეგ თვალებზე ვიცოდი.
-ჯერ მე შენს თვალებში არ ჩამიხედავს ისე რომ ეგ დამენახა,აი ენამ კი გაგცა,-გაიცინა ნიკოლამ და პიცის მოზრდილი ნაჭერი გადაიღო თეფშზე.
-ძნელია ჩემი თვალების დანახვა,მაგრამ იქ თუ ჩაიხედავ შეიძლება ბევრი რამე დაინახო.
-მაგალითად..
-კარგი არაფერი,მოდი უბრალოდ მშვიდად ვჭამოთ.
-რატომ გეშინია იქ სხვა ვინმე არ დავინახო?მაგალითად დიტო?
ტატიანა გაშრა და ლუკმა ყელში გაეჩხირა,ძლივს გადაყლაპა,სახეზე გამოხატული ცვლილება შეუჩნეველი არ დარჩენია ამირეჯიბს.გოგო წამოდგა, მიაუხლოვდა,სკამის სახელურს დაეყრდნო და ჰკითხა:
-და შენს თვალებში რომ ჩავიხედო,იქ ლიკა ქავთარაძე ხომ არ დამხვდება?
გაოცდა ნიკოლა,როგორც ჩანს საკმაოდ ჭკვიანი იყო გოგო და მასზე რაღაცეებიც იცოდა.თვალი თვალში გაუყარა და ჯიუტად ჩააცქერდა იქ,რამდენიმე წამს უყურა,მერე კი უპასუხა?
-კარგად ყოფილხარ ინფორმირებული.
-ჩემს კითხვაზე არ გიპასუხია,
-ჯიუტი ვინმე ხარ.
-ესეც ჩემი ერთ-ერთი თვისებაა.თან ყველაზე ცუდი რაც კი გამაჩნია იმ საშინელ თვისებებს შორის.
-მეც მაქვს ერთი საშინელი თვისება,-ქვემოდან უყურებდა კაცი.-ვერ ვიტან როცა ქალი ზემოდან მიყურებს და მბრძანებლობს.ასეთ დროს თავს ვერ ვაკონტროლებ. -მკლავში ჩაავლო ხელი ტატიანას და თავისკენ დაქაჩა, დაიბნა გოგო და მის მუხლებზე აღმოჩნდა,კისერში მოჰკიდა ხელი და ტუჩებზე ველურივით დააცხრა.გამოუცდელ ტატას თავბრუ დაეხვა და სამყაროს მოსწყდა. ხელებში ჩაადნა ნიკოლას. სიამოვნებისგან კვნესა აღმოხდა და ამან გონს მოიყვანა კაცი.
-ეს იმიტომ რომ როცა შენს თვალებში ჩავიხედავ,იქ ჩემს გარდა არავინ უნდა დავინახო სხვა.
-ეს რას ნიშნავს?მოთხოვნებს მიყენებ?ამდენს როგორ ბედავ?რა უფლებით მკოცნი?-აბობოქრდა გოგო,მის მკლავებს თავი დააღწია და დოინჯშემორტყმული დაუდგა წინ.
-იმ უფლებით,რასაც შენი ქმრის სტატუსი მაძლევს.
-ოჰ,ჯანდაბა,ისევ ეს.აღარ მინდა არაფერი,ვერ გიტან,შეგიძლია მარტომ ისაუზმო.
-მე კი ვფიქრობ რომ ძალიანაც მოგწონვარ,-მიაძახა კაცმა და გაეცინა.
რომ მიხვდა ტატიანას გაბრაზება არ გადაუვლიდა,საჭმელი თეფშზე დააწყო და ოთახში შევიდა.გულში გაუბრაზდა საკუთარ თავს,როცა საწოლზე მიწოლილი და მტირალი ტატა დაინახა.იქვე დადო ლანგარი და საწოლის კიდეზე ჩამოუჯდა.ტატიანა არ გადმობრუნებულა,ისევ ისე იყო
-ვერ ვიტან როცა ქალი ტირის.
-ნუ ამატირებდი.,-უპასუხა სლუკუნით.
-ნუ გამომიწვევდი.
-ისევ აგრძელებ,-წამოჯდა საწოლში.
-არ მეგონა ყველაფერზე თუ იტირებდი,არადა გამბედავი ჩანდი?-მის გასამხნევებლად მეტი ვერაფერი მოიფიქრა.
-არც მე,არ ვიცი რატომ ვტირი ყველაფერზე,სულ ასე მემართება,როცა ჩემი ვერ გამაქვს ან ვერ ვაკეთებ იმას რაც მინდა.
-ამას ახლა ტყუილს ამბობ.ეს შენც გინდოდა.ჯანდაბა,რა მჭირს,შენთან პატარა ბიჭივით ვიქცევი.
-მეც ეს მჭირს და ამიტომ ვტირი,შენ ვერ გჯობნი,არაფერს მითმობ.-ისევ გახსნა შუბლი ბერიძემ.
-კარგი,ოღონდ შენ არ იტირო და ყველაფერს დაგითმობ,ნუ თითქმის ყველაფერს.-მის დაყოლოებას შეეცადა კაცი.
-მართლა?ვაუუ,რა მაგარია,-ხელები ფართოდ გაშალა და კისერზე მოეხვია.მერე სწრაფად მოშორდა,ისე რომ გააზრებაც ვერ მოასწრო რა გააკეთა,თვალების ფახულით ჰკითხა:
-დღეს ხომ წავალთ ქალაქის დასათვალიერებლად?
-კი,აუცილებლად.მიდი ჩაიცვი და წავიდეთ,გელოდები,ოღონდ დიდხანს არ მალოდინო.
-მართლა?
-კი ,მართლა,მიდი,სწრაფად,თორემ გადავიფიქრებ.
გოგო საწოლიდან წამოფრინდა და სააბაზანოსკენ გავარდა.მერე გაახსენდა რომ ტანსაცმელი იქ არ ჰქონდა,უკან გამოვარდა,ხელი დაავლო რამდენიმეს ერთად და ისევ კარში გაუჩინარდა.ეღიმებოდა ნიკოლას მის საქციელზე და ბავშვურობაზე,თან თვითონაც იცვამდა.
რამდენიმე წუთი დასჭირდა ტატიანას მომზადებას.ჯინსის მოკლე შორტი და ამოღებული მაისური ჩაეცვა და სპორტული ფეხსაცმელი,რომ სიარული არ გასჭირვებოდა. ნიკოლას დანახვაზე გაოცება ვერ დამალა.
-ასეთს იმედია ხშირად გიხილავ,და არა ისეთს სულ კლასიკურ ფორმაში გამოწყობილს.
-აქ შეიძლება,იქ არა მგონია.
-რატომ?
-ბევრს ილაპარაკებ კიდევ?ხომ არ გადავიფიქრო?
-არა,არა,წავიდეთ.-პატარა ცხვირზე მზის სათვალე დაიკოსა და უკან აედევნა ნიკოლას…
ვენეცია მუზეუმია , ქუჩები - ხელოვნების ნიმუში, ხედები - დაუვიწყარი.ასეთი შთაბეჭდილება დაუტოვა ტატიანას,როგორც კი სასტუმროდან გამოვიდნენ და მთავარ მოედანზე მოხვდნენ.ნიკოლა მეგზურობის გარდა გიდობასაც უწევდა და უხსნიდა რა და როგორ იყო.
დაათვალიერეს მთავარი მოედანი „სან მარკო“,აქვე ახლოს მდებარე „სან მარკოს ბაზილიკა“ და „ზარების კოშკი“. დრო სწრაფად გაეპარათ,ტატიანა ვერ ძღებოდა ამ სილამაზის ყურებით,საოცრად ბედნიერი იყო,აღფრთოვანებული შესცქეროდა თითოეულ ხელოვნების ნიმუშს და ქანდაკებას და მათი სილამაზით ტკბებოდა.სულ არ ახსოვდა ნიკოლა და არც ის რომ მთელი დღე გასულიყო თითქმის და არაფერი ეჭამათ.
თითქმის ძალით შეიყვანა პირველივე რესტორანში. ენას არ აჩერებდა,სულ ნანახზე საუბრობდა და ჭამაც ავიწყდებოდა. ნიკოლა ახსენებდა.
იქიდან სასტუმროში დაბრუნდნენ. ფეხები სტკიოდათ ორივეს.ცხელმა შხაპმა დაღლილობა მოუხსნათ,მერე სახლებში დარეკეს ორივემ.მოკლედ მოუყვნენ დღევანდელი დღის შესახებ,მერე ცოტა ხანს ფილმს უყურეს და დასაძინებლად დაწვნენ.გადაღლილებს მალე ჩაეძინათ. .
დილა ტელეფონის ზარით დაიწყო.ნიკოლას ტელეფონი რეკავა.ორივეს გაეღვიძათ. საბას ნომერი რომ ამოიცნო,ისე გადაირია,ტატიანას გაუკვირდა კიდეც როგორი გაბრაზება სცოდნიაო.
აღარ დაეძინათ არც ერთს. უფრო მშვიდი დილა ჰქონდათ.ისაუზმეს.მერე მოემზადნენ და ისევ ქალაქში გავიდნენ.ფეხით იხეტიალეს ისევ.ამჯერად ერთმანეთში საუბარიც გამოუვიდათ,აღარ კამათობდნენ. მთელი დღე ფოტოაპარატს ატრილებდა ხელში და ხან მარტო იღებდა ფოტოებს,ხანაც ნიკოლასთან ერთად.სხვა გზა არ იყო,სოციალურ ქსელშიც უნდა აეტვირთა,ხალხის სალაპარაკო ხომ არ გავხდებიო.მერე მთელი დღე აღარ გახსენებია ტელეფონი,საღამოს სახლში რომ დაბრუნდნენ,მაშინ კი დახვდა ერთი ამბავი.ნახევარი უნივერსიტეტი მაინც სწერდა პირადში,ფოტოზე უამრავი მოწონება და კომენტარი იყო.ზოგი კარგი,ულოცავდნენ,ზოგი პირიქით.
ეს ყველაფერი რომ მობეზრდა, ტელეფონი გვერდით გადადო და დაძინება სცადა.
-ნეტავ თუ სჯერათ რომ ეს ქორწინება ნამდვილია?-ვერ მოისვენა და მაინც ჰკითხა.
-ვის?-გადმობრუნდა მისკენ ნიკოლა და გაკვირვებულმა ჰკითხა.
-ხალხს..
-გაინტერესებს ხალხის აზრი?
-დიდად არა,
-ხოდა მაშინ თავს ნუ გადაიღლი მაგაზე ფიქრით,დაიძინე..
გვიან ჩაეძინა,ამის მიუხედავად არ გასჭირვებია დილით სასურველ დროს გაღვიძება…
დასაწყისი ყოველი დილის ერთნაირი იყო,მაგრამ აი გაგრძელება ყოვეთვის სხვადასხვანაირი.ორჯერ ერთი და იგივე ადგილი არ უნახავთ,იმდენი იყო სანახავი და დასათვალიერებელი. ნიკოლასთვის ეს მესამე ვიზიტი იყო ვენეციაში და ასე თუ ისე ეს ადგილები იცოდა.ენის ცოდნაც ძალიან ეხმარებოდა. თითქმის ფეხით შემოატარა ყველაფერი. სიუპრიზად იტოვებდა ყველაზე მნიშვნელოვანს ვენეციის ცნობილ კარნავალს და მდინარეზე გასეირნებას.არადა მანამდე ბევრს ეჯუჯღუნა ტატიანა ნავით როდის უნდა გავისეირნოთო. მალეო,მოკლედ პასუხობდა და საუბრის თემას ცვლიდა.
წამოსვლის წინა დღეს ნიკოლამ ადრიანად გაიყვანა ტატიანა სასტუმროდან. რაღაცეები ვიყიდოთ ჩვენთვის და საჩუქრები საყვარელი ადამიანებისთვისო. სულ სხვა ხალისით გაჰყვა გოგო,ენას საერთოდ აღარ აჩერებდა.უაზრობებსაც კი ლაპარაკობდა,მაგრამ ყურადღებას არ აქცევდა.ნიკოლას ეღიმებოდა,მას კი ეგონა მოსწონს ჩემი მონაყოლიო.
უზარმაზარი მაღაზია იყო,სადაც კაცმა შეიყვანა,მაშინვე მოსწყდა სამყაროს და სხვა განზომილებაში გადავიდა. შოპინგი ნამდვილად ყველა ქალისთვის საოცნებო საქმიანობა იყო.გაბრწყინებული თვალებით დაჰყვებოდა კონსულტანტს და რაც მოწონებოდა ყველაფერს იღებდა რომ მოეზომა. ნიკოლა სავარძელში მოთავსდა და მაგიდიდან ჟურნალი აიღო,გადაშალა,რომ დრო გაეყვანა.
-აბა როგორია?-მოესმა ტატას ხმა და რომ აიხედა კლასიკურ წითელ კაბაში გამოწყობილი ტატიანა დაინახა. იგრძნო როგორ შეაჩერა გულმა რამდენიმე დარტყმა,არა განა არ ჰყავდა მსგავსს კი არა უკეთეს ფორმაში ნანახი,მაგრამ ყოველ ასეთ სურათთან შეჯახებისას მაინც სულ იგივე ემართებოდა.
-თქვენი მეუღლე ძალიან ლამაზია სენიორ,-გადაულაპარაკა კონსულტანტმა ნიკოლას იტალიურად და მანაც იმავე ენაზე გადაუხადა მადლობა.
-მოგწონს?-მის წინ მაცდურად დატრიალდა ტატიანა.
-კი კარგია,-დაბნეულმა უპასუხა.
-უბრალოდ კარგია თუ ძალიან კარგია?
-ძალიან კარგია,სხვებიც ნახე.
ერთმანეთის მიყოლებით გაისინჯა რადენიმე კაბა,მოირგო მათი შესაფერისი ფეხსაცმელი,შეარჩია ჩანთა,მოიზომა შარვლები და მაისურები,ყოველი შემთხვებისთვის მიაყოლა ერთკ ბორდოფერი პალტო,რომელიც ძალიან მორწონა.მოკლედ ისე გამოეწყო ჩვენთან რომ ახალმოყვანილ რძალს აუცილებლობის გამო გამოპრანჭავენ და უყიდიან ხოლმე ყველაფერს.
ყველაფრის საფასური ნიკოლამ გადაიხადა,რაზეც კამათი მოუვიდათ,მაგრამ კაცმა თავისი გაიტანა. პარკებში ჩაუწყვეს ყველაფერი და თვით კონსულტანტმა ითავა მათი გაცილება,გამოსვლისას საცვლების განყოფილებას ჩაუარეს. გოგომ რაღაც გადაულაპარაკა ნიკოლას და ტატიანაზე ანიშნა,რაც მას არ გამოჰპარვია და ჰკითხა რა უნდაო.
-მეკითხება თქვენი მეუღლე სექსუალურ საცვლებს ხომ არ ინებებსო,-სერიოზული სახით უთარგმნა მანაც.
-არ მინდა,-უპასუხა მოკლედ და ნიკოლამ შეამჩნია როგორ გაწითლდა.
-რატომ ბევრი გაქვს თუ გცხვენია?
-ეგ შენ აღარ გეხება,-მობრუნდა და გასასვლელისკენ დაიძრა გოგო. კაცმა პარკები გამოართვა,მადლობა გადაუხადა დახმარებისთვის და უკან აედევნა ტატას.
-მოიცადე,რა დაგემართა.
-იცი რაც.
-კარგი,ამ თემას აღარ შევეხებით,დავხუროთ, მოიცადე გაჩერდი.ამ მაღაზიაში უნდა შევიდეთ.
-აქ რა მინდა?-შეჩერდა გოგო.
-დღეს ვენეციის ცნობილი ნიღბების კარნავალი იწყება.არა მგონია უარი თქვა იქ წამოსვლაზე.
-მართლა?ვაიმე რა მაგარია.არ არსებობს.იცოდი ხომ?ამიტომ წამომიყვანე.-უცებ გამხიარულდა გოგო.
-კი,ეს იყო ჩემი სიუპრიზი.მაგრამ ჯერ კიდევ წინაა დღევანდელი დღე,არავინ იცის რა გველოდება.
-მოიცა კიდევ რამეა?
-არ ვიცი,ვნახოთ.მიდი აარჩიე საკარნავალო კოსტუმი.
დიდხანს არჩევდა გოგო.ბოლოს ყველაზე მეტად ესმერალდას კოსტუმი მოეწონა და რამდენიმე წუთში ნიკოლას წინაშე ულამაზესი ფორმით წარსდგა .გაკვირვება ვერ დამალა,როცა აღმოაჩინა რომ ნიკოლას კვაზიმოდოს ფორმა ეცვა,კუზიც კი ჰქონდა გაკეთებული.გაეცინა მის დანახვაზე.
-გიხდება.-შეაქო,-და უცნაურადაც გამოიყურები.
-შენ უფრო მეტად გიხდება.საერთოდ მინდა ავღნიშნო რომ ყველაფერი გიხდება,აღფრთოვანებული ვარ შენი სილამაზით.
-კარგი რაა,დიდი არაფერი. ჩვეულებრივი გოგო ვარ.-დაიმორცხვა ტატიანამ.
-სწორედაც რომ მაგიტომ ხარ განსაკუთრებული.
-სასიამოვნოა შენგან კომპლიმენტის მოსმენა,-გაიღიმა გოგომ
კოსტიუმები იქირავეს.გამოვიდნენ, პარკები სასტუმროში დატოვეს და ქუჩაში გამართულ მსვლელეობას შეუერთდნენ.თვალები აუჭრელდა ტატიანას,იმდენად მრავალფეროვანი და ისეთი განსაკუთრებული იყო ყველაფერი ირგვლივ.მიჰყვებოდა ხალხს და მუსიკის ხმაზე ცეკვავდა. მოხდენილად აყოლებდა ტანს და ნიკოლასაც იწვევდა,ხელები ჩაჰკიდა რომ აეცეკვებინა,მაგრამ არ გამოუვიდა,კაცი დინჯად მიჰყვებოდა უკან.
-უჟმური ხარ რაა,-სახე ახლოს მიუტანა და ყურში ჩაჰყვირა გოგომ.მას გაეცინა,არაფერი უთხრა,მხოლოდ წელზე მოჰკიდა ხელი და პირველივე ნავზე გადასვა.
-როგორც იქნა,-იყვირა და კისერზე ჩამოეკიდა რომ თავი შეეკავებინა დაცემისაგან,რომელიც ნავის დაძვრას მოჰყვა.
-ეს გონდოლაა,ამასაც ისევე როგორც სხვა დანარჩენს თავის ისტორია გააჩნია.შეყვარებული წყვილები ხშირად სეირნობენ ამით და თუ ისინი ყოველი ხიდის გავლის ქვეშ ერთმანეთს აკოცებენ,სამუდამოდ ერთად იქნებიან.
-სამუდამოდ?
-კი სამუდამოდ.
-ეს ჩვენ არ გვეხება,-უცებ შეიცვალა სახე გოგომ.
-რა იცი.იქნებ გვეხება.
-გინდა დამაჯერო რომ ახლა შენ ჩემს კოცნას აპირებ?როგორ გამაცინე.
-რომ გაკოცო?-მისკენ გადაიხარა კაცი და ვნებიანად ჩასჩურჩულა ყურში. გოგო დაიბნა და თავის დასაღწევად საპირისპირო მხარეს გადაჯდა.
-კარგი ხოო,გავიხუმრე.ისედაც ხომ ვიცით რომ ჩვენი ქორწინება მხოლოდ საბუთებზე გაფორმდა და სერიოზულ ურთიერთობაში არ გადაიზრდება.
ტატიანას გული დასწყდა ამის მოსმენაზე. ერთ კვირაზე მეტია მასთან არის უკვე და ისე შეეჩვია,ისე კარგად გრძნობდა თავს,ისიც კი დაუშვა გონებაში რომ შესაძლოა მათ შორის რაღაც გრძნობა გაჩენილიყო.
ხასიათი მოეშხამა,მაგრამ მაინც აიძულა თავი რომ გაეღიმა და ეს დღე ასე ცუდად არ დაესრულებინა,ხვალ ისედაც მოემგზავრებოდნენ უკან და ვინ იცის რა იქნებოდა დაბრუნების შემდეგ…
მთელი დღე ნავით მოიარეს, იღებდნენ ფოტოებს,ნიკოლა სხვადასხვა ამბებს უყვებოდა და არ აწყენდა.ხანდახან ისეთი მხიარული იყო,ხანდახან კი როგორი უხეში.
დაუვიწყარი შთაბეჭდილებები დაუტოვა ბოლო დღემ,მერე ისევ მთვარ მოედანზე დაბრუნდნენ კარნავალს შეუერთდნენ.ნიკოლამ ცეკვაზე ისევ უარი უთხრა,სამაგიეროდ იქვე ახალგაზრდების ჯგუფი ცეკვავდა და მათ შეუერთდა.იცინოდა, კისკისებდა და უარესად ახელებდა ნიკოლას,რომელიც სასმელს მიირთმევდა და გულში რაღაც უცნაურს გრძნობდა.ჩუმად უღებდა ჯერ ფოტოებს,მერე ვიდეოს თავის ტელეფონით.
ვიღაც ახალგაზრდა ბიჭმა რომ გაიცეკვა და წელზე წაატანა ხელი,აქ კი იკადრა და ჩაერია.იტალიურად რაღაც უთხრა მკაცრად და მაშინვე გაეცალა ისიც.
-რა გააკეთე?-გაუბრაზდა ტატიანა.
-ის რაც საჭირო იყო,ჩემს ცოლს ზედმეტად ხელს ვერავინ დაადებს.
-შენს ცოლს?სადაა აქ შენი ცოლი? ხედავ სადმე?მე თავისუფალი ვარ და რასაც მინდა იმას გავაკეთებ.
-მისმინე ტატიანა,აქ ამაზე სასაუბრო ადგილი არაა,სასტუმროში ვილაპარაკოთ.წამოდი.
-არა,არ მინდა,შენთან მითუმეტეს.
-ახლა არ გამაბრაზო,მოიცა ასე რატომ იქცევი?შენ რა დალიე?როდის მოახერხე?
-მაშინ როცა შენ ვიღაც ქალბატონს ელაპარაკებოდი და თვალებს უჟუჟუნებდი.
-რა სისულელეა.მან უბრალოდ რაღაც მისამართი მკითხა და მეც მივასწავლე.
-მერე შენ ცნობათა ბიურო ხარ?
-ამას ახლა ხუმრობით მეუბნები თუ ეჭვიანობ?-გაეცინა ნიკოლას.
-მე?შენზე?რა სისულელეა.შენ თუ არ მოგწონს რომ ვიღაც ბიჭი მეცეკვება, არც მე მსიამოვნებს როცა ვიღაც ქალი აბავს ჩემს ქმარს.
-შენთან თამაში არ შეიძლება.საშიში ხარ ძალიან.
-ვიცი,გამატარე ახლა.უნდა ვიცეკვო.
-არა,გვიანია უკვე,წავედით, დასვენებაც გვინდა,ხვალ ადრე მივდივართ.
რომ მიხვდა გოგო ჯიუტობდა და წამსვლელი არ იყო,ერთი ამოიოხრა,ხელი სტაცა ფეხებში,ტომარასავით მოიგდო მხარზე და ასე წაიყვანა.ტატიანა ხელ-ფეხს იქნევდა,დამსვიო უყვუროდა.მაგრამ კაცს ძლიერად ეჭირა და რეაქცია არ ჰქონდა.მხოლოდ სასტუმროს ნომერში ჩამოსვა და კარი გადაკეტა.ის იყო მისგან მორიგი ჩხუბის ტალღა უნდა დასტყდომოდა თავზე,რომ მან დაასწრო და პირზე ააფარა ხელი.
-ორი წუთით გაჩუმდი და მერე რაც გინდა ის მითხარი.გთხოვ.
ხელი ჩაჰკიდა დაბნეულ ტატიანას,აივანზე გაიყვანა,გვერდით ამოუდგა და საათს დახედა.
-აქ რა მინდა.
-გაჩუმდი და უყურე,დატკბი.ათი...ცხრა. რვა.. დათვლა დაიწყო და როგორც კი დაასრულა ულამაზესმა ფეიერვერკმა გაანათა ცა,მსგავსი არსად ენახა ტატიანას. საოცარი იყო ეს ყველაფერი. უყურებდა გაოგნებული და ხმას ვერ იღებდა.
-ახლა თუ გინდა მეჩხუბე,-მოესმა ყურთან ჩურჩული და ზურგიდან ნიკოლას ჩახუტება იგრძნო.ხელები მოხვია და მის კისერში ჩარგო თავი. ტატიანამ მის ხელებს თავისი შემოხვია და თვალები დახუჭა.
-არვიცი რა როგორ იქნება აქედან რომ დავბრუნდებით,არც ის ვიცი გვაქვს თუ არა ერთობლივი მომავალი,არც ის ვიცი მართალია თუ არა ლეგენდა გონდოლის შესახებ და მართლა სამუდამოდ უკავშირდებიან თუ არა წყვილები ერთმანეთს,მაგრამ ის კი ვიცი რომ ეს ათი დღე შენს გვერდით გატარებული,სამუდამოდ მემახსოვრება,-უჩურჩულა ნიკოლამ. ტატიანამ თვალები გაახილა,მისკენ შებრუნდა და თვალი გაუშტერა.მერე თითის წვერებზე აიწია და მის ტუჩებს წაეტანა. გამოუცდელი იყო,მაგრამ მაინც განსაკუთრებულად დაამახსოვრდა ეს კოცნა ნიკოლას. წელზე მოხვია ხელი და ძლიერად მიიკრა გულზე. ერთი რამ იცოდა,ვისაც რა უნდა ეთქვა,ვერავინ დაარწმუნებდა რომ მასზე სუფთა და წმინდა ვინმე არსებობდა დედამიწაზე…



№1  offline წევრი naniko mindia

Momwons es ori, kargi istoria gemriel tavebs deb warmatebebi ❤️ ❤️ ❤️ ❤️ ❤️ ❤️ veli shemdegs tavs,
--------------------
lomidze

 


№2  offline წევრი დარინა

დღეს ვფიქობდი ამ ისტორიაზეე, აი ისე მომწონს ეს წყვილი, მართლა ძალიან უხდებიან ერთმანეთს მიუხედვად მათ შორის ასაკობრივი სხვაობისა საერთოდ არ ეტყობათ აი მართლა ავსებენ ერთმანეთს, მინდა რომ მალე მიხვდნენ თავიანთ გრძნობებს ერთმანეთის მიმართ.

 


№3  offline წევრი katiusha

naniko mindia
Momwons es ori, kargi istoria gemriel tavebs deb warmatebebi ❤️ ❤️ ❤️ ❤️ ❤️ ❤️ veli shemdegs tavs,

ახალიც მალე იქნება :)და უფრო მეტად გაგახარებ

დარინა
დღეს ვფიქობდი ამ ისტორიაზეე, აი ისე მომწონს ეს წყვილი, მართლა ძალიან უხდებიან ერთმანეთს მიუხედვად მათ შორის ასაკობრივი სხვაობისა საერთოდ არ ეტყობათ აი მართლა ავსებენ ერთმანეთს, მინდა რომ მალე მიხვდნენ თავიანთ გრძნობებს ერთმანეთის მიმართ.

დიდი ისტორია ისედაც არაა,მალე დამთავრდება:)

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent