შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

დაწყევლილი სამოთხე (4 თავი)


7-12-2018, 18:49
ავტორი RedBaNshee
ნანახია 1 334

-ანუ არ დარჩები?
-სააბაზანოში შედი. წყალი გადაივლე და დასაძინებლად მოემზადე...
-წახვალ არა?
-არ მინდა გული გატკინო.
მისი მესმოდა.ვიცოდი რისი თქმაც უნდოდა. უნდოდა ეთქვა რომ ჩემთან არასდროს იქნებოდა და რომ მე მხოლოდ მისი გასართობი ვიყავი, როცა მოუნდებოდა ჩემთან მაშინ დარჩებოდა და მე არაფერის თხოვნა არ შემეძლო. მე ეს ვიცოდი. ვიცოდი და მაინც ვთხოვდი დარჩენას. მისი დამცირების მიუხედავად თავს მეც ვიმცირებდი და ეს ყველაზე მეტად მირევდა გულს. თუმცა ის არ მძულდა, მხოლლოდ ჩემი თავი მეზიზღებოდა.
- - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - -

სააბაზანოში დიდი ხანი დავყავი. უბრალოდ მინდოდა გული გამსკდომოდა, მაგრამ ის ფეთქვას ისევ აგრძელებდა. პისახოცი შემოვიხვიე და სააბაზანოდან ნელი ნაბიჯით გავედი.ტირილი მინდოდა, არ ვიცი თავს როგორ ვიკავებდი. ვერ ვხვდებოდი რა მჭირდა, თითქოს შიგნიდან რაღაც მჭამდა და გარეთ გამოღწევას ცდილობდა. ყველა მხრიდან მაწვებოდა და ყელში ერთ დიდ ბურთად იყრიდა თავს. მერე ცრემლებად იქცეოდა.
საწოლზე იჯდა.იდაყვები მუხლებზე ჰქონდა დაყრდნობილი და სახე ხელებში ჩაერგო. ჩემთვის არც შემოუხედავს, თითქოს ვერც გაიგო ჩემი ოთახში შესვლა. დაახლოებით ორი წუთი მაინც ვიყავი სააბაზანოს კართან გაშეშებული.მერე ნელი ნაბიჯით მივუახლოვდი და მასთან ახლოს ჩავიმუხლე. სახიდან ხელები მოვაშორებინე.
-ამას რატომ ვაკეთებ - ისე შემომხედა თითქოს ამაზე პასუხს ჩემს თვალებში კითხულობდა. - ტიროდი?
-არა ტირილი ჩემი ჰობი არ არის.
-ცუდი მატყუარა ხარ.
-იცი? როცა ქალი ტუჩებზე გიყურებს... იცი რა უნდა?
-გინდა გაკოცო?
-კი
-მერე თავს იმით გაიმართლებ რომ ნასვამი იყავი?
-ჰო...
-მინდა ეს ფხიზელმა გააკეთო. -ხელი სახეზე დამისვა და ტუჩის კიდეში გამიღიმა
-ეს მხოლოდ კოცნაა. შენთან დაწოლას ხომ არ ვაპირებ.
სახიდან ხელი ჩემს კეფაზე გადაიტანა და სველ თმებში ნაზად შემიცურა. ეს იმდენად სასიამოვნო იყო, რომ თვალები ჩემგან დამოუკიდებლად დამეხუჭა, სხვანაირად უბრალოდ შეუძლებელი იქნებოდა. რამდენიმე წამში მისი სუნთქვა ვიგრძენი სახეზე, ეს უდაბნოს ქარს ჰგავდა, ცხელს და ავისმომასწავებელს. მომწონდა მისი სუნთქვა როგორ მეფინებოდა, თითქოს ერთი ჩასუნთქვით ყველა იარას ვიშუშებდი. სახეზე ვიგრძენი მისი რბილი შეხება, მთელ სხეულში სისხლის მაგივრად თითქოს ცხელმა ლავამ გაიარა. თავი უკან გადავწიე, გრილ ჰაერს ვეძებდი ჩასასუნთქად, თუმცა ეს ცეცხლი მომწონდა. კისერში მისმა კოცნამ თითქოს ყველა იარა მომიშუშა. „მხოლოდ პირსახოცი გაქვს მოხვეული“. მისი ჩურჩული გონებას უფრო მეტად მირევდა და გაჩერება აღარ მინდოდა. ხელი წელზე მაგრად მომხვია და საწოლზე დამსვა.თვალებში მიყურებდა.
-ნამდვილად გინდა?
-შენ არ გიკოცნია.
ნიშნისმოგებით ავუწიე ცალი წარბი და ხელი თმებში შევუცურე, ზუსტად ისე, როგორც თვითონ გააკეთა. ტუჩებს მთელი გრძნობით შევეხე. ცხელი იყო. იმდენა იყო გახურებული, რომ ზედ ცეცხლისფერიც დასდებოდა. ვიგრძენი, რომ ეს არ იყო უბრალოდ ორი ადამიანის შეხება. სხეულში მას ვგრძნობდი,თითქოს ჩემში სისხლად დადიოდა. ვგრძნობდი რასაც განიცდიდა. მომწონდა მისი ხელი ჩემს მკლავებზე როგორც დასრიალებდა. მის ნაზ კოცნას ვგრძნობს და ვგრძნობდი როგორ ფრთხილად აკეთებდა ამას. საწოლზე ნელა გადამაწვინა და პიჯაკი ისე გაიხადა,რომ ჩემი კოცნა არ შეუწყვეტია.
–მორჩა... უნდა წავიდე... – ძლივს ეშვებოდა ჩემს ტუჩებს და გახშირებულ სუნთქვას ამოყოლილი ჩურჩული მესმოდა.
–ახლა? – კოცნას ვაგრძელებდი, მეგონა თუ შევეშვებოდი მომცილდებოდა,წავიდოდა და ისევ სიცივეში დამტოვებდა.
–ხო... ახლავე! – წამშივე მოსწყდა ჩემს ტუჩებს, იმავე წამში ჩავისუნთქე მისი დატოვებული სუნთქვა და თვალები თვალებში შევანათე.
–არ მჯერა, რომ ამას იზამ.
–რატომ? – ხელი სტაცა პიჯაკს და კარისკენ სწრაფი, თუმცა დინჯი ნაბიჯით წავიდა.
–მეგონა არ გეშინოდა. – უკვე შეღებული კარი მცირე პაუზის შემდეგ ჩუმად მიხურა თუმცა ჩემკენ არც შემობრუნებულა.
–რისი უნდა მეშინოდეს – თავი ოდნავ მოაბრუნა და ახლა მხოლოდ მის დაბერილ ყვრიმალებს ვხედავდი.
–იმის რასაც ჩემი დანახვვისას გრძნობ... იმის რაც ახლა იგრძენი, როცა ჩემთან ასე ახლოს იყავი. ამიტომაც მიდიხარ და მტოვებ, გეშინია იმის რაზეც ფიქრობხოლმე.
–თუ ფიქრობ რომ ოდესმე შენდამი რაიმეს, სულ მცირეს მაინც ვიგრძნობ ვნების გარდა, ჯობია ფსიქიატრს ეჩვენო. – კარის მირტყმის ხმამ შემაკრთო,თითქოს გამოვფხიზლდი და მაშინვე ვინანე ის სისულელე რაც ალბათ მე მინდოდა რომ სიმართლე ყოფილიყო.ბრაზმორეულმა ამოვიყვირე და კარს ბალიში ვესროლე. ასეთი რამ არასდროს მიგრძვნია სიბრაზისგან სუნთქვა გამიხშირდა და სახე ამიხურდა. მინდოდა ყველაფერი დამელეწა რასაც ვეხებოდი,რასაც ის ეხებოდა.
მიწაზე დავეშვი. თითქოს ძვლებში დამამტვრიეს, მუხლებზე დამაგდეს.გამიგია რომ მტკივნეული იყო მაგრამ ამდენად? მაგიჟებს, მაცოფებს ეს გრძნობა, როცა ვხვდებოდი,რომ ჩემზე უარის თქმა
შეეძლო. არ შემეძლო იმის დაჯერება რომ რეალობაში ვიყავი.მხოლოდ ახლა, მუხლებზე დაცემული, ცრემლების გარეშე ვაანალიზებდი რეალობას, მხოლოდ ახლა დავფიქრდი ასე სერიოზულად, რა ხდებოდა ჩემს ირგვლივ და მივხვდი,რომ არანაირი მომავალი არ მქონდა, არსად არავინ მელოდა, არავინ მომძებნიდა, არავის ვეყვარებოდი. ჩემს გადასარჩენად არავინ მოვიდოდა და მხოლოდ ახლა ვხვდებოდი, რომ მინდოდა ვინმეს გადავერჩინე.
მთელი კვირა გავიდა ასე, უემოციოდ, უღიმილოდ, უალკოჰოლოდ. მთელი კვირა პიჯაკის და შავი, პირქუში თვალების გარეშე.
–არ გვეტყვი რა მოხდა იმ საღამოს, არა? – ნასტიამ წყლით გაჟღენთილი თვალებით ამომხედა და შემდეგ ისევ იატაკს მიაშტერდა.
–არაფერი...
–მაინც ვერ ხვდები რატომ წუწუნებ იცი? ხომ შეიძლებოდა უარესი მომხდარიყო. ამაზე აქ ყველა გოგო ოცნებობს. შენ გაგიმართლა და მაინც წუწუნებ. ვერ გავიგე რას ელოდები, რა გინდა მარია! ცოლად უნდა მოგიყვანოს? ალბათ, გავიწყდება სად ხარ. გირჩევ შეინარჩუნო,რომ ნაყიდი სათამაშოსავით მერე სადღაც არ მოგისროლოს. – ლორა გაფიცხებული და წარბშეკრული თავზე მადგა.ვხვდებოდი რასაც ამბობდა ყველაფერი სიმართლე იყო და ყელში მოწოლილ ბურთს ვეღარ ვაკავებდი. დავიღალე...
–დიანას უნდა შენი ნახვა, ალბათ მასაც შეეცვალა უკვე შენზე გეგმები.– ლორას ამ სიტყვებმა გული მომიკლა, ისედაც განადგურებულს ტირილი წამსკდა, მაშინვე წარმოვიდგინე როგორ ვეგდე ბინძური ხელების გარემოცვაში... შოუს შემდეგ დიანას ოთახთან მივედი, მელოდებოდა... მკაცრი სახით იჯდა საწერ მაგიდასთან. ხელით მანიშნა წინ მდგარ სავარძელზე და თვალები ისევ ფურცელს მიაპყრო.
- მარია, შენ იცი, რომ ამ მოკლე დროში ჩემი კლუბისთვის ძვირფასი წევრი გახდი. ისიც იცი, რომ აქ გოგონები ძალიან ბევრს შრომობენ, მაგრამ იმდენს ვერ გამოიმუშავენებ რამდენსაც შენ. თქვენ სამნი ჩემი კლუბის სიძლიერე ხართ. ყველაზე მაღალანაზღაურებადი პროდუქტი...მოკლედ, დაჩი ისეთი კლიენტია, როგორზეც ყველა ღამის კლუბი იოცნებებდა. როგორც მოგეხსენება დაჩის რჩეული შენ ხარ. მინდა გაგაფრთხილო, თუ დაჩი ჩვენი კლუბიდან უკმაყოფილო წავა, ან საყვედურს იტყვის შენი მისამართით და ისე წავა, მოკლედ ყველა სიტუაციაში თუ დაჩი წავა შენ სცენას დაემშვიდობები, დაქალოჩკებსაც დაემშვიდობები და პირადად ვიზრუნებ, რომ რომელიმე გარე უბნის ბორდელში გაგითენდეს.
-დიანა...
-არ დამისრულებია! ნუ მაწყვეტინებ! ... ამას თავისი დადებით მხარეებიც აქვს. აქ მომუშვე გოგონებისგან განსხვავებით, შენ მხოლოდ ერთი კლიენტი გეყოლება, ანაზღაურება კი სამჯერ მეტი გექნება, ვიდრე დანარჩენებს. მოკლედ, მარია იმედია ყველაფერი გასაგებია.შეგიძლია წაბრძნდე და დაისვენო. ჰო რაც მთავარია, არ დამავიწყდეს. ასევე უფლება აქვს კლუბის გარეთ გაგიყვანოს რა თქმა უნდა დაცვის თანხლებით.
-დიანა მესმის, რომ არაფრის გაპროტესტების უფლება არ მაქვს...
-ნამდვილად
-მაგრამ... არ გგონია რომ საიფათოა? ამხელა ფულს ადამიანი კლუბში მომუშავე გოგოსთან სექსისთვის გადაიხდიდა? იქნებ მანიაკია.
-საყვარელო ამ ბიზნესში ყველა გოგოს ჩანაცვლება შესაძლებელია. მთავარია დღეს რამდენს გააკეთბ და კლიენტს აქვს თუ არა იმის პერსპექტივა, რომ ხვალ უფრო მეტი დატოვოს. ასე რომ მაგაზე არ ვდარდობ.
-მადლობა რომ ასეთი მზრუნველი ხარ დიანაჩკა. როგორც იქნა დავმშვიდდი - ირონიული ღიმილი ვესროლე მის ცინიკურ გამომეტყველებას და ოთახი სწრაფი ნაბიჯით დავტოვე.
წარმოგიდგენიათ?არ აინტერესებს თურმე ქალბატონს.აბაზანას ვავსებდი და თან ჩემთვის ვბუზღუნებდი. საოცრად გავბრაზდი დიანას გულგრილობაზე.ზოგჯერ მგონია, რომ მასში ქალი არ ცხოვრობს ან საერთოდ ვერ იაზრებს რას უკეთებს აქ გამოკეტილ გოგოებს. ოთახში ლორა და ნასტია შემოცვივდნენ წითელი ღვინით და ჭიქებით ხელში, გულიანად კისკისებდნენ და გამომწვევი თვალებით მიყურებდნენ.
-რას ავღნიშნავთ? -მეც ღიმილი მომერია მათ დანახვაზე
-არ ვიცი თოჯინა შენ გვითხარი. დიანასგან ცოცხალი და ისევ ლამაზი სახით გამოხვედი, ალბათ ცუდად არაა საქმე.
-ჰოდა ღვინით ავღნიშნოთ შენი გადარჩენა, თან ცოტა დრო გვაქვს.
-ცოტა დრო? რაღაც ეშმაკუნები გიზით თვალებში, რა ხდება? -თან ღვინოს ვასხამდი და პასუხს ველოდი ჩემს კითხვაზე, რომლის შემდეგაც გოგონები ერთმათს სიცილით ასკდებოდნენ.
-აქ შენი კაცია - ეშმაკური ღიმილით შემომანათა ლორამ.
სავარძეში ჩავესვენე და წარბები ჩემდაუნებურად შემეკრა.
-გოგონებო, გეფიცებით მეშინია.
-მარია, ჩემო პატარა ვიცი, მესმის. ვერ გეტყვი, რომ ყველაფერი კარგად იქნება, მაგრამ უნდა გავუძლოთ... - ნასტია ჩემთან ჩამოჯდა და თავი მხარზე დამადო.
-ოდესმე ჩვენც გვიშველიან.ოდესმე ჩვენი დროც მოვა... - ლორამ ჭიქა გამოცალა და კარისაკენ ნელი ნაბიჯით წავიდა.
-მგონი უფრო მაგარი სასმელი უნდა მოგეტანათ. - სევდანარევი ღიმილით გავყოლე კარისაკენ მიმავალ გოგონებს. უბრალო საღამური გადავიცვი და ისევ სავარძელში ჩავესვენე ღვინის ჭიქით ხელში. დაახლოებით ნახევარი საათი ველოდე, როდის გააღებდა კარს და შემოვიდოდა.ბოლოს მოთმინება დავკარგე, მოკლე ოქროსფერი კაბა გადავიცვი და ბარისკენ წავედი. დანიელი ბარს დაყრდნობოდა და საცაა ჩაეძინებოდა, თუმცა ჩემმა დანახვამ გამოაფხიზლა. დაჩი კი ტელეფონში რაღაცას იქექებოდა. დილის ხუთი საათი იყო და დანიელს მთელი გულით ვუთაგრძნობდი, ამიტომ ვანიშნე, რომ დაჩისთვის ეთქვა ჩემი მოსვლის შესახებ. დანიელმა რაღაც გადაუჩურჩულა და დაჩი ზანტად, აუჩქარებლად წამოვიდა ჩემკენ. თუმცა ჩემთვის ზედაც არ შემოუხედავს, ისე ჩამიარა თითქოს გვერდით უბრალოდ ჰაერის ნაკადმა ჩამიქროლა. წარბები გაოცებისგან ისევ შეიკრა და სწრაფი , მძიმე ნაბიჯით წავედი ოთახისკენ. კართან აყუდებული მელოდა, დანახვისას კარი გააღო და ხელით მანიშნა, რომ შევსულიყავი.კარების მორტყმის ხმამ შემაკრთო, შიში დამეუფლა. ოთახში ცივი სუნი იდგა, ცივი და სუფთა,ისეთი, როგორიც აქამდე არასდროს.ყველაფრის მიუხედავად თავი ხელში ავიყვანე დ მისკენ მივტრიალდი.
-ეს ყველაფერი როგორ გავიგო?
-რას გულისხმობ
-იმას, რომ ამ ოთახს მიღმა თითქოს ვერც მამჩნევ.
-ასე არ უნდა იყოს?
ამ კითხვაზე პასუხი არ ვიცოდი. მე არაფრის მოთხოვნ არ შემეძლო, არც იმის, რომ ოთახის გარეთ მისი ყურადღების ღირსი ვყოფილიყავი.
-არ ვიცი, არაფერი არ ვიცი - თავი გავაქნიე, მინდოდა ფიქრები გამეფანტა .ინერციით სავარძელში ჩავესვენე და კართან მდგარ დაჩის ავხედე. მაღალი, სიმპათიური, მაცდური წვრილი თვალებით... ყველაზე მიმზიდველი კაცი იყო ვინც კი ოდესმე მენახა. - არ დაჯდები?
-დასალევს არ შემომთავაზებ?
-შენ ხომ დაჩი ავალიანი ხარ. შეგიძლია თავად დაისხა და მეც შემომთავაზო.
მაცდურად ჩაიღიმა და მაგიდისკენ დაიძრა, საოცარი შესახედი იყო, თვალს ვერ ვწყვეტდი.ყოველი მისი მოძრაობა სულს მიფორიაქებდა და გულს მიფრიალებდა.ბოლოს ღრმად ამოვისუნთქე და ჭიქა გამოვართვი. სავარძელთან ახლოს მოვიდა რამდენიმე წამით სახეზე დამაკვირდა.უეცრად ჩემს ფეხებთან, ხალიჩაზე მოკალათდა. თავი მუხლებზე დამადო,სასმელი მაგიდაზე დადო და ხელი ჩემს ფეხზე ნაზად დააცურა.
-შეიძლება ვერ წარმოიდგინო, მადრამ მეც მჭირდება დასვენება... დღეს რთული დღე მქონდა… შენთან სიმშვიდეა.
-გინდა მომიყვე? - ხელი გაუბედავად ავიღე და მის თმებს შევეხე.
-არა არ მინდა. მირჩევნია ეს სიმშვიდე არ დავარღვიო.
მისი შეწუხება არ მინდოდა, ამიტომ სულ ოდნავ გადავიხარე და ჭიქა ხალიჩაზე დავდე.
-შეგაწუხე?
-არა. უბრალოდ,ჭიქა დავდე. მეგონა გეძინა და არ მინდოდა გამეღვიძებინე.
-არა, არ მძინავს. - მაჯაზე საათს ზანტად დახედა, წარბები შეკრა, დინჯად წამოდგა და პირველად ამ ხნის მანძილზე გამიღიმა. - უკვე თენდება, დაიძინე.
წამოვდექი, მინდოდა რამე მეთქვა, ისეთი რაც წასვლის უფლებას არ მისცემდა, მაგრამ ვერაფერი მოვიფიქრე. მხოლოდ ის შევძელი, რომ მის პიჯაკს ხელი მოკიდე და აუღელვებლად, მშვიდად გავხადე...
-რას აკეთებ?
-უკვე თენდება, დარწმუნებული ვარ მართლა ძალიან დაიღალე. შეგიძლია აქ დაიძინო.
-შენთან ერთად? - ჩემკენ მოტრიალდა და სახეზე ჩამოყრილი თმა ყურს უკან გადამიწია.
-თუ ასე გინდა... - გაუბედავად ძლივს ამოვილუღლუღე. - მე აბაზანაში შევალ და მალევე დავბრუნდები.თავი ისე იგრძენი, როგორც საკუთარ საძინებელში.
-როგორც გინდა - პერანგზე ღილების გახსნა უკვე დაწყებული ჰქონდა, პიჯაკი სავარძელზე გადავაფინე და სააბაზანოსკენ სწრაფი ნაბიჯით წავედი.
არ მახსოვს რამდენი ხანი დავყავი იქ. არ ვიცოდი რა უნდა გამეკეთებინა როცა ოთახში შევიდოდი. სახეზე ცივი წყალი შევისხი და თვალები მაგრად დავხუჭე. მორჩა დრო ამომეწურა. კარები ფრთხილად შევაღე, თუმცა ის საწოლზე არ დამხვდა.ღია ფანჯარასთან იდგა და სიგარეტს ეწეოდა.
გარეთ ყველაფერი ნაცრისფერი იყო, თენდებოდა, ოთახში სუსხთან ერთად გრილი, სასიამოვნო სუნი შემოდიოდა.
-მოწევ?
-საუკუნეა არ მომიწევია. მაგრამ ერთ ნაფასს მაინც დავარტყამ.
მაცდურად ჩაიცინა,როგორც სჩვევია და სიგარეტი ტუჩებთან მომიტანა. სიგარეტის ბოლო ჩვეულად გაწითლდა, ის გემო და სუნი ვიგრძენი, რომელიც ყველაზე ნაცნობი იყო ჩემთვის ამ ახალ სამყაროში. - კენტი?
ახლა უკვე პირველად ხმამაღლა ჩაიცინა და მოჭუტული თვლებით ცბიერად ამომხედა.
-გაბრუვდი?
-კი... უკვე კედელს ვეყრდნობი. - ორივე ვიცინოდით და ამ სიცილით მეტად ვუახლოვდებოდით ერთმანეთს. სიგარეტი საფერფლეში ჩაწვა და ისიც კედელს მიეყრდნო. მაისური ტანზე მჭიდროდ მიჰკვროდა და სხეულის ყველა დეტალი მკვეთრად ეტყობოდა. ისე მივუახლოვდი არაფერზე მიფიქრია, არც იმ წუთზე როცა მაისურის გახდა დავაპირე, არც შედეგებზე. მხოლოდ თვალებში ვუყურებდით ერთმანეთს და უთქმელად ვხვდებოდით, რომ ეს ის იყო, რაც ამ წუთას ორივეს გვინდოდა.ხელები განიერ ბეჭებზე დავუსვი და მის მომღიმარ სახეს ავხედე. - რატომ იღიმი?
-შენი გულუბრყვილო, გაოცებული სახე... შეუძლებელია ადამიანი პირქუში და უჟმური დარჩეს შენს გვერდით, როცა ასეთი ხარ...
-ბევრს ვარჯიშობ?
-ისევ ამ გულუბრყვილო გოგოს თამაშს აგრძელებ... კი... საკმაოდ ბევრს. - სიტყვა დასრულებული არ ჰქონდა, რომ უკვე ხელში ვყავდი, წელზე ფეხები შემოვხვდიე და ახლა უკვე მის სახეს ზემოდან დავაცქერდი.
საწოლისკენ ნელი, დინჯი ნაბიჯით წავიდა. ნაზად გადამაწვინა, ისე რომ თვალი წამითაც არ მოუშორებია.
-ლამაზი ხარ. - სუნთქვას ამოყოლებული სიტყვები მთელ ოთახს მოედო.
ისევ ხმამაღლა ჩაიცინა, თავი ისევ ისე, მოხდენილად გააქნია და დაჟინებული მზერით შემომხედა.
-არა ,ლამაზი შენ ხარ. მე სიმპათიური ვარ.
-თავდაჯერებული იდიოტების შესახებ რამე გსმენია?
-მე სამოთხეზეც მსმენია, რომელიც დაწყევლილია.


მეგობრებო მოგესალმებით. თუ ვინმე კითხულობთ იქნებ გამაგებინოთ, რომ ვიცოდე რამდენი ხართ. რომ იცოდეთ და არ გამინაწყენდეთ გაფრთხილებთ :დდ უქმეებზე ქალაქიდან გავდივარ, ყველანაირად ვეცდები ავტვირთო ახალი თავი მაგრამ ვერ გპირდებით. მადლობა ყველას <3 არ დაიშუროთ კრიტიკა, ამით უკეთესები ვხდებით



№1  offline წევრი დარინა

ძალიან მომწონს, განსხვავებილი სიუჟეტია დღევანდელ პერიოდში ხშირად ხდება ასეთი შემთხვევები ხშირად იტაცებენ გოგონებს და მერე ყიდიან, აი დაჩის და მარიას წყვილი გასაგიჟებელია, მომწონს დაჩის იდუმალებაა, მართლა ცეცხლი წყვილია და იმედია დაჩი მარიას მალე დაიხსნის ამ ჯოჯოხეთიდან. უკვე შემდეგ თავს ველოდები სულმოუთქმელად.

 


№2  offline წევრი Elea_Nora

ძაან მომწონს. ისეთ თემაზე წერ რაც 21-საუკუნეში ძალზედ პოპულარულია რადგან თითქმის ყოველდღე ხდება. იმედია მალე დაიხსნის დაჩი ამ ჯოჯოხეთიდან მარიას. დარწმუნებული ვფ რომ დაჩის რამე საიდუმლო ექნება, რადგან ძაან იდუმალებით მოვული პიროვნებაა.
არ შეწყვიტო გააგრძელე.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent