მე,შენ და გალაკტიონი (IV თავი)
დიდ,ნაცრისფერ ფერში მოწყობილ ოთახში იქეთ-აქეთ დააბოტებდა ანერვიულებული. თითებს კეფაზე გადაიტარებდა და იქედან კისერზე შემოიხვევდა მახრჩობელა გველივით. მზერას სავარძელში მჯდომი ძმაკაცისკენ გააპარებდა ხოლმე,ისიც არ იყო ნაკლებ დღეში. ფიქრობდა და ვერ ხვდებოდა. ვერც ერთი ხვდებოდა. -აბელ,დარწმუნებული ხარ რომ ის იყო?-დამჯდარ მეგობარს გახედა ერეკლემ შეკრული წარბებით და თვითონაც მის წინ დაჯდა. -დისშვილი დავიფიცე ბიჭო…თან,ჩემი ყურით მოვისმინე. ზუსტად ის ხმა იყო… -აუ გავაფრენ ახლა შე ჩემა.კარგი,დავუშვათ ის იყო,ახლა რას იზამ? -არაფერს,რა უნდა ვქნა?-მხრები აიჩეჩა და ფეხზე წამოდგა. -შენ და შენი ცვალებადი ხასიათი…ბიჭო,ხუთი წუთის წინ ნერვიულობდი და ახლა რას შვები? -აბა რა ვქნა ერეკლე?!მივიდე და ვუთხრა-იცი,შენ ის გოგო ხარ,შარშანწინ სიღნაღში რომ ვიყავი და მისი ხმით რომ მომნუსხა-მეთქი? -ბიჭო არც არაფერი უთხრა…ოო,კაროჩე რა.-ხელი ჩაიქნია დაბნეულმა ერეკლემ. -ნანკა მყავს მე!-გასასვლელისკენ წავიდა აბელი. გასაღები ამოიღო ჯიბიდან,კარების სახელურს მოკიდა ხელი და ფრთხილად ჩამოსწია. -იცოდე,ეგ ნანკა საშინლად მიქარავს ერთხელ აბელ და თან არც გიყვარს შენ ეგ გოგო! -მიყვარს ერეკლე.-საუბარი დაასრულეს.აბელი მანქანაში მოთავსდა და ამჯერად ჩვეულებრივი სისწრაფით გაუყვა ნაცრისფერ გზას სახლისკენ. -აბა,როგორ მოგწონს სამსახური?-სამზარეულოში იჯდა და თვალებგაბრწყინებულ შვილს შესცქეროდა. -ძალიან კარგია დედა,სულ ტყუილად ნერვიულობდი.თან იცი რა კარგი ბიჭები არიან… -ვინები არიან?-დედის ოდნავ სიმკაცრეშეპარულმა ხმამ გააწყვეტინა. -ანუ,ბენდის წევრები ვიგულისხემ,-გაიცინა.-რა ისტერიკაა დედა?-წარბაწეულმა კითხა. -არაფერი,უბრალოდ ცუდად მომხვდა. -აუ,შენი რეაქცია მაინტერესებს ვინმე ხელი სათხოვნელად რომ მოვა.-სიცილი აუტყდა ანანიას და ჭიქაში წყალი ჩაისხა. -რანაიარდ ჭუკჭუკებ ანანია?რაღაცას მიმალავ?-შვილს კითხვისნიშნიანი თვალებით გახედა. -რას უნდა გიმალავდე დედა,რას?-წყალი დალია და სამზარეულოდან გავიდა.-აიღე შენ შვებულება?-მისაღებიდან დაუყვირა. -კი,გუშინ ავიღე და ორი კვირით წავალ დეიდაშენთან ბათუმში. -უჰ რა კარგად დაისვენებ. -ხო. -როდის აპირებ წასვლას,გადაწყვიტე? -დღეს მოვემზადები და ხვალ წავალ,ადრე დილით. -კარგი. მეირე დილით,ადრე შევიდა შვილის ოთახში,შუბლზე აკოცა და სახლის კარეგი გაიხურა. ანანია დილით მაღვიძარის წრიპინმა გააღვიძა. ფეხზე ლასლასით წამოდგა,ხელ-პირი ცივი წყლით დაიბანა და ოდნავ გამოფხიზლდა. პიჟამს შორტების ამარა დააბოტებდა იქეთ-აქეთ. თმააწეწილი ტკბებოდა ბედნიერებით. მაგრამ,ოთხი საათი როცა დაიწყო სამსახურში წასასლად მზადებას შუდგა. კოსტა დაპირდა,რომ ოთხის ნახევარზე გამოუვლიდა და სამსახურში ყველა ერთად მივიდოდა. მიუხედავად იმისა,რომ თხუთმეტი წუთის სავალი იყო ბიჭს მაინც დასთანხმდა. ტელეფონზე შემოსულ ზარს უპასუხა,შემდეგ სახლი ჩაკეტა,გასაღები და ტელეფონი ჩანთის ჯიბეში ჩაიცურა და სადარბაზოს წინ გაჩერებულ მერსედესის მარკის შავ მანქანაში მოთავსდა. კოსტას მიესალმა და ლუკას სახლთან მისვლამდე გზა სიცილში გაატარეს. იქედან ნიკიტას და თორნოს გაუარეს. გზაში ბიჭებმა მოწყენის საშულაბეა არ მისცეს. ბევრ სასაცილო ამბავს უყვებოდნენ მათ მეგიბრობაზე და ბენდის სხვადასხვა სოლისტებზე. ისიც აღნიშნეს,რომ ანანია სხვა სოლისტებისგან ძალიან განსხვავდებოდა. განსხვავდებოდა მისი ჩაცმის სტილით,ბავშვურობით,დნავ ჩაკეტილობით,სიმორცხვით და გარეგნობით. თეთრი კანით,რომელიც სცენაზე ასვლის დროს სულ ოდნავ ვარდისფერდებოდა. ანანიას სხვა სოლისტების მსგავსად არ ჰქონდა მძიმე ხასიათი და არც ამოშავებული თვალები. ერთ დღეში,სიმღერის საშულებით ამ ბიჭებმა მართლაც მოახერხეს მისი გაცნობა. -ხო მანონი.-სცენაზე იდგა და სიმღერების ჩამონათვალს კითხულობდა მანონიმ რომ დაურეკა. -სად ხარ ანია,მიხვედი უკვე სამსახურში? -კი,რა ხდება? -არაფერი,ამ შენ სამსახურის გრაფიკს შევეჩვევი იმედია. სულ დამავიწყდა რომ არ გეცალა. -არაფერია მანონი.თუ რამე გინდოდა მითხარი იცოდე. -არა გოგო,უბრალოდ გასეირნება მინდოდა. -მოდი იცი რა ვქნათ,მე როცა დავამთავრებ დაგირეკავ.დღეს სამივე სიმღერა ვიცი და ლოდინიც არ მომიწევს,მალე დავამთავრებ სავარაუდოდ.შემხვდი და გავიდეთ სადმე,ნაყინი ვჭამოთ. -ზე დაქალი ხარ,შენ თავს გეფიცები. -მეც მიყვარხარ.კარგი,წავედი ახლა.-ტელეფონი გათიშა და ჯიბეში ჩაიცურა. ბარში ახალ მომღერალს კარგად შეხვდნენ და ეს სამი სიმღერაც წარმატებით შეასრულა ანიამ. ყველა სიმღერის ბოლოს გული საშინლად ფართხალებდა. პატარა ბავშვივით უხაროდა. -მანონი,გამოდი კარგი?-სიმღერა როცა დაასრულა მეგობაეს დაურეკა. -კარგი.-ყურმილში გაისმა მანონის გახარებული ხმა. -რა უცნაურ სახელია.-ზურგს უკან გაიგო ანანიამ ლუკას სიტყვები.გამორთული მობილური ისევ ჯიბეში ჩაიცურა და ბიჭს მიუბრუნდა. -მე მეუბნები ლუკა?