შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სტაჟიორი (მეორე თავი)


10-12-2018, 10:30
ავტორი melina
ნანახია 2 399

ნინი მაშინვე ფანჯარას მიეჭრა და ეზოში გადაიხედა, მართლაც დაინახა ლაშა, რომელიც მცირე ზომის სატვირთოს მიყრდნობოდა და თავაწეული შესცქეროდა.

-----------------
-გეფიცები არახარ ნორმალური და მეც გამაგიჟე, დღეს მაინც რას აკეთებ აქ ამ დასვენების დღეს დაისვენე და შეირგე.
-ჯერ ეს საქმე მოვაგვაროდ და მერე დავისვენებ, კიდევ ბევრი კვირა იქნება, ახლა კი კარი გამიღე. უთხრა და სადარბაზოში შევიდა ორ დამხმარე ბიჭთან ერთად, ორ საათში ეს ნივთები უკვე ახალ ბინაში ელაგა, მთავარი საქმე დალაგება ჯერ კიდევ წინ იყო, ნინიმ პიველ რიგში სამზარეულო მოაწესრიგა, მერე სასტუმრო ოთახში გადაინაცვლა, ისე გაერთო საქმით ვერც კი შენიშნა დროის გასვლა, ოთხი საათი იყო, მხოლოდ საძინებელი იყო დასალაგებელი.
-ღმერთო არ მჯერა რომ სხვა ყველაფერს მოვრჩი, ჩაილაპარაკა მისთვის გასაგონ ხმაზე და დივანში ჩაეშვა, დაჯდა და კარზე ზარის ხმაც გაისმა.
-ვერაფერს ვიტყვი, სწორედ რომ დროული იყო, ჩაილაპარაკა და ზანტად წამოდგა ფეხზე, ისევ გაისმა ზარის ხმა.
-ერთი წუთით, დაიძახა და გააღო კარი.
-ორი წუთი იყოს დაგელოდები, გაისმა ლაშას მხიარული ხმა, რომელიც ცხელი დაბრაწული ხაჭაპურითა და ცივი წვენით ხელდამშვენებული ყოველგვარი შეპატიჟების გარეშე გაემართა სამზარეულოსაკენ. ნინიმ დაკეტა კარი და ღიმილიანი სახით მიყვა უკან.
-შენ ხომ ვერ მოგიშორე, წეხან არ წახვედი? დაგესვენა მაინც, შენნაირი ბავშვი ჯერ არ მყოლია სტაჟირებაზე.
-დავიწყებ იქედან, რომ დიდი ხანია ბავშვი აღარ ვარ, აქვე იმასაც დავძენ რომ წეხან არა ოთხი საათი გავიდა ჩემი წასვლიდან და დავისვენე ამ დროში, ახლა კი თეფშები მოიტანე და ვჭამოთ, დარწმუნებული ვარ ამ არეულობაში ჭამა არც გაგხსენებია.
-აქ კი მართალი ხარ, ვალაგებდი და ვერ მოვიცალე, დაეთანხმა ნინი და გემრიელად შეექცნენ ხაჭაპურს. ჭამა არ დაესრულებინათ, რომ ნინის მობილურის ხმა გაისმა. ჭამასაც არ მაცდიან ნუუ…წაიბუზღუნა და უპასუხა.
-ბატონო…ხო, როგორ ხარ დე?
-მე რა მიჭირს, შენ როგორ ხარ დედი, გადაბარგდი ახალ ბინაში?
-კი, მივალაგე კიდეც, მხოლოდ ჩემი საძინებელი დამრჩა და მაგასაც მივხედავ. ჯერ დროა დაღამებამდე.
-მარტომ როგორ მოახერხე გადაბარგება, უცებ მითხარი და დეტალურად მერე ვისაუბროდ ინტერნეტით.
-ლაშა მომეხმარა დე, ინტერნეტი კი რამდენიმე დგე არ მექნება, ჯერ არც დამირეკია.
-კაი და ეცადე მალე ჩართო, ლაშამ კი გაიხაროს შენი დახმარებისთვის. დროებით ჩემო ფერია.
-დროებით და გაკოცეე.
ლაშამ, მათ ლაპარაკს უნებურად მოკრა ყური და ნინითვის არც უკითხავს, ისე ჩაურთო მისი სახლის WIFI.
-ინტერნეტის პრობლემაც მოხსნილია, თქვა და ლეპტოპი შეუბრუნა რათა დაენახა.
-იცოდე, მერე არ გავიგო შენი ხმა, ინტერნეტი ნელია და ფილმებს ვერ ვუყურებო.
-ხმასაც არ ამოვიღებ, თქვა და დუმილის ნიშნად ტუჩებზე თითი აიფარა ბიჭმა.
საათი 11-ს უჩვენებდა ნინი, რომ საქმიანობას მორჩა და საწოლს მიაშურა, დაღლილ, დაქანცულს ესიამოვნა თბილი საწოლი, მალევე გაიტაცა ძილმა ტკბილი სიზმრების სამყაროში, მაგრამ ტელეფონის ხმამ კვლავ გადმოისროლა რეალობაში, ცალი თვალით გახედა ტელეფონს და ღიმილიანი სახით წაიკითხა შემდეგი ტექსტი:
-რა ქენი დალაგდი ნი? იმედია კარგად მოეწყვე ახალ ბინაში.
-არა რა, ძალიან გამითამამდა ეს ჩემი სტაჟიორი, გაიფიქრა და საპასუხო ტექსტი აკრიბა.
დილით მაღვიძარამ გააღვიძა, ჯანდაბა უკვე გათენებულა, ჩაილაპარაკა უკმაყოფილოდ, ჩაიცვა და თვალების ფშვნეტით აბაზანისკენ გასწია, იქედან გამოსულმა კი სამზარეულოსკენ აიღო გეზი და ჩუსტების ფრატაფრუტით გაუყვა კორიდორს, მიირთვა ჩაი კარაქით და თაფლით. ჩანთა აიღო, კარი გაიხურა და კიბეზე დაეშვა, თან მაგდას მესიჯს კითხულობდა, რომელიც გვიან ღამით მოეწერა, ამასობაში სადარბაზოდანაც გავიდა.
-დილა მშვიდობისა, გელოდებოდი…ნაცნობმა ხმამ მიიქცია ყურადღება.
-მართლა? რამე მოხდა?
-არაფერი, უბრალოდ მინდოდა დილა შენით დამეწყო, დაჯექი უთხრა და კარი გაუღო.
ნინიმ ვითომ და ვერ გაიგონა ლაშას სიტყვები, უმალ ჩასკუპდა მანქანაში. დაბალ ხმაზე ჩართული მუსიკის ფონზე საუბრობდნენ:
-რაღაც დაღლილი მეჩვენები ნი არ გეძინა?
-კი, მაგრამ არ მეყო, გუშინ ძალიან დავიღალე, შენც იცი რა საგიჟეთი გამოვიარე.
-დღესაც არანაკლები გელოდება სამსახურში, დღეს ორშაბათია და შემოტევა იქნება.
-უხ, როგორ გამამხნევე, სიცილით მიუგო.
-ფიქრიას დაველაპარაკები და ვეტყვი დღეს დაგასვენოს, თან ისედაც საქმე გაქვს ბინაც ხომ უნდა გაიფორმო.
-მახარებს ასე რომ ზრუნავ ჩემზე, მაგრამ უკვე ველაპარაკე მენეჯერს და პირველის მერე თავისუფალი ვარ, შენ მოგიწევს დღეს მარტო მუშაობა და არ შემარცხვინო იცოდე.
-მდაა, ცუდადაა ჩემი საქმე, თუმცა თავს გავართმევ, შენი ჩატარებული მასტერკლასების შემდეგ რა გამიჭირდება, სიცილით დაასრულა სათქმელი.
-წინ გაიხედე და მორჩი მასხარაობას, თქვა და მხარზე ხელი გაკრა ლაშას.
ამასობაში მივიდნენ კიდეც, პირველი ნინი შევიდა შენობაში, დაინახა თუ არა სალომემ მაშინვე გამოქანდა მოგობრისკენ.
-როგორ ხარ სალი?
-მე კარგად, მაგრამ შენ რა გჭირს? ისეთი სახე გაქვს თითქოს ასფალტის მტკეპნელმა გადაგიარა. თვითონვე გაეცინა საკუთარ სიტყვებზე.
-ისეთი არაფერი გოგო, რაღაც ვერ გამოვიძინე კარგად.
ამასობაში, სამუშაო საათებიც დაიწყო და ყველა თავის მაგიდას მიუჯდა, პირველ საათამდე იყო ნინი და ლამის მაგიდასთან ჩამოეძინა, მექანიკურად ასრულებდა ყველა მოქმედებას, როგორც კი ანიშნა ფიქრიამ(მენეჯერმა)შეგიძლია წახვიდეო, მაშინვე გადააბარა ყველაფერი ლაშას, ჩანთა აიღო და ბედნიერი სახით დაემშვიდობა თანამშრომლებს, გამოვიდა ბანკიდან და გზის საპირისპირო მხარეს გადავიდა მშვიდობიანად, თუ არ ჩავთვლით იმას, რომ ავტომობილმა, რომელიც შუქნიშანის წითელ ფერს არ დაემორჩილა, ლამის ფეხზე გადაუარა, თავხედო მიაძახა ნინიმ და გაბრაზებული გაუდგა გზას, ნელი ნაბიჯით მიუყვებოდა, თხუთმეტ წუთში იყო დანიშნულების ადგილზე, დაახლოებით ერთ საათში მორჩნენ, გადაიფორმა ბინა და თავისუფალი იყო ნინი, ალბათ უფრო მალეც მორჩებოდნენ, რომ არა იმ ქალბატონის უსაზღვრო სიყვარული ლაპარაკისადმი, ამ დროში მოასწრო ეამბნა ყველეფერი რაც უკეთებია დაბადებიდან დღემდე, ნინის მოსმენის თავიც აღარ ქონდა, კიდევ უფრო დაღლილი და გაბრუებული გაეცალა იქაურობას და კვლავ ფეხით გაუყვა ქუჩას, გზად დედამისსაც(ლიზას) დაურეკა, ლაშას მიწერა, აინტერესებდა როგორ ართმევდა თავს, გაუჭირდა თუ არა მარტო, სახლის კარი შეაღო საოცრად ეამა იქ არსებული სითბო, მხოლოდ ახლა გააცნობიერა, რომ ერთიანად გაყინულიყო, 3 საათსა და 15 წუთს უჩვენებდა ისრები, საძინებელში შევიდა, გამოიცვალა სპორტული შარვალი და მაისური ჩაიცვა, მაშინვე საწოლზე გადაესვენა. ერთ ხანს იყო ასე ადიელაში შეფუთული, განაბული, არ მოძრაობდა, მთელი მონდომებით ცდილობდა დაძინებას მაგრამ ამაოდ. თავში ათასი აზრი უტრიალებდა, ლაშაზეც ღელავდა, ასე მისდევდა ერთმანეთს ფიქრის უწყვეტი ჯაჭვი, მანამ, სანამ ძილი მოერეოდა, დაღლილობამ თავისი გაიტანა და თითქმის 3 საათი ამოგზაურა სიზმრების სამყაროში, რეალობაში ფიქრიას(მენეჯერი)ზარმა დააბრუნა.
-ბატონო…ჩასძახა ნამძინარები ხმით.
-ნინი ფიქრია ვარ, რა ქენი მოაგვარე შენი საქმე?
-კი, ყველაფერი რიგზეა, უკვე სახლში ვარ, ჩამძინებია კიდეც, მანდ რა ხდება ლაშას ხომ არ უჭირს მარტო რომ დარჩა?
-გეტყობა, რომ გეძინა, უკვე მეც სახლში ვარ საყვარელო, სამუშაო დღე დასრულდა.
-უი, 7 სრულდება, მხოლოდ ახლა გახედა საათს.
-რაც შეეხება ლაშას, ძალიან კარგი და მონდომებული ბიჭია, დღეს კარგად გაართვა თავი დაკისრებულ მოვალეობას.
-მე კიდევ მთელი დღე ვნერვიულობდი, მეთქი რამე გაუთვალისწინებელი არ მოხდესთქო…
-სულ ტყუილად, ასე თუ გააგრძელა “ჩაშტატვა”არ აცდება, მაინც გვჭირდება ნიჭიერი და შრომისმოყვარე კადრი.
-ძალიან მიხარია…და კიდევ ერთხელ მადლობა დღევანდელი თავისუფლებისთვის.
-კარგი ნი…ახლა გავიქეცი აბა დროებით.
-დროებით…დაემშვიდობა და მობილური იქვე საწოლზე დადო, დაძინება აღარც უცდია, იცოდა მაინც აღარ დაეძინებოდა, ადგა და სამზარეულოსკენ გასწია.
ლაშამ უხალისოდ ამოიარა კიბე და სახლის კარი შეაღო, სრული სიმყუდროვე გამეფებულიყო, მხოლოდ დაბალ ხმაზე ჩართული ტელევიზორი არღვევდა ამ იდილიას, ქურთუკი გაიხადა და მისაღებში შევიდა.
-საღამო მშიდობისა, მიესალმა დაბალი ხმით მშობლებს და მათ გვერდით დივანზე ჩამოჯდა.
-დაღლილი სახე გაქვს, ხომ არ გაგიჭირდა მარტო მუშაობა? იკითხა ნატამ(ლაშას დედამ).
-არ დავღლილვარ, ასე თუ ისე გავართვი თავი. არ შეიმჩნია ის უცნაური დაღლილობის შეგრძნება რომელიც აწუხებდა, უფრო ემოციურად იყო გადატვირთული, დღეს პირველად მოემსახურა მომხმარებლებს დამოუკიდებლად.
- ცხელი წვნიანი ჭამე, გესიამოვნება სიცივიდან მოსულს.
-მართლა ძალიან მშია ნატუკა, უთხრა დედას, მხარზე ხელი მოხვია და სამზარეულოში შევიდნენ. უკან მიჰყვა ვახოც(მამა).
ცხრა საათი სრულდებოდა, ლაშა რომ საძინებელში შევიდა, ჩვევად ქონდა, თუ საღამოს სახლში იყო და არსად გადიოდა ადრე წვებოდა, თუმცა გვიან იძინებდა. ლეპტოპთან დრო ისე სწრაფად გადიოდა ვერც ამჩნევდა. ახლაც ინტერესით აკვირდებოდა ფეისბუქში მიმდინარე სიახლეებს. მალევე გაისმა მესიჯის ხმა.
-ლაშა აქ ხარ?
-სულ დამავიწყდა ნინისთან რომ უნდა დამერეკა. გაიფიქრა და შემდეგი სიტყვები მიწერა. აქ ვარ ნინი მელოდებოდი?
-მაგრად ღადაობ რა…ჩემგან ელოდი დარეკვას, რომ სამსახურის ამბები გეთქვა? სიბრაზეს ვერ მალავდა ნინი.
-მართალი ხარ. უნდა დამერეკა და ამის გამო ბოდიშს გიხდი.
-კარგი, გაპატიე. რა ქენი აბა დღეს, თავი ხომ არავის აცემინე?
-პირიქით, გავაგიჟე ხალხი. ხუმრობითვე უპასუხა ლაშამ.
-ახალბედა კი ხარ მაგრამ ცოტა უკეთეს შედეგს ველოდი, შენ კი გაგიგიჟებია ხალხი.
-გავაგიჟე სუპერ მომსახურებით. წამებში აკრიბა საჭირო სიტყვები და გაუშვა მესიჯი.
-მორჩი ახლა თავის ქებას და ნორმალურად მომიყევი რა მოხდა.
-განსაკუთრებული არაფერი ნი, გავართვი თავი, შეგიძლია მშვიდად დამტოვო ხოლმე.
-ყოჩაღ! ტყუილად კი არ აპირებს შენს ძირითადში ჩასმას ფიქრია.
-მოიცა და შენ ეგ საიდან იცი?
-ფიქრიამ მითხრა, მგონი მირიანის გაშვებას აპირებს. კარგი ლაშ დავიძინებ ახლა, ხვალამდე.
-ძილი ნებისა. მიწერა მანაც საპასუხო მესიჯი და დახურა ლეპტოპი. მალევე გადაეშვა სიზმრების სამყაროში სამოგზაუროდ.
დილით გვიან გაეღვიძა ნინის. უკვე ცხრა სრულდებოდა.
-ჯანდაბა, ასე როგორ ჩამეძინა. ჩაილაპარაკა უკმაყოფილოდ, ელვის სისწრაფით მოემზადა და გავიდა სახლიდან, ყავაც არ დაულევია. სადარბაზოში ლაშას გადაეყარა.
-შენც ჩაგეძინა თუ რა ხდება, დღეს ორივე ვაგვიანებთ?
-არა, გელოდებოდი. დაგვიანებით კი ნუ ღელავ არ დავაგვიანებთ.
ჩასხდნენ მანქანაში და წავიდნენ, გზად ენა არ გაუჩერებიათ, ლაპარაკით მოაფხიზლეს ერთმანეთი. მანქანა ავტოსადგომზე დააყენეს, ოფისის წინ სამართალდმცავები იყვნენ, ასევე “მაყურებლებსაც“ მოეყარათ თავი, როგორც ჩვევია თბილისს. ხალხის მასაში ძლივს იპოვეს სალომე.
-რა მოხდა? რა ამბავია? მაშინვე კითხვებით მიეჭრნენ. და ინტერესით სავსე მზერას არ აშორებდნენ.

----------------
ესეც შემდეგი თავი,მადლობა რომ კითხულობთ:)დააფიქსირეთ თქვენი აზრი ისტორიასთან დაკავშირებით.



№1  offline წევრი fluctus Oceani

აჰაა ორივე თავი წავიკითხე და მომეწონა იმედია ამ ოთხი წლით პატარას ნინი არ შეუყვარდება რაღაც არ მომწონს პატარა კაცი და დიდი ქალი არასასიამოვნოა მაგრამ ისე ისტორია კარგია კაგია კი არა ძალიან კარგია ბოლომ კი დამაინტერესა

 


№2  offline წევრი melina

მახარებს შენი ნახვა ამ თავის კომენტარებშიც:) მადლობა რომ კითხულობ. რაც შეეხება ასაკობრივ სხვაობას, ზოგისთვის მიუღებელია თუმცა დღევანდელ რეალობაში ძალიან ხშირია;)

 


№3  offline წევრი melina

მეც არ მაქვს პრობლება ასაკზე მაგრამ ბევრისთვის მიუღებელია:)მადლობა რომ მოგწონს და კითხულობ.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent