შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

დაკარგული დრო /8/


11-12-2018, 16:27
ავტორი sameone crazy girl
ნანახია 9 683

_ლიზა ... ლიზა შემომხედე _ მიუახლოვდა, მისი სახე ხელებში მოიქცია. ქალმა ხელი ჰკრა და მერე სილა გააწნა
_როგორ არ მითხარი ... აქამდე როგორ არ მითხარი . რა სულელი ვარ გვარი ... შენი გვარიც კი არ გამირკვევია. ღმერთო რა იდიოტი ვარ
_ლიზა ... ვერ გავიგე
_გავიგონე ... მეტრეველოო რომ გითხრა და ახლა არ მითხრა რომ ირაკლის გარდაცვლილი ბიძაშვილი არ ხარ...არ მითხრა რომ ის ხალხი შენ არ გგლოვობენ თორემ გავგიჟდები
_მე ვარ ... მე ვარ ცოტნე მეტრეველი . ჩემ გამო იტანჯება ყველა უკვე ოცი წელია... არც კი ვიცი ეს 20 წელი როგორ გავიდა და ახლა რა ჯანდაბად დავბრუნდი. რატომ არ დავიმარხე იქ სადაც ვიყავი , მაგრამ ვეღარ ავიტანე სიბნელეში ყოფნა
_ოცი წელია ყველას მკვდარი ჰგონიხარ...სადღაც ხევში დაფერფლილი შენ კი საღ_სალამათი ხარ და მათთან არ მიდიხარ
_ვერ მივალ, კიდევ დიდხანს ვერ მივალ. მანამ ვერ მივალ სანამ ყველაფერი არ მოგვარდება
_რა უნდა მოაგვარო ასეთი დედაშენის განათებულ თვალებს რომ გერჩიოს ... იცი როგორი სევდიანია? იცო როგორი სხვანაირია? ღმერთო როგორი შენნაირია და მაინც როგორი სევდისფერო იყო . ტკივილისფერი...ერთადერთი შვილის დაკარგვით დამძიმებული, დასახიჩრებული. რამდენჯერ ნახე ასმათი... რამდენჯერ შეხედე და როგორ გაუძელი , მითხარი როგორ
_ყოველდღე მივდივარ როცა იქ ვარ... მივდივარ ვჯდები და ვუყურებ . ყოველ ჯერზე შევდივარ ეზოში და ვერ მცნობს, მერე დედას ვეძახი ხან ტირილს იწყებს ხან უგონოდ ეცემა, ხან მაგრად მირტყავს, ხან კიდევ გული უსკდება. იცი რამდენჯერ წარმომიდგენია რომ ვბრუნდები? რომ ბოდიშს ვუხდი და პატარა ბავშვივით ვეხვევი? ისე მენატრება მისი სურნელი, მისი ღიმილი ყველაფერი მენატრება , სულ ყველაფერი. იცი როგორი იყო მე რომ მოვკვდი? იცი რა ლამაზი იყო? მამა? მამა როგორი მხიარული იყო ჩემ სახლში არასდროს იყო მოწყენილობა სულ ერთმანეთს უღიმოდნენ ახლა დედას თმა სულ ჭაღარაა... მამას სახე წაშლილი აქვს. ყველაფერი სხვანაირია _ კედელს ხელი მიადო თავი რომ შეეკავებინა. ლიზა ტიროდა, მერე მაგრად ჩაეხუტა . ისე მოუჭირა მკლავები რომ თავადაც ეტკინა ძვლები . თავზე გადაუსვა თითები , ცოტნემ მის ყელში ჩამალა სახე და ერთიანად მოდუნდა. ისე ამოისუნთქა თითქოს მთელი წარსული თან გააყოლა...
_ბოლო ორი წელი რუსეთში ვიყავი. სკოლა რომ დავასრულე გივიმ იქ გამიშვა ... მე და ბიჭები . ჩემი სამი ბავშვობის მეგობარი, ჩემი სამი ნაწილი. გივის ფული სულ ჰქონდა და იმათი მშობლები ჩვეულებრივი ხალხი იყვნენ. მაშინ აქ არეულობა იყო და მე აზრზე არ ვიყავი. ჩვენ ჩვენ სტიქიაში ვერთობოდით. გეგა იყო ერთხელ ჩამოსული , ორი დღე გვიყურებდა და ბოლოს გვითხრა ეს ქვეყანა სულს წაგართმევთ დროულად დაბრუნდით სამშობლოშიო. არ დავუჯერე , იქ დავრჩით ისევ. მერე გავიგე რომ ირაკლი არ იყო ბიძაშვილი ... ირაკლი არ იყო ბიცოლას გაჩენილი და ჩემი ტყუპი იყო. ტყუპი რომელიც დედამ უშვილო რძალს მისცა. გავგიჟდი...მთვრალი ვიყავი , დილაადრიან ჩავჯექი მანქანაში და ბიჭებთან ერთად აეროპორტისკენ წავედი. გიჟივით ვიყავი, არავის ვუსმენდი. წვიმდა, იმ დაწყევლილ ქალაქში სულ ყინავდა და წვიმდა ... სული დავკარგე იმ დღეს. იმ უფსკრულში დავტოვე ჩემი ბიჭები რომ მოვკალი , ჩემი ბიჭები რომ ამოვჟლიტე იმ დაწყევლილ ადგილას დავტოვე _ ხმა ჩაუწყდა, საერთოდ დაეკარგა . დაწითლებული თვალებიდან ცრემლები სცვიოდა, გაქვავებულ სახეზე მიიკვლევდნენ გზას და ყელზე გამობერილ ძარღვებსშორის იკარგებოდნენ. იატაკს დაუშინა მუშტები . ლიზას თავი მკერდზე მიაბჯინა და წამით გაჩუმდა
_მოვკალი გესმის? მე , სულელმა სამივე მოვკალი მარტო სამი კი არა იმათი მშობლებიც, დები და ძმა მოვკალი
_ცოტნე 18 წლის იყავი, გაიგე რომ შენი ტყუპისცალი ირაკლი იყო ... შენ
_არ მითხრა რომ არაფერ შუაში ვარ... არ მითხრა რომ ღმერთმა ასე გადაწყვიტა , ბედისწერა იყო და ათასი სისულელე კიდევ მილიონჯერ მომისმენია მსგავსი რამ. ახლა არ ვიცი მაშინ რა უნდა მექნა... არა ჩემი ტვინი იაზრებს რომ უნდა დავბრუნებულიყავი, მაგრამ მაინც ახლაც არ შემიძლია მშვიდად ყოფნა , ახლაც მიჭერს სინდისი თავის მარწუხებს შენთან ყოფნის დროს რომ მოვდუნდები და ვივიწყებ ყველაფერს. მთელ დაწყევლილ ოც წელს ვაქრობ შენთან რომ ვარ ის ვხდები ვინც დამავიწყდა , საერთოდ დამავიწყდა რომ არსებობდა ღიმილიანი, ბედნიერი, ცოტა რომანტიკოსი ცოტნე
_შენ უკვე გაიარე ეს ოცი წელი... რამდენ ხანსაც არ უნდა გავარჩიოთ შენი გადაწყვეტილება ვეღარაფერს შევცვლით. უკან დაბრუნებაც რომ შეგეძლოს სულ რომ სახლში გამოიკეტო იმ დღეს შესაძლოა ისინი ისევ წავიდნენ იმ ქვეყნად და შენ დარჩე. როგორ არ უნდა დაგენახა ღმერთის წვლილი ამ ამბავში. მომიყევი , გაიხსენე გამოფხილების შემდეგ რა გადაგხდა _თითქოს თავი ხელში აიყვანა. ცრემლები შეიმშრალა და ცოტნეს ზურგს უკან დაჯდა მაისური მოაშორა და ნაიარევზე თითები შეახო _ იცი ეს რატომ გაქვს?
_რომ გამახსენდეს ყველაფერი ... რომ არასდროს დამავიწყდეს რა ჩავიდინე
_რომ გაგახსენდეს რა გამოიარე, რომ გაიხსენო შენი სიცოცხლე რამდენად მტკივნეული იყო, რამდენად ძნელი იყო შენი გადარჩენა და როგორ ცდილობდა ღმერთი ...
_იქვე ტბა იყო ... მეთევზეები იყვნენ . ხმაური რომ გაიგეს იქეთ გამოიქცნენ. მე გარეთ ვიყავი დავარდნილი . მითხრეს ისინი უკვე გარდაცვლილები იყვნენო . მანქანა აფეთქებულა. მე გარეთ დავვარდი და მხოლოდ იმიტომ მიპოვნეს. ყინულმა ტვინს სიკვდილის საშუალება არ მისცა. იქაურმა ექიმებმა ოპერაცია გამიკეთეს ... რომ გავიღვიძე 32 დღე იყო გასული. არაფერი მახსოვდა ცოტა ხანს , ვერ ვფხიზლდებოდი წამლების გამო , მოძრაობაც ფაქტობრივად არ შემეძლო. ჩემი ნაცნობი აღმოჩნდა კლინიკაში , ნაცნობი რომელსაც დავეხმარეთ მე და ბიჭები . ის დამეხმარა , მე სრულ აგონიაში ვიყავი . ხან ვიცოდი რომ ბიჭები აღარ იყვნენ ხან ისევ ვეძებდი. ესეც პეტრეს მონათხრობიდან მახსოვს _ თავი ხელებზე ჰქონდა დადებული, გადახრილი იყო და ზურგზე ყველა მალა ემჩნეოდა. ლიზა თმაზე ეფერებიდა და პარალელურად იარებზე კოცნიდა . ბოლოს თავი ზურგზე დაადო
_მერე? _ცრემლები წამოუვიდა ისევ , მაგრამ ჩუმად შეიმშრალა _მერე რა მოხდა ცოტნე