-გაღიმებულმა კითხა. -ხო.მანონი თქვი მგონი,თუ არ ვცდები… -ხო მანონი,უცნაური გგონია?-გაეცინა. -რავი კი,სხვათაშორის პირველად გავიგე. -გინდა გაგაცნობ,შენნაური ცანცარა და ხალისიანი გოგოა.-თვალი ჩაუკრა მის წინ მდგარ ქერა ბიჭს. -კაი რა ტო,მე ცანცარა ვარ?-გაიოცა და ბიჭებსაც მოავლო თვალი პასუხის გასაგებად,მათი ხელები მაღლა აწიეს დანებების ნიშნად. -მეღადაებით ხალხო?არადა,შენ იცი მე რა სერიოზული ხალხის დიპლომი მაქვს?-წარბაწეულმა გახედა ანანიას. -აბა მითხარი… -მსახიობი ვარ გოგო,სამსახიობოზე ჩავაბარე.-თვალი ჩაუკრა და წელში გასწორდა,სიამაყის ნიშნად. -ვიფიქრე იურიდულს იტყოდი და გეფიცები,ეგ რომ გეთქვა თავს მოვიკლავდი. -ვარდი მოვიტანოთ თუ მიხაკი?-გვერდით ამოუდგა თორნო. -არ არსებობს…-საწყალი ხმით დაიკნავალა.-ვარდი,ყვითელი ვარდი მომიტანეთ და დედაჩემსაც უთხარით,რომ მიყვარდა... -კაი ხო,ვიხუმრე.სამსახიობოზე ჩააბარა.-ოდნავ დაჰკრა მხარზე ხელი ბიჭმა. საუბარი ანანიას ტელეფონზე გაბმულმა ზარმა გააწყვეტინა. -ხო მანონი…კარგი,ხუთ წუთში მაქ ვარ. -რა ხდება?-ნიკიტა დაუდგა წინ. -უნდა წავიდე ბიჭებო და ლუკასაც მოგტაცებთ. ლუკა,ხომ წამოხვალ მანონის გასაცნობად? -აბა რს ვიზამ,ისა და…როგორ გამოვიყურები?-მუქ ჯინსში და ტანზე მიკრულ,ლურჯ მაისურში გამოწყობილი დატრიალდა. -შესანისნავად.კარგი წამოდი,თორემ მოსაგონი გაგვიხდება.-გაუცინა და სირბილით წავიდა კარებისკენ.-უი,ჩანთა მრჩება… *** -კარგი რა,როდის მერე იყო ამ ქუჩაზე საცობი?!-გაბრაზებულდა ჩაილაპარაკა და საჩეს მსუბუქად მიარტყა ხელი.მის წინ დაახლოებით ხუთუ მანქანა იდგა,ის კი იმ ბარის წინ იდგა სადაც გუშინ ანანიაში იპოვა მისი „სამიზნე“. მაგინტაფონში სიმღერა ჩართო და თავს უთხრა,რომ თვალსაც არ გააპარებდა იმ კუთხისკენ,მაგრამ არ გამოუვიდა. ოდნავ მიაბრუნა თავი და მაშინვე თვალში მოხვდა,მუქთმიანი მოცინარი გოგონა ქერათმიან ბიჭთან ერთად. მიუხედავად სიშორისა,მაინც მოახერხა ანანიას გარჩევა გოგონაში,ან როგორ ვერ გაარჩევდა,მისდა გასაკვირად მისი სხეულის თითოეული მონახაზი ზეპირად იცის და ღრმად აქვს გონებაში ჩაბეჭდილი. საიდან,არც ეგ ახსოვს. -ხომ გინდოდა იქეთ გახედვა,ხოდა უყურე ახლა როგორ მიყვება ვუღაც ტიპს და გულიანად იცინის!-გაცოფებულმა ჩაიღრინა და მაგრად დააჭირა კბილები ერთმანეთს.საშინლად გააღიზიანა იმ ფაქტმა,რომ მის გვერდით ვიღაც სხვა დგას.რატომ?იცის,მაგრამ არ აღიარებს,ნანკა უყვარს და იმიტომ. -ამის დედაც,რა გჭირს აბელ!რა ჯანდბა რა ქნას,მაიმც ეფიქრება ამ გოგოზე და თან მოგდის!-საცობი ნელ-ნელა დაიშალა და მანაც,როგორც კი გზა თავისუფალი დაიხელთა გაზის პედალს მთელი ძალით დააჭირა ფეხი. *** -გამარჯობა.-მეგობარს გადაეხვია და მის გვერდით მდგომ ბიჭს მიესალმა. წამიერად გადაიქცა ცანცარა,მხიარული და ყველასთან გახსნილი მანონი მორცხვ და ლოყებწითელა გოგონად. -მანონი გაიცანი ეს ლუკაა,ლუკა ეს მანონია. -სასიამოვნოა.-ხელი გაუწოდა მომღიმარმა ბიჭმა და ნაზი მოძრაობით მოიქცია მანონის თლილი თითები მისაში. -იმედია წინააღმდეგი არ ხარ,ლუკა ჩვენთან ერთად რომ იყოს?-შრეკის კატის თვალებით შეხედა დაქალს. -არა,არ ვიქნები წინააღმდენი. -კარგი,წავედით მაშინ.-ძალიან ცოტა დრო დასჭირდა ლუკას იმისთვის,რომ ისევ ის ცანცარა მანონი დაებრუნებია და მისი ნამდვილი სახე დაენახა. მანონის ნელ-ნელა ანანიათვის მიცემული მუქარაც გადაავიწყდა და მთელი გულით სიამოვნებდა ბიჭთან ურთიერთობა. თუმცა რა გასაკვირია,ისინი ხომ თითქმის ყველაფრით გვანან ერთმანეთს. სახლში მისულები,მანონი საწოლზე ვასკვლავის ფორმაში გაწვა და იმაზე დაიწყო საუბარი,თუ როგორ გაერთო ლუკასთან. -რა კარგად ჭუკჭუკებ მანონი.-მეგობარს გაუცინა,მის გვერდით დაჯდა და ბალიში ხელებში მოიქცია. -ხალისიანი ბიჭია და მაგიტომ… -ოჰ,დაგიჯერე.ეგ კი არა,ნომრებიც გაცვალეთ,მე კიდევ არ მაქვს მისი ნომერი. -მერე რატომ არ თხოვე? -შენ თხოვე მანონი? -არა,თვითონ…-სიტყვა შუაზე გაუწყდა და თავი ჩაღუნა. -შენც გახარებული დასთანხმდი.არა,აღიარე რომ მოგეწოა. -ხო,სულ ცოტათი,მაგრამ ეგ არაფერს ნიშნავს ანია. -ვიცი ნონი,ვიცი.-გაუცინა და ბალიშს ხელები მოუჭირა. თვალები დაუბნელდა და პირი გაუშრა. -ანანია,რა გჭირს?სახეზე ფერი არ გადევს.-შეშფოთებული წამოხტა ფეხზე,დაქალს მიუახლოვდა და მსუბუქად მოუთათუნა სახეზე ხელი. -მე…დავიღალე.-ხმაწართმეულმა ამოიჩურჩილა.-თან,მთელი დღე უჭმელი ვარ. -წავალ რამეს მოგიტან,დაწექი იცოდე. -ხო.-წამოწვა.მანონიც მალე გაჩნდა მასთან სენდვიჩით და ნატურალური წვენით. თან გააფრთხილა,რომ მთლიანად უნდა ეჭამა. -იცოდე,ხვალ წასვლის წინ შეჭამ და სამსახურშიც შეჭამე რამე.-თითი გამაფრთხილებლად დაუქნია წასვლის წინ. ღამით ტკბილად ეძინა. დილით ისევ თმააწეწილი და პიჟამოების ამარა დააბოტებდა იქეთ-აქით. მანონის რჩევა გაითვალისწინა და წასვლის წინ სამზარეულო თითქმის დააცარიელა. იქ მისული ყველას იმესალმა და თავისი ადგილი დაიკავა. ყველაზე სასაცილოდ მაგრამ მაინც სასიამოვნოდ ის ფაქტი მოეჩვენა,რომ ლუკა დაწყების წინ მესიჯობდა და ტელეფონიდან თავი არ ამოუწევია,ანიას მიესალმა და უთხრა დღეს შენ დაქალს არ დაურეკოო. *** ყველაფერი დაასრულა,სახლში კოსტამ გაიყვანა და საშინლად დაღლილი მაშინვე თავისი ოთახისკენ წავიდა. მართალია,სიმღერის მეტს არაფერს აკეთებდა,მაგრამ მაინც ცუდად გრძნობდა თავს.კოსტამაც შეამჩნია ეს და კითხა რამე ხომ არ აწუხებდა მაგრამ იუარა. შემდეგ დღეს შაბათი იყო,ამიტომ სამსახურში წასვლა არ მოუწია. დილით გვიან ადგა,მხოლოდ წვენი დალია რადგან მადა არ ქონდა,შემდეგ კი მანონის დაურეკა. -რას შვები გადარეულო? -არაფერ ანია,შენ რას შვები? -ახლა ავდექი,დღეს არ ვმუშაობ და გამოხვალ ჩემთან? -კი,გამოვალ და ბავშვებსაც წამოვიყვან.-გახარებულმა ჩასძახა ტელეფონში. -კარგი გელოდები მაშინ. -რაღაცებს წამოვიღე. -მე მეზარება კეთება.-საწყლად ამოიკრუტუნა. -არაფერია.-მობილური გამორთო და იქვე მიაგდო,შემდეგ კი ტანსაცმელი გამოიცვალა და მოწესრიგა. სახლში შემოსულ მონატრებულ მეგობრებს მაგრად მოხვია ხელი. -ასე უნდა დაგვეკარგო გოგო?-ხელი გადახვია დათამ და უსაყვედურა. -სამსახურამ იცის დათა და თან თქვენ მაინც დაგერეკათ.-ახლა თვითონ ახედა„ნაწყენი“ სახით,მასზე ორი თავით მაღალ მეგობარს. -ოო,ეს ხომ არაფერს არ დააცდის ადამიანს რა.-მიშომ აიქნია ხელი და მის წინ მოკალათდა. -აბა,მომიყევით ახლა, რა ხდება თქვენსკენ?-ბავშვებს მოავლო თვალი და ჩიფსების შეკვრა გახსნა. -ზაფხულის დასრულებამდე გართობას ვცდილობთ,მერე სამსახურის ამბები იწყება.-თვალები აატრიალა დათამ. -თეკლე და თომა არ არიან აქეთ? -არა,კახეთში არიან თომას დედ-მამასთან. -უი რა კარგია. -ისე ანანია,რა მაინტერესებს იცი?-მიშო ოდნავ წინ გადმოიხარა. -რა? -ზაფხულში ადამიანის კანის ფერი მუქდება,შენი კიდევ უფრო გაღიავდა,ადამიანი ხარ ვაბშე?-ბოლოს კითხვა ისეთი ხმით იკითხა,თითქოს მის ნათქვამში ეჭვი არ ეპარებოდა და სრული სერიოზულობით გახედა გოგონას.დათას და მანონის სიცილი აუტყდათ,ანანია კი მხოლოდ ღიმილით შემოიფარგლა. -არც მე ვიცი რა მჭირს.ბოლო დროს დაღლილი ვარ და ამიტომ უფრო გავფითრდი. -სამსახურის ბრალია.ხომ არაფერს აკეთებს დამღლელს,მაგრამ მაინც ცუდადაა.-მანონის ხმაში გაღიზიანება დაეტყო,თან სახეზე ნერვიულობის კვალმაც გადაურბინა. -ნუ ღელავ მანონი,არაფერი მომივა.-მეგობარი დაამშვიდა და ლუდი მოსვა. ბიჭები არც ისე დიდი ხანი დარჩნენ. ცოტა ისაუბრეს,შემდეგ კი ვიღაცამ დარეკა და ორივეს საქმეზე მოუწია გასვლა. ახლა მხოლოდ მანონი იჯდა ანანიას წინ,წარბებშეკრული. -დაგირეკა დღეს ლუკამ? -კი.-ოდნავ ჩატეხა ტუჩის კუთხე,მაგრამ მაშინვე დაისერიოზულა სახე. -გუშინ სად იყავით? -მიდი გამოიცანი.-ფეხები მოიკეცა მანონიმ და წელში გასწორდა. -მთაწმინდაზე იქნებოდით. -რა კარგია რომ მიცნობ.-ისევ გაუღიმა,მაგრამ წამიერად. -მანონი რა გჭირს,რა უხასიათოდ ზიხარ? -შენი მდგომარეობა მაეჭვებს ანანია… -არ გვინდა რა მანონი ამ თემაზე,გთხოვ.-თითქოს იგრძნო მოსალოდნელი საფრთხე და ტკივილი. -ვიცი არ გიმდა იმ დღის გახსენება,მაგრამ იქნებ… -არანაირი იქნებ მანონი,გთხოვ. -კარგი,მაგრამ იცოდე ხვალ აუცილებლად გავიგებთ ყველაფერს. -ხვალ და არა დღეს.-მეგობარს თავი დაუქნია და თვალები დახუჭა. *** -ამის დედაც…რაღა მაინც და მაინც ის აღმოჩმდა,რატომ?-ბოლო ხმაზე ღრიალებდა და ხელში მოხვედრილ ნივთენს მთელი ძალით ესროდა თეთრ კედელს. -აბელ დაწყნარდი.-მოთმინებიდან გამოვიდა ერეკლე. -როგორ დავწყნარდე ბიჭო.ახლა გავიგე,რომ ანანიაა ის გოგო,რომელსაც ორი წელი ვეძებდი…ის გოგო, რომელმაც ჩემზე საშინელებები ილაპარაკა ჟურნალისტთან და ის გოგოა,კლუბში მთვრალმა რომ დავავლე ხელი და…ფუ ამის დედაც,რა დავაშავე?-დაჭრილი ცხოველივით ღრიალებდა. -ახლა კარგად მომისმინე.შენ თვითონ თქვი,რომ ეს ფაქტები არაფერს ცვლის.შენ გყავს შეყვარებული,ნუ თუ შეიძლება ასე ვუწოდოთ.რამდენ გოგოსთან გეძინა ნანკამდე?მერე,რატომ მისტირი მაინც და მაიმც ანანიას?მე გეტყვი რატომ…გიყვარს!პროსტა,იმდენად სი*ი ხარ,რომ ვერ აცნობიერებ და ასე შორიდან მისტირი. -ნუ ფილოსოფოსობ.იმიტომ ვარ ასე,რომ არ გამხარებია იმ მომღერალში ენაჭარტალას ამოცნობა. -კარგი,როგორც გინდა.მაგრამ იცოდე,მე ვერ მომატყუებ! *** მეორე დილით ადრე გაიღვიძა. საშინელმა გრძნობამ არ მოასვენა. ოფლში დაცურავდა.თმები სახეზე ეყარა და ღრმად სუნთქავდა. -ღმერთო,გთხოვ დამეხმარე.-თმაში ხელები შეიცურა და თვალები დაუჭა. მაშინვე მაისის დასაწყისი და მისი დაბადების დღე გაახსენდა. მანონის დაჟინებული თხოვნით კლუბში რომ გადაიხადა. ნუ,გადაიხადა რა,მხოლოდ ის და მანონი იყვნენ. იმის გამო,რომ ლუდის გარდა არცერთ ალკოჰოლურ სასმელს არ ეტანება მარტივად მოეკიდა იმ დღეს და მერე დილით უცხო სახლში,უცხო საწოლში,უცხო სხეულის გვერდით აღმოჩნდა დედიშობილა. არც შეუხედავს მის გვერდით მყოფისთვის ისე წამოვიდა,არც ღამით მომხდარი ახსოვდა და სულ დაავიწყდა ვინ იყო მისი პარტნიორი. -არა ანანია,გეყოფა სისულელეებზე ფიქირი.-ფეხზე წამოდგა და სააბაზანოში შეიკეტა.სახეზე ცივი წუალი შეისხა,გამოფხიზლდა და იქედან გამოსული მოწესრიგა. მანონისაც მალე გაეღვიძა. მისი დაჟინებული თხოვნით ორივემ ისაუზმა და საავადმყოფოში წავიდნენ. არ მოეშვა მანონი და არც დრო დაუკარგავთ. -ანანია შვილო,ხომ კარგად ხარ რამ მიგიყვან აქ?დედაშენი შვებულებაში არ არის?-ოდნავ ჭაღარათმიანმა და სახედანაოჭებულმა ქალმა თმაზე გადაუსვა ხელი.-შენ როგორ ხარ მანონი? -კარგად ვართ ცირა დეიდა,რაღაც საქმე გვაქვს და იმიტომ მოვედით.-ანანიას ნაცვლად მანონიმ უპასუხა,ქალს ბოდიში მოუხადა და დერეფანში გაიკვლია გზა. პროცედურის ჩატარების შემდეგ კი,ფერდაკარგულ და ანერვიულებულ დაქალთან ერთად დაიკავა კაბინეტის წინ ადგილი რათა პასუხები დროულად ჩაეგდოთ ხელში. -მანონი,ხვალ მოვიდეთ რა…-აწყლიანებული თვალებით გახედა დაქალს,მაგრამ არაფერმა გაჭრა. -არა ანანია,ახლავე შეგვიძლია პასუხის გაგება,რატომ უნდა ვიცადო მთელი ერთი დღე? -დადებითი რომ აღმოჩნდეს მერე რა ვქნა? -მხოლოდ ის ვიცი,რომ დედაშენს ვეტყვით და ჩვენ სამი ერთად გავზრდით. -მომავალი დამენგრევა მანონი. -ნუ ამბობ მასე ანანია,რა იცი რა იქნება.შენ ის უკვე გძულს. -არა,არ მძულს,მაგრამ არც მინდა. -კარგი,გვეყოფა ახლა,დაველოდოთ პასუხებს ერთსაათიანი ლოდინის შემდეგ გაიღო თეთრი კარები,იქედან კი კიდევ ერთი სახედანაოჭებული ქალი გამოვიდა.ოღონდ იმ განსხვავებით,რომ თმა ფორთოხლისფრად უელავდა. -ნინო დეიდა,მზადაა პასუხები? -კი შვილო,ყველაფერი მზადაა.-ხელში გაუწოდა თეთრი ფურცელო,შავი წვრილი ასოებით. -ნინო დეიდა,დედაჩემს არ უთხრათ აქ რომ ვიყავი,მე ჩემით დავურეკავ.-მოსალოდნელი საფრთხე მოიცილა თავიდან ანანიამ და მანონის მიაჩეჩა ფურცელი წასაკითხად.ქალმ თავი დაუქნია და ჩუმად გაშორდა მათ.ანანია კი დაქალისკენ შებრუნდა და ლოდინი დაიწყო. რამდენიმე წუთის შემდეგ კი ხმაჩამწყდარმა და მოთმინება დაკარგულმა იკითხა. -თქვი ახლა,რა ხდება? -დადებითია ანია… "Hoo, it's just me, myself and I solo ride until I die" აბა,როგორ ხართ ტკბილებო? იმედია ისიამოვნებთ ))) უყვარხარ ანანას,აი ძალიან ძალიან ^^ |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.