შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სიზმარი თუ რეალობა? (თავი 2)


11-12-2018, 15:38
ავტორი Tamta.k
ნანახია 1 546

ფრთხილი კარის გაღების ხმა მესმის, შემდეგ ვიღაც შემოდის და მაშინ იწყება ქაოსი. სწრაფად ვარდები ლოგინიდან და დედაჩემს ცივსისხლიანი თვალებით ვუყურებ.
- რას აკეთეებ? ხომ გითხარი დილით ძილი მჭირდება თქო. - მტვერსასრუტს რთავს და მიყურებს.
- იცი რომელი საათია შვილო? სახლი უნდა დავალაგო, ვინმე არ მოვიდეს, თავი მომეჭრება. - გაბრაზებული ვუყურებ, ის კი ისევ მტვერსასრუტს რთავს და თავის საქმეს აგრძელებს. სუფთა საცვალს და პირახოცს ვიღებ. სააბაზანოდან მანამ არ გამოვდივარ სანამ დედა ოთახიდან არ გადის. თმებს ვიშრობ როდესაც კარს აღებს და თავს ოდნავ ყოფს კარში.
- წამოდი ყავა გაგიკეთე - ვუბღვერ თუმცა, ყავა ნამდვილად მჭრდება. საათს ვუყურებ უკვე ოთხი საათია. ტანში მცრის რომ მახსენდება ხვალ რა მელის.
- ტკბილი ხომ გამიკეთე? - ყავის ჭიქას ვუყურებ შემდეგ დედას რომელიც წინ ცხელ ბლინებს მიდებს.
- ხო ტკბილია. ხვალ რახდება?
- პირველად უნდა ვიყო შეფმზარეული - ცხელ ყავას სწრაფად ვცლი და მურაბას სქლად ვუსმევ ბლინზე.
- სად? მომიყევი ადამიანო დედაშენი არ ვარ? ტყუილად გიხადეთ ოთხიათასი ლარი წელიწადში? - თვალებს ვატიელებ თუმცა ვნებდები ვიცი მაინც არ მოისვენებს, ყველაფერი თუ არ გაიგო.
- ალბათ მდიდარი ოჯახია რადგან სამიათას ლარს მიხდიან. - თვალები უფართვდება და ხელის გულს პირზე იფარებს. - ხო ხო რაიყო? აბა რა გეგონა ამდენი რისთვის ვიწვალე?
- იწვალე? კარგი ერთი, საჭმელების გაკეთება რა წვალებაა?
- დედა! რამდენჯერ უნდა აგიხსნა რომ ადვილი არაფერია? - მეორე ბლინს ვუსმევ მურაბას და დედას ვუყურებ - დღეს მაგიდის მოსართავები უნდა ვიყიდო. მანქანას მათხოვებ? - როგორც წესი, მისი მანქანა მამამ ძალით უყიდა, დედა წინააღმდეგი იყო მირჩევნია სახლს შევმატოთ მაგ ფულით რაიმეო, მაგრამ რადგან მამამ დაჟინა ვერავინ გადაათქმევინებდა.
- წაიყვანე, ვითომ მე დიდად მიყვარდეს. - მხრები აიჩეჩა. ზარის ხმა გავიგონე, დედამ კარები გააღო თუ არა ჩემი ჭორიკანა მეზობლის ხმამ ტვინის ყოველ უჯრედში შეაღწია.
- ლოლა ყავის სუნი მცემს, უჩემოდ დალიე? - დატუქსა დედაჩემი და სამზარეულოში შემოვიდა. - ლიზა სახლში ხარ შვილო? - გადამკოცნა.
- კი სახლში ვარ, თუმცა ძალიან მეჩქარება. - სალფეთქზე ხელები გავიწმინდე და დედას შევხედე რომელიც ყავას ისევ ადუღებდა.
- წადი შვილო, წადი არ დაგაგვიანდეს. - ჩანთა სწრაფად გადავიკიდე და სამზარეულოში თავი შევყავი.
- ნახვამდის ციცინო დეიდა და კიდეც ყავა, მხოლოდ მე დავლიე. - ჩავიხითხითე და ფეხსაცმლის ჩაცმა დავიწყე, მესმსმოდა როგორ დაიწყო გაჭორვა ციცინომ.
- ჩვენს გვერდით კორპუსში რომ ელენა ცხოვრობს ხომ იცი სტუდენტი?მაყვალამ მითხრა თურმე საცვლებით გამოდის აივანზე და სარეცხს ფენსო
გულიანად გამეცინა და დედაჩემის გამიკვირდა როგორ მეგობრობდა ამ ქალთან, თუმცა დედა ჭკვიანი იყო. ჯობს, ჭორიკნები უფრო ახლოს გყავდეს ვიდრე შორს.
მაგიდის პატარა გადასაფარების, ფერის არჩევაში დიდი ხანი ვიწვალე. არჩევანი ღია ვარდისფერ და ოქროსფერში უნდა გამეკეთებინა. ბოლოს მაინც ოქროსფერი და ვერცხისფერი ავარჩიე, გადასაფარებელი ვერცხისფერი იქნებოდა რათა ოქროსფერი დეკორი გამოეკვეთა და ჩრდილში არ მოექცია. მაგიდის სიგრძე არ ვიცოდი ამიტიმ ბატომ ამირანთან მომიწია დარეკვა, ყველაფერი მითხრა და მეც ვუთხარი რომ დილის ცხრა საათიდან მათთან უნდა ვყოფილიყავი. ბოსტნეულის სანახავი დრო არ მქონდა მათთან სახლში მისასვლელად ამიტომ დამხვმარე გავგზანე. სუვენირების მაღაზიიდან პარკებით გამოვედი და ყველაფერი მანქანაში მოვათავსე, ამოღებას არ ვაპირებდი რადგან ხვალაც დამჭირდებოდა მანქანა. მამას კი ვერ ვთხოვდი რადგან მუშაობდა.
სახლი ცარიელი დამხვდა, ისეთი სიჩუმე იყო გავოცდი, რადგან ესეთ მდგომარებაში იშვიათადაა. დედასთან დავრეკე
- სად ხარ?
- შენი აზრით შვილო? შენმა საყვარელმა ბებიამ დარეკა და მამაშენს გამოუცხადა რომ წნევააქვს და ეშინია მარტო ყოფნა. მეც მომიწია წამოსვლა - წარმოვიდგინე მისი გაბრაზებული სახე და ჩავიცინე
- როდის მოხვალთ? კარგადაა ბები?
- რა გაცინებს ლიზა? - გაბრაზდა. - კარგადაა, განა რაიმე ჭირდა? წის და ცხელ კაკაოს მიირთმევს.
- კარგი, აკოცე ჩემს მაგივრად.
- მოვიკლავ თავს - მითხრა და გამითიშა.
უცებ გავიხადე ტანსაცმელი და პიჟამა ჩავიცვი. არ ვიცი როდის ან როგორ, ჩამეძინა დივანზე, მაგრამ მზის სხივებმა თვალები მომჭრა და სწრაფად წამოვფრინდი. საათს შევხედე დილის შვიდი საათი იყო, კმაყოფილმა თავიგავაქნიე და სააბაზანოში შევედი. თბილი წლის წვეთები კანზე მეცემოდა და საამურად მოქმედება, გუშინ ისევ დამესიზმრა. საკუთარი სხეული ჩემი აღარ მგონია, მას ჰყავს დაპატრონებული... თითებს ყელზე და ლავიწზე ვისრიალებ და მახსენდება მისი შეხება და ჩურჩული " ჩვენს, სახლში წავიდეთ?" მიღიმის და მე ვერ ვითბენ და ხელის გულს სახეზე ვუსმევ. სად გვაქვს სახლი? ვეკითხები, მას კი თვალები უდიდდება და ტუჩის კუთხე ეპრიხება " ჩემს სახლში,წამოდი წავედით" სახლში შევდივართ თუ არა მკრთალ სინათლეზე ჩემს კოცნას კედელთან იწყებს, მეც ვქვები და ნაზ თმაში ხელებს ვუცურებ, შემდეგ როცა მაისურის გაძრობას ვუპირებ, მიყურებს და უკან რამოდენიმე ნაბიჯს დგამს " ჯერ არა, ადრეა." ვგრძნობ როგორ ვბრაზდები და მეღვიძება.
ყოველთის იცვლება კადრები, მისი ჩაცმულობა, მანერები. მაგრამ ის ლტოლვა რაც მასთან მაკავშირებს, არასდროს. მგონია ელენქტრონულ მუხტი ჩემს სამყაროს იპატრონებს... ყოველ წამს მინდა შევეხო მას, მაგრამ როდესაც სურვილის, დიდი დოზით ვგრძნობ ყოველთვის მეღვიძება. თმების გაშრობის შემდეგ, ჩავიცვი და ბატონ ამირანს დავურეკე.
- დილა მშვილობის - მივესალმე, მხიარულად.
- გამარჯობა ლიზა, მეგონა კერ კიდევ გეძინათ. - ჩაიცინა.
- არა, ბატონო ამირან დაახლოებით ოცდაათ წუთში მოვალ. მინდა ყველაფერი მოვასწრო, რაიმე პრობლემა ხომ არ იქნება?
- არა, რა თქმა უნდა არა.
ახალ გარეცხილ წინსაფრებს ჩანთაში ვკეცავ და სახლის გასაღებს ვეძებ. დედას შეტყობინებას ვუგძავნი რომ წავედი და წარმატებები მისურვოს. მანქნის გასაღებს ვიღებ და კიბეებზე სწრაფი ნაბიჯებით ჩავდივარ.


***
ოთახის კუთხეში, ფანჯარასთან ქალი იჯდა და უსასრულო სივრცეს შესცქეროდა, მისი აჩქარებული სუნთქვა მთელ ოთახში ისმოდა.
- რა გჭირს ძვირფასო? - ქმრის დანახვისას, ქალს გაეღიმა.
- არაფერი, რა უნდა მჭირდეს? - გაღიმება სცადა, თუმცა არ გამოუვიდა.
- კარგი რა, ვიცი რაც. ნერვიულობ დღევანდელზე არა?
- ცოტათი. - გამოტყდა ქალი და თვალები დახუჭა.
- ის ყველაზე მეტად გავს... ზუსტად ისეთია. ამაში თვითონ დარწმუნდები...
- და მან იცის ეს? - ჰკითხა ფერდაკარგულ ქმარს.
- არცერთმა. მათ რეაქციებზე მივხვდებით...
ცოლს, შუბლზე აკოცა და ნელი ნაბიჯებით დატოვა ოთახი. კარზე ზარის ხმა გაისმა. მოვიდა...გაიფიქრა ქალმა და კარისკენ დაიძრა.


სახლის კარი თვითონ ბატონმა ამირანდა გამიღო, ბიჭებს თხოვა ნივთები გამოერთვათ და სამზარეულოში წაეღოთ. გარედან არც თუ ისე დიდი სახლი ჩანდა თუმცა შიგნით მყოფმა გავოცდი. პირველი სართული მთლიანად მისაღები და მხოლოდ სამზარეულო იყო. სამზარეულო დიდი და ყვდლაფრით აღჭურვილიყო რაც მჭირდებოდა.
- თუ რაიმე დაგჭირდებათ... - ბატონი ამირანი მიყურებს და თან ყველაფერს ათვალიერებს.
- დამშვიდდით, ყველაფერია რაც მჭირდება. მაგრამ თუ რაიმე დამჭირდება გეტყვით.
ჩემი დამხმარეები ერთ საათში, დავიბარე. მერჩივნა ჯერ მე შემევლო თვალი ყველაფრისთვს. მწვანილს გარჩევა დავიწყე როდესაც ვიღაც მთქნარებ-მთქნარებით შემოვიდა.
- დე ჩაი გამიკეთე - თვალები დაისრისა და შემდეგ გაახილა, ჩემმა დანახვამ გააკვირვა, შემდეგ ისევ მოავლო თვალი სამზარეულოს, შემდეგ ისევ მე.
- მე გაგიკეთებ. - ხმა ამოვიღე თუ არა, თვალები დააწვრილა. თხები ბამბის შარვალი და შავი მაისური ეცვა. ქერა თმაზე კი მისი იდეალური სახე, შემაწრწუნებლად ლამაზი იყო. მაგრამ ბავშვურიც...
- ვინ ხარ? - მკითხა და ხელები გულზე დაიდო.
- დღევანდელი დღის, შეფმზარეული. - უცებ გონება გაუნათდა და გაღიმებული მომიახლოვდა.
- კიდევ სხვა რამესაც გამიკეთებ? ისე მშია, ვკვდები. - შევხედე მაგრამ ირონია ვერ შევნიშნე, პორიქით გულწრფელად მთხოვდა.
- კვერცხ შეგიწვავ, ოღონდ გემრიელს. მეტი დრო მართლა არ მაქვს.
- კარგიიი - გაზიანი სასმელი ჭიქაში ჩამისხა, შემდეგ ტაფაც კი გამომიღო. მის შემხედვარეს სიცილი ამიტყდა. ჩემზე ალბათ ორი წლით პატარა იქნებოდა თუმცა ძალიან მხიარული იყო და მძიმე სამუშაოს, დილა შემართებით დავიწყე.
- ყოვეთვის შენ ხვდები ავარიაში? - გავხედე როორ ილუკმებოა, გაკვირვებულმა შემომხედა.
- არა, ჩემი ძმა. შენ საიდან? - ახსნა ვერ მოვახერხე ამიტომ თვალი ჩავუკარი. ადგა თავისი თეფში გარეცხა.
- ყავა არ გინდა? მე გავაკეთებ. ხო მართლა მე ლუკასი მქვია. - მითხრა და მისი ლაპარაკის მანერაზე გამეცინა.
- მე ლიზა. მინდა, ოღონდ ტკბილი. - სამზარეულოში კიდევ ერთი ბიჭი შემოვიდა, მასაც ბამბის შარვალი ეცვა ოღონდ მაისური არა. დაკუნთული სხეული პირველი მომხვდა თვალში.
- ლუკას, რა ჯანდაბაა - ჩემს დანახვისას გამომეტყველება შეეცვალა - ეს ახალი მოახლეა? - იკითხა, ლუკასმა კი შეუბღვირა.
- არა, ლიზა დღევანდელი დღის შეფსაზეულია.
- ააა - მაღალ სკამზე ჩამოჯდა - ყავა მეც მინდა.
მათ შორის მსგავსება ოდნავ იყო, მხოლოდ თვალებით გავდნენ ერთმანეთს. ეს იყოის ვინც სულ ავარიაში ხვდებოდა? მოტოციკლეტიანი? არ ვიცი რატომ მაგრამ უნდა მეკითხა
- ეს არის? - ვკითხე ლუკას და თვალით მისი ძმისკენ ვანიშნე.
- ვინ ის? - შემომხედა ბიჭმა, შემდეგ ლუკასს დააკვირდა.
- არაა - გაიცინა - ეს ბექაა.
- ბოლოს და ბოლოს რამდენი ძმა ხართ? - მოთბინების ფიალა ავსებულმა ვკითხე.
- ხუთი. - ეხლა ბექამ გამცა პასუხი. ხუთი? ღმერთო რამდენიააა. მიჩვეული მსგავს რაიმეს არ ვიყავი, ერთი შვილი ვიყავი მხოლოდ და წარმომიდგენია ოთხი და რომ მყოლოდა ალბათ, თავს მოვიკლავდი.
- ის ყველაზე დიდია, ნიკოლოზი. - ნიკოლოზი? ტამში გამცრა თუმცა არ შევიმჩნიე და ხორცის გარეცხა განვაგრძე. ტელეფონის ხმამ რეალობაში დამაბრუნა.
- აქ ვარ. მოდით - ვუპასუხე ჩემს დამხმარეს - აჰა კარგი.
- ვინ იყვნენ? - ყავა გვერდით დამიდგა და შემომხედა.
- ჩემი დამხმარეეები - ვუპაასუხე და ყავა მოვსვი.
- ესეიგი იწყება? - ტაში შემოკრა.
- იწყება - გავუღიმე და გაღიებულ ბექას გავხედე.
- წვეულება უკვე დაიწყო? - ქალი ხმამ ლუკასი გააჩუმა და სამივე მისკენ შევტრიალდით. პირველ რიგში ბორბლები მომხვდა თვალში, ქალი ეტლში იჯდა და ბორბლებს ხელით ატრიალებდა რათა ჩვენთან მოვუსლიყო. თვალი-თვალში გამიყარა და არდგილზე გავშეშდი, რადგან ქალი რაღაცნაირად მიყურებდა. თითქოს რაიმე სასწაული ნახა...
- დედა, აქამდე სად ხარ? - ლუკასი ჩაიცუცქა და ქალს ლოყაზე აკოცა. დედაო? ესეიგი ესაა ბატონი ამირანის ცოლი? ვისზეც მიყვებოდა.
- სასიამოვნოა თქვენი გაცნობა, მე... - გამაწყვეტინა
- თქვენ ლიზა ხართ, დიახ ვიცი - ხელი ჩამომართვა და ისევ დამაკვირდა.
- ნიკოლოზს დაუძახე ბექა, უთხარი აქ მოვიდეს. - თვალი არ მოუშორებია ისე თქვა. ბექაც გავიდა სამზარეულოდან და გულთან უჩვეულო ტკივილი ვიგრძენი, ისეთი რომ ადამიანს დაამუნჯებს და ოთხად მოკეცილს დატოვებს სანამ მას მოუნდება.
- დედა რა არისს? - მომესმა ბიჭის ხმა, შორიდან და ტანში ჟრუანტელმა დამიარა რადგან ეს ხმა ჩემს ხმაზე ნაცნობი იყო, იმდენად ნაცნობი რომ ძალა რომ მქონოდა მასთან უკანმოუხედავად გავიქცეოდი...



№1  offline წევრი Elea_Nora

აიი ხო ვიცოდი რა რაღაც სასწაული რომ მოხდებოდა. ამირანი და მისი ცოლი რას ჩხლართავენ ჰაა? ნწ ნწ. ლიზას სიზმრებთანაა უეჭველი კავშირში ვიცი რა, მაგრამ საიდან? რისთვის? როდის? ნუ მოკლედ უამრავი კითხვისნიშანია რაა რომელებსაც ნელ-ნელა გაეცემა პასუხი. ლოლა მაგარი ქალია რაა. მომწონს. ნიკოლოზზე და ლიზას შორის რამე კავშირი იქნება დარწმუნებული ვარ. წყვილზე მერე ვილაპარაკებ.
აბა ჰეე! წარმატებები!
P.S. ჩვენ "არავინ" ვართს აგრძელებ ან როდის დადებ? ვკვდები ინტერესით.
P.S. ❤❤

 


№2  offline მოდერი Tamta.k

Elea_Nora
აიი ხო ვიცოდი რა რაღაც სასწაული რომ მოხდებოდა. ამირანი და მისი ცოლი რას ჩხლართავენ ჰაა? ნწ ნწ. ლიზას სიზმრებთანაა უეჭველი კავშირში ვიცი რა, მაგრამ საიდან? რისთვის? როდის? ნუ მოკლედ უამრავი კითხვისნიშანია რაა რომელებსაც ნელ-ნელა გაეცემა პასუხი. ლოლა მაგარი ქალია რაა. მომწონს. ნიკოლოზზე და ლიზას შორის რამე კავშირი იქნება დარწმუნებული ვარ. წყვილზე მერე ვილაპარაკებ.
აბა ჰეე! წარმატებები!
P.S. ჩვენ "არავინ" ვართს აგრძელებ ან როდის დადებ? ვკვდები ინტერესით.
P.S. ❤❤

ჩემო მარწყვოო, მოდი ასე დაგიძახებ კარგი? უჰჰ აქ ისეთებს ვგეგმავ რო რავიიი, მიყვარხარ მე შენ ჩემო ყველაზე დიდო სტიმულო! ყველაფერი რა თქმა უნდა ნელ-ნელა გაირკვევაა.
რაც შეეხება ჩვენ "არავინ" ვართს, ვწერ და ვრცლად დავდებ რამოდენიმე დღეში.❤️

 


№3  offline წევრი Elea_Nora

Tamta.k
Elea_Nora
აიი ხო ვიცოდი რა რაღაც სასწაული რომ მოხდებოდა. ამირანი და მისი ცოლი რას ჩხლართავენ ჰაა? ნწ ნწ. ლიზას სიზმრებთანაა უეჭველი კავშირში ვიცი რა, მაგრამ საიდან? რისთვის? როდის? ნუ მოკლედ უამრავი კითხვისნიშანია რაა რომელებსაც ნელ-ნელა გაეცემა პასუხი. ლოლა მაგარი ქალია რაა. მომწონს. ნიკოლოზზე და ლიზას შორის რამე კავშირი იქნება დარწმუნებული ვარ. წყვილზე მერე ვილაპარაკებ.
აბა ჰეე! წარმატებები!
P.S. ჩვენ "არავინ" ვართს აგრძელებ ან როდის დადებ? ვკვდები ინტერესით.
P.S. ❤❤

ჩემო მარწყვოო, მოდი ასე დაგიძახებ კარგი? უჰჰ აქ ისეთებს ვგეგმავ რო რავიიი, მიყვარხარ მე შენ ჩემო ყველაზე დიდო სტიმულო! ყველაფერი რა თქმა უნდა ნელ-ნელა გაირკვევაა.
რაც შეეხება ჩვენ "არავინ" ვართს, ვწერ და ვრცლად დავდებ რამოდენიმე დღეში.❤️

აუუ დამიძახე საყვარლად ჟღერს❤ მეც მოგიფიქრებ ზედმეტ სახელს მაგრამ გეტყვი არ ვარ ამაში კარჰი. უჰუუ ანუ მკვემზადო დიდი აფეთქებისთვის? კარგი, მაშინ კარგად მოვემზადები. აქაც და იქაც, იმიტომ რომ რომ გვპირდები რაიმე მაგარს ანუ მართლაც რაღაც ძალზედ დიდი გველოდება.
❤❤❤

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent