დაწყევლილი სამოთხე (5 თავი)
-ისევ ამ გულუბრყვილო გოგოს თამაშს აგრძელებ... კი... საკმაოდ ბევრს. - სიტყვა დასრულებული არ ჰქონდა, რომ უკვე ხელში ვყავდი, წელზე ფეხები შემოვხვდიე და ახლა უკვე მის სახეს ზემოდან დავაცქერდი. საწოლისკენ ნელი, დინჯი ნაბიჯით წავიდა. ნაზად გადამაწვინა, ისე რომ თვალი წამითაც არ მოუშორებია. -ლამაზი ხარ. - სუნთქვას ამოყოლებული სიტყვები მთელ ოთახს მოედო. ისევ ხმამაღლა ჩაიცინა, თავი ისევ ისე, მოხდენილად გააქნია და დაჟინებული მზერით შემომხედა. -არა ,ლამაზი შენ ხარ. მე სიმპათიური ვარ. -თავდაჯერებული იდიოტების შესახებ რამე გსმენია? -მე სამოთხეზეც მსმენია, რომელიც დაწყევლილია. - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - სისხლის ადუღებამდე მინდოდა ეს ყველაფერი მხოლოდ ერთი ღამე არ ყოფილიყო. ახლა შემეძლო საკუთარ თავს გამოვტყდომოდი, რომ მასთან ყოფნა მომწონდა. მისი სიახლოვე იმ ყოფას მიმსუბუქებდა რასაც აქ, ტყვეობაში განვიცდიდი.ჩემი ფეხები ისევ მის წელს იყო ჩაჭიდებული. თავი ოდნავ დახარა, ხელი წვივებიდან მაღლა ააცურა. ფეხის თითებიდან თმის ღერამდე სიამოვნების ჟრუანტელმა დამიარა.სახე უფრო ახლოს მოიტანა,მისი ტუჩები ნაზად შეეხო კისერზე დაბერილ ძრღვს,ლავიწებს.სხეულში მოდებულ ალს გარეთ გამოღწევა არ შეეძლო, შიგნიდამ მწვავდა, ტუჩები გავხსენი, ჰაერი ხარბად ჩავისუნთქე მაგრამ ცეცხლმა იმატა... მისი ტუჩები ჩემსას შეხვდა და თითქოს აღარც ოთახში ვიყავი, აღარც საწოლზე ვიწექი...ისე ავმსუბუქდი თავი ბუმბული მეგონა, რომელსაც ნიავი ცისკენ მიაქროლებდა. ხელი წელზე შემიცურა. მისკენ მიმიზიდა, კაბა ამიწია, მსუბუქად ამიტაცა და მუხლებზე დამისვა.მაისური სწრაფად გადაიძრო, ხელები ისევ კაბის ქვემოდან, წელზე მომხვია და სახე კისერში ჩარგო. ყელში რაღაც განსხვავებულმა ბურთმა მომიჭირა,სახე ჭერისკენ მივაპყარი და ჩემს სხეულში დაგროვებული, უდაბნოს ცხელი ჰაერი მკერდიდან ხვნეშით ამოვარდა. ვერც კი მივხვდი ისე შემომაძარცვა კაბა სხეულიდან და მის წინ,საწოლზე, თვალდახუჭული,ზამთრის პირველი ფიფქივით თეთრი და სპეტაკი ვესვენე. ის ღამე ნარინჯისფერ-ვერცხლისფერი იყო. ერთდროულად ცხელი და ცივი - მზიანი და მთვარიანი. ორი სამყაროს ამოხეთქვა იყო. ფანჯრის მიღმა ვერცხლისფერ განთიადში ნარინჯისფერი ღრუბლები მოჩანდნენ... მთვარეს მზე ცვლიდა. ეს იყო განთიადი არა მხოლოდ ერთი დღის, არამედ განთიადი ორი სამყაროსა. არ ვიცი სად დამთავრდა ეს ღამე და როდის დაიწყო დღე. არ ვიცოდი რას მომიტანდა დღევანდელი გარიჟრაჟი, მარტოობას თუ მაპოვნინებდა გზას უკიდეგანო სიბნელიდან ვერცხლისფერ ნათებამდე. საწოლში ვიწექი, მისკენ ზუგით. ხელი მუცელზე ჰქონდა მოხვეული და ცხვირი ჩემს კისერში ჩაერგო. ვფიქრობდი... ვფიქრობდი, რომ მას ვიცნობდი. ვიცოდი მისი შემდეგი ნაბიჯები. ვიცოდი რომ გული მეტკინებოდა, ვიცოდი, რომ ერთმანეთს ვატკენდით...მაგრამ მთავარი ის იყო, რაც მასთან ვიგრძენი.მან თავი განსაკუთრებულად მაგრძნობინა და ეს მტკიოდა, რადგან ისიც ვიცოდი, რომ ამ ყველაფერს დასასრული ექნებოდა. ცოტათი სიგიჟეს გავდა ეს ყველაფერი.მომავალი უსუფთაო, ბუნდოვანი იყო, მილიონი კითხვით გადაჭედილი.ის უნდა წასულიყო, ეს აუცილებლად მოხდებოდა. უკვე სიზმრად ვხედავდი საკუთარ ფიქრებს როცა ტელეფონის ხმამ გამომაფხიზლა. გამეღვიძა, თუმცა თვალები უფრო მაგრად დავხუჭე.არ ვიცოდი, როგორი უნდა ყოფილიყო დილა ასეთ სიტუაციაში.რა უნდა მეთქვა. ვიგრძენი საწოლიდან როგორ გადაიხარა მისი სხეული და ხალიჩაზე დაგდებული შარვლიდან ტელეფონი როგორ ამოიღო. -გისმენ... ვიცი ქეით, ყველაფერი საღამოს თათბირისთვის გადაიტანე... ნინას თვითონ დავურეკავ. მადლობა. რამდენიმე წამიანი პაუზის შემდეგ მისი თითების შეხება ვიგრძენი ჩემს მკლავზე. შემდეგ საწოლი დატოვა, შარვალი ხმაურიანად ჩაიცვა და სააბაზანოში შევიდა. საერთოდ არ ვაპირებდი განძრევას,რატომღაც ვფიქრობდი, რომ პირდაპირ გაიხურავდა კარს და წავიდოდა. -ვიცი რომ გღვიძავს. ვერც კი გავიგე როგორ დაბრუნდა ოთახში.ჩემმა გამოაშკარავებამ შემაკრთო, თუმცა განძრევა მაინც არ ვისურვე.ნაბიჯების ხმით მივხვდი რომ ჩემკენ მოდიოდა.ზეწარს ხელი მოვუჭირე და ნელნელა სახეზე გადავიფარე. რამდენიმე წამში ზეწარი ნიღაბივით ჩამომხსნეს.საწოლთან დახრილიყო. მიღიმოდა... უკნიდან ფანჯარაში შემომავალი მზის სხივი მის ღიმილს მეტად ზღაპრულს ხდიდა და მეც თავბრუ მეტად მესხმოდა. -დამალვა არ გჭირდება. - აწეწილი თმა უკან გადამიწია და თვალებში ჩამაშტერდა... -რაიმეს ნანობ? -შეიძლება ყველაფერი ვინანო ოღონდ ეს ღამე არა. - დაუფიქრებლად ვთქვი ის რასაც გონებაში ვატრიალებდი და თავი მორცხვად ისევ ზეწარში ჩავმალე. -ნუ იმალებითქო - ცოტა გაბრაზებული ტემბრით მომმართა და ზეწარი ისევ გადამაძრო. ცოტა ხანს კიდევ მათვალიერა, შემდეგ სწრაფად წამოდგა და ფეხსაცმელების ჩაცმა დაიწყო. მეც საწოლზე წმოვჯექი და ზეწარი შემოვიხვიე.მინდოდა მისთვის რაიმე მეთქვა, სიჩუმე დამერღვია, მაგრამ საჭირო სიტყვებს თავს ვერ ვუყრიდი. -უნდა წავიდე... ალბათ შენც საქმეები გაქვს. -ჩემი საქმეები საღამომდე არ მაწუხებს. - ზანტად ჩავიცინე და ჩამოშლილი თმები უკან გადავიყარე. ისევ აუჩქარებლად მოუახლოვდა საწოლს, ჩემთან ახლოს ჩამოჯდა, ცოტა ხანს ისევ ისე, უემოციოდ მიყურა. შემდეგ ხელი სახესთან ახლოს მომიტანა, თმა ყურს უკან გადამიწია და თითქმის ჩურჩულით მითხრა „ამ ღამეს ნურასოდეს დაივიწყებ ,რადგან მე არ ვაპირებ“ ყოველგვარი კოცნის, ჩახუტების, დამშვიდობების გარეშე, უცერემონიოდ დატოვა ოთახი. სულ რამდენიმე წუთით დამცალდა ნებივრობა. საწოლიდან შეშინებული წამოვხტი, როცა გოგონების შემზარავი ყიჟინა გავიგე. -არაფერი დამალო თორემ ჩემი ხელით მოგიღებ ბოლოს! - ნასტია საწოლზე ამოვარდა და ლამის თავზე დამახტა. ლორაც მოცინარი სახით ჩამოჯდა საწოლის კიდეზე და ნათელი თვალები შემომანათა. -არ მჯერა, რომ აქ გაათენა, დაუჯერებელი. - გაოცებასა და ღიმილს სახეზე ვერაფერს უშვებოდა ლორა. -შენ აი ასე იწექი, მთლიანად შიშველი, მხოლოდ ატლასის ზეწარი გქონდა მოფარებული და გული არ გაუსკდა? -ნასტია გაჩუმდი და იქნებ მოყვეს - ცბიერი მზერა ესროლა ლორამ. -არ ვიცი თქვენც ამას განიცდით თუ არა, მაგრამ ეს იყო... აი რომ მახსენდება ახლაც სიამოვნების ჟრუანტელი მივლის - გოგონებს ხელი გავუწოდე დასამტკიცებლად, რომ ენახათ როგორ დამაყარა კანზე სიამოვნების ეკლებმა. -მეც დამბურძგლა - განცვიფრებულმა ამოაბოდა ნასტიასაც . -მეც, ოღონდ შიშისგან ღიმილი სახეზე შემეყინა და თვი დავხარე -გთხოვ ნუ იტყვი. მეც ვიცი. ვხვდები. უსიტყვოდ მომიჩოჩდა და მაგრად მომეხვია, მერე ნასტიას სითბოც ვიგრძენით.სიმართლე ყველამ ვიცოდით, მაგრამ თქმას ვერცერთი ვბედავდით.ყველამ იცოდა ისტორიის ბოლო. მაგრამ მაინც... ვერცხლიფერი სინათლე დაგვრჩებოდა თუ ისევ უკუნითი სიბნელე იქნებოდა ჩვენი თანამგზავრი. დღეები გადიოდა... დიანამ დაპირებული შოუ მიიიღო ჩემი სიმღერის თანხლებით... ის არსად ჩანდა.ჩემი სიმშვიდე პიკს აღწევდა. გოგონები სიტყვის თქმასაც ვერ ბედავდნენ. ჩემს თავში ძალას ვეძებდი, რომ არ ავფეტქებულიყავი. კვირა დღე იყო, შოუმდე ცხელ აბაზანაში ვცდილობდი განტვირთვას, როცა ნასტია შემოვარდა ოთახში და ბოლო ხმაზე დაიწყო ყვირილი. შეშინებული გამოვვარდი, რამდენჯერმე ფეხიც კი ამისრიალდა.ნასტია გარდერობთან იდგა რა კაბებს იატაკზე ყრიდა. -რას აკეთებ გოგო გაგიჟდი? -მოგაკითხეს... აი ეს! ეს უნდა ჩაიცვა. -ვინ მომაკითხა? - გაოცებულმა და გაბრუებულმა ტუჩი ავიბზუე. -რა დაგემართა შენ. მალე მოემზადე, დაჩიმ მანქანა გამოგიგზავნა. სავარძელში ნელა ჩავჯექი, მინდოდა სწრაფად მემოქმედა და მალე წავსულიყავი მასთან, მაგრამ სხეული არ მემორჩილებოდა. ნასტიამ სახეში პირსახოცი მესროლა და ხმამაღლა მომაძახა. -ჩაიცვი! საწოლზე ვერცხლისფერი კაბა გადაეფინა და ახლა მოუსვენრად ფეხსაცმელებს ათვალიერებდა. -ნასტია, ახლა ღამის 10 საათია, მალე შოუ დაიწყება. დიანა ამის უფლებას არ მომცემს. -უკვე მოგცა. - ოთახში ლორა შემოვიდა, ხელში გრძელი,ბარძაყიდან გახსნილი წითელი კაბა ეჭირა. -ულამაზესია - თვალებგაფართოებულს ნასტიას ბაგეებიდან აღმოხდა და ლორას კაბა ფრთხილად გამოართვა. -არ გაბედო და შენი მკერდის მქონე ქალმა ამ კაბაში ბიუსჰალტერი არ ჩაიცვა. ლორას გაბრწყინებული თვალებით შევანათე და ისე მაგრად ვაკოცე სახე დაუწითლდა. საკუთარ თავს თვალს ვერ ვწყვეტდი. სარკის წინ თავმომწონედ ვტრიალებდი. -კარგი გეყოფა წადი - ლორამ ხელი მკრა და კარისკენ მიმითითა. ავტომობილის კარი მძროლმა გამიღო. სავარძელზე მოთავსებულს კი კონვერტი გადმომცა. დაჩის მდივანი, ვიღაც ქეითი მწერდა, რომ მიწვეული ვიყავი წვეულებაზე, ნინა ავალიანის დაბადების დღესთან დაკავშირებით. „ ისიც არ იკადრა თავად მოეწერა“ ჩავიბუტბუტე ნაწყენმა და წერილი სავარძელზე მოვისროლე. ჩემს წინ უზარმაზარი,თეთრი სახლი იდგა დიდი ალაყაფით, საიდანაც დაჩი დინჯად და აუღელვებლად მოაბიჯებდა.მძღოლს თავი დაუკრა და ხელი გამომიწოდა. ჩვეულ ამპლუაში იყო.არც ღიმილი, არც რაიმე ემოცია სახეზე. მძიმედ ამოვისუნთქე, თავი გავაქნიე და ხელი გამოწვდილ ხელზე დავადე. -გილოცავ დის დაბადების დღეს. გვერდით უსიტყვოდ მომყვებოდა. მზერაც გაყინვოდა. ნერვიულობისგან მუცელი მტკიოდა და ყველა კუთი დამჭიმოდვა. სახლის კარი ფრთხილად შეაღოდა ხელით მანიშნა, რომ შევსულიყავი. -წვეულება სახლის უკანა ეზოშია. -როგორც იქნა ხმა ამოიღე. ხომ არ აჯობებს ჯერ ის მითხრა აქ რას ვაკეთებ? უეცრად ხელი წელზე მომხვია, შინ შემიყვანა და კარი უხმაუროდ მოკეტა. აქაურობა ნამდვილ სასახლეს ჰგავდა, ბროლის ჭაღებით და მარმარილოს კიბეებით. თვალი სწრაფად მოვავლე და ისევ დაჩის მივაპყარი მზერა, არ მინდოდა ჩემი აღტაცება შეემჩნია. -აქ ჩემს გამო ხარ. შენთან მოსვლა ვერ მოვახერხე, ბევრი საქმე დამიგროვდა. - თმა ყურს უკან გადამიწია და ღიმილი შემომანათა. - მინდოდა ახლოს მყოლოდი. -არ მჯერა რომ ეს შენ ხარ - გულწრფელად გამეღიმა მის სიტყვებზე და მკერდზე მივეკარი. - გამარჯობა - ჩურჩულით ამოვილუღლუღე და მისი ცივი, სუფთა სუნი ღრმად შევისუნთქე. -გამარჯობა -ხელი ჩემს ზურგზე აასრიალა და თავზე ძლიერად მაკოცა. -ჩემი სტუმარიც მოსულა. - მინის კარებიდან ლამაზი ქერა თმიანი გოგონა მომღიმარი სახით და სწრაფი ნაბიჯებით მოდიოდა ჩვენკენ. - სულ მოუთქმენლად გელოდი - სიტყვები დასრულებული არ ჰქონდა, რომ უკვე მეხვეოდა, გახევებული ვიდექი, არ ვიცოდი რა გამეკეთებინა, უხერხულად შევიშმუშნე. დაჩიმ მუშტში ჩაახველა და ღიმილიანი სახით გადმომხედა. -გაიცანი, ეს ჩემი დაა, ნინა... -მე კი უკვე გიცნობ. შენ მარია ხარ, დაჩი ბევრს მესაუბრებოდა შენზე. -ხოო? - გაოცებულმა შევანათე მზერა დაბნეულ დაჩის. - ძალიან ლამაზი ხარ ნინა, დაბადების დღეს გილოცავ. -მადლობა. წამოდი ჩემი მეგობრები აუცილებლად უნდა გაიცნო. ნადვილად გაგიჟდებიან, გულახდილად გეტყვი არ მჯეროდა თქმულებები შენი სილამაზის შესახებ, რომელსაც ჩემი ძმა თხზავდა. ნადვილად გამაოცე. -მოიცა, მოიცა. - უკვე ოთახის ცენტრისკენ მიმათრევდა როცა დაჩიმ სიცილნარევი ხმით გააჩერა პატარა დაიკო. - მეგობრების გაცნობას მერეც მოახერხებთ, როგორმე. ახლა სხვა საქმე გვაქვს, მალე შემოგიერთდებით. -კარგი, ოღონდ მალე დაგვიბრუნდი, დიდხანს არ მალოდინო. -მაპატიე, ძალიან ემოციურია. - სიცილით დამიბრუნა დაჩიმ -ეს რა იყო - სიცილს ვერც მე ვიკავებდი და ხელს სახეზე ვიფარებდი. -ძლიან საყვარელი გოგოა - მზერა გავაყოლე, როგორ ტოვებდა უზარმაზარ დარბაზს და ხალხის ბრბოში უჩინარდებოდა.- შენ საერთოდ არ გგავს. -ხოო? - მაჯაზე ხელი დამავლო და მისკენ მიმწია - ხოო... მაგრამ, სინამდვილეში აქ რატომ ვარ. -ალბათ იმიტომ, რომ შენ აქაურობას ეკუთვნი. -ასე რატომ გადაწყვიტე? - ეშმაკურად ჩავიცინე, ჩემი ფიქრები სულ სხვაგან, მცდარი მიმართულებით მიდიოდნენ. -შენ ანამარია ყანჩაველი ხარ... თუ ვცდები? ამ გაყინულ მომენტში, რაღაცა ძალით, ჩემი ტვინის ყველა უჯრედი ამუშავდა. რაზეც არასდროს მიფიქრია სწორედ ისეთი დედტალები დავაკავშირე. დასკვნა სასწაულად არარეალური იყო... ოღონდ არ მითხრას, რომ ჩემთან საქმიანი წინადადება აქვს... ღმერთო გთხოვ ვცდებოდე. -შენი გამომეტყველებით ვხვდები, რომ არც ისეთი სულელი ყოფილხარ, როგორიც მეგონე, - მიდრული, თეთრი ტყავის სავარძელისკენ გაეშურადა მშვიდად ჩაესვენა. -მე უკანონო ყანჩაველი ვარ. -თითქოს ყანჩაველობა დიდი დანაშაულილ ყოფილიყოს და თავის გამართლებას ვცდილობდი. მეგობრებო, პირველ რიგში ბოდიშს გიხდით პატარა თავის გამო. გამოვასწორებ <3 მადლობა მოთმინებისთვის <3 |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.