_თბილისში რომ ჩამოვედი ბიჭების საფლავზე წავედი. ყველა სხვადასხვა ადგილას იყო დაკრძალული. ერთგან შავებში ჩაცმული ქალი დავინახე ... ლაშას საფლავზე იწვა ,წერტილივით ჩანდა შორიდან . მეგონა არ სუნთქავდა სწრაფად გავიქეცი , მაგრამ ცოცხალი იყო . არც გაუგია როგორ მივუახლოვდი შორიახლოს ვიდექი ის კი იწვა და ლაპარაკობდა . ლაშას ელაპარაკებოდა .... იცი რას ეუბნებოდა? ნეტავ არ გამეშვიო , ნეტავ სახლში მყოლოდი, სულ არაფერი გესწავლა, სულ არაფერი გაგეკეთებინა ოღონდ ჩაგხუტებოდიო. ნეტავ გვეჩხუბა, ნეტავ არ გამეშვიო ... ისევ შენთან ვწევარ , მძინარეს მოგიწვებოდი გვერდით და შენს გულის ვუსმენდიო . ახლა არაფერი ისმის და მითხარი სად გიპოვნოო . ხომ მითხარი ბიჭებთან ვიქნები , ვისწავლი ... ცოტნე არაფერს მომაკლებსო. რა უნდა მომივიდეს ნიკუშა და ზურა იქ არ მეყოლებიანო? დიდხანს , ძალიან დიდხანს ელაპარაკებოდა არც ჩემი ზლუქუნის ხმა ესმოდა იწვა ცივ მიწაზე და მე ვერ მივდიოდი ვერ წამოვაყენე. ვერ ვუთხარი ნუ წევხარ მანდ სახლში წაგიყვან_თქო. ვერ დავენახე , ვერ შევხედე , ვერ ვუთხარი რომ ის ცოტნე რომელსაც შვილი ჩააბარა ცოცხალი იყო სუნთქავდა, მის გულისცემას დედამისი მოისმენდა ლაშა კი არ იყო...არსად იყო, საერთოდ აღარ იყო .... არც ნიკუშა იყო , არც ზურიკელა იყო . მხოლოდ მე ვიყავი და მეც არ ვიყავი ...არ უნდა ვიყო...საერთოდ არ უნდა ვყოფილიყავი გესმის ? დედა ფეხმძიმედ იყო . დედა 40 წლისაც არ იყო მაშინ ...დედას შეეძლო ყველაფრის გაგრძელება. ფეხმძიმედ იყო, ირაკლიც ჰყავდა მე კი უნდა მოვმკვდარიყავი
_ცოტნეე ... _ თავი ვეღარ შეიკავა ,მუჭით შეიმშრალა წამოსული ცრემლები და მისი სახე ხელებში მოიქცია
_ხომ გესმის... მითხარი რომ ხვდები რატომ მოვკვდი , რატომ გავანადგურე ყველა.
_ყველაფერი მესმის ... მესმის გეფიცები _ ცრემლიან ლოყაზე აკოცა მერე ტუჩებზე _ მაგრამ შენ ჩემთვის უნდა ყოფილიყავი ... უნდა იყო კიდევ დიდხანს მანამ სანამ ძალიან არ გამაგიჟებ და არ დაგახრჩობ . იმათთვის უნდა ყოფილიყავი ვისაც ამ ოცი წლის განმვლობაში სულ ოდნავ მაინც დაეხმარე...იმ ბიჭებისთვის წეხან რომ ელაპარაკებოდი. ლაშასთვის, ნიკასთვის და ზურასთვის უნდა იყო ... შენ რომ მათ ადგილას ყოფილიყავი ზემოდან ესრპდი რამეს და დაუყვირებდი გონს მოდიო და ხომ მოხვედი...ხომ დაბრუნდი . ხომ მოხვედი ჩემთან და გამიფერადე ცხოვრება. შენ ... შენ არ უნდა ნანობდე რომ გადარჩი
კიდევ ბევრი რამ უნდოდა გაეგო. კიდევ ბევრი რამის თქმა უნდოდა ცოტნესაც. მაგრამ აღარ შეეძლო. უბრალოდ დაიცალა , გათავისუფლდა და თან ისევ დამძიმდა. ლიზას მკლავებში იყო მოქცეული. თითქოს არც სუნთქავდა თვალი ერთი წერტილისთვის ჰქონდა გასწორებული და მხოლოდ ლიზას თითებს ეხებოდა თავისი ფალანგებით.
_ხშირად მესიზმრებოდნენ... თავიდან თითქმის ყოველდღე. აღარ ვიცოდი როდის მოჩვენება იყო როდის სიზმარი. მერე უფრო იშვიათად კოშმარებს ვხედავდი ბოლო მომენტს... ზოგჯერ მეჩხუბებოდნენ და მიდიოდბენ. ბოლოს სამივე ჩუმად იჯდა და ხმას არ მცემდა. დიდხანს ვეძახდი , მაგრამ არაფერს მეუბნებოდნენ. ბოლოს ნიკუშამ მითხრა გაბრაზებულები ვართო მე ვუთხარი თქვენ დამტოვეთ და კიდე თქვენ მიბრაზდებით_თქო? თან რატო არ წამიყვანეთთქო და ზურამ რაღაც მესროლა _ნუ ატრაკებო ისე მითხრა როგორც იცოდა ხოლმე . ერთადერთი ცუდი სიტყვა რასაც ჩემი ზურა ამბობდა ეგ იყო იცი? _გაეღიმა და თვალები დახუჭა ... _მერე გავიღვიძე და წამოვედი . დაბრუნებასაც არ ვაპირებდი. ორი თვის შემდეგ ისევ ჩამოვედი დაჩისთან ერთად , მერე დაგვჭრეს და შენთან მოვედი _ხელისგულზე აკოცა და თვალები დახუჭა
_ხომ აღარ წახვალ ...მითხარი რომ დაბრუნდები . მე და შენ შევძლებთ ხომ იცი
_აწმყოს მართვა შესაძლებელია წარსულს ვერ მოვუხერხებთ ვერაფერს _ჩუმად ლაპარაკობდა ლიზა თმაზე ეფერებოდა ისევ , ცოტნე ხელზე კოცნიდა...



*^*^*^*

დილით რომ გამოფხიზლდა და ცოტნე ვერ დაინახა შეშინებულმა მიმოიხედა ირგვლივ. აივანზე დაინახა , წამსვე წამოდგა და მისკენ დაიძრა. ზურგიდან მოეხვია და ყელში აკოცა
_დილამშვიდობისა_ წვერიან ლოყაზე აკოცა. კაცი მისკენ შებრუნდა ტუჩები დაუკოცნა და არეულ თმებზე თითები გადაუსვა. მერე დაწითლებულ თვალებზე შეხედა და ყვრიმალებზე თითები გადაუსვა
_აღარასდროს აგატირებ გეფიცები
_ცოტნე
_ჩშშ , არ გვინდა ამაზე . მე ჯერ პრობლემები მაქვს . გეფიცები ყველაფერს მოვაგვარებ და მერე ვნახავ ყველას . მანამდე არავინ არაფერი უნდა გაიგოს
_უბრალოდ კარგად იყავი, საკუთარ თავზე იზრუნე და დიდხანს არ წახვიდე _ შუბლი მიაბჯინა და ოდნავ შეეხო ტუჩებზე _დღესვე დავბრუნდეთ _თითები თმაში შეუცურა , ისევ აკოცა მშვიდდებოდა მის მკლავებში
_საღამოსთვის გადავცვლი ბილეთს
_ასე ნუ მიყურებ ... ამ დღეებს არასდროს დავივიწყებ და არც ვინანებ _თავი მკერდზე მოადო , მოდუნდა და მის გულისცემას უსმენდა.
წვიმდა, წყლის დონემ კიდევ უფრო მოიმატა და ნომრიდან გასვლა არც ღირდა. აივანზე იყვნენ ერთმანეთზე ჩახუტებულები ისხდნენ და ხედს უყურებდნენ. ცოტნემ სიგარეტს მოუკიდა და ღრმად შეისუნთქა ნიკოტინი
_რომ დაბრუნდი მერე რა მოხდა
_პეტრე და რატი დავარწმუნე რომ არაფერი უნდა ეთქვათ. პეტრე იქაურ პოლიციელებს იცნობდა და ისე გააკეთეს რომ მამაჩემს ძებნა შეეწყვიტა. მერე ქვეყანა დავტოვე და წავედი ... ყველაფერი თავიდან დავიწყე როგორც ობოლ, არაფრისმქონე ბავშვმა . აღარაფერს ჰქონდა მნიშვნელობა არც საჭმელს, არც სახლს, არც კომფორტს უბრალოდ ვარსებობდი . აზრზე არ ვარ თავი რატომ არ მოვიკალი მგონი მათთან იქ შეხვედრის მეშინოდა ...აქ კი ჭაობში აღმოვჩნდი
_როგორ ერეოდი თავს
_ვსვამდი, ვეწეოდი, ვჩხუბობდი სადღაც ჯურღმულში და რაც უფრო მაგრად მცემდნენ მით უფრო მეტ აზარტში შევდიოდი. მერე შეიცვალა რაღაცები და ცხოვრების სტილიც საბოლოოდ შევცვალე. ერთადერთი რაც ადრენალინისთვის და გაგიჟებისთვის არ მიცდია ნარკოტიკებია. მგონი გათიშვა და ყველაფრის დავიწყება არ მინდოდა , უფრო ფხიზლად ყოფნა მერჩივნა. ეგ ყველაზე მარტივი გამოსავალი იქნებოდა ისე _ჩაიცინა და ლიზას ლოყაზე მიაწება ტუჩები _მგონი ზუსტად ის გითხარი რაზეც ფიქრობდი...ახლა ძალიან ბევრი კითხვა გაქვს და გეშინია ყველაფრის რასაც გეტყვი _ ისევ აკოცა .ლიზამ სიგარეტი გამოართვა და ტუჩებშორის მოიქცია მერე კვამლი გამოუშვა თვალები წამით დახუჭა და ტუჩებზე ტუჩები მიაწება. ვნებიანად კოცნიდა კაცის ბაგეებს
_არაფრის მეშინია ... შენ მხოლოდ საკუთარ თავს უშავებდი და ზუსტად ვიცი ისეთი არაფერი ჩაგიდენია რაც შენი დახრჩობის სურვილს გამიჩენს . აქამდე მოხვედი, ჩემამდე მაინც მოხვედი და სხვას აღარაფერს აქვს მნიშვნელობა მომავლის გარდა _ ქვედა ყბაზე მოუჭირა თითები ,ისევ აკოცა და ბოლოს სიგარეტით ხელში წამოდგა კვამლში გაეხვა სანამ ღერს მოიშორებდა . ზედა წამის მეასედში მოიშორა იქვე დააგდო და ოთახში შევიდა . ცოტნეც უკან მიჰყვა, მასთან ერთად შიშვლდებოდა ... თითოეული შეხებისას შვებას გრძნობდა, ლიზა მისი სულის წამალი იყო. ყველა ბარიერს ანგრევდა , მისი თითოეული შეხება, სიტყვა, გამოხედვა სულს ათავისუფლებდა , აცოცხლებდა გაყინულ მეტრეველს ....
*^*^*^*^*
დაბრუნდნენ
რეალობაში დაბრუნდნენ
ბოლოს კორპუსის შესასვლელთან აკოცა და დატოვა
წავიდა
არ იცოდა სად მიდიოდა, რა საქმე ჰქონდა და საერთოდ რას გეგმავდა
_არ ინერვიულო ... _ტუჩებზე შეეხო და გაუღიმა
_ხომ დაბრუნდები
_გეგონა მარტივად მომიშორებდი? _გაუღიმა და ტუჩები ლოყაზე მიაკრა. ბილიკებს მიუყვებოდა და ჩურჩულებდა . ლიზას თვალები ჰქონდა დახუჭული და თმაზე ეფერებოდა
_როდის მიფრინავ
_დაგირეკავ რომ შევძლებ ... _ მზერა გაუსწორა თვალებამღვრეულს და ისევ გაიღიმა _ წადი თორემ ვეღარ გაგიშვებ
_იქნებ არ უნდა გიშვებდე ...იქნებ საერთოდ არ უნდა გიშვებდე
_ელიზაბეტ , გთხოვ
_დამიბრუნდი !
ბოლოჯერ ჩაეხუტა, აკოცა და უკან მოუხედავად შევიდა სადარბაზოში. ჩემოდანი იქვე გააჩერა და გულზე ხელი მიიბჯინა . ღრმად ჩაისუნთქა და ისევ განაგრძო გზა.
მეტრეველიც წავიდა, დაუბრუნდა თავის პრობლემებს არეულ ცხოვრებას და მთლიანად საქმეზე გადაერთო.
*^*^*^*^*
_დეე _როგორც კი დაინახა მაშინვე მისკენ გაიქცა და ყელზე ჩამოეკიდა
_ჩემო ცხოვრებავ
_ლიზა როდის დაბრუნდი დე...აბა ჯერ ვერაო? _მანანაც ეხვეოდა. სახლში შევიდა და მანანასთვის და ოთარისთვის საჩუქრები იქვე დადო
_სიურპრიზი მოგიწყვეთ
_როგორ ჩაიარა?
_წავალ მე ნივთებს ავიღებ _ელენა ზემოთ გავარდა . მანანა კი ლიზას მიუბრუნდა
_იტალიაში რა გინდოდა...როდის გაიჩინე საყვარელი. ვინ არის ლიზა ?
_ძალიან გთხოვ მანანა არ გინდა რა ... ნუ დაიწყებ ახლა
_როგორ არ დავიწყო პატარა გოგო ხომ არ ხარ ... ამბობდი მარტო ყოფნა მინდაო და რა შეიცვალა
_ის მოვიდა და ყველაფერი შეიცვალა დედა _ლოყაზე აკოცა ქალს და გაუღიმა _შენთვის და მამასთვის ვიყიდე ესენი . ნახე აბა თუ მოგეწონება
_არ გამაცნობ?
_გაგაცნობ დედა... გაგაცნობ როცა მოვიცლით
_ექიმია?
_არა ...ექიმი არ არის
_აბა სად გაიცანი
_გეგამ გამაცნო დედა _გაუღიმა და ჩანთით ხელში გამოქცეულ ელენას გახედა
_ვინ? _ქალს სახე შეეცვალა ვერ გაიგო რას ამბობდა
_გეგამ დედა ... გეგამ მოიყვანა ჩემთან მაშინაც და ახლაც
_მზად ვაარ ...წავედით
_მოიცადე ლიზა
_ისევ მოვალ დე და მერე ვილაპარაკოთ ახლა ძალიან დაღლილი ვარ . მიყვარხარ _აკოცა და დატოვა გაშეშებული ქალი.
მანქანაში ისხდნენ , ჩუმად ატარებდა . ელენა ელაპარაკებოდა მაგრამ არ ესმოდა
_დედა ცოტნე სად არის? დედაა შენთან ერთად არ ჩამოსულა? იჩხუბეეთ?
_საქმეები აქვს და მიდის
_ნერვიულობ? მოგენატრება ვიცი , მაგრამ მალე დაბრუნდება ვერ გაძლებს უშენოდ
_მალე დაბრუნდება, ვერ გაძლებს უჩემოდ
_დედა ასე რამ აგაღელვა ... უცნაურია
__მეშინია რომ დავკარგავ ... იმდენად არარეალურ ბედნერებას ვგრძნობ მასთან ყოფნისას. იმდენად უცხო გრძნობა მაქვს მგონია რომ ღმერთი წამართმევს
_ასე ძალიან შეგიყვარდა ?
__დაუჯერებლად მიყვარს ... მგონია რომ ერთ დღეს გული გამისკდება ისე მიყვარს
_ეგ გითქვამს ოდესმე?
_არა, რა საჭიროა. სიტყვებზე მეტს გავაკეთებ
_სანამ გააკეთებ უთხარი დე _ ტელეფონი აიღო მიაწოდა
მანქანა გააჩერა. სუნთქვა შეეკრა სანამ უპასუხებდა. უკვე დრო იყო გასული და ეშინოდა რომ არ უპასუხებდა . მერე მისი ხმა გაიგო და წამით მეტყველების უნარიც კი წაერთვა მხოლოდ საკუთარი გულის ხმა ესმოდა
_ელიზაბეტ ძალიან მეჩქარება ...უცებ მითხარი ხო?
__მე შენ არამიწიერად მიყვარხარ და წამითაც არ დაივიწყო ეს
_გაღმერთებ ხომ იცი_მცირეხნიანი დუმილის შემდეგ უთხრა _დავბრუნდები მაშინ როდესაც სუნთქვის შეკვრამდე მოგენატრები , მოვალ და თავიდან ვეღარ მომიშორებ
აღარ ესმოდა მისი ხმა, მაგრამ უკეთ იყო . მანქანა აამუშავა და სახლისაკენ დაიძრა.
ელენასთან ერთად შევიდა ბინაში და ქალბატონს თავისი საჩუქრები აჩვენა. საწოლზე დაწვა და სიცილით უყურებდა როგორ იზომებდა ყველაფერს. იხსენებდა ცოტნე როგორ არჩევდა ამ კაბებს , მისი სახე უდგა თვალწინ და კიდევ უფრო ბედნიერდებოდა. მერე ელებას მაგრად ჩაეხუტა და დიდხანს აღარ გაუშვია ხელი.
იმ დღეს სახლში იყვნენ . მეორე დღეს კი დაუბრუნდნენ ჩვეულ რიტმს. ცოტნე არ ჩანდა, ტელეფონი სულ თან ჰქონდა , მაგრამ ის არ რეკავდა...
*^*^*^*^*^*^
კლინიკიდან გამოდიოდა ირაკლის მანქანა რომ დაინახა . ისედაც გადაღლილი იყო და ლამის გული გაუსკდა ბიჭი სწრაფად რომ გადმოვიდა და მანქანიდან ანა გადმოიყვანა . უგონოდ იყო და ირაკლი ისე სწრაფად მიდიოდა რომ იქამდე მისვლა ვერ მოახერხა. უცებ დახურა მანქანის კარი და შენობისკენ გაიქცა
_ლიზა... ლიზა დამეხმარე თორე გავაფრენ. მელაპარაკებოდა უცებ აატრიალა თვალები და შეწუხდა _ ექიმს ჰყავდა უკვე შეყვანილი. ლიზა რომ დაინახა მაშინვე მხრებში წვდა _გავგიჟდები რამე რომ დაემართოს არ შემიშვეს
_დამშვიდდი... კარგად იქნება . რა უნდა სჭირდეს ასეთი. გადაიღალა ალბათ. მე შევალ აქ იჯექი შენ და
_ბავშვი... მანქანაში მყავს . გეგა ვერსად დავტოვე
_მანდ იყავი ...ექთანს გავუშვებ და ჩემთან კაბინეტში აიყვანენ . ირაკლი კარგად იქნება შემომხედე
_ხო ..კარგად იქნება აბა რა . კარგად იქნება
ლიზამ ექთანი გაუშვა და მერე პირდაპირ ანას სანახავად წავიდა. უკვე გონზე იყო. წნევა ჰქონდა დავარდნილი , წვეთოვანიც დაუდგეს. კარდეოგრამა გადაუღეს. მოკლედ ყველაფერს თავად აკვირდებოდა. გოგო სუსტად იყო და ძლივს ახელდა თვალებს
_ ანა აქ ვარ ... გესმის ხო? კარგად იქნები
_ბავშვი... რამე არ გამიკეთონ . ლიზა ბავშვი . ის იყო ეხოსკოპია უნდა გადაეღოთ რომ თქვა და ექიმმაც წამსვე წაუსვა გელი ... რამდენიმე წამში გინეკოლოგიც მოვიდა . ბავშვის მდგომარეობაც გაიგეს და ჯსიც დამშვიდდა.
ლიზა იცინოდა ოთახიდან რომ გავიდა . თავიდან იფიქრა შევაშინებო , მაგრამ შეეცოდა და პირდაპირ აჯახა ფერდაკარგულ კაცს ანა ფეხმძიმედააო
_რააა?
_ხო ფეხმძიმედაა ... კარგადა. წნევა დაუვარდა , მშიერი ყოფილა თან და მოკლედ საშიში არაფერია. გინეკოლოგი მერე გაესაუბრება შენც შედი არ ანერვიულო
_ბავშვი ... მართლა ფეხმძიმედაა? არ მჯერა
_რა არ გჯერა ადამიანო
_ფეხმძიმედაა _გადაიხარხარა და ლიზას მაგრად ჩაეხუტა _ მაგარი ხარ
_მე კი არა შენ ხარ მაგარი... მიდი ნახე , გელოდება . მე კაბინეტში ავალ გეგასთან
ბავშვი სავარძელში იჯდა ექთანიც იქვე იყო და ელაოარაკებოდა
_ლიზა დეიდაა
_როგორ ხარ პატარავ? _ბავშვს ჩაეხუტა და აკოცა
_მე კარგად და დედიკო როგორაა?
_დედიკო კარგადაა..მუცელი ატკივდა უბრალოდ და ექიმმა გასინჯა. მალე გაჩვენებ ხო? მანამდე ჩენთან ხომ იქნები
_კიი... მომენატრე. ელეც მომენატრა.. დიდი ხანია არ მოსულა
_ბევრი საქმეები გვქონდა, მაგრამ მოვალთ აუცილებლად _ ბავშვს უყურებდა და თითქოს ცოტნესაც ამსგავსებდა რაღაცით.
მალე ირაკლიც ავიდა. დედიკოს სახლში წავიყვანთო გეგას უთხრა და ერთად ჩავიდნენ ქვემოთ.
უკვე სამი თუ ოთხი საათი იყო გასული. ბავშვსაც ძალიან ეძინებოდა . ლიზა მათთან ერთად გავიდა და სამივეს აკოცა წასვლის წინ
_ლიიზ იცოდე ხვალ გელოდებით
_მოვალ აუცილებლად ...კარგაად
_ხვალამდე _გეგამ ხელი დაუქნია და მანქანაში ჩაჯდა.
ელენას დივანზე ეძინა . იქვე ჩამოჯდა და თავზე აკოცა
_დედუ გაიღვიძე ... საწოლში დაწექი
_რომელი საათია
_გვიანია უკვე
_რატო დაგაგვიანდა მოვდივარო ხო თქვი
ლიზამ ყველაფერი მოუყვა. მერე გვერდით მიუწვა და მასთან ერთად დაიძინა.
დილაადრიან გააღვიძა ზარის ხმამ და მაშინვე უპასუხა. უცხო ნომერი იყო , ოთახიდან გავიდა და ცოტნეს ხმა რომ გაიგო ლამის ხტუნვა დაიწყო
_ელიზაბეტ
_ცოტნიკო
_კარგ ხასიათზე ხარ ხო? დაგირეკე და გაგიფერადე დილა
_როგორ მიდის საქმეები?
_შენთან?
_ეცადე მალე მოაგვარო ყველაფერი ...8 თვეში დაახლოებით_ ძმისშვილი გეყოლება
_მართლა? ის გიჟი ჭკუაზე არ იქნება. პირველი მშობიარობა რთული ჰქონდა და იმედია ახლა კარგადაა...
_ხო ეგ ექიმმაც უთხრა...კარგად იქნება . შენ ყველაფერი როგორ იცი
_ჩამოსული ვიყავი... ეგეც მაგარი დეტექტივია რა. ბავშვიც ვნახე გეგა რო დაარქვა გამიტყდა ლამის ღამე დავადექი და ვუთხარი ჩემი სახელი რატო არ დაარქვი ბავშვს_თქო
_არანორმალური ხარ ხო?სერიოზულად? _ხმამაღლა იცინოდა ცოტნე ჩუმად იყო და უსმენდა _ცოტნე ... აქ ხარ?
_უკვე მომენატრა შენი სიცილი... სულ კარგ ხასიათზე იყავი რა
_შესანიშნავად ვარ ... გუშინ ყველა ოპერაცია წარმატებით დასრულდა, ანა ფეხმძიმედაა . ელენას მოეწონა შენი არჩეული ჩანთაც და კაბებიც
_ის ფეხსაცმელი?
_ ეგეც და თქვა რომ ჩამოვა პირდაპირ გავატან შენს თავსო
_შესანიშნავი იდეაა
_გარეთ ხარ?
_ ხო ... აქ ძალიან ცივა. ყინავს
_ფეხით მიდიხარ თუ ასე რატომ სუნთქავ...მიდიხარ თუ დარბიხარ
_ვვარჯიშობ
_მატყუებ
_მომენატრე
_თემას ნუ ცვლი
_ შენ არ მოგენატრე?
_ არა
_მატყუებ... ძალიან რომ მოგენატრები მერე დავბრუნდები...წარმატებული დღე ...
როგორც ყოველთვის ისე გაუთიშა გონს ვერ მოვიდა . სამაგიეროდ მთელი დღე კარგ ხასიათზე იყო. საღამოს ელენესთან ერთად წავიდა მეტრეველებთან. ანა დედოფლად იჯდა. მეორე ბავშვი ისე უნდოდათ ირაკლი ყველაფერზე იყო წამსვლელი ანას რომ ეთხოვა. გეგასაც გაეგო
უკვე ახალი ამბავი და ელოდა პატარა ბავშვის დაბადებას.
ელენა , ანა და გეგა სამზარეულოში იყვნენ. ირაკლიმ ისარგებლა და ლიზას დაკითხვა გადაწყვიტა
_რა ხდება შენთან სამსახურში რანე საინტერესო მკვლელობა ხომ არ მოხდა
_არა ისევ იმ დამპალ გამომძიებელს ვეძებთ... გაიქცა., მაგრამ აქ კიდე ჩალიჩობს რაღაცებს და ტვინი ამიფეთქდება მალე. კანონიზ ფარგლებში ვერაფერს ვუმტკიცებთ. ვერც გამოვიჭირეთ ის კიდე სადაა კაცმა არ იცის . კიდე ჰყავდა დამხმარეები და გაიყვანეს ქვეყნიდან. მოკლედ ამ საქმეზე ვარ გადართული
_დაიჭერ შენი ამბავი რომ ვიცი ბოლომდე მიჰყვები
_შევეშვათ მაგას...ახლ მითხარი სად დადიხარ ლიზიკო რა ამბები ხდება შენს თავს ... მომიყევი?
_რა ამბები
_მე მეკითხები? ვიღაც გყავს და მიმალავ გოგო?
_კარგი რა ირაკლი
_მე როგორც შენი ძმის ერთ_ერთი საუკეთესო მეგობარი ინფორმირებული უნდა ვიყო...
_ნუ ცანცარებ ამხელა კაცი რა
_მოგწონს? ხვდებით თუ სერიოზულადაა ამბავი
_გათხოვებას არ ვაპირებ ჯერ და რომ დავაპირებ დამიჯერე ქორწილში აუცილებლად იქნები
_პირდაპირ ქორწილში უნდა გამაცნო?
_დამშვიდდი ირაკლი წინ ნუ უსწრებ მოვლენებს
_ბავშვს ხო მომანათლინებ
_არა მე მოვნათლავ შენს გოგოს ან ბიჭს
_ჩემ ცოტნეს არ მოგანათლინებ თუ არ მეტყვი ვინ გაალღო შენი ყინულის გული
_ვის?
_ცოტნეს... ბიჭი თუ იქნება ცოტნეს ვარქმევ თორემ იქ რომ შევხვდები თავიდან მომკლავს . იმაზეც გაბრაზებული იქნება პირველ ბავშვს გეგა რომ დავარქვი...
_გოგო თუ იქნება? _სუნთქვა შეეკრა ისე უნდოდა ეთქვა ცოცხალია შენი ცოტნეო
_გოგო თუ იქნება თებროლე დავარქმევ... ჩემ ძმას უყვარდა ეს სახელი .
_ძმას ? თებროლე... ვინ არის
_ჩემ ბიძაშვილზე ვამბობ..
ძმასავით იყო და საერთოდაც რა გჭირს შენ ბავშვი ხო არ მოგინდა ამ ლაპარაკში. თუ მალევე დაიწყებ ერთ 4 ბავშვს მინიმუმ მოასწრებ მეტსაც
_ხო სამ ბიჭს გავაჩენ და ერთ გოგოს... _სიცილით უთხრა , მაგრამ უცებ გული საშინლად აუჩქარდა. ლურჯთვალება ბიჭები წარმოიდგინა და გაეღიმა
_მოკლედ მე ჩემი თებეა ან ცოტნე შენს ქორწილში ვიქნებით
_ცოტნე როგორი იყო ... გეგას გავდა?
_გეგას? არაა .. ცოტნე საერთოდ არავის გავდა. გეგა სულ სხვანაირი იყო ... აი მაგალითად მშვიდი გეგა რომ გაბრაზდებოდა რამე უსამართლობის დანახვისას და კაცს შუაზე გაგლეჯდა მთლიანად შეიშლებოდა. ცოტნე ადგებოდა ყელს გამოჭრიდა და მშვიდად დაჯდებოდა. ამავე დროს შეიძლებოდა რაღაც სისულელეზე აჩუყებოდა გული , წუწუნი დაეწყო ან სიცილი აეტეხა და ვერ გაჩერებულიყო. ცოტნე ყველანაირი იყო ბოროტიც, კეთილიც, სამართლიანიც და უსამართლოც თუ საქმე მე ან ლაშას გვეხებოდა ... ლაშა მისი ძმაკაცი იყო. სუსტი , გალეული ბიჭი იყო კითხვა ძალიან უყვარდა და საოცრად უკრავდა. ცოტნე მოცარტს ეძახდა . აი მისთვის ვინმეს რამე რომ ეწყენინებინა საშინელებას გააკეთებდა ... ჯანდაბა რამდენი რამე ვთქვი . მოკლედ ასე იყო ცოტნე არავის ჰგავდა , მეორე მისნაირი მხოლოდ მისი შვილი თუ დაიბადებოდა
ამღვრეულ თვალებზე ხელი მოისვა და ღრმად ჩაისუნთქა გამხიარულება რომ ეცადა. ლიზამ ვეღარ გაუძლო და ფეხზე წამოდგა
_მე აუცილებლად უნდა დავრეკო და გავალ ორი წუთით
ეზოში გავიდა და იქვე სკამზე ჩამოჯდა.
ჰორიზონტს უყურებდა და ისევ ირაკლის ხმა ჩაესმოდა
_ცოტნე არავის ჰგავდა... ცოტნეს მსგავსი არავინაა



№1  offline წევრი mia miako 15

ძალიან კარგი ისტორია.მომეწონა.ყოჩაღ.მართლა შეუდარებელი ხარ.წარმატებრბი და ველოდები შემდეგ თავს????????????????❤????

 


№2  offline წევრი Anansio

ვაიიიმეეე როგორ გამახარე შენ ხომ არიციი❤️❤️❤️ცოოოტნეე ... ადამიამი საოცრება...ადამიანი გრძნობა...ადამიანი ემოცია... ადამიანი სამართლიანობა❤️❤️❤️❤️უძლიერესი პერსონაჟიაა... ფენიქსიაა❤️❤️❤️ყველაფრის მიუხედავად ფერფლიდა აღდგა!!! ❤️❤️❤️მძიმე წარსულიით,მაგრამ უძლიერესი და ბედნიერი მომავლით❤️❤️❤️ლიიიზაა ქალიი აღმაფრენაა!!! ანალოგიურად,უძლიერესიაა❤️❤️❤️ირაკლიიზე ვგიჟდები!!! ყველა პერსონაჟი შემაყვარე!!! უმაგრესი გოგო ხარ შენ მარიამ!!! გყვარობ❤️❤️❤️(სულ გავაფრინე ამ აბიტურიენტმა ბავშვმა????❤️❤️)

 


№3  offline მოდერი sameone crazy girl

მადლობა დიდი
გვიან კიდედავდებ ახალს

 


№4  offline წევრი elene2619

აუ როგორი გემრიელი თავი იყო <3
ზოგადად შენ გმირებე შეყვარებული ვარ <3 სასწაულად წერ და არაამქვეყნიურად მომწონს შენი უკლებლივ ყველა ისტორია heart_eyes
მოუთმენლად გელოდები <3

 


№5  offline წევრი მეამბოხე ^^

ძალიან კარგია,უმაგრესია მართლა.♥

 


№6  offline მოდერი sameone crazy girl

ძალიან ძალიან დიდი მადლობა

 


№7  offline წევრი მარია ანსაკა

ამ სიტზე პირველი რაც წავიკითხე იყო შენი მოთხრობა და მას მერე მოგყვებიიი ბოლომდე.. მადლობა რომ წერ..

 


№8  offline წევრი დარინა

ჩემი დღის პოზიტივიიი, აი შენი სიახლის დანახვა ისე მიხარია თვალები მინათდებაა, ვერც კი წარმოიდგენ როგორ მიხარია ჩვენთან რომ ხარ და ასეთ ბედნიერებას გვანიჭებ.

 


№9  offline მოდერი sameone crazy girl

მარია ანსაკა
ამ სიტზე პირველი რაც წავიკითხე იყო შენი მოთხრობა და მას მერე მოგყვებიიი ბოლომდე.. მადლობა რომ წერ..

ძალიან მიხარია ამდენ ხანა თუ არ მოგბეზრდა ჩემი სტილი
მადლობა

დარინა
ჩემი დღის პოზიტივიიი, აი შენი სიახლის დანახვა ისე მიხარია თვალები მინათდებაა, ვერც კი წარმოიდგენ როგორ მიხარია ჩვენთან რომ ხარ და ასეთ ბედნიერებას გვანიჭებ.

მადლობა
თქვენ მე მახარებთ

 


№10  offline მოდერი abezara98

ღმერთო ჩემოოო scream რას ვიფიქრებდი ცოტნეს ასეთი ისტორია თუ ექნებოდა?! scream ჩემი საწყალი, როგორ დატანჯულაა sob sob არაუშავს, მთავარია ცოცხალი და ჯანმრთელი დაბრუნდეს და მერე მიხედავენ ლიზა და ირაკლი sweat_smile
მმმმ... რა გემრიელი თავი იყო. იმანაც გამახარა, ანა ორსულად რომ აღმოჩნდა heart_eyes ერთი სული მაქვს ირაკლის რეაქცია ვნახო, ცოტნეს ცოცხალს რომ აღმოაჩენს sweat_smile ალბათ გადაამტვრევს ძვლებში joy
საოცრებავ, მოუთმენლად გელოდებიი heart_eyes heart_eyes

 


№11  offline მოდერი sameone crazy girl

abezara98
ღმერთო ჩემოოო scream რას ვიფიქრებდი ცოტნეს ასეთი ისტორია თუ ექნებოდა?! scream ჩემი საწყალი, როგორ დატანჯულაა sob sob არაუშავს, მთავარია ცოცხალი და ჯანმრთელი დაბრუნდეს და მერე მიხედავენ ლიზა და ირაკლი sweat_smile
მმმმ... რა გემრიელი თავი იყო. იმანაც გამახარა, ანა ორსულად რომ აღმოჩნდა heart_eyes ერთი სული მაქვს ირაკლის რეაქცია ვნახო, ცოტნეს ცოცხალს რომ აღმოაჩენს sweat_smile ალბათ გადაამტვრევს ძვლებში joy
საოცრებავ, მოუთმენლად გელოდებიი heart_eyes heart_eyes

მიხარიხარ!
დავდებ ერთ საათში დავნახოთ რა მოხდება

 


№12  offline წევრი tekle22

ეეეე ჩემი სახელი უნდა დაარქვას ირაკლიმ თავის გოგოს როგორ მესიამოვნააა heart_eyes კარგი იყო ველოდები კიდევ უფრო საინტერესოდ გაგრძელებას

 


№13  offline მოდერი sameone crazy girl

tekle22
ეეეე ჩემი სახელი უნდა დაარქვას ირაკლიმ თავის გოგოს როგორ მესიამოვნააა heart_eyes კარგი იყო ველოდები კიდევ უფრო საინტერესოდ გაგრძელებას

მალე დავდებ
მადლობა

 


№14  offline აქტიური მკითხველი La-Na

როგორც ყოველთვის შეუფასებელი ხარ.რა სიტყვებით უნდა გამოვხატო ჩემი მოწონება,რომ შეგეფერებოდეს შენ❤❤❤❤ჩემი სუპერ გოგო ხარ
--------------------
ლანა

 


№15  offline მოდერი sameone crazy girl

La-Na
როგორც ყოველთვის შეუფასებელი ხარ.რა სიტყვებით უნდა გამოვხატო ჩემი მოწონება,რომ შეგეფერებოდეს შენ❤❤❤❤ჩემი სუპერ გოგო ხარ

ლანაა საყვარელო ტკბილო და თბილო
დიდი მალობა

 


№16  offline წევრი TamoTi

ძალიან კარგი და საინტეღსო თავი იყო♥♥ძალიან მომეწონა.ცოტაც და ჩავამთავრეებ♥♥♥

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent