დელიენი (საცდელი)
ყველაფერი რაც ჩვენს გარშემო ხდება,რაღაცას ნიშნავს. ცხოვრებაში შეგვხვდება ბევრი ტრაგედია,სიხარული,იმედგაცრუება...და მრავალი სხვა ემოცია და გრძნობა,რომელიც აუცილებლად უნდა გამოვხატოთ საჭიროების შემთხვევაში,ჩემი ამბავი მსოფლიოს ერთ პატარა ქვეყანაში საქართველოში დაიწყო,დედაქალაქის რუტინა ბავშვობიდან თან მსდევს. პრობლემური ბავშვი არ ვყოფილვარ,თუმცა პრობლემური მოზარდი ნამდვილად. ჩემი ცხოვრება ისეთივე იყო როგორიც სხვების,მეც სხვების მსგავსად მხაროდა,მწყინდა,მტკიოდა..არც ობოლი ვყოფილვარ და არც ცხოვრებისგან განადგურებული,თუმცა მიყვარდა მიყვარდა მთელი არსებით ისე მიყვარდა,რომ შემეძლო მის გამო ნებისმიერი ტკივილი ამეტანა ნებისმიერი მისი მიტოვებისგან გამოწვეული ტკივილის გარდა. ნებისმიერ ტყვიას დავუდგებოდი მისთვის იმ ტყვიის გარდა,რომელსაც თვითონ მესროდა,მან მე მიმატოვა,უმიზეზოდ დამტოვა და წავიდა. 5 წელი გავიდა იმის შემდეგ რაც წავიდა. ტკივილი..ტკივილი ბევრნაირია,თუმცა გიგრძვნიათ ტკივილი,რომელიც სხეულის შიგნით შენს სულში არის? ტკივილი,რომელიც ფეხის თითიდან თმის ღერამდე გივლის და გზად ყველაფერს ანგრევს შეიძლება ბევრი მიზეზი გქონდეს იმისთვის,რომ ტკივილი იგრძნო,მაგრამ ასეთი ტკივილი მხოლოდ დიდ სიყვარულს მოყვება ხოლმე. ეს ტკივილი ისეთივეა როგორც სულიერი სიყვარული,როდესაც სულიერად გიყვარს იმდენად აღაფრთოვანებელია ეს გრძნობა,რომ იგივენაირად გივლის სხეულში და ის ნგრევის მაგივრად აშენებს,სიხარულს განიჭებს,მაგრამ ღმერთა არქნას სულიერი სიყვარული დაინგრეს და ის სულიერმა ტკივილმა ჩაანაცვლოს აქ იწყება წარმოუდგენელი დაბრკოლება და მე ეს გამოვცადე,რამდენიე თვე გულიგტკივა,რომ ის ადამიანი შენთან აღარ არის გტკივა,რადგან დაკარგე ადმიანი რომელიც გიყვარდა და რომელთანაც თავს კარგად გრძნობდი..შემდეგ გადის დრო და კარგად ხარ უბრუნდები ჩვეულ რეჟიმს,მაგრამ საკმარისია მარტო დარჩე,საკმარისია ერთი ნათურა ჩააქრო,რომ შენი ტკივილი შენს სულს შუაზე გახლეჩს არა ერთი თვით არა ერთი წლით არამედ სამუდამოდ,რაც დრო გადის უფრო და უფრო გტკივვა დრო არ კურნავს ეს არ დაიჯეროთ,არც იმას გაიძულებს,რომ შეეგუო ეს მხოლოდ ჩვეულებრივ სიყვარულში ხდება. სულიერ სიყვარულში დრო ნიღაბია,რომელსაც ადამიანები სახეზე იფარებენ,რადგან დამალონ ის ჭრილობები,რომელიც სწორედ დრომ მოგაყენა,შენ არიცვლები შენ არგავიწყდება,არ აღიარებ,მაგრამ შენ იცი,რომ ისევ ის ხარ,შენ იცი,რომ არაადამიანური გრძნობა დაგეუფლა და გაიძულა შენ თითეულს უჯრედს ეგრძნო გაიძულა შენში ისე გაედგა ფესვები,რომ სიკვდილის შემდეგაც შენს სხეულში დარჩენილიყო ეს არარის ისტორია სიყვარულზე,ეს არარის ზღაპარი,ეს საიდუმლოებებით და ემოციებით სავსე ისტორიაა ეს ისაა,რაც ყველას გველოდება ცხოვრებაში. ეკრანს მივშტერებოდი და ირგვლის გამეფებულ სიჩუმეს საათის წიკწიკი მირღვევდა,ისევ გავათენე ღამე ამ ბლოგის წერაში. ტექსტი ბლოგზე ავტვირთე და ლეპტოპი დავკეცე. –მაშო ადექი. დედაჩემის ყვირილმა ჩემს ყურამდე მაშინვე მოაღწია. –მღვიძავს–წყნარად მივმართე და კბილების გამოხეხვა დავიწყე სკამზე მიგდებული ტასაცმეებიდან შარვალს და მაისურს დავტაცე ხელი და ჩავიცვი. –წავედი მე.–კარი მივიჯახუნე და ქუჩაში გავედი..თავჩახრილი მივდიოდი და იმაზე ვფიქრობდი რაც დავწერე,სწორი იყო ეს ჩემი მხრიდან? ხალხი გამიგებდა? თ უბრალოდ იტყოდა,რომ ერთი უგზოუკვლოდ შეყვარებული გოგოვარ,რომელიც სისულელეებზე ლაპარაკობს. უნივერსიტეტის კარი შევაღე და აუდიტორიაში შევედი. –ქალბატონო მარიამ,მადლობა,რომ გვიკადრეთ–ლექტორი ფეხზე წამოდგა და წარბაწეულმა შემომხედა. –ბატონო რევაზ მე ყოველთვის გკადრულობთ. –დიახ,თუმცა ყოველთვის უფრო ცოტა დროს აატრებ აუდიტორიაში ვიდრე შენი ჯგუფელები იქნებ ცხოვრების ტემპი შეცვალო. ჩამეცინა და გავუღიმე –ბატონო რევაზ ცხოვრების ტემპის შესაცვლელად ჯერ ლექციის ტემპის შეცვლაა საჭირო. –მაგით რისი თქმა გინდათ? –ჭკვიანი კაცი ბრძანდებით დარწმუნებული ვარ მიხვდით. –დაიკავე შენი ადგილი და ენა გააჩუმე. –ენა გავაჩუმო?! მეგონა მომავალ თაობაზე ზრუნავდით. –ეგ რაშუაშია? –შეიძლება სამართლის კურსზე მსწავლელ სტუდენტს ენა გააჩუმებინოთ,როდესაც სიმართლეს ამტკიცებს? –საკმარისია უკვე,ყელში ამომიხვედი დღეს აუცილებლად ვესტუმრებით რექტორს. –როგორც გინდათ. ლექცია დასრულდა თუარა ლექტორი წამსვე ჩემს მაგიდასთან გაჩნდა. –ოჰ სულ დამავიწდა გინდათ,რომ რექტორს ვესტუმროთ.–ხელი ავიქნიე და ჩანთა გადავიკიდე. –დიახ თანაც ახლავე. –კიბატონო უბრალოდ ერთი პრობლემაა. –რა პრობლემა?! –სტუმრად მივდივართ ისე,რომ არაფერი მიგვაქვს. –მაინც რისი წაღება გინდათ? –იქნებ რამდენიმე ვიდეო ჩავუწერო დისკზე? –რა ვიდეო?! –იცით 409 აუდიტორიაში ყოველთვის კარგი აურა ტრიალებს არ მეთანხმებით? ლექტორი სახეზე გაწითლდა და ჰალსტუხი შეიხსნა. –რაზე მელაპარაკები. –იცით ერთი არაჩვეულებრივი ნიჭი მაქვს,პროგამისტი ვარ და თან კამერების გატეხვა ჩემი ჰობია,ერთხელაც გართობის მიზნით 409 აუდიტორიის კამერა გავტეხე და ჰოი საოცრებავ თქვენ აღმოგაჩინეთ..თქვენს მშვენიერი პირველ კურსელ გოგონასთან ერთად..აბა არაკაცო გოგონას დაემუქრე? თუ იკადრებ და იმას იტყვი,რომ შენნაირს ნებით წამოჰყვა? –მაინც ვერაფერს იზავ–ჩაილაპარაკა და წყალი კანკალით მოსვა. –ვიცი,ყველაფერი ჩაწყობილი გაქვს არა? რექტორი შენი ბიძაშვილია,შსს–ში მთელ შენს ოჯახს პატივს ცემენ,ყველაფერი ვიცი,მაგრამ ერთი იცოდე–ხელი კისერში წავავლე და მაგიდაზე თავი დავარტყმევინე–იცოდე,რომ შენი დროც მოვა–სტეპლერი,რომელიც იქვე ახლოს ეგდო ავიღე და ხელზე დავარტყი. დაიყვირა და ხელი ჰაერში აიქნია. –ვინ ჯანდაბა ხარ. –მე გრისტერი ვარ. –გრისტერი? –აბა შენიცი მოხუცო ტაბლეტები მიიღე იქნებ შენი სასქესო ორგანოს ტემპი შეცვალო. აუდიტორიიდან გამოვდიოდი როც უკან სწრაფად დავიწყე მისკენ მოძრაობა შეშინებული გვერძე გახტა. –და კიდევ,თუ ამ საწყალ გოგონებს თავს არ გაანებებ შემდეგში სტეპლერის ნაცვლად დანა იქნება ოღონდ ყელში. პ.ს არვიცი რა ვთქვა ასეთ ჟანრს პირველად ვწერ სულ სხვა იდეა მქონდა და სულ სხვა გამოვიდა გზადაგზა ერთი ჟანრიდან მეორეზე ხტებოდა ჩემი აზრები იმედიმაქვს მოგეწონათ ეს საცდელი თავია თუ ღირს გაგრძელებად დააკომენტარეთ. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.