შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სტაჟიორი (მესამე თავი)


11-12-2018, 10:31
ავტორი melina
ნანახია 6 377

-რა მოხდა? რა ამბავია? მაშინვე კითხვებით მიეჭრნენ და ინტერესით სავსე მზერას არ აშორებდნენ.

-----------------------------
-მეც არ ვიცი ნი, ვიღაცამ ოფისის მინები ჩაამტვრია. ვინ ჩაიდინა ჯერჯერობით უცნობია, ახლა ამოწმებენ ვიდეო ჩანაწერებს.
-ფიქრია ან დანარჩენი სად არიან?
-ფიქრია შიგნითაა, დანარჩენები კი გაუშვა, დღეს და ხვალ ვისვენებთ.
-ვაა მაგარია, ამდენ ხანს ვერ თქვი მთავარი სიახლე? მთელი ხმით წამოიძახა ლაშამ.
-მართლაც, მშვენიერი დასვენება გამოგვივა, ერთი მინის ზარალს კი აიტანენ როგორმე. სიცილით დააბოლოვა სათქმელი სალომემ.
-წავედით მაშინ, მთელი დღე აქ ხომ არ დავდგებით, ამ სიცივეში. თქვა და გოგოებსაც უბიძგა წასასვლელად.
იქვე, სამსახურთან ახლოს, მყუდრო კაფეში დასხდნენ..
-ხომ არ დაგვერეკა და გაგვეგო რა ხდება?
-ო, მოიცა რა ნინი, ახლა ფიქრიას ქოთქოთის თავი არ მაქვს. ცოტა გვიან დავურეკოთ.
-როგორც გინდა, დღეს რაღაც ვერ ხარ ხასიათზე სალო და რა ხდება?
-სერიოზული არაფერი, გიოს ამბებია.
-დაღალე ეგ საბრალო ბიჭი შენ, როგორ მეცოდება შენს ხელში.
-კიდევ ეგ არის საბრალო? შენც ნუ გადამრევ ახლა.
-კარგი, არაფერს ვამბობ. ისევ ლალიკოს ამბებია?
-აბა სხვა რა იქნება, სულ კუდში დასდევს. ეს კიდევ ვერ ხვდება, რომ მოიშოროს.
-რამდენჯერ აგიხსნა, რომ ბავშვობის მეგობარი და მეზობელია, მასთან შეხვედრას ვერ გაექცევა, და შენც შეეგუე ამას სალომე.
-კი როგორ არა, მეზობელია რომელიც გაგიჟებითაა შეყვარებული მასზე.
-ისე მეც აქ ვარ გოგოებო, თავი შეახსენა ლაშამ, ლაპარაკით გართულ გოგოებს.-გავალ, ფიქრიას დავურეკავ, და ახალი ამბებით დაგიბრუნდებით.
-კარგი ლაშა, ისე გავერთე ლაპარაკით, რომ ფიქრია და ოფისი ერთად ამომიფრინდა თავიდან. ღიმილით უთხრა ნინიმ.
მალევე გააცნო გოგოებს საუბრის დეტალები ლაშამ, დაგეგმილი არაფერი ყოფილა, ორმა ნასვამმა ახალგაზრდამ შემთხვევით გატეხეს მინა.
-ასეა თუ ისე, მათი წყალობით მშვენიერი დასვენება გამოგვივიდა. თქვა ლაშამ, და სამივენი გასასვლელისკენ წავიდნენ, მანქანა დაძრა, და ნინის მიმართა:
-სახლში ხომ? თუ რამე სხვა გეგმები გაქვთ?
-კი ლაშ, მეც თქვენსკენ მოვდივარ დღეს, ნინისთან დავრჩები, გამოეპასუხა სალომე, ნინის ნაცვლად.
-როგორ გამახარე, ჩემო სიცოცხლე, კივილით წამოიძახა ნინიმ, და მთელი ძალით მოეხვია მეგობარს.
საღამოს ექვსი საათი იყო, ნინი და სალომე დივანზე ისხდნენ და ინტერესით ჩასცქეროდნენ ლეპტოპს, თან ცხელ ჩაის მიირთმევდნენ, გარეთ ცივი და სუსხიანი ამინდი იყო, როგორც დეკემბერს შეეფერებოდა. სიმყუდროვეს პერიოდულად არღვევდა მესიჯის ხმა.
-ნი, არ ვიცი შენ რას ფიქრობ, მაგრამ ლაშას ქცევები მაეჭვებს, არ ფიქრობ რომ ზედმეტად ყურადღებიანია შენს მიმართ?
-კარგი ახლა, საიდან მოიტანე, მე არაფერი შემინიშნავს. თქვა ნინიმ ღიმილიანი გამომეტყველებით.
-შენ სასაცილოდ არ გყოფნის, ყველას ასე არასერიოზულად უყურებ, ერთი შენი მოსაწონი ბიჭი მანახა როგორია, რა თქმა უნდა თუ საერთოდ არსებობს ასეთი.
-არსებობენ ეგეთებიც, მაგრამ რატომღაც ახლა არ მახსენდება. თქვა ნინიმ და გულიანად გადაიკისკისეს.
დილით ათ საათზე ადგნენ, ისაუზმეს, მოწესრიგდნენ და გავიდნენ. მაღაზიებს ეწვივნენ, სიახლისთვის რამე სამოსის შეძენა გადაწყვიტეს. მთელი ამ დროის მანძილზე, სალომეს ტელეფონზე, არ წყდებოდა ზარები და მესიჯები გიოსგან, ესეც ჯიუტად არ პასუხობდა. ნინის დაჟინებულ თხოვნას, რომ ეპასუხა მონოტონური სიმშვიდით აიგნორებდა. სხვა თუ არაფერი იმაზე მაინც დაიყოლია ნინიმ, რომ სალომე დღესაც მასთან დარჩებოდა, პარასკევ დილით კი ერთად წავიდოდნენ სამსახურში.
დაახლოებით საღამოს შვიდი საათი იყო, ზარის ხმა, რომ გაისმა.გოგოები საძინებელში იყვნენ.
-ელოდები ვინმეს ნი?
-ჰო აბა, ჩემი ბიჭი უნდა მოვიდეს, რას ამბობ. ჯობია გააღო სანამ გადაწვა ზარი მოსულმა. სალომეც ადგა და ჩქარი ნაბიჯით წავიდა კარისკენ, გააღო და ლაშას მომღიმარ სახეს გადააწყდა.
-საღამო მშვიდობისა, ნინი სად არის?
-საძინებელშია, ახლავე გამოვა, უპასუხა და ზალაში შევიდნენ ორივენი. უხალისოდ შეაბიჯა ნინიმაც ოთახში და ლაშას მიესალმა, მერე კი, ყოველგვარი სინაზის გარეშე, ჩაეპერტყა სავარძელში.
-ფრთხილად ნი, ასე შეიძლება ერთხელაც იატაკზე აღმოჩნდე.
-მე მიფრთხილდები თუ სავარძელს? ორაზროვნად იკითხა ნინიმ და ღიმილი შეეპარა თავისივე ნათქვამზე.
-რა თქმა უნდა შენ, თორემ სავარძლების მეტი რა არის. შეუღიმილა ლაშამაც.
-არც გოგოების ნაკლებობას განიცდის თბილისი, მწარე სიტყვით ჩაერთო დიალოგში სალომე.
-სავსებით გეთანხმები, გოგოები ბევრია მაგრამ ჩემი ნინი ერთადერთია.
-ყავა დავლიოთ, ახლავე მოვიტან. თქვა და სამზარეულოში გავიდა ნინი, იქიდან კი ორ წუთში ყავით ხელდამშვენებული დაბრუნდა.
საღამომ მხიარულად ჩაიარა, ათასი ხერხი მოიფიქრეს გართობისთვის, კარტიც კი ითამაშეს, მერე კი ხან ერთი დაძვრებოდა სკამისა დამაგიდის ქვეშ, ხანაც მეორე. ერთმანეთის შემყურე სიცილს ვერ იკავებდნენ.
დილით, სამივე ერთად მივიდნენ სამსახურში. სამუშაო დღის დაწყებამდე ფიქრია გაესაუბრა ლაშას მომხდარ ცვლილებებზე, კერძოდ კი მირიანი დაითხოვა მის ადგილს კი ლაშა დაიკავებდა. გამოვიდა თუ არა კაბინეტიდან მაშინვე გაანდო ახალი ამბავი გოგოებს. მოილაპარაკეს რომ სამსახურის შემდეგ აღენიშნათ ეს ამბავი.
ექვსი საათი შესრულდა თუ არა, მხიარული სახეებით გამოაბიჯეს ოფისიდან და ავტოსადგომისკენ გასწიეს, უკვე შებინდებული იყო მანქანა რომ გაჩერდა ბარის წინ, ის იყო მაგიდას მიუსხდნენ და ნინის მობილურის ხმაც გაისმა.
-ბატონო…
-ნი, მე ვარ, როგორ ხარ?
-არამიშავს, მაგდა შენ ხარ? ეს რა ნომრით მირეკავ, შეცვალე?
-არა...უბრალოდ მობილური გამიტყდა…ყოყმანის შემდეგ იყო პასუხი.
-რა გჭირს, რაღაც სხვანაირი ხმა გაქვს, მოხდა რამე?
-არაფერი, შენი ხმის გაგონება მინდოდა, მჭირდებოდა…
-რაღაცას მიმალავ, ხმაზე გატყობ, რომ მხოლოდ მოსაკითხად არ დაგირეკავს დაო.
-კაი ნი, გავთიშავ, მეზობლის მობილურიდან გირეკავ და მერიდება. თქვა და მაშინვე გათიშა, სიტყვის თქმაც აღარ დააცადა.
-რამე მოხდა? ორხმაში წამოიძახა ლაშამ და სალომემ.
-არც კი ვიცი,მაგრამ რაღაც მისი ხმა არ მომეწონა, მომეჩვენა, რომ რაღაცას მიმალავს.
-რა გითხრა მაინც ასეთი? არ ეშვებოდა სალომე.
-არაფერი, თითქოს ეტირებოდა, სხვანაირი ხმა ჰქონდა. ხომ იცი რა ტიპია, ძალით უნდა ამოგლიჯო სიტყვები.
-ვიცი, არ უყვარს მისი პრობლემების გამომზეურება.
-გინდათ ახლავე წავიდეთ? ახალი იდეით ჩაერთო ლაშა.
-სად???
-კახეთში, სიურპრიზი გავუკეთოთ მაგდას და შენც დამშვიდდები ნი.
-დღეს არსად წავალთ ლაშ, მე უკეთესი იდეა მაქვს. სამ დღეში, ანუ ოცდაშვიდ დეკემბერს ჩემი დაიკოს დაბადების დღეა, ჰოდა მაშინ ვესტუმროთ.
-მოსულა…მოკლედ უპასუხა ლაშამ.
ნინიმ მთელი სამი დღე მაგდაზე ფიქრში გაატარა, საჩუქარი ადვილად შეურჩია, მობილური უყიდა რადგან გაუტყდა. შაბათს სამსახურის მერე წავიდნენ, არც ისე მოკლე გზა საკმაოდ მხიარულად განვლეს. მაგდას არ გააგებინეს,უნდოდათ სიურპრიზი გაეკეთებინათ, მაგრამ ნამდვილი სიურპრიზი ნინისთვის იყო როცა კართან თვალ ამოლურჯებული მაგდა შემოეგება.

----------------------
გადახედედ ახალ თავს ჩემო საყვარლებოო:)



№1  offline წევრი mia miako 15

ძალიან კარგი იყო.მომეწონა.კარგი ისტორია.ველი შემდეგ თავს????

 


№2  offline წევრი melina

mia miako 15
ძალიან კარგი იყო.მომეწონა.კარგი ისტორია.ველი შემდეგ თავს????

მადლობა რომ კითხულობ:)ტრადიციულად, ხვალ დილით დაიდება ახალი თავი.

 


№3  offline წევრი mia miako 15

❤????????ძალიან კარგი.ველოდები????????????????

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent